ჩუსანი და ფაზო იტალიის წინააღმდეგ

საქმის დასახელება - Cusan and Fazzo v. Italy

საჩივრის ნომერი - 77/07

მოპასუხე სახელმწიფო - იტალია

გადაწყვეტილების მიღების თარიღი - 07/01/2014

შედეგი:

დაირღვა მუხლი 14+8 - დისკრიმინაციის აკრძალვა (მუხლი 14 - დისკრიმინაცია) (მუხლი 8-1 –

პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემა

მუხლი 8-1  -  პირადი ცხოვრების პატივისცემა)

მოპასუხე სახელმწიფოს მოეთხოვა ზოგადი ხასიათის ღონისძიებების მიღება (მუხლი 46-2 - ზოგადი ხასიათის ღონისძიებები)

განსხვავებული აზრი: დიახ

 

სპამპინატო იტალიის წინააღმდეგ

Spampinato v. Italy

საჩივრის ნომერი: 23123/04

მოპასუხე სახელმწიფო: იტალია

განჩინების მიღების თარიღი: 29/03/2007

შედეგი:  დაუშვებელი

განსხვავებული აზრი: არა

საკვანძო სიტყვები:

(მუხლი  9) აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება

(მუხლი 9-1)  რელიგიის ან რწმენის გამჟღავნება

შეფასების ზღვარი

(მუხლი 14) დისკრიმინაციის აკრძალვა

(მუხლი 14) დისკრიმინაცია

(ოქმი-1-1) საკუთრების დაცვა

(ოქმი-1-2) გადასახადების გადახდის უზრუნველყოფა

 

 

 

 

Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.

 

Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (www.supremecourt.ge).Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.

 

საინფორმაციო ბარათი სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე N 95

მარტი 2007

სპამპინატო იტალიის წინააღმდეგ  (dec.)  - 23123/04

განჩინება 29.3.2007 [სექცია III]

მუხლი 14

დისკრიმინაცია

გადასახადის გადამხდელთა ვალდებულება გადარიცხონ მათი საშემოსავლო გადასახადის ნაწილი კონკრეტული ბენეფიციარებისათვის, თითოეული მათგანისათვის, გარდა სახელმწიფოსა, გადასახადელი  ნაწილის შემცირების უფლების გარეშე : დაუშვებელი

მომჩივანი მუშაობდა სტაჟიორ იურისტად. მისი საშემოსავლო გადასახადის დეკლარირებისას მან აირჩია გადასახადის რვამეათასედი გადაერიცხა სახელმწიფოსთვის. შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის თანახმად, ეს თანხა უნდა გადაერიცხოს სახელმწიფოს, კათოლიკურ ეკლესიას ან ხუთიდან ერთ-ერთ ინსტიტუციას, რომლებიც წარმოადგენენ სხვა ხუთ რელიგიას და რომლებიც დათანხმდნენ ამ კონტრიბუციის მიღებაზე. გადასახადის გადამხდელებს მოეთხოვებათ, გააკეთონ  არჩევანი, როდესაც ავსებენ საგადასახადო დეკლარაციას. თუკი არჩევანი არაა მითითებული, შესაბამისი თანხა გადაერიცხება სახელმწიფოს, კათოლიკურ ეკლესიას და ერთ-ერთ ინსტიტუციას დანარჩენი ხუთი რელიგიიდან, ყველა გადასახადის გადამხდელის მიერ მითითებული არჩევანის პროპროციულად. საშემოსავლო გადასახადის ის ნაწილი, რომელსაც სახელმწიფო იღებს, განკუთვნილია სოციალური მიზნის მქონე აქტივობებისათვის. თუმცა, ამ ნაწილის მთლიანი ოდენობა ყოველწლიურად მცირდება 80, 000, 000 ევროთი - ეს არის თანხა, რომლის თავისუფლად გამოყენების უფლება აქვს სახელმწიფოს მისი საჭიროებების შესაბამისად.

დაუშვებელია  მე-9 და მე-14 მუხლების შესაბამისად - სასამართლომ ვერ გაიზიარა მომჩივნის შეხედულება, რომ საშემოსავლო გადასახადის ნაწილის გადარიცხვის არჩევანი აუცილებლად ავალდებულებდა მას, რომ მიეთითებინა მისი რელიგიური მიკუთვნებულობა. შესაბამისი კანონმდებლობის თანახმად, გადასახადის გადამხდელებს შეეძლოთ, არ გაეკეთებინათ არჩევანი მათი საშემოსავლო გადასახადის რვამეათასედის გადარიცხვასთან დაკავშირებით. სადავო დებულება არ მოიცავდა რაიმე სახის ვალდებულებას, პირს გამოეხატა საკუთარი რელიგიური შეხედულებები:  აშკარად დაუსაბუთებელი.

