ა.ბ. და გ. ირლანდიის წინააღმდეგ

A, B and C v. Ireland [GC]

საჩივრის ნომერი - 25579/05    PDF

მოპასუხე სახელმწიფო - ირლანდია

გადაწყვეტილების მიღების თარღი - 16/12/2010

შედეგი: წინასწარი განაცხადი გაერთიანდა არგუმენტებთან და დაუშვებლად გამოცხადდა (შიდასახელმწიფოებრივი საშუალებების ამოუწურავობა),

არ დარღვეულა კონვენციის მე-8 მუხლი,

დაირღვა კონვენციის მე-8 მუხლი,

არამატერიალური ზიანი - ანაზღაურება

განსხვავებული აზრი: კი


საკვანძო სიტყვები:

(მუხლი 35) დასაშვებობის კრიტერიუმი

(მუხლი 35-1) შიდასახელმწიფოებრივი საშუალებების ამოწურვა

(მუხლი 8) პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება

(მუხლი 8-1) პირადი ცხოვრების პატივისცემა

(მუხლი 8-2) ჩარევა

(მუხლი 8-2) აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში

(მუხლი 8-2) მორალის დაცვა

(მუხლი 8-2) კანონით გათვალისწინებული

შეფასების ზღვარი

პოზიტიური ვალდებულებები

პროპორციულობა

(მუხლი 41) სამართლიანი დაკმაყოფილება-{ზოგადი}

© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012 წელი. თარგმანი მომზადებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მიზნობრივი ფონდის მიერ (www.coe.int/humanrightstrustfund). თარგმანი არ ავალდებულებს სასამართლოს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ სრული მითითება საავტორო უფლების შესახებ დოკუმენტის ბოლოს.

© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012 [or subsequent year]. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (www.coe.int/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.

© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012 [ou année suivante]. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (www.coe.int/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.

საინფორმაციო ბარათი სასამართლოს პრეცედენტულ საქმეზე #136
2010 წლის დეკემბერი

ა.ბ. და გ ირლანდიის წინააღმდეგ - 25579/05
გადაწყვეტილება 16.12.2010 (GC)

მუხლი 8

მუხლი 8-1
პირადი ცხოვრების პატივისცემა

ირლანდიაში აბორტზე შეზღუდვები: დარღვევა; არ არის დარღვევა

ფაქტები – ირლანდიის სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე და 59-ე ნაწილებით აბორტი აკრძალულია 1861 წლის კანონის მიხედვით პირის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ფარგლებში. 1983 წელს ჩატარდა რეფერენდუმი რომლის შედეგადაც მიღებულ იქნა მუხლი 40.3.3. ირლანდიის კონსტიტუციაში (მერვე ცვლილება) სადაც სახელწმიფომ აღიარა ჯერ კიდევ არ დაბადებული ბავშვის სიცოცხლის უფლება, ასევე დედის სიცოცხლის თანაბარი უფლება და დედის პატივისცემა გარანტირებული ეროვნული კანონმდებლობით. ამ დებულების განმარტება მოხდა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით X საქმეზე 1992 წელს და განისაზღვრა რომ აბორტი ირლანდიაში კანონიერია თუ არსებობს რეალური და არსებითი რისკი დედის სიცოცხლისთვის რომელიც შეიძლება მხოლოდ თავიდან იქნას არიდებული ორსულობის შეწყვეტით. უზენაესმა სასამართლომ მაშინ მიუთითა რომ სამწუხარო იყო რომ კანონმდებელმა არ მიიღოკანონი რომელიც დაარეგულირებდა კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას. 1992 წლის რეფერენდუმმა გამოიწვია მესამეტე და მეთოთხმეტე შესწორება კონსტიტუციის, რომელმაც მოხსნა აკრძალვა ადრე არსებულ შეზღუდვაზე აბორტის მიზნით საზვარგარეთ წასვლაზე და დაუშვა ინფორმაციის გავრცელება ირლანდიაში საზღვარგარეთ კანონიერად არსებულ აბორტების საშუალებებზე.

