ერგეზენი თურქეთის წინააღმდეგ

საქმის დასახელება - Ergezen v. Turkey

საჩივრის ნომერი - 73359/10

მოპასუხე სახელმწიფო - თურქეთი

გადაწყვეტილების მიღების თარიღი - 08/04/2014

შედეგი:

საჩივრის ნაწილი ცნობილ იქნა დაუშვებლად

დაირღვა მე-5 მუხლი - თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება (მუხლი 5-3 - წინასასამართლო პატიმრობის ხანგრძლივობა

წინასასამართლო პატიმრობის გონივრულობა)

დაირღვა მე-5 მუხლი - თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება (მუხლი 5-4 - განხილვის პროცედურული გარანტიები

დაკავების კანონიერების განხილვა)

დაირღვა მე-5 მუხლი - თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება (მუხლი 5-5 კომპენსაცია)

დაირღვა მე-6 მუხლი - სამართლიანი სასამართლოს უფლება (მუხლი 6 - სისხლის სამართალწარმოება

მუხლი 6-1 - გონივრული დრო)

არამატერიალური ზიანი - დაკმაყოფილდა

განსხვავებული აზრი: დიახ

 

 

 

საკვანძო სიტყვები:

(მუხლი 5) თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება

(მუხლი 5-3) წინასასამართლო პატიმრობის ხანგრძლივობა

(მუხლი 5-3) წინასასამართლო პატიმრობის გონივრულობა

(მუხლი 5-4) განხილვის პროცედურული გარანტიები

(მუხლი 5-4) დაკავების კანონიერების განხილვა

(მუხლი 5-5) კომპენსაცია

(მუხლი 6) სამართლიანი სასამართლოს უფლება

(მუხლი 6) სისხლის სამართალწარმოება

(მუხლი 6-1) გონივრული დრო

(მუხლი 34) ინდივიდუალური საჩივრები

(მუხლი 34) Locus standi

(მუხლი 35) დასაშვებობის კრიტერიუმები

(მუხლი 41) სამართლიანი დაკმაყოფილება - {ზოგადი}

 

Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.

 

Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (www.supremecourt.ge).Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.

 

საინფორმაციო ბარათი სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე No. 173

აპრილი 2014

ერგეზენი თურქეთის წინააღმდეგ

Ergezen v. Turkey - 73359/10

გადაწყვეტილება 8.4.2014 [სექცია II]

მუხლი 34

Locus standi

მემკვიდრეების ლეგიტიმური ინტერესი, გაგრძელდეს საჩივარი მომჩივნის სახელით, რომელიც გარდაიცვალა საჩივრის შეტანის შემდეგ: დასაშვებია

ფაქტები – ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 2010 წლის სექტემბერში შეტანილი საჩივრის მიხედვით, მომჩივნები, ბ-ნი მეჰმეთი და ბ-ნი ზია ერგეზენი, ჩიოდნენ წინა-სასამართლო დაკავების ხანგრძლივობასთან, სააპელაციო წარმოების ხარვეზებთან, საკომპენსაციო საშუალების არარსებობასთან და მათ წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართალწარმოების ხანგრძლივობასთან დაკავშირებით. ბ-ნი ზია ერგეზენი გარდაიცვალა 2010 წლის ოქტომბერში. ბ-ნი ზიას გარდაცვალების შემდეგ მისმა ცოლმა და შვილებმა აცნობეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, რომ მათ სურდათ, გაგრძელებულიყო ბ-ნი ზიას მიერ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეტანილი საჩივრის განხილვა და მათ, როგორც მემკვიდრეებს, მიეღოთ სამართალწარმოებაში მონაწილეობა. ამ ნაწილში, მთავრობამ განაცხადა, რომ მემკვიდრეები არ იყვნენ იმგვარ პოზიციაში, რომ მონაწილეობა მიეღოთ აღნიშნულ სამართალწარმოებაში, რამდენადაც სისხლის სამართალწარმოება ბატონი ზია ერგეზენის წინააღმდეგ მჭიდროდ იყო დაკავშირებული მის პიროვნებასთან.

სამართალი – მუხლი 34: შემთხვევა, როდესაც მომჩივანი გარდაიცვალა სამართალწარმოების განმავლობაში, უნდა გაიმიჯნოს იმ შემთხვევისგან, როდესაც მომჩივნის მემკვიდრეებმა შეიტანეს საჩივარი მსხვერპლის გარდაცვალების შემდეგ. როდესაც პიროვნება, რომელიც აცხადებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე, რომ არის კონვენციით განსაზღვრული მისი უფლებების დარღვევის მსხვერპლი, ის აკეთებს პერსონალურ და გაცნობიერებულ არჩევანს, განახორციელოს კონვენციის 34-ე მუხლით გათვალისწინებული ინდივიდუალური საჩივრის წარდგენის პერსონალური უფლება და, შესაბამისად, აამოქმედოს სასამართლოს იურისდიქცია. ეს არ იყო ის შემთხვევა, როდესაც პირის მემკვიდრეებს, რომლებსაც შეეძლოთ ეჩივლათ, რომ იყვნენ მსხვერპლნი კონვენციის მიხედვით, შეჰქონდათ საჩივარი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე ამ პირის გარდაცვალების შემდეგ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ იმ შემთხვევაშიც კი, როცა მომჩივანი გარდაიცვლება მისი საჩივრის შეტანის შემდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს შეუძლია, განსაზღვროს, როგორც გაცხადებულია საჩივარში, რამდენად დაარღვია ხელშემკვრელმა სახელმწიფომ მომჩივნის უფლებები, როცა გარდაცვლილის მემკვიდრეები გამოთქვამენ სურვილს, განაგრძონ საჩივრის განხილვაში მონაწილეობა ან როცა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაადგენს, რომ გამართლებულია საჩივრის განხილვის გაგრძელება 37-ე მუხლის 1-ლი პარაგრაფის მიხედვით in fine კონვენციასთან. ამგვარ შემთხვევაში გადამწყვეტი საკითხი იყო არა ის, იყო თუ არა სადავო უფლებები გადაცემადი მემკვიდრეებისთვის, რომლებსაც სურდათ გაგრძელებულიყო სამართალწარმოება, არამედ ის, თუ რამდენად შეეძლოთ მემკვიდრეებს, ჰქონოდათ ლეგიტიმური ინტერესი, რათა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის მოეთხოვათ საკითხის გადაწყვეტა იმ საფუძვლით, რომ მომჩივანს სურდა, განეხორციელებინა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივრის შეტანის  ინდივიდუალური და პერსონალური უფლება. შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თავისი პრეცედენტული სამართლიდან გამომდინარე დაადგინა, რომ ზია ერგეზენის ქვრივს და შვილებს ჰქონდათ ლეგიტიმური ინტერესი, რომ მიეღოთ მონაწილეობა საჩივრის განხილვაში მომჩივნის სახელით. მაშასადამე, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღიარა მათი პოზიცია, გაეგრძელებინათ სამართალწარმოება მომჩივნის ნაცვლად. 

დასკვნა: წინასწარი პრეტენზია უარყოფილ იქნა (ერთხმად).

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ასევე ადგენს, ექვსი ხმით ერთი ხმის წინააღმდეგ, რომ დაირღვა მე-5 მუხლის მე-3 პარაგრაფი; და, ერთხმად ადგენს, რომ დაირღვა მე-5 მუხლის მე-4 და მე-5 პარაგრაფები და მე-6 მუხლის 1-ლი პარაგრაფი.

მუხლი 41: 4,000 ევრო მომჩივან მეჰმეთ ერგეზენს და 4,300 ევრო ერთობლივად ზია ერგეზენის მემკვიდრეებს არამატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად.

 

© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.

იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბარათები Case-Law Information Notes