გაბლიშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ

Gablishvili v. Georgia

საჩივრის ნომერი: 7088/11

მოპასუხე სახელმწიფო: საქართველო 

გადაწყვეტილების მიღების თარიღი:  2019 წლის 21 თებერვალი

შედეგი:  დაირღვა მე-3 მუხლი (მატერიალურ-სამართლებრივი ნაწილი)

მე-3 მუხლი არ დარღვეულა (მატერიალურ-სამართლებრივი ნაწილი)

დაირღვა მე-3 მუხლი - (ეფექტური გამოძიება) (პროცედურული ნაწილი)

საკვანძო სიტყვები:

(მუხლი 3) წამების აკრძალვა

(მუხლი 3) დამამცირებელი მოპყრობა

(მუხლი 3) ეფექტური გამოძიება

ლონდა თაქთაქიშვილი საქართველოს წინააღმდეგ

TAKTAKISHVILI v. GEORGIA

საჩივრის ნომერი: - 46055/66

მოპასუხე სახელმწიფო:  საქართველო

გადაწყვეტილების მიღების თარიღი:  16/10/2012

შედეგი: ნაწილობრივ ამოირიცხა საქმეთა სიიდან 

ნაწილობრივ დაუშვებელი

განსხვავებული აზრი: არა

 

სლიუსარევი რუსეთის წინააღმდეგ

Slyusarev v. Russia

საჩივრის ნომერი: - 60333/00

მოპასუხე სახელმწიფო:  რუსეთი

გადაწყვეტილების მიღების თარიღი:  20/04/2010

შედეგი: 

დაირღვა მე–3 მუხლი(მატერიალურ-სამართლებრივი ასპექტი)

განსხვავებული აზრი: არა

ნა. გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ

NA. v. The United Kingdom

საჩივრის ნომერი: - 25904/07

მოპასუხე სახელმწიფო: გაერთიანებული სამეფო

გადაწყვეტილების მიღების თარიღი:  17/07/2008

შედეგი: 

დაირღვა მე-3 მუხლი

განსხვავებული აზრი: არა

მ.გ. ბულგარეთის წინააღმდეგ

M.G. v. BULGARIA

საჩივრის ნომერი-59297/12

მოპასუხე სახელმწიფო-ბულგარეთი

გადაწყვეტილების მიღების თარიღი-25/03/2014

შედეგი:  დაირღვა მე-3 მუხლი

არამატერიალური ზიანი – დარღვევის დადგენა საკმარისია

განსხვავებული აზრი: არა

საკვანძო სიტყვები:

(მუხლი 3) წამების აკრძალვა

(მუხლი 3) ექსტრადიცია

 

 

Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.

 

Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (www.supremecourt.ge).Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.

საინფორმაციო ბარათი სასამართლოს პრეცედენტებზე No. 172

მარტი 2014

მ.გ. ბულგარეთის წინააღმდეგ - 59297/12

განჩინება 25.3.2014 [IV სექცია]

მუხლი 3

ექსტრადიცია

ტერორისტული ჯგუფის წევრობაში ეჭვმიტანილი პირის ექსტრადიციის შეთავაზება რუსეთისთვის: ექსტრადიცია წარმოადგენდა დარღვევას

ფაქტები – მომჩივანი არის რუსეთის მოქალაქე, წარმოშობით ჩეჩენი, რომელიც ცხოვრობდა ჩრდილოეთ კავკასიაში, ინგუშეთში, 2004 წლამდე. 2003 წელს მის მიმართ გაჩნდა ეჭვი, რომ იგი იყო იმ რეგიონში მოქმედი შეირაღებული ჯიჰადისტური ჯგუფის წევრი. 2004 წელს აპლიკანტი გაიქცა პოლონეთში, სადაც მან, მისმა ცოლმა და სამმა შვილმა მოიპოვეს ლტოლვილის სტატუსი. 2005 წლის თებერვალში გამოიცა დაკავების ბრძანება მის წინააღმდეგ, ხოლო რუსეთის შესაბამისმა ორგანოებმა მასზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადეს, რომელიც ინტერპოლის მეშვეობით გავრცელდა. 2005 წლის დეკემბერში მომჩივანი და მისი ოჯახი დასახლდა გერმანიაში, სადაც მათ მიენიჭათ ლტოლვილის სტატუსი. 2012 წლის ივლისში, როდესაც მომჩივანი თურქეთში მიემგზავრებოდა, ბულგარეთის საზღვართან ვინაობის შემოწმებისას, დააკავეს. რუსეთის ოფიციალური თხოვნის საპასუხოდ, ბულგარეთის შესაბამისმა ორგანოებმა წამოიწყეს ექსტრადიციის პროცედურები. საქმეში ჩაერია გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარი სოფიაში, რომელმაც აღნიშნა, რომ საფრთხე, რომელიც მომჩივანს ემუქრებოდა და რამაც, მისთვის, ორი სხვადასხვა ქვეყნის მხრიდან ლტოლვილის სტატუსის მინიჭება განაპირობა, კვლავ არსებობდა. მიუხედავად ამისა, 2012 წლის სექტემბერში, სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება ექსტრადიციის განხორციელების სასარგებლოდ გამოიტანა.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით,  რომ საქმეში გამოყენებული უნდა ყოფილიყო სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლი, მომჩივანი გადაყვანილ იქნა სოფიაში, ერთ-ერთ საპატიმროში, სადაც იგი ამჟამადაც იმყოფება.

სამართალი – მუხლი 3: რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ არსებულ ათობით საქმეში, სასამართლომ დაადგინა ადამიანის უფლებათა სერიოზული დარღვევები ჩრდილოეთ კავკასიაში, მათ შორის, ინგუშეთში, რომლებიც ჩადენილ იქნა ანტი-ტერორისტული ოპერაციებისას, ან იმ პირების სისხლისსამართლებრივი დევნისას, რომელთა მიმართაც არსებობდა ამბოხებულთა ჯგუფის წევრობის ეჭვი. უმეტესი საქმეები მოიცავდა იძულებით გაუჩინარებას, წამებას, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას, ასევე, ამგვარ დარღვევებთან მიმართებით ეფექტიანი გამოძიების არ არსებობას. მიუხედავად იმისა, რომ კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლების დარღვევები ეხებოდა მოვლენებს, რომელთაც ამ საუკუნის პირველი ხუთი წლის განმავლობაში ჰქონდათ ადგილი, აღნიშნული, რელევანტური ფაქტები მაინც მხედველობაში უნდა ყოფილიყო მიღებული რუსეთის ამ რეგიონში არსებული საერთო ვითარების განსაზღვისთვის. გარდა ამისა, მომჩივნის სისხლისსამართლებრივი დევნა და ჩრდილოეთ კავკასიიდან პოლონეთში მოულოდნელი გამგზავრება ზუსტად ამ პერიოდიდან თარიღდება. დიდი რაოდენობის ანგარიშების გათვალისწინებით, სასამართლო იძულებული გახდა დაედგინა, რომ ჩრდილოეთ კავკასია, ინგუშეთის ჩათვლით, კვლავ შეიარაღებული კონფლიქტის ზონას წარმოადგენდა, რომელიც ძალადობით, დაუცველობით და ადამიანის უფლებათა ფუნდამენტური დარღვევებით ხასიათდებოდა; ისეთი დარღვევებით როგორებიცაა - სიკვდილით დასჯა სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, იძულებითი გაუჩინარებები, წამება და სხვა ტიპის არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა, ასევე განსაზღვრული ადგილობრივი მოსახლეობის ჯგუფების კოლექტიური დასჯა. 

რაც შეეხება მომჩივნის ინდივიდუალურ ვითარებას, მისი ლტოლვილის სტატუსი ორ სხვა ქვეყანაში იყო მთავარი მაჩვენებელი, მიუხედავად იმისა, რომ ის აპლიკანტის მიმდინარე მდგომარეობის მხოლოდ საწყის წერტილს წარმოადგენდა. რუსეთის შესაბამისი ორგანოები აქტიურად ეძებდნენ მომჩივანს და მასზე  საერთაშორისო ძებნის შეტყობინება გამოსცეს. ბულგარეთში მისი დაკავებიდან მცირე ხნის შემდგომ, მათ მიმართეს ბულგარეთის ორგანოებს მომჩივნის რუსეთში ექსტრადიციის მოთხოვნით. მომჩივნის ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობდა ალბათობა, რომ მას დააპატიმრებდნენ და გადაიყვანდნენ ჩრდილოეთ კავკასიის ერთ-ერთ წინასწარი პატიმრობის დაწესებულებაში. გამომდინარე იქიდან, რომ მის წინააღმდეგ არსებობდა ბრალდებები, შეიარაღებული მეამბოხე ჯგუფის ქმედებებთან დაკავშირებით, აღიარების მოპოვების მიზნით, იგი აღმოჩნდებოდა წამების ან სხვა ტიპის არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის საფრთხის ქვეშ. ეს ინფორმაცია დასტურდებოდა არაერთი მოხსენებით, მათ შორის, წამების და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტის (CPT) ანგარიშებით. გარდა ამისა, მომჩივანი ამტკიცებდა, რომ ინგუშეთში მის ნათესავებს ავიწროვებდა რუსული პოლიცია; მიუთითებდა დაუსაბუთებული ჩხრეკის, ქონების ჩამორთმევის, მუქარებისა და სასტიკი მოპყრობის შემთხვევებზე, ასევე მისი დის გაუჩინარებაზე. სხვადასხვა საერთაშორისო ანგარიშებიც მიუთითებდნენ ამგვარი ფაქტების შესაძლებლობაზე.

ამას გარდა, რუსეთის გენერალური პროკურორის მიერ მიცემული გარანტიები არ იყო საკმარისი იმ საფრთხის გაქარწყლებისთვის, რომ მომჩივანი  სასტიკ მოპყრობას დაექვემდებარებოდა. კერძოდ, საერთაშორისო ანგარიშები მიუთითებდნენ, რომ პირები, რომელთაც ბრალად ედებოდათ ჩრდილოეთ კავკასიაში მოქმედი შეიარაღებული ჯგუფებისადმი კუთვნილება, პატიმრობისას ხშირად ექვემდებარებოდნენ წამებას და რომ ხშირად, შესაბამისი რუსული ორგანოები უგულვებელყოფდნენ მათ ვალდებულებას - განეხორციელებინათ ეფექტიანი გამოძიება იმ საქმეებთან მიმართებით, რომლებიც ჩრდილოეთ კავკასიაში წინასწარი დაკავების დაწესებულებებში არსებულ სასტიკ მოპყრობას ეხებოდა. გარდა ამისა, ბულგარეთის მთავრობას არ დაუსახელებია რაიმე პრაქტიკული ღონისძიება, რომლის განხორციელებასაც ის გეგმავდა, რათა უზრუნველყოფილიყო რუსეთის ორგანოების მხრიდან მათი ვალდებულებების დაცვა, არც იმის შესახებ, ჰქონდა თუ არა მის დიპლომატიურ სამსახურებს რუსეთის შესაბამის ორგანოებთან თანამშრომლობის გამოცდილება მსგავს საქმეებზე, რომლებიც ეხებოდა ჩრდილოეთ კავკასიაში ექსტრადიციას. მიუხედავად ამისა, ეროვნული სააპელაციო სასამართლო მხოლოდ რუსეთის ორგანოების მიერ მიცემულ ზემოხსენებულ გარანტიებს დაეყრდნო, როდესაც დაუშვა ექსტრადიცია: არასათანადო ყურადღება მიექცა იმას, აღმოჩნდებოდა თუ არა მომჩივანი სასტიკი მოპყრობის რეალური საფრთხის ქვეშ მისი წარმოშობის ქვეყანაში. აქედან გამომდიანრე,  მომჩივანს წაერთვა კონვენციის მე-3 მუხლით გათვალისწინებული საჭირო გარანტიები. ეს ფაქტები იყო საკმარისი იმის დასკვნისთვის, რომ მომჩივანი აღმოჩნდებოდა წამების ან სხვა ტიპის არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის რეალური საფრთხის ქვეშ მისი წარმოშობის ქვეყანაში.

დასკვნა: ექსტრადიცია იქნებოდა დარღვევა (ერთხმად).

მუხლი 41: დარღვევის დადგენა წარმოადგენდა საკმარის სამართლიან დაკმაყოფილებას ნებისმიერი არამატერიალური ზიანისთვის.

 

© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
რეგისტრატურის მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.

იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბარათები  Case-Law Information Notes

ლინდსტრომი და მასელი ფინეთის წინააღმდეგ

Lindström and Mässeli v. Finland

საჩივრის ნომერი - 24630/10

მოპასუხე სახელმწიფო - ფინეთი

გადაწყვეტილების მიღების თარიღი - 14/1/2014

შედეგი - არ დაირღვა მე-3 მუხლი - წამების აკრძალვა (მუხლი 3 - დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა) (მატერიალური ნაწილი),

დაირღვა მე-8 მუხლი - ოჯახური და პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლება (მუხლი 8-1 - პირადი ცხოვრების პატივისცემა)

არამატერიალური ზიანი - დაკმაყოფილდა

განსხვავებული აზრი: არა

გარაბაევი რუსეთის წინააღმდეგ

Garabayev v. Russia

საჩივრის ნომერი: -38411/02

მოპასუხე სახელმწიფო: რუსეთი

გადაწყვეტილების მიღების თარიღი:  07/06/2007

შედეგი: 

წინასწარი პრეტენზიები არ დაკმაყოფდილდა (სამართლებრივი დაცვის შიდასახელმწიფოებრივი საშუალებების ამოწურვა)

დაირღვა მე-3 მუხლი (თურქმენეთში ექსტრადიციის შემთხვევაში)

დაირღვა მე-5(1-f0) მუხლი

დაირღვა მე-5(4) მუხლი

დაირღვა მე-5(3) მუხლი

დაირღვა მე-13+მე-3 მუხლი

არ არის აუცილებელი მე-13+მე-5 მუხლის გამოკვლევა

არამატერიალური ზიანი- ფინანსური ანაზღაურება

ხარჯების და დანახარჯების ანაზღაურება- შიდაახელმწიფოებრივი და კონვენციის სამართალწარმოება

განსხვავებული აზრი: არა

აბდუ ბულგარეთის წინააღმდეგ

Abdu v. Bulgaria

საჩივრის ნომერი  -  26827/08

მოპასუხე სახელმწიფო    -   ბულგარეთი

გადაწყვეტილების მიღების თარიღი  -   11/03/2014

შედეგი: წინასწარი პრეტენზია გაერთიანდა საქმესთან(მუხლი 35-1-შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი დაცვის საშუალებების ამოწურვა)

წინასწარი პრეტენზია უარყოფილი იქნა

საჩივრის დარჩენილი ნაწილი დაუშვებლად იქნა ცნობილი

დაირღვა მე-3 მუხლი - წამების აკრძალვა (მუხლი 3 - ეფექტიანი გამოძიება) (პროცესუალური ასპექტი)

დაირღვა მუხლი 14+3 - დისკრიმინაციის აკრძალვა ( მუხლი 14 - დისკრიმინაცია) (მუხლი 3 - წამების აკრძალვა

ეფექტიანი გამოძიება)

არამატერიალური ზიანი - დაკმაყოფილდა

განსხვავებული აზრი: დიახ