ტარანტინო და სხვები იტალიის წინააღმდეგ

Tarantino and others v. Italy

საჩივრის ნომერი: 25851/09, 29284/09, 64090/09    PDF  summary

მოპასუხე სახელმწიფო: იტალია

გადაწყვეტილების მიღების თარიღი: 2.4.2013

შედეგი: დანარჩენი დაუშვებელია

1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი არ დარღვეულა - განათლების უფლება [ზოგადი] (1-ლი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი - განათლების უფლება)

განსხვავებული აზრი: კი

 

საკვანძო სიტყვები:

(მუხლი 35) დასაშვებობის კრიტერიუმი

(მუხლი 35.1) შიდასამართლებრივი საშუალებების ამოწურვა

(მუხლი 35.1) ეფექტური შიდასამართლებრივი დაცვის საშუალება

(1-ლი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი) განათლების უფლება [ზოგადი]

(1-ლი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი) განათლების უფლება

განჭვრეტადობა

შეფასების ზღვარი

პროპორციულობა

 

© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2013.

წინამდებარე თარგამნი გაკეთდა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების ნდობის ფონდის მხარდაჭერით (www.coe.int/humanrightstrustfund). თარგმანი სასამართლოსთვის სავალდებულო ძალის მქონე არაა. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ დოკუმენტის ბოლოში მოცემული შენიშვნა საავტორო უფლებების შესახებ. 

© Council of Europe/European Court of Human Rights, 2013.

This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (www.coe.int/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document. 

© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2013.

La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (www.coe.int/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.

 

საქმეზე ტარანტინო და სხვები იტალიის წინააღმდეგ,

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (მეორე სექცია), კოლეგიის შემდეგი შემადგენლობით:

დანუტ ჯოჩინე, პრეზიდენტი,
გუიდო რაიმონდი,
პირ ლორენცენი,
დრაგოლუბ პოპოვიჩი,
იშილ კარაკასი,
ნებოჟა ვუჩინიჩი,
პაულო პინტო დე ალბუკურკე, მოსამართლეები,
და ფრანსუა ელენ-პასოსი, სექციის რეგისტრატორის მოადგილე ,

ითათბირა 2013 წლის 5 მარტს განმარტოებით და გამოიტანა გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულ იქნა ბოლოს-მითითებულ დღეს:

 

პროცედურა 

1. საქმის საფუძველს წარმოaდგენს სამი საჩივარი (#. 25851/09, 29284/09 და 64090/09) იტალიის რესპუბლიკის წინააღმდეგ, რომელიც წარდგენილ იქნა სასამართლოში ადამიანის უფლებათა და ფუნდამენტურ თავისუფლებათა ევროპული კონვენციის (”კონვენცია”) 34-ე მუხლის საფუძველზე 2009 წლის 18 მაისს, 2 და 16 ნოემბერს ქ-ნი კლაუდია ტარანტინოს, ბ-ნი ჯუზეპე რეიტანოს, ქ-ნი ლორა აზიზის, ბ-ნი მაურიციო ბრანკადორის, ბ-ნი მასიმო კროციას, ბ-ნი მასიმო ფილეტის, ბ-ნი პასკუალ ლა მეალის და ბ-ნი კარმელო მარკუციოს („მომჩივნები“) მიერ.

2. მომჩივნები წარმოდგენილნი იყვნენ ბ-ნი გ. ლიპარის, ადვოკატი რომელიც იურიდიულ პრაქტიკას ახორციელებს მისილმერში. იტალიის მთავრობის („მთავრობა“) ინტერესებს იცავდა მათი აგენტი ქ-ნი პ. აკარდო.

3. მომჩივნები დაობდნენ მათი განათლების უფლებების დარღვევაზე, ისე როგორც ეს გარანტირებულია კონვენციის დამატებითი ოქმი #1 ის მე-2-ე მუხლის მიხედვით. კონკრეტულად კი ისინი დაობდნენ, რომ #127/1997კანონის მიერ numerus clausus -ის პრინციპის მიზანი არ იყო კანონიერი და ის არ წარმოადგენდა პროპორციულ ღონისძიებას.

4. 2011 წლის 21 ივნისს საჩივრები გაერთიანდა და გადაეცა სახელმწიფოს. ამავე დროს გადაწყვეტილება იქნა მიღებული როგორც საქმის დასაშვებობაზე და ამავე დროს საჩივრის მოთხოვნის არსებით მხარზე. (მუხლი 29 § 1).

 

ფაქტები

I.  საქმის გარემოებები

5.  ყველა მომჩივნები არიან იტალიის მოქალაქეები. შესაბამისი ინფორმაცია ხელმისაწვდომია დანართში ცხრილის სახით.

ა.  საქმის მიმოხილვა

1.  პირველი მომჩივანი, ქ-ნი ტარანტინო

6. 2007 წლის 4 სექტემბერს ქ-ნი ტარანტინო ჩაიჭრა პალერმოს სამედიცინო ფაკულტეტის მისაღებ გამოცდებში. 2007 წელს ორი ათასი სტუდენტი აბარებდა ამ გამოცდას და სულ ორას ათი ადგილი იყო ფაკულტეტეზე. ის განმეორებით ჩაიჭრა მისაღებ გამოცდებში 2008 და 2009 წლებში.

7. 2007 წლის 14 დეკემბერს პირველმა მომჩივანმა და სხვა სტუდენტებმა საჩივრით მიმართეს რესპუბლიკის პრეზიდენტს და განაცხადეს რომ კანონი #264/1999, და კონკრეტულად კი ორი სავალდებულო კრიტერიუმი რომელსაც სამინისტრო იყენებდა თითოეული უნივერსიტეტის შესაბამის ფაკულტეტზე დასაშვებ სტუდენტთა რაოდენობის დასადგენად (იხილეთ პუნქტი 17 ქვემოთ), არ იყო შესაბამისობაში ევროპის ეკონომიკური კავშირის შემქმნელი ხელშეკრულების მუხლი 3(2)(გ) და (ზ)-თან, პროფესიული კვალიფიკაციის აღიარების შესახებ დირექტივა 2005/36/CE-თან, ევროპის კავშირის ფუნდამენტური უფლებების შესახებ ქარტიის მე-15-ე მუხლთან, ევროპის კავშირის ხელშეკრულების მუხლი 6 § 2-თან, თანასწორობის პრინციპთან და კონვენციის დამატებითი ოქმის #1-ის მე-2- მუხლთან. მან დამატებით გაასაჩივრა სახელმწიფოს გადაწყვეტილება მსგავსი შეზღუდვების დაწესების თაობაზე კერძო უნივერსიტეტებში და მისაღები გამოცდის ადექვატურობა. პირველმა მომჩივანმა ასევე ითხოვა დროებითი ჩარიცხვა უნივერსიტეტში გარკვეული პირობებით.

8. 2008 წლის 2 ივლისის ბრძანებულებით უმაღელსმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ (Consiglio di Stato) არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა დროებითი ღონისძიების შესახებ.

