პოღოსიანი და ბაღდასარიანი სომხეთის წინააღმდეგ

Poghosyan and Baghdasaryan v. Armenia

საჩივრის ნომერი  -  22999/06  Summary

მოპასუხე სახელმწიფო    -   სომხეთი

გადაწყვეტილების მიღების თარიღი  -   12/06/2012 

შედეგი: სარჩელის დარჩენილი ნაწილი დაუშვებელია 

მე-13 მუხლის დარღვევა - ეფექტური სამართლებრივი დაცვის საშუალების უფლება (მეფექტური სამართლებრივი დაცვის საშუალება)

მე-7 დამატებითი ოქმის მე-3 მუხლის დარღვევა - კომპენსაცია უკანონო მსჯავრდებისათვის

მატერიალური ზიანი- უარი ეთქვა

არამატერიალური ზიანი - დაკმაყოფილდა

განსხვავებული აზრი: არა

 

 

 

 

საკვანძო სიტყვები:

(მუხლი 13) ეფექტური სამართლებრივი დაცვის საშუალების უფლება

(მუხლი 13) ეფექტური სამართლებრივი დაცვის საშუალება

(მუხლი 35) დასაშვებობის კრიტერიუმები

(მუხლი 41) სამართლიანი დაკმაყოფილება (ზოგადად) 

(მუხლი 7-3) კომპენსაცია უკანონო მსჯავრდებისათვის 

(მუხლი 7-3) კომპენსაცია

(მუხლი 7-3) მსაჯავრდება

 (მუხლი 7-3) მართლმსაჯულების ხარვეზი

 

Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.

 

Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (www.supremecourt.ge).Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.

 

 

საინფორმაციო ბარათი სასამართლო პრეცედენტზე No. 172

ივნისი 2012

 

პოღოსიანი და ბაღდასარიანი სომხეთის წინააღმდეგ - 22999/06

POGHOSYAN AND BAGHDASARYAN v. ARMENIA

გადაწყვეტილება 12.6.2012 [III სექცია]

მე-7 დამატებითი ოქმის მე-3 მუხლი 

კომპენსაცია

მართლმსაჯულების ხარვეზის შედეგად დაზარალებული პირის მიერ არამატერიალური ზიანისათვის კომპენსაციის მოთხოვნის შეუძლებლობა:დარღვევა

 

მუხლი 13 

ეფექტური სამართლებრივი დაცვის საშუალება

პოლიციის მიერ არაადამიანური მოპყრობის შედეგად მიყენებული არამატერიალური ზიანისათვის კომპენსაციის მოთხოვნის შეუძლებლობა: დარღვევა

 

ფაქტები – 1999 წელს პირველი მომჩივანი ცნობილ იქნა დამნაშავედ მკვლელობისა და გაუპატიურებისათვის და მას თხუთმეტი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. თუმცა, მან განაგრძო საკუთარიუდანაშაულობის შესახებ პოზიციის დაფიქსირება და 2004 წელს მისი მსჯავრდება გაუქმდა და ის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა.პოლიციის ორი ოფიცერი, რომლებიც მკვლელობასთან დაკავშირებით პირველად გამოძიებასაწარმოებდა, შედეგად, მსჯავრდებულ იქნა უფლებამოსილების გადამეტებისათვის, მას შემდეგ, რაც რეგიონულმა სასამართლომ დაადგინა,რომ პირველი მომჩივნისაგან აღიარებითი ჩვენების მიღების მიზნით, ისინი მას არაადამიანურად მოეპყრნენ.ცალკე სამოქალაქო წარმოების დროს, პირველ მომჩივანს დაკარგული შემოსავლის გამო კომპენსაცია მიენიჭა, მაგრამ მისი მოთხოვნა არამატერიალურ ზიანთან დაკავშირებით უარყოფილ იქნა იმ საფუძვლებით, რომ ასეთი სახის ზიანს სამოქალაქო კოდექსიარ ითვალისწინებდა.

