PROCEDO CAPITAL CORPORATION v. NORWAY

საქმის დასახელება:  PROCEDO CAPITAL CORPORATION v. NORWAY

საჩივრის ნომერი: 3338/05

მოპასუხე სახელმწიფო:  ნორვეგია

გადაწყვეტილების მიღების თარიღი:  24/09/2009

შედეგი: 

არ დარღვეულა მე-6(1) მუხლი

განსხვავებული აზრი: არა

 

 

საკვანძო სიტყვები:

(მუხლი  6) სამართლიანი სასამართლოს უფლება

(მუხლი 6) სამოქალაქო სამართალწარმოება

(მუხლი 6-1) მიუკერძოებელი ტრიბუნალი

 

 

 

Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.

 

Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (www.supremecourt.ge).Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.

 

საინფორმაციო ბარათი სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე N 122

აგვისტო-სექტემბერი 2009

პროკედო კაპიტალის კორპორაცია ნორვეგიის წინააღმდეგ - 3338/05

გადაწყვეტილება 24.9.2009 [სექცია I]

მუხლი 6

სამოქალაქო სამართალწარმოება

მუხლი 6-1

მიუკერძოებელი ტრიბუნალი

დამოუკიდებელი ტრიბუნალი

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეეწყვიტა სამართალწარმოება, მას შემდეგ რაც ერთ-ერთი მოსამართლე აცილებულ იქნა ობიექტური მიუკერძოებლობის საფუძვლით: არ არის დარღვევა

ფაქტები - მომჩივან კომპანიასა და ბროკერს შორის ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ გარიგებებზე მიმდინარე სასამართლო დავისას, უმაღლესმა სასამართლომ თხოვა მხარეებს, წარედგინათ ორი ფინანსური ექსპერტის კანდიდატურა, რომლებიც როგორც არაიურისტი წევრები სასამართლოს შემადგებლობაში იქნებოდნენ. ბროკერმა შესთავაზა A.-ის დანიშვნა, რომელიც იყო დიდი საბუღალტრო კომპანიის პარტნიორი; მომჩივან კომპანიას აღნიშნულის შესახებ  პრეტენზია არ გამოუთქვამს განსაზღვრულ ვადაში. ამგვარად, როდესაც  სააპელაციო საჩივრის განხილვა დაიწყო, სასამართლო შედგებოდა სამი პროფესიონალი მოსამართლისა და ორი არაიურისტი ექსპერტისგან, A.-ის ჩათვლით. სასამართლო განხილვიდან რამდენიმე დღეში, მას შემდეგ რაც მომჩივანი კომპანიის ადვოკატმა წარმოთქვა შესავალი სიტყვა, A.-მ შეატყობინა მხარეებს, რომ მისი ფირმა ჩართული იყო ბროკერის მშობელი კომპანიის შეფასებაში საფონდო ბირჟის ჩამონათვალთან დაკავშირებით. უმაღლესმა სასამართლომ გამოსცა ბრძანება ამ საქმიდან  A.-ის აცილების შესახებ, მაგრამ არ დააკმაყოფილა მომჩივანი კომპანიის შუამდგომლობა საქმის შეჩერების შესახებ, მას შემდეგ რაც აღმოჩნდა, რომ A.-ს დისკვალიფიკაციამ არ ჩამოართვა უფლებამოსილება სხვა მოსამართლეებსაც. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლის წინაშე, მომჩივანი კომპანია დაობდა, რომ უმაღლესი სასამართლო არ იყო მიუკერძოებელი.

სამართალი - მუხლი 6 §1: არ არსებობდა მტკიცებულება A.-ს პირადი მიკერძოების შესახებ, თუმცა არსებობდა ლეგიტიმური თუ არა, განსაკუთრებით მტკიცე მიზეზები მის ობიექტურ მიუკერძოებლობაში ეჭვის შეტანისათვის, იმის მხედველობაში მიღებით, რომ მას ეკავა პარტნიორის თანამდებობა იმ საბუღალტრო ფირმაში, რომელიც სამართალწარმოების ერთ-ერთი მხარის მშობელ კომპანიას აუდიტორულ და საბუღალტრო მომსახურებას უწევდა. თუმცა, უმაღლესმა სასამართლომ ერთხმად დააკმაყოფილა მომჩივანი კომპანიის შუამდგომლობა A.-ის აცილების შესახებ და მისი დასწრება სხდომაზე ჯერ შეზღუდა და შემდეგ კი შეწყდა საქმის განხილვის შედარებით ადრეულ ფაზაში. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ვერ დარწმუნდა, რომ უმაღლესი სასამართლოს შემადგენლობა A.-ის აცილების შემდეგ ვერ აკმაყოფილებდა მიუკერძოებლობის მოთხოვნას.ვარაუდი იმის შესახებ, რომ A.-ს შესაძლოა, ზეგავლენა მოეხდინა უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, გაეყო მომჩივანი კომპანიის შეგებებული სარჩელი ძირითადი ქმედებისგან, იყო არადამაჯერებელი, ვინაიდან ასეთი გადაწყვეტილება მიღწეულ იქნა A.-ს არყოფნისას და ეს ვარაუდი უმთავრესად ამყარებდა  მომჩივანი კომპანიის პირად პოზიციას ამ საკითხთან მიმართებით. ნებისმიერი წინათრგძნობას იმ ვარაუდითან დაკავშირებით, რომ A.-ს შესაძლოა, გავლენა მოეხდინა სასამართლო შემადგენლობის სხვა წევრებზე მათთან არაფორმალურ საუბრებში მონაწილეობით, პასუხი გაეცა მათ მიერ A.-ს აცილების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებით და, აგრეთვე იმ ფაქტით, რომ მათ ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ  A.-ს დისკვალიფიკაცია მათ (დანარჩენების) უფლებამოსილებას არ წყვეტდა.  უმაღლესი სასამართლო დამატებით 11 დღის განმავლობაში ისმენდა ორივე მხარის არგუმენტებს და გადაწყვეტილების მიღებამდე აიღო კიდევ დამატებით ორი დღე. შესაბამისად, შეუძლებელია ითქვას, რომ A. პირდაპირ ან არაპირდაპირ ჩართული იყო  დავის გადაწყვეტაში.  მისი სამართალწარმოებაში ჩართულობის ხასიათი, დრო და მოკლე ხანგრძლივობა არ ხდიდა შესაძლებელს მომჩივანი კომპანიისათვის, რომ მას გასჩენოდა ეჭვი მთლიანად უმაღლესი სასამართლოს მიუკერძოებლობაში. ამგვარად, უმაღლეს სასამართლოს არ ჰქონდა ვალდებულება, შეეწყვიტა სამართალწარმოება და დაენიშნა  სასამართლოს სხვა შემადგენლობა.

დასკვნა: არ არის დარღვევა (ერთხმად).

 

 

© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.

იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბარათები Case-Law Information Notes