9. 2008 წლის 23 სექტემბერს პირველმა მომჩივანმა დამატებითი განცხადება წარმოადგინა და გაიმეორა მისი მოთხოვნა რომ მისი საკითხი განსახილველად გადაცემული ყოფილიყო ევროპულ თანამეგობრობათა სასამართლოზე პირველადი გადაწყვეტილებისთვის. მისი მოთხოვნა გადაეგზავნა უმაღლეს ადმინისტრაციულ სასამართლოს 2008 წლის ოქტომბერში.

10. 2009 წლის 28 აპრილის ბრძანებულებით, რომელიც მიღებულ იქნა უმაღლესი ადმინისტრაციული სასამართლოს სარეკომენდაციო გადაწყვეტილების საფუძველზე, 2008 წლის 12 ნოემბერს (#2256) და გაეგზავნა პირველ მომჩივანს 2009 წლის 14 მაისს, რესპუბლიკის პრეზიდენტმა არ დააკმაყოფილა საჩივარი. ბრძანებაში აღნიშნული იყო რომ უნივერსიტეტების ადამიანური და მატერიალური რესურსების გათვალისწინებით, მიღებაზე დაწესებული შეზღუდვები საშუალებას აძლევს მხოლოდ ყველაზე წარმატებულ სტუდენტებს ჩაირიცხონ უნივერსიტეტებში, რაც გონივრული და ევრო კავშირის დებულებებთან შესაბამისია. უფრო მეტიც, ვინაიდან საზოგადოების მოთხოვნა კვალიფიციურ ექიმებზე გაიზარდა, სამედიცინო ფაკულტეტეზე მიღება 2008–09 წლებში გაიზარდა 10–20%–ით. დოკუმენტში აღნიშნულია რომ პროფესიული გამოცდა, მას შემდეგ რაც პირი მიიღებს ხარისხს, არ არის აკადემიური ტიტული არამედ სახელმწიფო გამოცდა რომელიც ქვეყნების უმეტესობაში ტარდება. ბრალდება მისაღები გამოცდის შინაარსის არადექვატურობის ტაობაზე არ იქნა გაზიარებული.

2. დარჩენილი შვიდი მომჩივანი

11. დარჩენილი შვიდი მომჩივანი უკვე რამოდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა ან ჯერ კიდევ მუშაობს სტომატაოლოგიურ ტექნიკად ან ჰიგიენის მუშაკად.

12. 2009 წლის 4 სექტემბერს, მიუხედავად მათი შესაბამისი პროფესიული გამოცდილებისა, ამ შვიდმა მომჩივანმა ვერ ჩააბარა მისაღები გამოცდა სტომატოლოგიურ ფაკულტეტეზე. ყველა ადრინდელი და მომდევნო მცდელობა მისაღები გამოცდის ჩაბარების უშედეგოდ დასრულდა.

13. ბ–ნ მარკუციოს (შემდგომში „მერვე მომჩივანი“) 1999/2000 აკადემიურ წელიწადს ჩააბარა მისაღები გამოცდა. მაგრამ, რვა თანმიმდევრული წლის განმავლობაში მან ვერცერთი გამოცდის ჩაბარება ვერ შეძლო სერიოზული ოჯახური პრობლემების გამო. (როგორც ეს უნივერსიტეტის შესაბამისი წესებით არის დადგენილი, მუხლი 149; ბრძანება # 1592/1933), და მან დაკარგა სტუდენტის სტატუსი 2009 წლის ივლისში.

14. ამ მომჩივნებმა დაადასტურეს, რომ მათ არ გამოუყენებიათ ეროვნულ დონეზე ხელმისაწვდომი ყველა საშუალება, ვინაიდან მათი აზრით ეს მაინც არაეფქტური იქნებოდა. უმაღლესი ადმინისტრაციული სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის მიხედვით უნივერსიტეტებში შეზღუდული დაშვება შესაბამისობაშია კონსტიტუციასთან და ევრო კავშირის სამართალთან (იხილეთ, სხვა გადაწყვეტილებებთან ერთად ზემოთ ხსენებული სარეკომენდაციო გადაწყვეტილება მიღებული 2008 წლის 12 ნოემბერს). მერვე მომჩივანი ასევე დაობდა რომ უმაღლესი ადმინისტრაციული სასამართლო ყოველთვის აცხადებდა რომ სუბიექტური მიზეზები, ისეთი როგორიცაა ოჯახური პრობლემები (როგორც ამ საქმეშია), ვერ იქნება მიჩნეული სწავლის გაგრძელების წესიდან გამონაკლისად. შედეგად მისი საჩივარი ვერ იქნებოდა წარმატებული.

 

II.  შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობა და პრაქტიკა

ა. კანონი # 127/1997

15. კანონი #. 127/1997, რომელიც არისკანონის #341/1990 შეცვლილი ნაწილი 9(4), პირველად ადგენს, numerus clausus (შეზღუდული ხელმისაწვდომობის) როგორც საჯარო ისე კერძო უნივერსიტეტებში იტალიაში. კანონის ნაწილი 17(116) ადგენს რომ უნივერსიტეტების, მეცნიერების და ტექნოლოგიური კვლევების სამინისტრომ უნდა დაადგინოს ეს შეზღუდვები. მაგრამ კანონი არ ადგენს და არ განსაზღვრავს ნათელ კრიტერიუმებს თუ რომელი ფაკულტეტები ექვემდებარება შეზღუდვას, რამდენია ხელმისაწვდომი ადგილები ან შერჩევის რა კრიტერიუმები არსებობს.

16. 1998 წლის 27 ნოემბერს (გადაწყვეტილება. 383/1998), საკონსტიტუციო სასამართლოს ეთხოვა გადაემოწმებინა კანონი # 127/1997–ის ნაწილი 17(116) კონსტიტუციურობის საკითხი, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ დადებითად გადაწყვიტა. სასამართლომ გადაწყვიტა რომ ის დისკრეცია, რომელიც გააჩნდა უნივერსიტეტების და კვლევების სამინისტროს არ იყო წარმოსახვითი ვინაიდან სამინიტრო ვალდებულია იმოქმედოს დადგენილი სამართლებრივი ჩარჩოს ფარგლებში. ამასთან დაკავშირებით, ეროვნული კანონმდებლობის არ არსებობის შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო მითითებას გააკეთებდა ევრო კავშირის შესაბამის დირექტივასთან, რომელიც ეხება ადექვატურ სტანდარტულ განათლებას. სასამართლომ დამატებით აღნიშნა რომ ამ საკითხზე გადაწყვეტილება უნდა მიეღო პარლამენტს.

17. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ, კანონი #. 264/1999 შევიდა ძალაში. ამ კანონით დადგინდა, რომ უნივერსიტეტებისა და კვლევების სამინისტრო განსაზღვრავს სამედიცინო, ვეტერინარული მედიცინის, სტომატოლოგიურ, არქიტექტურულ და სამეანო ფაკულეტეტბზე მისაღებ ქვოტებს ორი სავალდებულო კრიტერიუმის საფუძველზე: უნივერსიტეტის სიდიდე და რესურსების პოტენციალი და საზოგადოების საჭიროება კონკრეტული პროფესიის მიმართ (fabbisogno di professionalità del sistema sociale e produttivo). შეფასების საფუძველზე. სამინისტრო დაადგენს სტუდენტების რაოდენობას, რომლებიც იქნებიან დაშვებულნი მისაღები გამოცდის შედეგად თითოეული უნივერსიტეტის შესაბამის ფაკულტეტებზე.

18. 2009 წლის 21 აპრილს ანტისატრასტო ორგანომ (“AA”) გამოსცა რეკომენდაცია სტომატოლოგიურ ფაკულტეტებზე მიღების კრიტერიუმის შესახებ. AA–მ აღნიშნა რომ: (ა) პრაქტიკაში, კანონით დადგენილი ორი კრიტერიუმი გამოყენებულ იქნა უნივერსიტეტებისა და კვლევების სამინისტროს და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი დაკვირვებების საფუძველზე; და (ბ) ნებისმიერი მონაცემები, რომელიც განხილული იქნება ექსპერტთა ჯგუფის მიერ, რომლის შემადგენლობაშიც შედიან, inter alia, ექიმთა ეროვნული ფედერაციის და ექიმების და სტომატოლოგების პალატის წარმომადგენლები.

19.  AA–ს მოსაზრებით, იტალიის მთავრობა მოქმედებდა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების (ზემოთ ხსენებული #383/1998) და ევროკავშირის კანონმდებლობის საპირისპიროდ, ვინაიდან კანონი ითვალისწინებდა არა მარტო საგნმანათლებლო სტანდარტებს არამედ პროფესიისადმი მოთხოვნას. იმის გათვალისწინებით რომ შეფასება გაკეთებული იყო მხოლოდ ეროვნული ჯანდაცვის სისტემის პროფესიული მოთხოვნის მიხედვით, AA–მ დაასკვნა რომ სტომატოლოგიურ ფაკულტეტზე შეზღუდული დაშვება იწვევს არაგონივრულ შეზღუდვას პროფესიული მომსახურების კონკურენციაში. მართლაც, მხოლოდ საზოგადოებრივი მოთხოვნის გათვალისწინებით და კერძო მოთხოვნის გამოკლებით, სტომატოლოგთა რაოდენობა ხელოვნურად შემცირდა და სტომატოლოგიური მომსახურების საფასური მნიშვნელოვნად გაიზარდა. უფრო მეტიც, AA–მ უარყოფითად შეაფასა პროფესიული ასოციაციების მონაწილეობა ზემოთ ხსენებულ ექსპერთა გუნდში, ვინაიდან მათ გადაწყვეტილებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მათი ინტერესები.

20.  ისაღებ გამოცდაზე კანდიდატმა უნდა ჩააბაროს ტესტური გამოცდა, რომელიც ოთხმოცი შეკითხვისგან შედგება ისეთ ზოგად საკითხებზე, როგორიცაა (მათ შორის საერთაშორისო გეოგრაფია და ისტორია), ბიოლოგია, ქიმია, მათემატიკა და ფიზიკა. გამოცდა კოლეჯის სილაბუსის საფუძველზე გამიზნულია რომ ამოწმებდეს კანდიდატის უნარებს იმ ფაკულტეტის მიხედვით რომელზეც ის აბარებს.

ბ. კანონი

21. შესაბამისმა ეროვნულმა სასამართლოებმა დაადგინეს რომ numerus clausus-სი და იტალიის სამართლებრივ სისტემაში მისი გამოყენება შესაბამისობაში იყო როგორც კონსტიტუციასთან ისე ევრო კავშირის კანონმდებლობასთან. ამ გადაწყვეტილებებს შორისაა, inter alia: უმაღლესი ადმინისტრაციული სასამართლოს გადაწყვეტილება # 1931 მიღებული 29 აპრილს 2008, #. 5418 მიღებული 24 ივნისს 2008, და #. 5542 მიღებული 6 ივნისს 2008; ფლორენციის ტოსკანის ადმინისტრაციული ტრიბუნალის 2007 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება #197; ნეაპოლის ადმინისტრაციული ტრიბუნალის 2008 წლის გადაწყვეტილება #4559; ფლორენციის ტოსკანის ადმინისტრაციული ტრიბუნალის გადაწყვეტილება #1931 მიღებული 17 აპრილს 2008; ტრენტის ადმინისტრაციული ტრიბუნალის გადაწყვეტილება #145 მიღებული 11 ივნისი 2008; და უმაღლესი ადმინისტრაციული სასამართლოს გადაწყვეტილება #1631 მიღებული 15 აპრილს 2010.

კონკრეტული პროფესიისადმი საზოგადოების საჭიროების კრიტერიუმი არ უნდა იყოს შეზღუდული ტერიტორიის ფარგლებში - გარდა ევროპული საზოგადოების არსებული და უახლოესი მომავლის მოთხოვნისა - უზენასმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ დაადგინა მის გადაწყვეტილებაში #1931, რომელიც 2008 წლის 29 აპრილს იყო მიღებული, და რომლითაც მნიშვნელოვან, განმსაზღვრელ კრიტერიუმად დადგინდა უნივერსიტეტის რესურსები და შესაძლებლობები რაც იძლევა სწორი სამეცნიერო სწავლების საშუალებას რაც მნიშვნელოვანია ევროკავშირის კანონმდებლობით. როგორც ადრე საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა (გადაწყვეტილება #393 მიღებული 1998 წელს), უმაღლესი განათლების უფლება, ყველაზე წარმატებული სტუდენტებისათვისაც კი დამოკიდებულია ტექნიკურ შესაძლებლობებზე და ადამინურ რესურსებზე, განსაკუთრებით კი ისეთ სფეროებში როგორიცაა მეცნიერება, რომელიც არის როგორც თეორიული ისე პრაქტიკული. მართლაც, ევრო კავშირის კანონმდებლობა არ კრძალავს numerus clausus. ევროპული კანონმდებლობა ადგენს სტატუსის და ხარისხის აღიარებას მინიმალური სასწავლო მოთხოვნის სტანდარტთან შესაბამისად და იძლევა შესაბამისი ცოდნის ფლობის გარანტიას რაც საჭიროა პროფესიული საქმიანობის განხორციელებისათვის. ინდივიდუალურად სახელმწიფოს გადასაწყვეტია ის ინსტრუმენტები, საშუალებები და მეთოდები რომელიც საჭიროა ამ კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შესასრულებლად. კონკრეტული პროფესიის მიმართ საზოგადოების საჭიროების კრიტერიუმი უფრო ნაკლებ წონიანია ვიდრე უნივერსიტეტის შესაძლებლობების და რესურსების კრიტერიუმი და მართლაც მეორეხარისხოვანია. ის ამოქმედდება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, როსესაც ხელმისაწვდომობა ისე იქნება უგულებელყოფილი რომ საჭირო გახდება პროფესიის შეზღუდვა იმისათვის რომ თავიდან იქნას აცილებული ბაზრის გაჟღენთვა. სასამართლომ მიიჩნია რომ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაცია რეგისტრირებული სტუდენტების რაოდენობის შეზღუდვის თაობაზე (რაც წარმოადგენს გადაწყვეტილების საფუძველს 2006-07 წლებში ხელმისაწვდომი ადგილების რაოდენოის თაობაზე) იყო რაოდენობირვი შეზღუდვა და არა საზოგადოების საჭიროებიდან გამომდინარე, და ემყარებოდა საჭიროებას რომ გარკვეული სწავლება გამხდარიყო ევროპული სტანდარტის შესაბამისი. ყოველწლიურად რეგისტრირებულ მსურველთა რაოდენობის თაობაზე ამ კრიტერიუმის შესაბამისობა არ დგინდება და ვინაიდან ევრო კავშირი კანონმდებლობით არ არის დაშვებული შეუზღუდავი და უპირობო ხელმისაწვდომობა სტუდენტებისთვის განათლების მიღებაზე, არ არის საჭირო რომ საკითხი განსახილველად გადაეცეს ევროკავშირის სასამართლოს.