სამივე მომჩივანი არის ირლანდიის მაცხოვრებელი, დაუგეგმავად დაორსულდნენ და გადაწყვიტეს აბორტის გაკეთება ვინაიდან მათ მიიჩნიეს რომ მათი პირადი მდგომარეობა არ აძლევდა მათ საშუალებას ორსულობის დასრულების. პირველი მომჩივანი იყო უმუშევარი, მარტოხელა დედა რომლის ოთხი შვილი იზრდებოდა ბავშვთა სახლში და მას ეშინოდა რომ კიდევ ერთი ბავშვის ყოლა ეჭვის ქვეშ დააყენებდა მის შანსებს დაებრუნებინა შვილებზე მეურვეობა მას შემდეგ რაც ის შეძლებდა ალკოჰოლზე დამოკიდებულების პრობლემის მოგვარებას. მეორე მომჩივანს არ სურდა მარტოხელა დედა ყოფილიყო. ამასთანავე მან მიიღო სამედიცინო კონსულტაცია იმის თაობაზე რომ მისთვის გარე ორსულობის რისკი არსებობდა რომელიც გაქარწყლდა აბორტის გაკეთებამდე. მესამე მომჩივანი იყო სიმსივნის მქონე პაციენტი რემისიის სტადიაზე რომელმაც ვერ ნახა ექიმი რომელიც შეძლებდა რჩევის მიცემას იმის თაობაზე ორსულობა იყო თუ არა სარისკო მისი სიცოცხლისთვის თუ ის გადაწყვეტდა ორსულობის გაგრძელებას ან რა გავლენა შესაძლოა ქონოდა სამედიცინო ტესტებს ნაყოფზე რომელიც მან გაიკეთა იქამდე სანამ დაადგენდა ორსრულობის ფაქტს. ირლანდიაში მოქმედი შეზღუდვების გამო სამივე მომჩივანი იძულებული იყო მიემართათ კერძო კლინიკისთვის ინგლისში რაც მისთვის არასაჭირო ხარჯს წარმოადგენდა და იყო რთული და ტრამვული პროცესი. პირველი მომჩივანი იძულებული იყო ფული ესესხა მევახშისგან, მაშინ როდესაც მესამე მომჩივანი, მიუხედავად იმისა რომ ორსულობის საწყის ეტაპზე იყო, იძულებული იყო მოეცადა რვა კვირა ქირურგიული აბორტისთვის ვინაიდან მან ვერ შეძლო ისეთი კლინიკის მოძიება სადაც მას არა მოქალაქეს სამედიცინო აბორტს გაუკეთებდნენ (წამლით გამოწვეული აბორტი) შემდგომი დაკვირვების აუცილებლობის გამო. სამივე მომჩივანს გარკვეული ჩივილები ჰქონდათ ირლანდიაში დაბრუნების შემდეგ მაგრამ მათ ექიმისთვის არ მიუმართავთ აბორტზე არსებული შეზღუდვების შიშის გამო.

ევროპული სასამართლოსადმი წარდგენილ სარჩელში პირველი და მეორე მომჩივანი გამოთქვამდნენ პრეტენზიას რომ მათ არ ჰქონდათ ირლანდიაში აბორტის გაკეთების საშუალება ვინაიდან ირლანდიული კანონმდებლობით არ იყო დაშვებული აბორტის გაკეთება ჯანმრთელობის და/ან კეთილდღეობიდან გამომდინარე არამედ მხოლოდ მაშინ როდესაც არსებობდა დადგენილი რისკი დედის სიცოცხლისთვის. მესამე მომჩივანი კი ჩიოდა რომ მიუხედავად იმისა რომ მას სწამდა რომ ორსულობას შეეძლო ზიანი მიეყენებინა მისი ჯანმრთელობისთვის და საფრთხის ქვეშ დაეყენებინა მისი სიცოცხლე არ არსებობდა კანონი ან პროცედურა რომლითაც ის დაადგენდა ამას და ამით თავიდან აირიდებდა სისხლის სამართლებრივ დევნას თუ ირლანდიაში გაიკეთებდა აბორტს.    

