ევეიდა და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ

Eweida and others v. the United Kingdom

საჩივრის ნომერი: 48420/10, 36516/10, 51671/10    PDF   summary

მოპასუხე სახელმწიფო: გაერთიანებული სამეფო 

გადაწყვეტილების მიღების თარიღი: 15.1.2013

შედეგი: დანარჩენი დაუშვებელია

მე-9 მუხლის დარღვევა - აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება (მუხლი 9.1 - რელიგიის ან რწმენის გაცხადება)

მე-9 მუხლი არ დარღვეულა - აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება (მუხლი 9.1 - რელიგიის ან რწმენის გაცხადება)

მე-14 + მე-9 მუხლი არ დარღვეულა - დისკრიმინაციის აკრძალვა 
 
მატერიალური ზარალი - საჩივარი არ იქნა მიღებული
 
არამატერიალური ზარალი - დაკმაყოფილდა
 
განსხვავებული აზრი: კი

საკვანძო სიტყვები:

(მუხლი 9) აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება

(მუხლი 9.1) რელიგიის ან რწმენის გაცხადება

(მუხლი 9.2) ჩარევა

(მუხლი 9.2) აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში

(მუხლი 14) დისკრიმინაციის აკრძალვა

(მუხლი 14) დისკრიმინაცია

(მუხლი 41) სამართლიანი დაკმაყოფილება [ზოგადი]

შეფასების ზღვარი

პოზიტიური ვალდებულებები

პროპორციულობა

 

© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლო, 2012. მოცემული თარგმანი © ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (www.coe.int/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.

© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (www.coe.int/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document. 

© Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (www.coe.int/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.

 

საქმეზე ევეიდა და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ,

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (მეოთხე სექცია), პალატის შემდეგი შემადგენლობით:

დავიდ თორ ბიორგვინსონი, პრეზიდენტი

ნიკოლას ბრატცა

ლეხ გარლიკი,

პაივი ჰირველა,

ზდრავკა კალაიჟიევა,

ნებოიშა ვუჩინიჩი,

ვინსენტ ა. დე გაეტანო, მოსამართლეები

და ლორანს ერლი, სექციის გამწესრიგებელი,

ითათბირა დახურულ კარს მიღმა 2012 წლის 4 სექტემბერსა და 11 დეკემბერს, და გამოიტანა შემდეგი გადაწყვეტილება ზემოთმითითებულ დღეს:

 

პროცედურა

1. საქმეს საფუძვლად დაედო საჩივრები (No. 48420/10, 59842/10, 51671/10 და 36516/10) დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, რომელიც ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის ("კონვენცია") 34-ე მუხლის შესაბამისად, 2010 წლის 10 აგვისტოს, 2010 წლის 29 სექტემბერს, 2010 წლის 3 სექტემბერს და 2010 წლის 24 ივნის სსასამართლოში შეიტანა ბრიტანეთის ოთხმა მოქალაქემ: ქ-ნმა ნადია ევეიდამ, ქ-ნმა შირლი ჩაპლინმა, ქ-ნმა ლილიან ლადელემა და ბ-ნმა გარი მაქფერლეინმა ("მომჩივნები").

2. მომჩივნებს წარმოადგენდა მანჩესტერში არსებულ ადვოკატთა ფირმა "ოთონ ეინსვორთი", (ქ-ნი ევეიდა), ბ-ნი პოლ დიამონდი, (ქ-ნი ჩაპლინი და ბ-ნი მაქფერლეინი) და ქროიდონში, სურეიში არსებული ფირმა "ორმეროდსი" (ქ-ნი ლადელე). გაერთიანებული სამეფოს მთავრობა ("მთავრობა") წარმოდგენილი გახლდათ ქ-ნი აჰილა სორნარაჯას მიერ.

3. მომჩივნები აცხდებდნენ, რომ ეროვნულმა კანონმდებლობამ ადექვატურად ვერ დაიცვა მათი უფლება განეცხადებინათ საკუთარი რელიგია. ქ-ნი ევეიდა და ქ-ნი ჩაპლინი კონკრეტულად ასაჩივრებდნენ დამქირავებლის მიერ ყელზე თვალსაჩინოდ დაკიდული ჯვრის ტარების შეზღუდვას. ქ-ნი ლადელე და ბ-ნი მაქფერლეინი კი ჩიოდნენ სანქციების შესახებ, რომელიც დაუწესეს დამქირავებლებმა იმ საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის გამო, რომელიც მათი აზრით ჰომოსექსუალთა კავშირის მიმართ შემწყნარებელი გახლდათ. ქ-ნი ევეიდა, ქ-ნი ჩაპლინი და ბ-ნი მაქფერლეინი იხმობდნენ კონვენციის მე-9 მუხლს დამოუკიდებლად და მე-14 მუხლთან ერთბლიობაში, ხოლო ქ-ნი ლადელე კი მხოლოდ მე-14 მუხლით ჩიოდა მე-9 მუხლთან ერთობლიობაში.

4. 2011 წლის 12 აპრილს ქ-ნი ჩაპლინის საჩივარი გაერთიანდა ქ-ნი ევეიდას საჩივართან, ხოლო ბ-ნი მაქფერლეინისა კი ქ-ნი ლადელეს საჩივართან. ოთხივე საჩივარი კომუნიცირებულ იქნა მთავრობისათვის. ამასთანავე, სასამართლომ გადაწყვიტა საქმის მისაღებობისა და არსებითი მხარის შესახებ ერთდროულად ემსჯელა (მუხლი 29 § 1).მოცემული გადაწყვეტილების მიღების დროისათვის, სასამართლომ  ოთხივე საჩივარი გააერთიანა.

5. პრეზიდენტმა საქმის წერილობით ნაწილში მესამე მხარედ ჩართვის უფლება მისცა შემდეგ ინდივიდებსა და ორგანიზაციებს (კონვენციის მუხლი 36 § 2 და სასამართლოს რეგლამენტის მუხლი 44 § 2): the Equality and Human Rights Commission (თანასწორობისა და ადამიანის უფლებების კომისია); The National Secular Society (ეროვნული სეკულარული საზოგადოება); Dr Jan Camogursky and The Alliance Defense Fund (დოქტორ იან კამოგურსკი და ალიანს დაცვის ფონდი); Bishop Michael Nazir-Ali (ეპისკოპოსი მაიკლს ნაზირ-ალი); The Premier Christian Media Trust (პირველი ქრისტიანული მედია ტრასტი); the Bishops of Chester and Blackburn (ჩესტერისა და ბლექბერნის ეპისკოპოსები); Associazione Giuseppi Dossetti i Valori (ჯუზებე დოსეტისა და ვალორის ასოციაია); Observatory on Intolerance and Discrimination against Christians in Europe (ევროპაში ქრისტიანების წინააღმდეგ შეუწყნარებლობისა და დისკრიინაციის წინააღმდეგ ობსერვატორია); Liberty (ლიბერთი); the Clapham Institute and KLM (კლეპჰემ ინსტიტუტი და KLM); the European Centre for Law and Justice (სამართლისა და სამართლიანობის ევროპული ცენტრი); Lord Carey of Clifton (ლორდი ქეარი კლიფტონიდან); და the Fédération Internationale des ligues des Droits de l’Homme (ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ლიგის ფედერაცია) (FIDH, ICJ, ILGA-Europe).

6. მოსმენა შედგა საჯაროდ ადამიანის უფლებათა შენობაში, სტრასბურგში, 2012 წლის 4 სექტემბერს (სასამართლო რეგლამენტის 59 § 3მუხლი).

სასამართლოს წინაშე წარსდგნენ:

(ა) მთავრობის სახელით

ქ-ნი აჰილა სორნარაჯა, მთავრობის წარმომადგენელი

ბ-ნი ჯეიმს ედი QC, ადვოკატი

ბ-ნი დენ სქუირსი, ადვოკატი

ქ-ნი სიუზან ლერერი, მრჩეველი

ბ-ნი ჰილტონ ლესლი, მრჩეველი

ბ-ნი უოლი ფორდი, მრჩეველი

(ბ)პირველი მომჩივნის სახელით

ბ-ნი ჯეიმს დინჯმანსი QC, ადვოკატი

ქ-ნი სარა მური, ადვოკატი

ბ-ნი თომას ელისი, სოლისიტორი

ბ-ნი გრეგორ ფაფინქი, მრჩეველი

(გ) მესამე მომჩვნის სახელით

ქ-ნი დინა როუზი QC, ადვოკატი

ბ-ნი ბენ ჯეფრი, ადვოკატი

ბ-ნი ქრის მაქქრადენი, ადვოკატი

ბ-ნი მარკ ჯონსი, მრჩეველი

ბ-ნი სემ ვებსტერი, მრჩეველი

(დ) მეორე და მესამე მომჩივნების სახელით

ბ-ნი პოლ დაიმონდი, ადვოკატი

ბ-ნი პოლ კოულმანი, ადვოკატი

ბ-ნი ფაშა ჰმელიკი, ადვოკატი

ქ-ნი ანდრეა უილიამსი, მრჩეველი

ბ-ნი ენდრიუ მარში, მრჩეველი

სასამართლომ მოისმინა მთავრობის მხრიდან ბ-ნი ედის QC გამოსვლა, ქ-ნი ევეიდას სახელით ბ-ნი დინჯმანსის QC გამოსვლა, ქ-ნი ლადელის სახელით ქ-ნი როუზის QC გამოსვლა და ქ-ნი ჩაპლინისა და ბ-ნი მაქფერლეინის სახელით ბ-ნი დაიმონდის გამოსვლა.

 

I. საქმის გარემოებანი

7. პირველი მომჩვანი, ქ-ნი ევეიდა დაიბადა 1951 წელს და ცხოვრობს თვიქენგემში. მეორე მომჩვანი, ქ-ნი ჩაპლინი დაიბადა 1955 წელს და ცხოვრობს ექსეტერში. მესამე მომჩივანი, ქ-ნი ლადელე დაიბადა 1960 წელს და ცხოვრობს ლონდონში. მეოთხე მომჩივანი, ბ-ნი მაქფერლეინი დაიბადა 1961 წელს და ცხოვრობს ბრისტოლში.

8. მხარეების მიერ წარმოდგენილი ფაქტები შესაძლებელია შეჯამდეს შემდეგგვარად. 

ა. ქ-ნი ევეიდა

9. პირველი მომჩივანი, რომელმაც საკუთარი ცხოვრების თვრამეტი წელი გაატარა ეგვიპტეში, გახლავთ კოპტური ქრისტიანული რელიგიის მიმდევარი. 1999 წლიდან იგი მუშაობს კერძო კომპანია სშკ "ბრიტანეთის ავაიხაზებ"-ში (British Airways) ჩასხდომის პერსონალად.

10. "ბრიტანეთის ავიახაზები" პერსონალს, რომელსაც კონტაქტი აქვს საზოგადოებასთან, ავალდებულებს უნიფორმის ტარებას. 2004 წლამდე ქალთა უნიფორმა გახლდათ მაღალყელიანი ზედატანი. 2004 წელს ბრიტანეთის ავახაზებმა ახალი უნიფორმა შემოიღო, რომელსაც ღია გულიანი ზედა ჰქონდა, რომელზეც მოხვეული ან შეკრული უნდა ყოფილიყო კაშნე. უნიფორმას მოყვებოდა ინსტრუქცია, რომელიც დეტალურად აღწერდა ჩაცმის წესებს. "ქალთა აქსესუარების" ნაწილში ინსტრუქცია მიუთითებდა შემდეგს:

"ნებისმიერი აქსესუარი ან ტანისამოსის ნაწილი, რომლის ტარებაც დაქირავებულ ქალბატონს ევალება რელიგიის გამო, ყოველთვის დაფარული უნდა გახლდეთ უნიფორმაში. თუკი ეს შეუძლებელია მოცემული ნივთის ბუნებისა თუ ტარების თავისებურების გათვალისწინებით, მაშინ, თუკი თანხმობა უკვე არ არის გაცემული უნიფორმის ინსტრუქციით, საჭიროა ადგილობრივი მენეჯმენტის თანხმობა, რომელიც განსაზღვრავს ნივთის შესაბამისობას უნიფორმის სტანდარტებთან. ... NB უნიფორმასთან ერთად დაუშვებელია სხვა ნივთების ტარება. თქვენ მოგეთხოვებათ ნებისმიერი იმ სამკაულის მოხსნა, რომელიც არ შეესაბამება ზემორე რეგულაციებს."

11. თუკი მომსახურე პერსონალი სამსახურში ცხადდებოდა ისეთი ნივთით/ტანსაცმლით, რომელიც არ შეესაბამებოდა უნიფორმის ინსტრუქციას, "ბრითანეთის ავიახაზების" ზოგადი პრაქტიკის მიხედვით, მომსახურე პერსონალს სთხოვდნენ კონკრეტული ნივთის მოხსნას ან შინ დაბრუნებასა და ტანსაცმლის გამოცვლას. ის დრო, რასაც თანამშრომლები ხარჯავდნენ უნიფორმის ფორმაში მოსაყვანად აკლდებოდა მათ სახელფასო სარგოს. რიგ რელიგიებში სავალდებულო ტანისამოსებიდან, "ბრიტანეთის ავიახაზები" ნებართვას აძლევდა სიქხ თანამშრომლებს ხურებოდათ მუქი ლურჯი ან თეთრი ტურბანი და გამოეჩინათ სიქხის სამაჯური ზაფხულში, იმ შემთხვევაში თუკი მიიღებდნენ ნებართვას სცმოდათ მოკლე სახელოებიანი ზედატანი. მუსლიმ ქალ პერსონალს უფლება ეძლეოათ ჰკეთებოდათ ჰიჯაბი (თავსაბურავი) "ბრიტანეთის ავიახაზების" მიერ ნებადართულ ფერებში.

12. 2006 წლის 20 მაისამდე ქ-ნ ევეიდას სამსახურში ეკეთა ჯვარი, რომელიც დაფარული გახლდათ ტანსაცმლით. 2006 წლის 20 მაისს მან გადაწყვიტა ჯვარი თვალსაჩინოდ ეტარებინა მისი რწმენის გაცხადების მიზნით. სამსახურში მოსვლისას მენეჯერმა სთხოვა მოეხსნა ჯვარი და ძეწკვი ან დაეფარა იგი კაშნეს ქვეშ. ქ-ნმა ევეიდამ თავდაპირველად უარი განაცხადა, მაგრამ შემდეგ დაემორჩილა ინსტრუქციას თემის უფროს მენეჯერთან განხილვის შემდეგ. 2006 წლის 7 აგვისტოს ქ-ნი ევეიდა ისევ მივიდა სამსახურში თვალსაჩნოდ გაკეთებული ჯვარით და ისევ დასთანხმდა დამორჩილებოდა უნიფორმის ტარების წესს, თუმცა უკმაყოფილო იყო, რადგან გაფრთხილებულ იქნა, რომ უარის შემთხვევაში, შინ გააგზავნიდნენ ანაზღაურების გარეშე. 2006 წლის 20 სექტემბერს მან უარი განაცხადა დაეფარა ან მოეხსნა ჯვარი და შედეგად შინ გააგზავნეს ანაზღაურების გარეშე მანამდე, სანამ არ დაემორჩილებოდა საკუთარ საკონტრაქტო ვალდებულებას დაეცვა უნიფორმის ჩაცმის ინსტრუქცია. 2006 წლის 23 ოქტომბერს მას შესთავაზეს ადმინისტრაციული ფუნქციების განხორციელება, რის შედეგადაც მას აღარ ექნებოდა კონტაქტი მომხმარებლებთან და, შესაბამისად, აღარ დასჭირდებოდა უნიფორმის ჩაცმა. მან მოცემულ შეთავაზებაზე უარი განაცხადა.

13. 2006 წლის შუა ოქტომბერში რიგ გაზეთებში დაიწერა ქ-ნი ევეიდას შემთხვევის შესახებ და კრიტიკულად შეფასდა "ბრიტანეთის ავიახაზები". 2006 წლის 24 ნოემბერს "ბრიტანეთის ავიახაზებმა" გამოაცხადა, რომ გადახედავდა უნიფორმის ტარების პოლიტიკას რელიგიური სიმბოლოების თვალსაჩინოდ ტარების შესახებ. პერსონალსა და პროფესიული კავშირების წარმომადგენლებთან კონსულტაციების შედეგად, 2007 წლის 19 იანვარს გადაწყდა ახალი პოლიტიკის მიღება. 2007 წლის 1 თებერვლიდან ძალაში შევიდა ცვლილება, რომელიც ნებას რთავდა რიგი რელიგიური და საქველმოქმედო სიმბოლოების, მათ შორის ჯვრისა და დავითის ვარსკვლავის, ტარებას. ქ-ნი ევეიდა დაბრუნდა სამსახურში 2007 წლის 3 თებერვალს, ახალი პოლიტიკის შესაბად ჯვრის ტარების ნებართვით. თუმცა, "ბრიტანეთს ავიახაზებმა" უარი განაცხადა გაეცა კომპენსაცია იმ მიუღებელი შემოსავლისათვის, რომელიც მიადგა ქ-ნ ევეიდას სამსახურში გამოუცხადებლობისას.

14. ქ-ნმა ევეიდამ შეიტანა საჩივარი დასაქმების ტრიბუნალში 2006 წლის 15 დეკემბერს, სადაც inter alia, ითხოვდა დაქირავებულთა თანასწორობის 2003 წლის რეგულაციების მე-3 რეგულაციის (რელიგია და რწმენა) დარღვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ("2003 წლის რეგულაციები": იხ. პარაგრაფი 41 ქვემოთ) და ასევე ასაჩივრებდა რელიგიის გაცხადების უფლების დარღვევას კონვენციის მე-9 მუხლის დარღვევით. დასაქმების ტრიბუნალმა არ დააკმაყოფილა ქ-ნი ევეიდას საჩივარი. მან მიიჩნია, რომ ჯვრის ხილულად ტარება არ გახლდათ ქრისტიანული მრწამსის სავალდებულო მოთხოვნა, არამედ წარმოადგენდა ქ-ნი ევეიდას პირად აჩევანს. არ არსებობდა მტკიცებულება, რომ რომელიმე სხვა უნიფორმის მატერებელ თანამშრომელს, არსებული 30,000-დან წარმოედგინოს მსგავსი თხოვნა ან მთხოვნა, და კიდევ უფრო იშვიათი გახლდათ სამუშაოს შესრულებაზე უარის განცხადება მოცემული პირობის დაუცველობისას. შესაბამისად, გამომდინარეობდა- მომჩივანმა ვერ დაადასტურა, რომ უნიფორმის ტარების პოლიტიკა ქრისტიანებს ზოგადად არასახარბიელო ვითრებაში აყენებდა, ხოლო ამის დამტკიცება კი სავალდებულო გახლდათ არაპირდაპირი დისკრიმინაციით მოთხოვნის წარმოსადგენად.

15. ქ-ნმა ევეიდამ გაასაჩივრა გადაწყვეტილება დასაქმების სააპელაციო ტრიბუნალში, რომელმაც არ დააკმაყოფილა აპელაცია 2008 წლის 20 ნოემბერს. დასაქმების სააპელაციო ტრიბუნალმა მიუთითა- აუცილებელი არ გახლდათ ქ-ნ ევეიდას ეჩვენებინა, რომ სხვა ქრისტიანებსაც ჰქონდათ წარმოდგენილი საჩივარი უნიფორმის პოლიტიკაზე, რადგან შესაძლებელია მხოლოდ ერთი ადამიანი აღმოჩნდეს გარკვეულ არასახარბიელო ვითარებაში 2003 წლის რეგულაციების რეგულაცია 3(1) მნიშვნელობით იმ შემთხვევაში, თუკი იგი ემორჩილებოდა, თუმც უხალისოდ, რელიგიურ თვალსაჩინო სიმბოლოებზე შეზღუდვებს. მიუხედავად ამისა, დასაქმების სააპელაციო ტრიბუნალმა დაასკვნა, რომ არაპირდაპირი დისკრიმინაციის კონცეფცია გულისხმობდა დისკრიმინაციას განსაზღვრული ჯგუფის მიმართ და აღნიშნა, რომ მომჩივანს არ დაუდასტურებია, რომ არსებობდა ამგვარი, არასახარბიელო ვითარებაში მყოფი ჯგუფი.

16. ქ-ნმა ევეიდან გაასაჩივრა გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში, რომელმაც არ დააკმაყოფილა მისი საჩივარი 2010 წლის 12 თებერვალს. იგი დავობდა, რომ დასაქმების ტრიბუნალმა და დასაქმების სააპელაციო ტრიბუნალმა სამართლებრივი შეცდომა დაუშვა და რომ არაპირდაპირი დისკრიმინაციის დასამტკიცებლად ერთი ადამიანის მიმართ არასახარბიელო ვითარების დასტური საკმარისი იყო. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოცემული არგუმენტი მიიჩნია რა, რომ არ გამომდინარეობდა 2003 წლის რეგულაციებიდან. მან მოიწონა დასაქმების სააპელაციო ტრიბუნლის მიდგომა, როდესაც აღნიშნა, რომ:

"არაპირდაპირი დისკრიმინაციის დასადგენად, შესაძლებელი უნდა იყოს რიგი რელიგიურ ჯგუფზე გავრცელებადი ზოგადი დებულებების დადგენა, მათ შორის ის, რომ დამსაქმებელმა გონივრულად უნდა შეძლოს გაიაზროს, რომ ნებისმიერ კონკრეტულ დებულებას შესაძლოა ჰქონდეს არაერთგვაროვნად ნეგატიური გავლენა ჯგუფზე."

მეტიც, ქ-ნი ევეიდას სამართლებრივი არგუმენტი სწორიც რომ ყოფილიყო და არაპირდაპირი დისკრიმინაცია გაგვეიგივებინა ერთი ინდივიდის რწმენის კონკრეტული ფორმით გაცხადებიდან გამომდინარე არახელსაყრელ მდგომარეობასთან, დასაქმების ტრიბუნალის ფაქტობრივი დასკვნები ადასტურებდა, რომ წესი კანონიერი მიზნის მიღწევის პროპორციული გახლდათ. დაახლოებით შვიდი წლის განმავლობაში არავის, მათ შორის არც ქ-ნ ევეიდას, არ გაუსაჩივრებიათ წესი და როდესაც მოხდა მოცემული წესის გასაჩივრება, იგი ჯეროვნად იქნა განხილული. ამასობაში, "ბრიტანეთის ავიახაზებმა" მომჩივანს შესთავაზა, ანაზღაურების დაკარგვის თავიდან ასაცილებლად ისეთ სამუშაო ადგილას გადასვლა, სადაც მას არ ექნებოდა კონტაქტი საზოგადოებასთან, თუმცა მომჩივანმა უარყო შემოთავაზება და აირჩია სამსახურზე უარის თქმა და შემდეგ კომპენსაციის მოთხოვნა. ამასთანავე, სააპელაციო სასამართლომ არ მიიჩნია, რომ კონვენციის მე-9 მუხლის პრაქტიკა დაეხმარებოდა ქ-ნ ევეიდას. მან მიუთითა ლორდთა პალატის გადაწყვეტილებაზე საქმეში R (SB) v Governors of Denbigh High School [2006] UKHL 15, სადაც ლორდმა ბინჰემა გაანალიზა საამართლოსა და კომისიის პრაქტიკა და დაასკვნა, რომ:

"სტრასბურგის ინსტიტუტები არ არიამ მზად დაადგინონ პირის რელიგიური მრწამსის გაცხადების ან დაცვის უფლებაში ჩარევა მაშინ, როდესაც პირი ნებაყოფლობით კისრულობს დაქირავებას ან იმ როლს, რომელიც არ ითვალისწინებს ხსენებულ გაცხადებას ან დაცვას და თუკი მოცემულ პირს გააჩნია რელიგიური გაცხადების ან დაცვის სხვა საშუალებები არაჯეროანი სირთულეებისა თუ დისკომფორტის გარეშე."