22. 2005 წლის უმაღლესი ადმინისტრაციული სასამართლოს გადაწყვეტილება #1855-ისმიხედვით, რვა წლიანი ვადა რომელიც აღნიშნულია 1933 წლის კანონში #1592 არ არის ვადა რომელიც შეიძლება შეწყდეს, არამედ წარმოადგენს უფლების (კურსებზე დასწრების) ამოწურვის მაქსიმალურ ვადას.

გ. ევრო კავშირის შესაბამისი კანონმდებლობა

23. III კანონის მუხლი 39 (ყოფილი მუხლი 48) ეხება პირების, თავისუფალ გადაადგილებას და სერვისებს სადაც ვკითხულობთ:

“1. თანამეგობრობის შიგნით მუშაკების გადაადგილების თავისუფლება უნდა იყოს დაცული.

2. გადაადგილების ეს თავისუფლება გულისხმობს ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის აღმოფხვრას, რომელიც ემყარება წევრი სახელმწიფოების მუშაკების ეროვნებას ისეთ საკითხებზე როგორიცაა დასაქმება, ანაზღაურება და მუშაობის სხვა პირობები.

3. ის უნდა მოიცავდეს უფლებას, რომელიც შეიძლება გახდეს გარკვეული შეზღუდვების ობიექტი საზოგადოებრივი პოლიტიკის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან საზოგადოებრივი ჯანდაცვის საფუძველზე:

(ა) რეალურად შეთავაზებული დასაქმების მიღება;

(ბ) ამ მიზნით წევრ სახელმწიფოებს შორის თავისუფლად გადაადგილების უფლება;

(გ) წევრ სახელმწიფოში დარჩენა დასაქმების მიზნით იმ დებულებების, კანონის ან ადმინისტრაციული აქტის მიხედვით, რომელიც არეგულირებს იმ სახელმწიფოს მოქალაქეების დასაქმებას;

(დ) წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე დარჩენა მას შემდეგ რაც ამ სახელმწიფში იყო პირი დასაქმებული, იმ პირობებით რომელიც ასახულია კომისიის მიერ შექმნილ მოქმედ რეგულაციაში;

4. ეს დებულებები არ ვრცელდება საჯარო სფეროში დასაქმებაზე.”

24. სხვა მნიშვნელოვანი ევროპული რეგულაციებია: საბჭოს ბრძანებულება 86/457/EEC 1986 წლის 15 სექტემბერი კონკრეტული ტრენინგის შესახებ ზოგადი მედიცინის პრაქტიკაში; საბჭოს ბრძანებულება 93/16/EEC 1993 წლის 5 აპრილი ექიმების თავისუფალი გადაადგილების მხარდაჭერის და მათი დიპლომის, სერტიფიკატის და ფორმალური კვალიფიკაციის ფლობის შესახებ სხვა მტკიცებულების ორმხრივი აღიარების შესახებ; და საბჭოს ბრძანებულება 2005/36/EC 2005 წლის 7 სექტმებრის პროფესიული კვალიფიკაციის აღიარების შესახებ;

 

სამართალი

1. კონვენციის  დამატებით ოქმი #1-ის მე-2-ე მუხლის ნაგულვები დარღვევა

25.  მომჩივნები დაობდნენ მათი განათლების უფლების შელახვის თაობაზე, რომელიც გარანტირებულია დამატებითი ოქმი #1-ის მე-2-ე მუხლით, რომელიც ადგენს:

 „არავის შეიძლება ეთქვას უარი განათლების უფლებზე. ნებისმიერი ფუნქციის განხორციელებისას, რომელსაც სახელმწიფო კისრულობს განათლებასა და სწავლებასთან დაკავშირებით, ის პატივს სცემს მშობელთა უფლებას, უზრუნველყონ თავიანთი რელიგიური და ფილოსოფიური მრწამსის შესაბამისი განათლება და სწავლება“.

26.  სახელმწიფო არ დაეთანხმა ამ არგუმენტს.

...

ბ. საქმის არსებითი მხარე

1. მხარეების განმარტებები

(ა) მომჩივნები

35. მომჩივნები დაობდნენ, რომ შეზღუდვები დაწესებული მათთვის სასურველ ფაკულტეტებზე, კონკრეტულად კი numerus clausus-ის გამოყენების საფუძვლები, ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და ევროკავშირის კანონმდებლობას.

36. ისინი დამატებით აცხადებდნენ, რომ კანონის მიზანი არ იყო კანონიერი და პროპორციული. კონკრეტულად კი, მომავალი პროფერსიონალების შესაბამისი უნარების გარანტირებისას ისინი ასაჩივრებდნენ კანონის #264/1999 მიერ დადგენილ ორ კრიტერიუმს, რომელიც როგორც კერძო ისე საჯარო უნივერსიტეტებზე ვრცელდება. დამატებით ისინი მიიჩნევენ, რომ საზოგადოების საჭიროება ვერ იქნება შეფასებული მხოლოდ საჯარო სექტორის საფუძველზე, განსაკუთრებით კი იმის გათვალისწინებით, რომ პროფესიონალების უმეტესობა განსაკუთრებით კი სტომატოლოგიურ სფეროში, მუშაობდა კერძო სექტორში. ამავე დროს შეფასება იყო ადგილობრივი და არ ითვალისწინებდა იმ შესაძლებლობას რომ ის პირები ვინც იტალიაში სწავლობდნენ შეიძლება სურვილი ჰქონოდათ რომ პრაქტიკა სხვა ქვეყანაში განეხორციელებინათ.

