პადურეტი მოლდავეთის წინააღმდეგ

Paduret v. Moldova

საჩივრის ნომერი - 33134/03    PDF

მოპასუხე სახელმწიფო - მოლდავეთი

გადაწყვეტილების მიღების თარღი - 05/01/2010

შედეგი: დაირღვა კონვენციის მე-3 მუხლი

განსხვავებული აზრი: არა

 

საკვანძო სიტყვები:

(მუხლი 34) ინდივიდუალური განაცხადი

(მუხლი 34) მსხვერპლი

პოზიტიური ვალდებულებები

(მუხლი 3) წამების აკრძალვა

(მუხლი 3) ეფექტური გამოძიება

(მუხლი 3) წამება

(მუხლი 41) სამართლიანი დაკმაყოფილება

 

                                                                                                  

საქმეზე პადურეტი მოლდავეთის წინააღმდეგ,

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პალატამ (მეოთხე სექცია) შემდეგი შემადგენლობით:

ნიკოლას ბრატცა, პრეზიდენტი,

ლეხ გარლიცკი,

ლილიანა მიჟოვიჩი,

დავიდ ტორ ბიორგვინსონი,

ჟან სიკუტა,

პაივი ჰირველა,

მიჰაი პოალელუნგი, მოსამართლეები

და ფატოს არაჩი, სექციის რეგისტრატორი, ც-თი მახსოვს თითქოს

იმსჯელა განმარტოებით 2009 წლის 1 დეკემბერს, და ამავე დღეს გამოიტანა წინამდებარე გადაწყვეტილება:

 

პროცედურა

1. საქმე დაიწყო განაცხადით (no. 33134/03) მოლდავეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ, რომელიც 2003 წლის 25 აგვისტოს სასამართლოს წარუდგინა მოლდავეთის მოქალაქემ, ბ-ნმა აურელ პადურეტმა („განმცხადებელი“),ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის („კონვენციის“) 34-ე მუხლის შესაბამისად.

2. განმცხადებელს, რომელსაც აღმოუჩინეს უფასო იურიდიული დახმარება, წარმოადგენდნენ ბ-ნი შ. ურიტუ, ბ-ნი ა. ბრიკეაგი და ქ-ნი დ. სტრაისტენუ. იმ დროისათვის სამივე მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაციაში – მოლდავეთის ადამიანის უფლებათა დაცვის ჰელსინკის კავშირში, რომელიც მდებარეობდა ჩისინაუში. მოლდავეთის მთვრობას („მთავრობა“) წარმოადგენდა მათი აგენტი, ბ-ნი ვ. გროსუ.

3. კერძოდ, განმცხადებელი ჩიოდა, რომ მას არასათანადოდ მოეპყრნენ პატიმრობისას და ხელისუფლებამ გონივრულ ვადაში არ ჩაატარა ეფექტიანი გამოძიება მის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტზე, რითაც საშუალება მისცა დამნაშავეებს, გაქცეოდნენ ყოველგვარ პასუხისმგებლობას.

4. 2008 წლის 13 მაისს მეოთხე სექციის პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ მთავრობისათვის ეცნობებინა განაცხადის შეტანის თობაზე. აგრეთვე გადაწყდა, რომ განაცხადის არსებითი მხარეებზეემსჯელათ საქმის სასამართლო განხილვაზე დასაშვებობასთანერთად (კონვენციის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტი).

 

ფაქტები

I. საქმის ფაქტობრივი გარემოებები

5. განმცხადებელი დაიბადა ბოჟიენიში 1979 წელს.

6. საქმის ფაქტობრივი გარემოებები, როგორც მხარეებმა წარმოადგინეს, შეიძლება შეჯამდეს შემდეგნაირად:

7. იმ დროისათვის, როცა შემთხვევა მოხდა, განმცხადებელი იყო ტირასპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ქ. ჩისინაუში.

1. განმცხადებლის დაკავება და სავარაუდო არასათანადო მოპყრობა

8. 2000 წლის 3 თებერვალს P.-მ იჩივლა ცენტრუს პოლიციის განყოფილებაში (ჩისინაუში), რომ ის გაქურდა სამმა უცნობმა ადამიანმა 1999 წლის 27 დეკემბერს. იგი ვარაუდობდა, რომ ერთ-ერთი ამ ადამიანთაგან იყო განმცხადებელი.

9. სისხლის სამართალწარმოება დაიწყო. 2000 წლის 31 მარტს პოლიციის აკადემიის სტუდენტმა A.P.-მ დააკაკუნა განმცხადებლის კარზე, დაახლოებით, 07:30 საათზე. გააღო თუ არა კარი, განმცხადებელი აიძულეს, რომ A.P.-ს გაჰყოლოდა ქუჩაში, სადაც ის ძალით ჩასვეს P.-ს მანქანაში. პოლიციის აკადემიის მეორე სტუდენტი –A.R.C.იცდიდა მანქანაში.

10. განმცხადებლის თქმით, A.P. და A.R. ცენტრუს პოლიციის განყოფილებამდე გზაში ურტყამდნენ მას. განყოფილებაში მისვლის შემდეგ განმცხადებელი აიყვანეს 508-ე ოთახში. განმცხადებელი ჩივის, რომ იქ მას არასათანადოდ მოეპყრნენA.P. და A.R. და კიდევ ერთი სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული პირი, რომლის ვინაობაც განმცხადებელმა იმ დროისათვის არ იცოდა. მან ამის შესახებ სარჩელი შეიტანა პროკურატურაში.

11. განმცხადებელს მოუწოდეს, რომ ეღიარებინა P.-ს გაქურდვა. ამაზე უარი რომ თქვა, A.P.-მდა A.R.-მა ხელები და ფეხები ერთად შეუკრესზურგს უკანდა ჩამოკიდეს რკინის ჯოხზე, რომელიც ორ მომიჯნავე მაგიდაზე იყო გადებული (ე.წ. „მერცხლის“ პოზა, რომელიც ჰგავს „პალესტინურ ჩამოკიდებას“). ამის შემდეგ მას ხელკეტით ურტყამდნენ ფეხებზე და მუშტებით სცემდნენ სხეულის სხვადასხვა ნაწილზე. სახეზე გაუკეთეს აირწინაღი და ჰაერის მილში ჩაუშვეს სიგარეტის კვამლი, რამაც გამოიწვია გაგუდვის შეგრძნება. ეს მილი შემდეგ მიამაგრეს პენისზე. მისმა დამატყვევებლებმა შუშის ბოთლის თავი სამჯერ შეუყვეს ანუსში. ერთხელ მან გონება დაკარგა.

12. იმავე დღეს, მოგვიანებით, განმცხადებელი გადაიყვანეს პროკურატურაში. რადგანმას სხეულზე აშკარად აღენიშნებოდა არასათანადო მოპყრობის კვალი, პროკურორმა მოითხოვა სამედიცინო შემოწმების ჩატარება იმის გასარკვევად, მოექცნენ თუ არა განმცხადებელს არასათანადოდ.

13. განმცხადებლის თქმით, P.-ს სარჩელის საფუძველზე წარმართულ სისხლის სამართალწარმოებაზე პასუხისმგებელი იყო ოფიცერი O.ამ ოფიცერს გამოძიების ან დაკავების უფლებამოსილება არ გადაუცია არავისათვის, მათ შორის, არც C.-ს, A.P.-სა და A.R.-სთვის.

14. 2000 წლის 3 აპრილს განმცხადებელი გასინჯა სასამართლოს ექიმთა ჯგუფმა, რომლებმაც აღმოაჩინეს, რომ მას ჰქონდა დაზიანებები. კერძოდ: თვალი – ჩალურჯებული, გულმკერდზე – სისხლჩაქცევა ზომით 10 x 7-ზე, ასევე, თავის ტრავმა და დაზიანებული ანუსი. ექიმებმა გამორიცხეს, რომ ეს დაზიანებები შეიძლება წარმოშობილიყო დაცემის შედეგად. იმავე დღეს, მოგვიანებით, იგი გადაიყვანეს საავადმყოფოში, თავის ტრავმის დიაგნოზით.

15. იმავე დღეს შეწყდა გამოძიება განმცხადებლის წინააღმდეგ, თუმცა, ამის შესახებ მისთვის არ უცნობებიათ. ეს შეიტყო გაცილებით გვიან, თარიღი უცნობია.

16. 2000 წლის 12 აპრილის განცხადებაში A.P.-მ inter alia აღნიშნა, რომ განმცხადებლის დაკითხვას ესწრებოდა ვინმე R.B. რომელიც არ ეკუთვნოდა პოლიციის ძალებს; არავითარი ძალადობაარ გამოუყენებიათგანმცხადებლის მიმართ, რომელიც გამომძიებელ C.-ს მითითებით დააკავეს.