17. 2010 წლის 26 მაისს უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა ქ-ნი ევეიდას აპელაცია.

ბ. ქ-ნი ჩაპლინი

18. მეორე მომჩივანიც გახლავთ მორწმუნე ქრისტიანი. იგი თვალსაჩინოდ ატარებდა ძეკვზე დაკიდებულ ჯვარს 1971 წელს მონათვლის დღიდან, რითიც გამოხატავდა საკუთარ რწმენას. მას სჯერა, რომ ჯვრის მოხსნა რწმენის დარღვევა იქნება.

19. ქ-ნი ჩაპლინი კვალიფიცირებული მედდაა 1981 წლიდან და მუშაობდა სახელმწიფო საავადმყოფოში R (SB) v Governors of Denbigh High School [2006] UKHL 15, 1989 წლის აპრილიდან 2010 წლის ივლისამდე მუშაობის განსაკუთრებული ისტორიით. განვითრებული მოვლენებისას იგი მუშაობდა გერიატრიულ განყოფილებში. საავადმყოფოს ჰქონდა უნიფორმის ტარების პოლიტიკა, რომელიც ეფუძნებოდა ჯანდაცვის დეპარტამენტის სახელმძღვანელო პრინციპებს. საავადმყოფოს უნიფორმის ტარების პოლიტიკა, 5.1.5. პარაგრაფში აღნიშნავდა, რომ "ტარების შემთხვევაში, სამკაული უნდა იყოს თავშეკავებულად ნატარები", ხოლო 5.3.6. პარაგრაფი კი მიუთითებდა, რომ:

"5.3.6. გადამდები ინფექციის რისკების შესამცირებლად, სამკაულები მინიმუმამდე უნდა შემცირდეს, კერძოდ: ერთი მარტივი, პრიალა ბეჭედი, რომელიც ხელს არ შეუშლის ხელის ჰიგიენას.

ერთი წყვილი მარტივი, მოკრძალებული საყურეები,

ყელსაბამის ტარება აკრძალულია რათა შემცირდეს დაზიანების საფრთხე პაციენტების მოვლისას.

სახეზე პირსინგი, არსებობის შემთხვევში, მოხსნილ ან დაფარულ უნდა იქნას."

პარაგრაფი 5.1.11. მიუთითებს:

"პერსონალის ნებისმიერი წევრი, რომელსაც სურს რელიგიური ან კულტურული მიზეზების გამო ატაროს განსაკუთრებული ტიპის ტანისამოსი ან სამკაული, ვალდებულია მოცემული საკითხი შეათანხმოს ხაზის მენეჯერთან, რომელიც ვალდებულია ჯეროვანი მიზეზების გარეშე არ დააწესოს შეზღუდვა."

დასაქმების ტრიბუნალის წინაშე არსებობდა ტკიცებულება, რომ ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, სხვა ქრისტიან მედდას თხოვეს ძეწკვისა და ჯვრის მოხსნა, ხოლო ორ სიქხ მედდას კი შეატყობინეს, რომ ვერ ატარებდნენ სამაჯურს ან კირპანს, ისინი დაემორჩილნენ მოცემულ ინტრუქციებს. ორ მუსლიმ ექიმ ქალბატონ მიეცათ უფლება ეტარებინათ მომდგარი "სპორტული" ჰიჯაბი, რომელიც წააგავდა ნაქსოვ ჩაფხუტს.

20. 2007 წლის ივნისში საავადმყოფოში შემოიღეს ახალი უნიფორმები, რომელიც პირველად, მოიცავდა V- ყელიან ტუნიკებს მედდებისათვის. 2009 წლის ივნისში ქ-ნ ჩაპლინს მენეჯერმა მოსთხოვა მოეხსნა "ყელსაბამი". ქ-ნმა ჩაპლინმა დაიჟინა, რომ ჯვარი რელიგიური სიმბოლო გახდათ და მოისურვა მის ტარებაზე ნებართვის აღება. მას უარი უთხრეს იმის გამო, რომ მის ძეწკვსა და ჯვარს შეეძლო დაზიანების გამოწვევა იმ შემთხვევაში თუკი ხანდაზმული პაციენტები მოქაჩავდნენ მას. ქ-ნმა ჩაპლინმა შესთავაზა ჯვრის ტარება ძეწკვზე, რომელიც მაგნიტით იკვრებოდა, რომელიც უმალვე გაიხსნებოდა პაციენტის მიერ მოქაჩვის შემთხვევაში. თუმცა, ჯანდაცვის ორგანომ უარი განუცხადა იმის გამო, რომ თავად ჯვარი გახლდათ ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისათვის საფრთხის მატარებელი თუკი იოლად ჩამოგდებადი გახდებოდა; მაგალითისათვის მოხმობილ იქნა შემთხვევა, თუ იგი კონტაქტში შევიდოდა ღია ჭრილობასთან. დაბოლოს, მომჩივანს შესთავაზეს ჯვარისა და ძეწკვის ტარება იმ თასმაზე, რომელზეც ეკეთა პირდარობის დამადასტურებელი დოკუმენტი. მთელს პერსონალს ევალებოდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ტარება, რომელიც მიმაგრებული გახლდათ ჯიბეზე თასმით ან სამაგრით. თუმცა, პერსონალს ევალობოდა მისი მოხსნა რიგი კლინიკური ვალდებულებების შესრულებისას, და ამიტომაც, მომჩივანმა უარი განაცხადა მოცემულ შეთავაზებაზე. 2009 წლის ნოემბერში ქ-ნი ჩაპლინი გადაიყვანეს არა-სამედდო დროებით პოზიციაზე რომელიც 2010 წლის ივლისში გაუქმდა კიდეც.

21. 2009 წლის ნოემბერში ქ-ნმა ჩაპლინმა მიმართა დასაქმების ტრიბუნალს სადაც ასაჩივრებდა პირდაპირ და არაპირდაპირ დისკრიმინაციას რელიგიურ საფუძვლებზე. 2010 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით დასაქმების ტრიბუნალმა დაადგინა, რომ ადგილი არ ჰქონდა პირდაპირ დისრკიმინაციას, რადგან საავადმყოფოს პოზიცია ეფუძნებოდა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების და არა რელიგიის საფუძვლებს. რაც შეეხება საჩივარს არაპირდაპირი დისკრიმინაციის შესახებ, ტრიბუნალმა დაადგინა, რომ არ არსებობდა დასტური იმისა, რომ მომჩივნის გარდა სხვა "პირები" იყვნენ განსაკუთრებულ არასახარბიელო მდგომარეობაში. მეტიც, საავადმყოფოს პასუხი ქ-ნი ჩაპლინის თხოვნაზე თვალსაჩინოდ ეტარებინა ჯვარი პროპორციული გახლდათ.

22. მომჩივანს განუცხადეს, რომ სააპელაციო სასამართოს მიერ ქ-ნი ევეიდას საქმეში მიღებული გადაწყვეტილების გათვალისწინებით, დასაქმების სააპელაციო ტრიბუნალისადმი მიმართვის შემთხვევაში წარმატების ალბათობა დაბალი იყო.

გ. ქ-ნი ლადელე

23. მესამე მომჩივანი ქრისტიანია. იგი მიიჩნევს, რომ ქორწინება გახლავთ კავშირი ერთ კაცსა და ერთ ქალს შორის მთელი ცხოვრების მანძილზე და გულწრფელად სჯერა, რომ ერთიდაიგივე სქესის სამოქალაქო პარტნიორობა ღვთის კანონს ეწინააღმდეგება.

24. ქ-ნი ლადელე 1992 წლიდან მუშაობდა "London Borough of Islington"-ში, ადგილობრივ საჯარო დაწესებულებაში. Islington-ს ჰქონდა " თანასწორობისა და მრავალფეროვნების პოლიტიკა - „ღირსება ყველას“ რომელიც inter alia აღნიშნავდა:

"Islingtonამაყობს მისი მრავალფეროვნებით და საბჭო ემიჯნება ნებისმიერი ფორმით დისკრიმინაციას. "ღირსება ყველას" უნდა იყოს გამოცდილება Islington-ის პერსონალისათვის, მომხმარებელთათვის მიუხედავად მათი ასაკისა, სქესისა, შეზღუდული შესაძლებლობებისა, რწმენისა, რასისა, სექსუალური ორიენტაციისა, ეროვნებისა, შემოსავლისა თუ ჯანმრთელობის მდგომარეობისა. ...

ზოგადად, Islington-ი:

(ა) ხელს შეუწყობს საზოგადოების ერთიანობას საერთო საზოგადოებრივი ღირებულებებისა და ფასეულებების განვითარებით, რომელსაც საფუძვლად დაედება თანასწორობა, პატივისცემა და ღირსება ყველასათვის. ...

საბჭოს პოლიტიკის ფარგლებში ყველას უნდა მოეპყრან სამართლიანად და დისკრიმინაციის გარეშე. Islington-ი მიხნად ისახავს უზრუნველყოს:

  • პერსონალის მიმართ სამუშაო ადგილას სამართლიანი და თანასწორი მოპყრობა;
  • მომხმარებელთა მიერ საბჭოს მომსახურებების სამართლიანი მიღება და მათზე თანასწორი წვდომა;
  • პერსონალისა და მომხმარებლების ღირსებითა და პატივისცემით მოპყრობა.

საბჭო აქტიურად იბრძოლებს იმ დისკრიმინაციული ბარიერების მოსახსნელად, რომელიც ხალხს ხელს უშლის იმ დასაქმებასა და მომსახურებების მიღებაში, რომელიც მათ ეკუთვნით. საბჭო ვერ იქნება იმ პროცესების, დამოკიდებულებებისა თუ ქცევის მიმართ შემწყნარებელი, რომელიც დისკრიმინაციას წარმოადგენს, მათ შორის შევიწროება, ვიქტიმიზაცია და სტერეოტიპებზე დაფუძნებული მუქარა, უგულვებელყოფა, წინდაუხედავობა და სტერეოტიპიზაცია. ...

თანამშრომლებს მუდმივად მოეთხოვებათ მოცემული ღირებულებების ხელშეწყობა და დადგენილი პოლიტიკის ფარგლებში მუშაობა. ის თანამშრომლები, რომლებიც დაარღვევენ განმარტებულ პოლიტიკას შესაძლოა აღმოჩნდნენ დისციპლინური სასჯელის წინაშე."

25. 2002 წელს ქ-ნი ლადელე გახდა დაბადების, გარდაცვალებისა და ქორწინების რეგისტრატორი. მართალია მას ხელფასს ადგილობრივი ხელისუფლება უხდიდა და ეკისრებოდა ვალდებულება დამორჩილებოდა მის პოლიტიკას, იგი დაქირავებული არ გახლდათ ადგილობრივი ხელისუფლების მიერ, არამედ მუშაობდა გენერალური რეგისტრატორის ოფისში. 2005 წლის 5 დეკემბერს გაერთიანებულ სამეფოში ძალაში შევიდა სამოქალაქო პარტნიორობის შესახებ 2004 წლის კანონი. კანონის მიხედვით ნება დაერთო ორი ერთიდაიგივე სქესის მქონე პირის სამოქალაქო პარტნიორობის სამართებრივ რეგისტრაციას, რომლის საფუძველზეც მათ მიენიჭებათ დაოჯახებული წყვილის ექვივალენტური უფლებები და მოვალეობები. 2005 წლის დეკემბერში Islington-მა გადაწყვიტა ყველა მოქმედი დაბადების, გარდაცვალებისა და ქორწინების რეგისტრატორისათვის მიენიჭებინა სამოქალაქო პარტნიორობის რეგისტრაციის ფუნქციაც. მართალია მოცემული რეგისტრაციის განხორციელება ყოველი მათგანის მიერ სავალდებულო არ იყო, მაგრამ კანონი ითხოვდა უზრუნველყოფილიყო, რომ საკმარისი რაოდენობის სამოქალაქო პარტნიორობის რეგიტრატორი არსებულიყო ყოველ რეგიონში მოცემული ფუნქციის განსახორციელებლად. გაერთიანებული სამეფოს რიგმა ადგილობრივმა ხელისუფალმა განსხვავებული მიდგომა არჩია და მიანიჭა იმ რეგისტრატორებს, რომელთა რელიგიური ხედვაც ეწინააღმდეგებოდა სამოქალაქო პარტნიორობის არსებობას, უფლება აერჩიათ სამოქალაქო პარტნიორობის რეგისტრირებისაგან თავის შეკავება.

26. თავდაპირველად, ქ-ნ ლადელეს მიეცა უფლება არაფორმალურად, თანამშრომლებთან გაეცვალა სამუშაო ისე, რომ მას თავად არ გაეხორციელებინა სამოქალაქო პარტნიორობის რეგისტრაცია. 2006 წლის მარტში ორმა კოლეგამ იჩივლა, რომ მის მიერ ვალდებულების შესრულებაზე უარი დისკრიმინაციული იყო. 2006 წლის 1 აპრილით დათრიღებული წერილით ქ-ნ ლადელეს შეატყობინეს, რომ ადგილობრივი ხელისუფლების აზრით, სამოქალაქო პარტნიორობის განხორციელებაზე უარით იგი არღვევდა ქცევის კოდექსსა და თანასწორობის პოლიტიკას. მას სთხოვეს წერილობით დაედასტურებინა, რომ მოახდენდა სამოქალაქო პარტნიორობის რეგისტრირებას. მესამე მომჩივანმა უარი განაცხადა და მოითხოვა ადგილობრივი ხელისუფლებისაგან მისი რელიგიური მრწამსის პატივისცემა. 2007 წლის მაისისათვის სამსახურში ატმოსფერო დამძიმდა. ქ-ნი ლადელეს უარმა დაერეგისტრირებინა სამოქალაქო პარტნიორობანი გამოიწვია სირთულეები, დააკისრა რა დამატებითი ტვირთი სხვა კოლეგებს, ხოლო ჰომოსექსუალი კოლეგების აზრით კი ისინი თავს ვიქტიმიზირებულად მიიჩნევდნენ. 2007 წლის მაისში ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაიწყო წინასწარი გამოძიება, რომელიც დასრულდა 2007 წლის ივლისში რეკომენდაციით ქ-ნი ლადელეს წინააღმდეგ შესულიყო ოფიციალური დისციპლინური საჩივარი იმის გამო, რომ იგი არ ახორციელებდა სამოქალაქო პარტნიორობის რეგისტრირებას მხარეთა სექსუალური ორიენტაციის გამო, რის შედეგადაც იგი არღვევდა ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დადგენილ ქცევის წესებსა და თანასწორობისა და მრავალფეროვნების პოლიტიკას. დისციპლინური მოსმენა შედგა 2007 წლის 16 აგვისტოს. მოსმენის შემდეგ ქ-ნ ლადელეს სთხოვეს ხელი მოეწერა ახალ სამუშაოს აღწერაზე, რომელიც ავალდებულებდა მას დაერეგისტრირებინა სამოქალაქო პარტნიორობა და გაეხორციელებინა ადმინიტრაციული სამუშაო სამოქალაქო პარტნიორობასთან დაკავშიებით, თუმცა არ ევალებოდა ცერემონიების ჩატარება.

27. ქ-ნმა ლადელემ მიმართა დასაქმების ტრიბუნალს და იჩივლა პირდაპირი და არაპირდაპირი დისკრიმინაციის შესახებ რელიგიური ან რწმენის საფუძველზე და შევიწროებაზე. 2007 წლის 1 დეკემბერს ძალაში შევიდა სტატისტიკისა და რეგისტრაციების შესახებ 2007 წლის კანონი და, ნაცვლად გენერალური რეგისტრატორის ოფისისა, ქ-ნი ლადელე შეიქნა ადგილობრივი ხელისუფლების თანამშრომელი, რომელსაც ახლა უკვე ჰქონდა მისი გათავისუფლების უფლება. დასაქმების ტრიბუნალის წინაშე აღინიშნა, რომ სამართალწარმოების წაგების შემთხვევაში დიდი იყო იმის ალბათობა, რომ მოხდებოდა მომჩივნის დათხოვნა.

28. 2008 წლის 3 ივლისს ტრიბუნალმა დააკმაყოფილა საჩივრები პირდაპირი და არაპირდაპირი რელიგიური დისკრიმინაციისა და შევიწროების შესახებ და დაადგინა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება "უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ლესბოსელების, გეების, ბისექსუალებისა და ტრანსსექსუალების უფლებებს ვიდრე ქ-ნ ლადელეს, როგორც ორთოდოქსული ქრისტიანული რწმენის მიმდევრის უფლებებს". ადგილობრივმა ხელისუფლებამ გაასაჩივრა გადაწყვეტილება დასაქმების სააპელაციო ტრიბუნალში და ამ უკანასკნელმა 2008 წლის 19 დეკემბერს შეცვალა დასაქმების ტრიბუნალის გადაწყვეტილება. მან დაადგინა, რომ ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ქ-ნი ლადელესადმი მოპყრობა კანონიერი მიზნის - კერძოდ კი რეგისტრაციის მომსახურების არადისკრიმინაციულ საფუძველზე გახორციელების - პროპორციული გახლდათ.

29. დასაქმების სააპელაციო ტრიბუნალის გადაწყვეტილება გასაჩივრდა სააპელაციო სასამართლოში, რომელმაც 2009 წლის 15 დეკემბერს უცვლელი დატოვა დასაქმების სააპელაციო ტრიბუნალის გადაწყვეტილება. მან მიუთითა 52-ე პარაგრაფში შემდეგი:

"ის ფაქტი, რომ ქ-ნი ლადელეს უარი განეხორციელებინა სამოქალაქო პარტნიორობის რეგისტრაცია გამოწვეული იყო მისი რელიგიური შეხედულებით ქორწინების შესახებ, ვერ გამართლებს დასკვნას მასზედ, რომ Islington-მა არ უნდა დაუშვას მისი მიზნების სრულად განხორციელება, კერძოდ კი ყველა რეგისტრატორის მიერ სამოქალაქო პარტნიორობის რეგისტრაცია "ღირსება ყველას" პოლიტიკის ფარგლებში. ქ-ნი ლადელე მუშაობდა საჯარო თანამდებობაზე და დაქირავებული გახლდათ საჯარო ორგანოს მიერ; მას ევალებოდა ყოვლად სეკულარული ვალდებულების შესრულება რომელიც მისი სამუშაოს ნაწილს წარმოადგენდა; ქ-ნი ლადელეს უარი სამუშაოს დროს განეხორციელებინა ხსენებული ვალდებულება ეფუძნება დისრკიმინაციას გეი პირთა მიმართ; მას მოეთხოვა ვალდებულების შესრულება Islington-ის "ღირსება ყველას" პოლიტიკის ფარგლებში რომლის მიზანიც გახლდათ თავიდან აცილებულიყო ან შემცირებულიყო მაინც დისკრიმინაცია როგორც Islington-ის თანამშრომლებს შორის, ისევე Islington-სა (და მის თანამშრომლებს) და იმ საზოგადოებაში, რომელსაც ეს უკანასკნელი უწევდა მომსახურებას; ქ-ნი ლადელეს უარმა გამოიწვია სამათალდარღვევა მინიმუმ მისი ორი გეი კოლეგის მიმართ; ქ-ნი ლადელეს უარი ეფუძნებოდა ქორწინების მისეულ აღქმას და არ წრმოადგენდა მისი რელიგიის მთავარ ნაწილს; და Islington-ის მოთხოვნა მას არანაირად არ უშილდა ხელს გაეგრძელებინა რელიგიური საქმიანობა საკუთარი სურვილისამებრ."

სააპელაციო სასამართომ დაასკვნა, რომ კონვენციის მე-9 მუხლი და სასამართლოს პრაქტიკა მხარს უჭერდა პოზიციას, რომლის მიხედვითაც ქ-ნი ლადელეს სურვილი - პატივცემულ ყოფილიყო მისი რელიგიური ხედვები - არ უნდა ყოფილიყო დაშვებული რათა უზრუნველყოფილიყო "...Islington-ის სურვილი დაცული ყოფილიყო მისი ყველა რეგისტრატორის მხრიდან ჰომოსექსუალი საზოგადოების მიმართ ისეთივე პატივისცემა, როგორც ჰეტეროსექსუალი საზოგადოების მიმართ". მან ასევე აღნიშნა, რომ 2007 წლის რეგულაციების ძალაში შესვლიდან მოყოლებული (იხ. პარაგრაფი 42 ქვემოთ), მას შემდეგ რაც ქ-ნი ლადელე შეიქნა სამოქალაქო პარტნიორობის რეგიტრატორი, Islington-ს არა მარტო შეეძლო, არამედ ვალდებულიც გახლდათ მოეთხოვა მისთვის სამოქალაქო პარტნიორობის რეგისტრაცია.

30. მომჩივნის სააპელაციო სარჩელი უზენაესი სასამართლოსადმი არ დაკმაყოფილდა 2010 წლის 4 მარტს.

დ. ბ-ნი მაქფერლეინი

31. მეოთხე მომჩივანი გახლავთ ქრისტიანული რელიგიის მიმდევარი და ყოფილი უხუცესი დიდ მრავალკულტურულ ეკლესიაში ბრისტოლში. მას ღრმად და გულწრფელად წამს, რომ ბიბლიის მიხედვით ჰომოსექსუალიზმი ცოდვაა და რომ მან არაფერი უნდა გააკეთოს ამგვარი საქმიანობის ხელშესაწყობად.

32. Relate Avon Limited ("რილეით") გახლავთ რილეით ფედერაციის ნაწილი, ეროვნული კერძო ორგანიზაცია, რომელიც მომხმარებელს თავაზობს კონფიდენციალურ სექსუალურ თერაპიასა და ურთიერთობების შესახებ რჩევებს. რილეითი და მისი მრჩეველები არიან სექსუალური და ურთიერთობების თერაპიის ბრიტანეთის ასოციაციის წევრები ("ასოციაცია"). ხსენებულ ასოციაციას გააჩნია ეთიკის კოდექსი და ჯეროვანი პრაქტიკის პრინციპები, რომელსაც ემორჩილებიან რილეითი და მისი კონსულტანტები. კოდექსის მე-18 და მე-19 პარაგრაფები აღნიშნავს შემდეგს:

"თვითგამორკვევის უფლების აღიარება, მაგალითად:

18. კლიენტებისა და იმ პირთა თვითგამორკვევის ავტონომიური და მთავარი უფლების პატივისცემა, რომელთანაც შესაძლოა ურთიერთობა ჰქონდეს კლიენტს. თერაპევტების მიერ კლიენტებზე გარკვეული სტანდარტების, ღირებულებებისა და იდეების თავს მოხვევა დაუშვებელია. თერაპევტმა უნდა აღიაროს და იმუშავოს ღირებულებებისა და კლიენტის (და კოლეგების) ღირსების პატივისცემით და ჯეროვნად გაითვალისწინოს ისეთი საკითხები როგორიცაა რელიგია, რასა, სქესი, ასაკი, რწმენა, სექსუალური ორიენტაცია და შეზღუდული შესაძლებლობები.

