სენდიკასი თურქეთის წინააღმდეგ
Eğitim ve Bilim Emekçileri Sendikası v. Turkey
საჩივრის ნომერი: 20641/05 PDF summary
მოპასუხე სახელმწიფო: თურქეთი
გადაწყვეტილების მიღების თარიღი: 25.9.2012
შედეგი: დანარჩენი დაუშვებელია
მე-11 მუხლის დარღვევა - შეკრების და გაერთიანების თავისუფლება (მუხლი 11.1 - გაერთიანების თავისუფლება)
მე-10 მუხლის დარღვევა - გამოხატვის თავისუფლება [ზოგადი] (მუხლი 10.1 - გამოხატვის თავისუფლება)
მატერიალური ზარალი - საჩივარი არ იქნა მიღებული
არამატერიალური ზარალი - დაკმაყოფილდა
განსხვავებული აზრი: კი
საკვანძო სიტყვები:
(მუხლი 10) გამოხატვის თავისუფლება [ზოგადი]
(მუხლი 10.1) გამოხატვის თავისუფლება
(მუხლი 10.2) აუციელბელი დემოკრატიულ საზოგადოებაში
(მუხლი 10.2) ეროვნული უსაფრთხოება
(მუხლი 10.2) უწესრიგობის პრევენცია
(მუხლი 11) შეკრების და გაერთიანების თავისუფლება
(მუხლი 11.1) გაერთიანების თავისუფლება
(მუხლი 11.2) აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში
(მუხლი 11.2) ეროვნული უსაფრთხოება
(მუხლი 11.2) უწესრიგობის პრევენცია
(მუხლი 35) დასაშვებობის კრიტერიუმი
(მუხლი 35.2) მსგავს საქმეზე მიმდინარეობს სამართალწარმოება
(მუხლი 41) სამართლიანი დაკმაყოფილება [ზოგადი]
პროპორციულობა
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლო, 2012. მოცემული თარგმანი შეკვეთილ იქნა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მხარდაჭერის ფონდის დახმარებით (www.coe.int/humanrightstrustfund). აღნიშნული არ ბოჭავს სასამართლოს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მითითება მოცემული დოკუმენტის ბოლოში.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (www.coe.int/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (www.coe.int/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საქმეში ეგტიმიმ ვე ბილიმ ემეკცილერი სენდიკასი თურქეთის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლომ (მეორე სექცია), კოლეგიის შემდეგი შემადგენლობით:
ფრაცუაზა ტულკენს, პრეზიდენტი,
დანუტე ჯოსიენე,
ისაბელ ბერრო-ლეფევრე,
ანდრას შაიო,
ისილ კარაკას,
პაულო პინტო დე ალბუქუერქუე,
ჰელენ კელერ, მოსამართლეები,
და ფრანცუაზა ელენს-პასსოს, სექციის რეგისტრატორის მოადგილე,
იმსჯელა საქმეზე 2012 წლის 28 აგვისტოს, გამოიტანა შემდეგი გადაწყვეტილება, რომელიც დამტკიცებულ იქნა ზემოთ მოცემულ დღეს:
პროცედურა
1. მოცემული საქმე მომდინარეობს საჩივრიდან (no. 20641/05)რომელიც 2005 წლის 3 ივნისს წარდგენილ იქნა თურქეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ სასამართლოში, ადამიანის უფლებათა და ფუნდამენტურ თავისუფლებათა დაცვის ევროპის კონვენციის („კონვენცია“) 34-ე მუხლის შესაბამისად, თურქეთის კანონის საფუძველზე შექმნილი პროფკავშირის, ეგიტიმ ვე ბილიმ ემეკცილერი სენდიკასი-ს მიერ, რომელიც აგრეთვე ცნობილია როგორც „ეგიტიმ-სენ“ („მომჩივანი კავშირი“).
2. მომჩივანი კავშირი სასამართლოში წარმოდგენილ იქნა ბ-ნი ა. საილირის, ანკარაში პრაქტიკის მქონე იურისტის მიერ. თურქეთის მთავრობა („მთავრობა“) წარმოდგენილი იყო მისი აგენტის მიერ.
3. მომჩივანი ამტკიცებდა რომ ადგილი ქონდა კონვენციის მე-6, მე-10 და მე-11 მუხლების დარღვევას.
4. 2009 წლის 6 ნოემბერს საჩივარზე შეტყობინება გაეგზავნა მთავრობას. აგრეთვე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საჩივრის დასაშვებობისა და საქმის არსებითი ნაწილის ერთობლივად განხილვის შესახებ (კონვენციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტი).
ფაქტები
I. საქმის გარემოებები
5. ეგიტიმ-სენ, განათლების და მეცნიერების სფეროს მუშაკთა კავშირი („კავშირი“) დაფუძნებულ იქნა ანკარაში 1995 წლის 13 იანვარს. იმ ინფორმაციის შესაბამისად რომელიც მათ წარმოადგინეს, კავშირს ყავს 167,000 წევრი 90 ფილიალით და იგი წარმოდგენილია 430 დაბასა და ქალაქში. იგი აფილირებულია KESK (Kamu Emekçileri Sendikaları Konfederasyonu, საჯარო სექტორის მოხელეთა კავშირების კონფედერაცია), რომელიც არის Education International წევრი.
6. 2001 წლის 15 სექტემბერს კავშირმა ცვლილებები შეიტანა მისი კონსტიტუციის მე-2 (b) მუხლში, რომლის მიხედვით:
„[ეგიტიმ-სენ] იცავს ყველა საზოგადოების ყველა ინდივიდის უფლებას, თანასწორ და თავისუფალ, დემოკრატიულ, სეკულარულ, სამეცნიერო და უფასო განათლებაზე მშობლიურ ენაზე.“
A. პირველი დაშლის პროცედურები
7. 2002 წლის 15 თებერვალს ანკარას გუბერნატორმა მოსთხოვა მომჩივან კავშირს რათა მათ წაეშალათ სიტყვები „მათ მშობლიურ ენაზე“ მათი კონსტიტუციიდან იმ მიზეზების გამო, რომ აღნიშნული არღვევდა სახელმწიფოს კონსტიტუციის მე-3 და 42-ე მუხლებს და საჯარო მოხელეთა კავშირების შესახებ („no. 4688 კანონი“) კანონის პირველ და მე-20 მუხლებს.
8. მომჩივანმა კავშირმა შეატყობინა გუბერნატორს რომ იგი საკმაოდ დაკავებული იყო, მაგრამ მან შეცვალა მისი კონსტიტუცია 2002 წლის 30 ივნისს.
9. 2002 წლის 29 მარტს, no. 4688 კანონზე დაყრდნობით, ანკარას გუბერნატორმა მოსთხოვა ანკარის საჯარო პროკურორს რათა მას დაეწყო მომჩივანის წინააღმდეგ დაშლის პროცედურა იმის გამო რომ მას არ განუხორციელებია მისი კონსტიტუციის მე-2(b) მოთხოვნილი ცვლილება.
10. 2002 წლის 3 ივლის მომჩივანმა ცვლილებები შეიტანა მისი კონსტიტუციის მე-2 (b) მუხლში, რომელიც შემდეგნაირად იკითხება:
„[ეგიტიმ-სენ] იცავს საზოგადოების ყველა ინდივიდის უფლებას რომ მიიღოს განათლება მშობლიურ ენაზე და მიიღოს სარგებელი მისი კულტურის განვითარებისგან“.
11. 2002 წლის 16 ივლისს საჯარო პროკურორმა გამოიტანა გადაწყვეტილება გუბერნატორის მიერ ინიცირებული დაშლის პროცედურის შეწყვეტის შესახებ მტკიცებულებების არ არსებობისა და ინკრიმინირებადი ფაქტორების გამო. საჯარო პროკურორმა მის გადაწყვეტილებაში უპირველესყოვლისა აღნიშნა რომ მომჩივანმა ორგანიზაციამ ცვლილებები შეიტანა მისი კონსტიტუციის მე-2 (b) მუხლში, რომელიც ცვლილებების შემდეგ ითვალისწინებს რომ ინდივიდებს უნდა შეეძლოთ ”მიიღონ განათლება მათ მშობლიურ ენაზე”; მან დამატებით განაცხადა რომ მოცემული საკითხი განხილულ იქნა გარკვეული სიღრმით როგორც საჯაროდ აგრეთვე პოლიტიკურ პარტიებში და მოცემული განხილულ იქნება პარლამენტში დებატების დროს. მან დაადგინა რომ მოცემულ გარემოებებში არ იქნებოდა შესაფერისი რათა გაგრძელებულიყო მომჩივანის კავშირის დაშლის პროცედურა ან წარმართულიყო სისხლის სამართლებრივი დევნა მისი გამგეობის წევრების მიმართ.
12. 2002 წლის 15 ოქტომბერს შრომის და სოციალური დაცვის სამინისტრომ (”სამინისტრო”) შეატყობინა მომჩივან კავშირს რომ მისი კონსტიტუციის შესწავლის შემდეგ, ისე როგორც იგი შეცვლილ იქნა 2002 წლის 3 ივლის რათა შესაბამისობაში მოსულიყო no. 4688 კანონის შესაბამის დებულებებთან, დადგინდა რომ სადავო მუხლები აღარ მოდიოდნენ წინააღმდეგობაში კანონთან.
B. დაშლის მეორე პროცედურა
13. 2003 წლის 27 ივნისს სამხედრო ძალების შტაბის უფროსის ოფისმა მოითხოვა სამინისტროსგან რათა მას მიეღო აუცილებელი ღონისძიებები მომჩივანი კავშირის მიმართ იმის გამო რომ მისი კონსტიტუციის მე-2 (b) მუხლის, იმ ფორმით როგორც აღნიშნული შეცვლილ იქნა 2002 წლის 3 ივლისს, ეწინააღმდეგებოდა ქვეყნის კონსტიტუციის მე-3 და 42-ე მუხლებს.
14. 2003 წლის 15 ივლის სამინისტრომ მოსთხოვა ანკარის გუბერნატორს რათა მას შეესწავლა მომჩივანი კავშირის კონსტიტუციის მე-2 (b) მუხლი no. 4688 კანონის მე-6 მუხლის დებულებებთან მიმართებაში.