სამართალი – კონვენციის მე-3 და მე-13 მუხლები: კონვენციის სხვა დებულების რეალური დარღვევის არსებობა არ არის მე-13 მუხლის გამოყენების წინაპირობა. ამ დებულების გამოყენებისათვის საჭიროაკონვენციასთან მიმართებით დასაბუთებული მოთხოვნის არსებობა. პირველ მომჩივანს უდავოდ ჰქონდა მსგავსი მოთხოვნა,რადგან ეროვნულმასასამართლოებმა ცალსახადდაადგინეს,რომ პოლიციის მხრიდან მის მიმართ არაადამიანური მოპყრობას ჰქონდა ადგილი. ამრიგად,მე-13 მუხლი გამოიყენებოდა,მიუხედავად იმ ფაქტისა,რომ სტრასბურგის სასამართლოს არ შეეძლო განეხილა პირველი მომჩივნის არსებითი საჩივარიმე-3 მუხლის მიხედვით,რადგან მისი არაადამიანური მოპყრობა განხორციელდა მანამ,სანამ კონვენცია სომხეთთან მიმართებაში შევიდა ძალაში. სტრასბურგისსასამართლომ დაადგინა,რომ წინა საქმეებში არამატერიალურ ზიანთან მიმართებაშიკომპენსაციაპრინციპში ხელმისაწვდომი უნდა იყოს, როგორც კონვენციის ფუნდამენტური დებულებების, მე-2 და მე-3 მუხლების დარღვევებისათვის მთელი რიგი შესაძლო სამართლებრივი დაცვის საშუალებების  ნაწილი. რადგან ეროვნული კანონმდებლობის მიხედვით მომჩივნისთვის არანაირი მსგავსი კომპენსაცია არ იყო ხელმისაწვდომი,  მას ჩამორთმეული ჰქონდაეფექტური სამართლებრივი დაცვის საშუალება.

 

დასკვნა: დარღვევა (ერთხმად).

 

მე-7 დამატებითი ოქმის მე-3 მუხლი: გამომდინარე იქედან, რომპირველი მომჩივანის მსჯავრდება გაუქმებულ იქნა და მან მიმართა კომპენსაცის მიღების თაობაზე განაცხადი გააკეთამას შემდეგ,რაც მე-7 დამატებითი ოქმი ძალაში შევიდასომხეთისათვის, ამ საჩივართან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს  დროებითი იურისდიქცია  ჰქონდადა მე-7 დამატებითი ოქმის მე-3 მუხლი გამოყენებადი იყო.მიუხედავად იმისა,რომ მოცემული დებულება ითვალისწინებდაკომპენსაციის გადახდას კანონმდებლობის ან შესაბამისი სახელმწიფოს პრაქტიკის მიხედვით, კომპენსაციის გადახდა მაინც გახლდათ ვალდებულება იმ შემთხვევაშიც,თუ ეროვნული კანონმდებლობაან პრაქტიკა ამ კომპენსაცის მიღების თაობაზე არ შეიცავდა რაიმე დებულებას. გარდა ამისა,მე-7 დამატებითი ოქმის მე-3 მუხლი გახლავთ არა მარტო იმისათვის,რომ მოხდეს უკანონო მსჯავრდების შედეგად მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება, არამედ აგრეთვე იმისათვის, რომ მართლმსაჯულების ხარვეზის შედეგად მსჯავრდებულ პირს მიენიჭოს კომპენსაცია არამატერიალური ზიანისთვის, ისეთის როგორიცაა ტანჯვა, მღელვარება, უხერხულობა და ცხოვრების ხალისის დაკარგვა.მსგავსიკომპენსაცია პირველი მომჩივანისთვისარ იყო ხელმისაწვდომი.

 

დარკვნა: დარღვევა (ერთხმად)

 

მუხლი 41: 30,000 ევრო პირველ მომჩივანსარამატერიალურიზიანისათვის.

 

© ევროპის საბჭო/ადამიანის უფელებათა ევროპის სასამართლო, 2012

 

ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. მოცემული თარგმანი შეკვეთილ იქნა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მხარდაჭერის ფონდის დახმარებით ((www.coe.int/humanrightstrustfund). აღნიშნული არ ბოჭავს სასამართლოს და სასამართლო არ იღებს რაიმე პასუხისმგებლობას მის ხასისხზე. აღნიშნული შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს HUDOჩ-ის პრეცედენტული სამართლის მონაცემთა ბაზიდან (http://hudoc.echr.coe.int) ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელსაც სასამართლომ გაუზიარა იგი. აღნიშნული შეიძლება კვლავ იქნეს ნაწარმოები არაკომერციული მიზნებისთვის იმ პირობით რომ საქმის სრული დასახელება იქნება მითითებული, მოცემული საავტორო უფლებისა და ადამიანის უფლებათა მხარდაჭერის ფონდზე მითითებით. თუ

განზრახულია აღნიშნული თარგმანის რაიმე ნაწილის კომერციული მიზნებისთვის გამოყენება, გთხოვთ დაუკავშირდეთ This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. .

 

© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012

 

The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (www.coe.int/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights (http://hudoc.echr.coe.int) or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. .

 

© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012

 

Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (www.coe.int/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (http://hudoc.echr.coe.int), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. .

Click here for the Case-Law Information Notes