პირის წინასწარგანწყობების გათვალისწინება, მაგალითად:

19. თერაპევტებს უნდა ახსოვდეთ, რომ გააჩნიათ წინასწარგანწყობანი და თავიდან უნდა აიცილონ დისკრიმინაცია, მაგალითად რელიგიის, რასის, სქესის, ასაკის, რწმენის, სექსუალური ორიენტაციისა თუ შეზღუდული შესაძლებლობების საფუძველზე. თერაპევტს აკისრია ვალდებულება გააზრებული ჰქონდეს საკუთარი წინასწარგანწყობილებები და სტერეოტიპები, განსაკუთრებით კი გათვალისწინებულ უნდა იქნას თუ რა ფორმით არის შესაძლებელი ამ უკანასკნელმა იქონიოს გავლენა თერაპიულ ურთიერთობაზე."

"რილეითს" ასევე გააჩნია თანასწორი საშუალებების პოლიტიკა, რომელიც თანასწორობის მისაღწევად განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს პოზიტიურ ვალდებულებას. პოლიტიკის ნაწილში აღნიშნულია შემდეგი;

"რილეით ეივონი" მიზნად ისახავს უზრუნველყოს, რომ არც ერთი პირი - მეურვეები, პერსონალი, მოხალისეები, კონსულტანტები და კლიენტები - არ დაექვემდებაროს არაკეთილგანწყობილ მოპყრობას პერსონალური თუ ჯგუფური მახასიათებლების გამო, მათ შორის რასა, ფერი, ასაკი, კულტურა, სამედიცინო მდგომარეობა, სექსუალური ორიენტაცია, ოჯახური მდგომარეობა, შეზღუდული შესაძლებლობანი [თუ] სოციალურ-ეკონომიკური დაჯგუფება. "რილეით ეივონი" ითვალისწინებს არამხოლოდ კანონს, არამედ ახორციელებს პოზიტიურ პოლიტიკასაც, რომლითაც მიღწეული იქნება ცენტრში მომუშავე ყველა პირისა (მიუხედავად მათი კომპეტენციისა) და კლიენტისათვის თანასწორი შესაძლებლობანი."

33. ბ-ნი მაქფერლეინი მუშაობდა "რილეითში" კონსულტანტად 2003 წლის მაისიდან 2008 წლის მარტამდე. თავდაპირველად იგი ყოყმანობდა ერთიდაიგივე სქესის წყვილებისათვის რჩევების მიცემის მომსახურების გაცემაზე, თუმცა ზედამხედველთან საუბრის შემდეგ დათანხმდა, რომ ჰომოსექსუალი წყვილისათვის მხოლოდ რჩევის მიცემა არ მოიცავდა ამგვარი ურთიერთობის ხელშეწყობას და რომ შესაბამისად გააგრძელებდა საქმიანობას. ამის შემდეგ მან უპრობლემოდ გაუწია კონსულტირება ორ ლესბოსელ წყვილს, თუმცა არცერთ შემთხვევაში არ წამოწეულა სექსუალური საკითხები.

34. 2007 წელს ბ-ნმა მაქფერლეინმა დაიწყო "რილეითის" საუნივერსიტეტო დიპლომისათვის მზადება ფსიქო-სექსუალურ თერაპიაში. იმავე წლის შემოდგომისათვის "რილეითში" დაიწყო საუბარი, რომ მას არ სურდა ემუშავა სექსუალურ საკითხებზე ჰომოსექსუალ წყვილებთან. პასუხად "რილეითის" გენერალური მენეჯერი ბ-ნი ბ. შეხვდა ბ-ნ მაქფერლეინს 2007 წლის ოქტომბერში. მომჩივანმა დაადასტურა, რომ მართლაც უჭირდა ერთიდაიგივე სქესის წყვილებთან მუშაობისა და ბიბლიური სწავლებების შეთავსება. ბ-ნმა ბ.-მ წუხილით აღნიშნა, რომ შეუძლებელი იყო კლიენტების გაფილტვრა და ამ გზით ბ-ნი მაქფერლეინისათვის ლესბოსელ, გეი თუ ბისექსუალ წყვილებთან ფსიქო-სექსუალური თერაპიის თავიდან აცილება.

35. 2007 წლის 5 დეკემბერს ბ-ნმა ბ-მ მიიღო წერილი სხვა თერაპევტებისაგან, რომლებიც გამოთქვამდნენ წუხილს მასზედ, რომ ერთ-ერთი მრჩეველი, რომლის სახელიც არ ყოფილა მითითებული, უარზე იყო, რელიგიურ საფუძვლებზე დაყრდნობით, ემუშავა გეი, ლესბოსელ და ბისექსუალ კლიენტებთან. 2007 წლის 12 დეკემბერს ბ-ნმა ბ-მ მისწერა ბ-ნ მაქფერლეინს სადაც აღნიშნა, რომ შეიტყო, რომ იგი უარს აცხადებდა ერთიდაიგივე სქესის წყვილებთან რიგ საკითხებზე მუშაობაზე და რომ შიშობდა, რომ ამგვარი საქციელი დისკრიმინაციული გახლდათ და ეწინააღმდეგებოდა "რილეითის" თანასწორი შესაძლებლობების პოლიტიკას. ბ-ნ მაქფერლეინს მან მოსთხოვა, რომ 2007 წლის 19 დეკემბრამდე წარმოედგინა წერილობითი დასტური მასზედ, რომ განაგრძობდა ერთიდაიგივე სქესის წყვილებისათვის ურთიერთობების საკითხზე კონსულტირებასა და ფსიქო-სექსუალურ თერაპიას, რისი განუხორციელებლობაც გამოიწვევდა დისციპლინური ზომების მიღებას. 2008 წლის 2 იანვარს ბ-ნმა მაქფერლეინმა უპასუხა და აღნიშნა, რომ მას არ გააჩნდა პრობლემა გაეწია კონსულტაცია ერთიდაიგივე სქესის წყვილებისათვის. მისი შეხედულებები ერთიდაიგივე სქესის წყვილებისათვის ფსიქო-სექსუალური თერაპიის გაწევის შესახებ ჯერ კიდევ ვითრდებოდა, რადგან მას ჯერ არ ჰქონდა გაწეული ამ ტიპის სამსახური. ბ-ნმა ბ-მ მოცემული პასუხი განმარტა როგორც უარი ბ-ნი მაქფერლეინის მხრიდან დაედასტურებინა ერთიდაიგივე სქესის მქონე პირთათვის ფსიქო-სექსუალური თერაპიის ჩატარებაზე მზადყოფნა და შედეგად შეუჩერა მას კონტრაქტი მანამდე, სანამ მიმდინარეობდა დისციპლინური გამოძიება. 2008 წლის 7 იანვარს გამართლულ საძიებო შეხვედრზე მომჩივანმა განაცხადა, რომ მართლაც არსებობდა ინტერესთა კონფლიქტი მის რელიგიურ მრწამსსა და ერთიდაიგივე სქესის წყვილთათვის ფსიქო-სექსუალურ თერაპიას შორის მაგრამ იქვე აღნიშნა, რომ თუკი მოსთხოვდნენ ამგვარი სამუშაოს შესრულებას, დაემორჩილებოდა, ხოლო პრობლემების წარმოშობის შემთხვევაში კი დაელაპარაკებოდა ზედამხედველს/სუპერვაიზერს. ბ-ნმა ბ.-მ მიიჩნია, რომ ამ განცხადებით ბ-ნი მაქფერლეინი კისრულობდა ვალდებულებას დამორჩილებულიყო "რილეითის" პოლიტიკას და, შესაბამისად, შეაჩერა დისციპლინური ძიება.

36. მეოთხე მომჩივანთან სატელეფონო საუბრის შემდეგ მისი ზედამხედველი დაუკავშირდა ბ-ნ ბ.-ს რათა გამოეხატა შეშფოთება. მან მიიჩნია, რომ ბ-ნი მაქფერლეინი ან დაბნეული იყო ერთიდაიგივე სქესის წყვილებისათვის ფსიქო-სექსუალური თერაპიის გაწევის საკითხზე ან არაკეთილსინდისიერად მოიქცა. როდესაც აღნიშნული შეშფოთების შესახებ შეატყობინეს ბ-ნ მაქფერლეინს მან მიუთითა, რომ მისი შეხედულებები არ შეცვლილიყო წინა საუბრს შემდეგ და რომ შესაბამისი საკითხის წამოჭრის შემთხვევაში მიმართავდა საჭიროებისამებრ. იგი დაბარებულ იქნა შემდგომ დისციპლინურ შეხვედრზე 2008 წლის 17 მარტს სადაც მას ჰკითხეს შეიცვალა თუ არა პოზიცია, მაგრამ მან გაიმეორა, რომ დასამატებელი არაფერი ჰქონდა 2008 წლის 7 იანვარს გამართულ შეხვედრაზე გამოხატულ მიდგომაზე.

37. 2008 წლის 18 მარტს ბ-ნმა ბ.-მ გაათავისუფლა ბ-ნი მაქფერლეინი დაჩქარებული წესით უხეში დარღვევისათვის დაადგინა რა, რომ მომჩივანმა თქვა, რომ დაემორჩილებოდა "რილეითის" პოლიტიკას და გაუწევდა სექსუალურ თემაზე კონსულტირებას ერთიდაიგივე სქესის წყვილებს ისე, რომ სინამდვილეში მსგავსი მიზანი არ გააჩნდა. შესაბამისად რთული იყო მისი ნდობა რომ შეასრულებდა საკუთარ ფუნქციას "თანასწორი შესაძლებლობების" პოლიტიკის ფარგლებში. სააპელაციო შეხვედრა ჩატარდა 28 აპრილს. აპელაცია არ დაკმაყოფილდა რადგან მართებულად იქნა მიჩნეული ბ-ნი ბ-ს მხრიდან ბ-ნი მაქფერლეინისადმი პოლიტიკის განხორციელებაზე ნდობის არარსებობა.

38. ბ-ნმა მაქფერლეინმა საჩივარი შეიტანა დასაქმების ტრიბუნალში, სადაც inter alia განაცხადა პირდაპირი და არაპირდაპირი დისკრიმინაციის შესახებ უსამართლო და არამართებული გათავისუფლების გამო. ტრიბუნალის გადაწყვეტილება გაჟღერდა 2009 წლის 5 იანვარს. მან დაადგინა, რომ ბ-ნ მაქფერლეინს არ განუცდია პირდაპირი დისკრიმინაცია 2003 წლის რეგულაციების 3(1)(ა) რეგულაციის დარღვევით (იხ. პარაგრაფი 41 ქვემოთ). იგი გათავისუფლებულ იქნა არა საკუთარი რწმენის, არამედ იმის გამო, რომ დამქირაველებს სჯეროდა, რომ იგი არ დაემორჩილებოდა იმ პოლიტიკას რომელიც ასახავდა "რილეითის" სულისკვეთებას. რაც შეეხება არაპირდაპირ დისკრიმინაციას, რომელიც მოცემულია რეგულაცია 3(1)(ბ)-ში, ტრიბუნალმა დაადგინა, რომ "რილეითის" მოთხოვნა - მრჩეველები დაემორჩილონ თანასწორი შესაძლებლობების პოლიტიკას - იმ პირს, რომელიც იზიარებდა ბ-ნი მაქფერლეინის რელიგიურ მრწამსს არაკეთილგანწყობილ მდგომარეობაში აყენებდა. თუმცა, მოცემული მოთხოვნის მიზანი გახლდათ კონსულტაციების ფართო სპექტრის შეთავზება საზოგადოების ყველა ნაწილისათვის, მიუხედავად მათი სექსუალური ორიენტაციისა და მოცემული მოთხოვნა კანონიერი იყო. "რილეითის" პირობა, მომსახურება განეხორციელებინა არადისკრიმინაციულ საფუძველზე მისი საქმიანობისათვის უმნიშვნელოვანესი გახლდათ და მას შეეძლო მოეთხოვა ბ-ნი მაქფერლეინისაგან უპირობო გარანტია მასზედ, რომ კლიენტებს ყოველგვარი ჭოჭმანის გარეშე გაუწვედა საკონსულტაციო მომსახურებას. მან ვერ მოახერხა ამ საკითხზე პირობის მოცემა. კლიენტების გაფილტვრა შესაძლოა ეფექტიანი იყოს გარკვეული შეზღუდული დროით, მაგრამ მაინც ვერ დაიცავს კლიენტებს ბ-ნი მაქფერლეინის პოტენციური უარისაგან, რაოდენ ტაქტიანადაც არ უნდა მოიქცეს იგი. აღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ მისი გათავისუფლება დასახული კანონიერი მიზნის მიღწევის პროპორციული იყო. შესაბამისად, საჩივარი დისკრიმინაციაზე არ შედგა. საბოლოოდ, ტრიბუნალმა არ დააკმაყოფილა საჩივარი უსამართლო გათავისუფლებაზე აღნიშნა რა, რომ "რილეითმა" საფუძვლიანად დაკარგა ბ-ნი მაქფერლეინის ნდობა და რომ ვერ იქნებოდა დარწმუნებული, რომ იგივე ტიპის ერთიდაიგივე სქესის მქონე პირთა მიმართ სექსუალური თემის შესახებ კონსულტირების შემთხვევაში არ შეიზღუდებოდა ან არ იჭოჭმანებდა წყვილისათვის საჭირო კონსულტაციის გაცემაზე, რადგან მასში არსებული შეზღუდვები ეფუძნებოდა მის რელიგიურ რწმენას.

39. ბ-ნმა მაქფერლეინმა საჩივარი შეიტანა დასაქმების სააპელაცო ტრიბუნალში და გაასაჩივრა ის დასკვნები, რომელიც მიღებულ იქნა პირდაპირი და არაპირდაპირი დისკრიმინაციისა და უსამართლო გათავისუფლების თაობაზე. 2009 წლის 30 ნოემბერს დასაქმების სააპელაციო ტრიბუნლმა დაადგინა, რომ ტრიბუნალი მართალი გახლდათ, როდესაც არ დააკმაყოფილა საჩივრები. მან უარყო ბ-ნი მაქფერლეინის არგუმენტი მასზედ, რომ კანონიერი არ იყო რელიგიურ რწმენასა და მოცემული რწმენის გამომხატველ ცალკეულ ქმედებაზე პროტესტირება და დაადგინა, რომ ამგვარი მიდგომა კონვენციის მე-9 მუხლს ეწინააღმდეგებოდა. ტრიბუნალმა ასევე გაითვალისწინა "რილეითს" არგუმენტები, რომ ის კომპრომისული ვარიანტი, რომელიც შეთავაზებულ იქნა ბ-ნი მაქფერლეინის მიერ მიუღებელი იყო პრინციპის დონეზე რადგან "სრულად ეწინააღმდეგებოდა ორგანიზაციის სულისკვეთებას, დათანხმებულიყო ისეთი ვითარების არსებობას, სადაც მრჩეველს შეეძლო უარი ეთქვა ამა თუ იმ კლიენტის მომსახურებაზე ამ უკანასკნელის ქცევის მიუღებლობის გამო" და რომ არაპრაქიკული გახლდათ ისეთი სისტემით ოპერირება, სადაც მრჩეველი არ მოემსახურება ერთიდაიგივე სქესის წყვილებს იმ შემთხვევაში, თუკი წარმოიქმნებოდა ვითარება, რომელიც მისი აზრით ხელს შეუწყობდა წყვილის სექსუალურ აქტივობას. "რილეითი" უფლებამოსილი იყო უარი ეთქვა იმ ხედვების გათვალისწინებაზე, რომელიც ეწინააღმდეგებოდა მის მიერ გაცხადებულ ფუნდამენტურ პრინციპებს. ასეთ ვითარებაში, არგუმენტი მომჩივნის ხედვის გათვალისწიების პრაქტიკულობის შესახებ უადგილოც კი გახლდათ.

40. ბ-ნმა მაქფერლეინმა მიმართა სააპელაციო სასამართლოს დასაქმების სააპელაციო ტრიბუნლის გადაწყვეტილების გასაჩივრების ნებართვისათვის .2010 წლის 20 იანვარს სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საჩივარი იმის გამო, რომ არ არსებობდა წარმატების რეალური შანსი სააპელაციო სასამართოს გადაწყვეტილების გათვალისწინებით საქმეში Ladele. მას შემდეგ რაც უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილ სააპელაციო საჩივარი Ladeleსაქმეში, ბ-ნმა მაქფერლეინმა კიდევ ერთხელ მიმართა აპელაციის მოთხოვნით. მოსმეის შემდეგ საჩივარი არ დაკმაყოფილდა 2010 წლის 29 აპრილს იმ მიზეზებით, რაც დიდწილად ემთხვევა Ladeleსაქმეში არსებულს.

     

II. შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობა

41. დასაქმების თანასწორობის (რელიგია თუ რწმენა) 2003 წლის რეგულაციის მე-3 რეგულაცია აღნიშნავს შემდეგს:

"3. რელიგიისა თუ რწმენის საფუძველზე დისკრიმინაცია

(1) მოცემული რეგულაციის მიზნებისათვის, პირი ("ა") ახდენს მეორის ("ბ") დისკრიმინაციას თუ -

...

(ბ) "ა" "ბ"-ს მიმართ იყენებს ან გამოიყენებდა ისეთ დებულებას, კრიტერიუმს ან პრაქტიკას, რომელსაც იგი თანასწორად არ გამოიყენებდა სხვა რელიგიისა თუ რწმენი მქონე პირებზე, მაგრამ

(i) რომელიც "ბ"-ს მსგავსი რელიგიისა თუ რწმენის მქონე პირებს აყენებს არაკეთილგანწყობილ მდგომარეობაში სხვა პირებთან შედარებით,

(ii) რომელიც "ბ"-ს აყენებს არაკეთილგანწყობილ მდგომარეობაში, და

(iii) რომელთან მიმართებაშიც "ა" ვერ დაადასტურებს პროპორციული საშუალებების არსებობას კანონიერი მიზნის მისაღწევად."

რეგულაცია 2(1) მიხედვით "რელიგია" ნიშნავს ნებისმიერ რელიგიას, ხოლო "რწმენა" კი ნიშნავს ნებისმიერ რელიგიურ ან ფილოსოფიურ რწმენას.

42. 2007 წლის თანასწორობის აქტის რეგულაციების (სექსუალური ორიენტაცია) რეგულაცია 3 აღნიშნავს:

"3. დისკრიმინაცია სექსუალურ ნიადაგზე

(1) მოცემული რეგულაციების მიზნებისათვის პირი ("ა") დისკრიმინაციას ახორციელებს მეორის ("ბ") წინააღმდეგ ამ უკანასკნელის ან ნებისმიერი სხვა პირის, გარდა "ა"-სი სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე მაშინ თუკი "ა" ეპყრობა "ბ"-ს იმაზე ნაკლებად კეთილმოსურნედ ვიდრე ის ექცევა ან მოექცეოდა სხვებს (იმ შემთხვევებში, რომელშიც არ არსებობს არსობრივი სხვაობა მოცემულ ვითარებებში).

...

(3) მოცემული რეგულაციების მიზნებისათვის პირი ("ა") დისკრიმინაციას ახდენს მეორის ("ბ") მიმართ თუკი "ა" "ბ"-ზე იყენებს დებულებას, კრიტერიუმს ან ექცევა იმგვარად, რომ:

(ა) რომელსაც იგი იყენებს ან გამოიყენებდა თანასწორად "ბ"-საგან განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მქონე პირებისადმი.

(ბ) რომლის შედეგადაც "ბ"-ს მსგავსი სექსუალური ორიენტაციის მქონე პირები აღმოჩნდებიან არახელსაყრელ მდგომარეობაში ზოგ ან ყველა სხვა პირთან შედარებით (სადაც არ არსებობს არსობრივი სხვაობა შესაბამის გარემოებებში),

(გ) რომელიც "ბ"-ს არახელსაურელ მდგომარეობაში აყენებს ზოგ ან ყველა სხვა პირთან შედარებით (სადაც არ არსებობს არსობრივი სხვაობა შესაბამის გარემოებებში),

(დ) რომელსაც "ბ" გონივრულ გამართლებას ვერ პოულობს თუ არა საკუთარ ორიენტაციას."

საქონლის, მომსახურებებისა და საშუალებების მიწოდებასთან დაკავშირებით რეგულაცია 4 აღნიშნავს:

"(1) საჯარო სამსახურის ან მისი ნაწილის განმახორციელებელი პირის ("ა") მხრიდან უკანონოდ მიიჩევა საჯარო საქონლის, მომსახურებების თუ შესაძლებლბების მიწოდებისას იმ პირის ("ბ") დისკრიმინირება, რომელსაც სურს მოცემული საქონლის, საშუალებებისა თუ მომსახურებების მიღება-

(ა) "ბ"-სათვის საქონლის, საშუალებებისა თუ მომსახურებების მიწოდებაზე უარის თქმით;

(ბ)"ბ"-სათვის საქონლის, საშუალებებისა თუ მომსახურებების იმგვარად მიწოდებაზე უარის თქმა ისე, როგორც ამას გააკეთებდა "ა" ზოგადად შემდეგი პირთა წრისათვის:

(i) საზოგადოება, ან

(ii) საზოგადოების ის ნაწილი რომელსაც განეკუთვნება "ბ", ან

(დ)"ბ"-სათვის საქონლის, საშუალებებისა თუ მომსახურებების იმ პირობებით მიწოდებაზე უარის თქმა, როგორაც "ა" ზოგადად სთავაზობს საქონელს, საშალებებსა თუ მომსახურებას -

(i) საზოგადოებას, ან

(ii) საზოგადოების იმ ნაწილს რომელსაც განეკუთვნება "ბ".

(2) პარაგრაფი (1) განსაკუთრებით ვრცელდება შემდეგზე:

(ა) იმ ადგილებზე წვრომასა და გამოყენებაზე სადაც დაიშვება საზოგადოება,

(ბ) დაბინავებაზე სასტუმროში, პანსიონში თუ სხვა მსგავს დაწესებულებაში,

. ..."

8(1) რეგულაცია აღნიშნავს, რომ უკანონოდ მიიჩნევა საჯარო ხელისუფლებისაგან იმგვრი ქმედების განხორციელება, რომელიც დისკრიმინაციას წარმოადგენს. რეგულაცია 30-ის მიხედვით დასაქმების დროს პირის მიერ ჩადენილი ყოველი ქმედება განიხილება როგორც დამსაქმებლის, ისე მოცემული პირის მიერ ჩადენილად.