15. 2003 წლის 28 ოქტომბერს ანკარის გუბერნატორმა მოითხოვა მომჩივან კავშირს რათა მას წაეშალა შემდეგი სიტყვები მისი კონსტიტუციის მე-2 (b) მუხლიდან: ”მიიღოს განათლება მის მშობლიურ ენაზე”.
16. 2004 წლის 12 აპრილს ანკარის გუბერნატორმა, მომჩივანი კავშირის კონსტიტუციის მე-2 (b) მუხლის დებულებებთან მითითებით და მის წინააღმდეგ პირველი წყება პროცედურების შეჯამების შედეგად, მიმართა ანკარის საჯარო პროკურორს დაშლის ახალი პროცედურის ინიცირების მოთხოვნით. გუბერნატორმა განმარტა რომ მიუხედავად იმისა რომ 1983 წლის 14 ოქტომბრის no. 2923 კანონი თურქეთის მოქალაქეების მიერ სხვადასხვა ენებისა და დიალექტების სწავლების შესახებ ითვალისწინებდა მრავალი ენისა და დიალექტის სწავლებას, მომჩივანი კავშირის კონსტიტუციის მე-2 მუხლი, რომელიც ითვალისწინებდა თურქულისგან განსხვავებულ ენაზე განათლების მიღებას, ეწინააღმდეგებოდა მოცემულ კანონს.
17. 2004 წლის 10 ივლის ანკარის საჯარო პროკურორმა დაიწყო პროცედურები ეგიტიმ-სენ-ის აღმასრულებელი საბჭოს შვიდი წევრის წინააღმდეგ. მოცემული მოქმედების კონტექსტში, პროკურორმა დამატებით მოითხოვა მომჩივანი კავშირის დაშლა no. 4688 კანონის 37-ე ნაწილის შესაბამისად, იმ საფუძვლებით რომ კავშირმა არ წაშალა სადავო სიტყვები მისი კონსტიტუციიდან.
18. ანკარის დასაქმების ტრიბუნალმა აღიარა მისი კომპეტენცია no. 4688 კანონის საფუძველზე მომჩივანი კავშირის დაშლის თაობაზე განაცხადის განხილვის კუთხით.
19. 2004 წლის 13 ივლის ანკარის დასაქმების ტრიბუნალმა, no. 4688 კანონის მე-2 პუნქტზე დაყრდნობით მისცა განმცხადებელ კავშირს სამოცი დღე რათა მას ცვლილებები შეეტანა მისი კონსტიტუციის სადავო დებულებებში.
20. 2004 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილებაში ანკარის დასაქმების ტრიბუნალმა უარყო დაშლის თაობაზე განაცხადი. მის გადაწყვეტილებაში მან კერძოდ მიუთითა რომ ეგიტიმ-სენის კონსტიტუციის რელევანტური მუხლები არ უქმნიდნენ საფრთხეს (tehlike) ტერიტორიულ, ეროვნულ და სახელმწიფოებრივ ერთიანობას ან თურქეთის რესპუბლიკის არსებულ საზღვრებს. ტრიბუნალი ვერ დარწმუნდა რომ კავშირმა ჩაიდინა რაიმე უკანონო მოქმედება, რომელიც მიუთითებდა რომ ეგიტიმ-სენ-ის კონსტიტუციის სადავო მუხლი გამოყენებული იქნებოდა იმათ მიერ რომლებიც ეწინააღმდეგებიან თურქეთის რესპუბლიკის ერთიანობას. კონსტიტუციის 90-ე და კონვენციის მე-10 და მე-11 მუხლების საფუძველზე, ტრიბუნალმა აგრეთვე წარმოადგინა მე-10 და მე-11 მუხლების საკუთარი ინტერპრეტაცია. მან ამასთან დაკავშირებით განმარტა რომ გამოხატვის თავისუფლება წარმოადგენდა დემოკრატიული და პლურალისტული საზოგადოების საფუძველს და მოცემული თავისუფლება აუცილებელი საფუძველი იყო დემოკრატიული საზოგადოებების პროგრესისათვის და თითოეული ინდივიდის პერსონალური განვითარებისათვის. მან ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ მოცემული თავისუფლების გარეშე ვერ იარსებებდა დემოკრატია. მან დაადგინა რომ ეგიტიმ-სენ-ის კონსტიტუციის მე-2 მუხლის დებულებები არ იყვნენ წინააღმდეგობაში კონვენციის მე-10 და მე-11 მუხლებთან. მან დამატებით მიუთითა რომ no. 4688 კანონის 6(8) პუნქტი - რომელიც ანიჭებდა სამოც დღეს კავშირს იმისათვის რომ შესაბამისობაში მოსულიყო კანონთან - უნდა იქნეს განმარტებული მოცემული კანონის მიზნის შესაბამისად. ტრიბუნალის მიხედვით, იმ შემთხვევაშიც კი თუ კავშირი არ დააკმაყოფილებდა კანონის მოთხოვნებს მიცემულ დროში, მაინც ტრიბუნალის განსახილველი იქნებოდა რამდენად საჩივარი საფუძვლიანი იყო და იგი განიხილავდა საქმეს არსებითად.
21. 2004 წლის 29 სექტემბერს საჯარო პროკურორმა გაასაჩივრა მოცემული გადაწყვეტილება კანონთან შესაბამისობის მოტივით.
22. მის 2004 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით, საკასაციო სასამართლომ გააუქმა 2004 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილება იმ საფუძვლით რომ ანკარის დასაქმების ტრიბუნალმა არასწორედ გამოიყენა no. 4688 კანონის მე-6 (8) მუხლი. მან მიიჩნია რომ მოცემული მუხლი არ უშვებდა ინტერპრეტაციის რაიმე შესაძლებლობას და კავშირის დაშლა სავალდებულო იყო, როდესაც იგი არ მოვიდოდა შესაბამისობაში კანონთან სამოცი დღის ვადაში. მან შესაბამისად დაადინა რომ ეგიტიმ-სენ უნდა დაშლილიყო, რადგან იგი არ მოვიდა შესაბამისობაში კანონთან, იმ დროში, რომელიც მას მიეცა გუბერნატორის და ტრიბუნალის მიერ.
23. 2005 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით ანკარის დასაქმების ტრიბუნალმა, საკასაციო სასამართლოს 2004 წლის 3 ნოემბერის გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ, კვლავ დაადგინა მისი ორიგინალური გადაწყვეტილება. მან მიუთითა იმ დასაბუთებაზე, რომელიც გამოიყენა 2004 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილებაში და გამოიყენა სტრასბურგის პრეცედენტული სამართალი პოლიტიკური პარტიების დაშლასთან მიმართებაში. კერძოს საქმეები, რომლებიც ეხებოდა თურქეთის გაერთიანებულ კომუნისტურ პარტიას და თავისუფლებისა და დემოკრატიის პარტიას (ÖZDEP). მან დამატებით აღნიშნა რომ თურქეთის ოფიციალური ენა გახლდათ თურქული და კონსტიტუციის 66-ე მუხლის მიხედვით, ნებისმიერი ინდივიდი რომელიც დაკავშირებული იყო რესპუბლიკასთან მოქალაქეობის გზით გახლდათ თურქი. ამის თვალსაზრისით, ოფიციალურის გარდა სხვა ენის სწავლის ფაქტი არ წარმოადგენს მოქმედებას ან ქმედებას რომელიც ეწინაარმდეგება კანონს, არამედ მოცემული ქმედება არის თურქეთის რესპუბლიკასთან კავშირის დადასტურება. იმაზე შეთანხმებით რომ ოფიციალური ენა არის თურქული და შეუძლებელია იყოს სხვა ოფიციალური ენა, სასამართლომ დაადგინა რომ არ უნდა არსებობდეს რაიმე კონკრეტული ბარიერი იმისათვის რომ ისწავლებოდეს სხვა ენები. მის წინა გადაწყვეტილებებზე მითითებით, რომლებიც დაკავშირებული იყო კონვენციის მე-10 და მე-11 მუხლებთან, ტრიბუნალმა დაადგინა რომ არსებობდა ორი ძირითადი საფუძვლები კავშირის, ასოციაციის ან პოლიტიკური პარტიის დაშლისათვის, კერძოდ “გარდაუვალი საფრთხის” და “მტკიცებულების კრიტერიუმის” საფუძვლები. სასამართლომ აგრეთვე აღნიშნა რომ კაშირი რომლის დაშლაც იყო განზრახული, მისი კონსტიტუციით იცავდა პირის მშობლიურ ენაზე განათლების და მისი კულტურის განვითარების უფლებას. ამავე დროს სასამართლომ ხაზი გაუსვა რომ იმ შემთხვევაშიც კი თუ ჩავთვლით რომ განსახილველი წინადადება იყო უკანონო, ტერმინოლოგიის შინაარსი და სიმძიმე არ წარმოადგენდა უშუალო საფრთხეს ან ძალადობის წაქეზებას და მათი არსებობა კავშირის წესდებაში არ უქმნიდა საფრთხეს ტერიტორიულ, ეროვნულ ან სახელმწიფოებრივ ერთიანობას ან თურქეთის რესპუბლიკის არსებულ საზღვრებს. სასამართლომ დაადგინა საწინააღმდეგოდ რომ კავშირის დაშლაზე უარის თქმის გადაწყვეტილებას ექნებოდა სოციალური დაძაბულობის, არეულობის და საზოგადეობაში გაბატონებული ანტაგონიზმის განმუხტვის და სოციალური მშვიდობის აღდგენის ეფექტი.
