პანჟუ ბელგიის წინააღმდეგ

(Panju v. Belgium)

საჩივრის ნომერი  -  18393/09

მოპასუხე სახელმწიფო    -   ბელგია

გადაწყვეტილების მიღების თარიღი  -   28/10/2014

შედეგი: წინასწარი პრეტენზია უარი ეთქვა (მუხლი 35-1 - შიდასახელმწიფოებრივი საშუალებების ამოწურვა)

წინასწარი პრეტენზია შეუერთდა საქმის არსებით ნაწილს და გამოცხადდა დაუშვებლად (მუხლი 35-1 - შიდასახელმწიფოებრივი  საშუალებების ამოწურვა)

დაირღვა მუხლები 13+6-1 - სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლება (მუხლი 13 - სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალება) (მუხლი 6 - სისხლის სამართალწარმოება

სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება

მუხლი 6-1 - გონივრული ვადა)

დაირღვა მუხლი 6 - სამართლიანი სასამართლოს უფლება (მუხლი 6 - სისხლის სამართალწარმოება

მუხლი 6-1 - გონივრული ვადა)

განსხვავებული აზრი: დიახ

 

საკვანძო სიტყვები:

(მუხლი 6) სამართლიანი სასამართლოს უფლება

(მუხლი 6) სისხლის სამართალწარმოება

(მუხლი 6-1) გონივრული ვადა

(მუხლი 13) სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალება

(მუხლი 35) დასაშვებობის კრიტერიუმები

(მუხლი 35-1) შიდასახელმწიფოებრივი საშუალებების ამოწურვა

 

 

 

Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.

 

Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (www.supremecourt.ge).Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.

 

საინფორმაციო ბარათი სასამართლოს პრეცედენტზე No. 178

ოქტომბერი 2014

პანჟუ ბელგიის წინააღმდეგ

Panju v. Belgium - 18393/09

გადაწყვეტილება 28.10.2014 [სექცია II]

მუხლი 13

სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალება

მიმდინარე სისხლისსამართლებრივი სამართალწარმოების ხანგრძლივობასთან დაკავშირებით გასაჩივრების სამართლებრივი დაცვის საშუალების არარსებობა: დარღვევა

ფაქტები – მომჩივანი დაპატიმრებულ იქნა 2002 წლის ნოემბერში ოქროსა და გათეთრებული ფულის უკანონო გადაზიდვასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველზე. 50 კგ ოქრო, რომელსაც ის ატარებდა ამ დროს, იქნა ჩამორთმეული და მისი ანგარიშები ბელგიურ ბანკში გაიყინა. 2005 წლის აპრილში გამომძიებელი მოსამართლის მიერ ის ოფიციალურად იქნა ბრალდებული ფულის გათეთრებაში. მას შემდეგ მიმდინარეობს სასამართლო გამოძიება, მიუხედავად მომჩივნის მრავალი განცხადებისა, სადაც იგი ჩიოდა პროცედურულ შეფერხებებზე და ითხოვდა საკონფისკაციო ზომების გაუქმებას.

სამართალი – აპლიკანტის საჩივარი, რომელიც ეხებოდა სასამართლო გამოძიების ხანგრძლივობას prima facie იყო „საკამათო“, რამდენადაც პროცესი გაგრძელდა 11 წელიწადზე მეტ ხანს. შესაბამისად, ამასთან დაკავშირებით მომჩივანი იყო უფლებამოსილი, მოეთხოვა სამართლიანი დაცვის ეფექტიანი საშუალება.

მუხლი 35 § 1: 2006 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებაში საკასაციო სასამართლომ დაადასტურა საჩივრით მიმართვის შესაძლებლობა, რათა დადგინდეს სახელმწიფოს არასახელშეკრულებო პასუხისმგებლობა სამართალწარმოების ხანგრძლივობასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება სამოქალაქო სამართალწარმოების ხანგრძლივობას, სასამართლომ საქმეში Depauw v. Belgium ((dec.), 2115/04, 15 მაისი 2007, Information Note 97) ცნო, რომ საკომპენსაციო საშუალებებმა მიაღწიეს ნამდვილობის სათანადო ხარისხს 2007 წლის 28 მარტიდან შემდგომში, და რომ შედეგად, კონვენციის 35-ე მუხლის §1 მიზნებიდან გამომდინარე, ამ თარიღის შემდეგ შეტანილი ნებისმიერი საჩივარი უნდა ადგენდეს, რომ გამოყენებულ იქნა აღნიშნული სამართლებრივი დაცვის საშუალება.

