სანდრუ რუმინეთის წინააღმდეგ

Sandru v. Romania (dec.)

საჩივრის ნომერი - 1902/11

მოპასუხე სახელმწიფო- რუმინეთი

გადაწყვეტილების მიღების თარიღი - 14.1.2014

შედეგი: დაუშვებელია

განსხვავებული აზრი:  არა

საკვანძო სიტყვები:

(მუხლი 35) დასაშვებობის წინაპირობები

(მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი) გადაადგილების თავისუფლება (ზოგადი)

 

 

Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.

 

Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (www.supremecourt.ge).Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.

 

საინფორმაციო ბარათი სასამართლოს პრეცედენტზე No. 171

თებერვალი 2014

სანდრუ რუმინეთის წინააღმდეგ (გადაწყვეტილება) - 1902/11

Șandru v. Romania (dec.)

გადაწყვეტილება 14.1.2014 [III სექცია]

IV დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი

IV დამატებითი ოქმის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილი

გადაადგილების თავისუფლება

არასრულწლოვნის მიერ სახელმწიფოს დატოვების შეუძლებლობა მამის თანხმობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის არარსებობის გამო: დაუშვებელია

ფაქტები – იმ დროისთვის მომჩივანი 13 წლის იყო და დედასთან ერთად ცხოვრობდა. 2009 წლის 6 მარტს, დედის თანხმობისა მიღების შემდეგ, მან გადაიხადა თანხა, რათა წასულიყო თავისი სკოლის მიერ ორგანიზებულ ექსკურსიაზე. დედის მიერ 2009 წლის 27 მარტის განცხადების საფუძველზე პირველი ინსტანციის სასამართლომ დაავალდებულა მამა, რომ მიეცა თანხმობა ბავშვოს ექსკურსიაზე წასვლასთან დაკავშირებით. ბრძანება აღსრულებაში იყო მიცემული, თუმცა ექვემდებარებოდა გასაჩივრების 5 დღიან ვადას. 2009 წლის 10 აპრილს, როცა შეამოწმეს მომჩივნის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები საბაჟო პუნქტზე, პოლიციის ოფიცრები დაუკავშირდნენ დედას, რადგან ჩათვალეს, რომ ბრძანებაზე უნდა ყოფილიყო მითითებული „საბოლოო და ძალაში შესული“. დედამ განუცხადა მათ, რომ ბრძანება იყო აღსრულებადი, მაგრამ მას არ შეეძლო დაედასტურებინა, რომ იგი იყო ძალაში შესული, რადგან ბრძანება შეუცვლელი გახდა 2009 წლის 8 აპრილს და შიდა სასამართლოების პრაქტიკის მიხედვით, სასამართლო მოხელე ამის დამამტკიცებელ დოკუმენტს გასცემდა არა იმავე დღეს, არამედ ორი დღის შემდეგ, რათა უზრუნველეყო საკმარისი დრო ფოსტით გასაგზავნი შესაძლო გასაჩივირებისთვის კანონით დადგენილ ვადაში. ამის გამო, პოლიციის ოფიცრებმა მომჩივანს აუკრძალეს რუმინეთის ტერიტორიის დატოვება.

სამართალი – მე-4 დამატებითი ოქმი სმე-2 მუხლი: მოხდა ჩარევა მომჩივნის გადაადგილების თავისუფლების უფლებაში. ჩარევა გათვალისწინებული იყო კანონით. განსახილველი ღონისძიება აუცილებელი იყო სხვათა უფლებებისა და თავისუფლებათა დასაცავად, კერძოდ, მომჩივნის მამის, და საჯარო წესრიგის შესანარჩუნებლად, რადგან საკითხი ეხებოდა არასრულწლოვნის საზღვარგარეთ მოგზაურობის ზედამხედველობას. რაც შეეხება იმას, იყო თუ არა ჩარევა აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში, სასამართლომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია განსახილველი ღონისძიების ხანგრძლივობას. მომჩივანი დაექვემდებარა ერთჯერად, დორებით ღონისძიებას, კანონით მოთხოვნილი დოკუმენტაციის არარსებობის საფუძველზე. გარდა ამისა, მას შეეძლო საბაჟო ორგანოების მიერ მოთხოვნილი დოკუმენტების წინასწარი მოპოვება მამის თანხმობის  საკმარისად ადრე მოთხოვნის შემთხვევაში. მომჩივანმა სკოლის ექსკურსიის ღირებულება გადაიხადა 2009 წლის 6 მარტს, მაგრამ იცდიდა სამი კვირა, სანამ შეიტანდა გადაუდებელ განცხადებას. აქედან გამომდინარე, სასამართლომ დაადგინა, რომ მას არ დაკისრებია ზედმეტი ტვირთი.

დასკვნა:დაუშვებელია (ერთხმად).

 

© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.

იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბარათები  Case-Law Information Notes

 

 

 

 

 

 

დექსტერი და სხვები კვიპროსის წინააღმდეგ (განჩინება)

Dexter and Others v. Cyprus (dec.)

საჩივრის ნომერი - 63049/11, 62322/11, 68057/11

გადაწყვეტილების მიღების თარიღი - 17.12.2013

მოპასუხე სახელმწიფო - კვიპროსი

შედეგი - დაუშვებლად იქნა ცნობილი

განსხვავებული აზრი: არა

ვილკოქსი და ჰარფორდი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ

WILLCOX AND HURFORD v. THE UNITED KINGDOM

საჩივრის ნომერი: 43759/10; 43771/12    summary

მოპასუხე სახელმწიფო: გაერთიანებული სამეფო

გადაწყვეტილების მიღების თარიღი: 8.1.2013

შედეგი: დაუშვებელი

ნ.კ. საფრანგეთის წინააღმდეგ

N.K. v. France

საჩივრის ნომერი: 7974/11    summary

მოპასუხე სახელმწიფო: საფრანგეთი 

გადაწყვეტილების მიღების თარიღი: 19/12/13 

შედეგი: ნაწილობრივ დაუშვებელია

მე-3 მუხლის დარღვევა - წამების აკრძალვა (მუხლი 3 - გაძევება) (პირობითი) (პაკისტანი)

განსხვავებული აზრი: არა

კიოკსალი ნიდერლანდების წინააღმდეგ

KÖKSAL v. THE NETHERLANDS

საჩივრის ნომერი: 31725/96   PDF

მოპასუხე სახელმწიფო: ნიდერლანდები

გადაწყვეტილების მიღების თარიღი: 19/09/2000

შედეგი: ნახევრად დასაშვებია

ნახევრად დაუშვებელია