ბრანკო ტომაშიჩი და სხვები ხორვატიის წინააღმდეგ

საქმის დასახელება:   Branko Tomašić and Others v. Croatia

საჩივრის ნომერი:  46598/06

მოპასუხე სახელმწიფო: ხორვატია

გადაწყვეტილების მიღების თარიღი:  15/01/2009

შედეგი: 

დაირღვა მე–2 მუხლი (მატერიალურ-სამართლებრივი ასპექტი)

არამატერიალური ზიანი– დაკმაყოფილდა

განსხვავებული აზრი: არა

 

 

საკვანძო სიტყვები :

პოზიტიური ვალდებულებები

(მუხლი 2) სიცოცხლის უფლება

(მუხლის 2–1) სიცოცხლე

(მუხლის 35) დასაშვებობის კრიტერიუმები

(მუხლი 41) სამართლიანი დაკმაყოფილება -{ზოგადი}

 

Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.

 

Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (www.supremecourt.ge).Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.

 

საინფორმაციო ბარათი სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე No. 115

იანვარი 2009

ბრანკო ტომაშიჩი და სხვები ხორვატიის წინააღმდეგ - 46598/06

გადაწყვეტილება 15.1.2009 [სექცია I]

მუხლი 2

პოზიტიური ვალდებულებები

სახელმწიფომ ვერ გაატარა ყველა გონივრული ღონისძიება, რათა მომჩივნების ნათესავების სიცოცხლე დაეცვა იმ პირისგან, რომელიც მანამდე მათ მიმართ განხორციელებული მკვლელობის მუქარის გამო დამნაშავედ იქნა ცნობილი: დარღვევა

ფაქტები: მომჩივნები არიან M.T.–სა და მისი მცირეწლოვანი შვილის, V.T.–ს ნათესავები, რომლებიც 2006 წლის აგვისტოში მოკლა M.M.-მ, ბავშვის მამამ. M.T. და M.M. ცხოვრობდნენ ერთად M.T.–ს მშობლების სახლში 2005 წლის ივლისამდე, იმ პერიოდამდე, როდესაც M.M. ოჯახის წევრებთან კონფლიქტის შემდეგ გადავიდა ცალკე საცხოვრებლად. 2006 წლის იანვარში M.T.–მ შეიტანა სისხლის სამართლის სარჩელი M.M.–ს წინააღმდეგ, რომელიც სავარაუდოდ მას ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. თანმდევი სამართალწარმოებისას, ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოიპოვეს ფსიქიატრიული დასკვნა, რომლის თანახმადაც მოსალოდნელი იყო, რომ M.M.-ს კვლავ ჩაედინა მსგავსი დანაშაულები მომავალში. აღნიშნული დასკვნა ხაზს უსვამდა, რომ საჭირო იყო მისი ფსიქიატრიული მკურნალობა. 2006 წლის 15 მარტს მუნიციპალურმა სასამართლომ M.M. დამნაშავედ ცნო საკუთარი თავის, M.T.–სა და მათი შვილის ყუმბარით მოკვლის არაერთგზისი მუქარისათვის. მომჩივანს მიესაჯა 5 თვით თავისუფლების აღკვეთა და როგორც უსაფრთხოების ზომა, მას თავისი პატიმრობის პერიოდში, და საჭიროების შემთხვევაში მას შემდეგაც, უნდა გაევლო სავალდებულო ფსიქიატრიული მკურნალობა. 2006 წლის 28 აპრილს მეორე ინსტანციის სასამართლომ მკურნალობის პერიოდი შეამცირა მისი პატიმრობის დროით. M.M.–მა მოიხადა სასჯელი და გათავისუფლდა 2006 წლის 3 ივლისს. 2006 წლის 15 აგვისტოს მან ესროლა და მოკლა M.T. და V.T. მანამდე, სანამ თავადაც მოიკლავდა თავს იარაღით.

სამართალი: შიდა სასამართლოების გადაწყვეტილებები და ფსიქიატრიული გამოკვლევის დასკვნა ეჭვგარეშედ აჩვენებდა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა იცოდნენ, რომ M.T.–სა  და V.T.–ს სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული მუქარები იყო სერიოზული და რომ უნდა გადამდგარიყო ყველა გონივრული ნაბიჯი მათ დასაცავად. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ხელისუფლების წარმომადგენლების ქმედების რამდენიმე ხარვეზზე მიუთითა. პირველი, არ ჩატარებულა M.M.–ს უძრავი ქონების ან სატრანსპორტო საშუალების ჩხრეკა მის წინააღმდეგ მიმართული სისხლის სამართალწარმოების საწყის ეტაპზე მიუხედავად იმისა, რომ იგი განმეორებითად იმუქრებოდა ყუმბარის გამოყენების თაობაზე. ასევე, მიუხედავად იმისა, რომ სისხლის სამართალწარმოების მიზნებისათვის შედგენილი ფსიქიატრიული დასკვნა ხაზს უსვამდა M.M.-ს განგრძობითი ფსიქიატრიული მკურნალობის აუცილებლობას, მთავრობამ ვერ დაამტკიცა, რომ ასეთი მკურნალობა ნამდვილად და სათანადოდ ჩატარდა. წარმოდგენილი დოკუმენტები აჩვენებდა, რომ ციხეში მისი მკურნალობა შედგებოდა ციხის ადმინისტრაციასთან სასაუბრო სესიებით, რომელთაგან არც ერთი არ იყო ფსიქიატრი. გარდა ამისა, არც შესაბამისი რეგულაციები და არც სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც სავალდებულო ფსიქიატრიული მკურნალობის ბრძანება გასცა, არ წარმოადგენდა საკმარის ინფორმაციას, თუ როგორ უნდა ჩატარებულიყო მკურნალობა. მართლაც, საპატიმრო სასჯელის აღსრულების აქტში (Enforcement of Prison Sentences Act) მოცემული ზოგადი წესები სათანადოდ არ მოიცავდა უსაფრთხოების ზომად გამოყენებული სავალდებულო ფსიქიატრიული მკურნალობის საკითხს და ამგვარად, მას მთლიანად ციხის მმართველობის დისკრეციაში ტოვებდა, რომ მათ თავად გადაეწყვიტათ, თუ როგორ უნდა ემოქმედათ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს აზრით, ასეთი რეგულაციები უნდა ყოფილიყო საკმარისი იმისათვის, რათა უზრუნველყოფილიყო სისხლის სამართლის სანქციის მიზნის სათანადოდ მიღწევა. საბოლოოდ, M.M. არ შეამოწმეს ციხიდან გათავისუფლებამდე, რათა შეეფასებინათ, კვლავ წარმოადგენდა თუ არა იგი საფრთხეს M.T.–სა და V.T.–სათვის. ამრიგად, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაასკვნა, რომ შესაბამისმა შიდა ხელისუფლების ორგანოებმა ვერ მიიღეს ადეკვატური ზომები, რათა დაეცვათ M.T.–სა და  V.T.–ს სიცოცხლე.

დასკვნა: დარღვევა (ერთხმად).

მუხლი 41 –40,000 ევრო არამატერიალური ზიანისათვის

 

© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.

იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბარათები  Case-Law Information Notes