24. 2005 წლის 22 მაისის საკასაციო სასამართლოს გაერთიანებული განყოფილებების გადაწყვეტილებამ (Yargıtay Hukuk Genel Kurulu) გააუქმა ზემოთ მოცემული სასამართლოს გადაწყვეტილებათა უმრავლესობა. მის დასაბუთებაში საკასაციო სასამართლომ აღნიშნა რომ კონვენციის მე-10 და მე-11 მუხლები ითვალისწინებენ სამართლებრივ შეზღუდვებს გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებებზე და ისინი კერძოდ ითვალისწინებენ რომ მოცემული შეზღუდვები აუცილებელი უნდა იყოს დემოკრატიულ საზოგადოებაში. შესაბამისად ეს გახლდათ სასამართლოს კომპეტენცია რათა შეემოწმებინა რამდენად შეზღუდვები, რომლებიც დაწებული იყო ადგილობრივი კანონის მიერ ფუნდამენტურ უფლებებზე და თავისუფლებებზე შესაბამისობაში იყო თურქეთის საერთაშორისო ვალდებულებებთან. სასამართლომ აირჩია მოსაზრება, რომლის მიხედვით კავშირის მოწოდება თურქულისგან განსხვავებული სხვა მშობლიურ ენაზე განათლების მიღებასთან დაკავშირებით წარმოადგენდა ქვეყნის კონსტიტუციის მე-3 და 42-ე მუხლების დარღვევას და იგი ეწინააღმდეგობდა უნიტარული სახელმწიფოს აღიარებასა და არსებულ სამართლებრივ სისტემას. სასამართლოს აზრით, კავშირის შექმნის უფლება შესაბამისად შეიძლება შეზღუდულ იქნას და მოცემული შეზღუდვები აუცილებელი უნდა იყოს დემოკრატიულ საზოგადოებაში. საკასაციო სასამართლოს გაერთიანებულმა განყოფილებებმა დაადგინეს რომ თურქულისგან განსხვავებით სხვა მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება არ შეიძლება დასაბუთდეს კონვენციის მე-10 და მე-11 მუხლებზე დაყრდნობით.
25. მათ განსხვავებულ აზრებში, საკასაციო სასამართლოს გაერთიანებული განყოფილებების ზოგიერთი წევრმა, no. 4688 კანონის მე-6 პუნქტზე დაყრდნობით, განაცხადეს რომ ქვემოთ მოცემული სასამართლოს დასკვნის მიხედვით კავშირის კონსტიტუციის სადავო მუხლები შესაბამისობაში იყო კანონთან. განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლეებს გააჩნდათ მოსაზრება რომ არ არსებობდა სამართლებრივი საფუძველი რომლის მიხედვით მოხდებოდა კავშირისთვის ბრძანების გაცემა რომ მას შეეცვალა მისი კონსტიტუცია სამოცი დღის ვადაში. მათ აღნიშნეს რომ მოცემული გადაწყვეტილება უნდა იქნეს გაუქმებული რათა ზემოთ მოცემულ სასამართლოს მიეცეს საშუალება დაექვემდებაროს no. 4688 კანონის მე-6 პუნქტს და არა იმ მიზნით რომ მოხდეს კავშირის დაშლა.
26. 2005 წლის 3 ივლის მომჩივანმა კავშირმა ცვლილებები შეიტანა მისი კონსტიტუციის სადავო მე-2 (b) მუხლში, რომელიც იკითხება შემდეგნაირად:
“[ეგიტიმ-სენ], ადამიანის უფლებათა და ფუნდამენტურ თავისუფლებათა კონტექსტში, იცავს საზოგადოებაში ყველა ინდივიდის უფლებას რათა მიიღოს დემოკრატიული, სეკულარული, სამეცნიერო და უფასო განათლება.”
27. ანკარის დასაქმების ტრიბუნალმა მის 2005 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში ყურადღება გაამახვილა კავშირის კონსტიტუციაში ცვლილებებზე და დაადგინა რომ აღარ არსებობდა რაიმე მიზეზი იმისათვის რომ მიღებულიყო გადაწყვეტილება კავშირის დაშლის შესახებ, რადგან მატერიალური ელემენტები, რომლებმაც განაპირობეს მოცემული მოქმედება აღარ არსებობდნენ.
II. რელევანტური ადგილობრივი კანონი
A. კონსტიტუცია
28. თურქეთის კონსტიტუციის შესაბამისი დებულებები, რომლებიც ძალაში იყო განსახილველ დროს, იკითხება შემდეგნაირად:
მუხლი 3
“1. თურქეთის სახელმწიფო, მისი ტერიტორიით და ერით, წარმოადგენს განუყოფელ ერთიანობას. ოფიციალური ენა არის თურქული...”
მუხლი 13
“ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ კანონით და იმ საფუძვლებით რომლებიც მოცემულია კონსტიტუციის სპეციალურ დებულებებში, იმის გათვალისწინებით რომ მოცემული უფლებებისა და თავისუფლებების ძირითადი არსი ყოველთვის დარჩება ხელშეუხებელი. ნებისმიერი მსგავსი შეზღუდვა არ უნდა იყოს კონფლიქტში კონსტიტუციის ტექსტსა და არსის მიმართ ან დემოკრატიული, სეკულარული სოციალური წესრიგის მოთხოვნებთან და უნდა შეესაბამებოდეს პროპორციულობის პრინციპს.”
მუხლი 25
“ყველას აქვს რწმენისა და აზრის თავისუფლების უფლება.
არავინ შეიძლება აიძულონ გაამჟღავნოს მისი აზრები ან მოსაზრებები ან დასჯილ იქნეს ან ბრალდებულ იქნეს მისი აზრებისა და მოსაზრებების გამო რაიმე მიზეზით ან რაიმე მიზნით.”
მუხლი 26
“ყველას აქვს უფლება გამოხატოს, ინდივიდუალურად ან კოლექტიურად, მისი აზრები ან მოსაზრებები და გაავრცელოს ისინი ზეპირად, წერილობით, გამოსახულებისა ან სხვა საშუალებების გზით. მოცემული უფლება მოიცავს საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად ინფორმაციისა და იდეები თავისუფლად გავრცელებისა და მიღების თავისუფლებას. მოცემული პარაგრაფი არ ზღუდავს იმ წესების შემოღებას რომელიც ეხება მაუწყებლობის, ტელევიზიის, კინოს ან სხვა მგავსი ინიციატივების ლიცენზირებას.
მოცემული თავისუფლებები შეიძლება შეიზღუდოს ეროვნული უსაფრთხოების, საჯარო წესრიგისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, აგრეთვე რესპუბლიკის ფუნდამენტური მახასიათებლების დაცვისათვის, რათა დაცულ იქნეს სახელმწიფოს ერთიანობის შეიბღავლობა მისი ტერიტორიული და ეროვნული თვალსაზრისით, დანაშაულის პრევენციისთვის, სამართალდამრღვევთა დასჯისათვის, რათა ხელი შეეშალოს სახელმწიფო საიდუმლოებად ცნობილი ინფორმაციის გავრცელებას, იმ მიზნით რომ დაცულ იქნეს სხვათა ღირსება, უფლებები, პირადი და ოჯახური ცხოვრება, აგრეთვე პროცესიული საიდუმლოება როგორც ეს კანონით არის გათვალისწინებული და იმისათვის რომ უზრუნველყოფილ იქნეს მართლმსაჯულების ფუნქციები.
წესები რომლებიც ეხება ნებისმიერი ფორმით ინფორმაციისა და იდეების გადაცემას არ შეიძლება ჩაითვალოს როგორც გამოხატვის ან იდეების გადაცემის თავისუფლების შემზღუდავად იმ შემთხვევაში თუ ისინი შედეგად არ აკრძალავენ მოცემული ინფორმაციის ან იდეების გავრცელებას.
ნებისმიერი ფორმალობები, პირობები და პროცედურები რომლებიც ეხება გამოხატვის თავისუფლებას და იდეების გავრცელებას უნდა იქნეს რეგულირებული კანონით.”
მუხლი 42
“1. არავის შეიძლება წაერთვას განათლების უფლება....
4. მოქალაქეები არ არიან გათავისუფლებულნი კონსტიტუციის მიმათ ლოიალობის ვალდებულებისგან მათი განათლების თავისუფლებით.
9. არც ერთი ენა არ შეიძლება ისწავლებოდეს თურქეთის მოქალაქეებისთვის როგორც მშობლიური ენა, გარდა თურქულისა ან გამოყენებულ იქნეს სწავლებისთვის საგანმანათლებლო დაწესებულებებში. კანონი ითვალისწინებს წესებს რომლებიც ეხება უცხო ენების სწავლებას საგანმანათლებლო დაწესებულებებში და მოცემული უნდა შეიზღუდოს იმ სკოლებით, რომლებშიც განათლება წარმოებს უცხოელ ენაზე. საერთაშორისო კონვენციების დებულებები დაცულია.”
მუხლი 51
“დასაქმებულებს და დამსაქმებლებს უნდა ქონდეთ უფლება შექმნან პროფკავშირები და კავშირების ფედერაციები, წინასწარი შეტყობინების გარეშე რათა დაიცვან და განაპირობონ ეკონომიკური და სოციალური უფლებები და მათი წევრები ინტერესები მათ შრომით ურთიერთობებთან კონტექსტში და უფლება გაერთიანდნენ ან გამოვიდნენ მოცემული სუბიექტებიდან მათი თავისუფალი ნების საფუძველზე. არავინ შეიძლება აიძულონ გაერთიანდეს ან დატოვოს პროფკავშირი.
პროფკავშირის შექმნის უფლება შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ კანონით, ეროვნული უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის ინტერესებიდან გამომდინარე, დანაშაულის თავიდან აცილების, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ან მორალის ან სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მიზნით.
ფორმალობები, პირობები და პროცედურები, რომლებიც ეხება პროფკავშირის შექმნის უფლებას უნდა იქნეს გათვალისწინებული კანონით.
საქმიანობის იგივე სექტორის ერთზე მეტ პროფკავშირში წევრობა აკრძალულია.
მოცემულ სფეროში არსებული უფლებების ფარგლები იმ საჯარო მოხელეებისთვის, გარდა იმ პირებისა რომლებსაც აქვთ ჩვეულებრივი დასაქმებული პირის სტატუსი და შეზღუდვები და გამონაკლისები რომლებიც მათ ეხებათ, უნდა იქნეს გათვალისწინებული კანონით იმ ფორმით რომელიც შესაფერისია მოცემული პირების მიერ განხორციელებულ სერვისის ხასიათთან.
პროფკავშირების და კავშირების ფედერაციების კონსტიტუცია, ადმინისტრირება და საქმიანობა არ უნდა იყოს წინააღმდეგობაში რესპუბლიკის ფუნდამენტურ მახასიათებლებთან ან დემოკრატიულ პრინციპებთან.”
მუხლი 66
“ნებისმიერი ინდივიდი ვინც მოქალაქეობით დაკავშირებულია თურქეთის სახელმწიფოსთან უნდა იყოს თურქი...”