37. მომჩივნები განმარტავდნენ, რომ თითოეულ უნივერსიტეტში ადგილების რაოდენობა დადგენილი იყო უნივერსიტეტების სამინიტროს მიერ რეგიონალურ დონეზე ტერიტორიის საჭიროებიდან გამომდინარე. ბოლო დროს, იტალიის უწყებებმა გაიაზრეს რომ შეზღუდულმა ხელმისაწვდომობამ გამოიწვია პროფესიონალების ნაკლებობა ისე რომ ზოგიერთ რაიონში აცხადებნდნენ რომ მათ ადგილობრივ საავადმყოფოებში მალე აღარ იქნებოდნენ საკმარისი ექიმები და სტომატოლოგები. მათ მაგალითისთვის მოჰყავდათ (პრესის მიერ მოყვანილი მონაცემები) ლომბარდის რეგიონი, რომლის გამოთვლითაც 2015 წლისთვის ის დაკარგავდა მისი სამუშაო ძალის (ექიმების და სტიმატოლოგების) დაახლოებით 40%-ს. რეგიონმა მთავრობას მოსთხოვა რომ გაეუქმებინა არსებული სისტემა შეზღუდული დასაშვებობის, მაგრამ იტალიის ჯანდაცვის სამინიტრომ დაადგინა რომ იტალიაში საჭიროზე უფრო მეტი ექიმი იყო უკვე. მომჩივნებს მიაჩნდათ რომ ბაზრის გადატვირთვის ხარისხი არ იყო ის სამართლებრივი მიზეზი, რომლის გამოც მოხდებოდა ბაზარზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა. მომჩივნები აცხადებდნენ რომ შეზღუდვის რეალური მიზეზი იყო ექიმების და სტომატოლოგების ინტერესების დაცვა ამ სექტორში კონკურენციის შეზღუდვით, მიზანი რომელიც ევრო კავშირის კანონმდებლობასთან წინააღმდეგობაში მოდის. კონკრეტულად კი ისინი ასაჩივრებდნენ ამ შემზღუდავი ღონისძიებების კერძო უნივერსიტეტებში გამოყენებას, რომელიც სხვა მხრივ გაზრდის მიღების მაჩვენებელს სახელმწფოზე დამატებითი ფინანსური ტვირთის დაკისრების გარეშე. შესაბამისად, არსებული სისტემა უზღუდავს მომჩივნებს მათთვის სასურველი განათლების მიღების საშუალებას, როგორც კერძო უნივერსიტეტებში ისე სახელმწიფო საგანმანათლებლო ინსტიტუტში. რაც იწვევს განათლების უფლების შეზღუდვას კანონიერი მიზეზის გარეშე. ამასთან დაკავშირებით მომჩივნებმა აღნიშნეს რომ ბელგიური ლინგვისტიკის საქმეზე (Belgian linguistics case) სასამართლომ დაადგინა რომ სადაო ღონისძიება იყო პროპორციული იმ ფაქტის გათვალისწინებით რომ ის არ უზღუდავდა მომჩივნებს კერძო ფრანგულენოვან სკოლაში ჩარიცხვას ამ რეგიონში (მათ ხარჯზე).

38. მომჩივბნებმა აღნიშნეს, რომ სასამართლოს უნდა შეეფასებინა გამოყენებული სადაო ღონისძიების კონვენციასთან შესაბამისობა და არა საქმის ფაქტები რომელიც ეროვნული სასამართლოების მიერ იქნა გამოკვლეული. მათ მიაჩნიათ, რომ ღონისძიებები, როგორიცაა მისაღები გამოცდის და შეზღუდვის ერთობლივად განხილვა „საზოგადოების მიერ კონკრეტული პროფესიის მიმართ საჭიროების“ (და არა ეგრეთ წოდებული numerus clausus) ფარგლებში არ იყო პროპორციული დასახული მიზნის.

39. ისინი დამატებით დაობდნენ, რომ პროფესიული გამოცდის არსებობა ნიშნავდა ექიმების და სტომატოლოგების ადექვატური მომზადების შემოწმებას მას შემდეგ რაც ისინი მიიღებდნენ უმაღლეს განათლებას და არ იყო საჭირო საუნივერსიტეტო სწავლებამდე შეზღუდვების დაწესება. მისაღები გამოცდა იყო ტესტური შეკითხვები და ეს გამოცდა იყო ადექვატური იმისა რომ შემოწმებულიყო სასწავლო უნარები და არა ბუნებრივი მიდრეკილებები. ისინი აცხადებდნენ, რომ კითხვების ფორმულირებაში იყო შეცდომები, უზუსტობები, მომჩივნების უმეტესობამ მიიღო სასურველი ქულები სხვა დისციპლინებში მაგრამ ვერ ჩაბარება გამოწვეული იყო არასაკმარისი ქულებით, ვინაიდან მაგალითად 2010 წლის მისაღებ გამოცდაზე ერთ ადგილას სამოცდაორი კანდიდატი აბარებდა.

(ბ) სახელმწიფო

40. სახელმწფომ განაცხადა რომ საუნივერსიტეტო სწავლებაზე მისაღებ გამოცდებზე დაწესბული შეზღუდვების პრინციპი არ იყო შეუსაბამო კონვენციის დამატებითი ოქმი #1-ის მე-2-ე მუხლის, თუ გავითვალისწინებთ ხელმისაწვდომ რესურსებს და მაღალი დონის პროფესიონალიზმის მიღწევის მიზანს, კონკრეტულად კი ისეთ კრიტიკულ პროფესიებში, როგორიცაა სამედიცინო. შესაბამისად numerus claususპრინციპის გამოყენება ვერ დაარღვევს ხსენებულ დებულებას თუ ის არის გონივრული და საზოგადოების ინტერსებიდან გამომდინარე. საკითხი ჯდება სახელმწიფოს თავისუფალი შეფასების ფართო ფარგლებში.

41. მოცემულ საქმეში სახელმწიფომ აირჩია შერჩევის პროცესი, რომელიც ემყარება უნარების ტესტს, რომელიც წარმოადგენს ობიექტურ შეფასებას რითაც საშუალება ეძლევა საუკეთესო კანდიდატს მიიღოს უპირატესობა ხელმისაწვდომ შეზღუდულ ადგილებში. დამატებით მათ აღნიშნეს რომ AA-ს რეკომენდაცია არ ეხება ზოგად ასპექტებს, რომელიც ამართლებს ამ ღონისძიებას. უფრო მეტიც სახელმწიფომ განაცხადა, რომ სასამართლოს არ უნდა შეემოწმებინა ფაქტები რაც გამოიწვევდა ერთი კონკრეტული გადაწყვეტილების გამოტანას მეორის საპირისპიროდ.

42. სახელმწიფომ დამატებით განაცხადა, რომ მერვე მომჩივანის მდგომარეობა შესაბამისობაში იყო წინასწარ დადგენილ რეგულაციებთან.

