სულთანი საფრანგეთის წინააღმდეგ

(Sultani v. France)

საჩივრის ნომერი - 45223/05      PDF

მოპასუხე სახელმწიფო - საფრანგეთი

გადაწყვეტილების მიღების თარღი - 20.9.2007

შედეგი: ნაწილობრივ დაუშვებელი,

არ დარღვეულა მე-3 მუხლი,

არ დარღვეულა მე-4 დამატებითი ოქმის მე-4 მუხლი

 

საკვანძო სიტყვები:

(მუხლი 35-ე) დასაშვებობის კრიტერიუმი

(მუხლი 35-1) შიდა სამართლებრივი საშუალებების ამოწურვა

(მუხლი 351) ეფექტიანი შიდა სამართლებრივი საშუალებები

(მუხლი 35-3) Ratione materiae

(მე-7 დამატებითი ოქმი მუხლი 1-ლი) უცხოელთა გაძევებათან დაკავშირებული პროცედურული გარანტიები

(მე-7 დამატებითი ოქმი მუხლი 1-ლი-1) უცხოელთა გაძევება

(მე-7 დამატებითი ოქმი მუხლი 1-ლი-1) კანონიერად მცხოვრები

(მე-4 დამატებითი ოქმი მუხლი მე-4) უცხოელთა კოლექტიური გაძევების აკრძალვა-ზოგადად

(მუხლი მე-3) წამების აკრძალვა

(მუხლი მე-3) დამამცირებელი მოპყრობა

(მუხლი მე-3) არაადამიანური მოპყრობა

(მუხლი მე-6) სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება

(მუხლი მე-6-1) სამოქალაქო უფლებები და ვალდებულებები

(მუხლი მე-6-1) სისხლის სამართლებრივი ბრალდებები

 

© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012 წელი.თარგმანი მომზადებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მიზნობრივი ფონდის მიერ (www.coe.int/humanrightstrustfund). თარგმანი არ ავალდებულებს სასამართლოს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ სრული მითითება საავტორო უფლების შესახებ დოკუმენტის ბოლოს.

© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012 [or subsequent year]. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (www.coe.int/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.

© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012 [ou année suivante]. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (www.coe.int/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.

 

საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე #100

აგვისტო-სექტემბერი 2007

სულთანი (Sultani) საფრანგეთის წინააღმდეგ - 45223/05

გადაწყვეტილება 20.9.2007 [III სექცია] 

მე-3 მუხლი

გაძევება

ავღანეთში დეპორტაციის რისკი: დეპორტაცია არ გაუტოლდებოდა დარღვევას 

35-ე მუხლი

მუხლი 35.1

სამართლებრივი დაცვის შიდასახელმწიფოებრივი საშუალებების ამოწურვა

სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი შიდასახელმწიფოებრივი საშუალებები

დეპორტაციის შესახებ გადაწყვეტილება, როდესაც არსებობდა მე-3 მუხლით გათვალისწინებული მოპყრობის რისკი - სამართლებრივი დაცვის საშუალება შემაჩერებელი ეფექტის გარეშე: პირველადი პრეტენზია არ დაკმაყოფილდა 

მე-4 დამატებით ოქმის მე-4 მუხლი

უცხოელთა კოლექტიური გაძევების აკრძალვა

არალეგალური მიგრანტებისთვის განკუთვნილი კოლექტიური რეისით დეპორტაციის რისკი: დეპორტაცია არ გაუტოლდებოდა დარღვევას

 

ფაქტები: განმცხადებელი, ეთნიკურად ტაჯიკი ავღანეთის მოქალაქეა. მისი მამა ავღანეთში კომუნისტური პარტიის წარმომადგენელი იყო. კომუნისტური რეჟიმის დამხობის შემდეგ ტაჯიკების ჩართულობა მსგავს საქმიანობაში განიხილებოდა როგორც სახელმწიფოს ღალატი. კერძოდ კი, განმცხადებლის ოჯახის მიმართ ყოფილი სამხედრო მეთაური ავლენდა მტრულ დამოკიდებულებას, ეს ადამიანი გახდა გამოჩენილი ადგილობრივი მოღვაწე და მიითვისა ოჯახის ქონება. განმცხადებლის ოჯახის სახლი ყუმბარებით თავდასხმის ობიექტი გახდა, რის შედეგად განმცხადებელი დაიჭრა თავსა და ნეკნში. განმცხადებელმა და მისმა ოჯახმა დატოვეს ავღანეთი და გადავიდნენ პაკისტანში. განმცხადებელმა განაცხადა, რომ ის შევიდა საფრანგეთში 2002 წლის ბოლოს. მან თავშესაფრის უფლება მოითხოვა 2003 წლის მარტში. ლტოლვილთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა დაცვის ფრანგულმა სააგენტომ (OFPRA) არ დააკმაყოფილა განცხადება და ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა ლტოლვილთა სააპელაციო საბჭომ. 2004 წლის ივლისში განმცხადებელს მიუთითეს, დაეტოვებინა საფრანგეთის ტერიტორია. მისი ოჯახი პაკისტანიდან მათ მშობლიურ სოფელში დაბრუნდა, მაგრამ განმცხადებლის ინფორმაციით, კვლავ იძულებული გახდნენ, გაქცეულიყვნენ.

