გიურტეკინი და სხვები კვიპროსის წინააღმდეგ

Gürtekin and Others v. Cyprus (dec.)

საჩივრის ნომერი -60441/13; 68206/13; 68667/1

მოპასუხე სახელმწიფო - კვიპროსი

გადაწყვეტილების მიღების თარიღი - 19/09/2013

შედეგი: დაუშვებლად იქნა ცნობილი

 

საკვანძო სიტყვები:

(მუხლი 2) სიცოცხლის უფლება

(მუხლი 3) წამების აკრძალვა

(მუხლი 13) სამართლებრივი დაცვის ეფექტური საშუალება

(მუხლი 35) დასაშვებობის კრიტერიუმები

 

 

 

Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.

 

Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (www.supremecourt.ge).Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.

 

საინფორმაციო ბარათი სასამართლოს პრეცედენტზე No. 173

აპრილი 2014

გიურტეკინი და სხვები კვიპროსის წინააღმდეგ

Gürtekin and Others v. Cyprus (dec.) - 60441/13, 68206/13 and 68667/13

განჩინება 11.3.2014  [IV სექცია]

მუხლი 2

მუხლი 2-1

ეფექტური გამოძიება

1960-იანი წლების დროს მომხდარი სამოქალაქო კონფლიქტის დროს დაღუპულთა ახლად აღმოჩენილი გვამების შედეგად დაწყებული გამოძიების სავარაუდო არაეფექტურობა: დაუშვებლად იქნა ცნობილი

ფაქტები – მომჩივნები იყვნენ ნათესავები თურქი კვიპროსელი დაკარგული პირების, რომელთა გვამები აღმოჩენილი იქნა კვიპროსზე გაუჩინარებულ ადამიანთა გაეროს კომიტეტის(UN Committee for Missing Persons in Cyprus) მიერ ჩატარებული ექსჰუმაციის პროგრამის შედეგად. მომჩივანთა ნათესავების გაუჩინარება უკავშირდება კვიპროსში 1963-1964 წლებში მომხდარ სამოქალაქო კონფლიქტს. ევროპული სასამართლოს წინაშე თავიანთ საჩივარში, მომჩივნები ძირითადად ჩიოდნენ გამოძიების არაეფექტურობაზე, რომელიც მათი გარდაცვლილი ნათესავების  გვამების აღმოჩენის შემდეგ განხორციელდა.  

სამართალი – მუხლი 2: სასამართლომ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ დიდი ხნის წინათ მომხდარი ფაქტების გამოძიების ნებისმიერი ახალი ვალდებულება (მაგალითად, როცა  აღმოჩენილია ახალი მტკიცებულება), შეიძლება განსხვავდებოდეს ახალი მტკიცებულების ან ინფორმაციის შინაარსის მიხედვით. ის შეიძლება შეიზღუდოს ახალი მტკიცებულების სანდოობის განსაზღვრით. ხელისუფლების ორგანოებს ლეგიტიმურად უნდა შეეძლოთ ასეთ გვიან ეტაპზე ახალი საგამოძიებო პროცესის დაწყების სამომავლო შედეგების მხედველობაში მიღება. მართლაც, ზოგადად, ასეთ შემთხვევებში შანსები ეფექტური გამოძიებისა, რომელიც მიმართულია ეჭვმიტანილთა გასამართლებისკენ, საგრძნობლად იქნება შემცირებული, რადგან მომხდარის შესახებ ინფორმაცია დავიწყებას მიეცემა, მოწმეები გარდაიცვალნენ ან გახდნენ გამოძიებისთვის უუნარონი, ხოლო მტკიცებულებები კი დაზიანდა ან საერთოდ გაქრა.

მოცემულ საქმეებში პოლიციელებმა მიმართეს მრავალ ღონისძიებას, განახორციელეს საგამოძიებო მოქმედებები ოფიციალურ ორგანოებთან და ორგანიზაციებთან ერთად, გარდაცვლილთა ახლობლებს კიდევ ერთხელ ჩამოართვეს ჩვენებები, მოძებნეს შესაბამისი მოწმეები და შეამცირეს პოტენციურ ეჭვმიტანილთა სახელების ოდენობა. მიუხედავად ამისა, ხანგრძლივი დროის გასვლის შედეგად, ბევრი მოწმე უკვე აღარ იყო ცოცხალი ან მოძიებადი, ასევე გარდაცვლილი გახლდათ რამდენიმე სავარაუდო ეჭვმიტანილი. არ იყო ნათელი, რომ გავრცელებული ჭორების გარდა არსებობდა რაიმე სახის მტკიცებულება, რომელზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა ჯერ კიდევ ცოცხალი პიროვნებების იდენტიფიცირება, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ამ საკითხებში; მომჩივნებს არ უცნობებიათ გამოძიებისათვის სხვა რაიმე კონკრეტული გზები, რომელსაც პოლიცია გაჰყვებოდა.