2. სასამართლოს შეფასება

(ა) ზოგადი პრინციპები

43. სასამართლო ადგენს, რომ დამატებითი ოქმი #1-ის მე-2-ე მუხლი ეხება უმაღლესი განათლების არსებულ ინსტიტუტებს, რომლებიც ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებშია და ნებისმიერ უმაღლესი განათლების ინსტიტუტთან ხელმისაწვდომობა მოცემულ დროს წარმოადგენს დამატებითი ოქმი #1-ის მე-2-ე მუხლით დადგენილი უფლბის განუყოფელ ნაწილს. (იხილეთ ლეილა საჰინი თურქეთის წინააღმდეგ (Leyla Şahin v. Turkey [GC]), #. 44774/98, §§ 134-42, ECHR 2005-XI, და მურსელ ერენი თურქეთის წინააღმდეგ (Mürsel Eren v. Turkey), #. 60856/00, § 41, ECHR 2006‑II).

44. მიუხედავად ამ უფლების მნიშვნელობისა, ეს უფლება არ არის აბსოლუტური და შეიძლება გახდეს გარკვეული შეზღუდვების ობიექტი; ხელმისაწვდომობის უფლება „მისი ბუნებიდან გამომდინარე ხდება სახელმწიფო რეგულირების საგანი“ (იხილეთ საქმე “კანონი ბელგიის საგანმანათლებლო სისტემაში ენების გამოყენების შესახებ“ ბელგიის წინააღმდეგ, 1968 წლის 23 ივლისი, სერიები ა #. 6)). საგანმანათლებლო ინსტიტუტების რეგულირება შეიძლება განსხვავდებოდეს დროში და ადგილში, inter alia, საზოგადოების საჭიროებების და რესურსების შესაბამისად და განათლების სხვადასხვა დონის განმასხვავებელი ნიშნების მიხედვით. შესაბამისად, ხელშემკვრელი სახელმწიფოები სარგებლობენ თავისუფალი მოქმედების გარკვეული ფარგლებით ამ სფეროში, მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება კონვენციის მოთხოვნების შესრულების თაობაზე სასამართლოს ეკუთვნის. (იხილეთ ლეილა საჰინი (Leyla Şahin), [GC],ზემოთ ციტირებული, § 154, და ალი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ ( Ali v. the United Kingdom), #. 40385/06, § 53, 11 იანვარი 2011).

45. იმისათვის რომ დაწესებულმა შეზღუდვებმა არ გამოიწვიოს სადაო უფლების ისეთი შეზღუდვა რითაც მოხდება მისი არსის და ეფექტურობის შელახვა, საჭიროა რომ სასამართლო დარწმუნდეს რომ ის არის წინასწარ განჭვრეტადი მათთვის ვისაც ეხება და ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს. კონვენციის მე-8-ე - მე-11-ე მუხლებისგან განსხვავებით ეს უფლება არ არის შეზღუდული „კანონიერი მიზნის“ ამომწურავი ჩამონათლით დამატებითი ოქმი #1-ის მე-2-ე მუხლის მიხედვით. შეზღუდვა შესაბამისობაში იქნება მხოლოდ დამატებითი ოქმის #1-ის მე-2-ე მუხლთან იმ შემთხვევაში თუ არსებობს გონივრული დამოკიდებულება გამოყენებულ საშუალებებს და დასახულ მიზანს შორის (იხილეთ ლეილა საჰინი ( Leyla Şahin), [GC], ზემოთ ციტირებული, § 154).

46. სასამართლო აღნიშნავს, რომ დამატებითი ოქმი #1-ის მე-2-ე მუხლი ნებისმიერ შემთხვევაში უშვებს უნივერსიტეტების შეზღუდულ ხელმისაწვდომობას მათთვის ვინც სწორად შეავსო განაცხადი და ჩააბარა მისაღები გამოცდა (იხილეთ ლუკაჩი რუსეთის წინააღმდეგ(Lukach v. Russia) (dec.), #48041/99, 16 ნოემბერი 1999).

(ბ) ყველა მომჩივანის საჩივარი მოცემულ საქმეზე

47. მოცემულ საქმეში სასამართლო ადგენს, რომ იტალიის სახელმწიფოს მიერ არჩეული შეზღუდვები, კონკრეტულად კი მისაღები გამოცდები და ეგრეთ წოდებული numerus clausus, იყო წინასწარ განჭვრეტადი, კანონი # 127/1997 საფუძველზე და ასევე კანონი #264/1999 საფუძველზე, რომელიც მოგვიანებით ამოქმედდა და კიდევ უფრო დააკონკრეტა numerus clausus-ის გამოყენება.

48. სასამართლო დამატებით მიიჩნევს, რომ ეს შეზღუდვები ემსახურება პროფესიონალიზმის მაღალი დონის მიღწევის კანონიერ მიზანს, უნივერსიტეტებში კარგი პირობების და მინიმალური და ადექვატური საგანმანათლებლო დონის უზრუნველყოფის გზით რაც თავის მხრივ ზოგად ინტერესს წარმოადგენს.

49. რაც შეეხება შეზღუდვების პროპორციულობას, მისაღებ გამოცდასთან მიმართებით სასამართლო აღნიშნავს, კანდიდატების შეფასება შესაბამისი ტესტებით იმისათვის, რომ მოხდეს საუკეთესო სტუდენტების გამოვლენა, წარმოადგენს ღონისძიებას რომელიც შექმნილია იმისათვის, რომ უზრუნველყოს მინიმალური და ადექვატური სასწავლო დონე უნივერსიტეტებში. რაც შეეხება ტესტების შინაარსს, სასამართლომ სხვა საკითხთან მიმართებით საქმეზე კჯელდსენი, ბასკ მადსენი და პედერსენი დანიის წინააღმდეგ (Kjeldsen, Busk Madsen and Pedersen v. Denmark) დაადგინა (1976 წლის 7 დეკემბერი; § 53, სერიები ა #. 23), რომ კურიკულუმის შექმნა და დაგეგმვა წარმოადგენს ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენციას და სასამართლოს გადასაწყვეტი არ არის ეს საკითხი. შესაბამისად, სასამართლო არ არის კომპეტენტური მიიღოს გადაწყვეტილება ტესტების შინაარსსა და შესაბამისობაზე.

