ნავალნი და იაშინი რუსეთის წინააღმდეგ

Navalnyy and Yashin v. Russia

საჩივრის ნომერი  -  76204/11

მოპასუხე სახელმწიფო    -   რუსეთი

გადაწყვეტილების მიღების თარიღი  -   04/12/2014

შედეგი: წინასწარი პრეტენზია გაერთიანდა საქმესთან და შეწყდა (მუხლი 35-1-შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი დაცვის საშუალებების ამოწურვა)

დაირღვა მე-11 მუხლი - შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება - (მუხლი 11-1 - მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება)

დაირღვა მე-6 მუხლი  - სამართლიანი სასამართლოს უფლება - (მუხლი 6 -ადმინისტრაციული სამართალწარმოება

მუხლი 6-1- სისხლისსამართლებრივი ბრალდება

სამართლიანი განხილვა)

დაირღვა მე-5 მუხლი - თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება - (მუხლი 5-1-თავისუფლების აღკვეთა

კანონიერი დაკავება ან დაპატიმრება

კანონით განსაზღვრული პროცედურა)

დაირღვა მუხლი 13+3- სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლება- (მუხლი 13 -  სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალება) (მუხლი 3 - დამამცირებელი მოპყრობა

არაჰუმანური მოპყრობა

წამების აკრძალვა)

დაირღვა მუხლი 3 - წამების აკრძალვა (მუხლი 3 - დამამცირებელი მოპყრობა

არაჰუმანური მოპყრობა) (მატერიალურ-სამართლებრივი ასპექტი)

არამატერიალური ზიანი: დაკმაყოფილდა

განსხვავებული აზრი: დიახ

საკვანძო სიტყვები:

(მუხლი 3) წამების აკრძალვა

(მუხლი 3) დამამცირებელი მოპყრობა

(მუხლი 3) არაჰუმანური მოპყრობა

(მუხლი 5) თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება

(მუხლი 5-1) თავისუფლების აღკვეთა

(მუხლი 5-1) კანონიერი დაკავება ან დაპატიმრება

(მუხლი 5-1) კანონით განსაზღვრული პროცედურა

(მუხლი 6) სამართლიანი სასამართლოს უფლება

(მუხლი 6) ადმინისტრაციული სამართალწარმოება

(მუხლი 6-1) სისხლისსამართლებრივი ბრალდება

(მუხლი 6-1) სამართლიანი განხილვა

(მუხლი 11) შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება

(მუხლი 11-1) მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება

(მუხლი 11-2) აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში

(მუხლი 13) სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლება

(მუხლი 13) სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალება

(მუხლი 53) დასაშვებობის კრიტერიუმები

(მუხლი 35-1) შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი დაცვის საშუალებების ამოწურვა

(მუხლი 41) სამართლიანი დაკმაყოფილება-{ზოგადი}

პროპორციულობა

 

 

Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.

 

Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (www.supremecourt.ge).Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.

 

საინფორმაციო ბარათი სასამართლო პრეცედენტზე  No. 180

დეკემბერი 2014

ნავალნი და იაშინი რუსეთის წინააღმდეგ

Navalnyy and Yashin v. Russia - 76204/11

გადაწყვეტილება 4.12.2014 [სექცია I]

მუხლი 11

მუხლი 11-1

მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება

სავარაუდოდ არასანქცირებული დემონსტრაციის ჩატარებისათვის პოლიტიკური აქტივისტების დაპატიმრება და გასამართლება: დარღვევა

ფაქტები – წინამდებარე საქმეშიმომჩივნებს წარმოადგენდნენ ორი პოლიტიკური აქტივისტი და ოპოზიციის ლიდერები. 2011 წელს ისინი დააპატიმრეს, რადგან არ დაემორჩილნენ პოლიციის ბრძანებას, შეეწყვიტათ სპონტანური მარში, რომლის ჩატარებასაც აპირებდნენ, სანქცირებულ დემონსტრაციაში მონაწილეობის მიღების შემდეგ. ისინი დაკავებულნი იყვნენ პოლიციაში მანამდე, ვიდრე მომდევნო დღეს გადაიყვანდნენ სასამართლოში, სადაც 15 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ. მათი საჩივრები უარყოფილ იქნა.