მუხლი 90 § 6
“ძალაში მყოფ საერთაშორისო ხელშეკრულებასა და ადგილობრივ კანონთან შორის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებების ფარგლებთან დაკავშირებული ნებისმიერი კონფლიქტის შემთხვევაში, საერთაშორისო ხელშეკრულების დებულებებს აქვთ უპირატესი ძალა.”
B. საჯარო მოხელეთა პროფესიული კავშირის შესახებ აქტი (2001 წლის 25 ივნისის no. 4688 კანონი)
29. no. 4688 კანონის რელევანტური დებულებები იკითხება შემდეგნაირად:
ნაწილი 6
“1. პროფკავშირები და კონფედერაციები შეიძლება შეიქმნან თავისუფლად და წინასწარი ავტორიაზაციის გარეშე....
7. ... [დაფიქსირებული დარღვევების] გამოუსწორებლობის შემთვევაში [გუბერნატორმა] უნდა მიმართოს სასამართლოს პროფკავშირის ან კონფედერაციის საქმიანობის შეწყვეტის მოთხოვნით....
8. სასამართლომ უნდა მისცეს [პროფკავშირს ან კონფედერაციას] დროის ლიმიტი რომელიც არ აღემატება სამოც დღეს რათა მათ დააკმაყოფილოს კანონის მოთხოვნები ან გამოასწოროს ის დარღვევები რომლებიც დაფიქსირებულ იქნა. თუ მოცემული დროის დასრულების პერიოდისთვის, განსახილველი დოკუმენტები და კონსტიტუცია არ იქნება შესაბამისობაში კანონთან, სასამართლოს შეუძლია გასცეს ბრძანება პროფკავშირის ან კონფედერაციის დაშლის შესახებ...”
ნაწილი 20
“1. პროფკავშირის და კონფედერაციის ადმინისტრირება და ფუნქციონირება არ უნდა იყოს წინააღმდეგობაში რესპუბლიკის დემოკრატიულ ღირებულებებთან და პრინციპებთან, როგორც ეს გათვალისწინებულია კონსტიტუციით...”
ნაწილი 37
“1. ნებისმიერი პროფკავშირი ან კონფედერაცია, რომელიც ახორციელებს საქმიანობას კონსტიტუციით დადგენილი რესპუბლიკის ღირებულებებისა და პრინციპების საწინააღმდეგოდ უნდა იქნეს დაშლილი სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელსაც აქვს კომპეტენცია განიხილოს შრომითი დავები, იმ საჯარო პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე, რომელიც არის იმ ოქლიდან, სადაც [პროფკავშირის ან კონფედერაციის] რეგისტირებული ოფისი მდებარეობს.”
C. 2002 წლის 3 აგვისტოს no. 4771 კანონი თურქეთის მოქალაქეების მიერ უცხოურ ენაზე განათლებისა და სხვადასხვა ენებისა და დიალექტების სწავლების შესახებ 1983 წლის 14 ოქტომბრის no. 2923 კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ
30. no. 2923 კანონის მე-2 (a) ნაწილის მიხედვით თურქულის გარდა არც ერთი ენაზე არ შეიძლება ისწავლებოდეს თურქეთის მოქალაქეებისთვის საგანმანათლებლო დაწესებულებებში. თუმცა, დაშვებულია რომ თურქეთის მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი იყოს კერძო გაკვეთილები იმ ენების და დიალექტების სწავლისათვის, რომლებსაც ისინი იყენებენ ტრადიციულად მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში, ეროვნული განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებული რეგულაციის შესაბამისად. მოცემული გაკვეთილების სწავლებამ არ უნდა შეუქმნან საფრთხე სახელმწიფოსა და ერის ერთიანობას ან ეროვნული ტერიტორიის შეუბღალაობას.
III. ევროპის საბჭოს ტექსტები
31. მის უკანასკნელ ანგარიშში თურქეთზე (§§ 60, 61, 62, 63, 70 და 71), რომელიც დამტკიცებულ იქნა 2010 წლის 10 დეკემბერს და გამოქვეყნებულია 2011 წლის 8 თებერვალს, ევროპის კომისიამ რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ (ECRI) გაითვალისწინა შემდეგი:
“თურქულისგან განსხვავებით სხვა ენების სწავლება და მოცემულ ენებზე განათლების მიღება იმ პირებისათვის რომლებიც მიეკუთვნებიან უმცერესობათა იმ ჯგუფებს, რომლებიც არ მიუკეთვნებიან იმ ჯფუფებს რომლებიც აღიარებულია ლოზანას შეთანხმებით.
...
60. No. 4771 კანონი რომელიც მიღებულ იქნა 2002 წლის აგვისტოში და რომელმაც ცვლილებები შეიტანა უცხოურ ენებზე განათლებისა და სწავლების და თურქეთის მოქალაქეების მიერ სხვადასხვა ენებისა და დიალექტების სწავლების შესახებ No. 2923 კანონში, გახსნა გზა კერძო სკოლების გახსნისათვის რომლებიც ასწავლიდნენ “ენებს და დიალექტებს რომლებიც ტრადიციულად გამოიყენება თურქეთის მოქალაქეების მიერ მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში.” თურქეთის მოქალაქეების მიერ ყოველდღიურად გამოყენებადი სხვადასხვა ენეისა და დიალექტების სწავლების შესახებ რეგულაციის მიხედვით, რომლებიც ამოქმედებულ იქნა 2003 წლის 5 დეკემბერს, 2003 წლის დეკემბერიდან 2004 წლის ოქტომბრის პერიოდში შვიდ ქალაქში გახსნილ იქნა ქურთთა ენის კურსები. თუმცა მას შემდეგ ყველა მათგანი დაიხურა და სხვა მცდელობები რომ გახსნილიყო ჩერქეზთა ენის სკოლა ანკარაში ვერ განხორციელდა წარმატებულად რადგან რელევანტური ადმინისტრაციული მოთხოვნები ვერ დაკმაყოფილდა. ხელისუფლების ორგანოებმა მიუთითეს რომ განაცხადები ადიღეულის და აფხაზურის კერძო კურსების შესახებ კვლავ განხილვის პროცესში იყო შესაბამისი გუბერნატორების ოფისების მიერ ზემოთ მითითებული რეგულაციის შესაბამისად. მოცემულ მომენტში, შესაბამისად არ არსებობს რაიმე ენების კერძო სკოლა თურქეთში უმცირესობათა ჯგუფების მიერ გამოყენებაში მყოფი ენების სასწავლებლად....
61. ... ECRI მიესალმება თურქეთის ხელისუფლების მიერ მიღებულ 2009 წლის ოქტომბრის გადაწყვეტილებას ცოცხალი ენების ინსტიტუტის შექმნის შესახებ მარდინის არტუკლუს უნივერსიტეტში, სადაც ქურთული შეიძლება ისწავლებოდეს; კურსები სირიულში, ფარსიში და არაბულში აგრეთვე უნდა იქნეს შეთავაზებული 2010 წლის თებერვალში, როდესაც მოხდება ინსტიტუტის გახსნა. ორგანიზაცია აგრეთვე ინტერესით აღნიშნავს რომ უმაღლესი განათლების საბჭო აგრძელებს მუშაობას იმისათვის რომ დაფუძნდეს ახალი ინსტიტუტები და კვლევითი ცენტრები სხვადასხვა ენებისა და დიალექტების შესახებ უნივერსიტეტებში და იმედს გამოთქვამს რომ აღნიშნული სწრაფად გამოიღებს შედეგს. ამავე დროს, ECRI მწუხარებით მიუთითებს რომ 2009 წლის სექტემბერში ზემოთ მოცემულმა საბჭომ უარყო მსგავსი განაცხადი ქურთული სწავლების და ქურთული ენისა და ლიტერატურის დეპარტამენტის გახსნი შესახებ დიაერბაკირის უნივერსიტეტში, იმ საფუძვლებით რომ მოცემული განაცხადი - წარდგენილი ადგილობრივი ადვოკატთა ასოციაციის მიერ - განხორციელებულ იქნა იმ ორგანიზაციის მიერ, რომელიც მხარს უჭერდა ტერორიზმს.
62. ECRI რეკომენდაციას გასცემს რომ თურქეთის ხელისუფლების ორგანოებმა გადახედონ კონსტიტუციის 42-ე მუხლის ტექსტს, რომელიც კრძალავს არათურქული მშობლიური ენების სწავლებას სკოლებში, გარდა იმ შემთხვევისა რაც გათვალისწინებულია საერთაშორისო ხელშეკრულებების დებულებებით. ECRI კვლავ გაამახვილა ყურადღება რომ უნდა იყოს შესაძლებელი რომ მსგავსი სწავლება უზრუნველყოფილ იქნეს ოფიციალური ენებისთვის გათვალისწინებული სწავლების მსგავსად.
63. ამასთან ერთად, ECRI ძლიერ რეკომენდაციას გასცემს რომ თურქეთის ხელისუფლების ორგანოებმა გააგძელონ მათი მცდელობები თურქეთში ტრადიციულად ხმარებაში მყოფი ენებისა და დიალექტების სწავლების სასარგებლოდ. მისი რეკომენდაციით სრული ეფექტი უნდა მიეცეს არსებულ შესაძლებლობას კერძო კურსების გასხნისათვის, კერძოდ ყველა არასწორი ადმინისტრაციული ბარიერის მოხსნის გზით.
...
საშუალო განათლება უზრუნველყოფილი თურქულ ენაზე იმ ბავშვებისათვის ვისი მშობლიური ენაც არ არის თურქული.
1. ECRI კვლავ გასცემს რეკომენდაციას რომ თურქეთის ხელისუფლების ორგანოებმა შეისწავლონ მშობლური ენის არა თურქულის მქონე ბავშვების სიტუაცია და უზრუნველყონ რომ ყველა ღონისძიება იქნეს მიღებული რათა მათ ისწავლონ თუქრული, ინსტრუქციის, საკუთრების ენა, ასე მაგალიტად დამატებითი კურსების ან თურქულის როგორც მეორე ენის სწავლების მეთოდების გზით. უფრო ფართოდ, ECRI-ისრეკომენდაციის მიხედვით ხელისუფლების ორგანოებმა უნდა განახორციელონ კვლევა უმცირესობათა ჯგუფისადმი მიკუთვნებულ ბავშვების განათლების სისტემაში არსებულ საერთო სიცუაციაზე, რათა ხელი შეეწყოს გამიზნული ღონისძიებების გატარებას რათა გამოსწორებულ იქნას ნებისმიერი არათანასწორობა მოცემულ სფეროში.
2. ECRI რეკომენდაციას გასცემს რომ თურქეთის ხელისუფლების ორგანოები ჩაერთონ დიალოგში უმცირესობათა ჯგუფებთან იმ ფორმით რომ თურქეთის სახელმწიფოს მოქალაქეობის კონცეფცია ისწავლებოდეს სკოლებში, რათა უზრუნველყოფილ იქნეს რომ სასურველი გზავნილი ჩართულობის შესახებ გადაცემულ იქნეს ისე რომ არ შეიმნას განცდა რომ მრავალფეროვნება არ არის სასურველი.”
კანონმდებლობა
...
II. კონვენციის მე-11 მუხლის სავარაუდო დარღვევა
41. მომჩივანი კავშირი ამტკიცებდა რომ მისი ვალდებულება ცვლილებები შეეტანა მის კონსტიტუციაში, რათა თავიდან აეცილებინა მისი დაშლა, წარმოადგენდა მისი კონვენციის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ გაერთიანების თავისუფლების უფლებაში ჩარევას. მოცემული დებულება იკითხება შემდეგნაირად:
“1. ყველას აქვს უფლება მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებისა, აგრეთვე სხვებთან გაერთიანების თავისუფლებისა, მათ შორის, უფლება პროფესიული კავშირების შექმნისა და მასში გაერთიანებისა საკუთარი ინტერესების დასაცავად.
2. დაუშვებელია რაიმე შეზღუდვის დაწესება ამ უფლებათა განხორციელებაზე, გარდა ისეთი შემთხვევისა, რომელიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობისა თუ ზნეობის ან სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად. ეს მუხლი ხელს არ უშლის სახელმწიფოს, დააწესოს კანონიერი შეზღუდვები ამ უფლებათა განხორციელებაზე შეიარაღებული ძალების, პოლიციის ან სახელმწიფო ადმინისტრაციის წარმომადგენლების მიმართ.”
42. მთავრობას არ გაუკეთებია კომენტარი მოცემულ საჩივარზე.
A. რამდენად ქონდა ადგილი ჩარევას
43. მომჩივანი კავშირის წარდგინებაში - რომელიც სადავოდ არ გამხდარა მთავრობის მხრიდან - აღნიშნულია, რომ პროცედურები რომლებიც დაწყებულ იქნა მის წინააღმდეგ წარმოადგენდა ჩარევას ეროვნული ხელისუფლების ორგანოების მხრიდან მის გაერთიანების თავისუფლების უფლების გამოყენებაში და მოცემულმა ჩარევამ წაართვა მას შესაძლებლობა კოლექტიურად ან ინდივიდუალურად ესწრაფონ იმ მიზნებს, რომლებიც მან ჩამოაყალიბა მის კონსტიტუციაში. აღნიშნული არის აგრეთვე სასამართლოს მოსაზრება.
B. რამდენად ჩარევა არის დასაბუთებული
44. სასამართლო კვლავ იმეორებს რომ ასეთი ჩარევა არღვევს კონვენციის მე-11 მუხლს, გარდა იმ შემთხვევისა თუ ის “გათვალისწინებულია კანონით”, ემსახურება მოცემული დებულების მე-2 ნაწილით გათვალიწინებული ერთი ან მეტი ლეგიტიმური მიზნების მიღწევას და იგი “აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში” იმისათვის რომ მიღწეულ იქნეს მოცემული მიზნები.
1. გათვალისწინებულია კანონით
45. მოცემულ საქმეში, სასამართლო მიუთითებს რომ სადავოდ არ გამხდარა მხარეთა მიერ რომ განსახილველი ჩარევა “გათვალისწინებული იყო კანონით” და ის კერძოდ ეფუძნებოდა ქვეყნის კონსტიტუციის მე-3 და 42-ე მუხლებს (იხილეთ 28-ე პარაგრაფი ზემოთ).
2. ლეგიტიმური მიზანი
46. სასამართლოს აზრით სადავო ჩარევა ემსახურებოდა რამდენიმე ლეგიტიმურ მიზანს, კერძოდ არეულობის თავიდან აცილების ან ეროვნული უსაფრთხოების დაცვის მიზნებს, რაც მოიცავს სახელმწიფოს ტერიტორიული განუყოფლობის დაცვას. აღნიშნული არ გამხდარა სადავოდ მხარეთა მიერ.
3. აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში
(a) რელევანტური ზოგადი პრინციპები
47. მიუთითებს რა მის უკანასკნელ პრეცედენტულ გადაწყვეტილებებში გაერთიანების თავისუფლებასთან დაკავშირებით გარანტირებულ ზოგად პრინციპებზე (იხილეთ გორზელიკ და სხვები პოლონეთის წინააღდმდეგ [GC], no. 44158/98, §§ 88-93, ECHR 2004‑I, და მითითება ციტირებული ზემოთ, და ასოციაცია რინო და სხვები შვეიცარიის წინააღმდეგ, no. 48848/07, § 61, 11 ოქტომბერი 2011) სასამართლო იმეორებს რომ უფლება გარანტირებული მე-11 მუხლში მოიცავს უფლებას გაერთიანების შექმნის შესახებ. მოქალაქეების შესაძლებლობა შექმნან სამართლებრივი სუბიექტი იმისათვის რომ იმოქმედონ კოლექტიურად ორმხრივი ინტერესტების სფეროში წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ასპექტს გაერთიანების თავისუფლების უფლების, რის გარეშეც უფლებას დაეკარგებოდა რაიმე მნიშვნელობა (იხილეთ სიდიროპოულოსი და სხვები საბერძნეთის წინააღმდეგ, 10 ივლისი 1998, § 40, ანგარიშები გადაწყვეტილებებზე 1998‑IV).)
48. სასამართლო დამატებით იმეორებს რომ ის ფორმა როგორც ეროვნული კანონმდებლობა ითვალისწინებს მოცემულ თავისუფლებას და მის პრაქტიკულ იმპლემენტაციას ხელისუფლების ორგანოების მიერ აჩვენებს დემოკრატიის მდგომაორებას შესაბის ქვეყანაში. სასამართლოს პრეცედენტული სამართლიდან შეიძლება დავინახოთ რომ ის განმეორებით უთითებს პირდაპირ კავშირზე, რომელიც არსებობს დემოკრატიას, პლულარიზმსა და გაერთიანების თავისუფლებას შორის და მან დაადგინა პრინციპი რომლის მიხედვით მხოლოდ დამაჯერებელმა მიზეზებმა შეიძლება დაასაბუთონ შეზღუდვები გაერთიანების თავისუფლებაზე. ყველა მოცემული შეზღუდვა არის სრულყოფილი ზედამხედველობის ობიექტი (იხილეთ, სხვა მნიშვნელოვანი საქმეებს შორის, თურქეთის გაერთიანებული კომუნისტური პარტია და სხვები თურქეთის წინააღმდეგ, 30 იანვარი 1998, §§ 42-45, ანგარიშები 1998‑I; სოციალისტური პარტია და სხვები თურქეთის წინააღმდეგ, 25 მაისი 1998, §§ 41-45, ანგარიშები1998‑III; და რეფაჰი პარტისი (კეთილდღეობის პარტია)და სხვები თურქეთის წინააღმდეგ [GC], nos. 41340/98, 41342/98, 41343/98 და 41344/98, §§ 86-89, ECHR 2003‑II).
49. შედეგად, იმის დადგენის დროს რამდენად არსებობდა აუცილებლობა მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის მიზნებისთვის, სახელმწიფოებს აქვთ მხოლოდ შეზღუდული შეფასების თავისუფლება, რომელიც ექვემდებარება სერიოზულ ევროპულ ზედამხედველობას, რომელიც ეხება როგორც კანონს ისე გადაწყვეტილებებს მისი გამოყენების შესახებ, მათ შორის რომლებიც მიღებულია დამოუკიდებელი სასამართლოების მიერ.
50. მეტიც, სასამართლო იმეორებს რომ როდესაც ის ახდენს მის მიერ საქმის შეფასებას, მისი მიზანი არ არის ჩაანაცვლოს მისით ეროვნული ხელისუფლების ორგანოების მიერ მიღებული მოსაზრები, არამედ განიხილოს მათ მიერ გამოყენებული დისკრეციის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები მე-11 მუხლთან მიმართებაში. აღნიშნული არ გულისხმობს რომ მან უნდა შეზღუდოს საკუთარი თავი იმის დადგენით რამდენად განახორციელა მოპასუხე სახელმწიფომ მისი დისკრეცია გონივრულად, ფრთხილად და კეთილი განზრახვით; მან აუცილებლად უნდა შეაფასოს გასაჩივრებული ჩარევა საქმის ერთიანობის თვალსაზრისით და დაადგინოს რამდენად იყო აღნიშნული “პროპორციული დასახულ ლეგიტიმურ მიზანთან მიმართებაში” და რამდენად მიზეზები, წარმოდგენილი ეროვნული ხელისუფლების ორგანოების მიერ მისი დასაბუთებისთვის, არის “რელევანტური და საკმარისი”. მოცემულის განხორცილების დროს სასამართლო უნდა დარწმუნდეს რომ ეროვნული ხელისუფლების ორგაბოებმა გამოიყენეს ის სტანდარტები, რომლებიც შესაბამისობაში იყო მე-11 მუხლში გამყარებულ პრინციპებთან და მეტიც, რომ მათ საკუთარი გადაწყვეტილებები დააფუძნეს რელევანტური ფაქტების მისაღებ შეფასებაზე (იხილეთ, თურქეთის გაერთიანებული კომუნისტური პარტია და სხვები თურქეთის წინააღმდეგ, ციტირებული ზემოთ, §§ 46-47; ეაზარი და სხსვები თურქეთის წინააღმდეგ, nos. 22723/93, 22724/93 და 22725/93, § 51, ECHR 2002‑II;და სიდიროპოულოსი და სხვები, ციტირებული ზემოთ, § 40).
