ივანოვა ბულგარეთის წინააღმდეგ

Ivanova v. Bulgaria

საჩივრის ნომერი: -52435/99

მოპასუხე სახელმწიფო: ბულგარეთი

გადაწყვეტილების მიღების თარიღი:  12/04/2007

შედეგი:

დაირღვა მე-9  მუხლი

მე-14 მუხლის გამოკვლევა არაა საჭირო

მატერიალური ზიანი - ფინანსური ანაზღაურება

არამატერიალური ზიანი - ფინანსური ანაზღაურება

ხარჯების და დანახარჯების ნაწილობრივი ანაზღაურება - კონვენციის და შიდასახელმწიფოებრივი სამართალწარმოება

განსხვავებული აზრი: არა

 

საკვანძო სიტყვები:

(მუხლი 9) აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება

(მუხლი 9-1) რელიგიის თავისუფლება

(მუხლი 9-2) ჩარევა

(მუხლი 9-2) აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში

(მუხლი 9-2) კანონით გათვალისწინებული

(მუხლი 14) დისკრიმინაციის  აკრძალვა

(მუხლი 14) დისკრიმინაცია

(მუხლი 41) სამართლიანი დაკმაყოფილება -{ზოგადი}

 

 

Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.

 

Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (www.supremecourt.ge).Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.

 

საინფორმაციობარათისასამართლოსპრეცედენტულსამართალზე No. 96

აპრილი 2007

ივანოვა ბულგარეთის წინააღმდეგ - 52435/99

გადაწყვეტილება 12.4.2007 [სექცია V]

მუხლი 9

მუხლი 9-1

რელიგიის თავისუფლება

შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა რელიგური რწმენის საფუძველზე: დარღვევა

 

ფაქტები: სკოლის არააკადემიურ თანამშრომლად დასაქმებული მომჩივანი ქრისტიანულ-ევანგელისტური ჯგუფის წევრი იყო, ცნობილი, როგორც „სიცოცხლის სიტყვა“, რომელიც მისდევდა არალეგალურ აქტივობებს ხელისუფლების ორგანოების მიერ მის რეგისტრაციაზე უარის გამო. ორგანიზაციის შეხვედრებს პერიოდულად შლიდა პოლიცია და მედიამ წამოიწყო კამპანია აღნიშნული ჯგუფის წინააღმდეგ, მისი წევრების სამსახურიდან დათხოვნის მოთხოვნით და ასახელებდა სხვებთან ერთად მომჩივანსაც. რეგიონალური პროკურატურისა და ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის (National Security Service) მიერ განხორციელებული მოკვლევის შემდეგ, რეგიონალური გუბერნატორი და   პარლამენტის წევრი დაემუქრნენ განათლების ინსპექტორს (Educational Inspector) სამსახურიდან გათავისუფლებით, თუკი იგი არა მიიღებდა რადიკალურ ზომებს სკოლაში რელიგიური აქტივობების აღსაკვეთად და არ გაათავისუფლებდა სკოლის დირექტორს. 1995 წლის ოქტომბერში დირექტორი გაათავისუფლეს inter alia, იმ მიზეზით, რომ მან არ გაათავისუფლება ადმინისტრაციის ის წევრები, რომლებიც ,,სიცოცხლის სიტყვის“ მიმდევრები იყვნენ და შესაძლებლობას აძლევდა მათ, ჩაეტარებინათ მათი აქტივობები.  მოგვიანებით, მომჩივანი წნეხის ქვეშ მოექცა, რათა წასულიყო სამსახურიდან ან უარეყო მისი რწმენა, ვინაიდან განათლების ინსპექტორი მას ემუქრებოდა სამსახურიდან გათავისუფლებით მიუხედავად მის მიერ შესრულებული სამუშაოსი. აპლიკანტმააღნიშნულთან დაკავშირებით უარი განაცხადა. რადიო ინტერვიუში პარლამენტის წევრმა გამოარჩია მომჩივნის თანამდებობა, რომელიც ჯერ კიდევ ეკავა სიცოცხლის სიტყვის წევრს. 1995 წლის დეკემბერში ახალმა დირექტორმა გაათავისუფლა იგი თანამდებობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის მიზეზით. დამტკიცდა, 1996 წლის იანვარიდან ამოქმედებული, სკოლის თანამდებობების ახალი სია,  რომელმაც შეცვალა მომჩივნის თანამდებობა ახლით, არსებითად იმავე მოვალეობებითა და პასუხისმგებლობებით, თუმცა დამატებით მოთხოვნად მითითებული იყო უნივერსიტეტის ხარისხი. მომჩივანმა საქმე აღძრა საოლქო სასამართლოში და ითხოვდა, რომ მისი გათავისუფლება ცნობილი ყოფილიყო უკანონოდ და მიჩნეულიყო რელიგიურ დისკრიმინაციად. სასამართლომ არ დააკმაყოფილა მისი სარჩელი და გასაჩივრებაც წარუმატებელი აღმოჩნდა.

