სინდიკატი ხორვატიის წინააღმდეგ

HRVATSKI LIJEČNIČKI SINDIKAT v. CROATIA

საჩივრის ნომერი - 36701/09

მოპასუხე სახელმწიფო- ხორვატია

გადაწყვეტილების მიღების თარიღი-27/11/2014

შედეგი:წინასწარი პრეტენზია გაერთიანდა საქმის არსებით გარემოებებთან და დაუშვებლად იქნა ცნობილი (მუხლი 34 – locus standi);

მე-11 მუხლის დარღვევა - შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება (მუხლი 11.1 - გაერთიანების თავისუფლება)

არამატერიალური ზიანი – დარღვევის დადგენა საკმარისია

განსხვავებული აზრი: არა

 

საკვანძო სიტყვები:

(მუხლი 11) შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება

(მუხლი 11–1) გაერთიანების თავისუფლება

(მუხლი 11–2) აუცილებელიდემოკრატიულ საზოგადოებაში

(მუხლი 11-2) სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა

(მუხლი 34) ინდივიდუალური საჩივრები

(მუხლი 34) locus standi მხარის სასამართლოს წინაშე გამოსვლის უფლება

(მუხლი 41) სამართლიანი დაკმაყოფილება - (ზოგადი)

 

 

 

Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.

Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (www.supremecourt.ge).Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.

 

საინფორმაციო ბარათი სასამართლოს პრეცედენტებზე No. 179

ნოემბერი 2014

Hrvatskiliječničkisindikat v. Croatia - 36701/09

გადაწყვეტილება 27.11.2014 [I სექცია]

მუხლი 11

მუხლი 11-1

გაერთიანების თავისუფლება

თითქმის ოთხი წლის მანძილზე პროფკავშირებს გაფიცვის საშუალება არ ეძლეოდა: დარღვევა

ფაქტები – მომჩივანს წარმოადგენდა პრაქტიკოსი ექიმების პროფკავშირი. 2004 წელს მან და სხვა პროფკავშირულმა გაერთიანებებმა, ჯანდაცვის სექტორთან დაკავშირებით,  მთავრობასთან კოლექტიური შეთანხმება დადეს. იმავე დღეს, მომჩივანმა გაერთიანებამ და მთავრობამ დადეს სხვა კოლექტიური შეთანხმება, რომელიც წარმოადგენდა წინა შეთანხმების დანართს, სამედიცინო და სტომატოლოგიურ სექტორთან მიმართებით. 2005 წელს ხორვატმა ექიმებმა დანართი, რეფერენდუმის გზით, დაამტკიცეს, რომლის ნამდვილობაც სახელმწიფო წარმომადგენლებმა არ აღიარეს.ამის შემდგომ, მომჩივანმა გამოაცხადა გაფიცვა დანართის ძალაში შესვლის, რეფერენდუმის შედეგების აღიარების და სამედეცინო და სტომატოლოგიურ სექტორში ახალი კოლექტიური შეთანხმების დადების მიზნით. თუმცა, საოლქო სასამართლომ აუკრძალა მომჩივანს გაფიცვა, იმ მიზეზით, რომ დანართი იყო ბათილი. მომჩივანის საჩივრები უზენაეს და საკონსტიტუციო სასამართლოებში არ დაკმაყოფილდა. პარალელურ სამოქალაქო სამართალწარმოების პროცესში, რომელიც სხვა პროფესიულმა გაერთიანებებმა წამოიწყეს, დანართი გამოცხადდა ბათილად და გაუქმებულად 2008 წელს, რადგან იგი არ გაუფორმებია ყველა პროფკავშირს, რომელმაც მთავარი შეთანხმება დადო.

სამართალი – მუხლი 11: გაფიცვის გამართვის აკრძალვა წარმოადგენდა, მომჩივანი პროფკავშირის გაერთიანების თავისუფლებაში ჩარევას, რომელიც (ჩარევა) კანონით იყო გათვალისწინებული და მიზნად ისახავდა კოლექტიური შეთანხმების პროცესში პროფესიული გაერთიანებების თანასწორობის უფლების დაცვას.

რაც შეეხება პროპორციულობას, სასამართლომ აღნიშნა, რომ შიდა სასამართლოებმა ჩათვალეს, რომ ისინი არ იყვნენ ვალდებულნი გამოეკვლიათ ტარდებოდა თუ არა გაფიცვა ახალი კოლექტიური შეთანხმების დადების მოთხოვნისთვის, ვინაიდან მომჩივანი გაერთიანების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ეს იყო ,,დამხმარე’’ არგუმენტი, რომელიც გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო დანართის ბათილობის შემთხვევაში. მიუხედავად ამისა, განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა გაფიცვისთვის ამ საფუძვლის მითითებას ვინაიდან, შიდა სამართალი რეალურად უშვებდა საწარმოო გაფიცვას, კოლექტიური შეთანხმების არ არსებობისას. შიდა სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად, მომჩივან გაერთიანებას აეკრძალა გაფიცვის გამართვა 2005 წლის აპრილიდან 2008 წლის დეკემბრამდე პერიოდში. განსაკუთრებული მდგომარეობის არ არსებობის გამო, სასამართლო არ დაეთანხმა პოზიციას, რომ კოლექტიური შეთანხმებისას თანასწორობის პრინციპის დაცვა იყო ლეგიტიმური მიზანი, რომელიც გაამართლებდა პროფკავშირებისთვის, მისი წევრების პროფესიული ინტერესების დაცვის ყველაზე მძლავრი მექანიზმის ჩამორთმევას. აღნიშნული განსაკუთრებით ამ საქმეში აისახა, რადგან მომჩივან გაერთიანებას უფლება არ ეძლეოდა მოეწყო გაფიცვა, რათა ზეწოლა მოეხდინა მთავრობაზე, ექიმებისთვის და სტომატოლოგებისთვის იმავე უფლებების მისანიჭებლად, რომლებიც დანართის მიხედვით უკვე არსებობდა და რომელთა გაბათილებაც ფორმალურ საფუძველზე მოხდა. შესაბამისად, ჩარევა ვერ ჩაითვლება იმ ლეგიტიმური მიზნის პროპორციულად, რომლის მისაღწევადაც ის განხორციელდა.

დასკვნა: დარღვევა (ერთხმად).

მუხლი 41: დარღვევის დადგენა თავისთავად წარმოადგენდა საკმარის სამართლიან დაკმაყოფილებას ნებისმიერ არამატერიალურ ზიანთან მიმართებით.

 

© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.

იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბარათები  Case-Law Information Notes