2. გამოძიება განმცხადებლის სავარაუდო არასათანადო მოპყრობის გარშემო და A.P.-სა დაA.R.-ის საქმის სასამართლო განხილვა

17. 2000 წლის 15 ივნისს დაიწყო სისხლის სამართალწარმოებაA.P.-სა დაA.R.-ის წინააღდმეგ.

18. განმცხადებელმა კიდევ ორი შემოწმება გაიარა – 2000 წლის 28 ივნისსა და 24 ივლისს – რომლებზეც დადასტურდა დაზიანებების არსებობა. ბოლო შემოწმებისას დადგინდა, რომ არ იყო გამორიცხული, განმცხადებელს თავიდაეზიანებინა.

19. 2000 წლის 21 სექტემბერს გამომძიებელმა გადაწყვიტა, შეეწყვიტა სისხლის სამართლის საქმე A.P.-სა და A.R.-ის წინააღმდეგ მტკიცებულებათა ნაკლებობის გამო. 2000 წლის 29 ნოემბერს განმცხადებელმა პროკურორთან გაასაჩივრა საქმის შეწყვეტა და აღნიშნა, რომ მისთვის არ უცნობებიათ ამის შესახებ, სანამ დაჟინებით არ მოითხოვა განახლებული ინფორმაციის მიწოდება 2000 წლის 21 ნოემბერს. 2000 წლის 1 დეკემბერს პროკურატურამ გააუქმა გამომძიებლის გადაწყვეტილება.

20. 1999 წლის 26 აგვისტოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გაცემული ბრძანების თანახმად, პოლიციის აკადემიის სტუდენტებს,A.P.-სა დაA.R.-ს, დროებით –2000 წლის 1 მარტამდე – მიეცათ უფლება, ემოქმედათ როგორც პოლიციის ინსპექტორებს. 2000 წლის 25 დეკემბერს ინსპექტორმა C.-ს საყვედური გამოუცხადა იმის გამო, რომ A.P.-სა დაA.R.-ს დაავალა განმცხადებლის დაკავება 2000 წლის 31 მარტს, თუმცა იცოდა, რომ მათ აღარ ჰქონდათ უფლება, ემოქმედათ პოლიციის ინსპექტორებივით. ამგვარ საქციელს კი განმცხადებლის ფიზიკური დაზიანება მოჰყვა.

21. 2000 წლის 30 დეკემბერს პროკურორმა გადაწყვიტა, შეეწყვიტა სისხლის სამართალწარმოება A.P.-სა დაA.R.-ის წინააღმდეგ, სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე (2) პუნქტის მიხედვით (ხელისუფლებისუფლებამოსილების ალბათ, ხელისუფლებას სხვანაირად ვიგებ იხ. გვ.9ბოროტად გამოყენება, იხ. ქვემოთ, 41-ე პუნქტი), მტკიცებულებათა ნაკლებობის გამო და დაეწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე (2) მუხლით, განმცხადებლისათვის თვისუფლების უკანონოდ აღკვეთასთან დაკავშირებით (იხ. ქვემოთ, 41-ე მუხლი).

22. 2001 წლის 20 თებერვალს პროკურორმა გადაწყვიტა, შეეწყვიტა გამოძიება A.P.-სა დაA.R.-ის წინააღმდეგ, სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე (2) პუნქტის მიხედვით, და მათ წინააღმდეგ დაეწყო ადმინისტრაციული გამოძიება განმცხადებლისათვის მცირე დაზიანებების მიყენებისათვის. 2001 წლის 23 მარტს ცენტრუს საქალაქო სასამართლომ გააუქმა ეს გადაწყვეტილება და საქმის მასალები გადაუგზავნა გამოძიებას A.P.-სა დაA.R.-ის მიერ ჩადენილ ქმედებათა ხელახალი კვალიფიკაციისათვის, სისხლის სამართლის კოდექსის საფუძველზე.

23. 2001 წლის 11 აპრილს პროკურორმა გააუქმა 2000 წლის 30 დეკემბრის ეს გადაწყვეტილება და საქმის მასალები გადაუგზავნა გამომძიებელს შემდგომი გამოძიების მიზნით.

24. 2001 წლის 28 აპრილს პროკურორმა გადაწყვიტა, რომ A.P.-სა დაA.R.-ის ქმედებები ექცევა სისხლის სამართლის კოდექსის 101-ე და 207-ე მუხლების ფარგლებში (შესაბამისად, ცემა და უფლებამოსილების მითვისება. იხ. ქვემოთ, 41-ე პუნქტი).2001 წლის 8 მაისს განმცხადებელმა გენერალურ პროკურატურას სთხოვა ქმედებათა ხელახალი კვალიფიცირება ცემიდან წამებაზე, როგორც ამას ითვალისწინებს სისხლის სამართლის კოდექსის 101/1-ე მუხლი (იხ. ქვემოთ, 41-ე მუხლი). განმცხადებელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის დაზარალდა, რადგან აიძულებდნენ, ეღიარებინა დანაშაულში მონაწილეობა, რაც არ გააკეთა. ამას შეიძლება მხოლოდ წამება ეწოდოს. 2001 წლის 14 მაისს მან მსგავსი სარჩელი წარუდგინა პროკურორს, რომელიც საქმეს განიხილავდა.

25. A.P. A.R. და მათი ადვოკატი არ გამოცხადდნენ სასამართლო მოსმენაზე 2001 წლის 28 მაისს. 2001 წლის 4 ივნისს განმცხადებლის ადვოკატმასასამართლოს სთხოვაA.P.-სა და A.R.-ს ქმედებათა ხელახალი კვალიფიცირება ცემიდან წამებაზე. ეს მოთხოვნა უკუგდებული იქნა, რადგან ამგვარ გადაკვალიფიცირებაზე პასუხისმგებელი იყო გამოძიების მხარე.

26. შემდგომი სასამართლო მოსმენები გაიმართა 2001 წლის 13 და 20 ივნისს, 9, 17 და 20 ივლისს, 17 და 26 სექტემბერს. 2001 წლის 26 სექტემბრის მოსმენის შემდეგ განმცხადებელი დააკავა პოლიციამ, ოფიცრის ბრძანებით, რომელიც იყო დაცვის მოწმე საქმეში A.P.-სა დაA.R.-ის წინააღმდეგ. განმცხადებელმა ცალკე სარჩელი წარადგინა სასამართლოში ამ დაკავებასთან დაკავშირებით. მან ასევე განაცხადა, რომ იგი სასამართლოში აშკარად დააშინეს და შურაცხყვეს A.P.-მ დაA.R.-მ. – რომლებიც სასამართლო მოსმენებზე ხშირად შეიარაღებულნი ცხადდებოდნენ – და პოლიციის სხვა ოფიცრებმაც.

27. 2001 წლის 8 ოქტომბერს განმცხადებელმა, სისხლის სამართალწარმოების ფარგლებში,საქმე აღძრა A.P.-სა და A.R.-ს წინააღმდეგ.

28. 2001 წლის 27 ნოემბერს R.B. გამოიძახეს სასამართლოში, როგორც დაცვის მოწმე. განმცხადებელმა ამოიცნო იგი, როგორც სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი ადამიანი, რომელიც A.P.-სა და A.R.-სთან ერთად, არასათანადოდ მოეპყრო მას 508-ე ოთხში. განმცხადებელმა სთხოვა ბრალდების მხარესა და სასამართლოს, რომ A.P.-სა დაA.R.-თან ერთად,R.B.-ც გაესამართლებინათ წამების ბრალდებით. 2001 წლის 29 ნოემბერს იგივე მოითხოვა განმცხადებლის ადვოკატმა. ადვოკატი დაეყრდნო განმცხადებლის მყარ არგუმენტებს მოვლენებში მესამე პირის მონაწილეობის შესახებ – რომლებსაც წარმოადგენდა პირველი სარჩელიდან მოყოლებული – და განაცხადა, რომ გამომძიებლებმა საკმარისი ძალისხმევა არ გაიღეს არასათანადო მოპყრობაში მესამე პირის ჩართულობის დასადგენად. მათ პასუხი არ მიუღიათდა არც გამოძიება დაწყებულა R.B.-ს მიმართ.

29. 2002 წლის 22 აპრილს ცენტრუს საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ A.P. და A.R. დამნაშავეები არიან ბრალდების შესაბამისად და მათ მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით, პირობითი სასჯელი – ერთი წლით. განმცხადებელს მიაკუთვნეს 1,235 მოლდოვური ლეი (MDL, რომელიც ეკვივალენტურია 102 ევროსი (EUR)). ეს თანხა უნდა გადაეხადათ A.P.-სადა A.R.-ს.

