ო’დონოქიუ და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ

(O’Donoghue and Others v. the United Kingdom)

საჩივრის ნომერი - 34848/07     PDF

მოპასუხე სახელმწიფო - გაერთიანებული სამეფო

გადაწყვეტილების მიღების თარიღი - 14/12/2010

შედეგი: დანარჩენი ნაწილი დაუშვებლად ცნეს

დაირღვა კონვენციის მე-12 მუხლი

დაირღვა კონვენციის მე-14 მუხლი +12

დაირღვა კონვენციის მე-14 მუხლი +9

მატერიალური და არამატერიალური ზიანი – აანაზღაურეს

განსხვავებული აზრი: არა

 

საკვანძო სიტყვები:

(მუხლი 12) ქორწინების უფლება

(მუხლი12) ქორწინება

(მუხლი14) დისკრიმინაციის აკრძალვა

(მუხლი 14)რელიგია

(მუხლი 9) აზრის, სინდისისადარელიგიისთავისუფლება

(მუხლი 9–1) რელიგიის თავისუფლება

(მუხლი 41) სამართლიანი დაკმაყოფილება (ზოგადად)

 

© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012 წელი.თარგმანი მომზადებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მიზნობრივი ფონდის მიერ (www.coe.int/humanrightstrustfund). თარგმანი არ ავალდებულებს სასამართლოს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ სრული მითითება საავტორო უფლების შესახებ დოკუმენტის ბოლოს.

© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012 [or subsequent year]. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (www.coe.int/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.

© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012 [ou année suivante]. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (www.coe.int/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.

 

საინფორმაციო ბარათი სასამართლოს პრეცედენტულ საქმეზე #136

2010 წლის დეკემბერი

 

დონოქიუ და სხვები გაერთიოანებული სამეფოს წინააღმდეგ 34848/07

გადაწყვეტილება 14.12.2010 (IV სექცია)

 

მუხლი 12

ქორწინება

იმიგრანტებისთვის ინგლისის ეკლესიის გარეთ ქორწინების სურვილის შემთხვევაში ნებართვის მიღების მოთხოვნა: დარღვევა

 

მუხლი 14

დისკრიმინაცია

იმიგრანტებისთვის ინგლისის ეკლესიის გარეთ ქორწინების სურვილის შემთხვევაში ნებართვის მიღების მოთხოვნა: დარღვევა

 

ფაქტები –2004 წლის თავშესაფრისა და საიმიგრაციო კანონის ნაწილი 19-ის შესაბამისად, საიმგრაციო კონტროლის ქვეშ მყოფი პირები, რომელთაც აქვთ დაოჯახების სურვილი მაგრამ არ სურთ ან არ შეუძლიათ ამის გაკეთება ინგლისის ეკლესიაში ვალდებულნი არიან მიმართონ სახელმწიფო მდივანს ნებართვის მისაღებად თანხმობის სერტიფიკატის ფორმით, რომლის მისაღებად მათ უნდა გადაიხადონ გადასახადი. ამ წესიდან გამონაკლისი, ან გადასახდელი თანხის შემცირების საშუალება არ არსებობს და ეს თანხა მოცემული მომენტისთვის შეადგენდა 295 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგის (დაახლოებით 330 ევროს). სისტემის პირველი ვერსიის მიხედვით – რომელიც 2005 წელს იყო პირველად წარდგენილი – თანხმობის სერტიფიკატის მისაღებად საჭირო იყო პირს ჰქონოდა გაერთიანებულ სამეფოში ყოფნის ან გასვლის მინიმუმ 6 თვაინი ნებართვა და განცხადებით მიმართვის მომენტისთვის ამ ვადის ამოწურვამდე დარჩენილი უნდა ყოფილიყო სამი თვე მაინც. ეს სისტემა შეიცვალა ორჯერ და გაფართოვდა პირთა წრე რომლებიც უფბლებამოსილნი არიან მიიღონ თანხმობის სერტიფიკატი, პირველად გავრცელდა იმ პირებზე ვინც ვერ მიიღეს ქვეყანაში დარჩენაზე და ქვეყნიდან გასვლაზე სრულფასოვანი ნებართვა ან საერთოდ ვერ მიიღეს ესეთი ნებართვა და შემდეგ მეორე და მესამე ვერსიის მიხედვით განმცხადებელს მოეთხოვებოდა ინფორმაციის წარდგენა იმის თაობაზე რომ ქორწინება არ იყო ფიქტიური.