(b) ზემოთ მოცემული პრინციპების გამოყენება მოცემულ საქმეზე
51. მოცემულ საქმეში, სასამართლო მიუთითებს რომ ორი წყება დაშლის პროცედურა იქნა წარმოებული ეგიტიმ-სენ-ის წინააღმდეგ იმ საფუძველზე რომ მათი კონსტიტუციის მე-2 (b) მუხლის მიხედვით, კავშირი იცავდა “მშობლიურ ენაზე” პირის მიერ განათლების იდეას. პირველი წყება პროცედურასთან მიმართებაში, საჯარო პროკურორმა მიიღო გადაწყვეტილება შეეწყვიტა იგი იმის საფუძველზე რომ ზემოთ მოცემული სადავო მუხლში მითითებული მიზნები არ არღვევდნენ კანონს. შედეგად სამხედრო ძალების შტაბის უფროსის მოთხოვნის სფუძველზე, მეორე წყება დაშლის პროცედურები ინიცირებულ იქნა იგივე საფუძვლებით ეგიტიმ-სენ-ის წინააღმდეგ. მოცემული პროცედურებისა და საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად, ეგიტიმ-სენ-მა ცვლილებების შეიტანა მისი კონსტიტუციის მე-2 (b) მუხლში და ამოიღო სადავო სიტყვები რათა თავიდან აეცილებინა დაშლის პროცედურა ეროვნული სასამართლოების მხრიდან.
52. ახლა სასამართლომ უნდა შეაფასოს რამდენად ეგიტიმ-სენ-ის დაშლის პროცედურების მეორე წყება აკმაყოფილებდა “აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებას” და “აუცილებელი იყო დემოკრატიულ საზოგადოებაში” რათა მიღწეულიყო “დასახული ლეგიტიმური მიზანი”.
53. სასამართლო მიუთითებს რომ დასაქმების ტრიბუნალი და საკასაციო სასამართლოს გაერთიანებული განყოფილებები არ მოუდგნენ და არ განმარტეს კონვენციის მე-10 და მე-11 მუხლები მსგავსად. დასაქმების ტრიბუნალისთვის, უფლებები და თავისუფლებები გარანტირებული მოცემულ მუხლებში გახლათ ფუნდამენტური დემოკრატიულ საზოგადოებაში, ძალადობის გაღვივების კონკრეტული გამონაკლისით, რაც, ტრიბუნალის აზრით, არ ყოფილა გათვალისწინებული ეგიტიმ-სენ-ის კონსტიტუციის მე-2 (b) მუხლით. ამის საპირისპიროდ, საკასაციო სასამართლოს გაერთიანებულმა განყოფილებებმა ყურადღება გაამახვილეს მე-11 მუხლის მე-2 ნაწილში მოცემულ გამონაკლისებზე. მათი მოსაზრებით ეგიტიმ-სენ-ის სურვილი დაეცვათ თურქულის გარდა სხვა მშობლიურ ენაზე განათლების მიღება ეწინააღმდეგობოდა ქვეყნის კონსტიტუციის მე-3 და 42-ე მუხლებსა და უნიტარული სახელმწიფოს პრინციპებს.
54. შესაბამისად სასამართლომ უნდა შეაფასოს რამდენად საკასაციო სასამართლოს გაერთიანებული განყოფილებების მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება ეფუძნებოდეს რელევანტური ფაქტების მისაღებ შეფასებაზე. იგი პირველ რიგში აღნიშნავს რომ ეგიტიმ-სენ-ის კონსტიტუციის მე-2 (b) მუხლის ტექსტი არ შეიცავდა რაიმე წაქეზებას ძალადობისკენ რათა მიღწეული ყოფილიყო სადახული მიზნები. მეტიც, საკასაციო სასამართლომ დაადგინა რომ ეგიტიმ-სენ-ს არ მოუწოდებია უკანონო საშუალებების გამოყენებისკენ მისი მიზნის მისაღწევად რომ თურქეთის მოქალაქეებს მიეღოთ განათლება თურქულის გარდა სხვა მშობლიურ ენაზე.
55. სასამართლოს აზრით პრინციპი, რომელსაც ეგიტიმ-სენ იცავდა, რომლის მიხედვით ინდივიდებს, რომლებიც ქმნიან თურქულ საზოგადოებას, უნდა შეეძლოთ მიიღონ განათლება თურქულის გარდა სხვა მშობლიურ ენაზე, არ არის შეუსაბამო დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებთან. იგი აღნიშნავს რომ ეგიტიმ-სენ-ის კონსტიტუციის სადავო მუხლებში არაფერი არ არის რაც შეიძლება ჩაითვალოს ძალადობისკენ, აჯანყებისკენ ან დემოკრატიული პრინციპების ნებისმიერი სხვა ფორმით უარყოფის მოწოდებად, აღნიშნული გახლდათ არსებითი ფაქტორი, რომელიც უნდა მიღებული მხედველობაში (იხილეთ, თავისუფლებისა და დემოკრატიის პარტია (ÖZDEP)თურქეთის წინააღმდეგ [GC], no. 23885/94, § 40, ECHR 1999‑VIII). საკმარისია რომ წაკითხულ იქნას ეგიტიმ-სენი-ის კონსტიტუციის მე-2 (b) მუხლი განსახილველ პერიოდში საზოგადოებრივი დებადების კონტექსტში. ამასთან კავშირში, სასამართლო ეყრდნობა იმ დასაბუთებას, რომელიც წარმოდგენილ იქნა საჯარო პროკურორის მიერ, რომელმაც გადაწყვიტა შეეწყვიტა პირველი დაშლის პროცედურა ეგიტიმ-სენ-ის წინააღმდეგ. მოცემულ პერიოდში პირის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება იხილებოდა დებატებში საჯაროდ და პოლიტიკურ პარტიებში და გახლდათ შეტანილი პარლამენტის დებატების დღის წესრიგში (იხილეთ მე-11, 30-ე და 31-ე პარაგრაფები ზემოთ).
56. სასამართლომ აღიარა რომ მსგავსი წინადადება შეიძლება წინააღმდეგობაში მოსულიყო უმრავლესობის შეხედულებებთან საზოგადოების აზრის, გარკვეული ინსტიტუტების ან რიგი სახელმწიფო ორგანიზაციების ან თვით მთავრობის პოლიტიკასთან. აღნიშნულის მიუხედავად, სასამართლო იმეორებს რომ დემოკრატიის გამართული ფუნქციონირებისათვის აუცილებელია რომ სხვადასხვა ასოციაციებს ან პოლიტიკურ ჯგუფებს მიეცეთ საშუალება მიიღონ მონაწილეობა საჯარო დებატებში იმისათვის რომ დაეხმაროს გამოსავლების პოვნაში ზოგად კითხვებთან მიმართებაში, რომლებიც დაკავშირებულია პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ძირითად მონაწილეებთან (იხილეთ ვოგტი გერმანიის წინააღმდეგ, 26 სექტემბერი 1995, § 52, Series A no. 323, და თურქეთის გაერთიანებული კომუნისტური პარტია და სხვები, ციტირებული ზემოთ, § 57).
57. სასამართლო დამატებით აღნიშნავს რომ თურქეთთან დაკავშირებით ECRI-ის უკანასკნელი ანგარიშიდან შეიძლება დავინახოთ რომ ლოზანას შეთანხმებით გათვალისწინებული უმცირესობათა ჯგუფებს მიკუთვნებული ბავშვების გარდა - რომლებიც არიან არა მუსლიმი უმცირესობები - რომლებიც იღებდნენ განათლებას თურქულად, იყვნენ სხვა ბავშვები თურქეთის მოქალაქეობის მქონე ვისი მშობლიური ენა არ იყო თურქული, არამედ ადიღეული, აფხაზური ან ქურთული. ამასთან კავშირში უნდა აღინიშნოს რომ no. 4771 კანონმა, რომელიც მიღებულ იქნა 2002 წლის აგვისტოში და ცვლილებები შეტანილ იქნა უცხოური ენის განათლებისა და თურქეთის მოქალაქეების მიერ სხვადასხვა ენების და დიალექტების სწავლების შესახებ no. 2923 კანონით, გზა გაუხსნა კერძო სკოლების დაფუძნებას იმისათვის რომ მომხდარიყო „თურქეთის მოქალაქეების მიერ ტრადიციულად ყოველდღიურად ხმარებაში მყოფი ენების და დიალექტების [თურქულისგან განსხვავებით]“ სწავლება. სასამართლომ დაადგინა რომ მოცემული მზადყოფნა კანონმდებლის მხრიდან რომ გახსნილიყო კერძო კურსები თურქულისგან განსხვავებით სხვა ენებისა და დიალექტების სწავლებისათვის ეწინააღმდეგობა ეროვნული ხელისუფლების ორგანოების პოზიციას, რომლის მიხედვით ეგიტიმ-სენ-ის კონსტიტუციის მე-2 (b) მუხლი ეწინააღმდეგებოდა ქვეყნის კონსტიტუციის მე-3 და 42-ე მუხლებს.
58. სასამართლო ვერ დარწმუნდა საკასაციო სასამართლოს გაერთიანებული განყოფილებების დასაბუთებით, რადგან გადაწყვეტილებაში არ იყო მითითებული რომ ეგიტიმ-სენ-მა განახორციელა უკანონო საქმიანობა, რომელსაც შეეძლო თურქეთის რესპუბლიკის ერთიანობისთვის შეექმნა საფრთხე. მათ არც ის არ მიუთითეს რომ ეგიტიმ-სენ-ს გააჩნდა მიზნები რომლებიც შეუსაბამო იყო დემოკრატიულ პრინციპებთან ან ჩართული იყო საქმიანობაში, რომლებიც არღვევდნენ ქვეყნის კონსტიტუციის ზემოთ მოცემულ დებულებებს. სასამართლო ინტერესით აღნიშნავს რომ დასაქმების ტრიბუნალმა, თავის მხრივ, უარყო დაშლის მეორე პროცედურა იმ საფუძვლით რომ გადაწყვეტილება კავშირის დაშლაზე უარის თქმის შესახებ ექნებოდა საზოგადოებრივი დაძაბულობის, არეულობის და საზოგადოებაში გამეფებული ანტაგონიზმის დამშვიდების და სოციალური სიმშვიდის აღდგენის ეფექტი (იხილეთ 23-ე პარაგრაფი ზემოთ).