კანონი – მუხლი 8: მაშინ როდესაც მუხლი 8 ვერ იქნება განმარტებული როგორც აბორტის უფლების მიმნიჭებელი მუხლი, პირველი და მეორე მომჩივანის უუნარობა გაეკეთებინათ აბორტი ირლანდიაში ჯანმრთელობის და/ან კეთილდღეობის მიზეზით და მესამე მომჩივანის უუნარობა დაედგინა მისთვის კანონიერი აბორტის საფუძვლიანობა, ჯდება მათი პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლების ფარგლებში.

(ა) პირველი და მეორე მომჩივანი – მე-8-ე მუხლის მნიშვნელობის ფარგლებში პირადი ცხოვრების ფართო კონცეფცია, მათ შორის პირადი ავტონომია და ფიზიკური და ფსიქოლოგიური ერთიანობა, ჯანმრთელობის და კეთილდღეობის მიზეზით პირველი და მეორე მომჩივანის ორსულობის შეწყვეტის აკრძალვა იწვევს მათი პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებაში ჩარევას. ეს ჩარევა იყო კანონთან შესაბამისი და ემსახურებოდა კანონიერ მიზანს რაც მდგომარეობდა 1983 წლის რეფერენდუმით ირალნდიელთა უმეტესობის მიერ არჩეული მორალური ღირებულებების დაცვაში.

მორალური და ეთიკური საკითხების მკვეთრი მგრძნობელობიდან გამომდინარე, ირლანდიის სახელმწიფო სარგებლობდა თავისუფალი შეფასების ფართო ფარგლებით სამართლიანი ბალანსის დადგენისას ჯერ არ დაბადებულის სიცოსცხლის უფლებას და პირველი და მეორე მომჩივანის პირადი ცხოვრების პატივიცემის უფლების კონფლიქტურ ინტერესებს შორის. მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა კონსენსუსი ხელშემკვრელ სახელმწიფოთა უმეტესობას შორის აბორტის ნებართვასთან დაკავშირებით უფრო მეტი საფუძვლებით ვიდრე ეს დაშვებული იყო ირლანდიული კანონმდებლობით, ეს კონსენსუსი არ ზღუდავს სახელმწიფოს თავისუფალი შეფასების ფართო ფარგლებს. ვინაიდან ევროპაში არ არსებობს შეთანხმება სიცოცხლის დაწყების სამეცნიერო და იურიდიულ განმარტებაზე და ვინაიდან ჩანასახის უფლებები და დედის უფლებები ურთიერთკავშირშია, სახელმწიფოსთვის მინიჭებული თავისუფალი მოქმედების ფარგლები იმასთან დაკავშირებით თუ როგორ დაიცავს ჯერ არ დაბადებულის უფლებებს ასახვას ჰპოვებს თავისუფალი მოქმედების ფარგლებზე თუ როგორ ახდენს ის დედის საწინააღმდეგო ინტერესების დაბალანსებას.