50. რაც შეეხება numerus clausus, სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივნები კონკრეტულად დაობდნენ იმ საფუძვლებზე რომლითაც ხდებოდა numerus clausus-ის გამოყენება, კონკრეტულად კი ორი კრიტერიუმი, რომელიც ეხება ა) უნივერსიტეტის რესურსებს და შესაძლებლობებს; და ბ) საზოგადოების საჭიროება კონკრეტული პროფესიის მიმართ. სასამართლოს მიაჩნია, რომ დაცული უნდა იყოს ბალანსი მომჩივანის ინდივიდუალურ ინტერსებს და ზოგადად საზოგადოებას შორის, მათ შორის სხვა სტუდენტების, რომლებიც უნივერსიტეტში სწავლობენ. სასამართლო აღნიშნავს, რომ ეს ორი კრიტერიუმი შესაბამისობაშია სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რომელიც ადგენს, რომ განათლების უფლების რეგულირება შეიძლება განსხვავდებოდეს საზოგადოების და ინდივიდების საჭიროებების და რესურსების მიხედვით. (იხილეთ ბელგიის ლინგვისტიკის საქმე, ზემოთ ციტირებული). სასამართლო დამატებით აღნიშნავს, მოცემულ საქმეში, რომ მსგავსი შეზღუდვები განხილულ უნდა იქნეს უმაღლეს განათლებასთან მიმართებით.

51. პირველ კრიტერიუმთან მიმართებით, რესურსები აშკარად შესაბამისი და უდაოდ მისაღები კრიტერიუმია - ეს არის საკითხი, რომელიც ლოგიკურად გამომდინარეობს დებულების ინტერპრეტაციიდან, კონკრეტულად კი იქიდან რომ განათლების უფლება მოიცავს უმაღლესი განათლების დაწესებულების მოცემულ დროს „არსებულ“ ხელმისაწვდომობას (ibid.). სასამართლო აღნიშნავს, რომ კონვენცია არ ადგენს კონკრეტულ ვალდებულებას სასწავლო საშუალებების ხარისხზე და მისი ორგანიზების ფორმასა და სუბსიდირებაზე (იხილეთ X გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (X v. the United Kingdom), #. 8844/80, 1980 წლის 9 დეკემბრის კომისიის გადაწყვეტილება, DR 23, p. 228, და გეორგიუ საბერძნეთის წინააღმდეგ (Georgiou v. Greece) (dec.), #. 45138/98, 13 იანვარი 2000). ეს ეხება განათლების ხელმისაწვდომობის უფლებას მხოლოდ იმ ფარგლებში, რომ ის არის ხელმისაწვდომი მისთვის შესაბამისი გარკვეული შეზღუდვებით. სასამართლო აღნიშნავს, რომ ასეთი შეზღუდვები ხშირად დამოკიდებულია ასეთი დაწასებულების გამართულად მართვის შესაძლებლობებზე, მათ შორის, inter alia, ადამიანურ, მატერიალურ და ფინანსურ რესურსებზე და მათ ხარისხზე. ეს კი განსაკუთრებით მნიშვენლოვანია, როდესაც ინსტიტუტი სახელმწიფოს მიერ იმართება.

52. მომჩივნები დაობდნენ, მსგავსი შეზღუდვების კერძო უნივერსიტეტებზე გავრცელებაზე, სადაც ისინი თანახმა იყვნენ გადაეხადათ თანხა სწავლისთვის. უდაოა რომ კერძო უნივერსიტეტებში პრაქტიკული და თეორიული სწავლა დამოკიდებულია მათ ადამიანურ, მატერიალურ და ფინანსურ კაპიტალზე და შესაბამისად ამ საფუძვლით შესაძლებელი იქნება მაღალი ქვოტის დადგენა სტუდენტების მიღებაზე ისე რომ არ მოხდეს დამატებითი ტვირთის სახელმწიფოზე და მის სტრუქტურულ ერთეულებზე დაწოლა. მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს შეზღუდვა არ არის შეუსაბამო ვინაიდან კერძო სექტორი იტალიაში ნაწილობრივ დამოკიდებულია სახელმწიფო სუბსიდიებზე. არსებულ გარემოებებში სასამართლო ვერ ადგენს დისპროპორციულობას ან თვითნებობას სახელმწიფოს მიერ კერძო ინსტიტუტების რეგულირების საკითხთან მიმართებით, ვინაიდან ეს მოქმედება შეიძლება მიჩნეულ იქნას საჭიროდ იმისათვის, რომ მოხდეს თვითნებური მიღების ან გარიცხვის პრევენცია და დაცული იყოს პირების თანაბარი მოპყრობა. სასამართლო ადგენს, რომ ყველასთვის ფუნდამენტური განათლების უფლება არის უფლება რომელიც თანაბრად არის გარანტირებული როგორც სახელმწიფო ისე დამოუკიდებელი სასწავლებლების სტუდენტებისთვის, ყოველგავრი განსხვავების გარეშე (იხილეთ ლეილა საჰინი (Leyla Sahin), [GC], ზემოთ ციტირებული, § 153). შესაბამისად, სახელმწიფოს აქვს ვალდებულება დაარეგულიროს ისინი იმისათვის რომ უზრუნველყოს კონვენციის დაცვა. კონკრეტულად კი, სასამართლო მიიჩნევს რომ სახელმწიფოს მოქმედება ფართოდ დაარეგულიროს ეს სექტორი, რომ კერძო სასწავლებელებში განათლების მიღება მხოლოდ კანდიდატის ფინანსურ სახსრებზე არ იყოს დამოკიდებული, მიუხედავად მათი კავლიფიკაციისა, გამართლებულია - განსაკუთრებით კი ისეთ სფეროებში, სადაც მინიმალური და ადექვატური განათლება უმნიშვნელოვანესია.

53. სასამართლო ცნობს, რომ გადაჭედილი საკლასო დარბაზები უარყოფით გავლენას ახდენს საგანმანათლებლო სისტემის ეფექტურობაზე.

54. სხვადასხვა ინტერესების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ დაკისრებული პირველი კრიტერიუმი არის როგორც კანონიერი ისე პროპორციული.

55. რაც შეეხება მეორე კრიტერიუმს, კონკრეტულად კი, საზოგადოების საჭიროებას კონკრეტული პროფესიის მიმართ, სასამართლო მიიჩნევს რომ მისი ინტერპრეტაცია შემაკავებელი ხასიათისაა. ის შემოიფარგლება მხოლოდ ეროვნული მოსაზრებით, რომელიც ვრცელდება საჯარო სექტორზე, რითაც ხდება იგნონირება ნებისმიერი საჭიროების რომელიც შესაძლოა წარმოიშვას უფრო ფართო ევრო კავშირის ან კერძო სექტორის კონტექსტში. შესაბამისად, ეს შეიძლება მიჩნეულ იქნას არაშორსმჭვრეტელ ქმედებად ვინაიდან სამომავლო ადგილობრივი საჭიროებები არ არის გათვალისწინებული.

