ბუკტა და სხვები უნგრეთის წინააღმდეგ
(Bukta and Others v. Hungary)
საჩივრის ნომერი - 25691/04 PDF
მოპასუხე სახელმწიფო - უნგრეთი
გადაწყვეტილების მიღების თარღი - 17.7.2007
შედეგი: დაირღვა კონვენციის მე-11 მუხლი
საკვანძო სიტყვები:
(მუხლი მე-11) შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება
(მუხლი მე-11) მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება
(მუხლი მე-11-2) აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში
(მუხლი მე-11-2) წესრიგის დარღვევის აღკვეთა
(მუხლი მე-11-2) სხვაპირთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა
პროპორციულობა
(მუხლი მე-10) გამოხატვის თავისუფლება-ზოგადად
(მუხლი 41-ე) სამართლიანი დაკმაყოფილება
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე #99
ივლისი 2007
ბუკტა (Bukta) და სხვები უნგრეთის წინააღმდეგ 25691/04
გადაწყვეტილება 17.7.2007 [II სექცია]
მე-11 მუხლი
მუხლი 11-1
მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება
მშვიდობიანი დემონსტრაციის დაშლა პოლიციისთვის წინასწარი შეუტყობინებლობის გამო: დარღვევა
ფაქტები: 1989 წლის შეკრების უფლების შესახებკანონის თანახმად, სავალდებულოა შეკრების ჩატარებამდე მინიმუმ სამი დღით ადრე პოლიციის ინფორმირება, ხოლო პოლიცია უფლებამოსილია დაშალოს შეკრება, რომელიც წინასწარი შეტყობინების გარეშე ტარდება. 2002 წლის დეკემბერში რუმინეთის პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ეწვია ბუდაპეშტს და რუმინეთის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით მიღება გამართა. წვეულებამდე ერთი დღით ადრე უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მივიდოდა მიღებაზე. განმცხადებლებს ჯეროდათ, რომ ის არ უნდა დასწრებოდა ღონისძიებას, რომელიც აღნიშნავდა უნგრეთის ისტორიის უარყოფით მხარეს (1918 წელს რუმინეთის მიერ ტრანსილვანიის ანექსიას). ისინი დაახლოებით 150-კაციანი ჯგუფთან ერთად შეიკრიბნენ იმ სასტუმროს წინ, სადაც მიღება მიმდინარეობდა. ამ ჯგუფს პოლიციისთვის არანაირი შეტყობინება არ მიუწოდებია დემონსტრაციის გამართვის განზრახვასთან დაკავშირებით. მცირე აფეთქების მსგავსი ხმაურის გაგებისთანავე მიღებაზე დამსწრე პოლიციელებმა აიძულეს დემონსტრანტები, დაშლილიყვნენ. განმცხადებლებმა წამოიწყეს სამართალწარმოება და მოითხოვეს პოლიციის ჩარევის უკანონოდ აღიარება. დემონსტრანტების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, იმ არგუმენტზე დაყრდნობით რომ დემონსტრაციის დაშლის საფუძველს წარმოადგენდა დემონსტრანტების მიერ პოლიციისთვის წინასწარი შეუტყობინებლობა.
კანონმდებლობა: ეროვნულმა სასამართლოებმა მათი გადაწყვეტილებები დააფუძნეს მხოლოდ წინასწარი შეტყობინების არარსებობის ფაქტზე, საქმის სხვა გარემოებების გამოკვლევის გარეშე, ასევე არ გამოიკვიეს, იყო თუ არა დემონსტრაცია მშვიდობიანი. წინასწარ ნებართვის მოპოვების პროცედურა როგორც წესი არ ბღალავს მშვიდობიანი შეკრების უფლების არსს. თუმცა, უნგრეთის პრემიერ მინისტრის მიღებაზე დასწრების განზრახვის წინასწარ არ ცოდნამ განმცხადებლები არჩევანის წინაშე დააყენა: არ განეხორციელებინათ მშვიდობიანი შეკრების უფლება, თუ უგულებელყოთ წინასწარი შეტყობინების ვალდებულება. ისეთ განსაკუთრებულ გარემოებებში, როგორშიც განმცხადებლები აღმოჩნდნენ, მყისიერი რეაგირება პოლიტიკურ მოვლენაზე დემონსტრაციის ფორმით შეიძლება გამართლებულად ჩაითვალოს, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ვერ მტკიცდება საზოგადოებრივი წესრიგისათვის რაიმე საფრთხის შექმნა. შესაბამისად, მშვიდობიანი შეკრების დაშლა მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ არ იყო დაცული წინასწარი შეტყობინების მოთხოვნა, მონაწილეების მხრიდან რაიმე უკანონო ქმედების არ არსებობის პირობებში, არაპროპორციულია.
დადგენილება: დარღვევა (ერთხმად).
41-ე მუხლი – დარღვევის დადგენა არაქონებრივი ზიანის სამართლიანი დაკმაყოფილების ტოლფასია.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული ეს მოკლე შეჯამება სავალდებულო არ არის სასამართლოსთვის
სასამართლო გადაწყვეტილებების მოკლე შეჯამებებისთვის მიჰყევით ბმულს Case-Law Information Notes
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012 წელი.თარგმანი მომზადებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მიზნობრივი ფონდის მიერ (www.coe.int/humanrightstrustfund). თარგმანი არ ავალდებულებს სასამართლოს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ სრული მითითება საავტორო უფლების შესახებ დოკუმენტის ბოლოს.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012 [or subsequent year]. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (www.coe.int/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012 [ou année suivante]. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (www.coe.int/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.