დაუშვებელია კონვენციის პირველი ოქმის პირველი მუხლის და კონვენციის მე-14 მუხლის შესაბამისად - მომჩივანი  ასაჩივრებდა, რომ იგი იყო ვალდებული, გადაეხადა გადასახადი, რომელიც მხოლოდ კონკრეტულ მიმღებებს ანიჭებდა უპირატესობას და რომ მხოლოდ სახელმწიფოსთვის გადახდილი საშემოსავლო გადასახადის ნაწილის შემცირება შეიძლებოდა. გადასახადების დაბეგვრა წარმოადგენდა გამართლებულ ჩარევას საკუთრების უფლებაში. ასეთ შემთხვევებში წევრ სახელწიფოებს ჰქონდათ შეფასების ფართო  ზღვარი, რომელიც იყო მეტად გამართლებული სახელმწიფოსა და რელიგიებს შორის დელიკატური ურთიერთობების ჩამოყალიბებისათვის, იმის გათვალისწინებით, რომ არ არსებობდა საერთო ევროპული სტანდარტი ეკლესიებისა თუ რელიგიური მოძრაობების დაფინანსებასთან დაკავშირებით და რომ ასეთი საკითხები ახლოს იყო დაკავშირებული თითოეული ქვეყნის ისტორიასა და ტრადიციებთან. განსახილველ შემთხვევაში საგადასახადო კანონმდებლობა არ ადგენდა გადასახადს, რომელიც უნდა დაემატოს ჩვეულებრივ საშემოსავლო გადასახადს, არამედ აწესებდა მხოლოდ ამ გადასახადის გარკვეული პროცენტის სპეციფიკურ გადარიცხვას.  ეს ექცეოდა სახელმწიფოთა შეფასების ზღვარში და არ შეიძლება განხილული ყოფილიყო როგორც თვითნებური ქმედება. სადავოდ გამხდარ გადასახადთან დაკავშირებით არ შეიძლება ითქვას,  რომ იგი მომჩივანს გადაჭარბებულ ტვირთს აკისრებდა ან არღვევდა „სამართლიან ბალანს“, რომელიც უნდა არსებობდეს საზოგადოების ზოგადი ინტერესების მოთხოვნილებებსა და ინდივიდის ძირითადი უფლებების დაცვის მოთხოვნას შორის:  აშკარად დაუსაბუთებელი.

 

© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.

იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბარათები  Case-Law Information Notes

ბრაუერი გერმანიის წინააღმდეგ

Brauer v. Gemany

საჩივრის ნომერი: - 3545/04

მოპასუხე სახელმწიფო: გერმანია

გადაწყვეტილების მიღების თარიღი:  28/05/2009

შედეგი:  

დაირღვა მე-14+8 მუხლი

სამართლიანი დაკმაყოფილება გადაიდო

განსხვავებული აზრი: არა

 

ა. ხორვატიის წინააღმდეგ

A. v. Croatia

საჩივრის ნომერი: - 55164/08

მოპასუხე სახელმწიფო: ხორვატია

გადაწყვეტილების მიღების თარიღი:  14/10/2010

შედეგი: 

დაირღვა მე–8 მუხლი

საჩივრის დარჩენილი ნაწილი ცნო დაუშვებლად

არამატერიალური ზიანი – დაკმაყოფილდა

განსხვავებული აზრი: არა

 

ემელ ბოირაზი თურქეთის წინააღმდეგ

 EMEL BOYRAZ v. TURKEY

საჩივრის ნომერი  -  61960/08  Summary

მოპასუხე სახელმწიფო    -   თურქეთი

გადაწყვეტილების მიღების თარიღი  -   02/12/2014

შედეგი: დაირღვა 14+8 მუხლები - დისკრიმინაციის აკრძალვა( მუხლი 14 - დისკრიმინაცია)(მუხლი 8- პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება, 8-1 - პირადი ცხოვრების პატივისცემა), დაირღვა მე-6 მუხლი - სამართლიანი სასამართლოს უფლება( მუხლი 6 - ადმინისტრაციული სამართალწარმოება, მუხლი 6-1 - გონივრული ვადა), არ დარღვეულა მე-6 მუხლი - სამართლიანი სასამართლოს უფლება( მუხლი 6 - ადმინისტრაციული სამართალწარმოება, მუხლი 6-1 - გონივრული ვადა), დაირღვა მე-6 მუხლი -  სამართლიანი სასამართლოს უფლება (მუხლი 6 - ადმინისტარციული სამართალწარმოება, მუხლი 6-1 - სამართლიანი განხილვა

არამატერიალური ზიანი –  დაკმაყოფილდა

მატერიალური ზიანი – უარი ეთქვა

 

იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ (summary)

 საქმის დასახელება    -   იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ 

საჩივრის ნომერი  -  73235/12  Summary

მოპასუხე სახელმწიფო    -  საქართველო

გადაწყვეტილების მიღების თარიღი  -   12/05/2015

შედეგი:  დაირღვა მე-14+3 მუხლი- დისკრიმინაციის აკრძალვა (მუხლი 14- დისკრიმინაცია) (მუხლი 3- დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური მოპყრობა, წამების აკრძალვა, ეფექტური გამოძიება, პოტიზიური ვალდებულებები)

დაირღვა მე-14+11 მუხლი დისკრიმინაციის აკრძალვა (მუხლი 14-დისკრიმინაცია) (მუხლი 11 - შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება, პოზიტიური ვალდებულებები, მუხლი 11(1)- მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება) არამატერიალური ზიანი - მიაკუთვნეს (მუხლი 41 - არამატერიალური ზიანი, სამართლიანი დაკმაყოფილება)

განსხვავებული აზრი: კი

 

ლეიბორისტული პარტია საქართველოს წინააღმდეგ

საჩივრის ნომერი - 9103/04   PDF

მოპასუხე სახელმწიფო - საქართველო

გადაწყვეტილების მიღების თარღი - 8.7.2008

შედეგი: არ დარღვეულა დამატებითი ოქმი  1, მუხლი 3;

დაირღვა დამატებითი ოქმი N1 მუხლი 3;

არ დარღვეულა მუხლი 14 და დამატებითი ოქმის  1, მუხლი 3

განსხვავებული აზრი: დიახ

გლორი შვეიცარიის წინააღმდეგ

Glor v. Switzerland

საჩივრის ნომერი: 13444/04    PDF

მოპასუხე სახელმწიფო: შვეიცარია

გადაწყვეტილების მიღების თარიღი: 30/04/2009

შედეგი: დარჩენილი დაუშვებელია

მე-14+8 მუხლის დარღვევა

განსხვავებული აზრი: არა