43. ევროკავშირის ჩარჩო დირექტივა დასაქმებისა და საქმიანობისას თანასწორი მოპყრობის შესახებ 2007/78/ECხაზს უსვამს ამ ორივე რეგულაციას. დისკრიმინაციის არსზე საუბრისას მუხლში 2(2)(ბ) აღნიშნულია შემდეგი:

"არაპირდაპირ დისკრიმინაციას ადგილი ექნება მაშინ, როდესაც აშკარად ნეიტრალური დებულება, კრიტერიუმი ან ქმედება გარკვეული რელიგიისა თუ მრწამსის, შეზღუდული შესძლებლობის, ასაკის ან სექსუალური ორიენტაციის მქონე პირს ჩააყენებს არაკეთილსასურველ მდგომარეობაში სხვა პირებთან შედარებით. დისკრიმინაციას ადგილი არ ექნება თუ:

(i) მოცემული დებულება, კრიტერიუმი ან ქმედება ობიექტურად გამართლებულია კანონიერი მიზნით და მის მისაღწევად გამოყენებული საშუალებანი შესაფერისი და აუცილებელია, ან

(ii) გარკვეული შეზღუდული უნარების მქონე პირთან მიმართებაში დამსაქმებელი ან ნებისმიერი პირი ან ორგანიზაცია რომელზეც ვრცელდება მოცემული დირექტივა ვალდებულია, ეროვნული კანონმდებლობის საფუძველზე, მიიღოს შესაფერისი ზომები მე-5 მუხლში მოცემული პრინციპების გათვალისწინებით რათა აღმოფხვრას ის არაკეთილსასურველი პრაქტიკა რაც გამომდინარეობს მოცემული დებულების, კრიტერიუმისა თუ ქმედებისაგან."

44. გაერთიანებულ სამეფოში ეროვნულ სასამართლოებს დეტალურად აქვთ განხილული საჩივრებში მოცემული საკითხები. კერძოდ, ლორდთა პალატას ჰქონდა ორი მნიშვნელოვანი საქმე, რომელიც ეხებოდა რელიგიური რწმენის გაცხადებას და იმ გარემოებებს რომელშიც დადგენილ იქნა მე-9 მუხლში ჩარევა.

45. საქმეში R (Williamson and Others) v. Secretary of State for Education and Employment [2005] UKHL 15 მომჩვნები ასაჩივრებდნენ გაერთიანებული სამეფოს მიერ დაწესებულ ბავშვთა მიმართ სათანადო გარემოებებში ფიზიკური სასჯელის აკრძალვა რომელიც არღვევდა მათ უფლებას თავისუფლად გამოეხატათ საკუთარი რელიგიური მრწამსი კონვენციის მე-9 მუხლით. 23-ე პარაგრაფში, განიხილა რა "გაცხადების" მნიშვნელობა ბირქენჰედის ლორდმა ნიქოლსმა, რომელსაც დაეთანხმა ბინჰემის ლორდები ბრაუნი და უოქერი და ლედი ჰოლი, ჩამოაყალიბა რამდენიმე საბაზისო პრინციპი:

"რწმენა უნდა აკმაყოფილებდეს რამდენიმე მოკრძალებულ და ობიექტურ მინიმუმ მოთხოვნას. მოცემული მოთხოვნების ზღვარი მოსაზრებულია ევროპული კონვენციის მე-9 მუხლსა და ადამიანის უფლებების დამცველ სხვა ინსტრუმენტთა მსგავს გარანტიებში. რწმენა უნდა შეესაბამებოდეს ადამიანის ღირსებასა და ერთიანობას. რელიგიური რწმენის გაცხადება, მაგალითაც რომელიც მოიცავს სხვათა წამებისა თუ არაადამიანური სასჯელის დაქვემდებარებას არ იმსახურებს დაცვას. რწმენა უნდა ვრცელდებოდეს სიღრმისეულად. მას უნდა გააჩნდეს სერიოზულობისა და მნიშვნელოვანობის ადექვატური ხარისხი. როგორც უკვე აღინიშნა, ის უნდა წარმოადგენდეს ფუნდამენტური საკითხის რწმენას. რელიგიურ რწმენაზე საუბრისას ეს წინაპირობა ცალსახად დაკმაყოფილებულია. რწმენა თანმიმდევრული უნდა იყოს, რაც გულისხმობს მის გონივრულობასა და გასაგებობას. თუმცა, ამ მხრივ ზედმეტის მოთხოვნაც არ არის საჭირო. ზოგადად, რელიგია მოიცავს ზებუნერივის რწმენას. იგი ყოველთვის ვერ განიმარტება ცხადად და კიდევ უფრო ნაკლებად ეფუძნება რაციონალურ გამართლებას. გამოყენებული ენა ხშირად არის ალეგორიული, სიბოლური და მეტაფორული ხასიათის. საკითხის მიხედვით, რთულია ინდივიდებს მოვთხოვოთ თანმიმდევრულად ან დაზუსტებულად გამოხატვა. ინდივიდთა რწმენა არც უცვლელი და სტატიკური გახლვთ. ყოველი პირის რწმენა მიდრეკილია ცვლილებისაკენ ცხოვრების განმავლობაში. ზოგადად, მოცემული ზღვარი არ უნდა იქნეს იმდაგვად დადგენილი, რომ უმცირესობას ჩამოართვას კონვენციით განსაზღვრული დაცვა. ..."

მოგვიანებით, პარაგრაფში 32 ლორდებმა განაგრძეს:

"მე-9 მუხლის მიზნებისათვის... იმის დადგენისას... თუ რამდენად წარმოადგენს ქმედება რწმენის გაცხადებას, პირველ რიგში უნდა განისაზღვროს რწმენის ბუნება და მასშტაბი. თუკი ... რწმენა გულისხმობს ცალკეულად მოქმედების ვალდებულებას, მაშინ, პრინციპში, მოცემული მოქმედების სწორედ იმ ფორმით განხორციელება წარმოადგენს თავისთავად რწმენის პრაქტიკაში გაცხადებას. ასეთ შემთხვევაში, მოქმედება "მჭიდრო კავშირშია" რწმენასთან სტრასბურგის ტერმინების მიხედვით..."

46. საქმე R (Begum) v. Headteacher and Governors of Denbigh High School [2006] UKHL 15 ეხებოდა საჩივარს, რომლის მიხედვითაც მომჩივნების გარიცხვა სკოლიდან უნიფორმის კოდექსის მრავალჯერადი დარღვევის გამო, გაუმართლებლად ზღუდავდა მის, inter alia, კონვენციით მე-9 მუხლით დაცულ უფლებას გამოხატოს საკუთარი რელიგია და რწმენა. ლორდმა ბინგემმა, იხილავდა რა საკითხს მასზედ, თუ რამდენად ჰქონდა ადგილი მომჩვნის მე-9 მუხლით დაცულ უფლებაში ჩარევას 23-ე და 24-ე პარაგრაფებში აღნიშნა შემდეგი:

"სტრასბურგის ინსტიტუტები არ არიან სრულად მზად დაადგინონ რელიგიური მრწამსის პრაქტიკაში გამოხტვის ან დაცვის უფლებაში ჩარევა მაშინ, როდესაც პირი ნებაყოფლობით თანხმდება სამუშაოს ან ისეთ ფუნქციას, რომელიც არ ითვალსიწინებს მის რელიგიურ საქმიანობას ან მის დაცვას. მაშინ, როდესაც პირს გააჩნია სხვა საშუალებანი სადაც მას ყოველგვარი სირთულისა და დისკომფორტის გარეშე შეუძლია დაიცვას საკუთარი რელიგიური მრწამსი. შესაბამისად, საქმეში X v Denmark (1976) 5 DR 157 ჩაითვალა, რომ რელიგიურმა მსახურმა თანხმობა განაცხადა იმ ეკლესიის შიდა განაწესზე, სადაც დაიწყო მუშაობა და მისი უფლება, რომ დაეტოვებინა ეკლესია იყო გარანტი მისი რელიგიის თავისუფლების.მისი საჩივარი მე-9 მუხლით არ დაკმაყოფილდა.Karaduman v Turkey (1993) 74 DR 93 არის ძლიერი საქმე. მომჩივანს უარი უთხრეს სკოლის დამათავრებელი სერთიფიკატის გაცემაზე იმის გამო, რომ მან უარი განაცხადა თავსაბურის გარეშე ფოტოს გადაღებაზე რაც სავალდებულო იყო. კომისიამ დაადგინა, რომ (გვ 109) ადგილი არ ჰქონია მე-9 მუხლით დაცულ მის უფლებაში ჩარევას (გვ 108) "მისი არჩევანით, რომ მიეღო უმაღელსი განათლება საერო უნივერსიტეტში, სტუდენტი ემორჩილება უნივერსიტეტის წესებს, რომლის შედეგადაც სტუდენტების რელიგიური გამოხატულების უფლება შესაძლოა დაექვემდებაროს ისეთ შეზღუდვებს, რომელიც მიზნად ისახავს სხვადასხვა მრწამსის მქონე სტუდენტების ჰარმონიულ თანაცხოვრებას." საქმეში Konttinen v Finland (1996) 87-A DR 68 მომჩივნების საჩივრის დაუკმაყოფილებლობისას კომისიამ 75-ე გვერდის 1 პარაგრაფში აღნიშნა, რომ იგი არ ექვემდებარებოდა ზეწოლას შეეცვალა რელიგიური ხედვა და არავინ უშლიდა ხელს გამოეხატა საკუთარი რელიგია თუ რწმენა; გაიაზრა რა, რომ მისი სამუშაო საათები ეწინააღმდეგებოდა რელიგიურ მრწამსს, მას შეეძლო სამუშაოს დატოვება. ... საქმეში Stedman v United Kingdom (1997) 23 EHRR CD 168 გადამწყვეტი აღმოჩნდა მომჩივნის მე-9 მუხლის საფუძველზე წარმოდგენილი საჩივრისათვის, რომ მას შეეძლო სამსახური დაეტოვებინა, ვიდრე ემუშავა კვირაობით. საჩივარი საქმეში article 9 claim that she was free to resign rather than work on Sundays. The applicant in Kalaç [v Turkey (1997) 27 EHRR 552], პარაგრაფები 28-29 არ დაკმაყოფილდა, რადგან სამხედრო კარიერის არჩვისას მომჩივანი საკუთარი ნებით დათანხმდა სამხედრო დისციპლინას რაც თავისი ბუნებით გულისხმობს სპეციალურ შეზღუდვებს რიგ უფლებებსა და თავისუფლებებზე და მას შეეძლო მარტივი მუსლიმური ვალდებულებების შესრულება მისი მრწამსის მიხედვით. საქმეში Jewish Liturgical Association Cha’are Shalom Ve Tsedek v France (2000) 9 BHRC 27, პარაგრაფი 81, მომჩვნები ასაჩივრებდნენ საფრანგეთში ცხოველის დახოცვის რეგულაციას, რადგან ეს უკანასკნელი არ აკმაყოფილებდა მათ რელიგიურ სტანდარტებს. მათ საჩივარის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვათ, რადგან მარტივად შეეძლოთ იმ ხორცის შოვნა, რომელიც მათი შესაბამისი სტანდარტებით იყო დაკლული ბელგიაში.

24. ამჯერად ხელისუფლება გაკრიტიკებულ იქნა სააპელაციო სასამართლოს მიერ როგორც ზედმეტად შეზღუდული (Copsey v WWB Devon Clays Ltd 2005 EWCA Civ 932, [2005] 1CR 1789, პარაგრაფები 31-39, 44-66), და [R (Williamson) v Secretary of State for Education and Employment [2005] UKHL 15], პარაგრაფი 39, პალატამ დასვა შეკითხვა, მანამდე, სანამ მოხდებოდა მე-9 მუხლით საქმის წარმატებაზე სასუბარი, თუ რამდენად "შეუძლებელი" იყო რელიგიური მრწამსის გათვალისწინების ალტერნატიული საშუალებების არსებობა, მიუთითა რა Jewish Liturgical საქმეზე, ხსენებული ზემოთ, პარაგრაფი 80. თუმცა ხელისუფალნი, ჩემი აზრით, ხელს უჭერენ იმ პოზიციას რომელიც მე გავავითარე ამ მოსაზრების 23-ე პარაგრაფში. რომც დაუშვათ, რომ სტრასბურგის ინსტიტუტები შეცდნენ -იყვნენ რა მკაცრნი ჩარევის შესახებ საჩივრების დაუკმაყოფილებლობისას, მაინც უნდა გვახსოვდეს, რომ არსებობს ლოგიკური და საოცრად თანმიმდევრული ორგანო რომელიც უნდა გაითვალისწინონ ეროვნულმა სასამართლოებმა და რომელიც ადგენს, რომ ჩარევა არ არის იოლად დასადგენი."

 

III. შესაბამისი შედარებითი სამართალი

ა. ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოები

47. ევროპის საბჭოს ოცდაექვს წევრ სახელმწიფოში განხორციელებული კანონმდებლობისა და პრაქტიკის ანალიზი სამუშაოზე რელიგიური სიმბოლოების ტარების შესახებ ცხადყოფს, რომ სახელმწიფოთა უმრავლესობაში რელიგიური ტანსაცმლისა და/ან რელიგიური სიმბოლოების ტარება სამსახურში დაურეგულირებელ საკითხს წარმოადგენს. სამ სახელმწიფოში, კერძოდ კი უკრაინაში, თურქეთსა და შვეიცარიის რიგ კანტონებში აკრძალულია საჯარო სამსახურში მოხელეებისა და სხვა საჯარო მოსამსახურეების მიერ რელიგიური ტანისამოსისა და/ან სიმბოლოების ტარება; თუმცა იგივე ქმედება, პრინციპში დაშვებულია კერძო კომპანიების თანამშრომლეთათვის. ხუთ სახელმწიფოში - ბელგია, დანია, საფრანგეთი, გერმანია და ნიდერლანდები - ეროვნულმა სასამართლოებმა აღიარეს, პრინციპის დონეზე მაინც, დამქირავებლის უფლება დააწესოს გარკვეული შეზღუდვები თანამშრომლების მიერ რელიგიური სიმბოლოების ტარებაზე; თუმცა, ამ ქვეყნებში არც კანონები და არც კანონქვემდებარე აქტები არ აძლევენ დამქირავებლებს აკრძალვის დაწესების უფლებას. საფრანგეთსა და გერმანიაში მკაცრად იკრძალება საჯარო მოხელეებისა და სხვა საჯარო მოსამსახურეების მიერ რელიგიური სიმბოლოების ტარება, მაშინ როდესაც სამ დანარჩენ ქვეყანაში დამოკიდებულება უფრო რბილია. არსად არ არის სრულად აკრძალული რელიგიური ტანისამოსისა და/თუ სიმბოლოების ტარება კერძო კომპანიების თანამშრომლების მიერ. პირუკუ, მსგავსი შეზღუდვა საფრანგეთში კანონით იკრძალება. საფრანგეთის კანონმდებლობით, იმისათვის, რომ რომელიმე მსგავსი შეზღუდვა კანონიერად იქნეს მიჩნეული, იგი უნდა ემსახურებოდეს კანონიერ მიზანს, კავშირში იყოს სანიტარულ ნორმებთან, იცავდეს ჯანმრთელობას და მორალს, კომპანიის იმიჯის სანდოობას მომხმარებლის თვალში და თან, უნდა აკმაყოფილებდეს პროპორციულობის ტესტს.

ბ. მესამე ქვეყნები

1. ამერიკის შეერთებული შტატები

48. საჯარო მოსამსახურეებისა და მთავრობის მოხელეებისათვის რელიგიური სიმბოლოების ტარება დაცულია როგორც აშშ კონსტიტუციით (the Establishment Clause და the Free Exercise Clause), ისე სამოქალაქო უფლეების 1964 წლის აქტით. როდესაც კონსტიტუციური სარჩელი წარედგინება საჯარო მოხელის მიერ, სასამართლოები იყენებენ საშუალო შეფასების სტანდარტს, რომლის მიხედვითაც მთავრობა უფლებამოსილია დააწესოს შეზღუდვები რელიგიური სიმბოლოების ტარებაზე თუკი მოცემული მოქმედება "დიდწილად უკავშირდება" "მნიშვნელოვანი" სახელმწიფო ინტერესის მხარდაჭერას (იხ.Tenafly Eruv Association v. Borough of Tenafly, 309 F.3d 144, 157 (3rd Cir. 2002)). როდესაც ადგილი აქვს საკანონმდებლო სარჩელს, დამქირავებელი ვალდებულია რელიგიური საქმიანობის ან "გონივრული გათვალისწინება" მოახდინოს, ან დაადასტუროს რომ ამგვარი რელიგიური საქმიანობა დამსაქმებელს აკისრებს "გაუმართლებელ სირთულეს" (იხ. Ansonia Board of Education v. Philbrook, 479 US 60 (1986); United States v. Board of Education for School District of Philadelphia, 911 F.2d 882, 886 (3rd Cir. 1990); Webb v. City of Philadelphia, 562 F.3d 256 (3rd Cir. 2009)). კერძოდ დასაქმებული პირებისათვის არ არსებობს კონსტიტუციური შეზღუდვები დამქირავებლის მიერ რელიგიური ტანისამოსისა და/ან სიმბოლოების ტარების შეზღუდვაზე. თუმცა, სამოქალაქო უფლებების აქტის VII თავით დადგენილი შეზღუდვები ვრცელდება ყოველ დამსაქმებელზე რომელსაც ყავს 15-ზე მეტი თანამშრომელი.

2. კანადა

49. რელიგიური თავისუფლება კონსტიტუციურად არის დაცული კანადის უფლებებისა და თავისუფლებების 1982 წლის ქარტიის მიერ (ქარტია). ქარტიის 1 ნაწილი ანიჭებს სახელმწიფოს უფლებამოსილებას რაც შეიძლება ნაკლებად შეზღუდული ფორმით განახორციელოს რელიგიის თავისუფლებაში ჩარევა და ისიც მხოლოდ მაშინ, როდესაც ადგილი აქვს "მწველ სამთავრობო ინტერესს" (იხ. B(R) v. Children’s Aid Society of Metropolitan Toronto (1995) 1 SCR 315). კანადელ დამქირავებლებს, ზოგადად, ევალებათ სამუშაო განაწესები იმგვარად შეადგინონ, რომ თავიდან აცილებული იქნას რიგ რელიგიურ უმცირესობებზე არაპროპორციული გავლენა. სასამართლოების მიერ ამ კუთხით გამოყენებული სტანდარტი არის "გონივრული გათვალისწინების" (იხ. R v Big M Drug Mart Limited (1985) 1 SCR 295). ამ თემაზე ბოლოდროინდელი სამართალწარმოება აქცენტირებული გახლდათ სიქხების მიერ ტურბანებისა თუ კირბანების ტარებაზე სამსახურში. საქმეში Bhinder v. Canadian National Railway Co. (1985) 2 SCR 561 უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ მოჩივანი ვერ დაიხურავდა ტურბანს სამსახურში იმის გამო, რომ შეუძლებელი იყო დამცავი ჩაფხუტის ტარება. მიჩნეულ იქნა, რომ ეს უკანასკნელი წარმოდგენდა "bona fide სამსახურეობრივ მოთხოვნას". კანადის სასამართლოები უფრო დაინტერესებულნი არიან ამა თუ იმ საქმიანობის რელიგიასთან კავშირის რწმენის გულწრფელობაში ვიდრე რელგიისა თუ რელიგიური საქმიანობის განმარტებაში (იხ.Syndicat Northcrest v. Amselem (2004) 2 SCR 551). საქმეში Multani v. Commission scolaire Marguerite-Bourgeoys (2006) 1 SCR 256, სადაც კანადის უზენაესმა სასამართლომ დაიცვა სიქხი სტუდენტის უფლება სკოლაში კირბანი კეთებოდა, სასამართლოს არ განუხილავს კირბანების თეოლოგიური მნიშვნელობა სიქხთა რწმენაში. მან მიიჩნია, რომ მომჩივანს "სჭირდებოდა მხოლოდ მისი პერსონალური და სუბიექტური რწმენის გულწრფელობის დემონსტრირება კიპრანის რელიგიურ მნიშვნელობაში".

 

სამართალი

...

50. პირველი, მეორე და მეოთხე მომჩივნები აცხადებდნენ, რომ სამსახურში მათზე დაკისრებული სასჯელები არღვევდა კონვენციის მე-9 მუხლით დაცულ მათ უფლებებს დამოუკიდებლად ან მე-14 მუხლთან ერთობლიობაში. მესამე მომჩივანი ჩიოდა კონვენციის მე-14 და მე-9 მუხლის დარღვევაზე ერთობლივად.

მე-9 მუხლის მიხედვით:

"1. ყველას აქვს აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება. ეს უფლება მოიცავს რელიგიის ან რწმენის შეცვლის თავისუფლებას, აგრეთვე ცალკე ან სხვებთან ერთად, საჯაროდ ან მარტო რელიგიისა თუ რწმენის გაცხადების თავისუფლებას აღმსარებლობით, ქადაგებით, წესებისა და რიტუალების აღსრულებით.

2. რელიგიის ან რწმენის გაცხადების თავისუფლება მხოლოდ იმ პირობით შეიძლება შეიზღუდოს თუ ასეთი შეზღუდვა გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერსებისათვის, საზოგადოებრივი წესრიგის, ჯანმრთელობისა ან მორალის ანდა სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად".

მე-14 მუხლის მიხედვით:

"ამ კონვენციით გაცხადებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა ნიშნის განურჩევლად."

...

III. საქმის არსებითი მხარე

ა. მხარეთა არგუმენტები

1. მთავრობა

51. პირველი, მეორე და მეოთხე მომჩივნების მიერ მე-9 მუხლით წარმოდგენილ საჩივრების პასუხად მთავრობა დაეფუძნა სასამართლოს პრაქტიკას რომლის მიხედვითაც ხსენებული დებულება არ იცავს ყოველ მოქმედებასა თუ ქცევის ფორმას რომელიც მოტივირებული თუ შთაგონებული გახლავთ რელიგიისა თუ რწმენის მიერ. ისინი დავობდნენ, რომ ქცევა, რომელიც მოტივირებული ან შთაგონებული გახლავთ რელიგიისა თუ რწმენის მიერ, მაგრამ რომელიც არ იყო რელიგიის მიერ ზოგადად აღიარებული ქცევის ფორმის შესაბამისი არ არის დაცული მე-9 მუხლით. მთავრობამ მოიხმო დასაქმების ტრიბუნალის გაუსაჩივრებელი დასკვნები პირველ და მეორე მომჩივნებთან მიმართებაში და აღნიშნა, რომ პირველ და მეორე მომჩვნებს სურდათ ჯვრის თვალსაჩინოდ ტარება, რაც წარმოადგენდა რწმენის გაცხადების მათ პირად ფორმას. ზოგადად მიჩნეული არ იყო, რომ ჯვრის თვალსაჩინოდ ტარება წარმოადგენდა ქრისტიანული რელიგიის აღმსარებლობის ზოგად ფორმას, მით უფრო არ იყო სავალდებულო. პირველი და მეორე მომჩივნების სურვილი თვალსაჩინოდ ეტარებინათ ჯვარი, შესაძლოა შთაგონებული ან მოტივირებული გახლდათ გულწრფელი რელიგიური მისწრაფებით, მაგრამ არ წარმოადგენდა ქრისტიანობის მიერ დადგენილ რელიგიურ მოთხოვნას და შესაბამისად, არ ხვდებოდა მე-9 მუხლის დაცვის ქვეშ. იგივე ვრცელდება ბ-ნ მაქფერლეინის უარზეც გაეწია ფსიქო-სექსუალური თერაპიის კონსულტაცია ერთიდაიგივე სქესის წყვილებისათვის, რადგან ეს უკანასკნელი ვერ იქნება მიჩნეული ზოგადად აღიარებული ფორმის რელიგიურ მოქმედებად.

