დ. და სხვები ბელგიის წინააღმდეგ

D. and Others v. Belgium (dec.)

საჩივრის ნომერი  -  29176/13

მოპასუხე სახელმწიფო    -   ბელგია

გადაწყვეტილების მიღების თარიღი  -   08/07/2014

შედეგი: ნაწილობრივ დაუშვებელი

არამატერიალური ზიანი 

მატერიალური ზიანი

განსხვავებული აზრი: არა

 

საკვანძო სიტყვები:

(მუხლი 3) წამების აკრძალვა

(მუხლი 6) უფლება სამართლიან სასამართლოზე

(მუხლი 13) ეფექტიანი შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი დაცვის საშუალების უფლება

(მუხლი 35) დასაშვებობის კრიტერიუმი

(მუხლი 37) საჩივრების სიიდან ამორიცხვა


 

Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.

 

Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (www.supremecourt.ge).Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.

 

საინფორმაციო ბარათი სასამართლოს პრეცედენტზე No. 177

აგვისტო - სექტემბერი 2014

დ. და სხვები ბელგიის წინააღმდეგ (განჩინება) - 29176/13

გადაწყვეტილება 8.7.2014 [II სექცია]

მუხლი 8

მუხლი 8-1

ოჯახური ცხოვრების პატივისცემა

უარი მომჩივანებისათვის სამგზავრო დოკუმენტაციით უზრუნველყოფაზე,  რომელიც სუროგაციის შეთანხმების შედეგად საზღვარგარეთ დაბადებულ მათ შვილს საშუალებას მისცემდა მშობლებთან  ერთად გამგზავრებულიყო მათი წარმოშობის ქვეყანაში - დაუშვებლი

ფაქტები – ა. დაიბადა 2013 წლის 26 თებერვალს სუროგაციის შესახებ შეთანხმების შედეგად. 2013 წლის 31 ივლისს ბრიუსელის სააპელაციო სასამართლომ მხარი დაუჭირა მომჩივნების საჩივარს, რომელიც შესაბამისი ბელგიური ორგანოების მხრიდან ა.-ს სახელზე სამგზავრო დოკუმენტაციის გაცემაზე უარს ეხებოდა, იმის გათვალისწინებით, რომ იმ ეტაპისთვის მათ (სათანადო ორგანოებმა) დაადგინეს, რომ პირველი მომჩივანი იყო ა.-ს ბიოლოგიური მამა და ა.-ს დაბადების გარემოებებთან დაკავშირებით შესაბამისი ორგანოების მხრიდან გამოხატული შეშფოთების მიზეზები - საჯარო წესრიგი - უკვე აღარ არსებობდა., სასამართლომ  დაავალა ბელგიის სახელმწიფოს პირველი მომჩივანისთვის გაეცა შესაბამისი დოკუმენტი, რომელზეც აისახებოდა ა.-ს სახელი, რათა ამ უკანასკნელს ბელგიაში, პირველ მომჩივანთან გამგზავრება შეძლებოდა. ა. ბელგიაში მომჩივნებთან 2013 წლის 6 აგვისტოს ჩავიდა. კონვენციის მე-8 მუხლიდან გამომდინარე მომჩივნები ევროპული სასამართლოს წინაშე ამტკიცებდნენ,  inter alia, რომ ბელგიის სახელმწიფო ორგანოების მიერ სამგზავრო დოკუმენტაციის გაცემაზე უარის შედეგად ბავშვთან განცალკევებამ გაამწვავა ურთიერთობა მშობლებსა და ჩვილს შორის, რომელიც სულ რაღაც რამდენიმე კვირის იყო.

სამართალი – მუხლი 8: ეს მუხლი გამოიყენებოდა ყველგან, სადაც არსებობდა de facto ოჯახური კავშირები. მართალია, მომჩივნები განცალკევებულ იქნენ ბავშვისგან მხედველობაში მისაღები პერიოდის განმავლობაში, დაგეგმილი ოჯახური ცხოვრება არ ხვდება მთლიანად მე-8 მუხლის ფარგლებს მიღმა. სადავო არ იყო, რომ მომჩივნებს,  როგორც ბავშვის მშობლებს,  სურდათ მასზე ზრუნვა მისი დაბადებიდანვე და რომ მათ გადადგეს ნაბიჯები ქმედითი ოჯახური ცხოვრებისთვის. მას შემდეგ, რაც ა. ბელგიაში ჩავიდა, ის და მომჩივნები ერთად  ცხოვრობდნენ იმგვარად, რომ იგი არ განირჩეოდა ,,ოჯახური ცხოვრების’’ ტრადიციული ცნებისგან. შესაბამისად, მე-8 მუხლი იყო გამოყენებადი.

ბავშვისთვის სამგზავრო დოკუმენტაციის გაცემაზე ბელგიის სახელმწიფო ორგანოების უარი, რომელმაც გამოიწვია ბავშვისა და მომჩივანთა ეფექტიანი განცალკევება, წარმოადგენდა მომჩივნების ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებაში ჩარევას. ჩარევა გათვალისწინებული იყო კანონმდებლობით და ატარებდა სხვადასხვა ლეგიტიმურ მიზანს, კერძოდ - ტრეფიკინგისგან პრევენცია, სხვათა უფლებების დაცვა, ამ შემთხვევაში კი სუროგატი დედის და გარკვეულწილად ა.-ს უფლებების დაცვაც.

მომჩივნები და ბავშვი განცალკევებულნი იყვნენ 3 თვისა და 12 დღის განმავლობაში, რა დროშიც, მომჩივნებმა უკრაინაში არანაკლებ ორი ერთკვირიანი ვიზიტი განახორციელეს. საქმის გადაუდებელი წარმოება გაგრძელდა 4 თვე და 12 დღე. ეს მდგომარეობა რთული უნდა ყოფილიყო მომჩივანთათვის, რომლებიც შესაძლოა განიცდიდნენ ტანჯვასა და ტკივილს, ან დარდსაც კი, რაც არ იყო სარგებლის მომტანი მომჩივანთა და ა.-ს შორის ოჯახური კავშირების შენარჩუნებისთვის. ბავშვის ფსიქოლოგიური განვითარებისთვის თანაბრად მნიშვნელოვანი იყო ერთ ან რამდენიმე პირთან კონტაქტი, რომლებიც მისთვის ახლობლებს წარმოადგენდნენ, განსაკუთრებით კი მისი ცხოვრების პირველ თვეებში.

მიუხედავად ამისა, საქმის გარემოებების გათვალისწინებით, არც საქმის გადაუდებელი წარმოება და არც მომჩივნების ა.-სგან რეალური განცალკევება არ შეიძლება ჩაითვალოს, რომ იყო არაგონივრულად ხანგრძლივი. კონვენცია ვერ დაავალდებულებდა სახელმწიფოებს ნებართვა გაეცათ მათ ტერიტორიაზე იმ ბავშვების დაშვებაზე, რომლებიც სუროგატი დედისგან გაჩნდნენ, შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მხრიდან წინასწარი სამართლებრივი შემოწმების გარეშე. ამას გარდა, მომჩივნებს შეეძლოთ გონივრულად განეჭვრიტათ, რომ ოჯახური ურთიერთობების აღიარების პროცედურა და ბავშვის ბელგიაში ჩაყვანა აუცილებლად მოითხოვდა გარკვეულ დროს. ასევე, ბელგიის სახელმწიფოს ვერ დაეკისრება პასუხისმგებლობა იმ სიძნელეებისთვის, რომლებსაც მომჩივნები უკრაინაში შედარებით დიდი ხნით ყოფნის გამო წააწყდნენ ან მთლიანად იმ პერიოდისთვის, რომელიც ბელგიის სასამართლოების საქმის განხილვისთვის დასჭირდათ. დასასრულ, სამგზავრო დოკუმენტის მისაღებად დახარჯული დროისთვის პასუხისმგებლობა, ნაწილობრივ მაინც, მომჩივნებს ეკისრებოდათ, იქიდან გამომდინარე, რომ მათ პირველ ინსტანციაში არ წარადგინეს საკმარისი მტკიცებულებები, რათა თავიდანავე დაემტკიცებინათ ა.-სთან ბიოლოგიური კავშირები. ამდენად, 2013 წლის 31 ივლისამდე ა.-ს  ბელგიის ტერიტორიაზე შესვლასთან დაკავშირებული უარი, არ სცდებოდა ბელგიის სახელმწიფოსთვის კონვენციით მინიჭებულ შეფასების ზღვარს.

დასკვნა: დაუშვებელი (აშკარად უსაფუძვლო).

 

© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.

იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბარათები  Case-Law Information Notes