ნეულინგერი და შურუკი შვეიცარიის წინააღმდეგ
(Neulinger and Shuruk v. Switzerland)
საჩივრის ნომერი - 41615/07 PDF
მოპასუხე სახელმწიფო - შვეიცარია
გადაწყვეტილების მიღების თარიღი - 06/07/2010
შედეგი: დაირღვა კონვენციის მე-8 მუხლი (ფედერალური სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შემთხვევაში)
განსხვავებული აზრი: კი
საკვანძო სიტყვები:
პროპორციულობა
(მუხლი 8) პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება
(მუხლი 8-2) აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში
(მუხლი 8-2) სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა
(მუხლი 8-2) კანონით გათვალისწინებული
(მუხლი 8-1) ოჯახური ცხოვრების პატივისცემა
(მუხლი 41) სამართლიანი დაკმაყოფილება-{ზოგადი}
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012 წელი. თარგმანი მომზადებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მიზნობრივი ფონდის მიერ (www.coe.int/humanrightstrustfund). თარგმანი არ ავალდებულებს სასამართლოს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ სრული მითითება საავტორო უფლების შესახებ დოკუმენტის ბოლოს.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012 [or subsequent year]. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (www.coe.int/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012 [ou année suivante]. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (www.coe.int/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო ბარათი სასამართლოს პრეცედენტულ საქმეზე #132
2010 წლის ივლისი
ნეულინგერი და შურუკი შვეიცარიის წინააღმდეგ - 41615/07
გადაწყვეტილება 6.7.2010 (GC)
მუხლი 8
მუხლი 8-1
ოჯახური ცხოვრების პატივისცემა
ბავშვის დედასთან ერთად დაბრუნება მამის საცხოვრებელ ქვეყანაში საიდანაც მისი გაყვანა არაკანონიერად მოხდა: იძულებითი დაბრუნება წარმოადგენს დარღვევას
ფაქტები – პირველი მომჩივანია, შვეიცარიის მოქალაქე, მცხოვრები ისრაელში, სადაც ის დაოჯახდა და ეყოლა ვაჟიშვილი. როდესაც მას გაუჩნდა იმის შიში, რომ მისი შვილი (მეორე მომჩივანი) მამის მიერ იძულებით იქნებოდა გაწევრიანებული ულტრა ორთოდოქსულ საზოგადოებაში, რომელიც ცნობილი იყო ადამიანების მათ რწმენაში გაწევრიანების გულმოდგინე მცდელობით, საოჯახო სასამართლომ აკრძალა ბავშვის ისრაელიდან გაყვანა მისი სრულწლოვნების ასაკის მიღწევამდე. პირველ მომჩივანს მიენიჭა დროებითი მეურვეობა და ორივე მშობლებს ერთად უნდა განეხორციელებინათ მშობლის მზრუნველობა ბავშვზე. საბოლოოდ მამის ბავშვთან ურთიერთობა შეიზღუდა მისი მხრიდან განხორციელებული მუქარის გამო. მშობლები გაცილდნენ და პირველმა მომჩივანმა დატოვა ისრაელი ფარულად და შვილთან ერთად წავიდა შევიცარიაში. ბოლო ინსტანციაში, შევიცარიის ფედერალურმა სასამართლომ პირველ მომჩივანს ბავშვის ისრაელში დაბრუნებაზე მიუთითა.
