Sanoma Uitgevers B.V. v. The Netherlands

 

საჩივრის ნომერი: - 38224/03

მოპასუხე სახელმწიფო: ნიდერლანდები

გადაწყვეტილების მიღების თარიღი:  14/09/2010

შედეგი: 

დაირღვა მე–10 მუხლი

განსხვავებული აზრი: კი

საკვანძო სიტყვები:

(მუხლი 10) გამოხატვის თავისუფლება -{ზოგადი}

(მუხლი 10–1) ინფორმაციის გავრცელების თავისუფლება

(მუხლი 10–1) ინფორმაციის მიღების თავისუფლება

(მუხლი 10–2) ჩარევა

(მუხლი 10–2) გათვალისწინებული კანონით

(მუხლი 10–2) გარანტიები ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ

(მუხლი 41) სამართლიანი დაკმაყოფილება -{ზოგადი}

 

 

 

Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.

 

Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (www.supremecourt.ge).Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.

 

საინფორმაციო ბარათი სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე    No. 133

აგვისტო–სექტემბერი 2010

სანომა უიტგევერს ბ.ვ.  ნიდერლანდების წინააღმდეგ [GC] -38224/03

გადაწყვეტილება 14.9.2010 [GC]

მუხლი 10

მუხლი 10-1

ინფორმაციის გავრცელების თავისუფლება

ინფორმაციის მიღების თავისუფლება

პოლიციის მიერ მასალების ჩხრეკა, რომელსაც შესაძლოა ჟურნალისტის წყაროს იდენტიფიცირებამდე მიეყვანა: დარღვევა

ფაქტები – მომჩივნის კომპანიამ, რომელიც საავტომობილო ჟურნალს ფლობდა, გადაწყვიტა, გამოექვეყნებინა სტატია უკანონო საგზაო რბოლების შესახებ. ჟურნალისტებმა მოიპოვეს ნებართვა ერთ-ერთი ასეთი ღონისძიების ორგანიზატორებისგან, გადაეღოთ ფოტოები იმ პირობით, რომ ისინი არ გაამჟღავნებდნენ მონაწილეთა ვინაობას. ფოტოების დედნები შეინახეს CD-ROM–ზე და დაგეგმილი იყო, გამოსაქვეყნებელ ვერსიაში  ფოტოების დამუშავება ავტომობილებისა და მონაწილეების ვინაობის დასაფარად. თუმცა, სანამ  სტატიის  გამოქვეყნება შესაძლებელი გახდებოდა, ჟურნალის მთავარი რედაქტორი სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოიძახა და მოსთხოვა ფოტოების ჩაბარება იმ მიზეზით, რომ ისინი საჭირო იყო სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისათვის, რომელიც „სიკვდილ-სიცოცხლის საქმეს“ ეხებოდა. როდესაც რედაქტორმა უარი განაცხადა, მას სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებითა და დაკავებით დაემუქრნენ და უთხრეს, რომ კომპანიის შენობას გაჩხრეკდნენ, ხოლო კომპიუტერებს წაიღებდნენ. შენობის დროებით დახურვას შესაძლოა, გამოეწვია მნიშნელოვანი ფინანსური დანაკარგები კომპანიისათვის. მოგვიანებით მთავარი რედაქტორი დააკავეს კომპანიის შენობაში ოთხი საათით.  CD-ROM, რომელიც შეიცავდა ფოტოებს, საბოლოოდ ჩამორთმეულ იქნა, მას შემდეგ, რაც მორიგე საგამოძიებო მოსამართლემ, რომელიც პროცესში კომპანიის შუამდგომლობით ჩაერთო და პროკურორებთან შეთანხმებით, გამოხატა აზრი, რომ სისხლის სამართლის საქმის გამოძიების საჭიროებებმა გადაწონა კომპანიის ჟურნალისტური პრივილეგია. რეგიონულმა სასამართლომ ამოღება კანონიერად ცნო, მას შემდეგ რაც მოისმინა  პროკურორისგან მტკიცებულება, რომ ფოტოები საჭირო იყო იმ მანქანის იდენტიფიცირებისათვის, რომელზეც არსებობდა ეჭვი, რომ გამოყენებული იყო ბანკომატებზე შეტევისათვის და რომ შესაბამისად, გამოძიება არ ეხებოდა საგზაო რბოლას.  აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრების შემდეგ არ შეცვლილა.

სამართალი – მუხლი 10: ხელისუფლების ორგანოებმა მკაფიოდ მიანიშნეს, რომ მომჩივანი კომპანიის ქონების ჩხრეკა ჩატარდებოდა, თუკი არ მოხდებოდა CD-ROM–ის გადაცემა. ეს გამოიწვევდა ოფისების დროებით დახურვას და ‘’მალფუჭებად’’ ახალ ამბებზე სტატიების გამოქვეყნების დაყოვნებას. ჟურნალის ერთ–ერთი ჟურნალისტი ასევე დააკავეს მოკლე პერიოდით. ამგვარად, მიუხედავად იმისა, რომ არ ჩატარებულა ნამდვილი ჩხრეკა და ამოღება, საქმეზე ეხებოდა ბრძანებას იმ ჟურნალისტური მასალების სავალდებულო ჩაბარების შესახებ, რომელიც ჟურნალისტური წყაროს იდენტიფიცირების შესაძლებლობის მქონე ინფორმაციას შეიცავდა. თავად ეს ბრძანება წარმოადგენდა მომჩივანი კომპანიის ინფორმაციის მიღებასა და გავრცელების თავისუფლებაში ჩარევას.

