არმა საფრანგეთის წინააღმდეგ

AFFAIRE ARMA v. FRANCE  

მოპასუხე სახელმწიფო: საფრანგეთი

განჩინების მიღების თარიღი: 08/03/2007

შედეგი: წინასწარ პრეტენზიას უარი ეთქვა (შიდასახელმწიფოებრივი საშუალებების არამოწურვა)

წინასწარი პრეტენზია გაერთიანებული არსებით ნაწილთან - უარი ეთქვა (მსხვერპლი)

დაირღვა მე-6(1) მუხლი

მატერიალური ზიანი - არ დაკმაყოფილდა

არამატერიალური ზიანი - დაკმაყოფილდა

ხარჯები და დანახარჯები (შიდასახელმწიფოებრივი სამართალწარმოება) - არ დაკმაყოფილდა

ხარჯების და დანახარჯების ანაზღაურება - კონვენციით გათვალისწინებული პროცედურები

განსხვავებული აზრი: არა

 

საკვანძო სიტყვები: 

(მუხლი 35) დასაშვებობის კრიტერიუმები

(მუხლი 35-1) შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი დაცვის საშუალებების ამოწურვა

(მუხლი 35-1) ეფექტური შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი დაცვის საშუალებები

(მუხლი 34) მსხვერპლი

(მუხლი 6) სამართლიანი სასამართლოს უფლება

(მუხლი 6-1) სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობა

(მუხლი 6) სამოქალაქო სამართალწარმოება

(მუხლი 41) სამართლიანი დაკმაყოფილება-  {ზოგადი}

 

 

 

 

Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.

 

Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (www.supremecourt.ge).Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.

 

 

საინფორმაციო ბარათი სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე N 95

მარტი 2007

არმა საფრანგეთის წინააღმდეგ- 23241/04

გადაწყვეტილება 8.3.2007 [სექცია III]

მუხლი 6

სამოქალაქო სამართალწარმოება

მუხლი 6-1

სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობა

კომპანიის მმართველი დირექტორის და ერთადერთი აქციონერის მიერ კომპანიის ლიკვიდაციის შესახებ მიღებულ ბრძანების გასაჩივრების შეუძლებლობა: დარღვევა

ფაქტები: მომჩივანმა დაარსა კომპანია,  რომლის მენეჯერი და ერთადერთი აქციონერი თავად იყო. უფრო ადრე კომპანია დაექვემდებარა სასამართლო ადმინისტრაციას, რის შემდეგაც სასამართლომ გასცა ბრძანება კომპანიის ლიკვიდაციის შესახებ და დანიშნა ლიკვიდატორი.  მომჩივნის მიერ ლიკვიდაციის შესახებ ბრძანების გასაჩივრება დაუშვებლად იქნა ცნობილი იმ საფუძვლით, რომ კომპანიის მმართველ დირექტორს ლიკვიდაციის პროცესში არ ჰქონდა უფლებამოსილება, ემოქმედა კომპანიის  სახელით და რომ სარჩელი უნდა შეეტანა ad hoc  წარმომადგენელს.  მოსარჩელეს არ გაუსაჩივრებია სამართლებრივი საკითხები.

სამართალი: მუხლი 35(1) - სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შესაბამისობაში იყო საკასაციო სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებულ პრეცედენტულ სამართალთან. ამგვარად, მოპასუხე მთავრობის არგუმენტის საწინააღმდეგოდ, სამართლებრივ საკითხებზე სარჩელი არ იყო სასამართლო დაცვის ეფექტიანი საშუალება, რომლის გამოყენებაც მოეთხოვებოდა მომჩივანს.

სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობა: სადავოდ გამხდარი სასამართლო ლიკვიდაციის  პროცესისას კომპანიას ჰქონდა მისი მენეჯერისგან დამოუკიდებელი სამართალსუბიექტობა. შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს უნდა შეემოწმებინა, მომჩივანს, როგორც კომპანიის მენეჯერს, ჰქონდა თუ არა სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის ინტერესი მისი კომპანიის სასამართლო ლიკვიდაციის პროცესთან დაკავშირებით.

როგორც კომპანიის  მენეჯერს და ერთადერთ აქციონერს, მომჩივანს ჰქონდა კონკრეტული ინტერესი  კომპანიის უწყვეტად არსებობაში და მის  მიერ ინვესტირებული კაპიტალის დაცვაში.

მომჩივნის ჩარევა გასაჩივრების სამართალწარმოებაში შესაძლოა, ყოფილიყო კომპანიის ინტერესებში, ვინაიდან იგი სავარაუდოდ კომპანიას მისცემდა შესაძლებლობას, გაეგრძელებინა ვაჭრობა ან სულ მცირე, იგი წარმოადგენდა არგუმენტებს  კომპანიის  არსებობის გაგრძელების სასარგებლოდ.

მომჩივანს შეეძლო, მართებულად ედავა სარჩელის შეტანის უშუალო პირად ინტერესზე, ვინაიდან გარკვეული სერიოზული ბრალდებები გაკეთდა პირადად მის წინააღმდეგ, რასაც მისთვის მომავალში შეეძლო გამოეწვია უკუშედეგები.

ამას გარდა, ad hoc  წარმომადგენელს არ ექნებოდა ფიზიკურად დრო, კომპანიისა და მისი მენეჯერის სახელით შეეტანა სარჩელი კანონით დაწესებული გასაჩივრების ათდღიან ვადაში. დამატებით, დაცვის მხარის უფლების უკეთ დაცვისათვის კანონი შეიცვალა (თუმცა მხოლოდ შესაბამისი დროის შემდეგ) იმისათვის, რათა სასამართლო ლიკვიდაციისას მიენიჭებინა კომპანიის ყოფილი მენეჯერებისათვის ლიკვიდაციის შესახებ ბრძანების გასაჩივრების უფლება.

საბოლოოდ, მომჩივანს ჰქონდა ინტერესი, ემოქმედა თავისი სახელით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე - და შესაბამისად, ჰქონდა დაზარალებულის სტატუსი 34-ე მუხლის თანახმად - და მისი სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება გადაჭარბებულად შეიზღუდა მისი საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებით.

დასკვნა: დარღვევა (ერთხმად).

მუხლი 41- 3, 000 ევრო არამატერიალური ზიანისათვის.

 

 

© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.

იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბარათები Case-Law Information Notes