კოპლანდი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ

(Copland v. the United Kingdom)

საჩივრის ნომერი - 62617/00    PDF

მოპასუხე სახელმწიფო - გაერთიანებული სამეფო

გადაწყვეტილების მიღების თარიღი - 3.4.2007

შედეგი: დაირღვა კონვენციის მე-8 მუხლი

საკვანძო სიტყვები:

(მუხლი მე-8) პირადი  და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება

(მუხლი მე-8-2) ჩარევა

(მუხლი მე-8-2) კანონით გათვალისწინებული

(მუხლი მე-8-2) საჯარო ხელისუფლება

(მუხლი მე-8-1) მიმოწერის პატივისცემა

(მუხლი მე-8-1) პირადი ცხოვრების პატივისცემა

(მუხლი მე-13) სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლება

(მუხლი 41-ე) სამართლიანი დაკმაყოფილება-ზოგადად

 

Ó Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (www.coe.int/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.

Ó Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (www.coe.int/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.

 

საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე #96

აპრილი 2007

კოპლანდი (Copland) გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - 62617/00

გადაწყვეტილება 3.4.2007 [IV სექცია]

მე-8 მუხლი

მუხლი 8.1

მიმოწერის დაცულობა

პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა

სახელმწიფო მოსამსახურეების სატელეფონო, ელექტრონული ფოსტით და ინტერნეტ კომუნიკაციის მონიტორინგი კანონისმიერი საფუძვლის გარეშე: დარღვევა

 

ფაქტები: განმცხადებელი დასაქმებული იყო შემდგომი განათლების კოლეჯში, რექტორის პირად თანაშემწედ. კოლეჯი სახელმწიფოს მიერ მართულ იურიდიულ პირს წარმოადგენდა. 1995 წლიდან განმცხადებელს დაევალა რექტორის მოადგილესთან მუშაობა. რექტორის მოადგილის ინიციატივით განმცხადებლის სატელეფონო, ელექტრონული ფოსტით და ინტერნეტ კომუნიკაცია დაექვემდებარა მონიტორინგს.სახელმწიფოს განმარტებით, ეს ხდებოდა მხოლოდ იმაში დასარწმუნებლად, რომ განმცხადებელი ზედმეტად არ იყენებდა კოლეჯის საკუთრებას პირადი მიზნებისთვის. მისი სატელეფონო საუბრების მონიტორინგი მდგომარეობდა შემდეგში: მოწმდებოდა კოლეჯის სატელეფონო ქვითრები, სადაც ფიქსირდებოდა ადრესატების ნომრები, თარიღი, დრო და სატელეფონო საუბრის ხანგრძლივობა და ღირებულება. ინტერნეტით სარგებლობაზე მონიტორინგისას ფიქსირდებოდა ვებ-გვერდები, რომლებსაც განმცხადებელი ეწვია, ვებ-გვერდებზე ყოფნის თარიღი და ხანგრძლივობა. ხოლო ელექტრონული ფოსტის მონიტორინგისას ხდებოდა ელექტრონული მიმოწერის ადრესატების მისამართების, თარიღისა და დროის ანალიზი. განსახილველ დროს კოლეჯს არ ქონდა მონიტორინგის პოლიტიკა. ინგლისური კანონმდებლობაში არც პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობაზე ზოგადი უფლება არსებობდა, თუმცა შემოღებულ იქნა კანონმდებლობა კომუნიკაციისმოსმენისმოწესრიგების შესახებ, რომლითაც განისაზღვრა ის გარემოებები, რომელთა არსებობისას დამსაქმებელი უფლებამოსილი იყო განეხორციელებინა დასაქმებულთა კომუნიკაციის ჩაწერა ან მონიტორინგი მათი თანხმობის გარეშე.

კანონმდებლობა: კოლეჯი საჯარო დაწესებულება იყო, რომლის ქმედებებზე კონვენციის მიზნებისთვის სახელმწიფო იყო პასუხისმგებელი. შესაბამისად, დადგა სახელმწიფოს ნეგატიური ვალდებულების საკითხი, არ ჩარეულიყო განმცხადებლის პირადი ცხოვრებისა და კორესპონდენციის ხელშეუხებლობაში.