30. მოლდავეთის ადამიანის უფლებათა დაცვის ჰელსინკის კომიტეტის მოთხოვნის პასუხად, 2002 წლის 14 მაისს შინაგან საქმეთ სამინისტრომ დაადასტურა, რომ A.P.-სადა A.R.-ს არ შეუჩერდათ უფლებამოსილება მათ წინააღმდეგ გამოძიების პროცესში, უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე.

31. განმცხადებელმა და ბრალდებულებმა გაასაჩივრეს. 2002 წლის 29 ოქტომბერს კიშინიოვის საოლქო სასამართლომ დაუშვა განმცხადებლის საკასაციო საჩივარი და მიაკუთვნა მას 11,058 MDL (826 EUR) მატერიალური და არამატერიალური ზიანისათვის. განმცხადებელმა და ბრალდებულებმა გაასაჩივრეს.

32. 2002 წლის 26 დეკემბერს და 2003 წლის 16 და 30 იანვარს დაცვის ადვოკატი არ გამოცხადდა სასამართლოში. მოსმენა გადაიდო თითოეულ ჯერზე.

33. 2003 წლის 6 თებერვალს სააპელაციო სასამათლომ გააუქმა ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებები და საქმეპირველი ინსტანციის სასამართლოს გადაუგზავნეს ხელახლა განსახილველად, დაადგინეს რა, რომ ბრალდებული არ შეიძლება გასამართლდეს ძალაუფლების მითვისებისათვის.

34. შემდგომი მოსმენები დაიგეგმა 2003 წლის 20 მარტს, 14 და 29 აპრილს, 13 მაისს, 1 და 23 ივნისს, 5, 20 და 27 ივლისსა და 2 აგვისტოს. ყველა, ერთის გარდა, გადაიდო პროკურორის ან დაცვის მხარის გამოუცხადებლობის გამო.

35. 2003 წლის 26 მარტს ცენტრუს საქალაქო სასამართლომ საქმის მასალები გადაუგზავნა გამოძიების მხარეს, ბრალდებულთა მიერ ჩადენილი ქედებების ხელახალი კვალიფიცირებისათვის. განმცხადებლის თქმით, ამ თარიღის შემდეგ მისთვის არ მიუწოდებიათ ინფორმაცია სამართალწარმოების მიმდინარეობის შესახებ.

36. 2003 წლის 7 აპრილს განმცხადებლის ადვოკატმა სთხოვა გამოძიების მხარეს, რომ ბრალდებულთა ქმედებებისთვის მიეცათ წამების კვალიფიკაცია. მას პასუხი არ მიუღია, რის გამოც მოთხოვნა გაიმეორა 2003 წლის 25 აგვისტოს და, შესაბამისად, სარჩელი შეიტანა ცენტრუს საქალაქო სასამართლოში, რომ არ მიუღია პასუხი გამოძიების მხარისაგან. 2003 წლის 18 სექტემბერს მსგავსი მოთხოვნა წაუყენეს იმავე სასამართლოს. 2003 წლის 8 ოქტომბერს ცენტრუს საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ გამოძიების მხარემ არ უპასუხა განმცხადებლის ადვოკატს მის მოთხოვნაზე, თანაც უმიზეზოდ. მან გამოძიების მხარეს მოსთხოვა,პასუხი გაეცა ადვოკატისათვის.

37. 2004 წლის აგვისტოში A.R. გარდაიცვალა. განმცხადებელმა არაერთხელ და სრულიად წარუმატებლად სცადა, მოეპოვებინა დამნაშავის დოსიე. მას არ ჰქონდა ინფორმაცია სამართალწარმოების მიმდინარეობის შესახებ.

38. 2005 წლის 10 ივნისს ცენტრუს საქალაქო სასამართლომ A.P. გაამართლა პოლიციის უფლებამოსილების მითვისების ბრალდებაში. მას მიაკუთვნეს ადმინისტრაციული სასჯელი და დააჯარიმეს 1,000 MDL-ით (65 EUR). განმცხადებელს მიაკუთვნეს 2,236 MDL (147 EUR) მიყენებული ზიანისათვის.

39. 2005 წლის 8 დეკემბერს კიშინიოვის სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ გააუქმა ეს გადწყვეტილება. სასამართლომ დაადგინა, რომ A.P. დამნაშავეა სისხლის სამართლის კოდექსის მე-10 მუხლის საფუძველზე (იხ. ქვემოთ, 41-ე პუნქტი), მაგრამ მოუხსნა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ხანდაზმულობის ხუთწლიანი ვადის ამოწურვის გამო, რაც მიესადაგებოდა ამ საქმეს. სასამართლომ განმცხადებელს მიაკუთვნა 15,000 MDL (997 EUR).

40. ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა უზენაესმა სასამართლომ 2006 წლის 30 მაისს. გადაწყვეტილება გახდა საბოლოო.

 

II. შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობა და სხვა მასალები

1. ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისი დებულებები

41. სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი დებულებები, რომლებიც გამოიყენებოდა შესაბამის დროს, იკითხება შემდეგნაირად:

„მუხლი 46. სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ხანდაზმულობის ვადა.

პირს არ უნდა დაეკისროს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, თუ დანაშაულის ჩადენის თარიღიდან გავიდა შემდეგი პერიოდები:

...

(3) 5 წელიწადი დანაშაულის ჩადენის თარიღიდან, იმ დანაშაულებისათვის, რომლებიც, მოქმედი კოდექსის თანახმად, ისჯება 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით;

(4) 10 წელიწადი დანაშაულის ჩადენის თარიღიდან, იმ დანაშაულებისათვის, რომლებიც, მოქმედი კოდექსის თანახმად, ისჯება თავისუფლების აღკვეთით 5 წელზე მეტი ხნით“.

 

„მუხლი 101. ცემა ან სხვა ძალადობრივი ქმედება.

ფიზიკური ან ფსიქიკური თუ ემოციური ზიანი, მიყენებული ცემით და სხვა ძალადობრივი აქტით, თუ ამგვარმა ქმედებებმა არ გამოიწვია სისხლის სამართლის კოდექსის 95-ე და 96-ე მუხლებში აღნიშნული ზიანი,

- ისჯება 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით....“

„მუხლი 101/1. წამება.

ქმედებები, რომლებმაც პირს განზრახ მიაყენა ტკივილი ან მძიმე ფიზიკური, ფსიქიკური თუ ემოციური ზიანი, განსაკუთრებით, თუ ამის მიზანია ამ პირისა ან მესამე მხარისაგან ინფორმაციისა თუ აღიარების მიღება, დასჯა ქმედებისათვის, რომელიც ამ პირმა ან მესამე მხარემ ჩაიდინა, ან ეჭვია, რომ ჩაიდინა, ამ პირის ან მესამე მხარის დაშინება თუ ზეწოლა, ან თუ რაიმე სხვა მიზნით ამ ქმედებებს აქვთ დისკრიმინაციის ფორმა, მიუხედავად იმისა, რა არის ამის საფუძველი, როცა საჯარო ხელისუფლების თანამშრომელმა ან სხვა ოფიციალურმა პირმა მიაყენა ამგვარი ტკივილი ან დაზიანება, ან მანცხადად თუ შეფარვით წააქეზა, ან პასუხისმგებლობა მოიხსნა, იმ ტკივილისა და დაზიანების გამოკლებით, რომლებიც შედეგია კანონიერი სანქციებისა და ამგვარი სანქციების ნაწილია ან მისით არის გამოწვეული,

- უნდა დაისაჯოს სამიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთით“.

„მუხლი 116. თავისუფლების აღკვეთა უკანონოდ.

თავისუფლების აღკვეთა უკანონოდ

- უნდა დაისაჯოს 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

იგივე ქმედება, თუკი მან საფრთხის ქვეშ დააყენა მსხვერპლის სიცოცხლე ან ჯანმრთელობა, ან გამოიწვია ფიზიკური დაზიანება,

-  უნდა დაისაჯოს თავისუფლების აღკვეთით ერთიდან ხუთ წლამდე“.

„მუხლი 185. ხელისუფლების ბოროტად გამოყენება ან ultra vires ქმედებები.

ხელისუფლების ბოროტად გამოყენება ან ultra vires ქმედებები, რაც საჯარო მოხელის მიერ აშკარა გადაჭარბებაა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებებისა და ძალაუფლებისა, თუ მათ არსებითი ზიანი მიაყენეს საზოგადოებრივ ინტერესს ან ფიზიკური თუ იურიდიული პირების უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს,

- უნდა დაისაჯონ ან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით, ან დაეკისროთ ჯარიმა 30-დან 100-მდე მინიმალური ხელფასის ოდენობით, ან სამსახურიდან გათავისუფლებითა და ყველა შემთხვევაში დისკვალიფიკაციით ზოგიერთი მოვალეობის შესრულებისა თუ შეზღუდვისაგან, ხუთი წლის განმავლობაში.

ხელისუფლების ბოროტად გამოყენება ან ultra vires ქმედებები, რასაც თან ახლავს ძალადობა ან იარაღის გამოყენება ან წამება, და რაც ზიანს აყენებს მსხვერპლის პირად ღირსებას,

- უნდა დაისაჯოს სამიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთით და დისკვალიფიკაციით ზოგიერთი მოვალეობის შესრულებისა ან შეზღუდვისაგან“.

„მუხლი 207. ძალაუფლების ... ან....

ძალაუფლების .... ან .... და ამის საფუძველზე სოციალურად საშიშ ქმედებათა განხორციელება

- უნდა დაისაჯოს ორ წლამდე თვისუფლების აღკვეთით ან ჯარიმით ოცდაათამდე მინიმალური ხელფასის ოდენობით“.

2. ეთიკისა და დეონტოლოგიის კოდექსი პოლიციისათვის მიიღეს 2006 წლის 10 მაისს (დებულება no. 481, ძალაშია 2006 წლის 18 მაისიდან). ამ კოდექსის თანახმად, აკრძალულია არასათანადო მოპყრობა და არასათანადო, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა ან დასჯის შეწყნარება ან წაქეზება „მიუხედავად გარემოებებისა“.

 

2. სხვა შესაბამისი მასალები

42. 30-ესესიაზე (8-9 მაისი, 2003), რომელიც ეძღვნებოდა მონაწილე სახელმწიფოების წარმოდგენილი ანგარიშების განხილვას თემის გარშემო – კონვენცია წამებისა და სისასტიკის, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა ან დასჯის წინააღმდეგ–გაეროს წამების აღკვეთის კომიტეტმა განიხილა პირველადი ანგარიში მოლდავეთის რესპუბლიკიდან (დოკუმენტი CAT/C/32/Add.4 30 აგვისტო 2002).

ამ ანგარიშის 72-ე პუნქტში მოლდავეთის მთავრობა აღნიშნავს:

„უკანონო ქმედების სხვა მაგალითია მოქალაქე პადურეტის – ტირასპოლის უნივერსიტეტის სტუდენტის–შემთხვევა. იგი დააკავა პოლიციამ და მიიყვანა ცენტრალური ოლქის პოლიციის განყოფილებაში, დანაშაულის ჩადენის ბრალდებით. იგი სცემეს, აწამეს და მოგვიანებით გაათავისუფლეს. საქმე აღძრეს პოლიციის მოსამართლეებმა, მაგრამ ის შეწყდა და გაუქმდა ეჭვმიტანილისთვის ინფორმაციის მიწოდების გარეშე. ჰელსინკის კომიტეტმა საჩივარი წარუდგინა პოლიციის სასამართლოს, რის შემდეგაც საქმე ხელახლა გაიხსნა, მაგრამ მასალების გადაცემა სასამართლოსთვის გვიანდება“.

43. წამების აღკვეთის კომიტეტის მოლდავეთში ვიზიტთან (2001 წლის 10-22 ივნისი) დაკავშირებული ანგარიშის შესაბამისი ამონარიდები:

„25. როგორც აღნიშნულია მე-13 პუნქტში ზემოთ, ვითარების გაუარესების პასუხად, დელეგაციამ მოლდავეთის ხელისუფლებას შეახსენა კონვენციის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტი და მოსთხოვა, დაუყოვნებლივ ჩაეტარებინა ამომწურავი და დამოუკიდებელი მოკვლევა იმ მეთოდების გარშემო, რომლებსაც ოპერატიული პოლიციის განყოფილებები იყენებენ ქვეყანაში თავისუფლებააღკვეთილ პირთა დაკითხვისას. 2001 წლის 5 ნოემბრის წერილში მოლდავეთის ხელისუფლებამ მარტივად აღნიშნა, რომ „შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მათ არ იციან რაიმე კონკრეტული ფაქტები თავისუფლებააღკვეთილ პირთა დაკითხვისას პოლიციის მხრიდან არაადამიანურ მეთოდთა გამოყენების შესახებ და არასათანადო მოპყრობის საჩივრების შემთხვევაში, გააუქმებს არსებულ პროცედურებს. კომიტეტის აზრით, ამგვარი დამოკიდებულება აშკარად უსაფუძვლოა, თუ გავითვალისწინებთ 2001 წლის ვიზიტისას შეგროვებულ მთელ ინფორმაციას.

კონვენციის მე-3 მუხლზე დაყრდნობით, წამების აღკვეთის კომიტეტი მოუწოდებს მოლდავეთის ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ ჩაატაროს ზემოაღნიშნული მოკვლევადა მისი შედეგების შესახებ ინფორმაცია კომიტეტს მიაწოდოს 2001 წლის ვიზიტის შესახებ ანგარიშის გადაცემიდან სამი თვის განმავლობაში“.

44. შესაბამისი ამონარიდები მოლდავეთის მთავრობის 2002 წლის 26 მაისის პასუხიდან წამების აღკვეთის კომიტეტის 2001 წლის ანგარიშზე:

„28. წამების აღკვეთის კომიტეტს სურდა, მოესმინა მოლდავეთის ხელისუფლების კომენტარი გამოძიების თანამედროვე მეთოდებთან დაკავშირებით,

სამწუხაროდ, ამ მიმართებით არანაირი წინსვლა არ არის.

29. წამების აღკვეთის კომიტეტს სურდა, მიეღო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა არის მიღწეული პოლიციისათვის დეონტოლოგიის კოდექსის შემუშავების კუთხით.

სამწუხარო45. დ, ამ მიმართებით არანაირი წინსვლა არ არის.“

 

სამართალი

განმცხადებელიკონვენციის მე-3 მუხლის საფუძველზე ჩიოდა არასათანადო მოპყრობისა და იმის გამო, რომ ხელისუფლებამ არ ჩაატარა ეფექტიანი გამოძიება და არ დასაჯა არასათნადო მოპყრობაზე პასუხისმგებელი პირები.

მე-3 მუხლი იკითხება შემდეგნაირად:

„არავინ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან დასჯას“.

46. განმცხადებელი ასევე ჩიოდა კონვენციის მე-5 მუხლის საფუძველზე, 2000 წლის 31 მარტს უკანონო დაკავებისა და პატიმრობის გამო.

კონვენციის მე-5 მუხლის შესაბამისი მონაკვეთები იკითხება შემდეგნაირად:

„1. ყველას აქვს თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხლებლობისუფლება. არავის შეიძლება აღეკვეთოს თავისუფლება, გარდა შემდეგი შემთხვევებისა და კანონით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად, ესენია:

...(c) პირის კანონიერი დაკავება ან დაპატიმრება უფლებამოსილი სასამართლო ორგანოს წინაშე მის წარსადგენად, როდესაც არსებობს სამართალდარღვევის საფუძვლიანი ეჭვი, ან საფუძვლიანადაა მიჩნეული პირის მიერ სამართალდარღვევისა თუ მისი ჩადენის შემდეგ მიმალვის აღკვეთის აუცილებლობა; ...“

47. გარდა ამისა, იგი ჩიოდა, რომ სისხლის სამართალწარმოების ხანგრძლივობაA.P.-სა და A.R-ს წინააღმდეგ იყო გადაჭარბებული – კონვენციის მე-6 მუხლის საწინააღმდეგოდ. მე-6 მუხლის შესაბამისი მონაკვეთი იკითხება შემდეგნაირად:

„... წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება....სასამართლოს მიერ...“

48. დაბოლოს, განმცხადებელი ჩიოდა, რომ დაირღვა კონვენციის მე-13 მუხლი, რადგან მასკომპენსაცია მხოლოდ მცირე ოდენობით მიაკუთვნეს იმის გამო, რომ ხელისუფლებამ არ უზრუნველყო დაუყოვნებელი გამოძიება და A.P.-სა და A.R-ს დასჯა, 2003 წლის ივნისის შემდეგ კი კანონით შეწყდა დასჯა წამებისათვის. მე-13 მუხლი იკითხება შემდეგნაირად:

„ყველას, ვისაც დაერღვა ამ კონვენციით გათვალისიწნებული უფლებები და თავისუფლებები, უნდა ჰქონდეს სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალება ეროვნული ხელისუფლებისაგან, თუნდაც ეს დარღვევა ჩაიდინოს პირმა, რომელიც სამსახურეობრივ უფლებამოსილებას ახორციელებდა“.