სამართალი – მუხლი 11: მომჩივნების დაპატიმრება, დაკავება და სასჯელი წარმოადგენდა ჩარევას მე-11 მუხლით დაცულ მათ უფლებაში. ჩარევა ემსახურებოდა საჯარო წესრიგის დაცვის ლეგიტიმურ მიზანს. პროპორციულობასთან მიმართებით, სასამართლომ მიუთითა, რომ თუნდაც მომჩივნებს არ ჰქონოდათ დემონსტრაციის ჩატარების განზრახვა, საპროტესტო აქციის მონაწილეთა დიდი ჯგუფის გამოჩენა გონივრულად აღიქმებოდა ამგვარად. მიუხედავად ამისა, დემონსტრაცია გაგრძელდა მხოლოდ 15 წუთს, იყო მშვიდობიანი და მონაწილეთა წარმოდგენილი რაოდენობის შეჩერება არ იქნებოდა რთული. ამრიგად, პოლიციამ დაიჭირა მომჩივნები მხოლოდ იმიტომ, რომ აქცია არ იყო სანქცირებული. ადგილობრივმა სასამართლოებმა არც კი სცადეს, გადაემოწმებინათ აქციის მონაწილეებისაგან მომდინარე რისკების მოცულობა ან აუცილებელი იყო თუ არა მათი შეჩერება. მომჩივნები მოგვიანებით დააპატიმრეს პოლიციის ბრძანებისადმი დაუმორჩილებლობისათვის, მაგრამ სასამართლო იყო უუნარო, გაერკვია, გამოსცა თუ არა პოლიციამ ამგვარი ბრძანება, ვიდრე განახორციელებდა დაპატიმრებებს. თუნდაც დავუშვათ, რომ მომჩივნები არ დაემორჩილნენ ბრძანებას აქციის დასასრულს, მათი დაპატიმრების არავითარი საფუძველი არ არსებობდა. უფრო მეტიც, შეფარდებული სასჯელი არ ასახავდა სავარაუდო დანაშაულის შედარებით უმნიშვნელო ბუნებასაც კი. საბოლოოდ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა პირდაპირ აღიარეს, რომ მომჩივნები დაისაჯნენ სპონტანური მშვიდობიანი დემონსტრაციის ჩატარებისა და ანტი-სამთავრობო მოწოდებების სკანდირებისათვის. მიღებულ იძულების ზომებს ჰქონდათ სერიოზული პოტენციალი, შეეკავებინათ ოპოზიციის სხვა მხარდამჭერები და საზოგადოება დემონსტრაციებზე დასწრებისაგან, უფრო ზოგადად კი, პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობისგან. ამ სანქციების შემაკავებელი ეფექტი უფრო მეტად გაძლიერებულ იქნა იმ ფაქტით, რომ ის მიმართული იყო ცნობადი საზოგადო ფიგურების მიმართ, რომელთა თავისუფლების აღკვეთამ მიიპყრო მედიის ფართო ყურადღება. ამრიგად ჩარევა არ იყო აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში.

დასკვნა: დარღვევა (ერთხმად).

სასამართლომ, ასევე, ერთხმად დაადგინა მე-6(1) მუხლის დარღვევა მომჩივნების წინააღმდეგ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებასთან დაკავშირებით, მე-5 მუხლის დარღვევა პოლიციის პუნქტში მათ გაუმართლებელ გადაყვანასთან დაკავშირებით, დაუფიქსირებელი და დაუსაბუთებელი ექვს საათიანი დაკავების და წინასწარ დაკავებაში ყოფნის მიზეზების არარსებობასთან დაკავშირებით, მე-13 მუხლის დარღვევა შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი დაცვის არაეფექტიანობასთან დაკავშირებით და მე-3 მუხლის დარღვევა იმ პირობებთან დაკავშირებით, რომლებშიც მომჩივნები იმყოფებოდნენ პოლიციის პუნქტში.

მუხლი 41:26,000 ევროთითოეულ მომჩივანს არამატერიალური ზიანისათვის.

(იხილეთ ასევე  Bukta and Others v. Hungary, 25691/04, 17 ივლისი 2007, Information Note 99; Berladir and Others v. Russia, 34202/06, 10 ივლისი 2012; Fáber v. Hungary, 40721/08, 24 ივლისი 2012, Information Note 154; Malofeyeva v. Russia, 36673/04, 30 მაისი 2013; Kasparov and Others v. Russia, 21613/07, 3 ოქტომბერი 2013, Information Note 167; იხილეთ ასევეფაქტების გვერდი Detention conditions and treatment of prisoners)

 

© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.