გარდა ამისა, სასამართლო თვლის, რომ არ არსებობდა არანაირი მიზეზი იმისათვის, რომ საკასაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებული სამართლებრივი დაცვის საშუალებები არ ყოფილიყო გამოყენებული იმ საჩივრებზეც, რომლებიც ეხებოდა სისხლის სამართალწარმოების ხანგრძლივობას. მიუხედავად ამისა, სასამართლო აღნიშნავს, რომ მთავრობის მიერ მოყვანილ არც ერთ საქმეში არ არის სასამართლო გადაწყვეტილების თუნდაც ერთი მაგალითი, რომელიც წარმოაჩენდა ამ პრეცედენტული სამართლის გამოყენებას სისხლისსამართლებრივ სამართალწარმოებაში.

წინამდებარე საქმეში მომჩივანს არ მოუთხოვია სახელმწიფოს პასუხისმგებლობის დადგენა სამართალწარმოების ხანგრძლივობასთან დაკავშირებით, რადგან მან მიიჩნია, რომ აღნიშნული სამართლებრივი დაცვის მექანიზმები არ იყო ეფექტიანი.

მთავრობამ, რომელსაც ეკისრებოდა მტკიცების ტვირთი, ვერ აჩვენა, რომ აღნიშნული საკომპენსაციო საშუალება, სისხლისსამართლებრივი სამართალწარმოების კონტექსტში, სასამართლოების მიერ პრაქტიკაში გამოიყენებოდა. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში სამართლებრივი დაცვის საშუალება არ შეიძლება ჩათვლილიყო სისხლის სამართლის სასამართლო გამოძიების ხანგრძლივობის გასაჩივრებისათვის სამართლებრივი დაცვის ეფექტიან საშუალებად.

დასკვნა: მთავრობის წინასწარი პრეტენზია (არ იქნა ამოწურული შიდასახელმწიფოებრივი საშუალებები) შეუერთდა არსებით ნაწილს და უარი ეთქვა.

მე-13 მუხლი მე-6 § 1 მუხლთან კავშირში: 2008 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებაში საკასაციო სასამართლომ, გადაუხვია-რა პრაქტიკას, ცნო, რომ ინდივიდის უფლების, მოსმენილ იქნას გონივრულ ვადებში, დარღვევა შესაძლოა, დადგინდეს სისხლის სამართლის სამართალწარმოების ნებისმიერ ეტაპზე, მათ შორის, სასამართლო გამოძიებისას და რომ შედეგად, საბრალდებო განყოფილებას აკისრია ვალდებულება, გადახედოს სამართალწარმოების კანონიერებას, მათ შორის, მის [სამართალწარმოების] ხანგრძლივობას, საკუთარი ინიციატივით ან რომელიმე მხარის მოთხოვნით.

საქმეში Tyteca and Others v. Belgium ((dec.), 483/06, 24 აგვისტო 2010), იმის გათვალისწინებით, რომ ეს მნიშვნელოვანი იყო სამართლის განვითარებისთვის, ევროსასამართლომ დეტალურად ჩამოაყალიბა საკუთარი პოზიცია, დაუშვებლად ცნო საჩივარი სასამართლო გამოძიების ხანგრძლივობასთან დაკავშირებით იმ საფუძვლით, რომ მომჩივნებმა არც სარჩელი აღძრეს, რათა დადგენილიყო სამოქალაქო პასუხისმგებლობა და არც რომელიმე სახის სამართლებრივი დაცვის საშუალება გამოიყენეს, რომელიც მოცემულია ბელგიის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლებში 136 და 136bis, კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს საბრალდებო განყოფილების მიერ, რომელიც იყო უფლებამოსილი მიეცა მითითებები გამომძიებელი მოსამართლისთვის ან სულაც საქმის წარმოება საკუთარ თავზე აეღო, სასამართლო გამოძიების გადახედვა.

მიუხედავად ამისა, ამ გადაწყვეტილებიდან არ შეიძლება იმ დასკვნის გამოტანა, რომ  სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სათანადო მუხლებიდან გამომდინარე  საბრალდებო დასკვნის გამომტანი განყოფილებისთვის ხელმისაწვდომი ღონისძიებები, რომელთა მიზანია სამართალწარმოების სათანადოდ განხორციელების უზრუნველყოფა, ნებისმიერი საქმისთვის, სადაც სისხლისსამართლებრივი სასამართლო გამოძიება აჭარბებს გონივრულ დროს,  წარმოადგენს სამართლებრივი დაცვის ეფექტიან საშუალებას კონვენციის მე-13 მუხლის არსიდან გამომდინარე.

