ჰაასი შვეიცარიის წინააღმდეგ
Haas v. Switzerland
საჩივრის ნომერი - 31322/07 PDF
მოპასუხე სახელმწიფო - შვეიცარია
გადაწყვეტილების მიღების თარიღი - 20/01/2011
შედეგი: არ დარღვეულა კონვენციის მე-8 მუხლი
განსხვავებული აზრი: არა
საკვანძო სიტყვები:
(მუხლი 8) პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება
(მუხლი 8-1) პირადი ცხოვრების პატივისცემა
შეფასების ზღვარი
პოზიტიური ვალდებულებები
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012 წელი.თარგმანი მომზადებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მიზნობრივი ფონდის მიერ (www.coe.int/humanrightstrustfund). თარგმანი არ ავალდებულებს სასამართლოს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ სრული მითითება საავტორო უფლების შესახებ დოკუმენტის ბოლოს.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012 [or subsequent year]. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (www.coe.int/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012 [ou année suivante]. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (www.coe.int/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე #137
იანვარი, 2011
ჰაასი (Haas) შვეიცარიის წინააღმდეგ - 31322/07
გადაწყვეტილება 20.1.2011 [I სექცია]
მე-8 მუხლი
პოზიტიური ვალდებულებები
მუხლი 8.1
პირადი ცხოვრების პატივისცემა
ფსიქიატრიული პაციენტისთვის თვითმკვლელობაში დასახმარებლად მედიკამენტის ხელმისაწვდომობაზე უარი: დარღვევას არ ქონდა ადგილი
ფაქტები - განმცხადებელი მწვავე ბიპოლარული აფექტური მოშლილობით იყო დაავადებული დაახლოებით ოცი წლის განმავლობაში. იმის გათვალისწინებით, რომ ამ დაავადებამ მისთვის შეუძლებელი გახადა ღირსეულად ცხოვრება, მან შვეიცარიის კერძო სამართლის ასოციაციას მიმართა მათ მიერ შემოთავაზებული მომსახურებით, მათ შორის თვითმკვლელობაში დახმარებით სარგებლობისთვის. განმცხადებელმა რამდენიმე ფსიქიატრს თხოვა გამოეწერათ მისთვის სასიკვდილო მედიკამენტი (sodium pentobarbital), მაგრამ უშედეგოდ. ამის შემდეგ მან სხვადასხვა ფედერალურ და კანტონის დონის ორგანოებს მიმართა თხოვნით, დაერთოთ ასოციაციის მეშვეობით მედიკამენტის შეძენის ნება, მაგრამ კვლავ უშედეგოდ. განმცხადებელმა მიმართა ადმინისტრაციულ სასამართლოებს და ბოლოს ფედერალურ სასამართლოს. 2006 წლის ნოემბრის გადაწყვეტილებით ფედერალურმა სასამართლომ უარი უთხრა მას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე, დაადგინა რა, რომ უნდა განასხვავონ ადამიანის უფლება საკუთარ სიკვდილზე - რაც არ იდგა დღის წესრიგში ამჯერად - და სახელმწიფოს ან მესამე პირის მხრიდან სუიციდში დახმარების მიღების უფლება, რაც არ შეიძლება მომდინარეობდეს კონვენციიდან. ევროპული სასამართლოს წინაშე განმცხადებელი ამტკიცებდა, რომ მისი უფლება სიცოცხლის დასრულებაზე უსაფრთხო და ღირსეული გზით არ იქნა დაცული შვეიცარიაში, იმ პირობების გათვალისწინებით, რაც უნდა დაკმაყოფილებულიყო სასიკვდილო ნივთიერების მისაღებად, კერძოდ კი მედიკამენტის გამოწერა საფუძვლიანი ფსიქიატრიული შემოწმების საფუძველზე.
კანონმდებლობა - მე-8 მუხლი: ადამიანის უფლება გადაწყვიტოს როგორ და როდის უნდა დასრულდეს მისი ცხოვრება, იმ პირობით, რომ მას შესწევს უნარი ამასთან დაკავშირებით ჩამოაყალიბოს თავისი თავისუფალი ნება და იმოქმედოს შესაბამისად, იყო პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლების ერთი ასპექტი. თუმცა, წინამდებარე საქმეზე დავა სხვა საკითხს ეხებოდა: ჰქონდა თუ არა სახელმწიფოს მე-8 მუხლის საფუძველზე „პოზიტიური ვალდებულება“, უზრუნველეყო განმცხადებლის მიერ რეცეპტის გარეშე ნივთიერების მიღება, რაც მას უმტკივნეულო და გარანტირებული სიკვდილის საშუალებას მისცემდა. სასამართლომ ამასთან მიმართებით აღნიშნა, რომ ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნები შორს იყვნენ კონსესუსისგან ადამიანის უფლებაზე, გადაწყვიტოს როგორ და როდის დაასრულოს სიცოცხლე. მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულ წევრ ქვეყნებში თვითმკვლელობაში დახმარების დეკრიმინალიზაცია (მინიმუმ ნაწილობრივი) მოხდა, მათი დიდი უმრავლესობა უპირატესობას ანიჭებს ადამიანის სიცოცხლის დაცვას და არა მისი დასრულების უფლებას. სასამართლომ დაადგინა, რომ ამ საკითხებთან მიმართებით სახელმწიფოები სარგებლობენ თავისუფალი შეფასების ფართო ფარგლებით.
მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ გაიზიარა ის, რომ შესაძლოა განმცხადებელს სურდა თვითმკვლელობის ჩადენა უსაფრთხო და ღირსეული გზით და არასასურველი ტკივილის გარეშე, მან მიიჩნია, რომ შვეიცარიის კანონმდებლობის მოთხოვნას, სოდიუმ პენტობარბიტალის მისაღებად რეცეპტის აუცილებლობაზე ჰქონდა ლეგიტიმური მიზანი, კერძოდ კი ადამიანების დაცვა ნაჩქარევი გადაწყვეტილებისგან და მისი ბოროტად გამოყენების თავიდან აცილება, რისი რისკის უგულებელოყოფაც არ შეიძლება სისტემაში, რომელიც ხელს უწყობს თვითმკვლელობაში დახმარების ხელმისაწვდომობას. სასამართლომ გაიზიარა ფედერალური სასამართლოს ხედვა იმასთან დაკავშირებით, რომ სიცოცხლის უფლება ავალდებულებს სახელმწიფოებს შექმნან პროცედურა, რომლითაც შესაძლებელია იმის უზრუნველყოფა, რომ ადამიანის გადაწყვეტილება, დაასრულოს სიცოცხლე მის თავისუფალ ნებას გამოხატავს. საფუძვლიანი ფსიქიატრიული შემოწმების საფუძველზე რეცეპტის გამოწერის მოთხოვნა ამ ვალდებულების შესრულების ერთერთი საშუალებაა. დაუდგენელი დარჩა ჰქონდა თუ არა განმცხადებელს ეფექტიანი ხელმისაწვდომობა სამედიცინო შემოწმებაზე, რაც მას სოდიუმ პენტობარბიტალის მიღების შესაძლებლობას შეუქმნიდა (თუკი ასე არ იყო, მისი უფლება აერჩია როდის და როგორც მოკვდებოდა, თეორიული და ილუზორული იქნებოდა). თუმცა, სასამართლო ვერ დარწმუნდა, რომ განმცხადებლისთვის შეუძლებელი იყო სხვა სპეციალისტის მოძებნა, რომელიც დაეხმარებოდა მას მის მოთხოვნასთან დაკავშირებით.
ზემოაღნიშნული მსჯელობისა და ამ სფეროში ეროვნული ორგანოებისთვის არსებული თავისუფალი შეფასების ფარგლების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ იარსებებს დაშვება, რომ სახელმწიფოებს აქვთ პოზიტიური ვალდებულება, მიიღონ ღირსეულად თვითმკვლელობის ხელშემწყობი ზომები, შვეიცარიის სახელმწიფო ორგანოებს არ დაურღვევიათ ეს ვალდებულება განმცხადებლის საქმეზე.
დადგენილება: დარღვევას არ ქონდა ადგილი (ერთხმად).