52. ალტერნატივის სახით მთავრობა დავობდა - შესაძლებელი რომ ყოფილიყო თვალსაჩინოდ ჯვრის ტარება, ან ჰომოსექსუალი წყვილებისათვის კონკრეტული მომსახურებების შეთავაზებაზე უარი რომც იყოს რწმენის გაცხადება და შესაბამისად ხვდებოდეს მე-9 მუხლის დაცვის ქვეშ, ადგილი მაინც არ ჰქონია მოცემულ უფლებაში ჩარევას არცერთი მომჩივნის მიმართ. მთავრობამ მოიხმო ლორდთა პალატის გააწყვეტილება საქმეში R (Begum) v. Governors of Denbigh High School (იხ. პარაგრაფი 46 ზემოთ), სადაც ლორდმა ბინჰემმა გაანალიზა სტრასბურგის იურისპრუდენციის ის ნაწილი, რომელიც ეხებოდა საქმეებს, რომელშიც ინდივიდები ნებაყოფლობით თანხმდებოდნენ ამა თუ იმ დასაქმებას, რომელიც არ ითვალისწინებდა მათ რელიგიურ წეს-ჩვეულებებს, თუმცა მოცემულ პირებს შეეძლოთ საკუთარი რელიგიის წეს-ჩვეულებების დაცვა ყოველგვარი სირთულისა თუ დისკომფორტის გარეშე სხვა საშუალებებით. ლორდმა ბინჰემმა დაასკვნა, რომ სტრასბურგის პრქტიკით ჩამოყალიბდა "ლოგიკური და საოცრად თანმიმდევრული ორგანო" რომელიც ნათლად მიუთითებდა, რომ მსგავს ვითარებებში ადგილი არ ჰქონდა მე-9 მუხლში ჩარევას. შემთხვევები, როდესაც მე-9 მუხლში ჩარევა დაშვებულ ან დადგენილ იქნა გახლდათ საქმეები, სადაც სამსახურის დატოვებისა თუ ალტერნატიული დასაქმების ან სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის მიუხედავად, იდნივიდებმა მაინც ვერ მოახერხეს საკუთარ რელიგიურ რწმენასთან შეუსაბამო მოთხოვნის თავიდან არიდება (მაგ. Kokkinakis v. Greece, 25 მაისი 1993, Series A no. 260‑A; Leyla Şahin v. Turkey [GC], no. 44774/98, ECHR 2005‑XI; Ahmet Arslan v. Turkey, dec., no. 41135/98, 23 თებერვალ 2010). განსხვავებით ამ შემთხვეებისაგან, მოცემულ საქმეში პირველ და მეორე მომჩივნებს დამსაქმებელმა მისცა უფლება ეტარებინა ჯვარი სამუშაოზე, მხოლოდ იმ პირობით, რომ იგი დაფარული უნდა ყოფილიყო კლიენტებსა თუ პაციენტებთან ურთიერთობისას. მესამე მომჩივნის საქმე სრულ თანხვედრაშია Pichon and Sajous v. France (dec.), no. 49853/99, ECHR 2001‑X საქმესთან, სადაც სასამართლომ დაასკვნა, რომ ფარმაცევტები, რომელთაც არ სურდათ კონტრაცეპტივების მოწოდება არ ყოფილან მე-9 მუხლში ჩარევის მსხვერპლნი, რადგან შეეძლოთ საკუთარი რელიგიური წეს-ჩვეულებების დაცვა სამსახურს მიღმა. მოცემულ მომჩინებს შეეძლოთ საკუთარი რელიგიური რწმენების სხვაგვარად გამოატვა სამუშაოს გარეთ. ამ საქმეში ყოველ მომჩივანს თავოსუფლად შეეძლო სამსახურის ძიება სხვა ადგილას; მეტიც, პირველ და მეორე მომჩვნებს დამქირავებლებმა შესთავაზეს სხვა პოზიციაზე გადასვლა იმავე ანაზღაურებით, რადგან მოცემულ ადგილებზე არ იყო დაწესებული შეზღუდვა თვალსაჩინოდ ჯვრის ტარებაზე.

53. მთავრობამ შემდეგ ხაზი გაუსვა, რომ პირველი და მეოთხე მომჩივნების დამქირავებლები იყვნენ კერძო კომპანიები. შესაბამისად, მათი საჩივრები არ მოიცავდა ბრალდებას მასზედ, რომ ადგილი ჰქონდა სახელმწიფოს მიერ პირდაპირ ჩარევას, არამედ მიუთითებდა, რომ სახელმწიფომ არ გააკეთა ყველაფერი რაც ევალდებოდა მე-9 მუხლით, რათა უზრუნველეყო კერძო დამქირავებლის მიერ რელიგიური მრწამსის სამსახურში გაცხადებაზე ნებართვა. მთავრობამ ხაზი გაუსვა, რომ მე-9 მუხლით პოზიტიური ვალდებულება წარმოიშვება მხოლოდ მაშინ, როდესაც სახელმწიფო არ იღებს ზომებს რომელიც პირს დაეხმარებოდა თავისუფლად მოეხდინა საკუთარი რელიგიური წეს-ჩვეულებების დაცვა. დღემდე სასამართლომ მხოლოდ ერთხელ დაადგინა სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების დარღვევა მე-9 მუხლით საქმეში Members of the Gldani Congregation of Jehovah’s Witnesses and Others v. Georgia, no. 71156/01, 3 მაისი 2007, სადაც სახელმწიფო ორგანოებმა არ მიიღეს არანაირი ზომა იეღოვას მოწმეებზე მართლმადიდებელი მორწმუნეების ძალისმიერი თავდასხმის პასუხად. ეს ორი საჩივარი არ არის ურთიერთშედარებადი. ის ფაქტი, რომ მომჩივნებს შეეძლოთ თავისუფლად დაეტოვებინათ სამსახური და ეძებნათ ახალი დამსაქმებელი, ან სამსახურს მიღმა მოეხდინათ საკუთარი რელიგიური წეს-ჩვეულებების დაცვა, საკმარისი გახლდათ იმის დასასკვნელად, რომ ეროვნული კანონმდებლობით დაცული გახლდათ მათი მე-9 მუხლით გარანტირებული უფლებები. ნებისმიერ შემთხვევაში, სახელმწიფოს თუ აქვს კიდეც გარკვეული პოზიტიური ვალდებულება მე-9 მუხლით კერძო დამქირავებლის ქმედებებზე, მოცემული ვალდებულება დაკმაყოფილებულად უნდა ჩაითვალოს გაერთიანებული სამეფოს მიერ შესაბამის დროს დასაქმების თანასწორობის (რელიგია თუ რწმენა) 2003 წლის რეგულაციების მიხედვით (იხ. პარაგრაფი 41 ზემოთ). მე-3 რეგულაცია განმარტავდა "დისკრიმინაციას" როგორც პირდაპირი რელიგიური დისკრიმინაციის (ანუ დასაქმებული პირისადმი ნაკლებ სასურველ მოპყრობას მისი რელიგიისა თუ აღმსარებლობის გამო), ისე არაპირდაპირ რელიგიურ დისკრიმინაციას (იმ დებულების, კრიტერიუმისა თუ მოქმედების გამოყენება, რომელიც გარკვეული რელიგიის მიმდევარ დასაქმებულებს აყენებს გარკვეულწილად არასასურველ მდგომარეობაში და როდესაც დამსაქმებელს არ შეუძლია დაადასტუროს მისაღწევი კანონიერი მიზნის პროპორციული საშუალების არსებობა) მომცველს.

54. ალტერნატიულად, მე-9 მუხლით მთავრობა დავობდა, რომ დამქირავებლების მიერ მიღებული ზომები იყო კანონიერი მიზნის შესაბამისი ყოველ საქმეში. პირველ მომჩვანთან მიმართებაში "ბრიტანეთის ავიახაზები" უფლებამოსილი იყო დაესკვნა, რომ უნიფორმის ტარება მნიშვნელოვან როლს თამაშობდა პროფესიული იმიჯის შენარჩუნებასა და კომპანიის ბრენდის ცნობადობის გაძლიერებაში და გააჩნდა საკონტრაქტო უფლება მოეთხოვა დაქირავებულებისადმი უნიფორმის ტარება. განსახილველ მოვლენებამდე, დიდი რაოდენობის უნიფორმის მატარებელ პერსონალს შორის არ დამდგარა არანაირი პრობლემა ყელზე თვალსაჩინო ნივთების ტარების შეზღუდვაზე. პირველ მომჩივანს პრეტენზია უნიფორმის კოდექსზე მისი გადახედვით კი არ მოუთხოვია ან ჯვრის ტარების ნებართვა კი არ უთხოვია, არამედ სამსახურში გამოცხადდა წესების დარღვევით. იმ პერიოდის განმავლობაში სანამ "ბრიტანეთის ავიახაზები" იხილავდა მომჩივნის საჩივარს, მას შესთავაზეს იმავე ანაზღაურებით ისეთ პოსტზე გადაყვანა, სადაც მომჩვანს არ ექნებოდა პირდაპირი კონტაქტი მომხმარებლებთან, მაგრამ მან შინ დარჩენა არჩია. 2006 წლის ნოემბერში, საჩივრის წარმოდგენიდან ხუთ თვეში "ბრიტანეთის ავიახაზებმა" გამოაცხადა, რომ ახორციელებდა თვალსაჩინო რელიგიური სიმბოლოების ტარების პოლიტიკის გადახედვას პერსონალსა და პროფკავშირების წარმომადგენლებთან კონსულტაციის შედეგად. 2007 წლის იანვარში მიღებულ იქნა ახალი პოლიტიკა, რომელიც იძლეოდა რელიგიური სიმბოლოების თვალსაჩინოდ ტარების უფლებას.

55. მეორე მომჩივანთან მიმართებაში მთავრობამ ხაზი გაუსვა, რომ შეზღუდვის მიზანი გახლდათ პაციენტების მოვლისას დაზიანების საფრთხის შემცირება. შეზღუდვები ვრცელდებოდა რელიგიური ნივთების ტარებაზე არაქრისტიანების მიმართაც ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების გამო: მაგალითად, სიქხ მედპერსონალს არ ეძლეოდა კარა სამაჯურისა თუ კირპან ხმლის ტარების უფლება, ხოლო მუსლიმ მედპერსონალს კი ევალებოდათ მჭიდროდ შემოხვეული და არა თავისუფალი ჰიჯაბის ტარება. მოცემული შეზღუდვები გამართლებული გახლდათ კანონიერი მიზნით, რომელიც გახორციელებული იქნა პროპორციულად. გასათვალისწინებელია, რომ ჯანდაცვის ტრასტმა მეორე მომჩივანს შესთავაზა არაკლინიკური პოზიცია იმავე ანაზღაურებით.

56. მთავრობა იაზრებდა, - მესამე მომჩივანს გულწრფელად სჯეროდა, რომ სამოქალაქო პარტნიორობა ღმერთის კანონს ეწინააღმდეგებოდა და რომ ბ-ნ ბაქფერლეინს გულწრფელად სჯეროდა, რომ ჰომოსექსუალიზმი ცოდვა იყო და რომ მას პირდაპირ ხელი არ უნდა შეეწყო მისთვის. თუმცა მთავრობა ასევე აღიარებდა, რომ London Borough of Islington and Relate კისრულობდნენ ვალდებულებას მომსახურება გაეწიათ არადისკრიმინაციულ საფუძველზე. სწორედ ეს გახლდათ ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოსა თუ ურთიერთობების კონსულტირების სერვისის კანონიერი მიზანი. დაქირავებული პირების მიმართ სექსუალური ორიენტციის საფუძველზე დისკრიმინაციის გარეშე ვალდებულებების შესრულების მოთხოვნა მიზნის პროპორციული გახლდათ. 2003 წლისა და 2007 წლის რეგულაციები (იხ. პარაგრაფები 41-42 ზემოთ) აწესებდა გაერთიანებულ სამეფოში ბალანსს რელიგიური რწმენის გაცხადების უფლებასა და სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე დისკრიმინაციას დაუქვემდებარებლობას შორის. მოცემული საკითხი ხვდებოდა შეფასების იმ ზღვარის ფარგლებში, რომელიც ეროვნულ ხელისუფლებას აძლევდა საშუალებას მე-9 მუხლით დაედგინა საჭირო ბალანსი. სახელმწიფო ანალოგიურ პოზიციაზეა პროპორციულობისა და შეფასების ზღვრის საკითხებთან მიმართებაშიც, როდესაც განიხილავს ამ საქმეებს მე-9 მუხლით დამოუკიდებლად თუ მე-14 მუხლით მე-9 მუხლთან ერთობლიობაში.

2. პირველი მომჩივანი

57. პირველმა მომჩივანმა აღნიშნა, რომ თვალსაჩინოდ ჯვრის ტარება წარმოადგენდა ქრისტიანული რელიგიის ზოგადად აღიარებულ წეს-ჩვეულებას. ნებისმიერ შემთხვევაში მან აღნიშნა, რომ მთავრობის მიერ ტესტის ფორმულირება, რომელიც დაკმაყოფილებულ უნდა იქნას იმისათვის, რომ მოხდეს მე-9 მუხლის გამოყენება და რომელიც მიუთითებს "რელიგიის წეს-ჩვეულებების მიხედვით ზოგადად აღირებული ფორმით მოქმედებაზე" არასწორი გახლდათ. ამგვარი ტესტი ზედმეტად ბუნდოვანია პრაქტიკაში გამოსაყენებლად და საჭიროებს სასამართლოს მიერ თეოლოგიურ დებატებში ჩართვას, რაც აშკარად მისი კომპეტენციის მიღმა ხვდება. მეტიც, ამგვარი ტესტი არ არის გამყარებული სასამართლოს პრაქტიკით.

58. ამასთანავე, მომჩივანი დავობდა, რომ მე-9 მუხლით დაცულ უფლებებში ჩარევის ვიწრო ინტერპრეტაცია შეუსაბამო იქნებოდა იმ მნიშვნელობასთან, რომელიც სასამართლომ მიანიჭა რელიგიის თავისუფლებას. სხვა არცერთი ფუნდამენტური უფლება არ ექვემდებარებოდა დოქტრინას, რომ არდგილი არ აქვს ჩარევას როდესაც ინდივიდს აქვს შესაძლებლობა თავიდან აიცილოს შეზღუდვა, მაგალითად სამსაურიდან გადადგომით ან ახალი სამუშაოს მოძიებით და არც ის უნდა იქნას მიჩნეული, რომ ინდივიდი "იხსნის" უფლებას იმავე სამსახურში დარჩენის გამო. სასამართლომ კონვენცია უნდა განმარტოს მოცემული პირობებით. მომჩივნისათვის შეზღუდვის თავიდან აცილების საშუალების არსებობა გათვალისწინებულ უნდა იქნას 9 § 2მუხლით, როდესაც მოხდება იმის გაანალიზება, თუ რამდენად გამართლებადია შეზღუდვა და არ უნდა იქნას განხილული 9 § 1 მუხლით, იმის დასადგენად, რომ ადგილი არ ჰქონია ჩარევას. მოცემულ საქმეში აშკარად ჰქონდა ადგილი ჩარევას: პირველ მომჩივანს აეკრძალა თვალსაჩინოდ ჯვრის ტარება, რაც მას საკუთარი რწმენის მნიშვნელოვან ნაწილად მიაჩნია; მან უკიდურესად შეურაცმყოფელად მიიჩნია უნიფორმის კოდექსი; ამასთანავე, ოთხი თვის განმავლობაში ხელფასის მიუღებლობამ იგი გასაჭირის წინაშე დააყენა.

59. პირველმა მომჩივანმა აღნიშნა, რომ ეროვნული კანონმდებლობა, როგორ მას განმარტავდნენ და იყენებდნენ ინგლისის სასამართლოები მის საქმეში, ვერ უზრუნველყოფდა მისი მე-9 მუხლით გარანტირებული უფლებების დაცვას. მომჩივანს უარი ეთქვა ეროვნული კანონმდებლობით დაცული ყოფილიყო მისი გულწრფელი მართლმადიდებული სურვილი გამოეხატა საკუთარი რელიგიური რწმენა ჯვრის ტარებით, რადგან ვერ შეძლო წარმოედგინა მტკიცებულება მასზედ, რომ ჯვრის ტარება წარმოადგენდა სავალდებულო მოთხოვნას ან ფართოდ გამოყენებულ რწმენის ამსახველ ჩვეულებას. ამასთანავე, ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი ტესტი ეფუძნებოდა ჯგუფური ზიანის დამტკიცებას, რაც სამართლებრივად გაურკვეველი და თავისთავად მოწყვლადი იყო თვითნებური შედეგებისადმი. სასამართლოს არასდროს განუცხადებია, რომ პოზიტიური ვალდებულება სახელმწიფოს მე-9 მუხლით მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში ეკისრება და რომ არ არსებობდა მიზეზი ასეთი დასკვნის მისაღებად. მოცემულ საქმეში ადგილი ჰქონდა გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მხრიდან ხანგრძლი პერიოდის განმავლობაში ისეთი კანონმდებლობის მიუღებლობას, რომელიც ადექვატურად მისცემდა მომჩივნის ადგილას მყოფ პირებს უფლებების დაცვის საშუალებას.

3. მეორე მომჩივანი

60. მეორე მომჩივანი აცხდებდა, რომ ჯვარისა თუ ჯვარზე გაკრული იესოს თვალსაჩინო ტარება ცალსახად წარმოადგენდა ქრისტიანული რელიგიის ზოგადად აღიარებულ ჩვეულებას. არასწორი იყო "მოთხოვნებისა" და "არა-მოთხოვნების" გამიჯვნა რელიგიაში იმისათვის, რომ მიგვეჩნია რომ მე-9 მუხლი იცავდა მხოლოდ რელიგიურ "მოთხოვნებს". ამგვარი მიდგომა დაცვის ნიხრს ზედმეტად მაღლა განათავსებდა, რაც ეწინააღმდეგებოდა ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ მიდგომას შემდეგ საქმეებში R (Watkins Singh) v. Aberdare High School and Williamson (იხ. ზემოთ) და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეებზე Moscow Branch of the Salvation Army v. Russia, no. 72881/01, ECHR 2006‑XI; Jakóbski v. Poland, no. 18429/06, 7 დეკემბერი 2010; და Bayatyan v. Armenia [GC], no. 23459/03, ECHR 2011. ამასთანავე იმის დადგენა, რომ მხოლოდ სავალდებულო რელიგიური ჩვეულებანი ხვდებოდა მე-9 მუხლით დაცვის ქვეშ უფრო მეტ დაცვას შესთავაზებდა იმ რელიგიებს, რომლებიც მკაცრად ეფუძნებიან კონკრეტულ წესებს და ნაკლები დაცვა ექნებოდათ ამგვარი წესების არმქონე რელიგიებს, მათ შორის ქრისტიანობას.

61. მეორე მომჩივანი აცხადებდა, რომ მთავრობის არგუმენტი მასზედ, რომ სამსახურში ჯვრის მოხსნის ან დაფარვის მოთხოვნა არ წარმოადგენდა რელიგიის გაცხადების უფლებაში ჩარევას არ იყო მართებული. მართალია კომისიისა და სასამართლოს ძველი პრაქტიკა ამყარებს მთავრობის პოზიციას, მაგრამ სასამართლოს შედარებით ახალი საქმეებში, რომელიც ეხებოდა რელიგიური ნივთების სასწავლებელსა და სამსახურში ტარებას, სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა ჩარევას (იხ. მაგალითად Dahlab v. Switzerland (dec.), no. 42393/98, ECHR 2001‑V; Leyla Şahin, ციტირებული ზემოთ; Dogru v. France, no. 27058/05, 4 დეკემბერი 2008).

62. დაბოლოს, მეორე მომჩივანი აღნიშნავდა, რომ ჩარევა არ იყო გამართლებული 9 § 2მუხლით. მართალია შეზღუდვის თავდაპირველი მიზანი გახლდათ დაზიანების საფრთხის შემცირება ხანდაზმულ პაციენტებთან მუშაობისას, მაგრამ დასაქმების ტრიბუნალის წინაშე არ ყოფილა წარმოდგენილი არანაირი მტკიცებულება რომელიც დაადასტურებდა, რომ ჯვრის ტარება იწვევდა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების პრობლემას. მეორე მომჩივანი ასევე დავობდა, რომ მოცემული ფაქტები იწვევდნენ მისი უფლებების დარღვევას მე-14 მუხლით მე-9 მუხლთან ერთბლიობაში, ეფუძნებოდა რა ნაგულვებ განსხვავებას ჯანდაცვის ორგანოს მიერ მის და მისი რელიგიის სხვა მიმდევართა მიმართ (მათ მისამართით იხ. პარაგრაფი 55 ზემოთ).

4. მესამე მომჩივანი

63. მესამე მომჩივანი ჩიოდა მე-14 მუხლით მე-9 მუხლთან ერთობლიობაში და არა მხოლოდ მე-9 მუხლით, რადგან მიიჩნევდა, რომ დაექვემდებარა დისკრიმინაციას რელიგიის გამო. მან მიუთითა, რომ მისი მოქმედებანი, რომელთა გამოც მოხდა მასზე დისციპლინური სასჯელის დაკისრება, წარმოადგენდა მისი რელიგიის გაცხადებას და რომ მისი საჩივარი უდავოდ აღწევდა მე-14 მუხლის გამოყენებისათვის საჭირო ზღვარს, კერძოდ კი, ხვდებოდა მე-9 მუხლის მოქმედების სფეროში. იგი ამასთანავე აღნიშნავდა, -იმის გამო, რომ მას არ მოეპყრნენ განსხვავებულად იმ პერსონალისაგან, რომელსაც არ ჰქონდა პრეტენზია დაერეგისტრირებინათ სამოქალაქო პარტნიორობა, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მის მიმართ აწარმოა არაპირდაპირი დისკრიმინაცია. ადგილობრივ ხელისუფლებას შეეძლო გონივრულობის ფარგლებში გაეთვალისწინებინა მისი რელიგიური მრწამსი და მის მიერ გაცხადებული უარი ნაკლებად შეზღუდული საშუალებების გამოყენებაზე მე-14 და მე-9 მუხლების არაპროპორციული გახლდათ.