იმასთან დაკავშირებით, იყო თუ არა ეს ჩარევა „გათვალისწინებული კანონით“, გავრცელებული საფუძველი იყო, რომ მას ჰქონდა კანონისმიერი საფუძველი, კერძოდ, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 96a § 3 მუხლი. თუმცა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გაიმეორა, რომ, სამართლის მოთხოვნების „ხარისხის“ დასაკმაყოფილებლად, ნებისმიერ ჩარევას ჟურნალისტური წყაროს და იმ ინფორმაციის დაცვის უფლებაში, რომელმაც შეიძლება მიგვიყვანოს მათ იდენტიფიცირებამდე,   თან უნდა სდევდეს სამართლებრივი პროცედურული გარანტიები,  რომელიც პროპორციულია სადაო პრინციპის მნიშვნელობასთან. პირველი და ძირითადი ამ გარანტიებიდან იყო საქმის განხილვა იმ დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ორგანოს მიერ, რომელსაც მინიჭებული ჰქონდა უფლებამოსილება, დაედგინა, საჯარო ინტერესში არსებული მოთხოვნა, რომელიც გადაწონიდა ჟურნალისტური წყაროს დაცვის პრინციპს, არსებობდა თუ არა ნებისმიერი რელევანტური მასალის გადაცემამდე  და აღეკვეთა ინფორმაციისადმი არა აუცილებელი წვდომა, რომლითაც შესაძლებელი გახდებოდა წყაროს პიროვნების გამჟღავნება. ასეთი განხილვა თავისი ბუნებით იყო პრევენციული და განმხილველი ორგანო უნდა ყოფილიყო იმ პოზიციაზე, რომ შეეფასებინა პოტენციური რისკები და სათანადო ინტერესები ნებისმიერი გამომჟღავნების წინ და იმ მასალებზე მითითებით, რომელთა გამჟღავნებასაც ცდილობდნენ. ex post facto  განხილვა ძირს გამოაცლიდა კონფიდენციალურობის ძირითად არსს. განხილველი ორგანოს გადაწყვეტილება დაფუძნებული უნდა ყოფილიყო მკაფიო კრიტერიუმებზე, იმის ჩათვლით, უფლების ნაკლებად ხელმყოფი ღონისძიებები იქნებოდა თუ არა საკმარისი და მას უნდა ჰქონოდა უფლებამოსილება, უარი ეთქვა გამჟღავნებაზე ან გაეცა შეზღუდული ან პირობითი ბრძანებები იმ წყაროს დაცვისათვის, რომელიც მასალებში ასე თუ ისე კონკრეტულად იყო მოხსენიებული.

მომჩივანი კომპანიის საქმეში, ამ პრინციპების გამოყენებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის  96a მუხლის ძალაში შესვლიდან, წყაროს გამჟღავნების შესახებ ბრძანების გაცემა მინიჭებული ჰქონდა პროკურორს და არა დამოუკიდებელ მოსამართლეს. ძირითადი კეთილსინდისიერების მოთხოვნებით შებოჭვის მიუხედავად, პროცედურული განმარტებით, პროკურორი იყო „მხარე“, რომელიც იცავდა იმ ინტერესს, რომელიც პოტენციურად შეუთავსებელი იყო ჟურნალისტური წყაროს დაცვასთან და რთული იქნებოდა მისი, როგორც ობიექტური და მიუკერძოებელი მხარის წარმოდგენა. გარდა ამისა, მიუხედავად იმისა, რომ მომჩივანი კომპანიის შუამდგომლობა გამომძიებელი მოსამართლის ჩართვის შესახებ დაკმაყოფილდა, მისი ჩარევა იყო სამართლებრივი საფუძვლის გარეშე და თამაშობდა მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათს, რაიმე სამართლებრივი ძალაუფლების გარეშე. ასეთი სიტუაცია საეჭვოდ იყო შესაბამისი კანონის უზენაესობასთან. ეს ხარვეზები ვერ გამოასწორა რეგიონალური სასამართლოს მიერ ex post facto განხილვამ, რომელიც იყო უძლური, შეეჩერებინა სახელმწიფო პროკურორი და პოლიცია ფოტოების გამოკვლევაში, რომლებიც მათ მფლობელობაში არსებულ CD-ROM–ზე იყო შენახული.

დასკვნის სახით, განსახილველ შემთხვევაში კანონის ხარისხი იყო არასაკმარისი იმ პროცედურის არარსებობის ფარგლებში, რომელსაც თან მოსდევდა ადეკვატური სამართლებრივი გარანტიები, რომელიც შესაძლებელს გახდიდა იმის დამოუკიდებელ შეფასებას, სისხლის სამართლის გამოძიებამ გადაწონა თუ არა საჯარო ინტერესი ჟურნალისტური წყაროს დაცვაში. ამგვარად, ჩარევა არ იყო „გათვალისწინებული კანონით“.

დასკვნა: დარღვევა (ერთხმად).

მუხლი 41: ზიანის გასაჩივრება არ მომხდარა

 

©  ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.

იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბარათები Case-Law Information Notes