პირველ რიგში, იმის დაშვებით, რომ მითითებებს, რომელთა გაცემის უფლებამოსილება ჰქონდა საბრალდებო განყოფილებას, შესაძლოა, ჰქონოდა სამართალწარმოების დაჩქარების ეფექტი, თუ მათ შეასრულებდნენ დაუყოვნებლივ, ამასთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ არსებული არც ერთი ღონისძიება არ იყო სპეციალურად მიმართული საჩივრის შეყოვნებისკენ. განსხვავებით, მაგალითად, ესპანური, პორტუგალიური ან სლოვენიური სისტემებისგან, ბელგიურ სისტემაში არ იყო დადგენილი, რომ საბრალდებო განყოფილებას შეეძლო, დაედგინა დროითი შეზღუდვები საპროცესო ღონისძიებათა შესასრულებლად, გაეცა ბრძანება გამომძიებელი მოსამართლისთვის, რათა [მოსამართლეს] დაედგინა სასამართლო განხილვის თარიღი  ან შეეწყვიტა გამოძიება, ან გადაეწყვიტა საქმის პრიორიტეტულობა.

მეორე რიგში, მოცემულ საქმეში, საბრალდებო განყოფილებას საკუთარი ინიციატივით ჯერ არ მიუმართავს რომელიმე სახის ღონისძიებისთვის, რომლის მოთხოვნაზეც ის უფლებამოსილი იყო სამართალწარმოების დაჩქარების მიზნით. აღნიშნული წარუმატებლობის სავარაუდო მიზეზის განხილვისას, სასამართლოსთვის აღმოჩნდა, რომ ეს შესაძლოა წარმოშობილიყო იმ ფაქტიდან, რომ  კითხვის ნიშნის ქვეშ მყოფი ღონისძიებები, ნებისმიერ შემთხვევაში არ იქნებოდა მიმართული თავად მთავარი პროკურორის  (Principal Public Prosecutor) მიერ იდენტიფიცირებული ნაკლოვანებებისკენ, როგორებიცაა, მომსახურე პერსონალის არარსებობა და პროკურატურაში საქმეზე პასუხისმგებელი სტრუქტურული შეუსაბამობები. საბრალდებო განყოფილებას არც მომჩივანის თხოვნის საფუძველზე მიუმართავს რაიმე მსგავსი ღონისძიებისათვის.

მესამე რიგში, სასამართლო აღნიშნავს, რომ გარდა იმ შემთხვევებისა, როცა სამართალწარმოების არაგონივრულად დიდი ვადა წარმოადგენს დაუშვებლად გამოცხადების შედეგს ან ბრალდების მხარე იქნა დროში შეზღუდული, რადგან დაცვის მხარის უფლებები იქნა გამოუსწორებლად დარღვეული, სასამართლოებს არ ჰქონდათ სანქციების დაკისრების უფლებამოსილება სამართალწარმოების ხანგრძლივობის გონივრული ვადის გადაჭარბების გამო. ფაქტი, რომ საქმის განმხილველი სასამართლო ვალდებული იყო, გაეთვალისწინებინა საქმის ზოგადი შეფასებისას საბრალდებო განყოფილების დასკვნა ხანგრძლივობის გონივრული ვადის გადაჭარბებასთან დაკავშირებით, არ წარმოადგენს სათანადო ანაზღაურებას სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით. გარდა ამისა, საქმეებში, სადაც სასამართლო გამოძიება საბოლოოდ შეწყდა ან ბრალდებულს მოეხსნა ბრალი, ვერც საქმის განმხილველი სასამართლოს ეს უფლებამოსილებები ჩაითვლება სათანადო ანაზღაურებად.

ამასთან, მაშასადამე, ვერც პრევენციული ღონისძიებები შეიძლება ჩაითვალოს მოცემულ საქმეში ეფექტიანად.

დასკვნა: დარღვევა (ექვსი ხმა ერთი ხმის წინააღმდეგ).

სასამართლო, ექვსი ხმით ერთი ხმის წინააღმდეგ, ადგენს რომ დაირღვა მუხლი 6 § 1 სამართალწარმოების ხანგრძლივობასთან დაკავშირებით, რაც ძირითადად გამოწვეული იყო იმ გზებით, რითიც ხელისუფლების ორგანოები იხილავდნენ საქმეს.

მუხლი 41: არ იქნა მოთხოვნილი ზიანის ანაზღაურება.

 

© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.

იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბარათები Case-Law Information Notes