მთავარი

სასამართლო ხელისუფლების ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს გადაწყვეტილებათა დასაბუთებულობის გაზრდა, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტების, განმარტებებისა თუ პრეცედენტების მოხმობით. აღნიშნული პროცესის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ინიციატივით, შეიქმნა ევროპული  სასამართლოს გადაწყვეტილებათა ქართული ელექტრონული საძიებო პროგრამა. პროგრამა უნიკალურია იმ კუთხით, რომ საშუალებას აძლევს მომხმარებელს,  ქართული საძიებო ველების გამოყენებით მოიძიოს ქართულ ენაზე ნათარგმნი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები. აღნიშნული ბაზის სრულყოფა წარმოადგენს განგრძობად პროცესს და მის უწყვეტ განახლებაზე ზრუნავს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრი.