ბასკური ნაციონალისტური პარტია საფრანგეთის წინააღმდეგ

(Basque Nationalist Party – Iparralde Regional Organisation v. France)

საჩივრის ნომერი - 71251/01   PDF

მოპასუხე სახელმწიფო - საფრანგეთი

გადაწყვეტილების მიღების თარღი - 7.6.2007

შედეგი: არ დაირღვა კონვენციის მე-11 მუხლი, არ დარღვეულა მე-11 მუხლი მე-10 მუხლთან ერთობლიობაში

 

საკვანძო სიტყვები:

(მუხლი მე-11) შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება

(მუხლი მე-11-1) გაერთიანების თავისუფლება

(მუხლი მე-11-2) ჩარევა

(მუხლი მე-11-2) აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში

(მუხლი მე-11-2) წესრიგის დარღვევის არღკვეთა

(მუხლი მე-11-2) კანონით დადგენილი

(მუხლი მე-11-2) განჭვრეტადობა

(მუხლი მე-10) გამოხატვის თავისუფლება- ზოგადად

(მუხლი მე-10) გამოხატვის თავისუფლება

შეფასების ფარგლები

(1-ელი დამატებითი ოქმის მე-3 მუხლი) თავისუფალი არჩევნების უფლება-ზოგადად

 

© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012 წელი. თარგმანი მომზადებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მიზნობრივი ფონდის მიერ (www.coe.int/humanrightstrustfund). თარგმანი არ ავალდებულებს სასამართლოს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ სრული მითითება საავტორო უფლების შესახებ დოკუმენტის ბოლოს.

© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012 [or subsequent year]. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (www.coe.int/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.

© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012 [ou année suivante]. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (www.coe.int/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.

 

საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე #98

ივნისი, 2007

ბასკური ნაციონალისტური პარტია - იპარალდეს რეგიონული ორგანიზაცია (Basque Nationalist Party – Iparralde Regional Organisation)საფრანგეთის წინააღმდეგ - 71251/01

გადაწყვეტილება 7.6.2007 [I სექცია]

მე-11 მუხლი

მუხლი 11.1

გაერთიანების თავისუფლება

ფრანგული პოლიტიკური პარტიის უცხო ქვეყნის პოლიტიკური პარტიის მიერ დაფინანსების კანონისმიერი აკრძალვა: დარღვევა არ დადგინდა

 

ფაქტები: განმცხადებელია ესპანური ბასკური ნაციონალისტური პარტიის ფრანგული „ფილიალი“. ფულადი სახსრების მისაღებად, კერძოდ კი ესპანური პარტიისგან ფულადი შემოწირულობების მისაღებად, განმცხადებელმა პარტიამ დააფუძნა საფონდო ასოციაცია პოლიტიკური ცხოვრების შესახებ (ფინანსური გამჭვირვალობა) 1988 წლის კანონის შესაბამისად. თუმცა ასოციაციის სერთიფიცირებაზე, რაც მისი საქმიანობის აუცილებელი პირობა იყო, მათ უარი ეთქვათ, იმ საფუძვლით, რომ განმცხადებელი პარტიის სახსრების ძირითად ნაწილს ესპანური პარტიისგან მიღებული დახმარება შეადგენდა. 1988 წლის კანონი კრძალავს პოლიტიკური პარტიის დაფინანსებას უცხო ქვეყნის იურიდიული პირის მიერ; შესაბამისად, პოლიტიკური პარტიების საფონდო ასოციაციებს უფლება არ აქვთ, მიიღონ ფულადი შემოწირულობები უცხო ქვეყნის პოლიტიკური პარტიისგან. განმცხადებელი პარტიის შესაბამისი საჩივრებიც არ დაკმაყოფილდა. განმცხადებელი სასამართლოს წინაშე ჩიოდა მისი სახსრებისთვის საუარესო ეფექტის გამო და მის შესაძლებლობასთან დაკავშირებით, განეხორციელებია პოლიტიკური საქმიანობა, უფრო კონკრეტულად, საარჩევნო სფეროში და ამ დროს ეყრდნობოდა მე-11 და მე-10 მუხლებს ერთობლიობაში და 1-ელი დამატებითი ოქმის მე-3 მუხლს.

კანონმდებლობა: საქმე განხილული იქნა მე-11 მუხლთან მიმართებით. განსახილველი გარემოებების განმცხადებელი პარტიის ფინანსურ შესაძლებლობებზე გავლენის თვალსაზრისით, რაც თავის მხრივ მის პოლიტიკურ აქტივობებში სრულად ჩართვასთან არის კავშირში, სახეზეა „ჩარევა“, რაც „გათვალისწინებული იყო კანონით“. მოპასუხე სახელმწიფომ განაცხადა, რომ ფრანგული პოლიტიკური პარტიის უცხო ქვეყნის პოლიტიკური პარტიის მიერ დაფინანსების აკრძალვის მიზანს წარმოადგენს ისეთი ურთიერთდამოკიდებულების თავიდან აცილება, რაც გადამწყვეტი იქნებოდა ეროვნული სუვერენიტეტის გამოხატვისთვის; მათი აზრით ეს გაცხადებული მიზანი ემსახურება „ინსტიტუციური წყობის“ დაცვას. სასამართლომ გაიზიარა ის არგუმენტი, რომ „წესრიგის“ - “order” ცნება (“ordre”) კონვენციის მე-10 და მე-11 მუხლების ფრანგული ვერსიის მნიშვნელობისთვის გულისხმობს „ინსტიტუციურ წყობას“.

რაც შეეხება საკითხს, იყო თუ არა ჩარევა აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში, თავად ის ფაქტი, რომ პოლიტიკურ პარტიას არ დაერთო ნება, ფულადი სახსრები მიეღო უცხო ქვეყნის პარტიებისგან, არ მოდის მე-11 მუხლთან შეუსაბამობაში. უფრო მეტიც, ფრანგი კანონმდებლის არჩევანი, არ გამორიცხოს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში დაფუძნებული პოლიტიკური პარტიები ამ აკრძალვიდან, უკიდურესად პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და შესაბამისად თავისუფალი შეფასების ფარგლების ნარჩენ უფლებამოსილებაში ექცევა.

დასადგენი დარჩა, თუ რა გავლენა ქონდა ამ აკრძალვას განმცხადებლის პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართვის შესაძლებლობაზე. გასაჩივრებული ზომებს კითხვის ნიშნის ქვეშ არ დაუყენებია განმცხადებელი პარტიის ლეგიტიმურობა, არც პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობისთვის სამართლებრივ დაბრკოლებას უტოლდებოდა და არც პოლიტიკურ არენაზე მისი პოზიციის ცენზურას იწვევდა. მიუხედავად იმისა, რომ განმცხადებელ პარტიას უნდა მიეღო ფინანსური დახმარება ესპანური ბასკური ნაციონალისტური პარტიისგან, ის მაინც შეძლებდა თავისი პოლიტიკური მოღვაწეობის გაგრძელებას მისი წევრების შენატანებითა და ცალკეულ პირთა, მათ შორის საფრანგეთი მოქალაქეობის არმქონე პირებისგან მიღებული შემოწირულობებით.

კანონში არ იყო ნორმები, რომლებიც შეზღუდავდა დაფინანსების მიღებას სხვა ფრანგული პოლიტიკური პარტიებისგან ან საარჩევნო კამპანიის სახელმწიფო დაფინანსების ფრანგული სისტემით სარგებლობას. ასევე რეალური იყო ისიც, რომ განმცხადებელი პარტიის შემთხვევაში დაფინანსების მითითებული წყაროები ჰიპოთეტურია: თავისი პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე, ნაკლებ სავარაუდო იყო რომ მას სხვა ფრანგული პარტიის მხარდაჭერა მოეპოვებინა; მისი მოქმედების გეოგრაფიული არის გათვალისწინებით, მეტად სარწმუნოა, რომ ის ადგილობრივ არჩევნებში უფრო მიიღებდა მონაწილეობას, ვიდრე საპარლამენტოში; შესაბამისად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ პარტიას სახელმწიფო დაფინანსების სისტემით (რომელიც საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ეფუძნება) ესარგებლა. თუმცა ამავე პარტიის კანდიდატები არჩევნებზე იგივე შეღავათებით ისარგებლებდნენ საარჩევნო კამპანიის დაფინანსების თვალსაზრისით, როგორც სხვა პარტიების კანდიდატები. შესაბამისად, ვასკვნით, რომ მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთის ბასკური ნაციონალისტური პარტიისგან დაფინანსების მიღების აკრძალვას აქვს გარკვეული ზეგავლენა განმცხადებელი პარტიის ფინანსებზე, მდგომარეობა, რომელშიც ეს პარტია ამ აკრძალვის შედეგად აღმოჩნდა არ განსხვავდება იმ პატარა პოლიტიკური პარტიის მდგომარეობისგან, რომელიც სახსრების სიმწირეს განიცდის.

დადგენილება: ცალკე ან მე-10 მუხლთან ერთობლიობაში მე-11 მუხლის დარღვევა არ დადგინდა (ექვსი ხმა ერთის წინააღმდეგ).