კურიჩი და სხვები სლოვენიის წინააღმდეგ

Kurić and Others v. Slovenia [GC]

საჩივრის ნომერი: 26828/06    PDF  summary

მოპასუხე სახელმწიფო: სლოვენია

გადაწყვეტილების მიღების თარიღი: 26.6.2012

განსხვავებული აზრი: კი

 

შედეგი: წინასწარი პრეტენზიები არ იქნა მიღებული (მუხლი 35.1 - ეფექტური შიდასამართლებრივი საშუალება, განგრძობადი მდგომარეობა)

მუხლი 35.3 - ratione materiae, ratione temporis)

წინასწარი პრეტენზიები არ იქნა მიღებული (მუხილ 34 - მსხვერპლი)

წინასწარი პრეტენზიები მიღებულ იქნა (მუხლი 35.1 - ეფექტური შიდასამართლებრივი საშუალება)

მე-8 მუხლის დარღვევა - პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემა

მე-13 + მე-8 მუხლების დარღვევა - უფლება სამართლებრივი დაცვის ეფექტურ საშუალებაზე

მე-14 + მე-8 მუხლების დარღვევა - დისკრიმინაციის აკრძალვა

მოპასუხე სახელმწიფომ უნდა მიიღოს ზოგადი ხასიათის ზომები (მუხლი 46 - პილოტური განჩინება, ზოგადი ზომები)

მატერიალური ზარალი - დაცულია

არამატერიალური ზარალი - დაკმაყოფილდა

 

საკვანძო სიტყვები:

(მუხლი 8) პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემა

(მუხლი 8.1) პირადი ცხოვრების პატივისცემა

(მუხლი 8.1) ოჯახური ცხოვრების პატივისცემა

(მუხილ 8.2) ჩარევა

(მუხლი 8.2) აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში

(მუხლი 8.2) ეროვნული უსაფრთხოება

(მუხლი 8.2) კანონით დადგენილი

(მუხლი 8.2) ხელმისაწვდომობა

(მუხლი 8.2) განჭვრეტადობა

(მუხლი 13) უფლება სამართლებრივი დაცვის ეფექტურ საშუალებაზე
 
(მუხლი 13) ეფექტური საშუალება
 
(მუხლი 14) დისკრიმინაციის აკრძალვა
 
(მუხლი 14) მსგავსი გარემოება
 
(მუხლი 14) დისკრიმინაცია
 
(მუხლი 14) ეროვნული წარმომავლობა
 
(მუხლი 34) ინდივიდუალური განცხადებები
 
(მუხლი 34) დასაშვებობის კრიტერიუმი
 
(მუხლი 35.1) შიდასამართლებრივი საშუალებების ამოწურვა
 
(მუხლი 35.1) ეფექტური შიდასამართლებრივი საშუალება
 
(მუხლი 35.1) ექვსთვიანი ვადა
 
(მუხლი 35.1) განგრძობადი მდგომრეობა
 
(მუხლი 35.3) ratione materiae
 
(მუხლი 35.3) ratione temporis
 
(მუხლი 41) სამართლიანი დაკმაყოფილება [ზოგადი]
 
(მუხლი 46) მავალდებულებელი ხასიათი და განჩინებათა აღსრულება
 
(მუხლი 46) ზოგადი ზომები
 
(მუხლი 46) პილოტური განჩინება
  

© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (www.coe.int/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.

© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (www.coe.int/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.

© Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (www.coe.int/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.

 

ივნისი 2012

კურიჩ და სხვები სლოვენიის წინააღმდეგ [GC] - 26828/06

გადაწყვეტილება 26.6.2012 [Gჩ]

მუხლი 8

მუხლი 8-1

ოჯახური ცხოვრების პატივისცემა

ოჯახური ცხოვრების პატივისცემა

იმ პირთა ბინადრობის დაურეგულირებლობა, რომელთა “ამოშლა” მოხდა მუდმივად მაცხოვრებელთა რეესტრიდან სლოვენიის დამოუკიდებლობის შემდეგ: დარღვევა

მუხლი 46

პილოტური გადაწყვეტილება

ზოგადი ღონისძიებები

მოპასუხე სახელმწიფო ვალდებულია შექმნას კომპენსაციის მექანიზმი რომელიც უზრუნველყოფს ადექვატურ დაკმაყოფილებას “წაშლილი” პირებისთვის.

 

ფაქტები – რვა მომჩივანი ადრე გახლდათ როგორც ყოფილი იუგოსლავიის, ისე სლოვენიის გარდა ერთ-ერთი მისი შემადგენელი რესპუბლიკის მოქალაქეები. მათ მიიღეს მუდმივი საცხოვრებელი სლოვენიაში, მაგრამ მისი დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ან არ მოუთხოვიათ სლოვენიის მოქალაქეობა ან მოხდა მათი შუამდგომლობების უარყოფა. 1992 წლის 26 თებერვალს, ახლად მიღებული უცხოელთა კანონის შესაბამისად, მათი სახელები წაიშალა მუდმივი მაცხოვრებელთა რეესტრიდან და ისინი გახდნენ უცხოელები საცხოვრებლის ნებართვის გარეშე. დაახლოებით 25,000 ამ პირთაგან გახლდათ მსგავს სიტუაციაში. მომჩიავანთა მიხედვით, არც ერთი მათგანის ინფორმირება არ მომხდარა რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ და მათ მოგვიანებით გაიგეს იმის თაობაზე რომ ისინი გახდნენ უცხოელები, როდესაც მათ სცადეს განეახლებინათ მათი იდენტიფიკაციის დოკუმენტები. მათი სახელების წაშლას რეესტრიდან ქონდა სერიოზული და ძლიერი ნეგატიური შედეგები: რიგი მომჩივანები გახდნენ მოქალაქეობის არმქონე პირები, როცა რიგი მათგანის გამოსახლება მოხდა ბინებიდან, არ შეეძლოთ ემუშავათ ან ემგზავრათ, დაკარგეს ყველა პირადი ქონება და ცხოვრობდნენ წლები თავშესაფრებსა და პარკებში. ნაწილი მათგანი კი დააკავეს და მოახდინეს დეპორტაცია სლოვენიიდან. 1999 წელს საკონსტიტუტიო სასამართლომ არაკონსტიტუციურად გამოაცხადა უცხოელთა კანონის რიგი დებულება, ისევე როგორც ავტომატური “წაშლა” რეესტრიდან, მას შემდეგ რაც დაადგინა რომ სადავო კანონმდებლობის შესაბამისად, ყოფილი იუგოსლავიის მოქალაქეები იყვნენ უფრო ცუდ სამართლებრივ მდგომარეობაში ვიდრე სხვა უცხოელები, რომლებიც ცხოვრობნენ სლოვენიაში სანამ მოხდებოდა დამოუკიდებლობის გამოცხადება, იმის გათვალისწინებით, რომ არ არსებობდა სამართლებრივი ინსტრუმენტი, რომელიც დაარეგულირებდა მათი სამართლებრივი სტატუსის გარდაქმნას სლოვენიაში მცხოვრები უცხოელების სტატუსში. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მოხდა ახალი კანონის მიღება რათა დაერეგულირებინა “წაშლილთა” სიტუაცია. 2003 წლის გადაწყვეტილებაში საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა ახალი კანონის გარკვეული დებულებების არაკონსტიტუციურობა, კერძოდ აღნიშნული დებულებები არ ანიჭებდნენ “წაშლილებს” რეტროაქტიულ მუდმივ საცხოვრებლის უფლებებს, არც არეგულირებდნენ იმათ სიტუაციას ვისი დეპორტაციაც მოხდა.

მის 2010 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებაში სასამართლოს პალატამ ერთხმად დაადგინა რომ ადგილი ქონდა მე-8 და მე-13 მუხლების დარღვევას (იხილეთ საინფორმაციო ფურცელი ნო. 132).

კანონი - მუხლი 34 (დაზარალებულის სტატუსი): გადაწყვეტილებები და ღონისძიებები, რომლებიც მომჩივანების სასარგებლო იყო არ გახლდათ პრინციპის დონეზე საკმარისი რათა ჩამოეშორებინა მათთვის “დაზარალებულის” სტატუსი. საქმეებში რომლებიც ეხება მოქალაქეობის არმქონე პირთა დეპორტაციასა ან ექსტრადიციას მომჩიავანთა დარჩენის რეგულირება ან ის ფაქტი რომ მომჩივანი აღარ იყო დეპორტაციის ან ექსტრადიციის საშიშროების ქვეშ პრინციპის დონეზე იყო “საკმარისი”. ამის მიუხედავად, მომჩივანის “დაზარალებულის” სტატუსი აგრეთვე შეიძლება იყოს დამოკიდებული კომპენსაციის ზომაზე, რომელიც უზრუნველყოფილია ადგილობრივ დონეზე, სადაც ეს შესაფერისია ან თუნდაც იმის შესაძლებლობაზე რომ მოხდეს მოთხოვნა და მიღება კომპენსაციის მიყენებული ზიანისთვის. მოცემული საქმის ერთ-ერთი მახასიათებელი გახლდათ ფართომასშტაბიანი წუხილი ადამიანის უფლებებთან მიმართებაში, რომელიც წარმოიშვა “წაშლის” გამო. მეტიც, ეს სიტუაცია გაგრძელდა თითქმის ოცი წელიწადი. ადამიანის უფლებების დარღვევების აღიარება და მუდმივი საცხოვრებელის უფლების მინიჭება ექვსი მომჩივანისთვის არ წარმოადგენდა “შესაფერის” და “საკმარის” დაკმაყოფილებას მათთვის, იმ ხანგრძლივი დროის გათვალისწინებით, რომლის დროსაც ისინი განიცდინენ დაუცველობას და სამართლებრივი ბუნდოვანებას და “წაშლის” შედეგების სიმძიმეს. მეტიც, არც ერთი მათი მოთხოვნა კომპენსაციაზე ამ დროისთვის არ ყოფილა წარმატებული. კომპენსაციის მიღების პერსპექტივა როგორც ჩანს, გარკვეული დროით, წარმაოდგენდა ძალზედ შორს რათა ჩათვლილიყო რელევანტურად. შესაბამისად, მომჩივანებს, რომლებსაც მიენიჭათ მუდვიმი საცხოვრებლის უფლებები, კვლავ შეეძლო ემტკიცებინათ რომ იყვნენ სავარაუდი დარღვევების “დაზარალებულები”.

დასკვნა: დაზარალებული სტატუსი დადასტურებულია (ერთხმად).

მუხლი 8: “წაშლა” და მასთან დაკავშირებულ მოქმედებებს ქონდათ უარყოფითი ეფექტი მომჩივანებზე და აღნიშნული ეფექტი კვლავ გრძელდება, რაც წარმოადგენს ჩარევას მათ პირად და ოჯახურ ცხოვრებაში. მომჩივანთა სახელების რეესტრიდან “წაშლა”, 25,000 ყოფილი იუგოსლავიის სხვა მოქალაქეების სახელებთან გამოიწვია დამოუკიდებელი კანონმდებლობის ორმა დებულებამ ერთად. ორი შესაბამისი სამართლებრივი ინსტრუმენტი ხელმისაწვდომი იყო ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის. მიუხედავად ამისა, მომჩივანებს გონივრულად არ შეიძლება ქონოდათ მოლოდინი რომ მათი, როგორც უცხოელების სტატუს შეიძლება უკანონოდ გაეხადა მათი ცხოვრება სლოვენიის ტერიტორიაზე და გამოიწვევდა ისეთ ექსტრემალურ ღონისძიებას, როგორიცაა “წაშლა”. მეტიც, “წაშლა” განხორციელდა ავტომატურად და წინასწარი შეტყობინების გარეშე და მომჩივანებს არ მიეცათ შესაძლებლობა გაესაჩივრებინათ იგი კომპოტენტური ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების წინაში ან მიეცათ ახსნა თუ რატომ არ მიმართეს სლოვენიის მოქალაქეობისთვის. ამასთან ერთად, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა რომ “წაშლილთა” სახელების გადატანას მუდმივად მაცხოვრებელთა რეესტრიდან საცხოვრებლის უფლების არ მქონე უცხოელების რეესტრში არ ქონდა რაიმე საფუძველი ადგილობრივ კანონმდებლობაში. ბოლოს, არსებობდა სამართლებრივი ვაკუუმი იმ პერიოდში მოქმედ კანონმდებობაში, რადგან სახეზე არ გვქონდა რაიმე პროცედურა რომლის მეშვეობითაც მომჩივანებს შეეძლოთ მიემართად მუდმივ საცხოვრებლის უფლებისათვის. რელავნტურ საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ პრაქტიკას აკლდათ მოთხოვნილი სტანდარტები განჭვრეტადობისა და ხელმისაწვდომობის. უნდა იქნეს აღიარებული რომ იურიდიული სტატუსის კანონი მიღებულ იქნა რათა დაერეგულირებინა “წაშლილთა” სიტუაცია. თუმცა, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა რომ ამ აქტის გარკვეული დებულებები იყო არაკონსტიტუციური და მას დასჭირდა შვიდ წელიწადზე მეტი რათა მიეღო ეს გადაწყვეტილება დაადგინა რა ზოგადი ღონისძიებები, რომლებიც უნდა შესრულებულიყო. მან აგრეთვე დაადგინა რომ როგორც მინიმუმ 2010 წლამდე ადგილობრივმა სამართლებრივმა სისტემამ ვერ უზრუნველყო დაერეგულირებინა ნათლად “წაშლის” შედეგები და ბინადრობის სტატუსი იმ პირების რომლებიც გახდნენ მისი ობიექტები. შესაბამისად, მომჩივანებს არა მარტო არ შეეძლოთ განეჭვრიტად ის ღონისძიებები რომლებიც მათ გაასაჩივრეს, არამედ მათ აგრეთვე არ ქონდათ საშუალება წარმოედგინათ ის გავლენა რასაც ისინი იქონიებდნენ მის პირად ან/და ოჯახურ ცხოვრებაზე. შესაბამისად, განხილული ჩარევა არ გახლდათ კანონის შესაბამისი.

ამასთან ერთად, მოცემული საქმის ფაქტიური გარემოებების გათვალისწინებით სასამართლომ აგრეთვე მიიჩნია აუცილებლად განეხილა რამდენად მოცემული ჩარევა ემსახურებოდა კანონიერ მიზანს და იყო პროპორციული მასთან მიმართებაში. დამოუკიდებლობის კანონმდებლობის მიზანი და ის ღონისძიებები რომლებიც მიღებულ იქნა მომჩივანების მიმართ არ შეიძლება გაიმიჯნოს ყოფილი იუგოსლავიის დაშლის კონტექსტიდან, 1991 წლის სლოვენიის დამოუკიდებლობისაგან და და ეფექტური პოლიტიკური დემოკრატიის დაფუძნებისგან, რაც გულისხმობდა “სლოვენიის მოქალაქეების კორპუსის” ჩამოყალიბებას საპარლაქმენტო არჩევნებისათვის. ხელისუფლების ორგანოებს მიზანი ქონდათ შეექმნათ “სლოვენიის მოქალაქეების კორპუსი” და დაეცვათ ქვეყნის ნაციონალური უსაფრთხოების ინტერესები, ლეგიტიმური მიზანი კონვენციის მე-8 მუხლის მე-2 ნაწილის მიზნებისათვის. ამასთან ერთად, ის თუ რამდენად განხილული ღონისძიებები იყო პროპორციული, სამართლებრივი ვაკუუმმა დამოუკიდებლობის კანონმდებლობაში წაართვა მომჩივანებს მათი ლეგალური სტატუსი, რაც ადრე საშუალებას აძლევდა მათ ფარტო უფლებებისადმი ხელმისავწდომობას. უცხოელს, რომელიც კანონიერად ცხოვრობს ქვეყანაში შეიძლება ქონდეს სურვილი გააგრძელოს ცხოვრება ქვეყანაში მოქალაქეობის მიღების გარეშე. თუმცა, სლოვენიის კანონმდებლობამ არ გაითვლისწინა დებულებები, რომლებიც საშუალებას მისცმედა ყოფილი იუგოსლავიის მოქალაქეებს რომლებსაც ქონდათ სხვა რესპუბლიკის მოქალაქეობა დაერეგულირებინათ მათი საცხოვრებელი სტატუსი თუ ისინი გადაწყვეტდნენ არ მიეღოთ სლოვენიის მოქალაქეობა ან არ მიუმართავთ ამისთვის. მსგავსი დებულებები არ გააუფასურებდნენ კანონიერ მიზანს. შესაბამისად, ღონისძიებები რომლებიც გასაჩივრდა არ ყოფილა არც კანონთან შესაბამისი და არც აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონიერი მიზნის მისაღწევად ეროვნული საუფრთხოების დასაცავად.