1. დასაშვებობა

49. სასამართლო აღნიშნავს, რომ მის პირველად განცხადებაში განმცხადებელი ჩიოდა კონვენციის მე-5, მე-6 და მე-13 მუხლებით გარანტირებული უფლებების დარღვევის გამო. თუმცა, მომდევნო განხილვისას მას არ მოუხსენიებია ეს საჩივრები. ამ გარემოებათა გამო სასამართლო მიიჩნევს, რომ აუცილებელი არ არის ამ საჩივართა განხილვა.

50. მთავრობამ განაცხადა, რომ განმცხადებელმა ბოროტად გამოიყენა მისი ინდივიდუალური პეტიციის უფლება. რადგან არ აცნობა სასამართლოს 2005 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილების შესახებ, რომლის თანახმადაც, მას მიენიჭა კომპენსაცია 15,000 MDL-ს ოდენობით. ყოველ შემთხვევაში, მას შეეძლო მეტი აღარ ეჩივლა იმის გამო, რომ კონვენციით გარანტირებულ უფლებათა დარღვევის მსხვერპლია, კომპენსაციის მიკუთვნებისა და დამნაშავეთა დამნაშავედ ცნობისა თუ მათთვის განაჩენის გამოტანის კუთხით.

51. განმცხადებელი არ დაეთანხმა ამას, განაცხადა რა, რომ მას ჯერაც არ მიუღია მიკუთვნებული თანხა მთლიანად, რამდენადაც აღმასრულებელმა ნება დართო A.P.-ს, ნაწილ-ნაწილ გადაეხადა თანხა განმცხადებლისათვის–მისი თვიური ხელფასის 25% სრულ გადახდამდე. 2007 წლის 26 აპრილს აღმასრულებელმა გადაწყვიტა, ეთხოვა A.P.-ს დამსაქმებლის –შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის, რომ აემოქმედებინა A.P.-ს წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი. გადაწყვეტილებაში არაფერი იყო ნათქვამი A.P.-ს კუთვნილი ქონების განსაზღვრაზე. 2007 წლის 25 ივნისს ეს გადაწყვეტილება გაეგზავნა სამინისტროს. განმცხადებელმა პირველი თანხა მიიღო 2007 წლის ოქტომბერში–წელიწად-ნახევრის შემდეგ იმ თარიღიდან, როცა სასამართლომ გამოიტანა საბოლოო გადაწყვეტილება მისთვის კომპენსაციის მიკუთვნების შესახებ. გარდა ამისა, A.P.-ს წინააღმდეგ გამოძიებისა და სისხლის სამართალწარმოების ხანგრძლივობის გამო, ხელისუფლებამ მისცა მას საშუალება, თავი აერიდებინა პასუხისმგებლობისათვის. საბოლოოდ, განმცხადებელმა განაცხადა, რომ მან დროულად აცნობა სასამართლოს 2005 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილების შესახებ. ეს ისედაც ცხადი გახლდათ საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან, სადაც აღნიშნული იყო როგორც ეს, ასევე უზენაესი სასამართლოს მომდევნო გადაწყვეტილება, რომელმაც ძალაში დატოვა იგი (იხ. ზემოთ, 39-ე და 40-ე პუნქტები).

52. სასამართლო აღნიშნავს, რომ განმცხადებელმა მას მიაწოდაინფორმაცია შესაბამისი განვითარებული მოვლენების შესახებ, რაც აღინიშნა მოპასუხე მთავრობისათვის მიწოდებულ ფაქტობრივ გარემოებებში. ამდენად, პრეტენზია პეტიციის უფლების სავარაუდო ბოროტად გამოყენების შესახებ უკუგდებული უნდა იყოს.

53. რაც შეეხება პრეტენზიას მსხვერპლის სტატუსის დაკარგვასთან დაკავშირებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ იგი აყენებს საკითხებს, რომლებიც ახლოსაა კონვენციის მე-3 მუხლის საფუძველზე აღძრული საჩივრის არსებით მხარეებთან. ამდენად, იგი განიხილავს მას საქმის არსებით მხარეებთან ერთად.

54. სასამართლო მიიჩნევს, რომ კონვენციის მე-3 მუხლის საფუძველზე აღძრული სარჩელი წამოჭრის სამართლის საკითხებს, რომლებიც იმდენად სერიოზულია, რომ მათი განსაზღვრა დამოკიდებული უნდა იყოს არსებითი მხარეების განხილვაზე. ამდენად, სასამართლო ამ სარჩელს აცხადებს არსებით განხილვაზე დასაშვებად. მისი გადაწყვეტილების შესაბამისად – გამოიყენოს კონვენციის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტი (იხ. ზემოთ, მე-4 პუნქტი) – სასამართლო დაუყოვნებლივ განიხილავს ამ სარჩელთა არსებით მხარეებს.

2. კონვენციის მე-3 მუხლის სავარაუდო დარღვევა

ა) მხარეთა არგუმენტები

55. განმცხადებელმა განაცხადა, რომ მას არასათანადოდ მოეპყრნენ ოფიცრები A.R. და A. P. ასევე, მესამე ოფიცერი, რომლის იდენტიფიკაციაც ვერ მოხერხდა. გამოძიებისა და სისხლის სამართალწარმოების ხანგრძლივობის გამო, ასევე, უფრო ხანმოკლე შეზღუდვის გამოყენების გამო, ვიდრე ეს გათვალისწინებული იყო კანონით, ხელისუფლებამ საშუალება მისცა A. P.-ს, თავი აერიდებინა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისთვის. ამდენად, განმცხადებელმა ვერ მოიპოვა საკმარისი დაკმაყოფილება და შეეძლო გაეგრძელებინა ჩივილი, რომ ის გახდა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევის მსხვერპლი. გარდა ამისა, საგამოძიებო და სასამართლო ხელისუფლებამ მიიღო ყველა შესაძლო ზომა, რომ სამართალწარმოება გაწელილიყო და პოლიციის ოფიცრებისათვის პასუხისმგებლობა აეცილებინათ. განმცხადებელი იღებდა მუქარებს ანონიმურ პირთგან, რათა მას გამოეტანა სარჩელი. 2001 წლის 26 სექტემბერს იგი დააკავეს ოფიცერ ადაჯიის ბრძანებით, რომელიც A.R.-მა და A.P.-მ გამოიძახეს როგორც დაცვის მოწმე.

56. საქმისაწრმოებისას, დამნაშავეთგან არც ერთი არ გადაუყენებიათ დაკავებული თანამდებობიდან და A.P. კვლავაც აგრძელებს მუშაობას პოლიციის ოფიცრად. ამრიგად, მის მსჯავრდებას არ ჰქონდა პრევენციული ეფექტი, რამდენადაც ამას ხელი არ შეუშლია A.P.-სთვის, გაეგრძელებინა მუშაობა პოლიციის ოფიცრად, და საქმე, თავისთავად, წარმოადგენდა პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის დაუსჯელობის მაგალითს. კომპენსაცია, რაც გადაუხადეს განმცხადებელს, იყო ძალიან მცირე არა მხოლოდ მისი უფლებების დარღვევის სერიოზულობის ფონზე, არამედ ამით დაიფარა ძალიან მცირე ნაწილი მის მიერ გაწეული ხარჯებისა, რაც არ იყო საკმარისი სამედიცინო დანახარჯებისა და ადვოკატის საფასურისთვის.

57. მთავრობამ განაცხადა, რომ განმცხადებლის მიმართ არასათანადო მოპყრობა მრავალმხრივად გამოიძიეს და, შედეგად, გამოვლინდნენ და დაისაჯნენ დამნაშავეები. პოლიციის ოფიცრების სასჯელი პროპორციული იყო მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის სერიოზულობისა. გარდა ამისა, მოლდავეთის კანონმდებლობა ერთმანეთისაგან განასხვავებს მცირე ხულიგნობას, საშუალო სიმძიმის, სერიოზულ, ძალიან სერიოზულ და განსაკუთრებით სერიოზულდანაშაულებს. რამდენადაც პოლიციის ოფიცრების მხრიდან ჩადენილი დანაშაული ჩაითვალა საშუალო სიმძიმისად, 2-წლიანი პატიმრობა (რომელიც დასრულდა 2002 წლის 22 აპრილს) სათანადო სასჯელი იყო. იმ გადაწყვეტილების გაუქმება გამოხატავდა ეროვნული სასამართლოების სურვილს – დაეცვა ბრალდებულთა უფლებები კონვენციის მე-6 მუხლის შესაბამისად, რომ მათ ჰქონოდათ სრულად დასაბუთებული გადაწყვეტილება.

58. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც შეწყდა სისხლის სამართალწარმოება A.P.-ს მიმართ, იყო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ხანდაზმულობის ვადის ამოწურვა. გარდა ამისა, მას დაეკისრა 15,000 MDL-ს გადახდა განმცხადებლის კომპენსაციის სახით. სასამართლოს მიერ მიღებული განაჩენი ემსახურებოდა პრევენციული მიზნებს–A.P.-ს ასწავლა, რომ აღარ ჩაედინა მსგავსი დანაშაული და დანარჩენ საზოგადოებას კი აჩვენა, რომ დანაშაულს არ შეიწყნარებენ.

ბ) სასამართლოს შეფასება

59. როგორც არაერთხელ აღნიშნა სასამართლომ, მე-3 მუხლი მოიცავს დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ ფუნდამენტურ ღირებულებას. ყველაზე რთულ გარემოებებშიც კი, როგორიცაა ბრძოლა ტერორიზმისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ, კონვენცია აბსოლუტური მნიშვნელობით კრძალავს წამებასა და არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობასა ან დასჯას. განსხვავებით კონვენციისა და 1-ლი და მე-4 ოქმების სხვა არსებითი დებულებებისაგან, მე-3 მუხლი არ უშვებს გამონაკლისებს და დაუშვებელია გადახვევა მისგან მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მაშინაც კი, როცა საფრთხე ემუქრება ხალხის სიცოცხლეს (იხ.Selmouni v. France [GC], no. 25803/94, § 95, ECHR 1999‑V, დაAssenov and Others v. Bulgaria, 28 October 1998, § 93, Reports of Judgments and Decisions 1998-VIII).

3. არასათანადო მოპყრობა განმცხადებლის მიმართ და ხელისუფლების პოზიტიური ვალდებულებები კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად

60. სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეები არ დავობენ ერთ საკითხზე: განმცხადებელს არასათანადოდ მოეპყრნენ ოფიცრები A.P. და A.R. 2000 წლის 31 მარტს. სისხლის სამართალწარმოება A.P.-სა და A.R.-ის წინააღმდეგ დაიწყო, და შეწყდა A.R.-ის სიკვდილისა და იმის გამო, რომA.P.-ს შემთხვევაში გავიდა ხანდაზმულობის ვადა. განმცხადებლის მიმართ განხორციელებული ქმედებებისა და მისი დაზიანების ხარისხის გათვალისწინებით (იხ. ზემოთ პუნქტები 11 და 14), არასათანადო მოპყრობა მის მიმართ შეიძლება ჩაითვალოს წამებად კონვენციის მე-3 მუხლის მნიშვნელობით. ამ მუხლის დებულებათა დარღვევა გამოვლინდება, თუ ხელისუფლებამ სრულად არ უპასუხა განმცხადებლის ზიანს და არ შეასრულა მასზე მე-3 მუხლით დაკისრებული ვალდებულება გამოძიებისა და არასათანადო მოპყრობაზე პასუხისმგებელ პირთა დასჯისა.

(a)    განმცხადებლის არასათანადო მოპყრობის გამოძიება

61. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში Batı and Others v. Turkey (nos. 33097/96 და 57834/00, ECHR 2004‑IV (ამონარიდები)):

„133. ...როცა პირს აქვს დასაბუთებადი სასარჩელო მოთხოვნა, რომ ის აწამეს სახელმწიფო მოხელეთა ხელში ყოფნისას, ცნება „სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალებები“ გულისხმობს..."

62. უბრუნდება რა წინამდებარე საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, სასამართლო აღნიშნავს, რომ პროკურორმა დაავალა სასამართლოს ექიმს, განმცხადებელი გაესინჯა იმავე დღეს, როცა მას არასათანადოდ მოეპყრნენ, კერძოდ, 2000 წლის 31 მარტს (იხ. ზემოთ მე-12 პუნქტი). მიუხედავად ამგვარი დავალებისა, განმცხადებელი ექიმთან მიიყვანეს მხოლოდ 2000 წლის 3 აპრილს (იხ. ზემოთ მე-14 პუნქტი). ეროვნულმა ხელისუფლებამ და მთვრობამ არ წარმოადგინა არანაირი განმარტება ამ დაგვიანების შესახებ. ეს არ შეესაბამება დაუყოვნებელი გამოძიების ჩატარების ვალდებულებას, რამდენადაც დროის გასვლასთან ერთად, არსებობს არასათანადო მოპყრობის კვალის გაქრობისა და დაზიანებათა განკურნების რისკი.

63. გარდა ამისა, 2000 წლის 3 აპრილს სასამართლოს ექიმის მიერ არასათნადო მოპყრობის დადასტურების შემდეგ, A.R.-ისა და A.P.-ს მიმართ სისხლის სამართლის გამოძიება არ დაწყებულა2000 წლის 15 ივნისამდე (იხ. ზემოთ მე-17 პუნქტი). ხელისუფლებამ კვლავარ წარმოადგინა არანაირი განმარტება ორ თვეზე მეტი ხნით დაგვიანების შესახებ.

64. განმცხადებლის თანახმად, 2000 წლის 31 მარტის არასათანადო მოპყრობაში მონაწილეობდა კიდევ ერთი ადამიანი, რომლის ვინაობაც თავიდანვე უცნობი იყო. A.P.-მ თავად დაადასტურა დაკითხვისას, რომ განმცხადებლის დაკითხვას ესწრებოდა სხვა ადამიანიც (იხ. ზემოთ მე-16 პუნქტი). შემდეგ განმცხადებელმა R.B. ამოიცნო, როგორც მესამე ადამიანი, რომელიც არასათანადოდ მოეპყრო მას 2000 წლის 31 მარტსდა მოითხოვა მის წინააღმდეგ ბრალდების აღძვრა. თუმცა, განმცხადებელს არ მიუღია პასუხი მის მოთხოვნაზე და არც გამოძიება ჩატარებულა (იხ. ზემოთ 28-ე პუნქტი).

65. ამასთან ერთად, განმცხადებლისათვის არ შეუტყობინებიათ A.R.-ისა და A.P.-ს წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების მსვლელობის შესახებ. მაგალითად, მისთვის დაუყოვნებლივ არ უცნობებიათ სამართალწარმოების შეწყვეტის შესახებ 2000 წლის 21 სექტემბერს,ეს შეიტყო მხოლოდ მას შემდეგ, რაცდაჟინებით მოითხოვა განახლებული ინფორმაცია 2000 წლის 21 ნოემბერს (იხ. ზემოთ მე-19 პუნქტი).

66. საბოლოოდ, სასამართლომ აღნიშნა, რომ გამოძიება და სისხლის სამართალწარმოება დამნაშავეთა წინააღმდეგ გაგრძელდა თითქმის 6 წელიწადს –2000 წლის 15 ივნისიდან 2006 წლის 26 მარტამდე.

67. აქედან გამომდინარე, წინამდებარე საქმეში გამოძიება დაგვიანებით დაიწყო გაუგებარი მიზეზით და, სისხლის სამართალწარმოებასთან ერთად, გაგრძელდა ძალიან დიდხანს; განმცხადებლისათვის არ შეუტყობინებიათ მისი მიმდინარეობის შესახებ და არ ჩატარებულა გამოძიება კიდევ ერთ ადამიანთან – R.B.-სთან დაკავშირებული დარღვევების ირგვლივ, რომელიც ასევე არასათანადოდ მოეპყრო განმცხადებელს. სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოთ დასახელებული თითოეული დარღვევა შეუსაბამოა პროცედურული ვალდებულებებისა, რომლებიც აკისრიათ წევრ სახელმწიფოებს კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად.

68. ზემოხსენებულიდან გამომდინარე, განმცხადებელს შეუძლია განაგრძოს ჩივილი, რომ ის უფლებების დარღვევის მსხვერპლია და, აქედან გამომდინარე, მთავრობის წინასწარ პრეტენზიას უარი უნდა ეთქვას. 

(b) არასათნადო მოპყრობის აკრძალვის პრევენციული შედეგი

69. სასამართლო იხსენებს, რომ საქმეში Okkalı v. Turkey (no. 52067/99, § 65, ECHR 2006‑XII (ამონარიდები)) მან დაადგინა:

„... მე-3 მუხლის პროცედურული მოთხოვნები სცდება წინასწარი გამოძიების საფეხურს, როცა ... გამოძიებას მოჰყვება სამართლებრივი ქმედებები ეროვნული სასამართლოების წინაშე: სამართალწარმოება მთლიანად, სასამართლო განხილვის ჩათვლით, უნდა აკმაყოფილებდეს მე-3 მუხლით დაცულ აკრძალვის მოთხოვნას. ეს ნიშნავს, რომ ეროვნული სასამართლო ხელისუფლება უნდა იყოს მზად, არანაირი გარემოებების შემთხვევაში არ დაუშვას, რომ დაუსჯელი დარჩეს ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზიანი. ეს არის არსებითი კანონის უზენაესობის მხარდაჭერისა და მის მიმართ საზოგადოებრივი ნდობის შენარჩუნებისათვის, ასევე, უკანონო ქმედებათა მიმართ ხელისუფლების შემწყნარებლობის ნებისმიერი გამოვლენისა ან მასში თანამონაწილეობის თავიდან ასაცილებლად (mutatis mutandis, იხ. Öneryıldız [v. Turkey [GC], no. 48939/99, § 96, ECHR 2004‑XII]).“

70. წინამდებარე საქმეში, განმცხადებელი ჩიოდა, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა დამნაშავეთათვის პასუხისმგებლობის ასარიდებლად და თითქმის არაფერი გაუკეთებია მის მიერ განცდილი ზიანის კომპენსირებისათვის.

