გიოთლინი შვედეთის წინააღმდეგ

Göthlin v. Sweden

საჩივრის ნომერი - 8307/11  Summary

მოპასუხე სახელმწიფო - შვედეთი

გადაწყვეტილების მიღების თარიღი - 16/10/2014

შედეგი:

დარჩენილი ნაწილი ცნობილ იქნა დაუშვებლად

არ დარღვეულა  მე-5 მუხლი - თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება (მუხლი 5-1 - თავისუფლების აღკვეთა

მუხლი 5-1-b - კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა)

განსხვავებული აზრი: დიახ

 

 

 

საკვანძო სიტყვები:

(მუხლი 5) თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება

(მუხლი 5-1) თავისუფლების აღკვეთა

(მუხლი 5-1-b) კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა

(მუხლი 35) დასაშვებობის კრიტერიუმები

პროპორციულობა

 

 

Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.

 

Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (www.supremecourt.ge).Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.

 

საინფორმაციო ბარათი სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე No. 178

ოქტომბერი 2014

გიოთლინი შვედეთის წინააღმდეგ Göthlin v. Sweden - 8307/11

გადაწყვეტილება 16.10.2014 [V სექცია]

მუხლი 5

მუხლი 5-1-b

კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა

საშემოსავლო გადასახადის გადახდის უზრუნველსაყოფად გამოსაყენებელი ქონების ადგილსამყოფელის გაცხადების თაობაზე ბრძანების შეუსრულებლობის გამო დაკავება: არ დარღვეულა

ფაქტები – მომჩივანი 42 დღის განმავლობაში იყო დაკავებული, მას შემდეგ, რაც მან უარი განაცხადა აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ გაცემულ განკარგულებას დამორჩილებოდა, რომელიც მისგან ხე-ტყის გადამამუშავებელი საწარმოს ადგილსამყოფელის გამჟღავნებას მოითხოვდა. აღნიშნული საწარმო მომჩივნის საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფის საშუალებად უნდა ყოფილიყო გამოყენებული.

სამართალი – მუხლი 5 § 1 (b): სასამართლო აცხადებს, რომ მე- 5 § 1 (b) მუხლის თანახმად დაკავებები სანქცირებულია მხოლოდ კანონით გათვალისწინებული ვალდებულების „შესრულების უზრუნველსაყოფად“. აქედან გამომდინარე, განსახილველ პიროვნებასთან დაკავშირებით, სულ მცირე, სახეზე უნდა იყოს შეუსრულებელი ვალდებულება, აგრეთვე, დაკავება მიზნად უნდა ისახავდეს აღნიშნული ვალდებულების შესრულებას და არ უნდა იყოს სადამსჯელო ხასიათის. როგორც კი შესაბამისი ვალდებულება შესრულებული იქნება, მე- 5 § 1 (b) მუხლით  განსაზღვრული დაკავების საფუძველი არსებობას  შეწყვეტს.

წინამდებარე საქმეში, ცხადი იყო, რომ მომჩივანი დაკავებულ იქნა იმ მიზნით, რომ უზრუნველეყოთ კანონით განსაზღვრული ვალდებულების შესრულება, სახელდობრ,  აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის გაემხილა თუ სად დამალა ხე-ტყის გადამამუშავებელი საწარმო. საქმის გარემოებებიდან არ გამომდინარეობს, რომ დაკავება რაიმე სადამსჯელო  ხასიათის გახლდათ. აღსრულების კოდექსის შესაბამისი დებულებიდან გამომდინარე ცხადი იყო, რომ მომჩივანი დაუყოვნებლივ გათავისუფლდებოდა, თუკი იგი წარმოადგენდა სათანადო ინფორმაციას.

რაც შეეხება პროპორციულობას, სამი საკითხი გახლდათ  მნიშვნელოვანი: სათანადო კანონმდებლობიდან გამომდინარე ვალდებულების ბუნება, მათ შორის, ვალდებულების ძირითადი ობიექტი და მიზანი; დაკავებული პირი და კონკრეტული გარემოებები, რომლებმაც გამოიწვია დაკავება; და, აგრეთვე, დაკავების ხანგრძლივობა.

რაც შეეხება ვალდებულების ბუნებას, ობიექტსა და მიზანს, საგადასახადო დავალიანების აღსრულების და საშემოსავლო გადასახადის გადახდის უზრუნველყოფის ხელშემწყობი ღონისძიებები სახელმწიფოს საზოგადო ინტერესს წარმოადგენდა და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე იყო, განსაკუთრებით მაშინ, როგორც ამ შემთხვევაშია, როდესაც მოვალეს აქვს საკმარისი ქონება, რათა ვალი დაფაროს, თუმცა იგი უარს ამბობს მის გადახდაზე. რაც შეეხება მომჩივნის მდგომარეობას და გარემოებებს, რომლებშიც ის იქნა დაკავებული, ის არ იყო განსაკუთრებით დაუცველი ან დაკავებისთვის სხვა მხრივ შეუსაბამო [მდგომარეობაში] და  გაცნობიერებული ჰქონდა ინფორმაციის წარუდგენლობის შესაძლო შედეგები. რაც შეეხება მესამე საკითხს, რამდენადაც დაკავების ხანგრძლივობა (42 დღე) საგრძნობლად დიდი გახლდათ, რელევანტური იყო, რომ მომჩივანი, მას რომ ინფორმაცია წარედგინა,   გათავისუფლდებოდა ადრევე ან მართლაც, დაუყოვნებლივ. გარდა ამისა, ადეკვატური საპროცესო გარანტიებიც სახეზე იყო: მისი განგრძობადი დაკავების კანონიერებისა და გონივრულობის გადახედვა შიდა სასამართლოების მიერ ყოველ შემდგომ კვირაში ხდებოდა, მომჩივანს უსმენდნენ საპატიმროში და მას ჰქონდა გასაჩივრების უფლება. მაშასადამე, თავისუფლების აღკვეთა პროპორციული იყო.

დასკვნა: არ დარღვეულა (ერთხმად).

 

© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.

იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბარათები Case-Law Information Notes