59. მოცემული მიზნისათვის სასამართლოს აზრით კავშირის კონსტიტუციაში ისეთი ტერმინების მხოლოდ და მხოლოდ არსებობა, როგორიცაა „განათლების მიღება მშობლიურ ენაზე“, სხვა ელემენტის გარეშე, რაც მიუთითებდა ან დაამტკიცებდა რომ რეალური მიზანი იყო განსხვავებული იმისა რაც კონსტიტუციის სადავო მუხლებში იყო მითითებული, არ შეიძლება წინააღმდეგობაში ყოფილიყო დემოკრატიის პრინციპებთან. სასამართლო აღნიშნავს რომ ეგიტიმ-სენ-ის კონსტიტუცია, მის ადრეულ ვერსიაში, მიუთითებდა რომ კავშირი იცავდა საზოგადოების ყველა ინდივიდის უფლებას „მიეღო განათლება, თანასწორობით და დამოუკიდებლობით, დემოკრატიული, სეკულარული, სამეცნიერო და უფასო განათლება მათ მშობლიურ ენაზე“. სასამართლოს მოსაზრებით, მოცემული მიზანი, იმისათვის რომ განვითარდეს კულტურა მოქალაქეების რომლებსაც აქვთ თურქულისგან განსხვავებული მშობლიური ენა, მათ მშობლიურ ენაზე განათლების მიცემით, თავისთავად არ ეწინააღმდეგება ეროვნულ უსაფრთხოებას და არ წარმაოდგენს საფრთხეს საჯარო წესრიგისათვის. იმ შემთხვევაშიც კი თუ კომპეტენტურ ხელისუფლების ორგანოებს ჩაეთვალათ რომ მშობლიურ ენაზე განათლების მიღება ხელს უწყობდა უმცირესობის კულტურას, სასამართლოს მოსაზრებით, როგორც მან ადრე დაადგინა, უმცირესობათა და განსხვავებულ კულტურათა არსებობა ქვეყანაში არის ისტორიული ფაქტი რასაც დემოკრატიული საზოგადოება შემწყნარებლობით უნდა შეხვდეს ან მეტიც უნდა დაიცვან და მხარი დაუჭირონ საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაბამისად (იხილეთ ტოურკიკი ენოსი ხანტის და სხვები საბერძნეთის წინააღმდეგ, no. 26698/05, § 51, 27 მარტი 2008).
60. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია რომ საკასაციო სასამართლოს გაერთიანებული განყოფილებების მიერ მითითებული დასაბუთება არ იყო რელევანტური ან საკმარისი და იგი არ იყო პროპორციული დასახულ მიზანთან მიმართებაში. სასამართლო შემდგომში აღნიშნავს რომ მომჩივანი კავშირის წინააღდეგ დაწყებული დაშლის პროცედურები, რის შედეგადაც მას დაეკისრა ვალდებულება შეეცვალა მისი კონსტიტუციის მე-2 (b) მუხლი შემდეგი სიტყვების წაშლით - „მიიღონ განათლება მათ მშობლიურ ენაზე“ გონივრულად არ შეიძლება ჩაითვალოს რომ აკმაყოფილებს „აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებას“.
61. შესაბამისად, ადგილი ქონდა კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევას.
III. კონვენციის მე-10 მუხლის სავარაუდო დარღვევა
62. მომჩივანი კავშირი ამტკიცებდა რომ ვალდებულება რომელიც მას დაეკისრა, რომლის მიხედვით მას ცვლილებები უნდა შეეტანა მის კონსტიტუციაში რათა თავიდან აეცილებინა დაშლა წარმოადგენდა ჩარევას მის გამოხატვის თავისუფლებაში, რომელიც გარანტირებულია კონვენციის მე-10 მუხლით. მოცემული მუხლის შესაბამისი ნაწილები შემდეგნაირად იკითხება:
„1. ყველას აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებისა. ეს უფლება მოიცავს პირის თავისუფლებას, ჰქონდეს შეხედულებები, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია თუ მოსაზრებები საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად. ეს მუხლი ხელს არ უშლის სახელმწიფოებს, განახორციელონ რადიომაუწყებლობის, სატელევიზიო ან კინემატოგრაფიულ საწარმოთა ლიცენზირება.
2. ამ თავისუფლებათა განხორციელება, რამდენადაც ის განუყოფელია შესაბამისი ვალდებულებისა და პასუხისმგებლობისაგან, შეიძლება დაექვემდებაროს ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, უწესრიგობისა თუ დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობის ან მორალის დაცვის მიზნით, სხვათა რეპუტაციის ან უფლებების დასაცავად, საიდუმლოდ მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამრთლო ხელისუფლების ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.“
63. მთავრობას არ წარმოუდგენია კომენტარი.
A. დასაშვებობა
64. სასამართლო აღნიშნავს რომ მოცემული საჩივარი დაკავშირებულია ზემოთ განხილილულ საჩივართან და აგრეთვე უნდა გამოცხადდეს დასაშვებად.
B. საქმის არსებითი მხარე
65. მოცემულ საქმეში მხარეების მხრიდან არ გამხდარა სადავო რომ მეორე წყება დაშლის პროცედურები, რომლებიც დაწყებულ იქნა მომჩივანის წინააღმდეგ შეიძლება ჩაითვალოს როგორც ჩარევა ეროვნული ხელისუფლების ორგანოების მიერ მომჩივანი კავშირის გამოხატვის თავისუფლების უფლების განხორციელებაში. მოცემული ჩარევა გათვალისწინებულია კანონით, კერძოდ ქვეყნის კონსტიტუციის მე-3 და 42-ე მუხლებით და ემსახურებოდა ერთი ან მეტი ლეგიტიმური მიზნის მიღწევას, როგორც ეს გათვალისწინებულის კონვენციის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტში, კერძოდ უწესრიგობის თავიდან აცილება და ეროვნული უსაფრთხოების დაცვა, რაც მოიცავს სახელმწიფოს ტერიტორიული ერთიანობის დაცვას. შესაბამისად რჩება შესასწავლი რამდენად სადავო ჩარევა „აუცილებელი იყო დემოკრატიულ საზოგადოებაში“ იმისათვის რომ მიღწეულიყო დასახული ლეგიტიმური მიზნები.
1. რელევანტური ზოგადი პრინციპები
66. სასამართლო იმეორებს რომ ის ფაქტი რომ მათი საქმიანობა ქმნის გამოხატვის თავისუფლების კოლექტიური განხორციელების ნაწილს თავისთავად აძლევს საშუალებას პოლიტიკურ პარტიებს მიისწრაფოდნენ კონვენციის მე-10 და მე-11 მუხლით გათვალისწინებული დაცვისკენ (იხილეთ თურქეთის გაერთიანებული პოლიტიკური პარტია და სხვები¸ციტირებული ზემოთ, §§ 42 და 43, და ეაზარ და სხვები, ციტირებული ზემოთ, § 46).
67. სასამართლო დამატებით იმეორებს რომ გამოხატვის თავისუფლება წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საფუძვლებს დემოკრატიული საზოგადოებისთვის. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესით გამოხატვის თავისუფლება ეხება არა მარტო ისეთ „ინფორმაციას“ ან „იდეებს“ რომლებიც სასიამოვნოდ მიიღება ან არაშეუარცხმყოფელად ან ინდიფერენტულად მიიჩნევა, არამედ აგრეთვე ისეთებს, რომლებიც შეურაცხმყოფელია, შოკირებადი ან აღელვებს სახელმწიფოს ან მოსახლოების ნებისმიერ სექტორს. ასეთია მოთხოვნები პლურალიზმის, ტოლერანტობის და ფართო აზროვნების, რის გარეშედაც არ არსებობს „დამოკრატიული საზოგადოება“ (სხვა ავტორიტეტულ გადაწყვეტილებებთან ერთად იხილეთ, ჰენდისაიდი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, 7 დეკემბერი 1976, § 49, Series A no. 24; ჯერსილდი დანიის წინააღმდეგ, 23 სექტემბერი 1994, § 37, Series A no. 298; და ყეაზარ და სხვები, ციტირებული ზემოთ, § 46). როგორც ეს დადგენილია მე-10 მუხლით გამოხატვის თავისუფლება ექვემდებარება გამონაკლისებს, რომლებიც, ამავე დროს, უნდა იყოს მკაცრად განსაზღვრული და ნებისმიერი შეზღუდვის საჭიროება დამაჯერებლად უნდა დადგინდეს (იხილეთ ლინდონი, ოტჩაკოვსკი-ლაურენსი და ჯული საფრანგეთის წინააღმდეგ [GC],nos. 21279/02 და 36448/02, § 45, ECHR 2007‑IV).
68. სასამართლო დამატებით იმეორებს რომ ზედსართავი „აუცილებელი“ მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის შინაარსისთვის გულისხმობს „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების“ არსებობას. ხელმშემკვრელ სახელმწიფოებს აქვთ შეფასების თავისუფლების გარკვეული ფარგლები იმის შეფასებისას რამდენად მოცემული საჭიროება არსებობს, მაგრამ იგი არსებობს ევროპულ ზედამხედველობასთან ერთად, რაც ვრცელდება როგორც კანონმდებლობაზე ისე გადაწყვეტილებებზე, რომლებიც გამოიცემა მისი შესასრულებლად, მათ შორის ისინი რომლებიც გამოიცემიან დამოუკიდებელი სასამართლოს მიერ. სასამართლო შესაბამისად უფლებამოსილია გამოიტანოს საბოლოო გადაწყვეტილება რამდენად „შეზღუდვა“ შესაბამისობაშია გამოხატვის თავისუფლებასთან, როგორც ეს დაცულია მე-10 მუხლით (იხილეთ კარატასი თურქეთის წინააღმდეგ [GC], no. 23168/94, § 48, ECHR 1999‑IV).