71. სასამართლო აღნიშნავს, რომ არც ერთი სამთგან, რომლებიც ბრალდებულნი იყვნენ განმცხადებლის მიმართ არასათანადო მოპყრობაში, არ გაუსამართლებიათ ამ დანაშაულისათვის. გარდა ამისა, ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვალა და, შესაბამისად, ვერც გასამართლდებოდა, ხოლო R.B.-ს წინააღმდეგ გამოძიება არც არასოდეს დაწყებულა, A.P.-მ კი თავიდან აირიდა პასუხისმგებლობა ხანდაზმულობის ვადის გამოყენებით.

72. ამ უკანასკნელთან დაკავშირებით, სასამართლო კვლავ იხსენებს პრეცედენტულ სამართალს, რომლის თანახმადაც (იხ. Abdülsamet Yaman v. Turkey, no. 32446/96, § 55, 2 ნოემბერი 2004):

„როცა სახელმწიფო მოხელე ბრალდებულია დანაშაულში, რომელიც მოიცავს წამებასა ან არასათანადო მოპყრობას, „სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების“ მიზნებისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ სისხლის სამართალწარმოებასა და განაჩენის გამოტანას არ გაუვიდეს ხანდაზმულობის ვადა, ასევე დაუშვებელია ამნისტიისა ან შეწყალების გავრცელება. სასამართლო ასევე ხაზს უსვამს იმის აუცილებლობას, რომ მოხელეს უნდა შეუწყდეს უფლებამოსილება გამოძიების ან სასამართლო განხილვის პროცესში და, მსჯავრდების შემთხვევაში, გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან (იხ. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წამების აღკვეთის კომიტეტის დასკვნები და რეკომენდაციები: თურქეთი, 2003 წლის 27 მაისი, CAT/C/CR/30/5)“.

73. წინამდებარე საქმეში ეროვნულმა სასამართლოებმა დაადგინეს, რომ განმცხადებელს არასათნადოდ მოეპყრნენ და მთავრობამ თავის ანგარიშში – გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წამების აღკვეთის კომიტეტისადმი – განმცხადებლის მიმართ არასათანადო მოპყრობა დაახასიათა როგორც წამება (იხ. ზემოთ 43-ე პუნქტი). სამედიცინო დასკვნამ დაადასტურა, რომ ამან გამოიწვია თავის ტრავმა და ანუსის დაზიანება, რაც შეესაბამება მის საჩივარს ცემისა და შუშის ბოთლით გაუპატიურების შესახებ. ყველა ეს ქმედება განხორციელდა იმ მიზნით, რომ მოეპოვებინათ მისი აღიარება. სასამართლოსათვის ეს ქმედებები შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ და მხოლოდ წამებად, კონვენციის მე-3 მუხლის მნიშვნელობით. ამ გარემოებებში,მომხდარი საკმარისი არ არის არასათანადო მოპყრობის პრობლემასთან დაკავშირებული კანონმდებლობის პრევენციული შედეგის უზრუნველყოფისათვის. კერძოდ ის, რომ სისხლის სამართლაწარმოება დაიწყო არა სისხლის სამართლის კოდექსის 101/1-ე მუხლით (წამება), არამედ ნაკლებად მძიმედანაშაულის მუხლით (101-ე მუხლი – სხეულის დაზიანება), თანაც შესაბამისი განმარტების გარეშე.

სასამართლოს სჯერა, რომ კონკრეტულად წამების ფენომენის საპასუხოდ შემოღებული კანონმდებლობის პრევენციული შედეგი მიიღწევა მხოლოდ მაშინ, თუ იგი გამოიყენება ყოველთვის, როცა ამას გარემოებები მოითხოვს, ისევე როგორც წინამდებარე საქმეში.

74. გარდა ამისა, A.P.-სთვის არასოდეს შეუწყვეტიათ უფლებამოსილება. გამოძიება და სამართალწარმოება გაგრძელდა დიდხანს და ეს გახდა ერთადერთი მიზეზი ხანდაზმულობის ვადის გასვლისა. გარდა ამისა, სისხლის სამართლის კოდექსის 46-ე მუხლის შუქზე (იხ. ზემოთ 41-ე მუხლი), 101-ე და 101/1-ე მუხლები ითვალისწინებენ ხანდაზმულობის ვადას, შესაბამისად, ხუთი და ათი წლით. ამდენად, ადგილობრივმა ხელისუფლებამ წინამდებარე საქმეში – უარი თქვა რა სისხლის სამართლის კოდექსის 101/1-ე მუხლის გამოყენებაზე – ისარგებლა უფრო ხანმოკლე ხანდაზმულობის ვადით (ხუთი წელი) და საშუალება მისცა A.P.-ს, გაჰქცეოდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. ნებისმიერ შემთხვევაში, ხანდაზმულობის ვადა არ უნდა გამოიყენონ არასათნადო ქმედებების მიმართ, რომლებიც ჩაიდინა სახელმწიფო მოხელემ (იხ. ზემოთ 73-ე პუნქტი).

75. სასამართლო ასევე შენიშნავს შინაგან საქმეთა სამინისტროს მკვეთრ პოზიციას, გამოხატულს მას შემდეგ, რაც მისთვის ცნობილი გახდა წამების აღკვეთის კომიტეტის დასკვნები: „მან არ იცოდა კონკრეტული შემთხვევები თავისუფლებააღკვეთილ პირთადაკითხვისას პოლიციის მხრიდან არაადამიანური მეთოდების გამოყენებისა“ (იხ. ზემოთ 44-ე პუნქტი). გარდა ამისა, იგი შენიშნავს, რომ არ არსებობდა არავითარი მცდელობა გამოძიების თანამედროვე მეთოდების განვითარებისათვის (იხ. ზემოთ 45-ე პუნქტი) და მნიშვნელოვანი დაგვიანებით მიიღეს პოლიციის ეთიკის კოდექსიც (თითქმის 4 წლის შემდეგ მას შემდეგ, რაც ეს წამების აღკვეთის კომიტეტმა მოითხოვა. იხ. ზემოთ 45-ე პუნქტი).

76. სასამართლო დიდი შეშფოთებით აღნიშნავს, რომ მოლდავეთში მთავრობა წამებას მიიჩნევს „საშუალოსიმძიმისდანაშაულად“, რომელიც უნდა გაიმიჯნოს სხვა, უფრო მძიმე ფორმის დანაშაულთაგან და, ამდენად, იმსახურებდეს უფრო მცირე სასჯელს (იხ. ზემოთ 58-ე მუხლი). ამგვარი პოზიცია აბსოლუტურად არ შეესაბამება კონვენციის მე-3 მუხლიდან გამომდინარე ვალდებულებებს, რომელიც განსაკუთრებულ სერიოზულობას ანიჭებს წამების დანაშაულს. 72-76-ე პუნქტებში აღნიშნულ სხვა დარღვევებთან ერთად, ეს უკანასკნელი ადასტურებს, რომ მოლდავეთის ხელისუფლება სრულად არ გმობს სამართალდამცველი ორგანოების მხრიდან არასათანადო მოპყრობის პრაქტიკას და აღრმავებს შთაბეჭდილებას, რომ კანონმდებლობა, რომელიც მიღებულია არასათანადო მოპყრობის პრევენციისა და დასჯისათვის, სრულად ვერ აღწევს პრევენციულ შედეგს. ამ დასკვნას ამყარებს ის ფაქტი, რომ A.P. აგრძელებს მუშაობას პოლიციაში და მან მხოლოდ მცირე თანხა გადაიხადა მიყენებული ზიანისათვის, ისიც ნაწილ-ნაწილ, თუმცა კი არ არსებობს არავითარი მტკიცებულება, რომ აღმასრულებელი შეეცადა გაერკვია, ფლობდა თუ არა იგი რაიმე ქონებას. ეს საქმე, როგორც ასეთი, ტოვებს შთაბეჭდელებას, რომ მომავალში სხვა მსგავსი დარღვევების პრევენციას კი არ ახდენს, არამედ მაგალითია ფაქტობრივად სრული დაუსჯელობისა სამართალდამცველი ორგანოების მხრიდან არასათანადო მოპყრობის შემთხვევაში.