იხილეთ აქ სასამათლო პრაქტიკის საინფორმაციო ბარათებიCase-Law Information Notes

 

სინდიკატი ხორვატიის წინააღმდეგ

HRVATSKI LIJEČNIČKI SINDIKAT v. CROATIA

საჩივრის ნომერი - 36701/09

მოპასუხე სახელმწიფო- ხორვატია

გადაწყვეტილების მიღების თარიღი-27/11/2014

შედეგი:წინასწარი პრეტენზია გაერთიანდა საქმის არსებით გარემოებებთან და დაუშვებლად იქნა ცნობილი (მუხლი 34 – locus standi);

მე-11 მუხლის დარღვევა - შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება (მუხლი 11.1 - გაერთიანების თავისუფლება)

არამატერიალური ზიანი – დარღვევის დადგენა საკმარისია

განსხვავებული აზრი: არა

რადკო და პაუნკოვსკი მაკედონიის წინააღმდეგ

Asssociation of Citizens Radko and Paunkovski v. "the former Yugoslav Republic of Macedonia"

საჩივრის ნომერი - 74651/01   PDF

მოპასუხე სახელმწიფო - იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონია

გადაწყვეტილების მიღების თარიღი - 15.1.2009

შედეგი: დაირღვა მუხლი 11

განსხვავებული აზრი: კი

ჰერი ბატასუნა და ბატასუნა ესპანეთის წინააღმდეგ

Herri Batasuna and Batasuna v. Spain

საჩივრის ნომერი: 25803/04    PDF

მოპასუხე სახელმწიფო: ესპანეთი

გადაწყვეტილების მიღების თარიღი: 30/06/2009

შედეგი: ადგილი არ ჰქონია მე-11 მუხლის დარღვევას

განსხვავებული აზრი: არა

დანილენკოვი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ

Danilenkov and others v. Russia

საჩივრის ნომერი: 67336/01    PDF    summary

მოპასუხე სახელმწიფო: რუსეთი

გადაწყვეტილების მიღების თარიღი: 10/12/2009

შედეგი: ნაწილობრივ ამოღებულ იქნა სიიდან

მე-14 და მე-11 მუხლების დარღვევა

მატერიალური ზარალი - საჩივარი არ იქნა მიღებული

არამატერიალური ზარალი - დაკმაყოფილდა

განსხვავებული აზრი: არა

ცემიეტი და ისრაფილოვი აზერბაიჯანის წინააღმდეგ

Tebieti Mühafize Cemiyyeti and Israfilov v. Azerbaijan

საჩივრის ნომერი - 37083/03   PDF

მოპასუხე სახელმწიფო - აზერბაიჯანი

გადაწყვეტილების მიღების თარიღი - 08/10/2009

შედეგი: დაირღვა კონვენციის მე-11 მუხლი

მატერიალური ზიანი - მოთხოვნას უარი ეთქვა

არამატერიალური ზიანი - დაკმაყოფილდა 

განსხვავებული აზრი: არა

სენდიკასი თურქეთის წინააღმდეგ

Eğitim ve Bilim Emekçileri Sendikası v. Turkey

საჩივრის ნომერი: 20641/05    PDF   summary

მოპასუხე სახელმწიფო: თურქეთი

გადაწყვეტილების მიღების თარიღი: 25.9.2012

შედეგი: დანარჩენი დაუშვებელია

მე-11 მუხლის დარღვევა - შეკრების და გაერთიანების თავისუფლება (მუხლი 11.1 - გაერთიანების თავისუფლება)

მე-10 მუხლის დარღვევა - გამოხატვის თავისუფლება [ზოგადი] (მუხლი 10.1 - გამოხატვის თავისუფლება)

მატერიალური ზარალი - საჩივარი არ იქნა მიღებული

არამატერიალური ზარალი - დაკმაყოფილდა

განსხვავებული აზრი: კი 

სინდიკატულ "პასტორულ სელ ბან" რუმინეთის წინააღმდეგ

Sindicatul “Păstorul cel Bun” v. Romania [GC]

საჩივრის ნომერი: 2330/09    PDF   summary

მოპასუხე სახელმწიფო: რუმინეთი

გადაწყვეტილების მიღების თარიღი: 09/07/2013

შედეგი: მე-11 მუხლი არ დარღვეულა - შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება (მუხლი 11.1 - გაერთიანების თავისუფლება)