64. მესამე მომჩივანი აცხადებდა, რომ სასამართლომ უნდა მოითხოვოს "უკიდურესად საფუძვლიანი მიზეზები" რათა გაამართლოს რელიგიის საფუძველზე დისკრიმინაცია. იმ კატეგორიებს შორის, რომელშიც სასამართლო ითხოვს "უკიდურესად საფუძვლიანი მიზეზების" არსებობას (მათ შორის სქესი, სექსუალური ორიენტაცია, ეთნიკური წარმომავლობა და ეროვნება), რელიგიური მრწამსი წარმოადგენს ინდივიდის იდენტობის მთავარ ასპექტს. მეტიც, რასა, ეთინკურობა და რელიგია ხშირად ურთიერთდაკავშირებულია, რაც აღნიშნა კიდეც სასამართლომ (იხ.Sejdić and Finci v. Bosnia and Herzegovina [GC], nos. 27996/06 და 34836/06, § 43, ECHR 2009 და Cyprus v. Turkey [GC], no. 25781/94, § 309, ECHR 2001‑IV).

65. მესამე მომჩივანი აღიარებდა, რომ ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დასახული მიზნები კანონიერი გახლდათ, კერძოდ კი მომსახურებებზე წვდომის უზრუნველყოფა სექსუალური ორიენტაციის მიუხედავად და დისკრიმინაციის დაუშვებლობა. თუმცა, არ მიიჩნევდა, რომ მთავრობამ აჩვენა, რომ არსებობდა გონივრულად პროპორციული ურთიერთკავშირი მოცემულ მიზნებსა და გამოყენებულ მეთოდებს შორის. მან ხაზი გაუსვა, რომ იგი მუშაობდა ქორწინების რეგისტრატორად მანამდე, სანამ განხორციელდებოდა საკანონმდებლო ცვლილებები რომლის საფუძველზეც დაშვებულ იქნა სამოქალაქო პარტნიორობა და რომ ის საფუძველი, რომლის მიხედვითაც იგი მუშაობდა, ფუნდამენტურად შეიცვალა. ადგილობრივ ხელისუფლებას ჰქონდა დისკრეცია არ დაენიშნა იგი სამოქალაქო პარტნიორობის რეგისტრატორად და ეფექტიანი სამოქალაქო პარტნიორობის მოსამსახურება განეხორციელებინა ამასთანავე მომჩივნის პროტესტის გათვალისწინებით. მისი პროტესტი მდგომარეობდა იმაში, რომ არ სურდა იმ ინსტიტუტის სამართლებრივი საფუძვლის შექმნაში მიეღო მონაწილეობა, რომელსაც იგი მიიჩნევდა ქორწინების ტოლფასად, ოღნდ სხვა სახელით; მომჩივანი არ გამოხტავდა არანაირ ნეგატიურ განწყობას ჰომოსექსუალების მიმართ. ნებისმიერ შემთხვევაში, მომჩივნის მოთხოვნების გათვალისწინებით, არავითარ შემთხვევაში არ იქნებოდა მიჩნეული, რომ ადგილობრივი ხელისუფლება იწონებდა მის მრწამსს. მაგალითად, როდესაც სახელმწიფო აძლევდა ექიმებს საშუალებას აერჩიათ და არ განეხორციელებინათ აბორტები, ეს არ ნიშნავდა ავტომატურად, რომ სახელმწიფო იწონებდა ექიმების ხედვას; არამედ გამოხატავდა სახელმწიფოს ტოლერანტულობას. მოცემულ შემთხვვევაში, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ადექვატურად არ გაითვალისწინა საკუთარი ნეიტრალობის ვალდებულება. მან ვერ დაიცვა ბალანსი სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე დისკრიმინაციის თავიდან აცილებით სერვისის განხორციელებასა და თანამშრომლის წინააღმდეგ რელიგიურ საფუძველზე დისკრიმინაციისაგან.

5. მეოთხე მომჩივანი

66. ბ-ნი მაქფერლეინი არ იზიარებდა მთავრობის პოზიციას, რომლის მიხედვითაც იუდეო-ქრისტიანული მრწამსის პოზიცია სექსუალური მორალის საკითხზე არ წარმოადგენდა რელიგიურ მრწამსს, მიუხედავად იმისა, რომ უნივერსალურად, რელიგია ადგენს ნათელ მორალურ და სექსუალურ საზღვრებს. მან მიუთითა რომ ზედმეტი იყო იმაზე მითითება, რომ რელიგიური მრწამსით მოტივირებული და შთაგონებული ყოველი ქმედება არ იყო დაცული; ამგვარი მიდგომა შესაძლებელია გავრცელებულიყო ნებისმიერ სხვა შეზღუდვად კონვენციურ უფლებაზეც, მაგალითად, სიტყვის თავისუფლებასა თუ პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებაზე. სასამართლოს მიერ გამოყენებული სათანადო სტანდარტით ნებისმიერი ჩარევა აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლებაში აუცილებელი უნდა იყოს დემოკრატიულ საზოგადოებაში და კანონიერი მიზნის პროპორციულად უნდა განხორციელდეს. რელიგიის თავისუფლებაზე შეზღუდვის საკითხებზე სახელმწიფოს შეფასების ზღვარის დადგენისას სასამართლო ითვალისწინებს თუ როგორი შეზღუდვა განიხილება. მაგალითად, რელიგიური პლურალიზმი, რომელიც წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოების განუყოფელ კონცეფციას. მე-9 მუხლით დაცვა არსს მოკლებული იქნებოდა, რომ არ იცავდეს აღმსარებლობისა და რწმენის კერძო გაცხადებაზე მეტს, ზოგადად აღიარებული ფორმით, იქ სადაც სახელმწიფო განსაზღვრავს სწორედ ამ საკითხს.

67. ბ-ნი მაქფერლეინი ხაზს უსვამდა, რომ სამსახურიდან გათავისუფლება და პროფესიული რეპუტაციის შელახვა წარმოადგენდა ერთ-ერთ ყველაზე მკაცრ სასჯელს რაც შესაძლოა დაეკისროს პირს და მოცემული ფაქტორი გათვალისწინებულ უნდა იქნას შეფასების ზღვარის განსაზღრისას. მომჩივანი დაქირავებული გახლდათ კერძო კომპანიის მიერ, რომელსაც არ ეკისრებოდა განსახილველი სერვისის განხორციელების კანონზე დაფუძნებული ვალდებულება. შესაძლებელი გახლდათ ჰომოსექსუალი კლიენტების სხვა მრჩეველ/კონსულტანტთან გადამისამართება. არარეალური გახლდათ მომჩვნისათვის მოგვეთხოვა სამსახურის ან კარიერის შეცვლა ჰომოსექსუალიზმის წინააღმდეგ მისი მორალური დამოკიდებულების გამო; იგივე მოთხოვნას არ ექნებოდა ადგილი იმ ჰომოსექსუალის მიმართ, რომელმაც სამსახური დისკრიმინაციის საფუძველზე დაკარგა.

6. მესამე მხარეები

68. სასამართლო რეგლამენტის 44 § 2და კონვენციის 36 § 2მუხლების მიხედვით თორმეტმა მესამე მხარემ მიიღო ნებართვა წარმოედგინა წერილობით კომენტარი (იხ. პარაგრაფი 5 ზემოთ).

69. მესამე მხარედ ჩართულმა პირებმა წარმოადგინეს კომენტარები საკითხზე, თუ რამდენად განეკუთვნებოდა ჯვრის ტარება რელიგიური მრწამსის გაცხადებას. "Premier Christian Media Trust"-ის, დრ. პიტერ ფოსტერის, ჩესტერის ეპისკოპოსის; ნიკოლას რიდის, ბლექბერნის ეპისკოპოსისა და ეპისკოპოს მაიკლ ნაზირ-ალის მოსაზრებებით, ამასთანავე სასამართლოს ბოლოდროინდელი გადაწყვეტილება საქმეში Lautsi and Others v. Italy [GC], no. 30814/06, ECHR 2011 (ამონარიდები) აღნიშნავდა, რომ ჯვარი არის უნივერსალურად აღარებული ქრისტიანული სიმბოლო და "თავისთავადი აღიარება" ქრისტინული მრწამსისა. ამასთანავე, "Equality and Human Rights Commission"-სა, "Associazione “Giuseppi Dossetti: i Valori” "-სა და კლიფტონის ლორდ ქეარის მიხედვით, რელიგიური მრწამსის გაცხადების შეფასებისადმი დამოკიდებულება სუბიექტური იყო. კერძდ, ისინი დავობდნენ, რომ "სავალდებულო მოთხოვნის" იდეა ძალიან მაღალი და ზედმეტად მარტივი იყო. "Premier Christian Media Trust", "Associazione “Giuseppi Dossetti: i Valori” " და ეპისკოპოსი მაიკლ ნაზირ ალი თავაზობდნენ სასამართლოს დაედგინათ, რომ არც სახელმწიფოსა და არც დამსაქმებლის შესაფასებელი არ არის რელიგიური მრწამსისა თუ გაცხადების სიწრფელე. "Equality and Human Rights Commission " იძლეოდა რეკომენდაციას, რომ შესაბამისი ტესტი, რომელიც გამომდინარეობდა სასამართლოს ბოლოდროინდელი პრაქტიკიდან, ინარჩუნებდა უწინარეს აქცენტს მორწმუნის მრწამსზე. განსხვავებული პოზიცია იქნა წარმოდგენილი "National Secular Society" მიერ, რომელიც აღნიშნავდა, რომ საკითხი თუ რამდენად ეფუძნება რომელიმე რელიგიური წეს-ჩვეულება "რწმენის მოთხოვნას" თუ განეკუთვნება "უბრალოდ პირის სურვილს გამოხატოს საკუთარი თავი" განსაზღვრული გახლდათ ეროვნული სასამართლოების მიერ. ისინი აღნიშნავდნენ, რომ სასამართლო უკიდურესად ფრთხილი უნდა იყოს ფაქტობრივ განსაზღვრებებში ჩარევისას.

70. მე-9 მუხლში ჩარევის დადგენის შემთხვევაში "Equality and Human Rights Commission "-მა აღნიშნა, რომ გაერთიანებული სამეფოს სასამართლოები, პრინციპში, უზრუნველყოფენ დაცვის სხვადასხვა მასშტაბებს იმ პირების დაცვისას, რომლებსაც გააჩნიათ მხოლოდ რელიგიური იდენტობა განსხვავებით მათგან, რომელთა რელიგიური და რასობრივი ინდენტობებიც გადაჯაჭვულია (იხ.R (Watkins-Singh) v. Governing Body of Aberdare Girls’ High School [2008] EWHC 1865 (Admin)). ამასთანავე, მათ აღნიშნეს, რომ ჩარევის საკითხის განხილვისას გათვალისწინებულ უნდა იქნას არამარტო ის არჩევანი რომელსაც აკეთებს პირი, მაგალითად, გარკვეული სამსახურის არჩევისას, არამედ დამქირავებლის ქმედებებიც. რიგმა სხვა მესამე მხარედ ჩართულებმაც ნათლად გამოხატეს საკუთარი პოზიცია, რომლის მიხედვითაც არამართებული გახლდათ დაქირავებულ პირს მოვთხოვოთ შეუძლებელი არჩევანის გაკეთება სამსახურსა და რწმენას შორის. "National Secular Society "-მ განსხვავებული მიდგომა წარმოადგინა აღნიშნა რა, რომ "სამსახურიდან გადადგომის თავისუფლება არის რწმენის თავისუფლების გარანტი". დაეფუძნა რა ამ არგუმენტს, მათ აღნიშნეს, რომ სახელმწიფოს არ გააჩნდა პოზიტიური ვალდებულება დაეცვა თანამშრომლები უნიფორმისა თუ სხვა მოთხოვნებისაგან.

71. მე-9 მუხლთან ჩარევის პროპორციულობასა და გამართლებასთან დაკავშირებით რიგი მხარეები (European Centre for Law and Justice; Dr Jan Carnogurksy და Alliance Defence Fund; the Equality and Human Rights Commission; the Associazione “Giuseppi Dossetti i Valori”; ეპისკოპოსი Michael Nazir-Ali; ლორდი Carey; და Clapham Institute და KLM) შეეხნენ "გონივრული გათვალისწინების" კონცეფციას, ასევე ლორდ ქეარის მიერ წოდებულს როგორც "ურთიერთ პატივისცემა". ისინი დავობდნენ, ზოგადად, რომ სასამართლოს მიერ პროპორციულობის ანალიზისას გათვალისწინებულ უნდა იქნას პირის რწმენა და ჩვეულებები. მათ აღნიშნეს, რომ გარკვეული კომპრომისი ურთიერთსაპირისპირო უფლებებს შორის აუცილებელი გახლდათ დემოკრატიულ და პლურალისტურ საზოგადოებაში. ამ ნოტაზე, იმდენად, რამდენადაც პირის ინდივიდუალური რელიგიური ჩვეულებანი ნეგატიურად არ მოქმედებს მომსახურების შეთავაზებაზე ან არ ახდენს არაჯეროვან გავლენას დამქირავებელზე, მოცემული რელიგიური ჩვეულებანი ნებადართული და დაცული უნდა იყოს სამუშაო ადგილზე. ამ მხრივ სასამართლოს ყურადღება "Alliance Defence Fund"-მა მიაპყრო ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლო პრაქტიკას, რომელიც ითხოვს რელიგიური რწმენისა და ჩვეულებების გონივრულ გათვალისწინებას იმდენად, რამდენადაც მოცემული გათვალისწინება დამქირავებელს არ აყენებს "არაჯეროვან სირთულეს". "Liberty "-მ აღნიშნა, რომ მე-9 მუხლის შეზღუდვის გამართლებისას ხელშემკვრელ სახელმწიფოს უნდა მიეცეს შეფასების "მნიშვნელოვანი" ზღვარი. მოცემული პოზიცია დადასტურებულ იქნა "National Secular Society"-ს მიერ წარმოდგენილ პოზიციაში, რომელიც სასამართლოს ყურადღებას მიაპყრობდა პარლამენტის მიერ 2010 წელს მიღებულ თანასწორობის ბილზე. მოცემული პროცესით აღინიშნა, რომ გაერთიანებულმა სამეფომ დეტალურად განიხილა "ჯეროვანი პროტესტის" შესაძლებლობის გამონაკლისი. კერძოდ კი ის, რომ მოცემული გამოაკლისი უკან იქნა გამოხმობილი სრული დებატების შემდეგ, რაც ადასტურებდა, რომ შესაბამისი შეფასების ზღვარი უნდა იყოს ფართო. იურისტთა საერთაშორისო კომისიამ, პროფესორმა რობერტ ვინემიუთმა, "Fédération Internationale des Ligues des Droits de l’Homme" და "ILGA-Europe"-მა სასამართლოს მიაწოდეს შედარებითი მასალა, მათ შორის სადაც აღნიშნა, რომ დაშვების შემთხვევაში, დისკრიმინაციის კანონმდებლობასთან მიმართებაში საკანონმდებლო გამონაკლისები, როგორც წესი, ეხება უფრო დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს ვიდრე ინდივიდებს. დანარჩენ მესამე მხარედ ჩართული პირებისაგან განსხვავებით, "Liberty" სასამართლოს თავაზობდა დაედგინა, რომ პროპორციულობასა და პოზიციათა გათვალისწინებაზე საუბრისას, გათვალისწინების შემთხვევაში სხვებზე გავლენის მასშტაბი, განსაკუთრებით კი იმ პირებზე, რომლებიც წარმოადგენენ უმცირესობას და/ან ფლობენ არაკეთილგანწყობილ სტატუსს, უნდა იქნას ანგარიშგაწეული. ისინი უფრო შორსაც წავიდნენ და შესთავაზეს სასამართლოს დაფუძნებოდა კონვენციის მე-17 მუხლს, საჭიროებისა და გონივრულობის შემთხვევაში.

ბ. სასამართლოს შეფასება

1. ზოგადი პრინციპები კონვენციის მე-9 მუხლის მიხედვით

72. სასამართლო ხაზს უსვამს, რომ როგორც ეს მითითებულია კიდეც კონვენციის მე-9 მუხლში, აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება წარმოადგენს "დემოკრატიული საზოგადოების" ერთ-ერთ საფუძველს კონვენციის მიხედვით. რელიგიური ასპექტი გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც ქმნის მორწმუნეთა იდენტობასა და აყალიბებს ცხოვრების მათეულ წარმოდგენას, ამასთანავე იგი გახლავთ მნიშვნელოვანი ღირებულება ათეისტების, აგნოსტიკოსთა, სკეპტიკოსთა და დაუინტერესებელ პირთათვისაც. პლურალიზმი დემოკრატიული საზოგადოებისაგან განუყოფელი და მასზე დამოკიდებულია, მისი მოპოვება ხდებოდა საუკუნეების განმავლობაში (იხ.Kokkinakis v. Greece, 25 მაისი 1993, § 31, Series A no. 260‑A).

73. რელიგიური თავისუფლება უწინარესად ინდივიდუალური მრწამსისა და აზრის საკითხია. მე-9 მუხლის 1 პარაგრაფში მითითებული უფლების ეს ასპექტი, გქონდეს ნებისმიერი რელიგიური მრწამსი და შეიცვალო რელიგია ან მრწამსი აბსოლუტური და განუყოფელია. თუმცა, როგორც მითითებული არის კიდეც 9 § 1 პარაგრაფში, რელიგიის თავისუფლება ასევე მოიცავს საკუთრი რწმენის გაცხადების თავისუფლებასაც როგორც ცალკე ისე სხვებთან ერთად, საქვეყნოდ ან განკერძოებით. რელიგიური მრწამსის გაცხადება შესაძლებელია ხორციელდებოდეს წირვით, ქადაგებით, რიტუალებისა და წეს-ჩვეულებების დაცვით. სიტყვებისა და საქმეებისადმი შემწყნარებლობა დაკავშირებულია რელიგიური მრწამსების არსებობასთან (იხ. Kokkinakis, ციტირებული ზემოთ, § 31 და აგრეთვე Leyla Şahin v. Turkey [GC], no. 44774/98, § 105, ECHR 2005‑XI). იმის გამო, რომ ერთი პირის მიერ რელიგიური მრწამსის გაცხადებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს სხვა პირებზე, კონვენციის შემმუშავებლებმა რელიგიის თავისუფლების ეს ნაწილი დაარეგულირეს იმავე მუხლის მეორე პარაგრაფით. ეს უკანასკნელი მიუთითებს, რომ პირის რელიგიისა თუ მრწამსის გაცხადებაზე დაწესებული ნებისმიერი შეზღუდვა უნდა იყოს კანონით განსაზღვრული და აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში ერთი ან რამდენიმე მითითებული კანონიერი მიზნის მისაღწევად.

74. აზრის, მრწამსისა და რელიგიის თავისუფლება განეკუთვნება იმ ხედვას, რომელიც აღწევს დამაჯერებლობის, სერიოზულობის, თანმიმდევრულობისა და მნიშვნელობის გარკვეულ დონეს (იხ.Bayatyan v. Armenia [GC], no. 23459/03, § 110, ECHR 2011; Leela Förderkreis e.V. and Others v. Germany, no. 58911/00, § 80, 6 ნოემბერი 2008; Jakóbski v. Poland, no. 18429/06, § 44, 7 დეკემბერი 2010). იმ შემთხვევაში, როდესაც მოცემული პირობები დაცულია, სახელმწიფოს ნეიტრალურობისა და მიუკერძოებობის ვალდებულება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან უფლებას შეაფასოს რელიგიური მრწამსის კანონიერება ისევე, როგორც მოცემული მრწამსის გამოხავტის ფორმა (იხ.Manoussakis and Others v. Greece, გადაწყვეტილება 26 სექტემბერი 1996, Reports 1996-IV, p. 1365, § 47; Hasan and Chaush v. Bulgaria [GC], no. 30985/96, § 78, ECHR 2000‑XI; Refah Partisi (the Welfare Party) and Others v. Turkey [GC], nos. 41340/98, 41342/98, 41343/98 and 41344/98, § 1, ECHR 2003-II).

75. იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც კონკრეტული რწმენა აღწევს დამაჯერებლობისა და მნიშვნელობის სათანადო ზღვარს, რთულია ითქვას, რომ ყოველი ქმედება, რომელიც გარკვეულწილად შთაგონებული ან მოტივირებულია მის მიერ წარმოადგენს მოცემული რწმენის "გაცხადებას". შესაბამისად, მოქმედება ან უმოქმედობა, რომელიც პირდაპირ არ გამოხატავს კონკრეტულ რწმენას ან რომელიც მხოლოდ ზოგადად არის დაკავშირებული რწმენის მოძღვრებასთან არ ხვდება 9 § 1მუხლის დაცვის ქვეშ (იხ.Skugar and Others v. Russia (dec.), no. 40010/04, 3 დეკემბერი 2009 და, მაგალითად, Arrowsmith v. the United Kingdom, კომისიის ანგარიში 12 ოქტომბერი 1978, Decisions and Reports 19, გვ. 5; C. v. the United Kingdom, კომისიის გადაწყვეტილება 15 December 1983, DR 37, გვ. 142; Zaoui v. Switzerland (dec.), no. 41615/98, 18 იანვარი 2001). იმისათვის, რომ ქმედება ჩაითვალოს "გაცხადებად" მე-9 მუხლის მნიშვნელობით, იგი მჭიდროდ უნდა იყოს დაკავშირებული რელიგიასა თუ რწმენასთან. ამის მაგალითი გახლავთ წირვა-ლოცვა ან რელიგიისა თუ რწმენის განუყოფელი რიტუალის გამეორება ზოგადად აღიარებული ფორმით. თუმცა, რელიგიისა თუ რწმენის გაცხადება არ იზღუდება მხოლოდ ამგვარი მოქმედებებით; მოქმედებასა და მის გამომწვევ რწმენას შორის საკმარისად მჭიდრო და პირდაპირი კავშირის არსებობა დადგენილ უნდა იქნას ყოველ შემთხვევაში. კერძოდ, არ არსებობს ვალდებულება მომჩივანმა დაამტკიცოს, რომ იგი მოქმედებდა კონკრეტული რელიგიის მოთხოვნების დაცვით (იხ. Cha’are Shalom Ve Tsedek v. France [GC], no. 27417/95, §§ 73-74, ECHR 2000‑VII; Leyla Şahin, ციტირებული ზემოთ, §§ 78 და 105; Bayatyan, ციტირებული ზემოთ, § 111; Skugar, ციტირებული ზემოთ; Pichon and Sajous v. France (dec.), no. 49853/99, Reports of Judgments and Decisions 2001-X).

