დექსტერი და სხვები კვიპროსის წინააღმდეგ (განჩინება)

Dexter and Others v. Cyprus (dec.)

საჩივრის ნომერი - 63049/11, 62322/11, 68057/11

გადაწყვეტილების მიღების თარიღი - 17.12.2013

მოპასუხე სახელმწიფო - კვიპროსი

შედეგი - დაუშვებლად იქნა ცნობილი

განსხვავებული აზრი: არა

 

საკვანძო სიტყვები:

(მუხლი 6) სამართლიანი სასამართლოს უფლება

(მუხლი 8) პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება

(მუხლი 13) სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლება

(მუხლი 35) დასაშვებობის კრიტერიუმები

(პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი) საკუთრების დაცვა

 

 

 

Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.

 

Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (www.supremecourt.ge).Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.

საინფორმაციო ბარათი სასამართლოს პრეცედენტზე No. 170

იანვარი 2014

დექსტერი და სხვები კვიპროსის წინააღმდეგ (განჩინება) - 62322/11, 63049/11 და 68057/11

განჩინება 17.12.2013 [IV  სექცია]

მუხლი 35

მუხლი 35-1

ამართლებრივიდაცვის  შიდასახელმწიფოებრივისაშუალებების ამოწურვა

 

ქონებაზე საკუთრების  უფლების მოპოვების პროცესში შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივიდაცვის  საშუალებებისამოწურვის მოთხოვნის დარღვევა: დაუშვებელია

ფაქტები – საქმე შეეხებოდა სამ საჩივარს, რომელიც შეტანილ იქნა ბრიტანეთის ხუთი მოქალაქის მიერ, რომლებმაც 2002-2003 წლებში კვიპროსში შეიძინეს მიწის ნაკვეთები სახლების მშენებლობის მიზნით. თუმცა, მოგვიანებით მათ აღმოაჩინეს ბევრი სამართლებრივი ხარვეზი მიწასთან და/ან სახლებთან დაკავშირებით და საბოლოოდ, ვერ შეძლეს, მოეპოვებინათ საკუთრების უფლება თავიანთ ქონებაზე. მათ კვიპროსის კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სამსახურში (Cypriot Competition and Consumer Protection Service (“CCPS”)) შეიტანეს სარჩელები იმ სამშენებლო კომპანიების წინააღმდეგ, რომლებმაც მიჰყიდეს მომჩივნებს მიწა. თუმცა CCPS-მა უარი უთხრა მათ სარჩელებზე იმ საფუძვლით, რომ  კანონი, რომლის მიხედვითაც ეს ორგანო მოქმედებდა, ძალაში შევიდა მომჩივნების მიერ მიწის შესყიდვის შემდეგ და ამ კანონს არ ჰქონდა რეტროაქტიური ძალა. მომჩივნებმა არ მიმართეს სასამართლოს, რადგან მიიჩნიეს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი დაცვის საშუალებები ამ კონკრეტულ სიტუაციაში იქნებოდა არაეფექტიანი, განსაკუთრებით პროცესის ხარჯების, სანდო ადვოკატის მოძიების სავარაუდო სირთულისა და ხანგრძლივი სასამართლო განხილვების  გათვალისწინებით.

სამართალი – მუხლი 35 § 1: კვიპროსის სამართალში არსებობდა სამართლებრივი დაცვის კონკრეტული საშუალებები, რომელთა გამოყენება შესაძლებელი იყო მომჩივნების სარჩელებთან დაკავშირებით, რომლებიც ეხებოდა საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების მოპოვების შეუძლებლობას და მისგან გამოწვეულ შედეგებს. კონკრეტულად კი შიდა სამართალი ქონების შემძენს საშუალებას აძლევდა, მოეთხოვა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების შესრულება და აგრეთვე, შესაძლებელი იყო მომჩივანს შიდასახელმწიფოებრივ სასამართლოებში სამოქალაქოსამართლებრივი სარჩელი აღეძრა იმ საკითხების შესახებ, რომლებიც აღნიშნულ საქმეში ფიგურირებდა. გარდა ამისა, შიდა სამართალი გადახდისუუნარობის შემთხვევაში ითვალისწინებდა ნორმებს უზრუნველყოფილი და არაუზრუნველყოფილი კრედიტორების მიმართ. საბოლოოდ, უნდა აღინიშნოს, რომ 2011 წლის აპრილში მიიღეს მნიშვნელოვანი საკანონმდებლო შესწორებები, რომლებიც შეეხებოდა საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების მოპოვებას, კერძოდ კი იმ შემთხვევაში, როდესაც ქონება ვერ აკმაყოფილებდა  დაგეგმარების ან მშენებლობის ნებართვის მოთხოვნებს. მომჩივნებმა ვერ შეძლეს, ეჩვენებინათ, რომ მათ მიიღეს ყველა საჭირო ზომა ზემოთ ჩამოთვლილი სამართლებრივი დაცვისსაშუალებებისამოწურვის მიზნით და  საქმეში არ არსებობდა სამართლებრივი დაცვისამ საშუალებების შეუსაბამოდ და არაეფექტიანად მიჩნევის საფუძვლები. ასევე არ არსებობდა განსაკუთრებული გარემოებები, რომლებიც გაათავისუფლებდა მომჩივნებს  შიდასახელმწიფოებრივისაშუალებების ამოწურვის ვალდებულებისაგან. ანაზღაურების მიღების ერთადერთი ღონისძიება - სარჩელები  CCPS-ში - რომელსაც მომჩივნებმა მიმართეს, ვერ იქნება მიჩნეული მათ საჩივრებთან დაკავშირებით იმ საშუალებად, რომლის მიმართაც არსებობს ამოწურვის ვალდებულება.

დასკვნა: დაუშვებელია (სამართლებრივიდაცვისშიდასახელმწიფოებრივისაშუალებებისამოწურვის ვალდებულების დარღვევა).

 

© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.

იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბარათები Case-Law Information Notes