(c) დასკვნა

77. სასამართლო ადგენს, რომ არა მარტო განმცხადებელი დაექვემდებარა არასათანადო მოპყრობას პოლიციის დაწესებულებაში ყოფნისას, არამედ ხელისუფლებამაც ვერ წარმოადგინა სათანადო პასუხი, რამდენადაც სათნადოდ და გონივრულ ვადაში ვერ გამოიძია არასათნადო მოპყრობის ფაქტი, ისევე როგორც ვერ უზრუნველყო კანონმდებლობის პრევენციული შედეგი.

აქედან გამომდინარე, მთავრობის წინასწარ პრეტენზიას განმცხადებლის მიერ მსხვერპლის სტატუსის დაკარგვასთან დაკავშირებით, უარი უნდა ეთქვას.

78. შესაბამისად, დაირღვა კონვენციის მე-3 მუხლი.

 

III. კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენება

79. კონვენციის 41-ე მუხლი ითვალისწინებს, რომ:

„თუ სასამართლო დაადგენს, რომ დაირღვა კონვენცია და მისი ოქმები, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფოებრივი სამართალი დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკმაყოფილებას მიაკუთვნებს“.

1. არამატერიალური ზიანი

80. განმცხადებელი ითხოვდა 20,000 ევროს მიყენებული არამატერიალური ზიანის სანაცვლოდ. იგი აცხადებდა, რომ დაზარალდა მის მიმართ არასათანადო მოპყრობის გამო და, მიუხედავად ახალგაზრდა ასაკისა, კვლავაც აქვს ჯანმრთელობის პრობლემები. ასევე, არ ჩატარდა ეფექტიანი გამოძიება. აგრეთვე მას აშინებდნენ და აფერხებდნენ დამნაშავეთა მიმართ სისხლის სამართალწარმოებისას. თანხა, რომელიც მას ადგილობრივად მიაკუთვნეს კომპენსაციის სახით (15,000 MDL, რაც იმ დროისათვის 997 EUR-ს უტოლდებოდა), სრულებით არ იყო პროპორციული მისი ზიანისა. მეტიც, დაგვიანებამ და თანხის ნაწილ-ნაწილ მიღებამ კიდევ უფრო გააღრმავა მისი შეურაცხყოფის გრძნობა.

81. მთავრობამ განაცხადა, რომ კონვენციის მუხლების დაურღვევლობის შემთხვევაში, განმცხადებელს არ შეეძლო მოეთხოვა კომპენსაცია. ნებისმიერ შემთხვევაში, მოთხოვნილი თანხა იყო გადაჭარბებული და დამამცირებელი. სხვა საქმეებისაგან განსხვავებით, რომლებსაც მოიხსენიებდა განმცხადებელი, წინამდებარე საქმეში ეროვნულმა სასამართლოებმა დაადგინეს მისი უფლებების დარღვევა დამიაკუთვნეს კომპენსაცია.

82. სასამართლო კვლავ იმეორებს: მან დაადგინა, რომ განმცხადებელს არა მხოლოდ არასათანადოდ მოეპყრნენ პოლიციის ოფიცრები – რაც არღვევს კონვენციის მე-3 მუხლით დადგენილ სახელმწიფოს ვალდებულებას, ხელი შეუშალოს ამგვარ მოპყრობას – არამედ მას ასევეპრეტენზია ჰქონდა განმცხადებლის მიმართ არასათანადო მოპყრობის გამოძიების ხარისხთან; ასევე დაადგინა, რომ ეროვნულმა ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო არასათანადო მოპყრობის ამკრძალავი კანონმდებლობის პრევენციული შედეგი. სასამართლო ადგენს, რომ განმცხადებლის ზიანი გააღრმავა მის მიმართ ხელისუფლების მოპყრობამ ორი დამნაშავის მიმართ სისხლის სამართალწარმოებისას და მას შემდეგ. ასევე, მესამე ოფიცრის სავარაუდო მონაწილეობის გამოუძიებლობამ. ზემოხსენებულის შუქზე, სასამართლო სრულად აღიარებს განმცხადებლის სარჩელს.

2. ხარჯები და დანახარჯები

83. განმცხადებელი ითხოვდა 3,150 ევროს სასამართლო ხარჯებისათვის. იგი დაეყრდნო ჩამონათვალს, რომელშიც პუნქტობრივად იყო მითითებული საათები, რაც მისმა სამმა ადვოკატმა დაუთმო საქმეზე მუშაობას. ამ საბუთის მიხედვით, თითოეულმა იმუშავა 35 საათი, ანაზღაურებით – 90 ევრო საათში. გარდა ამისა, მან დაურთო მოლდავეთის ბარ ასოციაციის 2005 წლის 29 დეკემბრის რეკომენდაცია, რომლის თანახმადაც, ადვოკატებს შეუძლიათ გასამრჯელოდ აიღონ40-150 ევრო საათში ან 1,000-15,000 ევრო ერთ საქმეზე, თუკი ის მონაწილეობს სამართალწარმოებაში საერთაშორისო სასამართლოს წინაშე.

84. მთავრობა აცხადებდა, რომ განმცხადებელს არ ეკუთვნოდა კომპენსაცია ხარჯებისა და დანახარჯებისათვის, რადგან მას არ წარმოუდგენია ადვოკატებთან კონტრაქტების ასლები. მათ ეჭვქვეშ დააყენეს საქმეზე მუშაობის საათების რაოდენობა და საათობრივი ანაზღაურება გადაჭარბებულად მიიჩნიეს.

85. წინამდებარე საქმეში სასამართლომ გაითვალისწინა განმცხადებლის მიერ პუნქტობრივად წარმოდგენილი ჩამონათვალი, ასევე საქმის კომპლექსურობა, და ხარჯებისა და დანახარჯებისათვის მას მიაკუთვნა 2,500 ევროს გამოკლებული 850 ევრო, რაც მან უკვე მიიღო ევროპის საბჭოსაგან სამართლებრივი დახმარების სახით, დამატებითი ღირებულების გადასახდთან ერთად, რითაც შეიძლება ეს თანხა დაიბეგროს.

3. საურავი

86. სასამართლო შესაფერისად მიიჩნევს, რომ საურავი განისაზღვროს ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ დადგენილი მინიმალური ნიხრით, რასაც უნდა დაემატოს სამი პროცენტი.

 

 

ხსენებული მიზნებიდან გამომდინარე, სასამართლომ ერთხმად

  1. უერთდება მთავრობის წინასწარი პრეტენზიის არსებით მხარეებს განმცხადებლის მსხევრპლის სტატუსთან დაკავშირებით;
  1. გამოაცხადა კონვენციის მე-3 მუხლის საფუძველზე წარმოდგენილი სარჩელი არსებით განხილვაზე დაშვებულად და უარყო მთავრობის წინასწარი პრეტენზია;
  1. დაადგინა, რომ დაირღვა კონვენციის მე-3 მუხლი;
  1. დაადგინა

(a) რომ მოპასუხე სახელმწიფომ უნდა გადაუხადოს განმცხადებელს სამი თვის განმავლობაში [საბოლოო გადაწყვეტილების მიღების დღიდან, კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად] 20,000 ევრო (ოცი ათასი ევრო) არამატერიალური ზიანისათვის და 1,650 ევრო (ათას ექვსას ორმოცდაათი ევრო) ხარჯებისა და დანახარჯებისათვის,კონვერტირებული მოპასუხე სახელმწიფოს ეროვნულ ვალუტაში, გადახდის დღეს არსებული კურსით, პლუს ნებისმიერი გადასახადი, რომლითაც შეიძლება დაიბეგროს ეს თანხა;

(b) რომ ზემოხსენებული 3-თვიანი ვადის გასვლის შემდეგ, გადახდის დღემდე, საურავი უნდა გადაიხადონ იმ მოცულობით, რაც უტოლდება ევროპული ბანკის სესხისათვის განკუთვნილ მინიმალურ პროცენტს, რომელსაც უნდა დაემატოს სამპროცენტიანი განაკვეთი;

  1. უარყო განმცხადებლის სხვა პრეტენზიები სამართლიან დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით.

 

შესრულებულია ინგლისურად და წერილობით გაცხადებულია 2010 წლის 5 იანვარს, სასამართლოს რეგლამენტის 77-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად.

 

ფატიშ არაჩი - რეგისტრატორი

ნიკოლას ბრატცა - პრეზიდენტი