76. მართალია, როგორც მთავრობამ და ლორდმა ბინჰემმა აღნიშნეს საქმეში R (Begum) v. Governors of Denbigh High School case (იხ. პარაგრაფი 46 ზემოთ), არსებობს სასამართლოსა და კომისიის პრაქტიკა, რომელიც მიუთითებს, რომ თუკი პირს შეუძლია მოქმედებით თავიდან აიცილოს მისი რელიგიისა თუ რწმენის გაცხადების თავისუფლებაზე დაწესებული შეზღუდვა ადგილი არ აქვს კონვენციის 9.1 მუხლის დარღვევას და დაწესებული შეზღუდვებიც არ საჭიროებენ გამართლებას კონვენციის 9.2 მუხლით. მაგალითად, ზემორე ციტირებულ საქმეში Cha’are Shalom Ve Tsedek სასამართლომ დაადგინა, რომ "პირის მიერ რელიგიის გაცხადებაში ჩარევას ადგილი აქვს მხოლოდ მაშინ, თუკი დაკვლის რიტუალის არაჯეროვანება შეუძლებელს ხდიდა ულტრა-ორთოდოქსი ებრაელებისათვის იმ ხორცის ჭამას, რომელიც დაკლული გახლდათ მათ მიერ მიჩნეული რელიგიური წესების მიხედვით". თუმცა, მოცემული ხედვა შესაძლებელია აიხსნას სასამართლოს დასკვნით, რომლის მიხედვითაც მოცემულ საქმეში განხილული რელიგიური წესები და მათი დაცვა ეხებოდა იმ ცხოველთა ხორცის ჭამას, რომელიც იკვლებოდა რიტუალის დაცვით და დანამდვილებით შეესაბამებოდა რელიგიით დადგენილ კვებით წესებს და არა დაკვლის რიტუალსა და მის დადასტურებაში პირის უშალო ჩართვას (იხ. §§ 80 და 82). უფრო კონკრეტულად, იმ საქმეებში, რომლებიც ეხებოდნენ დამქირავებლების მიერ დაქირავებულ პირებზე შეზღუდვის დაწესებას განეხორციელებინათ გარკვეული რელიგიური წესები, კომისიამ რამდენიმე გადაწყვეტილებაში დაადგინა, რომ სამსახურიდან წასვლა და დამსაქმებლის შეცვლა გულისხმობდა, რომ ადგილი არ ჰქონდა დაქირავებული პირის რელიგიურ თავისუფლებაში ჩარევას (იხ. მაგალითად Konttinen v. Finland, კომისიის გადაწყვეტილება 3 დეკემბერი 1996, Decisions and Reports 87-A, p. 68; Stedman v. the United Kingdom, კომისიის გადაწყვეტილება 9 აპრილი 1997; შეადარეთ Kosteski v. “the former Yugoslav Republic of Macedonia”, no. 55170/00, § 39, 13 აპრილი 2006). თუმცა სასამართლოს მსგავსი მიდგომა არ გამოუყენებია ინდივიდებზე დასაქმების სანქციების დაწესებისას კონვენციით დაცული უფლებებით სარგებლობისას, მაგალითად მე-8 მუხლით დაცული პირადი ცხოვრების დაცვისას; მე-10 მუხლით დაცული გაცხადების თავისუფლების შემთხვევაში; და ნეგატიური უფლების თემაზე, არ გაწევრიანდე პროფესიულ კავშირში მე-11 მუხლის მიხედვით (იხ. მაგალითად Smith and Grady v. the United Kingdom, nos. 33985/96 და 33986/96, § 71, ECHR 1999‑VI; Vogt v. Germany, 26 სექტემბერი 1995, § 44, Series A no. 323; Young, James and Webster v. the United Kingdom, 13 აგვისტო 1981, §§ 54-55, Series A no. 44). დემოკრატიულ საზოგადოებაში რელიგიის თავისუფლების მნიშვნელობის გათვალისწინებით, სასამართო მიიჩნევს, რომ როდესაც პირი ჩივის სამუშაო ადგილზე რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის შესახებ, ნაცვლად იმისა, რომ სამუშაოს შეცვლა გამორიცხავს უფლებაში ჩარევას, უკეთესი მიდგომით უნდა შეფასდეს ხსენებული გამოსავლის ზოგადი ბალანსი შეზღუდვის პროპორციულობის განხილვისას.

77. დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, სასამართლო კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოებს უწესებს შეფასების გარკვეულ ზღვარს იმის დადგენისას, იყო თუ არა და რამდენად იყო ჩარევა აუცილებელი. მოცემული შეფასების ზღვარი ხორციელდება ევროპული ზედამხედველობის ქვეშ, რომელიც ვრცელდება როგორც კანონზე, ისე მისი გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებაზეც. სასამართლოს ვალდებულება გახლავთ განსაზღვროს თუ რამდენად იყო ეროვნულ დონეზე მიღებული ზომები გამართლებული პრინციპის დონეზე და რამდენად პროპორციულ ხასიათს ატარებდა (იხ.Leyla Şahin, ციტირებული ზემოთ, § 110; Bayatyan, ციტირებული ზემოთ, §§ 121-122; Manoussakis, ციტირებული ზემოთ, § 44). პირველი და მეოთხე მომჩივნების შემთხვევაში, გასაჩივრებული მოქმედებანი განხორციელებულ იქნა კერძო კომპანიების მიერ და შესაბამისად არ იყო სახელმწიფოზე პირდაპირ მიკუთვნებადი, შესაბამისად, სასამართლომ უნდა განიხილოს მოცემული საჩივარი სახელმწიფო ორგანოებზე დაკისრებული პოზიტიური ვალდებულების ფარგლებში მე-9 მუხლით, რომელიც ვრცელდება სახელმწიფოს იურისდიქიის ქვეშ მყოფ ყველა პირზე (იხ.mutatis mutandis, Palomo Sánchez and Others v. Spain [GC], nos. 28955/06, 28957/06, 28959/06 და 28964/06, §§ 58-61, ECHR 2011; იხ. აგრეთვე Otto-Preminger-Institut v. Austria გადაწყვეტილება 25 ნოემბერი 1994, Series A no. 295, § 47). მართალია საზღვარი სახელმწიფოს მიერ კონვენციით ნაკისრ პოზიტიურ და ნეგატიურ ვალდებულებებს შორის არ არის ზუსტად გამიჯნული, გამოყენებადი პრინციპები მაინც მსგავსია. ორივე კონტექტსში გათვალისწინებულ უნდა იქნას ჯეროვანი ბალანსი რომელიც დაცულ უნდა იქნას ინდივიდის ინტერსებსა და საზოგადოების ინტერესებს შორის, რომელთა მიმართაც შეფასების ზღვარი სახელმწიფოს ენიჭება (იხ. Palomo Sánchez and Others, ციტირებული ზემოთ, § 62). 

2. კონვენციის მე-14 მუხლის ზოგადი პრინციპები

78. სასამართლო ხაზს უსვამს, რომ კონვენციის მე-14 მუხლს არ გააჩნია დამოუკიდებელი არსებობა, რადგანაც იგი მოქმედებს მხოლოდ კონვენციითა და მისი ოქმებით დაცული ერთ-ერთი არსობრივი დებულებით გათვალისწინებულ უფლებებსა და თავისუფლებებთან ერთად. თუმცა, მე-14 მუხლის გამოყენება თავისთავა არ გულისხმობს რომელიმე ამ დებულების დარღვევას და ამ მხრივ იგი ავტონომიური ხასიათის მქონეა. იმისათვის, რომ დადგეს მე-14 მუხლის გამოყენების საკითხი, საკმარისია საქმის ფაქტები ხვდებოეს კონვენციისა თუ მისი ოქმებით დაცულ რომელიმე არსებითი მუხლის ფარგლებში (იხ. მაგალითად, Thlimmenos v. Greece [GC], no. 34369/97, § 40, ECHR 2000‑IV).

79. სასამართლო პრაქტიკა ცხადყოფს, რომ მხოლოდ ის განსხვავებული მოპყრობა, რომელიც ეფუძნება იდენტიფიცირებად მახასიათებელსა თუ "სტატუსს" შესაძლოა წარმოადგენდეს დისკრიმინაციას მე-14 მუხლის მნიშვნელობით (Carson and Others v. the United Kingdom [GC], no. 42184/05, § 61, ECHR 2010). "რელიგია" ხაზგასმით არის ნახსენები მე-14 მუხლში როგორც დისკრიმინაციის აკრძალული საფუძველი.

80. ზოგადად, იმისათვის, რომ საკითხი მოხვდეს მე-14 მუხლის მოქმედების სფეროში უნდა არსებობდეს ანალოგიურ ან შედარებით მსგავს ვითარებაში მყოფი პირების მიმართ განსხვავებული მოპყრობა (Burden v. the United Kingdom [GC], no. 13378/05, § 60, ECHR 2008‑). თუმცა, ეს უკანასკნელი არ წარმოადგენს აკრძალვის ერთადერთ საფუძველს. კონვენციით დაცული უფლებებით სარგებლობისას დისკრიმინაციისადმი დაუქვემდებარებლობის უფლება მაშინაც ირღვევა, როდესაც სახელმწიფოები, ობიექტური და გამამართლებელი საფუძვლის გარეშე, არ ექცევიან განსხვავებულად მნიშვნელოვნად განსხვავებულ მდგომარეობაში მყოფ პირებს (Thlimmenos, ციტირებული ზემოთ, § 44; იხ. აგრეთვე D.H. and Others v. the Czech Republic [GC], no. 57325/00, § 175, ECHR 2007; Runkee and White v. the United Kingdom, nos. 42949/98 და 53134/99, § 35, 10 მაისი 2007).

81. შედარებით მსგავს ვითარებაში მყოფ პირთა მიმართ ამგვარი განსხვავებული მოპყრობა - ან განსხვავებულ მდგომარეობაში მყოფ პირთა მიმართ არაგანსხვავებული მოპყრობა - დისკრიმინაციულია თუკი არ გააჩნია ობიექტური და გონივრული გამართლება; ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, თუკი არ ისახავს კანონიერ მიზანს და თუკი არ არსებობს გონივრულად პროპორციული კავშირი გამოყენებულ საშუალებასა და მისაღწევ მიზანს შორის. ხელშემკვრელ სახელმწიფოს გააჩნია შეფასების ზღვარი იმის დადგენისას, თუ რამდენად გამართლებულია სხვაგვარად მსგავს ვითარებაში მყოფ პირთა მიმართ განსხვავებული მოპყრობა (Burden, ციტირებული ზემოთ, § 60). ხსენებული ზღვრის მასშტაბი დამოკიდებულია გარემოებებზე, საგანსა და ვითარებაზე (Carson and Others, ციტირებული ზემოთ, § 61).

3. ზემორე პრინციპების გამოყენება მოცემულ საქმეში

ა. პირველი მომჩივანი

82. სადავო არ ყოფილა ეროვნული სასამართლოებისა და ამ სასამართლოს წინაშე, რომ ქ-ნი ევეიდას დაჟინებული მოთხოვნა სამსახურში თვალსაჩინოდ ეტარებინა ჯვარი განპირობებული გახლდათ მისი სურვილით გამოემჟღავნებინა ქრისტიანული მრწამსის მიმდევრობა. ზემორე მითითებული პრინციპების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ-ნი ევეიდას ქმედება წარმოადგენდა მისი რელიგიური მრწამსის გაცხადებას აღმსარებობით, ქადაგებით და წესებისა და რიტუალების დაცვით; შესაბამისად იგი ხვდებოდა მე-9 მუხლის დაცვის ქვეშ.

83. ქ-ნი ევეიდა დასაქმებული გახლდათ კერძო კომპანიაში "ბრიტანეთის ავიახაზები". 2006 წლის 20 სექტემბერს იგი შინ იქნა დათხოვნილი რადგან უარი განაცხადა დაეფარა ჯვარი, რაც ეწინააღმდეგებოდა კომპანიის უნიფორმის ტარების წესებს. დაახლოებით ერთი თვის შემდეგ მას შესთვაზეს ადმინისტრაციული პოზიცია, რომელიც არ საჭიროებდა უნიფორმის ჩაცმას. თუმცა მან აირჩია არ დათანხმებულიყო ამ შეთავაზებას და ამის ნაცვლად დარჩა შინ ანაზღაურების გარეშე 2007 წლის 3 თებერვლამდე, როდესაც "ბრიტანეთის ავიახაზება" შეცალა წესები უნიფორმის ტარების შესახებ და მისცა უფლება გამოეჩინა ჯვარი.

84. სასამართლო მიიჩნევს, რომ 2006 წლის სექტემბრიდან 2007 წლის თებერვლამდე "ბრიტანეთის ავიახაზების" უარი მიეცა მომჩივანისათვის საშუალება დარჩენილიყო მის პოზიციაზე ჯვარის თვალსაჩინოდ ტარების ფონზე წარმოადგენდა რელიგიის გაცხადების უფლებაში ჩარევას. იმის გამო, რომ ჩარევა არ არის სახელმწიფოზე პირდაპირ მიკუთვნებადი, სასამართლომ უნდა განიხილოს თუ რამდენად დაემორჩილნენ სახელმწიფოს ორგანოები მე-9 მუხლით დაკისრებულ პოზიტიურ ვალდებულებას. ანუ, თუ რამდენად ჯეროვნად იყო დაცულ იქნა ქ-ნი ევეიდას უფლება თავისუფლად გაეცხადებინა რელიგია ეროვნული სამართლებრივი სისტემით და თუ რამდენად იყო დაცული ჯეროვანი ბალანსი მისსა და სხვათა უფლებებს შორის.

85. მსგავსად მრავალი ხელშემკვრელი სახელმწიფოსი (იხ. პარაგრაფი 47 ზემოთ), გაერთიანებულ სამეფოს არ გააჩნია დებულებანი რომელიც დეტალურად დაარეგულირებდა რელიგიური ტანისამოსისა და სიმბოლოების ტარების საკითხს სამსახურში. ქ-ნმა ევეიდამ ეროვნულ ინსტანციებში საჩივარი წარმოადგინა პირდაპირი და ირიბი დისკრიმინაციის კუთხით 2003 წლის რეგულაციების მე-3 რეგულაციის საფუძველზე (იხ. პარაგრაფი 41 ზემოთ). დასაქმების ტრიბუნალის მიერ მიჩნეული იქნა, რომ მას არ გააჩნდა იურისდიქცია განეხილა კონვენციის მე-9 მუხლის საფუძველზე ცალკე ან განცალკევებით წარმოდგენილი სარჩელი. მომჩივანს შეეძლო მე-9 მუხლის მოხმობა სააპელაციო სასამართლოს წინაშე, თუმცა სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი არ ჰქონია მის მე-9 მუხლით დაცულ უფლებებში ჩარევას. მაშინ როდესაც ქ-ნი ევეიდას საქმის განხილვისას ეროვნული სასამართლოების/ტრიბუნალის წინაშე ძირითადი აქცენტი გაკეთდა დისკრიმინაციულ მოპყრობაზე, ნათელია, რომ უნიფორმის კოდექსის კანონიერება და "ბრიტანეთის ავიახაზების" მიერ მიღებული ზომების კანონიერება ქ-ნ ევეიდასთან მიმართებაში დეტალურად იქნა განხილული. სასამართლო, შესაბამისად, არ მიიჩნევს, რომ ეროვნული კანონმდებლობით კონკრეტული დაცვის ნაკლებობა თავისთავად გულისმხობდა, რომ მომჩივნის უფლება განაცხადოს საკუთარი რელიგია სამსახურში რელიგიური სიმბოლოს ტარებით არასაკმარისად იყო დაცული.

86. "ბრიტანეთის ავიახაზების" მიერ უნიფორმის ტარების წესების დასაცავად მიღებული ზომების პროპორციულობის განხილვისას, ყოველ დონეზე მოქმედი ეროვნული მოსამართლეები შეთანხმდნენ, რომ უნიფორმის კოდექსი კანონიერი იყო, კერძოდ კი, რომ იგი ჰქმნიდა კომპანიის გარკვეულ იმიჯს და ხელს უწყობდა მისი ბრენდისა და პერსონალის ცნობადობას. დასაქმების ტრიბუნალმა მიიჩნია, რომ კოდექსის დაცვის მოთხოვნა არაპროპორციული იყო, რადგანაც იგი ვერ ასხვავებდა რელიგიურ სიმბოლოს დეკორატიული მიზნით მოხმარებული სამკაულისაგან. მოცემული დასკვნა შეცვლილ იქნა სააპელაციო სასამართლოს მიერ, რომელმაც მიიჩნია, რომ "ბრიტანეთის ავიახაზებმა" იმოქმედა პროპორციულად. მოცემული დაგაწყვეტილების მიღებისას, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა დასაქმების ტრიბუნალის მიერ დადგენილ საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე, განსაკუთრებით კი ხაზი გაუსვა, რომ ჩაცმის წესები დადგენილი იყო წლების განმავლობაში და არ შეუქმნია პრობლემები არც მომჩივანისა და არც სხვა პერსონალისათვის; ის, რომ ქ-ნმა ევეიდამ შეიტანა ოფიციალური საჩივარი მაგრამ შემდეგ გადაწყვიტა სამსახურში მისულიყო ჯვარის ტარებით და არ დაელოდა საჩივრის განხილვის შედეგებს. მოცემული საკითხი ჯეროვნად იქნა განხილული "ბრიტანეთის ავიახაზების" მიერ საჩივრის წარდგენის შემდეგ, კონსულტაციების შედეგად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება შემსუბუქებულიყო ჩაცმის წესები და თანამშრომლებს დაერთოთ ნება ეტარებინათ რელიგიური სიმბოლოები. ასევე, ქ-ნ ევეიდას მიმდინარე პროცესის განმავლობაში შესთავაზეს ადმინისტრაციული პოზიცია იმავე ანაზღაურებით, 2007 წლის თებერვალში იგი აღდგენილ იქნა ძველ სამსახურში.

87. სასამართლოს აზრით ნათელია, რომ მოცემული გარემოებანი ამსუბუქებს მომჩივნის უფლებაში ჩარევის მასშტაბს და ამიტომ გათვალისწინებულ უნდა იქნას. მეტიც, კერძო კომპანიის მიერ თანამშრომლის მიმართ მიღებული ზომების პროპორციულობის ანალიზისას ეროვნული ხელისუფლება, განსაკუთრებით სასამართლოები, მოქმედებდნენ შეფასების ზღვარის ფარგლებში. მიუხედავად ამისა, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემულ საქმეში დაცული არ იყო ჯეროვანი ბალანსი. სასწორის ერთ პინზე იყო ქ-ნი ევეიდას სურვილი განეცხადებინა საკუთარი რელიგიური მრწამსი. როგორც უკვე აღნიშნა კიდეც, ეს გახლავთ ფუნდამენტური უფლება: ჯანმრთელი დემოკრატიული საზოგადოება საჭიროებს პლურალიზმისა და მრავალფეროვნებისადმი შემწყნარებლობას და მის შენარჩუნებას. მეორე პინზე კი იყო დამქირავებლის სურვილი ჰქონოდა გარკვეული კორპორატიული იმიჯი. სასამართლო მიიჩნევს, რომ მაშინ როდესაც მოცემული მიზანი უდავოდ კანონიერი გახლდათ, ეროვნულმა სასამართლოებმა მას მომეტებული მნიშვნელობა მიანიჭეს. ქ-ნი ევეიდას ჯვარი მოკრძალებული იყო და ვერ მოახდენდა მის პროფესიულ შესახედაობაზე ნეგატიურ გავლენას. არ არსებობდა არანაირი მტკიცებულება მასზედ, რომ სხვა, წინარედ ნებადართული, რელიგიური ტანისამოსის, ისეთი როგორიცაა ჩალმა და ჰიჯაბი, ტარება სხვა თანამშრომლების მიერ ნეგატიურ გავლენას ახდენდა "ბრიტანეთის ავიახაზების" ბრენდსა თუ იმიჯზე. მეტიც, ის ფაქტი რომ კომპანიამ შეცვალა უნიფორმის ტარების წესები და დაუშვა რელიგიური სიმბოლოკის მქონე სამკაულის ტარება მიუთითებს, რომ მანამდე არსებული აკრძალვა არ იყო გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე.

88. სასამართლო შესაბამისად ასკვნის, რომ იმ გარემოებებში, სადაც არ არსებობს სხვათა ინტერესების რეალური დარღვევის მტკიცებულებანი, ეროვნულმა ორგანოებმა საკმარისად ვერ დაიცვეს პირველი მომჩივნის უფლება განაცხადოს საკუთარი რელიგია, რაც წარმოადგენს კონვენიის მე-9 მუხლის დარღვევას. მოცემული დასკვნის გათვალისწინებით სასამართლო საჭიროდ არ მიიჩნევს ცალკე განიხილოს მომჩივნის საჩივარი მე-14 მუხლით მე-9 მუხლთან ერთობლიობაში.

ბ. მეორე მომჩივანი

89. ქ-ნი ჩაპლინი მორწმუნე ქრისტიანია, რომელიც ძეწკვზე დაკიდებულ ჯვარს ატარებს კისერზე მონათვლის შემდეგ 1971 წლიდან. განხილული მოვლენების დროს იგი მუშაობდა მედდად მოხუცთა განყოფილებაში, რომელსაც ჰქონდა უნიფორმის ტარების პოლიტიკა, რომელიც ეფუძნებოდა ჯანდაცვის დეპარტამენტის მითითებებს. მოცემული პოლიტიკის მიხედვით, inter alia, "დაუშვებელია გულსაბამის ტარება პაციენტთა მოვლისას საფრთხის შემცირების მიზნით" და პერსონალის წევრი, რომელსაც სურს გარკვეული ნივთის ტარება რელიგიური ან კულტურული მიზნებიდან გამომდინარე პირველ რიგში ვალდებულია საკითხი გაიაროს ხაზის მენეჯერთან, რომელიც უმიზეზოდ უარს არ იტყვის ნებართვის გაცემაზე. 2007 წელს შემოღებულ იქნა ახალი ტუნიკები, რომელმაც ჩაანაცვლა წინა v-ყელიანი ზედები და შედეგად უფრო ხილული და წვდომადი შეიქნა ჯვარი როგორც მისი ყელის უკან, ისე წინ. მომჩივანს თხოვეს მოეხსნა ჯვარი და ძეწკვი. უარის გაცხადებისას, იგი 2009 წლის ნოემბრიდან გადაყვანილ იქნა არა-სამედდო პოზიციაზე, რომელიც გაუქმნდა 2010 წლის ივლისში. მან იჩივლა დასაქმების ტრიბუნალში პირდაპირი და არაპირდაპირი დისკრიმინაციისათვის. ტრიბუნალმა არ დააკმაყოფილა პირდაპირი დისკრიმინაციის შესახებ მისი მოთხოვნა დაადგინა რა, რომ არ არსებობდა მტკიცებულება მასზედ, რომ მომჩივანი ექვემდებარებოდა იმაზე ნაკლებად კეთილგანწყობილ მოპყრობას ვიდრე მისი ის კოლეგები, რომელთაც სურდათ რელიგიის საფუძველზე სხვა ნივთების ტარება. მან ასევე არ დააკმაყოფილა საჩივარი არაპირდაპირი დისკრიმინაციის შესახებ დაასკვნა რა, რომ ჯანდაცვის მარეგულირებლის პოლიტიკა დასახული მიზნის პროპორციული გახლდათ.

90. მსგავსად ქ-ნი ევეიდასი, და ზემოთმოცემული პრინციპების შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მეორე მომჩივნის განწყობა ეტარებინა ჯვარი და ძეწკვი სამსახურში წარმოადგენდა მისი რელიგიური მრწამსის გაცხადებას და ჯანდაცვის ორგანოს უარი დარჩენილიყო მედდის პოზიციაზე და ამასთანავე ეტარებინა ჯვარი წარმოადგენდა მისი რელიგიის გაცხადების თავისუფლებაში ჩარევას.

91. მეორე მომჩივნის დამსაქმებელი საჯარო ორგანო გახლდათ და სასამართლომ შესაბამისად უნდა დაადგინოს იყო თუ არა ჩარევა აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში იმ მიზნების მისაღწევად, რომელიც მოცემულია 9 § 2მუხლში. ამ შემთხვევაში სადავო არ გახლავთ, რომ სამკაულზე დაწესებული შეზღუდვა, მათ შორის რელიგიურ სიმბოლოებზეც, მიზნად ისახავდა მედდებისა და პაციენტების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვას. დასაქმების ტრიბუნალის წინაშე წარმოდგენილი მტკიცებულების მიხედვით მომჩივნის მენეჯერები მიიჩნევდნენ, რომ არსებობდა საფრთხე აღელვებულ პაციენტს დაეჭირა და მოექაჩა ძეწკვი, შედეგად დაეზიანებინა საკუთარი თავი ან მომჩივანი ან რომ შესაძლოა ჯვარი შეხებოდა ღია ჭრილობას. ამასთანავე ცნობილი იყო, რომ კიდევ ერთ ქრისტიან მედდას მოსთხოვეს ჯვრისა და ძეწკვის მოხსნა; ორ სიქხ მედპერსონალს შეატყობინეს, რომ დაუშვებელი იყო სამაჯურისა თუ კირპანის ტარება და რომ გაშვებული ჰიჯაბიც არ შეიძლებოდა სამსახურში. მომჩვანს შეთავაზეს ჯვრის ტარება უნიფორმაზე დამაგრებულ გულსაბნევზე ან ტუნიკის ქვეშ ჩაცმულ მაღალყელიან ზედის ქვეშ, მაგრამ მან მიიჩნია, რომ ამ ფორმით ტარება შეუსაბამო იქნებოდა მის რელიგიურ მრწამსთან.

92. სასამართლო მიიჩნევს, რომ მსგავსად ქ-ნი ევეიდას საქმისა, მეორე მომჩივნისათვის საკუთარი რელიგიის გამოსახატად ჯვრის თვალსაჩინოდ ტარება სერიოზული მნიშვნელობის მატარებელია ბალანსის შეფასებისას. თუმცა, მიზეზი თუ რატომაც მოსთხოვეს მას ჯვრის მოხსნა, კერძოდ კი საავადმყოფოში ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვა თავისთავად უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ქ-ნი ევეიდას შემთხვევაში. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ ამ სფეროში ეროვნულ ხელისუფლებას შეფასების ფართო ზღვარი გააჩნია. საავადმყოფოს მენეჯერებმა საერთაშორისო სასამართლოზე უკეთ იცოდნენ თუ რა გადაწყვეტილება იყო მისაღები კლინიკის უსაფრთხოების დასაცავად, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს პირდაპირი სამხილები ამ საკითხზე არ მიუღია.

93. აღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლო ვერ ასკვნის თუ რამდენად არაპროპორციული გახლდათ ის ზომები რომელთაც ასაჩივრებს ქ-ნი ჩაპლინი. შესაბამისად, მის რელიგიის გაცხადების თავისუფლებაში ჩარევა აუცილებელი გახლდათ დემოკრატიულ საზოგადოებში და შესაბამისად მეორე მომჩივანთან მიმართებაში მე-9 მუხლის დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

94. მეტიც, სასამართლო მიიჩნევს, მე-14 მუხლით მე-9 მუხლთან ერთბლიობაში მიღებული ზომების პროპორციულობის დამაბალანსებელი გარემოებების შეფასებისას იგი მსგავს არგუმენტებს აწყდება და შესაბამისად ვერ ხედავს მიზეზს თუ რატომ უნდა დაადგინოს მე-14 მუხლის დარღვევა მოცემულ საქმეში.

გ. მესამე მომჩივანი

95. სასამართლო აღნიშნავს, რომ მესამე მომჩვანი არის ქრისტიანი, მართლმადიდებლულ ქრისტიანული შეხედულებით მასზედ, რომ ქორწინება წარმოადგენს ერთ ქალსა და ერთ კაცს შორის კავშირს მთელი ცხოვრების მანძილზე. მას სჯერა, რომ ერთიდაიგივე სქესის კავშირები ეწინააღმდეგება ღმერთის ნებას და რომ მისი მხრიდან არამართებული იქნებოდა მონაწილეობის მიღება იმ ინსტიტუტის შექმნაში, რომელიც უტოლდება ერთიდაიგივე სქესის წყვილებს შორის ქორწინებას. იმის გამო, რომ მან უარი განაცხადა განწესებულიყო სამოქალაქო პარტნიორობის მარეგისტრირებლად მის წინააღმდეგ დაიწყო დისციპლინური სამართალწარმოება და შედეგად გათავისუფლებულ იქნა სამსახურიდან.

96. მესამე მომჩივანმა არ იჩივლა მე-9 მუხლით, არამედ მიუთითა ქრისტიანული მრწამსის გამო დისკრიმინაციაზე, რითიც დაირღვა მე-14 მუხლი მე-9 მუხლთან ერთბლიობაში. სასამართლოსათვის ნათელია, რომ მომჩივნის უარი მონაწილეობა მიეღო ერთიდაიგივე სქესის მქონე პირთა მიერ სამოქალაქო პარტნიორობის დარეგისტრირებაში უშუალოდ განპირობებული გახლდათ მისი რელიგიური მრწამსით. განსახილველი მოვლენები ხვდებოდა მე-9 მუხლში და შესაბამისად მე-14 მუხლი გამოიყენება.

97. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეში შედარება უნდა მოხდეს იმ რეგისტრატორთან, რომელსაც არ გააჩნდა რელიგიური პრეტენზიები ერთიდაიგივე სქესის მქონე პირთა კავშირის დარეგისტრირებაზე. იგი ეთანხმება მომჩივანის არგუმენტს, რომ ადგილობრივი ხელისუფლების მოთხოვნა, დაბადების, ქორინებისა და გარდაცვალების ყველა რეგისტრატორს დავალებოდა სამოქალაქო პარტნიორობის რეგისტრირებაც, რასაც განსაკუთრებით ნეგატიური გავლენა ჰქონდა მომჩივანზე მისი რელიგიური მრწამსის გამო. იმისათვის, რომ განისაზღვროს თუ რამდენად იყო ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილება არ მიეცა მომჩივნისა და სხვა მის მდგომარეობაში მყოფი პირებისათვის რეგისტრირებისაგან თავის შეკავების უფლება მე-14 მუხლით არაპირდაპირი დისკრიმინაცია. ამისათვის, სასამართლომ უნდა განსაზღვროს თუ რამდენად ემსახურებოდა დასახული პოლიტიკა კანონიერ მიზანს და რამდენად პროპორციულ იყო იგი.

98. სააპელაციო სასამართლომ ამ საქმეში დაადგინა, რომ ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დასახული მიზანი იყო იმ სერვისის მიწოდება, რომელიც არამარტო ეფექტიური იყო პრაქტიკულობისა და ეფექტიანობის მხრივ, არამედ რომელიც ასევე ითვალისწინებდა პოლიტიკას ყოფილიყო ისეთი "დამქირავებელი და საჯარო ხელისუფალი, რომელიც ისახავს მიზნად თანასწორი შესაძლებლობების ხელშეწყობას და ითხოვს ყველა მის მიერ დასაქმებული პირისაგან ისეთ ქცევას, რომელიც სხვების წინააღმდეგ არ წარმოადგენს დისკრიმინაციას". სასამართლო იხსენებს, რომ მე-14 მუხლის სასამართლო პრაქტიკაში მან აღნიშნა, რომ სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე გასხვავებული მოპყრობა საჭიროებს განსაკუთრებით სერიოზულ მიზეზებს რათა გამართლებულად იქნას მიჩნეული (იხ. მაგალითად Karner v. Austria,no. 40016/98, § 37, ECHR 2003‑IX; Smith and Grady, ციტირებული ზემოთ, § 90; Schalk and Kopf v. Austria, no. 30141/04, § 97, ECHR 2010). სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ერთიდაიგივე სქესის წყვილები დაახლოებით იგივე მდგომარეობაში არიან როგორშიც სხვადასხვა სქესის წყვილები იურიდიული აღიარებისა და ურთიერთობის დაცვის საჭიროების მხრივ, და რადგან ამ მხრივ პრაქტიკა ევროპაში ჯერ კიდევ ვითარდება, ხელშემკვრელ სახელმწიფოებს გააჩნიათ შეფასების ფართო ზღვარი იმის დადგენისას, თუ როგორ მიაღწიონ აღნიშნულ მიზანს საკუთარი ეროვნული სამართლებრივი წესრიგის ფარგლებში (Schalk and Kopf, ციტირებული ზემოთ, §§ 99-108). აღნიშნულის გათვალისწინებით, ნათელია რომ ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დასახული მიზანი კანონიერი გახლდათ.

99. გადასაწყვეტია, თუ რამდენად იყო გამოყენებული საშუალებანი დასახული მიზნის პროპორციული. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მომჩივანს დაუდგა სერიოზული შედეგები: მისი რელიგიური მრწამსის სიღრმის გამო მან მიიჩნია, რომ არ გააჩნდა არჩევანი და დაექვემდებარა დისციპლინურ სანქციას ნაცვლად იმისა, რომ განეგრძო მუშაობა სამოქალაქო პარტნიორობის რეგისტრატორად, და, შედეგად, დაკარგა სამსახური. ამასთანავე ვერც იმას ვიტყვით, რომ სამუშაო ხელშეკრულების დადებისას მომჩივანმა უარი განაცხადა რელიგიური მრწამსის გაცხადების უფლებაზე სამოქალაქო პარტნიორობის შექმნაში მონაწილებაზე უარის თქმით, რადგან მოცემული მოთხოვნა დამსაქმებელმა მოგვიანებით წამოაყენა. მეორეს მხრივ, ადგილობრივი ხელისუფლების პოლიტიკა მიზნად ისახავდა სხვა, კონვენციით დაცულ პირთა უფლებების დაცვას. სასამართლო ზოგადად ეროვნულ ხელისუფლებას შეფასების ფართო ზღვარს ანიჭებს, როდესაც საქმე ეხება კონვენციის უფლებებს შორის ბალანსის დაცვას (იხ. მაგალითად Evans v. the United Kingdom [GC], no. 6339/05, § 77, ECHR 2007‑I). ამ გარემოებებში სასამართლო არ მიიჩნევს, რომ ეროვნულმა ხელისუფლებამ, ანუ ადგილობრივმა ხელისუფალმა-დამსაქმებელმა, რომელმაც დაიწყო დისციპლინური დევნა და ეროვნულმა სასამართლოებმა, რომლებმაც არ დააკმაყოფილეს მომჩივნის საჩივარი დისკრიმინაციის შესახებ, გადააჭარბეს მათდამი მიკუთვნებულ ზღვარს. შესაბამისად, ვერ დადგინდება, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-14 მუხლის დარღვევას მე-9 მუხლთან ერთობლიობაში მესამე მომჩივნის შემთხვევაში.

დ. მეოთხე მომჩივანი

100. ბ-ნი მაქფერლენის ძირითადი საჩივარი წარმოდგენლი გახლდათ კონვენციის მე-9 მუხლით, თუმცა იგი ამასთანავე ჩიოდა კონვენციის მე-14 მუხლითაც მე-9 მუხლთან ერთობლიობაში. იგი დაქირავებული გახლდათ კერძო კომპანიის მიერ, რომელიც თანამშრომლებს თხოვდა ჰეტეროსექსუალი და ჰომოსექსუალი წყვილებისათვის თანასწორი მომსახურების გაწევას. მეოთხე მომჩივანმა უარი განაცხადა გაეწია ფსიქო-სექსუალური კონსულტაცია ერთიდაიგივე სქესის წყვილებისათვის, რის შედეგადაც მის წინააღმდეგ დაიწყო დისციპლინური სამართალწარმოება. მისი საჩივარი არაპირდაპირი დისკრიმინაციის შესახებ, inter alia, არ დაკმაყოფილდა დასაქმების ტრიბუნალისა და დასაქმების სააპელაციო ტრიბუნალის მიერ. მან უარი განაცხადა საჩივარი შეეტანა სააპელაციო სასამართლოში.

101. სასამართლო იზიარებს, რომ ბ-ნი მაქფერლეინის უარი პირდაპირ იყო განპირობებული მისი ორთოდოქსული ქრისტიანული რწმენით ქორწინებისა და სექსუალური ურთიერთობების შესახებ და ადგენს, რომ მისი უარი განეხორციელებინა ჰომოსექსუალი წყვილების კონსულტაციები წარმოადგენდა მისი რელიგიისა და მრწამსის გაცხადებას. სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება მე-9 მუხლით საჭიროებდა მისი მე-9 მუხლით განსაზღვრული უფლების დაცვას.

102. ამ შემთხვევაში გასარკვევია თუ რამდენად დაემორჩილა სახელმწიფო მის პოზიტიურ ვალდებულებას და კერძოდ კი თუ რამდენად იყო დაცული ჯეროვანი ბალანსი ორ სადავო ინტერესს შორის (იხ. პარაგრაფი 84 ზემოთ). მოცემული შეფასებისას, სასამართლო ითვალისწინებს, რომ მომჩივნის მიერ სამსახურის დაკარგვა წარმოადგენდა მკაცრ სანქციას მძიმე შედეგებით. მეორეს მხრივ, მომჩივანი ნებაყოფლობით გაერთიანდა "რილეითის" პროფესიულ ტრენინგ პროგრამაში ფსიქო-სექსუალური კონსულტირების საკითხზე, იცოდა რა, რომ "რილეითი" მოქმედებდა "თანასწორის შესაძლებლობების პოლიტიკით" და რომ კლიენტთა ფილტრაცია სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე შეუძლებელი იყო (იხ. პარაგრაფები 32-34 ზემოთ). სასამართო არ მიიჩნევს, რომ ინდივიდის გადაწყვეტილება დადოს შრომითი კონტრაქტი და იკისროს ვალდებულებები, რომელიც მან იცის, რომ გავლენას იქონიებს მისი რელიგიური რწმენის გაცხადების თავისუფლებაზე გადამწყვეტია იმის განსაზღვრისას, თუ რამდენად ჰქონდა ადგილი მე-9 მუხლით დაცულ უფლებებში ჩარევას. მოცემული საკითხი წარმოადგენს თემას, რომელიც უნდა შეფასდეს ჯეროვანი ბალანსის დაცვის გათვალისწინებით (იხ. პარაგრაფი 83 ზემოთ). თუმცა სასამართლოსათვის ყველაზე მნიშვნელოვანი გასათვალისწინებელი გარემოება გახლავთ ის, რომ დამსაქმებლის მოქმედება გამოწვეული იყო მისი იმ პოლიტიკის განხორციელებით, რომელიც არადისკრიმინაციულ მომსახურებას ისახავდა მიზნად. შესაბამისად, სახელმწიფო ხელისუფლება სარგებლობდა შეფასების ფართო ზღვარით იმის დადგენისას, თუ რამდენად იყო ჯეროვანი ბალანსი დაცული ბ-ნი მაქფერლეინის რელიგიური მრწამსის გაცხადების უფლებასა და დამქირავებლის მიერ სხვათა ინტერესების დაცვას შორის. მოცემულ გარემოებებში სასამართლო არ მიიჩნევს, რომ მოცემული შეფასების ზღვარი გადაჭარბებით იქნა გამოყენებული მოცემულ საქმეში.

104. დასკვნის სახით, სასამართლო არ მიიჩნევს, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ უარი დაეკმაყოფილებინა ბ-ნი მაქფერლეინის საჩივრები წარმოადგენდა მე-9 მუხლის დარღვევას დამოუკიდებლად ან მე-14 მუხლთან ერთობლიობაში.

III. კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენება               

105. კონვენციის 41-ე მუხლი მიუთითებს შემდეგს:

"თუ სასამართლო დაასკვნის, რომ დაირღვა კონვენციით ან მისი ოქმებით გათვალისწინებული უფლება, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდა სამართალი დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკმაყოფილებას მიაკუთვნებს".

ა. ზიანი

106. ქ-ნი ევეიდა ითხოვდა კომპენსაციას მიუღებელი შემოსავლისათვის, რომელიც წარმოადგენდა 3,906.69გირვანქა სტერლინგს და მასზე დარიცხულ პროცენტს. იგი ასევე ითხოვდა მორალური ზიანის ანაზღაურებას მისი გრძნობებისადმი ზიანის მიყენების გამო. სახელმწიფოს მიერ ჯეროვანი ეროვნული მისაგებლის არარსებობის გამო იგი დაექვემდებარა დისკრიმინაციული მოპყრობის ხანგრძლივ კამპანიას, რომელიც მას აძლევდა ეროვნულ დონეზე 30,000 გირვანქა სტერლინგის მოთხოვნის უფლებას.

107. მთავრობამ აღნიშნა, რომ მოცემული თანხა გადამეტებული გახლდათ იმის გათვალისწინებით, რომ "ბრიტანეთის ავიახაზებმა" გადახედა და შეცვალა უნიფორმის ტარების პოლიტიკა ქ-ნი ევეიდას მიერ საჩივრის წარდგენიდან მალევე და რომ მისთვის დარღვევის დადგენა საკმარისი სამართლიანი დაკმაყოფილება იქნებოდა.

108. სასამართლომ დაადგინა დარღვევა ქ-ნ ევეიდასთან მიმართებაში ეროვნულ კანონმდებლობაზე დაყრდნობით, რომელიც ამ საქმეში არ იცავდა ჯეროვან ბალანსს მისი რელიგიის გაცხადების უფლებასა და სხვათა უფლებებსა და ინტერესებს შორის. თუმცა, სასამართლო არ მიიჩნევს, რომ მის წინაშე არსებული მტკიცებულებების მიხედვით, ქ-ნ ევეიდას მიადგა ფინანსური ზიანი დარღვევის შედეგად. მას უარი ეთქვა ჯვარის თვალსაჩინოდ ტარებაზე სამსახურში 2006 წლის 20 სექტემბერს, მან გადაწყვიტა შინ წასვლა და უხელფასოდ ყოფნა, იგი სამსახურში არ გამოსულა მანამდე, სანამ "ბრიტანეთის ავიახაზებმა" არ შეცვალა მიდგომა 2007 წლის თებერვალში.2006 წლის 23 ოქტომბერს მას შესთავაზეს არაადმინსიტრაციულ პოზიციაზე გადასვლა, იმავე ანაზღაურებით რაც ჰქონდა წინა პოზიციაზე მანამდე, სანამ არ მოგვარდებოდა საკითხი; მან შეთავაზებაზე უარი თქვა. მეტიც, დასაქმების ტრიბუნალმა აღნიშნა გადაწყვეტილებაში, რომ მის წინაშე სამართალწარმოების მხარეები თანხმდებოდნენ, რომ 2006 წლის სექტემბრიდან 2007 წლის თებერვლამდე მომჩივანმა მიიღო მის მიუღებელ ანაზღაურებაზე ორჯერ მეტი ოდენობით შემოსავალი საჩუქრებისა და შემოწირულობის, თუ სხვა წყაროებიდან მიღებული შემოსავლის სახით. ამგვარ პირობებში სასამართლო არ მიიჩნევს, რომ მოპასუხე სახელმწიფო ვალდებულია ქ-ნ ევეიდაზე გასცეს კომპენსაცია მიუღებელი შემოსავლებისათვის. თუმცა, სასამართლო მიიჩნევს, რომ რელიგიური მრწამსის გაცხადების უფლების დარღვევამ გამოიწვია ქ-ნი ევეიდას შეშფოთება, იმედგაცრუება და წუხილი. შესაბამისად, იგი მას მიაკუთვნებს 2,000 ევროს მორალური ზიანისათვის.

...

ზემოხსენებულიდან გამომდინარე, სასამართლო

...

3. ადგენს, ხუთი ხმით ორის წინააღმდეგ, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-9 მუხლის დარღვევას პირველ მომჩივანთან მიმართებაში და რომ საჭირო არ გახლავთ ცალკე იქნას განხილული მისი საჩივარი მე-14 მუხლით მე-9 მუხლთან ერთობლიობაში;

4. ადგენს, ერთხმად, რომ ადგილი არ ჰქონია მე-9 მუხლის, დამოუკიდებლად თუ მე-14 მუხლთან ერთობლიობაში, დარღვევას მეორე მომჩივანთან მიმართებაში;

5. ადგენს, ხუთი ხმით ორის წინააღმდეგ, რომ ადგილი არ ჰქონია მე-14 მუხლის დარღვევას მე-9 მუხლთან ერთობლიობაში მესამე მომჩივანთან მიმართებაში;

6. ადგენს, ერთხმად, რომ ადგილი არ ჰქონია მე-9 მუხლის, დამოუკიდებლად თუ მე-14 მუხლთან ერთობლიობაში, დარღვევას მეოთხე მომჩივანთან მიმართებაში;

7. ადგენს, ხუთი ხმით ორის წინააღმდეგ, რომ მოპასუხე სახელმწიფომ პირველ მომჩივანს მოცემული გადაწყვეტილების კონვენციის 44 § 2 მუხლით საბოლოო ძალაში შესვლიდან სამი თვის ვადაში უნდა გადაუხადოს 2,000 (ორი ათასი) ევრო და მასზე დამატებული ნებისმიერ გადასახადი, რომელიც შესაძლოა დაეკისროს მომჩივანს მორალური ზიანისათვის; მოცემული თანხა უნდა კონვერტირდეს გირვანქა სტერლინგებში გადახდის დროისათვის მოქმედი კურსით და რომ ზემოხსენებული სამთვიანი ვადის გასვლის შემდეგ, თანხის გადახდამდე, გადასახდელ თანხას საჯარიმო პერიოდის განმავლობაშიდაერიცხება გადახდის დღეს მოქმედი, ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრულისასესხო განაკვეთის თანაბარი ჩვეულებრივი პროცენტები, დამატებულისამიპროცენტი. 

...

9. უარყოფს, ერთხმად,მომჩივნების დანარჩენ მოთხოვნებს სამართლიან დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით.

 

შესრულებულია ინგლისურ ენაზე და გაცხადებულია წერილობით 2013 წლის 15 იანვარს სასამართლო რეგლამენტის 77 §§ 2 და 3მუხლების მიხედვით.

 

ლორანს ერლი                                                      დავიდ თორ ბიორგვინსონი

სასამართლო გამწესრიგებელი                              პრეზიდენტი

  

კონვენციის 45 § 2 მუხლისა და სასამართლო რეგლამენტის 74 § 2 მუხლის მიხედვით, მოცემულ გადაწყვეტილებას თან ერთვის მოსამართლეების ბრატცას, თორ ბიორგვინსონის, ვუჩინიჩისა და დე გაეტანოს ცალკეული მოსაზრებანი; 

დთბ.

თლე 

მოცემულ თარგმანს არ ერთვის ცელკრული მოსაზრებანი, თუმცა იგი თან ახლავს ოფიციალურ, ინგლისურ და/ან ფრანგულ ენაზე წარმოდგენილ გადაწყვეტილებას და ხელმისაწვდომია სასამართლოს პრაქტიკის მონაცემთა ბაზაში - HUDOC.

  

© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (www.coe.int/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან (http://hudoc.echr.coe.int) ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. .

© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012

The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (www.coe.int/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights (http://hudoc.echr.coe.int) or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. .

© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012

Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (www.coe.int/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (http://hudoc.echr.coe.int), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. .
Click here for the Case-Law Information Notes