ს და მარპერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Summary)

S. and Marper v. the United Kingdom

საჩივრის ნომერი- 30562/04     PDF

მოპასუხე სახელმწიფო - გაერთიანებული სამეფო

გადაწყვეტილების მიღების თარიღი - 04/12/2008

შედეგი: დაირღვა კონვენციის მე–8 მუხლი

არამატერიალური ზიანი – დარღვევის დადგენა საკმარისია

განსხვავებული აზრი: არა

 

საკვანძო სიტყვები:

შეფასების ზღვარი

პროპორციულობა

(მუხლი 8) პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება

(მუხლი 8-2) ჩარევა

(მუხლი 8-2) დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი

(მუხლი 8-2) დანაშაულის თავიდან აცილება

(მუხლი 8-2)კანონით გათვალისწინებული

(მუხლი 8–1) პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლება

(მუხლი41) სამართლიანი დაკმაყოფილება (ზოგადად)

 

© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012 წელი.თარგმანი მომზადებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მიზნობრივი ფონდის მიერ(www.coe.int/humanrightstrustfund). თარგმანი არ ავალდებულებს სასამართლოს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ სრული მითითება საავტორო უფლების შესახებ დოკუმენტის ბოლოს.

© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (www.coe.int/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.

 © Сonseil de l’Уurope/Сour européenne des droits de l’homme, 2012. Дa présente traduction a été effectuée avec le soutien du Аonds fiduciaire pour les droits de l’homme du Сonseil de l’Уurope 9www.coe.int/humanrightstrustfund0. Уlle ne lie pas la Сour. Зour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.

 

საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე #114

დეკემბერი, 2008

ს. და მარპერი (S. and Marper) გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ- 30562/04

გადაწყვეტილება 4.12.2008 [დპ]

მე-8 მუხლი

მუხლი 8.1

პირადი ცხოვრების პატივისცემა

თითის ანაბეჭდებისა და დნმ-ის მონაცემების შენახვა, როდესაც ბრალდებული გაამართლეს ან მის მიმართ შეწყდა სისხლის სამართლის საქმის წარმოება: დარღვევა

ფაქტები: პოლიციისა და სისხლის სამართლის მტკიცებულების შესახებ 1984 წლის კანონის (PACE) 64-ე მუხლის თანახმად, სისხლის სამართალდარღვევაში ეჭვმიტანილი პირისგან აღებული თითის ანაბეჭდები და დნმ-ის ნიმუში შეიძლება შენახულ იქნეს უვადოდ, მაშინაც კი თუ ეს პირი გაამართლეს ან მის მიმართ სისხლის სამართალის საქმისწარმოება შეწყდა. [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლოს წინაშე წარმოდგენილ საქმეში ორივე განმცხადებლის მიმართ არსებობდა ბრალდება, მაგრამ არ მოხდა მათი მსჯავრდება. პირველი განმცხადებელი იყო თერთმეტი წლის მცირეწლოვანი, რომელიც გაამართლეს ძარცვის საქმეზე. ხოლო მეორე განმცხადებლის მიმართ საქმისწარმოება ოფიციალურად აღარ გაგრძელდა პარტნიორის შევიწროების ბრალდებით მას შემდეგ რაც წყვილი შერიგდა. იმის გათვალისწინებით, რომ არ მოხდა მსჯავრდება, განმცხადებლებმა მოითხოვეს მათი ანაბეჭდებისა და უჯრედების ნიმუშების განადგურება, რაზეც პოლიციისგანუარი მიიღეს. მიღებულ უართან დაკავშირებით სასამართლოსთვის წარდგენილი საჩივარი სასამართლომ დაუშვებლად ცნო განჩინებით, რომელიც ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომ.ლორდთა პალატის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას ლორდმა სტეინმა აღნიშნა, მიუხედავად დაშვებისა, რომ განმცხადებლების პირად ცხოვრებაში ჩარევას ქონდა ადგილი, ეს იყო ძალიან მოკრძალებული და დასახული მიზნის პროპორციული, რადგანაც მასალების შენახვა ხდებოდა შეზღუდული მიზნებისთვის და არ გამოიყენებოდა დანაშაულის ადგილიდან შესადარებელი ნიმუშის გარეშე, ამასთან დიდი მოცულობით მონაცემები უდიდესი უპირატესობაა მძიმე დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში.

კანონმდებლობა: (ა) ჩარევა: უჯრედის ნიმუშში დაცული პირადი ინფორმაციის ბუნებისა და ღირებულების გათვალისწინებით, მათ შორის როგორც პირადად ისე ამ პირის ნათესავებისთვის მნიშვნელოვანი უნიკალური გენეტიკური კოდის შემცველობადა დნმ-ის აღწერილობის შესაძლებლობა, იყოს ადამიანებს შორის ნათესაური კავშირის ან მათი ეთნიკური წარმომავლობის დადგენის საშუალება,უჯრედის ნიმუშის და დნმ-ის აღწერის შენახვა განმცხადებლის პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებაში ჩარევას უტოლდება. მიუხედავად იმისა, რომ თითის ანაბეჭდების შენახვას ნაკლები გავლენა აქვს პირად ცხოვრებაზე ვიდრე უჯრედის ნიმუშისა და დნმ-ის აღწერის შენახვას, უნიკალური ინფორმაცია, რომელსაც თითის ანაბეჭდი შეიცავს პირის შესახებ და მისი შენახვა ამ ადამიანის თანხმობის გარეშე არ შეიძლება ჩაითვალოს ნეიტრალურად ან მცირე მნიშვნელობის მქონედ და ასევე წარმოადგენს პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებაში ჩარევას.

(ბ) კანონის შესაბამისად: მიუხედავად იმისა, რომ თავის დასკვნებთან მიმართებით იმის შესახებ, იყო თუ არა ჩარევა დემოკრატიული საზოგადოებისთვის აუცილებელი, სასამართლოს არ ჩაუთვლია საჭიროდ გადაეწყვიტა, აკმაყოფილებდა თუ არა „კანონის ხარისხის“ მოთხოვნებს PACE-ს 64-ე მუხლის დებულება, მან მაინც აღნიშნა, რომ ეს დებულება შორს იყო სიზუსტისგან, რადგანაც მასთან დაკავშირებულ პირობებთან და ნიმუშებსა და აღწერილობებში ასახული ინფორმაციის შენახვისა და გამოყენების სისტემასთან მიმართებით არსებითი იყო ამ ზომების ფარგლებისა და მათი შეფარდების განმსაზღვრელი ნათელი და დეტალური წესების და ამავდროულად მინიმალური გარანტიების ქონა.

(გ) ლეგიტიმური მიზანი: გაზიარებულ იქნა არგუმენტი, რომ ინფორმაციის შენახვა ემსახურებოდა მომავალი სამართალდამრღვევების იდენტიფიცირებით დანაშაულის პრევენციის ლეგიტიმურ მიზანს.

(დ) აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში: რაც შეეხება სასამართლოს მიერ საქმის შესწავლის ფარგლებს, მის წინაშე დაისვა კითხვა არა იმის შესახებ, ზოგადად თითის ანაბეჭდების, უჯრედის ნიმუშისა და დნმ-ის დახასიათების შენახვა გამართლებული იყო თუ არა კონვენციასთან მიმართებით, არამედ იყო თუ არა მათი შენახვა განმცხადებლების საქმეში ასევე გამართლებული, მაშინ როცა ეს ადამიანები იყვნენ ეჭვმიტანილები, მაგრამ არ მოხდა მათი მსჯავრდება. ევროპის საბჭოს შესაბამისი ინსტრუმენტების ძირითადი პრინციპები და სხვა ხელშემკვრელი სახელმწიფოების კანონმდებლობა და პრაქტიკა მოითხოვს, რომ მონაცემების შენახვა იყო მისი მოპოვების მიზნის პროპორციული და შეიზღუდოს დროში, განსაკუთრებით პოლიციასთან მიმართებით. მე-8 მუხლით გათვალისწინებული დაცვა მიუღებლად შესუსტდებოდა, თუკი მოხდებოდა სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემაში თანამედროვე სამეცნიერო ტექნოლოგიების დაშვება ნებისმიერ ფასად და მათი პოტენციური სარგებელისა და პირადი ცხოვრების ინტერესების ფრთხილი დაბალანსების გარეშე. ნებისმიერი სახელმწიფო, რომელსაც პრეტენზია აქვს ახალი ტექნოლოგიების განვითარებაში პიონერობაზე, კისრულობს უფლებათა ბალანსის უზრუნველყოფის სპეციალურ პასუხისმგებლობას. ამასთან მიმართებით ინგლისსა და უელსში არსებული უპირობო და განურჩეველი შენახვის უფლებამოსილება განსაკუთრებით გამორჩეულია, რადგანაც ის მონაცემების შენახვის საშუალებას იძლევა მიუხედავად სამართალდარღვევის ბუნებისა ან სიმძიმისა ან ეჭვმიტანილის ასაკისა. ამასთან შენახვა არ იყო შეზღუდული დროში და მხოლოდ გამართლებულ პირს ქონდაეროვნული მონაცემთა ბაზიდან მისი მონაცემების წაშლის ან ნიმუშების განადგურების მოთხოვნის შეზღუდული შესაძლებლობა. არც რაიმე დებულება არსებობდა შენახვის დასაბუთებისთვის განსაზღვრული კრიტერიუმის მიხედვით დამოუკიდებელი გადამოწმებისთვის. სტიგმატიზების რისკი აშკარა იყო იმ პირების მიმართ, რომელთა მსჯავრდებაც არ მომხდარა რაიმე სამართალდარღვევისთვის და უფლებამოსილი იყვნენ მოეთხოვათ უდანაშაულობის პრეზუმპციის დაცვა მაშინ როდესაც მათ ეპყრობოდნენ, როგორც მსჯავრდებულ პირებს. შენახვას შესაძლოა განსაკუთრებით მავნე შედეგები ქონოდა მცირეწლოვნებისთვის, როგორც ეს პირველი განმცხადებლის შემთხვევაში იყო, მათი განსაკუთრებული მდგომარეობის და განვითარებისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მნიშვნელობის გათვალისწინებით. შესაბამისად, შენახვის უფლებამოსილების უპირობო და განურჩეველმა ბუნებამ, რაც გამოყენებულ იქნა განმცხადებლების საქმეზე,ვერ უზრუნველყო სამართლიანი ბალანსის დაცვა კონკურენტულ საჯარო და კერძო ინტერესს შორის და მოპასუხე სახელმწიფომ ამასთან მიმართებით გადაამეტა თავისუფალი შეფასების ფარგლებს. აქედან გამომდინარე, შენახვა წარმოადგენდა განმცხადებლის პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებაში არაპროპორციულ ჩარევას და არ შეიძლება მიჩნეულ იქნას აუცილებლად დემოკრატიულ საზოგადოებაში.

დადგენილება: დარღვევა (ერთხმად).

41-ე მუხლი - დარღვევის დადგენა თავისთავად შესაბამისი სამართლიანი დაკმაყოფილებაა არამატერიალურ ზიანთან მიმართებით. მოპასუხე სახელმწიფო ვალდებულია, მინისტრთა კომიტეტის ზედამხედველობით მიიღოს ზოგადი და/ან ინდივიდუალური ზომები.

 

© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012 წელი.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენაა ინგლისური და ფრანგული. თარგმანი მომზადებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მიზნობრივი ფონდის მიერ (www.coe.int/humanrightstrustfund). თარგმანი არ ავალდებულებს სასამართლოს და სასამართლო არ არის პასუხისმგებელი თარგმანის ხარისხზე. თარგმანის ჩამოტვირთვა შესაძლებელია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის საძიებო მონაცემთა ბაზიდან - HUDOC (http://hudoc.echr.coe.int) ან ნებისმიერი სხვა წყაროდან, რომელსაც სასამართლომ გაუზიარა თარგმანი. თარგმანის არაკომერციული მიზნით გავრცელება დასაშვებია იმ პირობით, თუ მითითებულია საქმის სრული სახელწოდება და მინიშნება ადამიანის უფლებათა მიზნობრივ ფონდზე. თუკი იგეგმება თარგმანის ნებისმიერი ნაწილის გამოყენება კომერციული მიზნით, გთხოვთ, დაგვიკავშირდით This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. .

 

© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012.

The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (www.coe.int/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights (http://hudoc.echr.coe.int) or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. .

 

© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012.

Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (www.coe.int/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci déclinetouteresponsabilité quant à saqualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (http://hudoc.echr.coe.int), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.