მეორე მომჩივანი, ნიგერიის მოქალაქე, ჩავიდა ჩრდილოეთ ირლანდიაში 2004 წელს სადაც ის შეხვდა მეორე მომჩივანს რომელსაც შესთავაზა ქორწინება 2006 წლის მაისში. წყვილს არ სურდა ინგლისის ეკლესიაში ქორწინება ვინაიდან ისინი რომანულ კათოლიკური რელიგიის მიმდევრები იყვნენ და ვინაიდაინ ჩრდილოეთ ირლანდიაში საერთოდ არ არის ინგლისური ეკლესია, ამიტომ მათ მოითხოვეს თანხმობის სერტიფიკატი. მეორე მომჩივანი იყო თავშესაფრის მაძიებელი და შესაბამისად ის არ იყო უფლებამოსილი განაცხადით მიემართა სერტიფიკატის მიღებაზე სანამ სისტემის მესამე ვერსია არ ამოქმედდა 2007 წლის ივნისში. 2007 წლის ივლისში პირველმა და მეორე მომჩივნებმა მიმართეს თანხმობის სერტიფიკატის მისაღებად და მოითხოვეს მათი გადასახადიდან გათავისუფლება იმ საფუძვლით რომ პირველი მომჩივანი სახელმწიფო დახმარებაზე იყო დამოკიდებული და მეორე მომჩივანი კი არ იყო უფლებამოსილი ემუშავა გაერთიანებულ სამეფოში მისი დროებითი დაშვების გამო, მაგრამ მათი განცხადება არ დაკმაყოფილდა გადასახადის გადაუხდელობის გამო. საბოლოოდ მათ მიიღეს თანხმობის სერტიფიკატი 2008 წლის ივლისში მას შემდეგ რაც მათ მოიძიეს შესაბამისი თანხა მეგობრებისგან გადასახადის დასაფარად.

 

კანონი – მუხლი 12: მიუხედავად იმისა რომ არსებითად მოთხოვნა იმ პირების მიმართ ვინც წარმოადგენენ საიმიგრაციო კონტროლის ობიექტს და სურთ გაერთიანებულ სამეფოში დაოჯახება ვალდებულნი არიან მიიღონ თანხმობის სერტიფიკატი არ წარმოადგენს მიუღებელ მოთხოვნას, მაგრამ იწვევს გარკვეულ მღელვარებას სახვადასხვა საკითხთან მიმართებით.

პირველი, გადაწყვეტილება სერტიფიკატის გაცემის თაობაზე არ ეფუძნებოდა ქორწინების გულწრფელობას. სისტემის პირველი ვერსია არ მოითხოვდა ამ საკითხის არანაირი ფორმით მოკვლევას ან გამოძიებას ვინაიდან გადაწყვეტილება სერტიფიკატის გაცემაზე დამოკიდებული იყო იმაზე განმცხადებელს ჰქონდა თუ არა ქვეყანაში ყოფნის ნებართვა; მეორე და მესამე ვერსიებით კი გათვალისწინებული იყო იმ პირებისათვის ვისაც არ ჰქონდათ ქვეყანაში ყოფნის ნებართვა დამატებით წარმოედგინათ ინფორმაცია მათი ურთიერთობის გულწრფელობის შესახებ. სქემის სამივე ვერსიის მიხედვით განმცხადებლები რომელთაც აქვთ “საკმარისი” ნებართვა იყვნენ უფლებამოსილნი მოეთხოვათ თანხმობის სერტიფიკატი ქორწინების გულწრფელობის დადასტურებელი ინფორმაციის გარეშე.

მეორე, სისტემის პირველი და მეორე ვერსია აწესებს აკრძალვას ქორწინების უფლების გამოყენებაზე ყველა პირისთვის ვინც სპეციალურ კატეგორიას განეკუთვნება – უცხო ქვეყნის მოქალაქეები ქვეყანაში დარჩენის შეზღუდული ნებართვით ან უნებართვოთ მიუხედავად იმისა მიიჩნევა თუ არა ქორწინება ნამდვილ, გულწრფელ ქორწინებად. ამ კატეგორიაში მყოფი პირების ქორწინების უფლებაზე გაუგებარი აკრძალვის დაწესების გამამართლებელი საფუძველი არ არსებობდა. იმ შემთხვევაშიც კი თუ არსებობდა მტკიცებულებები (არცერთი არ იყო წარმოდგენილი) რომელიც დაამტკიცებდა რომ ამ კატეგორიის ადამიანები უფრო მეტად იყვნენ მიდრეკილნი ფიქტიური ქორწინებისკენ, აკარძალვა მიუხედავად ყოველგვარი მცდელობისა გამოძიებულ იქნას ქორწინების ნამდვილობა, იმდენად ზღუდავდა ქორწინების უფლების გამოყენებას რომ ლახავდა მის არსს. განსაკუთრებული საფუძვლებით არსებული გამონაკლისები არ ცვლიდა მდგომარეობას ვინაიდან ამის ერთპიროვნული გადაწყვეტის უფლება ენიჭებოდა სახელმწიფო მდივანს.

მესამე, ქორწინების უფლების არსის შელახვა ხდება ასევე იმ მაღალი გადასახადის დაწესებით რომელიც შესაძლოა ვერ გადაეხადა შეჭირვებულ ადამიანა. იმის გათვალისწინებით რომ ბევრი პირი ვინც ექვემდებარება საემიგრაციო კონტროლს და შესაბამისად ვერ მუშაობს ან მათი შემოსავალი არის დაბალი, 295 ბრიტანული გირვანქა სტერლინგის გადახდის ვალდებუელბა არის სკამაოდ მძიმე და ლახავს ქორწინების უფლებას. ეს ისევ ძალაში დარჩა მას შემდეგ რაც ახალი სისტემა დაინერგა რომლის ფარგლებშიც მოხდა შეჭირვებული განმცხადებლებისთვის თანხის ანაზღაურება 2010 წლის ივლისში, ვინაიდან გადასახადის გადახდის მოთხოვნა შემაკავებელ ფაქტორს წარმოადგენს ქორწინების რეგისტრაციის მსურველთათვის.

და ბოლოს, მომჩივანის მიერ პირველად ქორწინების სურვილის გამოვლენისას 2006 წლის მაისში და მათ მიერ თანხმობის სერტიფიკატის მიღებამდე 2008 წლისივლისამდე, არსი პირველი და მეორე მომჩივანის ქორწინების უფლების შეილახა, პირველად სქემის მეორე ვერსიის ფარგლებში როდესაც მეორე მომჩივანს არ ჰქონდა უფლება მიეღო თანხმობის სერტიფიკატი ქორწინებაზე და საბოლოოდ გადასახადის მაღალი საფასურის გამო.

 

დასკვნა: დარღვევა (ერთხმად)

მუხლი 14 მუხლი 12-თან ერთად: სისტემის პირველი ვერსია დისკრიმინაციულია რელიგიის გამო. მეორე მომჩივანი თითქმის მსგავს მდგომარეობაში იყო ვინც ის პირი ვისაც არ აქვს ქვეყანაში დარჩენის ნებართვა რომელიც მზად იყო და შეეძლო ქორწინება გაეფორმებინა ინგლისის ეკლესიაში. მაშინ როდესაც ესეთ პირს ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შეეძლო დაქორწინება, მეორე მომჩივანს არც სურვილი ჰქონდა (მისი რელიგიური რწმენსი გამო) და არც შეეძლო (მისი ჩრდილოეთ ირლანდიაში ცხოვრების გამო) დაქორწინებულიყო ინგლისურ ეკლესიაში. შედეგად, მას უარი ეთქვა ქორწინებაზე გაერთიანებულ სამეფოში იქამდე სანამ ცვლილებები არ შევიდა სისტემაში და სანამ მან არ მოიპოვა თანხმობის სერთიფიკატი და არ გადაიხადა საკმაოდ მაღალი თანხა. აშკარაა რომ ადგილი ჰქონდა განსხვავებულ მოპყრობას რომლის ობიექტური და დასაბუთებული საფუძველი არ არსებობდა.

 

დასკვნა: დარღვევა (ერთხმად)

მუხლი 14 მუხლი 9-თან ერთად: სახელმწიფო დათანხმდა რომ პირველი და მეორე მომჩივანის უფლებები განსაზღვრული მე-14-ე მუხლით მე-9-ე მუხლთან ერთად დარღვეული იყო ვინაიდან მათ მოეთხოვებოდათ ისეთი რეჟიმით ქორწინება რომელიც არ ვრცელდებოდა მათზე ვისაც სურდა ინგლისურ ეკლესიაში ქორწინება.

 

დასკვნა: დარღვევა (ერთხმად)

მუხლი 41: 8500 ევრო, ორივესთვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად და 295 ბრიტანული გირვანქა სტერლინგი ორივეს ფინანსური ზიანის ასანაზღაურებლად.