პირადი ცხოვრების ფარგლები – სამუშაო ადგილიდან განხორციელებული სატელეფონო ზარები prima facie„ პირადი ცხოვრებისა“ და „მიმოწერის“ ცნებაში ექცევა. აქედან ლოგიკურად გამომდინარეობს, რომ სამუშაო ადგილიდან გაგზავნილი ელექტრონული ფოსტაც ანალოგიურად უნდა იყოს დაცული და ასევე, ინტერნეტით სარგებლობის მონიტორინგის შედეგად მიღებული ინფორმაცია. განმცხადებელი არ გაუფრთხილებიათ მისი სატელეფონო ზარების მონიტორინგის შესახებ და შესაბამისად, მას ქონდა სამსახურებრივი ტელეფონიდან განხორციელებული ზარების დაცულობაზე გონივრული მოლოდინი. ანალოგიური მოლოდინი ვრცელდებოდა მის ელექტრონულ მიმოწერაზე და ინტერნეტით სარგებლობაზე.

ჩარევა – თვით ის ფაქტი, რომ კოლეჯს შეეძლო ინფორმაციის მოპოვება სატელეფონო ქვითრების სახით, არ წარმოადგენდა ჩარევის დადგენის წინაღობას. არც ის არგუმენტი იყო რელევანტური, რომ ეს არ იყო ცნობილი მესამე პირებისთვის ან გამოყენებული განმცხადებლის წინააღმდეგ დისციპლინური ან სხვა რეაგირების საფუძვლად. განმცხადებლის მიერ ტელეფონით, ელექტრონული მიმოწერითა და ინტერნეტით სარგებლობის შესახებ პირადი ინფორმაცის შეგროვება და შენახვა მისთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე წარმოადგენდა მისი პირადი ცხოვრებისა და კორესპონდენციისხელშეუხებლობაში ჩარევას.

კანონის შესაბამისად” – განჭვრეტადობის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად კანონი უნდა იყოს საკმარისად ნათელი, რათა ცალკეულ პირებს მისცეს ადეკვატური მინიშნება იმ გარემოებებზე და პირობებზე, რომელთა არსებობისას სახელმწიფო უწყება უფლებამოსილია, გამოიყენოს კონკრეტული ზომა. სახელმწიფოს არგუმენტაცია იმის შესახებ, რომ კოლეჯი კანონით მისთვის მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილი იყო მიეღო „ყველა აუცილებელი ზომა“ უმაღლესი და შემდგომი განათლების უზრუნველსაყოფად, არ აღმოჩნდა დამაჯერებელი.უფრო მეტიც, არ წარმოდგენილა განსახილველ დროს მოქმედი რომელიმე ნორმა ზოგადი ეროვნული კანონმდებლობიდან, ან კოლეჯში მოქმედი წესები, რომლებიც განსაზღვრავდა იმ გარემოებებს, რომელთა არსებობისას დამსაქმებელი უფლებამოსილი ხდებოდა, განეხორციელებინა დასაქმებულთა ტელეფონით, ელექტრონული ფოსტითა და ინტერნეტის სარგებლობის მონიტორინგი. თუმცა იმ საკითხის ღიად დატოვებით, სამუშაო ადგილზე დასაქმებულთა ტელეფონით, ელექტრონული ფოსტით ან ინტერნეტით სარგებლობის მონიტორინგი იყო თუ არა „აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში“ კონკრეტულ ვითარებაში ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად, სასამართლომ დაასკვნა, რომ განსახილველ დროს მონიტორინგის მარეგულირებელი რაიმე ეროვნული კანონმდებლობის არ არსებობის პირობებში ჩარევა არ განხორციელდა „კანონის შესაბამისად“.

დადგენილება: დარღვევა (ერთხმად).

41-ე მუხლის - 3000 ევრო არამატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად.