ფ.ჯ. შვედეთის წინააღმდეგ (განსახილველად გადაცემა)

(F.G. v. Sweden (referral))

საჩივრის ნომერი - 43611/11

მოპასუხე სახელმწიფო - შვედეთი

გადაწყვეტილების მიღების თარიღი - 16/1/2014

შედეგი: არ დარღვეულა მე-2 მუხლი - სიცოცხლის უფლება (მუხლი 2- გაძევება) (ირანი)

არ დარღვეულა მე-3 მუხლი - წამების აკრძალვა (მუხლი 3 - გაძევება) (პირობითი) (ირანი)

 

საკვანძო სიტყვები:

(მუხლი 2) სიცოცხლის უფლება

(მუხლი 2) გაძევება

(მუხლი 3) წამების აკრძალვა

(მუხლი 3) გაძევება

 

 

 

Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.

 

Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (www.supremecourt.ge).Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.

 

საინფორმაციო ბარათი სასამართლოს პრეცედენტზე No. 175

ივნისი 2014

ფ.ჯ. შვედეთის წინააღმდეგ (გადაეცა განსახილველად) - 43611/11

F.G. v. Sweden (referral)

განჩინება 16.1.2014 [სექცია V]

მუხლი 3

გაძევება

სავარაუდო პოლიტიკური აქტივისტის, რომელიც მოინათლა ქრისტიანად ევროპაში ჩასვლის შემდეგ, ირანში გაძევება: საქმე განსახილველად გადაეცა  დიდ პალატას

 

ირანის მოქალაქე მომჩივანმა განაცხადი შეიტანა შვედეთში თავშესაფრის მოთხოვნით იმ საფუძვლით, რომ იგი მუშაობდა ირანის რეჟიმის ცნობილ მოწინააღმდეგეებთან ერთად და დაპატიმრებულ იქნა ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ მინიმუმ სამჯერ 2007-2009 წლებში, მის ონლაინ საგამომცემლო აქტივობებთან დაკავშირებით.  იგი იძულებული გახდა დაეტოვებინა ქვეყანა მას შემდეგ, რაც აღმოაჩინა, რომ მისი ბიზნეს დაწესებულებები, სადაც იგი პოლიტიკურად სენსიტიურ მასალებს ინახავდა, გაჩხრიკეს და დოკუმენტები დაიკარგა. შვედეთში ჩასვლის შემდეგ ის მოინათლა ქრისტიანად, რის გამოც იგი ირანში დაბრუნების შემთხვევაში, როგორც რელიგიისგან განდგომილი,  სიკვდილით დასჯის საფრთხის ქვეშ აღმოჩნდებოდა. მისი მოთხოვნა თავშესაფრის მიღების შესახებ არ დააკმაყოფილა შვედეთის ხელისუფლებამ და გასცა მისი ქვეყნიდან გაძევების ბრძანება.

 

2014 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილებაში სასამართლოს პალატამ დაადგინა ხუთი ხმით ორის წინააღმდეგ, რომ გაძევების ბრძანების გამოყენება მომჩივნის წინააღმდეგ არ არღვევდა კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებს. მან დაადგინა, რომ არავითარი ინფორმაცია არ არსებობდა, რომელიც მიუთითებდა, რომ მომჩივანის პოლიტიკური აქტივობები და თანამშრომლობა იყო მეტი ვიდრე პერიფერიული. იგი არ იქნა დაბარებული რევოლუციურ სასამართლოში 2009 წლის ნოემბრის შემდეგ, მისი ოჯახი ირანში არ იდევნებოდა მისი პოლიტიკური ქმედებებისათვის და არც შვედეთში ჩასვლის შემდგომ გაუგრძელებია პოლიტიკური საქმია.ნობა. რაც შეეხება ქრისტიანად მის მონათვლას, მან ნათლად განაცხადა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების წინაშე, რომ ის არ აპირებდა მოეხმო თავისი რელიგიური კუთვნილება თავშესაფრის მოთხოვნის საფუძვლად, რაგანაც ეს პირად საკითხად მიაჩნდა. მას ჰქონდა შესაძლებლობა დაეყენებინა მის მიერ რელიგიის ცვლილების საკითხი მიგრაციის სასამართლოში ზეპირი მოსმენის დროს, მაგრამ მან ამჯობინა ასე არ მოქცეულიყო და მხოლოდ მას შემდეგ შეიცვალა პოზიცია, რაც მისი გაძევების ბრძანება აღსასრულებლად სავალდებულო გახდა. მეტიც, იგი ქრისტიანად მხოლოდ შვედეთში ჩამოსვლის შემდეგ მოინათლა და თავის რწმენას არ ასაჯაროვებდა. არაფერი მიანიშნებდა იმაზე, რომ ირანის ხელისუფლებამ იცოდა მის მიერ რელიგიის ცვლილების შესახებ. საბოლოოდ, მომჩივანმა ვერ დაასაბუთა მისი ირანში დაბრუნების შემთხვევაში  კონვენციით აკრძალული მოპყრობის რეალური და კონკრეტული საფრთხის არსებობა.

 

2014 წლის 2 ივნისს მომჩივანის თხოვნით საქმე განსახილველად გადაეცა დიდ პალატას.

 

© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო

სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.

იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბარათები  Case-Law Information Notes