ლ.ჰ. ლატვიის წინააღმდეგ

L.H. v. Latvia

საჩივრის ნომერი - 52019/07

მოპასუხე სახელმწიფო - ლატვია

გადაწყვეტილების მიღების თარიღი - 29.4.2014

შედეგი: დაირღვა მე-8 მუხლი - პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება (მუხლი 8-1 პირადი ცხოვრების პატივისცემა)

არამატერიალური ზიანიდაკმაყოფილდა

განსხვავებული აზრი: არა

 

საკვანძო სიტყვები:

(მუხლი 8) პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება

(მუხლი 8-1) პირადი ცხოვრების პატივისცემა

(მუხლი 8-2) კანონით განსაზღვრული

(მუხლი 19) სასამართლოს დაარსება

(მუხლი 19) მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებები

(მუხლი 41) სამართლიანი დაკმაყოფილება (ზოგადი)

 

 

Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.

 

Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (www.supremecourt.ge).Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.

 

საინფორმაციო ბარათი სასამართლოს პრეცედენტზე No. 173

აპრილი 2014

ლ. ჰ. ლატვიის წინააღმდეგ- 52019/07

L.H. v. Latvia - 52019/07

გადაწყვეტილება 29.4.2014 [IV სექცია]

მუხლი 8

მუხლი 8-1

პირადი ცხოვრების პატივისცემა

იმ შიდასახელმწიფოებრივი კანონის უზუსტობა, რომელიც საჯარო ხელისუფლების ორგანოს ნებას რთავდა შეეგროვებინა მომჩივნის სამედიცინო მონაცამები: დარღვევა

ფაქტები – 1997 წელს, მომჩივანის სახელმწიფო საავადმყოფოში გადაყვანისას, ქირურგმა მას ჩაუტარა საშვილოსნოს მილების ოპერაცია, მისი თანხმობის გარეშე. მას შემდეგ, რაც ვერ მოხერხდა სასამართლოს გარეშე დავის მოგვარება, მომჩივანმა შეიტანა სამოქალაქო სარჩელი საავადმყოფოს წინააღმდეგ, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. აღნიშნული სარჩელი დაკმაყოფილდა. პარალელურად, საავადმყოფის დირექტორმა მიწერა სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლის ინსპექციას (“MADEKKI”), მის დაწესებულებაში მომჩივანთან მიმართებით განხორციელებული სამედიცინო მოქმედების შეფასების მოთხოვნით. შემდგომი ადმინისტრაციული გამოძიებისას MADEKKI-მ მოითხოვა და მიიღო მომჩივნის სამედიცინო დოკუმენტები სამი სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებიდან და საბოლოოდ გამოსცა ანგარიში, რომლის მიხედვითაც, მომჩივნის მშობიარობის დროს არ დარღვეულა არც ერთი კანონი. მოგვიანებით მომჩივანმა სადავო გახადა MADEKKI-ის მიერ ჩატარებული ადმინისტრაციული გამოკითხვის კანონიერება, თუმცა სარჩელზე უარი უთხრეს. უზენაესი სასამართლოს სენატმა დაადგინა, რომ შიდასახელმწიფოებრივი სამართალი უფლებას აძლევდა MADEKKI-ს, მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში, გამოეკვლია სამედიცინო დაწესებულებებში განხორციელებული სამედიცინო მომსახურების ხარისხი.

სამართალი – მუხლი 8: გაიხსენა რა სამედიცინო მონაცემების დაცვის მნიშვნელობა, როგორც პირის პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლების ნაწილი, სასამართლოს უნდა დაედგინა, იყო თუ არა შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა საკმარისი სიზუსტით ფორმულირებული და ითვალისწინებდა თუ არა თვითნებობის წინააღმდეგ დაცვის ადეკვატურ საშუალებებს. ამ მიზნით, საწყის ეტაპზე, სასამართლომ დაადგინა, რომ შესაბამასი სამართლებრივი ნორმები MADEKKI-ის კომპეტენციას ძალიან ზოგადად აღწერდნენ და არ არსებობდა საავადმყოფოს მიერ მიმდინარე სამოქალაქო სამართალწარმოების შესახებ დამოუკიდებელი ექსპერტისგან რჩევის მიღების სამართლებრივი საფუძველი. გარდა ამისა, შიდასახელმწიფოებრივი სამართალი არანაირი ფორმით არ ადგენდა MADEKKI-ს მიერ მსგავს გამოკითხვებში შესაგროვებელი სამედიცინო მონაცემების ფარგლებს, რამაც გამოიწვია მომჩივანის შესახებ შვიდწლიან პერიოდთან დაკავშირებული, განურჩევლად ყველა სახის სამედიცინო მონაცემების შეგროვება, ყოველგვარი წინასწარი შეფასების გარეშე, იმის მიუხედავად, იყო თუ არა ეს მონაცემები პოტენციურად გადამწყვეტი, შესაბამისი ან მნიშვნელოვანი გამოკითხვის მიზნის (რაც არ უნდა ყოფილიყო იგი) მისაღწევად. საბოლოოდ, იმ ფაქტმა, რომ ცნობების შეკრება დაიწყო მომჩივნის სტერილიზაციიდან შვიდი წლის შემდეგ, წარმოშვა ეჭვი, წარმოადგენდა თუ არა მონაცემების შეგროვება „სამედიცინო მკურნალობის უზრუნველყოფის ან ჯანდაცვის მომსახურების განხორციელების მიზნებისთვის აუცილებელს,“ რასაც მოითხოვდა შიდა კანონმდებლობა. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ დაადგინა, რომ მოქმედი კანონმდებლობა საკმარისი სიზუსტით არ მიუთითებდა შესაბამისი ორგანოების დისკრეციის ფარგლებს და მისი განხორციელების ფორმას.

დასკვნა: დარღვევა (ერთხმად).

მუხლი 41: 11,000 ევრო არამატერიალური ზიანისთვის.

 

© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.

იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბარათები  Case-Law Information Notes