56. მიუხედავად ამისა, სასამართლოს აზრით ეს ღონისძიება დაბალანსებულია ვინაიდან სახელმწიფო უფლებამოსილია იმოქმედოს იმის გათვალისწინებით რომ დაზოგოს სახელმწიფოს ხარჯები. სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკრეტული პროფესიული ტრენინგები წარმოადგენს უდიდეს ინვესტიციებს. შესაბამისად სახელმწიფოსთვის გონივრულია რომ მოახდინოს თითოეული წარმატებული კანდიდატის სამუშაო ბაზარზე დასაქმება. ასეთი კატეგორიის ადამიანებისთვის თანამდებობების ნაკლებობა დასაქმების ბაზრის გაჯერების გამო, წარმოადგენს დამატებით ხარჯებს, ვინაიდან უმუშევრობა სოციალური ტვირთია მთელი საზოგადოებისთვის. იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფოსთვის შეუძლებელია განსაზღვროს თუ რამდენი კურსდამთავრებული ისურვებს ქვეყნის შიგნით დასაქმებას, ადგილობრივ ბაზარზე და რამდენი დაიწყებს სამუშაოს ძებნას საზღვარგარეთ, სასამართლო ვერ მიიჩნევს არაგონივრულად სახელმწიფოს წინდახედულობას გამოიჩინოს სიფრთხილე და საკუთარი პოლიტიკის საფუძვლად გახადოს ვარაუდი, რომ მათი უმეტესობა დარჩება სახელმწიფოში და ეცდება იქ სამსახურის მოძებნას. შესაბამისად სასამართლოს აზრით მეორე კრიტერიუმიც პროპორციულია.

57. ბოლოს, სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივნებს არ შეეზღუდათ უფლება მიემართათ ნებისმიერი სხვა მათთვის საინტერესო კურსზე ჩასაბარებლად (იხილეთ, mutatis mutandis, ლუკაჩი (Lukach), (dec.) ზემოთ ციტირებული), რომლის შესაბამი კვალიფიკაციაც მათ გააჩნდათ. მათ არც იმის უფლება შეეზღუდათ რომ სწავლა გაეგრძელებინათ საზღვარგარეთ და კარიერაც იქ დაეწყოთ თუ მათ ამის სურვილი ჰქონდათ. ასევე იმის გათვალისწინებით, რომ კანდიდატს არ ეზღუდება უფლება მისაღებ გამოცდაზე გასვლის იმ რაოდენობით რა რაოდენობითაც მას სურს, მომჩივანს კიდევ აქვს საშუალება ჩააბაროს მისაღები გამოცდა მისთვის სასურველ ფაკულტეტზე.

58. დასკვნის სახით, სასამართლო მიიჩნევს რომ დაკისრებული ღონისძიება არ იყო დისპროპორციული და ამ ღონისძიების გამოყენებისას სახელმწიფოს არ დაურღვევია თავისუფალი შეფასების ფარგლები.

59. დადგენილია, რომ კონვენციის დამატებითი ოქმის #1-ის მე-2-ე მუხლის დარღვევას არ ჰქონია ადგილი.

(გ) მერვე მომჩივანი, ბ-ნი მარკუციოს საჩივარი მოცემულ საქმეზე

60. მერვე მომჩივანის საჩივარი სცდება ზემოთ ხსენებულ არგუმენტებს და ემყარება მისაღები გამოცდის თავიდან ჩაბარების მოთხოვნას მას შემდეგ რაც ის გაირიცხა ფაკულტეტიდან რვა წლის განმავლობაში არ გამოცხადების გამო. სასამართლო აღნიშნავს, რომ გამოყენებული ღონისძიების განჭვრეტადობა არ არის სადაო. ის დამატებით მიუთითებს, რომ არ შეიძლება არა გონივრულ ქმედებად იქნას მიჩნეული ისეთი სტუდენტის ფაკულტეტიდან გარიცხვა, რომელიც რვა თანმიმდევრული წლის განმავლობაში არ გამოცხადდა გამოცდაზე, განსაკუთრებით კი როდესაც numerus claususპრინციპი ვრცელდება სადაო საუნივერსიტეტო კურსზე. შედეგად, სასამართლო ადგენს რომ გამოყენებული ღონისძიების მიზანი იყო კანონიერი და პროპორციული სახელმწიფოს უფლების ფარგლებში დაერეგულირებინა განათლების უფლება. რეალურად ბალანსი ერთი მხრივ მომჩივანის და მათ ვისაც ჩარიცხვა სურდა უფლებას და მეორეს მხრივ მთლიანად საზოგადოების ინტერესს შორის იყო დაცული.

61. სასამართლო ადგენს რომ მერვე მომჩივნის საჩივრის ამ ნაწილთან მიმართებით დარღვევას არ ჰქონია ადგილი.

...

აღნიშნულის საფუძველზე სასამართლო:

... 

2.  ადგენს, ექვსი ხმით ერთის წინააღმდეგ, რომ კონვენციის დამატებითი ოქმი #1-ის მე-2-ე მუხლის დარღვევას არ ჰქონია ადგილი; 

3.  ადგენს, ერთხმად, ადგილი არ ჰქონია დარღვევას კონვენციის დამატებითი ოქმი #1-ის მე-2-ე მუხლის მერვე მომჩივანის დამატებით საჩივარში.

 

შესრულებულია ინგლისურად და წერილობით გაცხადებულია 2013 წლის 2 აპრილს, სასამართლოს რეგლამენტის 77-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად.

 

ფრანსუა ელენს-პასოსი                                             დანუტ ჯოჩინი
სხდომის გამწესრიგებლის მოადგილე                       თავმჯდომარე

D.J.
F.E.P.

კონვენციის 45-ე მუხლი სმე-2 ნაწილისა და სასამართლოს რეგლამენტის 74-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებას თან ერთვის შემდეგი განსხვავებული მოსაზრებანი:

 

(ა) ნაწილობრივ განსხვავებული მოსაზრება მოსამართლე პინტო დე ალბუკურკესი

 

მოცემულ თარგმანს არ ერთვის განსხვავებული მოსაზრებანი, თუმცა იგი თან ახლავს ოფიციალურ, ინგლისურ და/ან ფრანგულ ენაზე წარმოდგენილ გადაწყვეტილებას და ხელმისაწვდომია სასამართლოს პრაქტიკის მონაცემთა ბაზაში - HUDOC.

  

© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2013

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი გაკეთდა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების ნდობის ფონდის მხარდაჭერით (www.coe.int/humanrightstrustfund). თარგმანი სასამართლოსთვის სავალდებულო იურიდიული ძალის მქონე არაა და სასამართლო მის ხარისხზე პასუხს არ აგებს. თარგმანის ჩამოტვირთვა შესაძლებელია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მონაცემთა ბაზიდან (http://hudoc.echr.coe.int), ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელსაც სასამართლომ წინამდებარე თარგმანი გადასცა. თარგმანის გამოყენება არაკომერციული მიზნებისთვის ნებადართულია იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული დასახელების ციტირება, ზემოთ მოცემული საავტორო უფლებებისა და ადამიანის უფლებების ნდობის ფონდის შესახებ შენიშნვის მითითებით. წინამდებარე თარგმანის, ან მისი ნაწილის, კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. .

© Council of Europe/European Court of Human Rights, 2013

The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (www.coe.int/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights (http://hudoc.echr.coe.int) or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. .

© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2013

Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (www.coe.int/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (http://hudoc.echr.coe.int), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. .