ა. ხორვატიის წინააღმდეგ

A. v. Croatia

საჩივრის ნომერი: - 55164/08

მოპასუხე სახელმწიფო: ხორვატია

გადაწყვეტილების მიღების თარიღი:  14/10/2010

შედეგი: 

დაირღვა მე–8 მუხლი

საჩივრის დარჩენილი ნაწილი ცნო დაუშვებლად

არამატერიალური ზიანი – დაკმაყოფილდა

განსხვავებული აზრი: არა

 

 

საკვანძო სიტყვები :

(მუხლი 14) დისკრიმინაციის აკრძალვა

(მუხლი 14) დისკრიმინაცია

(მუხლი 14) სქესი

(მუხლი 8) პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება

(მუხლი 8-1) პირადი ცხოვრების პატივისცემა

პოზიტიური ვალდებულებები

(მუხლი 41) სამართლიანი დაკმაყოფილება -{ზოგადი}

 

Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.

 

Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (www.supremecourt.ge).Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.

 

 

საინფორმაციობარათისასამართლოსპრეცედენტულსამართალზე   No. 134

ოქტომბერი 2010

ა. ხორვატიის წინააღმდეგ - 55164/08

გადაწყვეტილება 14.10.2010 [სექცია I]

მუხლი 8

პოზიტიური ვალდებულებები

მუხლი 8-1

პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლება

ხელისუფლების ორგანოების მიერ აღუსრულებლობა სასამართლო ბრძანებებისა, რომელიც  მოძალადე ქმრისგან მომჩივნის დაცვას  უზრუნველყოფდა: დარღვევა

ფაქტები –  2003 წლის ნოემბერსა და 2006 წლის ივნისს შორის, მომჩივნის ქმარი, რომელსაც ძალადობის და იმპულსური ქცევის მიდრეკილებით სერიოზული ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზი დაუსვეს, ზემოქმედებას ახდენდა მომჩივანზე განმეორებითი ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობით, მათ შორის სიცოცხლის მოსპობის მუქარის, დარტყმებისა და თავში, სახესა და სხეულზე წიხლით ცემის ჩათვლით.  მომჩივანს ქმარი ხშირად აყენებდა შეურაცხყოფას მათი ქალიშვილის თანდასწრებით, რომელიც, თავის მხრივ, ასევე იყო ძალადობის მსხვერპლი რამდენიმე შემთხვევაში. ქორწინება 2006 წელს განქორწინებით დასრულდა. 2004 და 2009 წლებს შორის ქმრის წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლისსამართლებრივი სამართალწარმოება წარიმართა და გაიცა რამდენიმე დაცვითი ღონისძიების ბრძანება. თუმცა აღნიშნული ბრძანებებიდან მხოლოდ რამდენიმე შესრულდა. მაგალითად, რვა თვიანი პატიმრობა, რომელიც გაიცა 2006 წელს სიცოცხლის მოსპობის მუქარის შემდეგ, არ აღსრულდა და ქმარმა ვერ გაიარა ფსიქო–სოციალური მკურნალობა, რომლის შესახებაც ასევე გაცემულ იქნა ბრძანება. ამჟამად მას სასჯელის სახით დაკისრებული აქვს სამი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, მოსამართლის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელებისათვის.

სამართალი – მუხლი 8: მომჩივნის დამაჯერებელი მტკიცებების გათვალისწინებით, რომ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მისი ქმარი წარმოადგენდა მისი ფიზიკური ხელშეუხებლობისთვის საფრთხეს და არაერთგზის ესხმოდა მას თავს, ხელისუფლების ორგანოებს ჰქონდათ პოზიტიური ვალდებულება, დაეცვათ იგი მისი ძალადობრივი ქცევისგან. თუმცა, მათ ვერ შეძლეს ამ ვალდებულების სათანადოდ შესრულება. პირველ რიგში, იმ შემთხვევებში, როგორიც ეს საქმეა, რომელიც მოიცავს ერთი და იმავე პირის მიერ ერთი და იმავე მსხვერპლის წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების მთელ რიგს, მომჩივანი უფრო ეფექტურად იქნებოდა დაცული, თუკი ხელისუფლების ორგანოები ვითარებას მთლიანობაში დაინახავდნენ და არ გამოიყენებდნენ სამართალწარმოების რამდენიმე განცალკევებულ მიმართულებას. მეორე რიგში, მიუხედავად იმისა, რომ გაიცა სხვადასხვა დამცავი ორდერი, ბევრი მათგანი, როგორიცაა დაკავების პერიოდი, ჯარიმები, ფსიქო–სოციალური მკურნალობა და პატიმრობის ვადაც კი – არ აღსრულდა, შესაბამისად, ამან ძირი გამოაცალა ქმედების ჩადენის შეკავების ეფექტს. იყო ხანგრძლივი დაყოვნებები რეკომენდაციების შესრულების უზრუნველსაყოფად, რომელიც გაიცა განგრძობითი ფსიქიატრიული მკურნალობისათვის, ამასთან ერთად, ეს დაკავშირებული იყო სისხლის სამართლის სამართალწარმოების კონტექსტთან და არ ეხებოდა მომჩივნის წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობას. რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ  გაურკვეველი იყო, გაიარა თუ არა ქმარმა მკურნალობა. შეჯამებისათვის, ხელისუფლების ორგანოების მიერ იმ ღონისძიებების განუხორციელებლობამ, რომლის მიზანიც ძალადობრივი ქმედების მთავარი გამომწვევი მიზეზის - მოძალადის ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება იყო, მომჩივანი  რისკის ქვეშ დატოვა ხანგრძლივი პერიოდით.

დასკვნა: დარღვევა (ერთხმად).

მუხლი 14: მომჩივანმა ვერ წარმოადგინა საკმარისი prima facie მტკიცებულება იმის დამადასტურებლად, რომ ოჯახში ძალადობის კონტექსტში ხორვატიის მიერ მიღებული ღონისძიებები ან პრაქტიკა, ან მათი გამოყენების შედეგი დისკრიმინაციული იყო.

 

დასკვნა: დაუშვებელი (აშკარად დაუსაბუთებელი).

მუხლი 41: 9,000 ევრო არამატერიალური ზიანისათვის.

(იხ. აგრეთვე Opuz v. Turkey, no. 33401/02, 9 June 2009, საინფორმაციო ბარათი no. 120)

 

 

© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.

იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბარათები  Case-Law Information Notes