ტატიშვილი რუსეთის წინააღმდეგ

Tatishvili v. Russia

საჩივრის ნომერი - 1509/02     PDF

მოპასუხე სახელმწიფო - რუსეთი

გადაწყვეტილები სმიღების თარიღი - 22/2/2007

შედეგი: დაირღვა კონვენციის მე-6 (1) მუხლი,

დაირღვა მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი

 

საკვანძო სიტყვები:

(მე-4 ოქმის მე-2 მუხლი) გადაადგილების თავისუფლება -ზოგადად

(მე-4 ოქმის მე-2-1) საცხოვრებლის არჩევის თავისუფლება

(მე-4 ოქმის მე-2-3) ჩარევა

(მე-4 ოქმის მე-2-1) კანონიერად ყოფნა სახელმწიფოს ტერიტორიაზე

(მე-4 ოქმის მე-2-3) კანონით გათვალისწინებული

(მუხლი მე-6) სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება

(მუხლი მე-6) სამოქალაქო სამართაწარმოება

(მუხლი მე-6-1) სამართლიანი განხილვა

(მუხლი 41-ე) სამართლიანი დაკმაყოფილება-ზოგადად

 

© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012 წელი.თარგმანი მომზადებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მიზნობრივი ფონდის მიერ (www.coe.int/humanrightstrustfund). თარგმანი არ ავალდებულებს სასამართლოს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ სრული მითითება საავტორო უფლების შესახებ დოკუმენტის ბოლოს.

© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012 [or subsequent year]. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (www.coe.int/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.

© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012 [ou année suivante]. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (www.coe.int/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.

 

საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე #94

თებერვალი 2007

 

ტატიშვილი (Tatishvili) რუსეთის წინააღმდეგ - 1509/02

გადაწყვეტილება 22.2.2007 

მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი

მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლის 1-ლი პარაგრაფი

საცხოვრებელი ადგილის არჩევის თავისუფლება

განმცხადებლის მის საცხოვრებელ მისამართზე რეგისტრაციაზე სახელმწიფო ორგანოების უარი: დარღვევა 

მე-6 მუხლი

სამოქალაქო სამართალწარმოება

მუხლი 6.1

სამართლიანი სასამართლო განხილვა

ეროვნული სასამართლოების მიერ მათი გადაწყვეტილებების დაუსაბუთებლობა: დარღვევა

 

ფაქტები: განმცხადებელი დაიბადა საქართველოში, იყო ყოფილი სსრკ-ს მოქალაქე 2000 წლის 31 დეკემბრამდე, როდესაც ის გახდა მოქალაქეობის არმქონე პირი. ის მოსკოვში ცხოვრობდა განაცხადის განხილვის მომენტისთვის. 1990-იან წლებში მიღებული კანონმდებლობისა და რეგულაციების თანახმად რუსეთში მაცხოვრებელ პირებს ე.წ. „პროპისკის“ (შიდა რეგისტრაცია) სისტემის შესაბამისად ქონდათ ზოგადი მოვალეობა, დარეგისტრირებულიყვნენ ნებისმიერ ადგილას, სადაც ისინი ათ დღეზე მეტი ვადით დარჩენას გეგმავდნენ. დაურეგისტრირებლობას შეიძლება მოყოლოდა დაჯარიმება და სოციალური უფლებებით სარგებლობის შესაძლებლობის დაკარგვა, როგორებიც იყო სამედიცინო დახმარება, სოციალური უზრუნველყოფა ან ასაკობრივი პენსია. თუმცა, 1998 წელს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ნათელი გახდა, რომ რეგისტრაცია იყო წმინდა ფორმალური პროცესი და პირადობის დამადასტურებელი და შერჩეულ ადგილას ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის საფუძველზე მარეგისტრირებელი ვალდებული იყო, მითითებულ მისამართზე რეგისტრაციაში გაეტარებინა შესაბამისი პირი. 2000 წლის 25 დეკემბერს განმცხადებელმა მიმართა საპასპორტო ორგანოებს და მოითხოვა მოსკოვში მდებარე ბინის მის საცხოვრებელ ადგილად რეგისტრაცია, მაგრამ მას უპასუხეს, რომ ეს მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდებოდა. მან გაასაჩივრა გადაწყვეტილება რაიონულ სასამართლოში, რომელმაც არ დააკმაყოფილა საჩივარი იმ საფუძვლით, რომ ის არ იყო ბინის მესაკუთრესთან დაკავშირებული პირი და შესაბამისად არ ქონდა უფლება, განეგრძო ბინის დაკავება მრავალბინიანი საცხოვრებლის ხელშეკრულებების მარეგულირებელი კანონის თანახმად და უფრო მეტიც, მას უნდა ჰქონოდა ვიზა რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული ხელშეკრულების მოთხოვნებიდან გამომდინარე. მან სააპელაციო საჩივრით მიმართა ქალაქის სასამართლოს, ამტკიცებდა რა, რომ ის არასდროს ყოფილა საქართველოს მოქალაქე, შესაბამისად, ვიზის მოთხოვნა მასთან მიმართებით შეუსაბამო იყო და რომ ნებისმიერ შემთხვევაში ბინადრობის რეგულაციები რუსეთის ფედერაციაში კანონიერად მცხოვრებ ყველა პირზე თანაბრად ვრცელდებოდა, მიუხედავად მათი მოქალაქეობისა. სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა რაიონული სასამართლოს დადგენილება, განმცხადებლის მიერ მოყვანილ არგუმენტებზე მსჯელობის გარეშე.

