ბაჰი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ

Bah v. the United Kingdom

საჩივრის ნომერი - 56328/07    PDF

მოპასუხე სახელმწიფო - გაერთიანებული სამეფო

გადაწყვეტილების მიღების თარიღი - 27.09.2011

შედეგი: არ დარღვეულა კონვენციის მუხლი 14+8

განსხვავებული აზრი: არა

 

საკვანძო სიტყვები:

(მუხლი 8) პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება

(მუხლი 8-1) ოჯახური ცხოვრების პატივისცემა

(მუხლი 8-1) საცხოვრებლის პატივისცემა

(მუხლი 14) დისკრიმინაციის აკრძალვა

(მუხლი 14) დისკრიმინაცია

(მუხლი 14) სხვა ნიშანი

(მუხლი 14) ეროვნული წარმოშობა

(მუხლი 14) შესადარებელი სიტუაცია

(მუხლი 14) ობიექტური და გონივრული გამართლება

პროპორციულობა

© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012 წელი.თარგმანი მომზადებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მიზნობრივი ფონდის მიერ (www.coe.int/humanrightstrustfund). თარგმანი არ ავალდებულებს სასამართლოს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ სრული მითითება საავტორო უფლების შესახებ დოკუმენტის ბოლოს.

© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012 [or subsequent year]. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (www.coe.int/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.

© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012 [ou année suivante]. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (www.coe.int/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.

 

საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე #144

აგვისტო-სექტემბერი 2011

ბაჰი (Bah) გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - 56328/07

გადაწყვეტილება 27.9.2011 [IV სექცია]

მე-14 მუხლი

დისკრიმინაცია

საიმიგრაციო კონტროლს დაქვემდებარებული მცირეწლოვნის გაუთვალისწინებლობა სოციალურ განსახლებაზე უფლებაზე პრიორიტეტის განსაზღვრისას: დარღვევას არ ქონდა ადგილი

 

ფაქტები - განმცხადებელს, სიერა ლეონეს მოქალაქეს, 2005 წელს გაერთიანებულ სამეფოში შესვლის ნებადართეს. მის მცირეწლოვან ვაჟსაც მისცეს დედასთან ერთად ყოფნის უფლება იმ პირობით, რომ სახელმწიფო დახმარებასთან მიმართებით არ ექნებოდა პრეტენზია. მისი ჩამოსვლიდან მალევე განმცხადებელმა ადგილობრივ ორგანოებს მიმართა თხოვნით, დახმარებოდნენ საცხოვრებლის მოძებნაში, რადგანაც კერძო გამქირავებელმა, ვისთანაც ის იმ დროს იმყოფებოდა, გამოუცხადა, რომ შვილთან ერთად ვერ დარჩებოდა დაქირავებულ ოთახში. ადგილობრივი ორგანოები დასთანხმდნენ დახმარებოდნენ, მაგრამ რადგანაც მისი შვილი საიმიგრაციო კონტროლს ექვემდებარებოდა, უარი უთხრეს პრიორიტეტზე, რომელიც მას, როგორც განზრახვის გარეშე უსახლკაროდ დარჩენილ მცირეწლოვან შვილიან პირს შეიძლება ქონოდა*. თუმცა ეს ორგანო მათ დაეხმარა ქალაქ-გარეთ კერძო სექტორში ბინის მოძიებაში და დაახლოებით ჩვიდმეტი თვის შემდეგ უზრუნველყვეს სოციალური განსახლებით ქალაქის ტერიტორიაზე. არც განმცხადებელი და არც მისი ვაჟი არ ყოფილა უსახლკარო ამ პერიოდში. ევროპულ სასამართლოში გაგზავნილ განაცხადში განმცხადებელი ჩიოდა, რომ მისთვის პრიორიტეტის მინიჭებაზე უარი დისკრიმინაციული იყო.

კანონმდებლობა - მე-14 მუხლი მე-8 მუხლთან ერთობლიობაში: სადავო კანონმდებლობამ რეალურად გავლენა იქონია განმცხადებლისა და მისი ვაჟის საცხოვრებელსა და ოჯახურ ცხოვრებაზე, ვინაიდან მას ცუდი გავლენა ქონდა მათ მიერ საცხოვრებლის მოძიების დახმარების ხელმისაწვდომობაზე, მაშინ როდესაც უსახლკაროდ დარჩენის საფრთხის ქვეშ აღმოჩნდნენ. შესაბამისად საქმის გარემოებები მე-8 მუხლის მოქმედების სფეროში ექცეოდა და მე-14 მუხლიც მოქმედებდა ამ შემთხვევაში.

განმცხადებლის ვაჟს გაერთიანებულ სამეფოში შესვლის უფლება მიენიჭა აშკარად გაცხადებული პირობით, რომ მას არ ექნებოდა წვდომა სახელმწიფო დახმარებაზე. შესაბამისად განმცხადებლის მიმართ განსახლების კანონმდებლობიდან გამომდინარე განსხვავებული მოპყრობა განპირობებული იყო მისი ვაჟის პირობადებული საიმიგრაციო სტატუსით და არა მისი წარმომავლობით. ის ფაქტი, რომ საიმიგრაციო სტატუსი წარმოადგენდა კანონით განსაზღვრულ სტატუსს და არა ადამიანის თანდაყოლილ სტატუსს, არ გამორიცხავდა მას მე-14 მუხლის მიზნებისთვის „სხვა სტატუსის“ კატეგორიიდან. თუმცა, საიმიგრაციო სტატუსში არჩევანის ელემენტის გათვალისწინებით, განსხვავებული მოპყრობისთვის აუცილებელი დასაბუთება ამ საფუძველთან მიმართებით არ იყო ისეთივე წონადი, როგორც განსხვავებისას, რაც ეფუძნება თანდაყოლილ ან განუყოფელ პირად მახასიათებლებს, როგორიც არის სქესი ან რასა. შესაბამისად, ვინაიდან საქმეზე დავის საგანი - საცხოვრებლით უზრუნველყოფა მათთვის ვინც ამას საჭიროებს - მეტწილად სოციალურ-ეკონომიკური ხასიათის იყო, მოპასუხე სახელმწიფოსთვის მინიჭებული თავისუფალი შეფასების ფარგლები გაცილებით ფართო იყო.

მწირი სახელმწიფო დახმარების მიღებისთვის, როგორიც არის სოციალური განსახლება, კრიტერიუმის დაწესება ლეგიტიმური იყო, ვინაიდან ასეთი კრიტერიუმი არ იყო თვითნებური ან დისკრიმინაციული. განმცხადებლის საჭიროებისთვის პრიორიტეტის მინიჭებაზე უარში არაფერი იყო თვითნებური. იცოდა რა ქვეყანაში შემოსვლის პირობები, გაერთიანებულ სამეფოში თავისი შვილის ჩამოყვანით განმცხადებელი აქტიურად დათანხმდა, არ ქონოდა წვდომა სახელმწიფო დახმარებაზე მასთან მიმართებით. გამართლებული იყო განსხვავებული დამოკიდებულება იმათ მიმართ ვისაც ჭირდებოდა პრიორიტეტული საჭიროების სტატუსი პირისთვის, ვინც გაერთიანებულ სამეფოში უკანონოდ ან იმ პირობით იმყოფებოდა რომ არ ექნებოდა წვდომა სახელმწიფო დახმარებაზე, იმათგან ვისაც არ ქონდა ეს გარემოებები. კანონმდებლობა ემსახურებოდა ლეგიტიმურ მიზანს, კერძოდ კი მწირი რესურსის სხვადასხვა კატეგორიის მომთხოვნ პირებზე სამართლიანად გადანაწილებას.

არ უგულებელყვია რა განმცხადებლის განცდები რაც მან გამოიარა უსახლკაროდ დარჩენის საფრთხის ქვეშ ყოფნით, სასამართლომ დაადგინა, რომ ის ფაქტიურად არასდროს დარჩენილა უსახლკაროდ და არსებობდა კანონით დადგენილი სხვა ვალდებულებები, რითაც ადგილობრივ ორგანოებს მოეთხოვებოდათ განმცხადებლისა და მისი ვაჟის დახმარება თუკი ისინი უსახლკაროდ დარჩენის რეალური საფრთხის წინაშე დადგებოდნენ. საბოლოო ჯამში მას მოექცნენ ისევე, როგორც მოექცეოდნენ თუკი მის მიმართ დადგინდებოდა პრიორიტეტული საჭიროება: ადგილობრივი ორგანოები დაეხმარნენ მას სხვა გარეუბანში (რადგანაც მათ გარეუბანში ფაქტიურად აღარ იყო ადგილები) კერძო სექტორში ბინის დაქირავებაში და შესთავაზეს სოციალური განსახლება მათსავე გარეუბანში ჩვიდმეტ თვეში. შესაბამისად, განსხვავებული მოპყრობა რასაც განმცხადებელი დაექვემდებარა, იყო გამართლებული და ობიექტური.

დადგენილება: დარღვევას არ ქონდა ადგილი (ერთხმად).

* თავშესაფრისა და იმიგრაციის შესახებ 1996 წლის კანონის 9.2 ნაწილი, რომელიც მოქმედებდა განსახილველ დროს, ადგენდა, რომ საიმიგრაციო კონტროლს დაქვემდებარებული პირები არ უნდა იქნენ მიღებული მხედველობაში როდესაც საცხოვრებელთან დაკავშირებით სხვა ადამიანისთვის პრიორიტეტის მინიჭების საკითხი დგას.