აბორტის შესახებ კანონმდებლობის შინაარსის არჩევანი გამოიკვეთა ხანგრძლივი, კომპლექსური და მგრძნობიარე დებატების შედეგად ირლანდიაში. მაშინ როდესაც ირლანდიული კანონი კრძალავს აბორტს ირლანდიაში ჯანმრთელობის და კეთილდღეობის საფუძვლით ის უფლებას აძლევს ქალებს საზღვარგარეთ გაიკეთონ აბორტი. საკანონმდებლო ღონისძიებები არის მიღებული რომელიც უზრუნველყოფს ინფორმაციის და რჩევების მიცემას შესაძლო საშუალებების შესახებ მათ შორის საზღვარგარეთ აბორტის გაკეთების თაობაზე და ასევე საჭირო სამედიცინო მკურნალობაზე აბორტამდე და მის შემდეგ. ექიმების როლის მნიშვნელობა ინფორმაციის მიწოდებისას და მათი ვალდებულება უზრუნველყონ ყველა საჭირო შესაბამისი სამედიცინო მომსახურება, განსაკუთრებით კი პოსტ აბორტის პერიოდში აღნიშნული იყო კრიზისის პრევენციის სააგენტოს სამუშაოსა და დოკუმენტებში და პროფესიული სამედიცინო სახლემძღვანელოებში. პირველი ორ აპლიკანტს არ აკლდა შესაბამისი ინფორმაცია ან საჭირო სამედიცინო მზრუნველობა აბორტთან დაკავშირებით.

შესაბამისად, კანონიერი მგზავრობა საზღვარგარეთ აბორტის მიზნით, ირლანდიაში საჭირო ინფორმაციის და სამედიცინო მზრუნველობის ხელმისაწვდომობა, ირლანდიაში აბორტის აკრძალვა ჯანმრთელობის და კეთილდღეობის მიზეზით, ირლანდიელი ხალხის მორალური მოსაზრებების გამო, არ არღვევს სახელწმიფოს თავისუფალი მოქმედების ფარგლებს. ასე რომ სადაო აკრძალვამ დაიცვა სამართლიანი ბალანსი პირველ და მეორე მომჩივნების პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებას და ჯერ არ დაბადებული ბავშვის უფლებებს შორის.

დასკვნა: არ არის დარღვევა პირველ დ ამეორე მომჩივანთან მიმართებით (თერთმეტი ხმით ექვსის წინააღმდეგ)

(ბ) მესამე მომჩივანი - მესამე მომჩივანის სარჩელი ეხებოდა მოპასუხე სახელმწიფოს სავარაუდო უუნარობას დაედგინა პროცედურა რომლის საშუალებითაც ის დაადგენდა შეეძლო თუ არა კანონიერი აბორტით სარგებლობა ირლანდიაში საკუთარი სიცოცხლის საფრთხის გამო. მას ჰქონდა იშვიათი ფომრის სიმსივნე და როდესაც მან აღმოაჩინა რომ იყო ორსულად მას შეეშინდა და იფიქრა რომ ორსულობა წარმოადგენდა მზარდ რისკს მისი სიმსივნის უკან დაბრუნებისთვის და რომ ის ვერ მიიღებდა მკურნალობას ორსულობის პერიოდში ირლანდიაში. სასამართლომ დაადგინა, რომ ასეთი მსგავსი რისკის დადგენა საკუთარი სიცოცხლის მიმართ გამოწვეული მისი ორსულობით აშკარად ეხებოდა ფუნდამენტურ ღირებულებებს და მისი პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლების არსებით ნაწილს.
ასეთი რისკის განსაზღვრისას გამოყენებული არასასამართლო საშუალებების ეფექტურობა გარკვეულ ეჭვებს ბადებდა. პირველი ეხებოდა საფუძველს რომლითაც ქალს უფლება ენიჭებოდა კანონიერი აბორტის მიღების ირლანდიაში – სიცოცხლის აშკარა და არსებითი საფრთხე რომლის თავიდან არიდება მხოლოდ შესაძლებელია ორსულობის შეწყვეტით – რაც ძალიან ფართო განმარტებაა. ირლანდიულ კანონმდებლობაში არ არსებობს კრიტერიუმი ან პროცედურა თუ როგორ უნდა მოხდეს ამ რისკის განსაზღვრა და გაზომვა. არც არანაირი წესები არ არსებობდა რომლითაც გადაწყდებოდა სამართლებრივად სავალდებულო გზით ქალისა და მისი ექიმის ან სხვადასხვა ექიმების მოსაზრებებს შორის განსხვავება. ამ გაურკვევლობის უკან აშკარა იყო რომ 1861 წლის კანონის სისხლის სამართლებრივი დებულებები წარმოადგენდა საკონსულტაციო ცენტერბში ქალსა და ექიმს შორის დაძაბული ურთიერთობის საფუძველს ვინადან ქალი რისკავდა მისი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენებას და ექიმი როგორც სისხლის სამართლებრივი ისე მისი დიცსიპლინური პასუხისმგებლობის დაყენებას.