რაც შეეხება მათ მთავარ საჩივარს, რომ გამოძიება რაიმე სახის ბრალდების წაყენების გარეშე დასრულდა, მე-2 მუხლი არ უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ იგი ხელისუფლების ორგანოებს აკისრებს ვალდებულებას, არსებული მტკიცებულებების გაუთვალისწინებლად, სისხლისსამართლებრივი დევნა განახორციელონ. სისხლისსამართლებრივი დევნა, განსაკუთრებით ისეთ სერიოზულ ბრალდებასთან დაკავშირებით, როგორიცაა მასობრივ უკანონო მკვლელობებში მონაწილეობის მიღება,  დაფუძნებული უნდა იყოს მყარ მტკიცებულებებზე, რამდენადაც გასათვალისწინებელია, რომ ბრალდებული, რომელიც აღმოჩნდება სისხლისსამართლებრივი სისტემის ზეწოლის ქვეშ, შეიძლება იქნას სახალხოდ დამცირებული, თანმხლები უკუშედეგებით რეპუტაციასთან დაკავშირებით, პირად, ოჯახურ და პროფესიულ ცხოვრებაში. ხმები და ჭორები, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების სახიფათო საფუძველი იყო, რასაც პოტენციურად პიროვნების ცხოვრების განადგურება შეეძლო.

არც მე-2 მუხლით გათვალისწინებული პროცედურული ვალდებულება ითხოვს აუცილებლად, რომ უნდა მოხდეს სამართლებრივი გადასინჯვა საგამოძიებო გადაწყვეტილებებისა, რომლებიც ეხება ბრალდებაზე უარის თქმას. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი გადასინჯვის პროცედურების არსებობა შეიძლება უდავოდ იყოს ხელახლა დარწმუნების, ანგარიშვალდებულობის და გამჭვირვალობის გარანტია, სტრასბურგის სასამართლოს ფუნქციას არ წარმოადგენს, დეტალურად დაგეგმოს ხელშემკვრელი სახელმწიფოების, რომლებიც საკმაოდ განსხვავდებიან თავიანთ მიდგომებსა და პოლიტიკაში, სისხლისსამართლებრივი და სასამართლო სისტემების ფუნქციონირება და გამოსაყენებელი პროცედურები.

სასამართლო, ასევე, დაუსაბუთებლად მიიჩნევს  მომჩივანთა პრეტენზიებს იმის თაობაზე, რომ მათ გამოძიებაზე სათანადო წვდომა არ ჰქონდათ, რომ გვამების აღმოჩენის შემდეგ ადგილი ჰქონდა  უსაფუძვლო გაჭიანურებებს ან რომ გამოძიება არ იყო დამოუკიდებელი. საბოლოო ჯამში, არაფერი აღმოჩნდა ისეთი, რაც მხარს დაუჭერდა მათ განცხადებებს, რომ ხელისუფლების ორგანოებმა სათანადოდ არ გამოიძიეს გარდაცვლილთა ბედი ან რომ ისინი რამენაირად ხელს აფარებდნენ ან იცავდნენ პასუხისმგებელ პირებს.

დასკვნა:  დაუშვებლად იქნა ცნობილი (აშკარად დაუსაბუთებელი).

სასამართლომ ასევე დაუშვებლად ცნო კონვენციის მე-3 მუხლთან დაკავშირებული მომჩივანთა საჩივარი, როგორც აშკარად დაუსაბუთებელი.

(იხ. ასევე:McKerr v. the United Kingdom, 28883/95, 4 მაისი 2001; Brecknell v. the United Kingdom, 32457/04, 27 ნოემბერი 2007, Information Note 102; Al-Skeini and Others v. the United Kingdom [GC], 55721/07, 7 ივლისი 2011, Information Note 143)

 

© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.

იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბარათები Case-Law Information Notes