2009 წლის 8 იანვრის პალატის გადაწყვეტილებით, ევროპის სასამართლომ ოთხი ხმით სამის წინააღმდეგ გადაწყვეტილებით დაადგინა რომ კონვენციის მე-8-ე მუხლის დარღვევას არ ჰქონია ადგილი (იხილეთ საინფორმაციო ბარათი #120)
კანონი – მუხლი 8: ეროვნული სასამართლოების და ექსპერტების მოსაზრებით, ბავშვის ისრაელში დაბრუნება შესაძლებელი იყო მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მას დედა თან გაჰყვებოდა. სადაო ღონისძიება განიხილებოდა სახელმწიფოსთვის მსაგვს საქმეზე მინიჭებული თავისუფალი შეფასების ფარგლებით. მიუხედავად ამისა, მე-8-ე მუხლთან შესაბამისობის დასადგენად, ასევე საჭირო იყო ყველა იმ სიახლის გათვალისწინება რასაც ადგილი ჰქონდა ფედერალური სასამართლოს მიერ ბავშვის დაბრუნების თაობაზე გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ. სასამართლომ დაადგიან რომ ამ საკითხზე მას შეეძლო ემოქმედა მის მიერ უცხოელების გაძევების თაობაზე დადგენილი პრეცედენტული სამართლის საფუძველზე და კრიტერიუმით რომლითაც უნდა მომხდარიყო გაძევების პროპროციულობის შეფასება არასრულწლოვნის შემთხვევაში, რომელიც ცხოვრობდა მასპინძელ (ადგილსამყოფელ) სახელმწიფოში. მოცემულ საქმეში, ბავშვი იყო შვეიცარიის მოქალაქე და კარგად მოეწყო იმ ქვეყანაში სადაც ის ხანგრძლივად ცხოვრობდა დაახლოებით 4 წლის განმავლობაში. მიუხედავად იმისა რომ ის იყო იმ ასაკში (შვიდი წლის) როდესაც მას აქვს საკმარისი შესაძლებლობა გარემოსთან ადაპტაციის, მისი ქვეყნიდან კვლავ გასვლამ (ამოძირკვა) შესაძლოა იქონიოს სერიოზული გავლენა მასზე და საჭიროა ამის განხილვა იმ სარგებელთან მიმართებით რაც შეიძლება მან მიიღოს ამ მოქმედებით. ამ შემთხვევაში, აღსანიშნავია ის გარემოება რომ მამის ბავშვის მონახულების და მასთან ურთიერთობის უფლებებზე შეზღუდვები იყო დაწესებული. ამის შემდეგ მამა ორჯერ დაოჯახდა და შეეძინა შვილი მაგრამ ქალიშვილზე მზრუნველობისთვის საჭირო თანხას არ იხდიდა. სასამართლოს ეჭვი ეპარება, რომ მსგავსი გარემოებები ემასახურება ბავშვის კეთილდღეობას და განვითარებას. რაც შეეხება დედას, მისმა ისრაელში დაბრუნებამ შესაძლოა წარმოშვას საფრთხე მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელების და პატიმრობის. აშკარაა რომ ესეთი მდგომარეობა არ იქნება ბავშვის საუკეთესო ინტერესებისთვის სასარგებლო ვინაიდან დედა არის ერთადერთი პირი ვისთანაც ბავშვს აქვს კავშირი. დედის უარი ისრაელში დაბრუნებაზე არ არის უსაფუძვლო და გაუმართლებელი. იმ შემთხვევაშიც კი თუ დედა დათანხმდებოდა ისრაელში დაბრუნებას, მამის ბავშვზე მზრუნველობის უნარი დედის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელების და მისი შესაძლო პატიმრობის შემთხვევაში ეჭვის ქვეშ დადგეს მისი წარსული საქციელიდან და შეზღუდული შესაძლებლობიდან გამომდინარე. ამასთანავე მამას არასდროს უცხოვრია ბავშვთან ერთად მარტო და არ უნახავს იგი ბავშვის ისრაელიდან 2 წლის ასაკში გამგზავრების შემდეგ. ამიტომ სასამართლო ვერ დარწმუნდა რომ ისრაელში დაბრუნება წარმოადგენს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. რაც შეეხება დედას, ამ ქმედებით მოხდება მისი ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებაში არათანაზომიერი ჩარევა. შედეგად მოხდება მე-8-ე მუხლის დარღვევა ორივე მომჩივანის მიმართ იმ შემთხვევაში თუ მეორე მომჩივანის ისრაელში დაბრუნება აღსრულდება.
დასკვნა: დარღვევა (თექვსმეტი ხმა ერთის წინააღმდეგ)
მუხლი 41: უფლების დარღვევის დადგენა წარმოადგენს საკმარის სამართლიან დაკმაყოფილებას ნებისმიერი სახის მორალურ ზიანთან მიმართებით.