2005 წლის 14 დეკემბერს განმცხადებელი დააკავეს პარიზში ავღანეთის სხვა მოქალაქეებთან ერთად. მან განაცხადა, რომ საფრანგეთის პოლიციამ განახორციელა მიზანმიმართული დაკავება დაკავებულთა მოქალაქეობის საფუძველზე და მათი დეპორტირებისთვის „ჯგუფური რეისის“ ორგანიზების მიზნით. იმავე დღეს, გაიცა ბრძანება განმცხადებლის ავღანეთში გაგზავნის თაობაზე, ადმინისტრაციული პატიმრობის ბრძანებასთან ერთად. მან მიმართა პარიზის ადმინისტრაციულ სასამართლოს ამ გადაწყვეტილებების გასაუქმებლად; მისი განცხადება არ დაკმაყოფილდა 2005 წლის 17 დეკემბერს. განმცხადებელმა სააპელაციო საჩივარი წარადგინა. 16 დეკემბერს სახელმწიფო ორგანოებმა მიიღეს გადაწყვეტილება მისთვის დარჩენის ნებართვაზე უარის შესახებ. 19 დეკემბერს განმცხადებელმა [ადამიანის უფლებათა ევროპულ] სასამართლოს წარუდგინა განაცხადი, სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლის საფუძველზე მოქმედების მოთხოვნით. მეორე დღესვე, 39-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შესაბამისი პალატის პრეზიდენტმა მითითება მისცა საფრანგეთის მთავრობას იმის თაობაზე, რომ სასურველი იყო თავი შეეკავებინათ განმცხადებლის ავღანეთში გაგზავნისგან. ჯგუფმა დატოვა საფრანგეთი 20 დეკემბერს, განმცხადებლის გარეშე. განმცხადებელი გაათავისუფლეს. 2006 წლის 5 იანვარს სასამართლომ გააგრძელა 39-ე მუხლის საფუძველზე მოთხოვნილი დროებითი ღონისძიება შემდგომ შეტყობინებამდე. მომდევნო დღეს საფრანგეთის შესაბამისმა ორგანოებმა განმცხადებელი ინტერვიუზე დაიბარეს მისი ადმინისტრაციული მდგომარეობის გასარკვევად მისი ქვეყნიდან გამგზავრების აღსრულების მიზნებისთვის. განმცხადებელმა წარადგინა მეორე განცხადება თავშესაფრის მოთხოვნით, რომელიც არ დაკმაყოფილდა დაჩქარებული წესით. მან საჩივრით მიმართა ლტოლვილთა საბჭოს. ადმინისტრაციული სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დარჩა აპელაციის შემდეგ.

კანონი: მე-3 მუხლი - სამართლებრივი დაცვის შიდასახელმწიფოებრივი საშუალებების ამოწურვა: არც აპლიკანტის გამგზავრების გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შეახებ ადმინისტრაციული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრის წარდგენას და არც ლტოლვილთა სააპელაციო საბჭოსთვის საჩივრით მიმართვას ჰქონდა შემაჩერებელი ეფექტი. მაშინ როდესაც განმცხადებელი ჩიოდა, რომ ქვეყნიდან გაყვანა მას მე-3 მუხლის საწინააღმდეგო მოპყრობის საფრთხის წინაშე დააყენებდა, გასაჩივრების პროცედურა, შემაჩერებელი ეფექტის გარეშე არ იყო „ეფექტური“ კონვენციის 35-ე მუხლის 1-ელი ნაწილის მიზნებისთვის. შესაბამისად, პირველადი პრეტენზია არ დაკმაყოფილდა.

ქვეყნიდან გაყვანის პროცედურა: განმცხადებლის არგუმენტები სიღრმისეულად შეისწავლა ლტოლვილთა სააგენტოებმა და ადმინისტრაციულმა სასამართლოებმა. რაც შეეხება რისკს, რომლის წინაშეც ის აღმოჩნდებოდა ავღანეთში დაბრუნების შემთხვევაში, განმცხადებელმა მხოლოდ ქვეყანაში არსებული ზოგადად ძალადობრივი მდგომარეობის დემონსტრირება შეძლო, კონკრეტულად იმაზე მითითების გარეშე უშუალოდ მას რა ფარგლებში ემუქრებოდა რეპრესიის რისკი.

დადგენილება: დარღვევას არ ექნებოდა ადგილი თუკი დეპორტაციის გადაწყვეტილება აღსრულდებოდა.

მე-4 დამატებითი ოქმის მე-4 მუხლი - ის ფაქტი, რომ განმცხადებლის დეპორტაცია არ მოხდა 2005 წლის 20 დეკემბერს ‘კოლექტიური რეისით’ სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლის საფუძველზე სასამართლოს მიერ მითითებული დროებითი ღონისძიების შედეგი იყო. შესაბამისად, მოპასუხე სახელმწიფო არასწორად ამტკიცებდა იმას, რომ საჩივარი მე-4 დამატებითი ოქმის მე-4 მუხლის თანახმად მოკლებული იყო საფუძველს.

განმცხადებელმა საფრანგეთის სახელმწიფო ორგანოებს ორი განცხადება წარუდგინა თავშესაფრის მოთხოვნით, რომლებშიც ჰქონდა მას შესაძლებლობა, წარმოედგინა თავისი არგუმენტები, თუ რატომ არ უნდა მომხდარიყო მისი დეპორტაცია ავღანეთში. ეროვნულმა სახელმწიფო ორგანოებმა გაითვალისწინა ავღანეთში არსებული ზოგადი მდგომარეობა და განმცხადებლის ჩვენებები მისი პირადი მდგომარეობისა და იმ რისკის შესახებ, რაც მის მიმართ იარსებებდა მის სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში. შესაბამისად, განმცხადებლის ინდივიდუალური მდგომარეობა შესწავლილი იქნა და ამან წარმოაჩინა მისი დეპორტაციისთვის საკმარისი დასაბუთება.

დადგენილება: დარღვევას არ ექნებოდა ადგილი თუკი დეპორტაციის გადაწყვეტილება აღსრულდებოდა.