სამართალი: საქმის ცენტრალური საკითხი იყო, მომჩივნის სამსახურის შეწყვეტა მოხდა მხოლოდ სკოლის საჭიროებების შედეგად, შეცვლილიყო მისი თანამდებობის მოთხოვნები, როგორც ამას მთავრობა აცხადებდა, თუ როგორც მომჩივანი აცხადებდა, იგი გაათავისუფლეს მისი რელიგიური რწმენების გამო. მთავრობის განცხადებები ამ კუთხით იყო გარკვეულწილად ორაზროვანი და წინააღმდეგობრივი. მოვლენების თანმიმდევრულობის მთლიანობაში შეფასებით, სასამართლომ დაასკვნა, რომ მომჩივნის სამსახური შეწყდა სინამდვილეში მისი რელიგიური რწმენების და სიცოცხლის სიტყვის წევრობის გამო. ეს წარმოადგენდა მისი რელიგიის თავისუფლების უფლებაში ჩარევას მე-9 მუხლის საწინააღმდეგოდ. ის ფაქტი, რომ მომჩივნის სამსახური შეწყდა სათანადო შრომით კანონმდებლობასთან შესაბამისობაში - მისი თანამდებობისათვის ახალი მოთხოვნების წაყენებით, რომელსაც ის ვერ აკმაყოფილებდა -  არ გამორიცხავს მისი გათავისუფლების არსებით მოტივს. სასამართლომ ჩათვალა, რომ სახელმწიფოს ეკისრებოდა პასუხისმგებლობა იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მომჩივანი დასაქმებული იყო როგორც არააკადემიური ადმინისტრაციის წევრი სკოლაში, რომელიც სამინისტროს პირდაპირი ზედახედველობის ქვეშ იყო. გარდა ამისა, სასამართლომ მიუთითა აქტივობები, როგორიცაა სიცოცხლის სიტყვის შეკრებების ჩაშლა მთელ ქვეყანაში და განსახილველ მოვლენებში  ხელისუფლების სხვადასხვა ორგანოებისა და მოხელეების ჩართულობა. ეს მოვლენები ხელისუფლების ორგანოების არატოლერანტულ პოლიტიკაზე გადაკვრით მიუთითებდა შესაბამის პერიოდში სიცოცხლის სიტყვის, მისი აქტივობებისა და მიმდევრების მიმართ. ახალი დირექტორის დანიშვნის შემდეგ დროის მოკლე პერიოდში მომჩივნის გათავისუფლება ასევე მიანიშნებდა, რომ ეს წარმოადგენდა ასეთი პოლიტიკის იმპლემენტაციის პირდაპირ შედეგს.

დასკვნა: დარღვევა (ერთხმად).

მუხლი 41 –  589 ევრო მატერიალური ზიანისათვის და 4,000 ევრო არამატერიალური ზიანისათვის.

 

© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.

იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბარათები Case-Law Information Notes