კანონმდებლობა: მე-4 დამატებით ოქმის მე-2 მუხლი - მოპასუხე სახელმწიფოს მტკიცება იმის შესახებ, რომ განმცხადებელი „კანონიერად არ იმყოფებოდა სახელმწიფოს ტერიტორიაზე“ არ ქონდა რაიმე სამართლებრივი ან ფაქტობრივი საფუძველი, ვინიდან საქმის განხილვის მომენტში განმცხადებელი იყო „ყოფილი სსრკ-ს მოქალაქე“, არ იყო საქართველოს მოქალაქე ან მოქალაქეობის არ მქონე პირი და, შესაბამისად, არ სჭირდებოდა ვიზა ან ბინადრობის ნებართვა: [მუხლის] მოქმედება ვრცელდება

სახელმწიფო ორგანოების უარი, დაედასტურებინათ კონკრეტულ მისამართზე მისი ცხოვრების ფაქტი უტოლდება ჩარევას, რადგანაც ამით მას შეეზღუდა მთელი რიგი ძირითადი სოციალური უფლებებით სარგებლობა და ამავდროულად დაექვემდებარა ადმინისტრაციულ სახდელებს და ჯარიმას. მოპასუხე სახელმწიფომ ჩარევის გასამართლებლად ერთადერთი არგუმენტი წარმოადგინა, განმცხადებლის უკანონო ცხოვრება რუსეთში, მაგრამ სასამართლომ უკვე უარყო ეს არგუმენტი დასაშვებობასთან მიმართებით. ამასთან მიმართებით ასევე აღინიშნა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ავტორიტეტული გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია დაადასტუროს მომმართველის განზრახვა, ცხოვრობდეს კონკრეტულ მისამართზე და რომ ამ ორგანოს არ გააჩნია დისკრეცია, გადაამოწმოს წარმოდგენილი დოკუმენტების ავთენტურობა ან მათი შესაბამისობა კანონთან, ასევე უგულებელყოფილი იქნა ეროვნული სახელმწიფო ორგანოების მიერ განმცხადებლის საქმეზე. შესაბამისად, ჩარევა არ იყო „კანონის შესაბამისი“.

დადგენილება: დარღვევა (ერთხმად).

მუხლი 6.1 – რაიონულმა სასამართლომ ვერ წარმოადგინა მიზეზები, თუ რატომ დაადგინა, რომ განმცხადებელსა და ბინის მესაკუთრეს შორის არსებობდა დავა, ან რომ მუნიციპალური საცხოვრებლის მარეგულირებელი ნორმები შესაბამისი კოდექსებიდან უნდა გავრცელებულიყო განმცხადებელზე. უფრო მეტიც, სასამართლო დაეყრდნო საპასპორტო ორგანოს განაცხადს იმის შესახებ რომ განმცხადებელს მოეთხოვებოდა ვიზა, იმის გადამოწმების გარეშე, მართლაც არსებობდა თუ არა რუსეთსა და საქართველოს შორის მითითებული საერთაშორისო შეთანხმება ან იმ მიზეზების გასარკვევად, რომლის საფუძველზეც გამოითქვა ვარაუდი, რომ განმცხადებელი საქართველოს მოქალაქე იყო. რაიონული სასამართლოს დასაბუთების არაადეკვატურობა არ გამოუსწორებია საქალაქო სასამართლოს, რომელმაც განმცხადებლის სააპელაციო საჩივარში წარმოდგენილი არგუმენტების განხილვის გარეშე მარტივად გაიზიარა ქვედა ინსტანციის მიგნებები შეჯამების სახით. შესაბამისად, სამართლიანი სასამართლოს მოთხოვნები არ შესრულდა.

დადგენილება: დარღვევა (ერთხმად).

41-ე მუხლი - 15 ევრო მატერიალური, ხოლო 3 000 ევრო არამატერიალური ზიანისთვის.