69. სასამართლო იმეორეს რომ კონვენციის მე-10 მუხილს მე-2 პუნქტში არის მცირე ფარგლები პოლიტიკური გამოხატვისა და დებატების სფეროში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვებისათვის - სადაც გამოხატვის თავისუფლება უაღრესად მნიშვნელოვანია (იხილეთ ბრასილიერი საფრანგეთის წინააღმდეგ, no. 71343/01, § 41, 11 აპრილი 2006) - ან საჯარო ინტერესის საკითხებში (სხვა ავტორირეტულ გადაწყვეტილებებთან ერთად იხილეთ სურეკი თურქეთის წინააღმდეგ, (no. 1) [GC], no. 26682/95, § 61, ECHR 1999‑IV; ლონდონი, ოტჩაკოვსკი-ლაურენსი და ჯული, ციტირებული ზემოთ, § 46; ვინგროვი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, 25 ნოემბერი 1996, § 58, Reports 1996‑V; და ფარუკ ტემელი თურქეთის წინააღმდეგ, no. 16853/05, § 55, 1 თებერვალი 2011).
70. სასამართლო დასასრულს აღნიშნავს რომ კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული დემოკრატიულ საზოგადოებაში პოლიტიკური იდეები რომლებიც აკრიტიკებენ არსებულ წესრიგს და რომელთა რეალიზაცია ადვოკატირებულია მშვიდობიანი საშუალებებით უნდა ჩაითვალოს გამოხატვის სწორ შესაძლებლობად გაერთიანების თავისუფლების უფლების გამოყენების გზით (იხილეთ სტანკოვი და ილინდენის გაერთიანებული მაკედონიური ორგანიზაცია ბულგარეთის წინააღმდეგ,nos. 29221/95 და 29225/95, § 97, ECHR 2001‑IX). აღნიშნული მოთხოვნილია ღირებულებებით რომლებიც განმტკიცებულია დემოკრატიულ სისტემაში, როგორიცაა პლურალიზმი, ტოლერანტობა და სოციალური ჩართულობა (იხილეთ ოურანიო ტოქსო და სხვები საბერძნეთის წინააღმდეგ, no. 74989/01, § 42, ECHR 2005‑X, და ტოურკიკი ენოსი ხანთის და სხვები, ციტირებული ზემოთ, § 56).
2. ზემოთ მოცემული პრინციპების გამოყენება მოცემულ საქმეში
71. სასამართლომ კონკრეტული ყურადღება მიაქცია მომჩივანი კავშირის კონსტიტუციის მე-2 (b) მუხლში გამოყენებულ სიტყვებზე და იმ კონტექსტზე, რომელშიც მოცემული დებულება იქნა შექმნილი. ამასთან კავშირში, სასამართლო მიიჩნევს რომ მე-10 მუხლი გულისხმობს ინფორმაციის და იდეების მიღებისა და გადაცემის თავისუფლებას ნებისმიერ ენაზე, რაც იძლევა საშუალებას მონაწილეობა იქნეს მიღებული საზოგადოდ ყველა სახის კულტურული, პოლიტიკური და სოციალური ინფორმაციის ან იდეის გაცვლაში (იხილეთ mutatis mutandis, კარატასი, ციტირებული ზემოთ, § 49). სასამართლომ აგრეთვე მიიღო მხედველობაში გარემოებები რომლებიც დაკავშირებული იყო მის განხილვაში მყოფ საქმესთან, კერძოს ის სირთულეები, რომლებიც ახლავს თან ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას (იხილეთ აკსოი თურქეთის წინააღმდეგ, nos. 28635/95, 30171/96 და 34535/97, § 60, 10 ოქტომბერი 2000; ზანა თურქეთის წინააღმდეგ, 25 ნოემბერი 1997, § 55, Reports 1997‑VII; ინკალი თურქეთის წინააღმდეგ, 9 ივნისი 1998, § 58, Reports 1998‑IV;და სავგინი თურქეთის წინააღმდეგ no. 13304/03, § 44, 2 თებერვალი 2010).
72. მომჩივანი კავშირის კონსტიტუციის მე-2 (b) მუხლი იცავს განათლების უფლებას პირის ”მშობლიურ ენაზე”. თურქეთის კონტექსტში და ამ ტერმინის პირველადი მნიშვნელობით, მოცემული დებულება შეიძლება განიმარტოს როგორც მშობლიურ ენაზე - თურქულზე სწავლების დამცავი. ამასთან ერთად, თურქეთის ისტორიული და სოციალური სიტუაციის გათვალისწინებით, ტერმინი მშობლიური ენა შეიძლება მიუთითებდეს როგორც თურქეთის მოქალაქეების ენა, რომლებსაც სხვა მშობლიური ენა აქვთ თურქულის გარდა. მის უკანასკნელ ანგარიშში თურქეთზე ECRI მიუთითებს ადიღეურზე, აფხაზურზე და ქურთულზე როგორც ასეთ სხვა მშობლიურ ენებზე (იხილეთ 31-ე პარაგრაფი ზემოთ).
73. ამასთან კავშირში უნდა გვახსოვდეს რომ მე-10 მუხლი იცავს არა მარტო გამოხატულ იდეათა და ინფორმაციის შინაარს, არამედ ასევე გამოხატვის ფორმას, მიუხედავად იმისა თუ რა მედიუმი ან ენა იქნა გამოყენებული მათი გადმოცემისთვის (იხილეთ სავგინი, ციტირებული ზემოთ, § 32).
74. მოცემულ საქმეში, იმის დაშვების შემთხვევაშიც კი თუ მომჩივანი კავშირის მიზანი იყო მხოლოდ ქურთულ ენაზე, როგორც თურქულისგან დამატებით მშობლიურ ენაზე, განათლების განვითარების პოპულარიზაცია, სასამართლო იმეორებს რომ კონვნეციის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით მცირე ნაწილია საზოგადო ინტერესების სფეროში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისათვის. იგი იღებს მხედველობაში განსახილველ საქმესთან დაკავშირებულ გარემოებებს. სასამართლო აღნიშნავს რომ განსახილველ დროს საზოგადოებრივი დებატები აღნიშნულ საკითხზე დაგვირგვინდა ცვლილებებით კანონში, რომელმაც დაუშვა განათლება, როგორც მინიმუმ კერძოდ, თურქეთის მოქალაქეების მიერ გამოყენებაში მყოფ თურქულის გარდა სხვა მშობლიურ ენაზე.
75. ამასთან კავშირში სასამართლო აღნიშნავს რომ მომჩივანი კავშირის კონსტიტუციის სადაცო მუხლი არ მოუწოდებდა ძალადობის გამოყენებას, სამხედრო წინააღმდეგობას ან აჯანყებას, იგი არც შუღლს აღვივებდა, აღნიშნული გახლავთ უმნიშვნელოვანესი ელემენტი სასამართლოსთვის ყურადგების მისაქცევად. მოცემულ მუხლს არც შეეძლო ძალადობის გამოწვევა ღრმად გამგდარი და არარაციონალური სიძულვილის ჩაწვეთებით გარკვეული ინდივიდების წინააღმდეგ (კონტრასტისთვის იხილეთ შურეკი, ციტირებული ზემოთ, § 62). რაც შეეხება ადგილობრივი სასამართლოების არგუმენტს შესაძლო რისკზე ეროვნული ტერიტორიის ერთიანობისთვის (იხილეთ 24-ე პარაგრაფი ზემოთ), სასამართლო მიუთითებს რომ ეგიტიმ-სენ-ის პროგრამა იცავს თურქულისგან განსხვავებით სხვა მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლებას ინდივიდებისათვის, რომლებიც ქმნიან თურქულ საზოგადოებას. თუმცა სასამართლო მიუთითებს რომ რადგან მთავრობამ არ მიუთითა რაიმე კონკრეტულ აქტზე ეგიტიმ-სენის მხრიდან რასაც შეეძლო ეჩვენებინა მათი ფარული დღის წერსრიგი, არანაირი ეჭვი არ შეიძლება იქნეს შეტანილი მათი პროგრამის გურწფელობაში (იხილეთ თავისუფლებისა და დემოკრატიის პარტია (ÖZDEP) [GC], ციტირებული ზემოთ, § 42).სასამართლო შესაბამისად ასკვნის რომ არ არსებობდა ნათელი ან გარდაუვალი საფრთხე სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისთვის.
76. დასკვნის სახით სასამართლო მიიჩნევს რომ მომჩივანი კავშირის დაშლის პროცედურების ინიცირება - რომელმაც აიძულა იგი წაეშალა სადავო სიტყვები მისი კონსტიტუციიდან - იყო არაპროპორციული დასახულ მიზნებთან და შესაბამისად არ იყო “აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში”.
77. შესაბამისად, ადგილი ქონდა კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევას.
...
აღნიშნულის საფუძველზე სასამართლო
...
2. ადგენს ერთხმად რომ ადგილი ქონდა კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევას;
3. ადგენს ერთხმად რომ ადგილი ქონდა კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევას;
...
შექმნილია ფრანგულად და მიწოდებულია წერილობით 2012 წლის 25 სექტემბერს სასამართლოს რეგლამენტის 77-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად.
ფრანცუაზ ელენს-პასოს ფრანცუაზ ტუკენსი
რეგისტრატორის მოადგილე პრეზიდენტი
...
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფელებათა ევროპის სასამართლო, 2012
ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. მოცემული თარგმანი შეკვეთილ იქნა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მხარდაჭერისფონდის დახმარებით ((www.coe.int/humanrightstrustfund). აღნიშნული არ ბოჭავს სასამართლოს და სასამართლო არ იღებს რაიმე პასუხისმგებლობას მის ხასისხზე. აღნიშნული შეიძლებაჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს HUDOჩ-ის პრეცედენტული სამართლის მონაცემთა ბაზიდან (http://hudoc.echr.coe.int) ან ნებისმიერი სხვა მონაცემთაბაზიდან, რომელსაც სასამართლომ გაუზიარა იგი. აღნიშნული შეიძლება კვლავ იქნეს ნაწარმოები არაკომერციული მიზნებისთვის იმ პირობით რომ საქმის სრული დასახელება იქნებამითითებული, მოცემული საავტორო უფლებისა და ადამიანის უფლებათა მხარდაჭერის ფონდზე მითითებით. თუ განზრახულია აღნიშნული თარგმანის რაიმე ნაწილის კომერციულიმიზნებისთვის გამოყენება, გთხოვთ დაუკავშირდეთ This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. .
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (www.coe.int/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights (http://hudoc.echr.coe.int) or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. .
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (www.coe.int/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (http://hudoc.echr.coe.int), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. .