დასკვნა: დარღვევა (ერთხმად)

მე-8 მუხლთან ერთად განხილული მე-14 მუხლი: ადგილი ქონდა განსხვავებულ მოპყრობას ორ ჯგუფს შორის – “რეალური” უცხოელები და სლოვენიის გარდა ყოფილი იუგოსლავიის სხვა რესპუბლიკების მოქალაქეები – რომლებიც იყვნენ მსგავს სიტუაციაში საცოვრებელთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებაში. მოპყრობის მოცემულმა გასხვავებამ, რომელიც დაფუძნებული იყო მოქალაქეობაზე, დააკისრა არაპროპორციული და გადამეტებული ტვირთი ყოფილი იუგოსლავიის მოქალაქეებზე.

დასკვნა: დარღვევა (ერთხმად).

სასამართლომ აგრეთვე დაადგინა მე-8 მუხლთან ერთად განხილული მე-13 მუხლის დარღვევა.

მუხლი 46: რაიმე დამკვიდრებული ადგილობრივი პრაქტიკის არ არსებობის პირობებში, ნაადრევი იქნება ამ ეტაპზე იმის განხილვა თუ რამდენად მთავრობის მიერ გატარებულ რეფორმებს და გარკვეულ ნაბიჯებს ქონდათ დაკმაყოფილების შედეგი საცოვრებლის სტატუსთან დაკავშირებით “წაშლილებისთვის”. ნებისმიერ შემთხვევაში, “წაშლილთა” მთელ კატეგორიას არ ეძლეოდა შესაძლებლობა მიეღოთ კომპენსაცია მათი ფუნდამენტური უფლებების დარღვევისათვის. მეტიც, გასაჩივრებული სიტუაციის გაანალიზება სცდება მარტო მომჩივანების ინტერესებს და მოითხოვს საქმის განხილვას აგრეთვე გასატარებელი ზოგადი ღონისძიებების პერსპექტივიდან რომლებიც უნდა განხორციელდეს სხვა პოტენციურად შემხებლობაში მყოფი პირების ინტერესების გათვალისწინებით. მოცემული საქმე შესაბამისად ექვემდებარება საპოლოტო გადაწყვეტილების მიღების პროცედურას. მხოლოდ მცირე მსგავსი საჩივრები წარდგენილი “წაშლილი” პირების არის ამჟამად განხილვის პროცესში სასამართლოს წინაშე, მაგრამ სისტემური, სტრუქტურული ან მსგავსი დარღვებების კონტექსტში მათი რაოდენობა ალბათობით გაიზრდება საგრძნობლად. შესაბამისად, მოპასუხე სახელმწიფომ, ერთი წლის ვადაში უნდა შექმნას ად ჰოც ადგილობრივი კომპენსაციის მექანიზმი. ყველა მსგავსი საჩივრის განხილვა შეჩერებულ იქნება მანამ სანამ არ შეიქმნება მოცემული მექანიზმი.

მუხლი 41: 20,000 ევრო მორალური ზიანისთვის მიენიჭოს ექვსი მომჩივანისგან თითოეულს, რომელთა საქმეც მიჩნეულ იქნა დასაშვებად; მატერიალური ზიანისთვის კომპენსაციის საკითხი დამატებით იქნას განხილული.

 

© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (www.coe.int/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან (http://hudoc.echr.coe.int) ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. .

© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012

The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (www.coe.int/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights (http://hudoc.echr.coe.int) or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. .

© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012

Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (www.coe.int/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (http://hudoc.echr.coe.int), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. .
Click here for the Case-Law Information Notes