ალიკან დემირი თურქეთის წინააღმდეგ

Alican Demir v. Turkey

საჩივრის ნომერი - 41444/09

მოპასუხე სახელმწიფო - თურქეთი

გადაწყვეტილების მიღების თარიღი - 25/2/2014

შედეგი: წინასწარი პრეტენზიები დაუშვებლად იქნა ცნობილი (მუხლი 35-1 - დაცვის შიდასამართლებრივი საშუალებების ამოწურვა)

დანარჩენი ნაწილი დაუშვებელია მე-5 მუხლის დარღვევა - თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება (მუხლი 5-1 - კანონიერი დაკავება ან დაპატიმრება)

მე-5 მუხლის დარღვევა - თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება (მუხლი 5-3- წინასასამართლო დაკავების ხანგრძლივობა)

მე-5 მუხლის დარღვევა - თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება (მუხლი 5-4- კანონიერი დაკავების განხილვა

განხილვის დაჩქარება)

არამატერიალური ზიანი – დაკმაყოფილდა

განსხვავებული აზრი: არა

 

 

 

საკვანძო სიტყვები:

(მუხლი 5) თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება

(მუხლი 5-1) კანონიერი დაკავება ან დაპატიმრება

(მუხლი 5-3) წინასასამართლო დაკავების ხანგრძლივობა

(მუხლი 5-4) კანონიერი დაკავების განხილვა

(მუხლი 5-4) განხილვის დაჩქარება

(მუხლი 35) დასაშვებობის კრიტერიუმები

(მუხლი 35-1) დაცვის შიდასამართლებრივი საშუალებების ამოწურვა

(მუხლი 41) სამართლიანი დაკმაყოფილება (ზოგადი)

 

 

 

Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.

 

Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (www.supremecourt.ge).Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.

 

საინფორმაციო ბარათი სასამართლოს პრეცედენტზე No. 171

თებერვალი 2014

ალიკან დემირი თურქეთის წინააღმდეგ - 41444/09

Alican Demir v. Turkey

განჩინება 25.2.2014 [II სექცია]

მუხლი 35

მუხლი 35-1

დაცვის შიდასამართლებრივი საშუალებების ამოწურვა

ეფექტური შიდასამართლებრივი საშუალება

ფინანსური კომპენსაციის უფლება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 141-ე მუხლის §1(f) შესაბამისად, იმ პირთათვის, რომელთა თავისუფლების აღკვეთის პერიოდმა გადააჭარბა დაკისრებული სასჯელის ხანგრძლივობას: სამართლებრივი დაცვის ეფექტური საშუალება

ფაქტები - 2005 წლის დეკემბერში მომჩივანს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა ხუთი წლისა და სამი თვის ვადით. სასჯელის აღსრულების კანონმდებლობის მიხედვით, იგი უფლებამოსილი იყო პირობით ვადამდე გათავისუფლებულიყო 2009 წლის 24 იანვარს. თუმცა, ვინაიდან საქმის ნაწილი (რომელიც არ უკავშირდებოდა მომჩივანის მსჯავრდებას) ჯერ კიდევ განიხილებოდა საკასაციო სასამართლოში, იგი პატიმრობაში დატოვეს 2009 წლის 13 თებერვლამდე. ევროპულ სასამართლოში მომჩივანმა გაასაჩივრა პატიმრობის პერიოდი 2009 წლის 24 იანვრიდან 12 თებრვლამდე, ამტკიცებდა რა, რომ მისი გათავისუფლება, რომელზეც მას უფლება ჰქონდა, უკანონოდ გადაიდო.

სამართალი - მუხლი 35: იმ განჩინებებიდან, რომლებიც მაგალითისთვის მიუთითა მთავრობამ, ჩანდა, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 141-ე მუხლის §1(f), როგორც მას საკასაციო სასამართლო განმარტავდა თურქეთის კონსტიტუციისა და კონვენციის ფონზე, ფინანსურ კომპენსაციას უზრუნველყოფდა ნებისმიერი პირისთვის, რომელთა პატიმრობის ხანგრძლივობამ გადააჭარბა სასჯელით გათვალისწინებულ ვადას (სასჯელაღსრულების კანონმდებლობის შესაბამისად დაკისრებული სასჯელი), ამასთან, მხედველობაში იღებდა ასევე უფლებას პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე. ეს იყო ზუსტად ის სიტუაცია, რომელშიც აღმოჩდა მომჩივანი. ამდენად, განსახილველი სამართლებრივი დაცვის საშუალება იყო სათანადო, ვინაიდან მას შედეგად მოყვებოდა თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების დარღვევის აღიარება და კომპენსაციის დაკისრება. თუმცა, სამართლებრივი დაცვის საშუალება მხოლოდ ცოტა ხნის წინ გახდა ხელმისაწვდომი საკასაციო სასამართლოს მიერ. სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილებები თარიღდებოდა  2012 და 2013 წლებით, ამდენად, ისინი მიღებულ იქნა წინამდებარე საჩივრის შეტანის შემდგომ. იმ დროისათვის, არც შესაბამისი დებულებების და არც სასამართლო პრეცედენტების ინტერპრეტაციის შესაძლებლობა ჰქონდა მომჩივანს, რათა მიეღო კომპენსაცია იმ თარიღის შემდგომი პატიმრობის პერიოდისთვის, როდესაც იგი პირობით ვადამდე უნდა გათავისუფლებულიყო. სხვაგვარად რომ ითქვას, მიუხედავად იმისა, რომ სამართლებრივი დაცვის საშუალება, რომელიც ეყრდნობოდა სადავო დებულებას, უფრო ეფექტური გახდა, ეს არ მომხდარა იმ პერიოდში, როდესაც მომჩივანმა სასამართლოში სარჩელი აღძრა. აქედან გამომდინარე, მომჩივანი ვერ გაკრიტიკდებოდა იმისთვის, რომ მან წინასწარ არ ისარგებლა ხსენებული სამართლებრივი დაცვის საშუალებით.

დასკვნა: წინასწარი პრეტენზიები არ დაკმაყოფილდა (ერთხმად).

სასამართლომ ასევე ერთხმად დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-5 მუხლის 1, 3 და 4 პარაგრაფების დარღვევას და მომჩივანს მიაკუთვნა 9,500 ევრო არამატერიალური ზიანისთვის.

 

© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო

სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.

იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბარათები  Case-Law Information Notes