რაც შეეხება სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებულ სასამართლო პროცედურებს, საკონსტირუციო სარჩელი მესამე მომჩივანის აბორტის კანონიერების დადგენის თაობაზე ირლანდიაში არ წარმოადგენდა მისი პირადი ცხოვრების უფლების ეფექტური დაცვის საშუალებას. საკონსტიტუციო სასამართლო არ იყო შესაბამისი ადგილი პირველადი განმარტებისთვის იმისა არის თუ არა ქალი უფლებამოსილი მიიღოს აბორტი სამედიცინო დასკვნის საფუძველზე და დაიწყოს კომპლექსური სასამართლო წარმოება როდესაც არსებობს საკონსტიტუციო უფლება აბორტის იმ შემთხვევაში თუ არსებობს რისკი სიცოცხლის და ეს უფლება არ არის სადაო. ასევე გაუგებარია როგორ მოხდებოდა ბრძანების აღსრულება რომელიც ექიმს ავალდებულებს აბორტის გაკეთებას. რაც შეეხება სახელმწიფოს პასუხს რომ მესამე მომჩივანს შეეძლო წარედგინა სარჩელი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამისად და მოეთხოვა 1861 წლის კანონის დებულებების კონვენციასთან წინააღმდეგობის აღმოფხვრა; ასეთი სარჩელი აწესებს სამართლებრივ ვალდებულებას სახელმწიფოსთვის შეცვალოს კანონი და არ ქმნის ფინანსური ანაზღაურების სავალდებულო   საფუძველს.

შესაბამისად, არც სამედიცინო კონსულტაცია და არც სამართლებრივი შესაძლებლობები წარმოადგენდა ეფექტურ და ხელმისაწვდომ პროცედურას რომელიც საშუალებას მისცემდა მესამე მომჩივანს მიეღო აბორტის კანონიერი უფლება ირლანდიაში. კონსტიტუციის მუხლი 40.3.3 საკანონმდებლო აღსრულების ნაკლოვანებით და ასევე კანონიერი აბორტის უფლების მოპოვების ეფექტური და ხელმისაწვდომი პროცედურების არ არსებობით გამოწვეულმა გაუგებრობამ გამოიწვია დისონანსი ირლანდიაში კანონიერი აბორტის თეორიულ უფლებასა და რეალობაში მის პრაქტიკულ განხორციელებას შორის. მუხლი 40.3.3. ვერ აღსრულებისთვის დამაჯერებელი განმარტები არ არსებობდა მიუხედავად იმისა რომ დამატებითი სამართლებრივი განმარტების საჭიროება იდგა. სახელმწიფო უწყებებმა ვერ შეასრულეს პოზიტიური ვალდებულება მესამე მომჩივანისთვის პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლება ეფექტურად დაეცვათ ვინაიდან არ არსებობდა აღსრულებისთვის საჭირო საკანონმდებლო ან მარეგულირებელი საშუალებები რომელიც უზრუნველყოფდა ხელმისაწვდომ და ეფექტურ პროცედურას რომლითაც მესამე მომჩივანი შეძლებდა დაედგინა ჰქონდა თუ არა მას კანონიერი გზით აბორტის გაკეთების უფლება ირლანდიაში.

დასკვნა: დარღვევა მესამე მომჩივანის მიმართ (ერთხმად)

მუხლი 41: 15 000 ევრო მესამე მომჩივანისთვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად