გარდელი საფრანგეთის წინააღმდეგ

Gardel v. France

საჩივრის ნომერი - 16428/05  PDF  summary

მოპასუხე სახელმწიფო - საფრანგეთი

გადაწყვეტილების მიღების თარიღი - 17/12/2009

შედეგი: დარჩენილი ნაწილი დაუშვებლად ცნეს

კონვენციის მე-8 (1) მუხლი არ დარღვეულა

განსხვავებული აზრი: არა

 

საკვანძო სიტყვები:

(მუხლი 35) დასაშვებობის კრიტერიუმი

(მუხლი 35-3) ratione materiae

შეფასების ზღვარი

(მუხლი 7) არავითარი სასჯელი კანონის გარეშე

(მუხლი 7-1) რეტროაქტიურობა

პროპორციულობა

(მუხლი 8) პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება

(მუხლი 8–2) ჩარევა

(მუხლი 8–2) დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი

(მუხლი 8–2) დანაშაულის თავიდან აცილება

(მუხლი 8–2) უწესრიგობის თავიდან აცილება

(მუხლი 8–1) პირადი ცხოვრების პატივისცემა

 

© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012. წინამდებარე თარგამნი გაკეთდა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების ნდობის ფონდის მხარდაჭერით (www.coe.int/humanrightstrustfund). თარგმანი სასამართლოსთვის სავალდებულო ძალის მქონე არაა. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ დოკუმენტის ბოლოში მოცემული შენიშვნა საავტორო უფლებების შესახებ.

© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (www.coe.int/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.

© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (www.coe.int/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.

 

საქმეზე „გარდელი საფრანგეთის წინააღმდეგ“,

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (მეხუთე სექცია) პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პიერ ლორენცენი, თავმჯდომარე
რენატე იეგერი
ჟან-პოლ კოსტა
რაიტ მარუსტი
მარკ ვილიგერი
იზაბელ ბერო-ლეფევრი
მირიანა ლაზაროვა ტრაჯკოვსკა,მოსამართლეები
და კლაუდია ვესტერდიეკი, სექციის სასამართლო გამწესრიგებელი,

2009 წლის 24 ნოემბერს გამართული დახურული თათბირის შედეგად იმავე დღეს მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება:

 

პროცედურა

1. საქმეს საფუძვლად დაედო საჩივარი (№16428/05), რომელიც ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის (შემდეგში „კონვენცია“) 34-ე მუხლის შესაბამისად, საფრანგეთის მოქალაქემ, ბ-მა ფაბრის გარდელმა (შემდეგში „მომჩივანი“), 2005 წლის 30 აპრილს საფრანგეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ შეიტანა.

2. მომჩივანს, რომლის მოთხოვნაც იურიდიული დახმარების შესახებ დაკმაყოფილდა, წარმოადგენდა ნანსიში მოღვაწე ადვოკატი, ბ-ნი პ. სუჩალი, ხოლო საფრანგეთის მთავრობას (შემდეგში „მთავრობა“) - სახელმწიფო წარმომადენელი, ქ-ნი ე. ბელიარდი, საგარეო საქმეთა სამინისტროს იურიდიულ საქმეთა დირექტორი.

3.მომჩივანი კონკრეტულად ჩიოდა, რომ მისი მსჯავრდების შემდეგმისი სახელისქესობრივ დანაშაულში მხილებულთა ეროვნულრეესტრშიშეიტანეს. მომჩივანი დაეყრდნო კონვენციის მე-7 მუხლს.

4. 2007 წლის 1 ოქტომბერს სასამართლომ გადაწყვიტა,საჩივარის შესახებ მთავრობისთვის ეცნობებინა. სასამართლომ ასევე გადაწყვიტა, ერთდროულადემსჯელასაჩივარისდასაშვებობისა და არსებითი მხარის შესახებ (29-ე მუხლის მე-3 ნაწილი).

 

ფაქტები

I. საქმის გარემოებები

5. მომჩივანი დაიბადა 1962 წელს და ამჟამად მონტმედის ციხეში იმყოფება.

6. ს.-ის, ახალგაზრდა გოგონას, მშობლების მიერ 1997 წლის 18 თებერვალს შეტანილი საჩივრის შემდეგ, მომჩივანს ბრალი დაედო სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თხუთმეტწლამდე არასრულწლოვნის გაუპატიურებასა და სექსუალურ ძალადობაში.

7. გამოძიების მსვლელობისას მან რამდენჯერმე მოითხოვა დამატებითი საგამოძიებო ღონისძიებების ჩატარება, რაზეც საგამოძიებო ორგანოებმა უარი განაცხადეს.

8. 2009 წლის 15 აპრილს ბარ-ლე-დუკის მაღალი ინსტანციის ტრიბუნალის (tribunal de grande instance) გამომძიებელმა მოსამართლემ გამოსცა ბრძანება სექსუალური ძალადობის კუთხით პროცესის შეწყვეტის შესახებ, რადგან ხანდაზმულობის ვადაამოწურული იყო. მოსამართლემ მომჩივანი გაასამართლა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თხუთმეტ წლამდე არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით.

9. 2003 წლის 30 ოქტომბერს მეუსის ნაფიც მსაჯულთასასამართლომ მომჩივანს თხუთმეტი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და ათი წლით ყველანაირი სამოქალაქო, საზოგადოებრივი და საოჯახო უფლებები ჩამოართვა.

10. მომჩივანს არ გაუსაჩივრებია ეს გადაწყვეტილება, თუმცა შეიტანა განცხადება საქმის ხელახალი განხილვის მოთხოვნით და წარადგინა მთელი რიგი დოკუმენტებისა, რაც, მომჩივნის მტკიცებით, მის ბრალეულობას ეჭვქვეშ აყენებდა.

11. 2004 წლის 9 მარტს№2004-204 კანონით შეიქმნა სექსუალურ ძალადობაში მსჯავრდებულთა ეროვნული რეესტრი, რომელშიც პირები ავტომატურად ხვდებოდნენ („სექსუალურ მოძალადეთა რეესტრი“).

12. 2005 წლის 11 აპრილს სისხლის სამართლის საქმეთა განმხილველმა საბჭომ საქმის ხელახალ განხილვაზე მომჩივანს უარი უთხრა.

13. 2005 წლის 28 თებერვალს მომჩივანმა მიმართა კრეტეილის სასამართლოს მისი სასჯელის გაუქმების მოთხოვნით. 2005 წლის 17 ივნისს მომჩივანს უარი ეთქვა იმ მოტივით, რომ, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნების მიხედვით, „მომჩივნის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, არც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის გრძელვადიან პატიმრობასთან შეუთავსებელი.ამდენად, მოცემულ ვითარებაში, ის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 720-ე მუხლის 1-ლი ნაწილის 1-ლი პუნქტის მოთხოვნებს აკმაყოფილებს და არ შეიძლება მის მიმართ განსახილველი ღონისძიების გამოყენება.“სასამართლომ აღნიშნა, რომ მომჩივნის სასჯელი 2019 წლის 27 მაისამდე პატიმრობას ითვალისწინებდა და რომ იგი წარსულშიციყო მსჯავრდებული სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებითთხუთმეტ წლამდე არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობაში (2002 წლის 29 აგვისტოს ნანსის სააპელაციო სასამართლომ არასრულწლოვანზე ძალადობისთვისმიუსაჯაექვსწლიანი პატიმრობა და დაუწესასასამართლო და სოციალური ზედამხედველობა). სასამართლომ ასევე გაითვალისწინა სამედიცინო დასკვნები, რომელთა მიხედვითაც მომჩივანს გულის თანდაყოლილი დაავადება ჰქონდა, რის გამოც მისთვის რაიმენაირიფიზიკური აქტივობა შეუძლებელი იყო.სამედიცინო დასკვნა რეკომენდაციას იძლეოდა განსაკუთრებული ზედამხედველობის ქვეშ მის ცალკე საკანში განთავსებაზე, ყოველგვარი ვარჯიშისა და ფიზიკური აქტივობის აკრძალვაზე, უმარილო კვებასა დარეგულარულ მკურნალობაზე. სასამართლომ ასევე მიუთითა 2004 წლის ნოემბრის ფსიქიატრიულიექსპერტიზის დასკვნაზე, რომლის მიხედვითაც მომჩივნის ფსიქიატრიული განვითარება „ძალიან შეზღუდულია, რამდენადაც იგი ვერ აცნობიერებს თავის საქციელს. დანაშაულებზე, რომელთა ჩადენასაც იგი უარყოფს, მომჩივანს არ ჰქონია ბრალეულობის ან პასუხისმგებლობის განცდა. ფსიქოთერაპიის კურსი მას დაეხმარება მომავალში უფროდამაკმაყოფილებელი ურთიერთობა დაამყაროს ხალხთან, ვისაც ეკონტაქტება.“

14. 2005 წლის 13 ოქტომბერს პარიზის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ეს გადაწყვეტილება.

15. 2005 წლის 22 ნოემბერს პოლიციელმა l’Haÿ-les-Roses-ისპოლიციის განყოფილებიდან მომჩივანს აუწყა, რომ მეუსის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ გამოტანილი მსჯავრის საფუძველზე და 2004 წლის 9 მარტის ზემოხსენებული კანონის გარდამავალი დებულებების თანახმად, მომჩივნის სახელი სექსუალურმოძალადეთა ნუსხაში იყო შეტანილი.ოფიციალური უწყება შემდეგნაირად იყო ფორმულირებული:

“მე, ქვემორე ხელისმომწერი, ბ-ნი ფაბრის გარდელი, ვადასტურებ, რომ დღეს მეცნობა სექსუალურ მოძალადეთა ნუსხაში ჩემი სახელის შეტანის შესახებ, რასაც საფუძვლად დაედო მეუსის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ 2003 წლის 30 ოქტომბერსგამოტანილი [მსჯავრი] თავისუფლების აღკვეთის შესახებ, და რომ, შესაბამისად,სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 706-53-5 მუხლის თანახმად, ვალდებული ვარ

1. წარვადგინო ჩემი მისამართის დამადასტურებელი დოკუმენტი: ...

წელიწადში ერთხელ რეესტრის მწარმოებელ ორგანოში (იუსტიციის სამინისტრო) ...ან ადგილობრივ პოლიციასა ან ჟანდარმერიაში..., ჩემი დაბადების თვეში ან, თუ ჩემი დაბადების თარიღი უცნობია ან დაუდგენელი, იანვრის თვის განმავლობაში. ...

მკაფიოდვადასტურებ, შეტყობინების მიღებას, რომ:

საბოლოოდ, დამნაშავედ მცნეს დანაშაულში, რომელიც ათი წლით ან მეტით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შესაბამისად, მომეთხოვება ექვს თვეში ერთხელ პირადად წარვადგინო ჩემი მისამართის დამადასტურებელი საბუთი.

...

მხედველობაში ვიღებ იმ ფაქტს, რომ თუ ქვეყანას დავტოვებ, პირადად დოკუმეტის წარდგენის ვალდებულება შეჩერდება ჩემი საზღვარგარეთ ყოფნის ვადით, თუმცა მისამართის დამადასტურებელი საბუთი შეკვეთილი გზავნილის სახით უნდა გავაგზავნოსექსუალურ მოძალადეთა რეესტრის მწარმოებელ ორგანოში,... ადილობრივი საკონსულოს მიერ ხელმოწერილი, ჩემი მისამართის დამადასტურებელი დოკუმენტების თანხლებით.

2. მისამართის შეცვლის შემთხვევაში, ამის შესახებ ვაცნობო იმავე გზით სულ მცირე თხუთმეტი დღის განმავლობაში.

ვადასტურებ, რომ მეცნობა:

(i)  რომ პირველ ჯერზე ჩემი მისამართის დამადასტურებელი საბუთი უნდა წარვადგინო ამ უწყების მიღებიდანთხუთმეტი დღის განმავლობაში, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს უწყება ზემოაღნიშნული ჩემი დაბადების თვის პირველ რიცხვამდე ორ თვეზე ნაკლები დროით ადრე იქნა გამოცემული, ან მე უკვე მომეთხოვება ჩემი მისამართის დამადასტურებელი საბუთი ყოველწლიურად წარვადგინო;

(ii) რომ ამ ვალდებულებების შეუსრულებლობა დასჯადია თავისუფლების აღკვეთით ორი  წლის ვადით და ჯარიმით 30,000 ევროს ოდენობით;

(iii) რომ ამ ვალდებულებათა ნებისმიერი დარღვევა ეცნობება სასამართლო ორგანოებსა და პოლიციას ან ჟანდარმერიას, რასაც, შესაძლოა, მოჰყვეს ჩემი ძებნილ პირთა სიაში შეტანა და სისხლისსამართლებრივი დევნა.

iv) რომ, 53-8-13 მუხლის შესაბამისად, 706-53-5 მუხლითგათვალისწინებული მისამართის დამადასტურებელი საბუთი და მისამართის შეცვლის შესახებ განცხადება წარდგენილი უნდა იყოს სამ თვეზე ნაკლები ხანდაზმულობის დოკუმენტის სახით, რომელიც ჩემ სახელზეა გაცემული და ადასტურებს ჩემი სახლის მისამართს, როგორიც არის, მაგალითად, ქვითარი ან ინვოისი;

(v) რომ, თუ დოკუმენტი სხვა პირის მისამართზე მიუთითებს, მას უნდა ახლდეს ამ პირის ხელმოწერილი წერილობითი განცხადება, რომელიც ადასტურებს, რომ მე ამ მისამართზე ვცხოვრობ.

გარდა ამისა, ვადასტურებ, რომ ინფორმირებული ვიყავი შემდეგი უფლებების შესახებ:

(i) მონაცემთა დაცვის აქტისა და 706-53-9მუხლის თანახმად, უფლება მაქვს, მივმართო ჩემი საცხოვრებელი ოლქის პროკურორს დაჩემთან დაკავშირებით რეესტრში არსებული ყველა ინფორმაციის ასლი მივიღო;

(ii) თუ ინფორმაცია, რომელიც საფუძვლად დაედო ჩემი სახელის რეესტრში შეტანას, უცხოური სასამართლო ორგანოს მიერ იყო გაცემული, უფლება მაქვს, მივმართო ნანტის მაღალი ინსტანციის ტრიბუნალის (tribunal de grande instance) პროკურორს, რომრეესტრში არსებული ინფორმაცია გასწორდეს ან წაიშალოს ან [ჩემი საცხოვრებელი ადგილის შესახებ] ინფორმაციის მიწოდების სიხშირე შემცირდეს და იყოს წელიწადში ერთხელ, 53-8-27მუხლის et seq. შესაბამისად.“

 

II.  შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობა და პრაქტიკა

16.  სექსუალურ ძალადობაში მსჯავრდებულთა ეროვნული რეესტრი, რომელშიც პირები ავტომატურად ხვდებოდნენ („სექსუალურ მოძალადეთა რეესტრი“ - FIJAIS)2004 წელს შეიქმნა. ის სისხლის სამართლის დამნაშავეთა საიდენტიფიკაციო რეესტრია ისევე, როგორც თითის ანაბეჭდების ეროვნული მონაცემთა ბაზა (FAED), გენეტიკის ეროვნული მონაცემთა ბაზა (FNAEG) და ნასამართლობის შესახებ ეროვნული მონაცემები (CJN), რომელთაგან უკანასკნელი ყველაზე დიდი ხანია, რაცარსებობს. 2009 წლის 24 მარტს პოლიციის რეესტრების შესახებ ეროვნული ასამბლეის წინაშე წარდგენილ საინფორმაციო დოკუმენტში რეესტრების რაოდენობის გაზრდა აღინიშნა. საკითხზე მომუშავე პარტიამ ბ-ნი ალან ბაუერის ხელმძღვანელობით, მიუთითა, რომ 2008 წელს ასეთი რეესტრიდაახლოებით ორმოცდახუთი იყო, მაშინ როცა 2006 წელს - ოცდათოთხმეტი და რომ კიდევ ერთი ათეული ან დაახლოებით ამდენი იყო „შემუშავების პროცესში“.

სექსუალურ მოძალადეთა რეესტრზე პასუხისმგებელია და მას მართავს იუსტიციის სამინისტრო. ხოლო მას აწარმოებს ნასამართლევ პირთა შესახებ მონაცემების ნანტის ეროვნული დეპარტამენტი, ნასამართლობის შესახებ ეროვნულ მონაცემებზე პასუხისმგებელი მოსამართლის ზედამხედველობის ქვეშ.

ა.  სექსუალურ მოძალადეთა რეესტრი

17. სექსუალურ ან „ძალადობრივი“ დანაშაულის ჩამდენ პირთა ეროვნული რეესტრი, სადაც მონაცემები ავტომატურად შედის, შეიქმნა 2004 წლის 9 მარტის №2004-204 კანონით, რომელიცსასამართლო სისტემის სისხლის სამართლის დანაშაულის ცვალებად ტენდენციებზე მორგებას შეეხებოდა. უფრო ადვილს ხდის რა დამნაშავეთა იდენტიფიკაციასა დამათი ადგილსამყოფელის ნებისმიერ დროს სწრაფად დადგენას, მისი მიზანიასექსუალურ ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულთა განმეორების პრევენცია.

რიგი გარდამავალი ღონისძიებებისა დეტალურად განსაზღვრავს იმპირთა სახელების რეესტრში შეტანის პროცედურას, ვინცსექსუალურ ნიადაგზე დანაშაული ზემოაღნიშნული კანონის ძალაში შესვლამდე ჩაიდინა. დებულელები შეეხება პირებს, რომელთაც ასეთი დანაშაული ჩაიდინეს კანონის გამოქვეყნების თარიღამდე, მაგრამ, ამ თარიღისშემდეგ, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 706-53-2მუხლში მითითებულ ერთ-ერთ გადაწყვეტილებას დაექვემდებარნენ (იხილეთ ქვემოთ პარაგრაფი 18). ეს დებულებები ასევე შეიძლება შეეხოს პირებს, რომლებსაც კანონის გამოქვეყნებამდე სასჯელის სახით თავისუფლება ჰქონდათ აღკვეთილი (პროკურორის მოთხოვნით).

1. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი („სსსკ“)

18.  საპროცესო კოდექსის შესაბამისი დებულებები შემდეგია:

მუხლი 706-47

“ამ მუხლის დებულებები ვრცელდება სამართალწარმოებაზე, რომელიც ეხება არასრულწლოვნის მკვლელობას, მიუხედავად იმისა, იყო თუ არა ის წინასწარგანზრახული, რასაც წინ უსწრებდა ან თან ახლდა გაუპატიურება, წამება ან სასტიკი ქმედება, ან არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობას ან მისი გაუპატიურების დანაშაულს, არასრულწლოვნის ამორალური შემოსავლით სარგებლობას ანარასრულწლოვნისთვის სექსუალური მომსახურების მიზნით თანხის გადახდას ...

ეს დებულებები ასევე ვრცელდება სამართალწარმოებაზე, რომელიც ეხება მკვლელობის დანაშაულს, მიუხედავად იმისა, იყო თუ არა ის წინასწარგანზრახული, რასაც თან ახლდა წამება ანსასტიკი ქმედება, წამების დანაშაულსა ან სასტიკ ქმედებას და მკველობის დანაშაულს, მიუხედავად იმისა, იყო თუ არა ის წინასწარგანზრახული, როცა ის განმეორებით არის ჩადენილი.”

მუხლი 706-53-1

„სექსუალურ ან ძალადობრივ დამნაშავეთა ეროვნული რეესტრი, რომელშიც მონაცემები ავტომატური წესით შედის, წარმოადგენს პირადი ინფორმაციის შესახებ მონაცემთა ბაზას, რომელსაც იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობითა და მოსამართლის ზედამხედველობით, ნასამართლობის შესახებ მონაცემების დეპარტამენტი აწარმოებს. 706-47 მუხლში მითითებულ დანაშაულთა განმეორების პრევენციი სდა ასეთი დანაშაულების ჩამდენთა იდენტიფიკაციის გაადვილების მიზნით, 706-53-2 მუხლში მითითებული ინფორმაცია უნდა შეგროვდეს, შენახულ იქნას და უფლებამოსილ პირებს მიეწოდოს ამ თავში განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად.”

მუხლი 706-53-2

“ამ მუხლის ბოლო პარაგრაფის დებულებების გათვალისწინებით და რამდენადაც ისინი შეეხება 706-47მუხლში მითითებულ ერთ ან მეტ დანაშაულს, პირის პირადი მონაცემები და საცხოვრებელი მისამართი ან შემდგომი საცხოვრებელი მისამართები და, საჭიროების შემთხვევაში, სხვა საცხოვრებელი მისამართები შეტანილი უნდა იყოს რეესტში, როცა განსახილველი პირი ექვემდებარება:

1. მსჯავრდებას, მიუხედავად იმისა,საბოლოოათუ არა, მათ შორის in absentia მსჯავრდებას, ან დამნაშავედ ცნობას, რასაც თან ახლავს ბრძანება მისი სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შესახებ;

2. გადაწყვეტილებას, მიუხედავად იმისა, საბოლოოა თუ არა, რომელიც არასრულწლოვანთა დამნაშავეობის შესახებ 1945 წლის 2 თებერვლის №45-174 ბრძანებულების მე-8, მე-15, მე-15-1, მე-16, მე-16 bis და 28-ე მუხლების საფუძველზე მიღებული;

3. ამ კოდექსის 41-2 მუხლით გათვალისწინებულ სასჯელის შეთანხმებულ სქემას, რომლის განხორციელება პროკურორის მიერ არის დამტკიცებული;

4. გადაწყვეტილებას საქმის შეწყვეტის ან ბრალდების მოხსნის ან პირის უდანაშაულოდ ცნობის შესახებ, სისხლის სამართლის კოდექსის 122-ე მუხლის 1-ლი პუნქტის პირველი პარაგრაფის საფუძველზე;

5. სისხლის სამართლის ბრალდებას, რომელსაც თან ახლავს სასამართლო ზედამხედველობის შესახებ ბრძანება, რომელშიც გამომძიებელმა მოსამართლემ ბრძანება გასცა ამ გადაწყვეტილების რეესტრში შეტანის შესახებ;

6. ზემოაღნიშნულთა მსგავსი გადაწყვეტლება, რომელიც უცხოური სასამართლოს ან სასამართლო ორგანოს მიერ იყო მიღებული და რომელიც, საერთაშორისო კონვენციის ან შეთანხმების მოთხოვნების შესაბამისად,საფრანგეთის მთავრობას ეცნობა ან საფრანგეთში მოხდა მისი აღსრულება მსჯავრდებული პირის გადაცემის შემდეგ.

რეესტრი ასევე უნდა შეიცავდეს ინფორმაციას იმ სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც პირის რეესტრში შეტანის საფუძველი გახდა და ინფორმაციას დანაშაულის ხასიათის შესახებ. 1-ელ და მე-2 ნაწილებში მითითებული გადაწყვეტილებები რეესტრში შეტანილი უნდა იყოს მიღებისთანავე.

706-47მუხლშიაღნიშნულ დანაშაულებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები, რომლებიც სასჯელის სახით ხუთ წლამდე ან ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, არ უნდა იქნას შეტანილი რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა სასამართლოს ან, მე-3 და მე-4 ნაწილების შემთხვევაში, პროკურორის პირდაპირი ბრძანება არსებობს.”

მუხლი 706-53-4

“706-53-9 და 706-53-10 მუხლებისდებულებების გამოყენებაზე უარყოფითი გავლენის გარეშე, 706-53-2მუხლშიაღნიშნულ პირთან დაკავშირებული ინფორმაცია უნდა ამოღებული უნდა იქნას რეესტრიდან ამ პირის გარდაცვალების შემთხვევაში ან ქვემოთ განსაზღვრული ვადების ამოწურვის შემდეგ, რომლის ათვლაც ხდება იმ თარიღიდან, როცა რეესტრში შეტანილი ყველა გადაწყვეტილება წყვეტს მოქმედებას:

1. ოცდაათწლიანი პერიოდი სერიოზული დანაშაულის ან მძიმე დანაშაულის შემთხვევაში, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს ათი წლით თავისუფლების აღკვეთას;

2. ოცწლიანი პერიოდი ყველა დანარჩენ შემთხვევაში.

ინფორმაცია არ უნდა იქნას ამოღებული ამნისტიის ან რეაბილიტაციის შემთხვევაში, ან ნასამართლობის გაქარწყლებასთან დაკავშირებული წესების შესაბამისად.

ეს ინფორმაცია, თავისთავად, არ შეიძლება იყოს გამოყენებულირეციდივიზმის მტკიცებულებად.

706-53-2 მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-5 პუნქტების შესაბამისად რეესტრში შეტანილი ინფორმაცია ამოღებული უნდა იქნას საქმის შეწყვეტის საბოლოო გადაწყვეტილების, სასჯელისგან გათავისუფლების საბოლოო გადაწყვეტილების ანსაბოლოო გამამართლებელი განაჩენის შემთხვევაში. მე-5 ნაწილის შესაბამისად შეტანილი ინფორმაცია ასევე უნდა წაიშალოს სასამართლოს ზედამხედველობის შესახებ ბრძანების შეწყვეტის ან გაუქმების შემთხვევაში.”

მუხლი 706-53-5

“ყველა პირისთვის,რომელიც შეყვანილია რეესტრში, უსაფრთხოების ღონისძიების სახით, სავალდებულო უნდა იყოს ამ მუხლში ჩამოყალიბებული ვალდებულებები.

პირს უნდა მოეთხოვებოდეს, რომ შეკვეთილი გზავნილით რეესტრის მმართველი ორგანოს მისამართზე, ან შეკვეთილი გზავნილით ადგილობრივი პოლიციის ან ჟანდარმერიის მისამართზე, ან პირადად:

1.  წელიწადში ერთხელ წარადგინოს მისი საცხოვრებელი მისამართის დამადასტურებელი საბუთი;

2.  არაუგვიანეს თხუთმეტ დღეში განაცხადოს საცხოვრებელი მისამართის შეცვლის შესახებ.

თუ პირს საბოლოოდ მსჯავრი დაედო სერიოზული სისხლის სამართლის დანაშაულის ან მძიმე დანაშაულის ჩადენის გამო, რაც ითვალისწინებს სასჯელის სახით ათი წლით თავისუფლების აღკვეთას, მან ექვს თვეში ერთხელ მისი საცხოვრებელი მისამართის დამადასტურებელი საბუთი უნდა წარადგინოს ადგილობრივ პოლიციასა ან ჟანდარმერიაში ან მისი საცხოვრებელი department-ის ჟანდარმერიის ან პოლიციის მთავარ სამმართველოში, ან პრეფექტურის მიერ დადგენილ ნებისმიერ სხვა განყოფილებაში.

ამ მუხლით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა დასჯადია ორი წლით თავისფლების აღკვეთით და 30,000 ევროს ოდენობის ჯარიმით.”

მუხლი 706-53-6

“ნებისმიერი პირი, რომლის სახელიც შეტანილია რეესტრში,სასამართლო ორგანოს მიერ სათანადოდ უნდა იყოს ინფორმირებულიპირადად ან შეკვეთილი წერილითბოლოს მითითებულ მისამართზე.

აღნიშნული პირი იმავდროულად ინფორმირებული უნდა იყოს 706-53-5 მუხლით განსაზღვრული ვალდებულებებისა და იმ სასჯელის შესახებ, რაც ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთვევაშია მოსალოდნელი.

როცა აღნიშნული პირი დაპატიმრებულია, ამ მუხლში მოცემული ინფორმაცია მას უნდა მიეწოდოს საბოლოო განთავისუფლებისას ან მისი სასჯელის პირობების შემამსუბუქებელი პირველი ზომის გამოყენებამდე.”

მუხლი 706-53-7
2008 წლის 25 თებერვლის №2008-174კანონის მე-15 მუხლით შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით

“რეესტრში არსებული ინფორმაცია ტელეკომუნიკაციის უსაფრთხო სისტემის მეშვეობითპირდაპირ ხელმისაწვდომი უნდა იყოს:

1.  სასამართლო ხელისუფლებისთვის;

2. სისხლის სამართლის საგამოძიებო პოლიციისთვის, სისხლის სამართლის ისეთ დანაშაულთან დაკავშირებული პროცესის კონტექსტში, რომელიც ადამიანისთვის განზრახ ზიანის მიყენებას ისახავს მიზნად, როგორიცაა ადამიანის გატაცება ძალის გამოყენებით ან ადამიანის გატაცებაან 706-47 მუხლში მითითებული რომელიმე დანაშაული, ასევე706-53-5 და 706-53-8მუხლებით გათვალისწინებული ზომების მისაღებად;

3. პრეფექტებისა და სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოებისთვის, რომლებიც ჩამოთვლილია 706-53-12 მუხლით გათვალისწინებულგანკარგულებაში კადრების შერჩევასთან, განთავსებასთან, ავტორიზაციასთან, დამტკიცებასა ან ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული გადაწყვეტილებების მიზნით, იმ საქმიანობებსა და პროფესიებთან მიმართებაში, რომლებიც მოიცავს არასრულწლოვნებთან კონტაქტს და ასეთი საქმიანობებისა და პროფესიების ზედამხედველობის მიზნით. ...

რეესტრში არსებული ინფომაცია,პრეფექტების მეშვეობით, ასევე ხელმისაწვდომი უნდა იყოს départementსაბჭოებისა და რეგიონული საბჭოების მერებისა და პრეზიდენტებისთვის მე-3 პუნქტში მითითებული ადმინისტრაციული გადაწყვეტილებების მიზნით, იმ საქმიანობებსა და პროფესიებთან მიმართებაში, რომლებიც მოიცავს არასრულწლოვნებთან კონტაქტს და ასეთი საქმიანობებისა და პროფესიების ზედამხედველობის მიზნით.”

მუხლი 706-53-8

“იმ სახით, როგორც ეს 706-53-12 მუხლით გათვალისწინებულ განკარგულებაშია აღნიშნული, რეესტრის მმართველმა ორგანომნებისმიერი ახალი სახელის რეესტრში შეტანის, ან მისამართის შეცვლის, ან რეესტრში არსებული პირის მიერ განსაზღვრულ დროში საცხოვრებელი მისამართის დამადასტურებელი საბუთის არ წარმოდგენის შესახებ უშუალოდ უნდააცნობოსშინაგან საქმეთა სამინისტროს. სამინისტრომინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა გადასცეს უფლებამოსილი პოლიციის ან ჟანდარმერიის განყოფილებას.

პოლიციას ან ჟანდარმერიას შეუძლია ყველა შესაბამისი შემოწმების ჩატარება და ყველა საჭირო მოთხოვნის დაყენება სახელმწიფო ორგანოებისადმი, რათა გადაამოწმოს პირის საცხოვრებელი მისამართი ან მიაკვლიოს მას.

თუ გაირკვევა, რომ პირი აღარ ცხოვრებს მითითებულ მისამართზე, პროკურორმა მისი სახელი ძებნილ პირთა სიაში უნდა შეიტანოს.”

მუხლი706-53-9

“პირებს, რომლებიც თავიანთი პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს წარადგენენ, უნდა მიეწოდოთ რეესტრში მათ შესახებ არსებული მთელი ინფორმაცია, მიმართავენ რა, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, მაღალი ინსტანციის ტრიბუნალის (tribunal de grande instance) პროკურორს.”

მუხლი 706-53-10
2007 წლის 5 მარტის კანონით შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით

“პირებს, რომელთა სახელებიც შეტანილია რეესტში, შეუძლიათ მოსთხოვონ პროკურორს მათ შესახებ არსებული ინფორმაციის გასწორებაან ამოღება იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაცია არაზუსტია ან რეესტრის მიზნებისთვის აღარ არის საჭირო ინფორმაციის შენახვა, დანაშაულის ხასიათის, დანაშაულის ჩადენისას პირის ასაკის, გასული დროისა და პირის ამჟამინდელი პერსონის გათვალისწინებით.

ინფორმაციის ამოღების მოთხოვნა დაუშვებელია, როცა ეს ინფორმაცია(გაუქმებული 2007 წლის 5 მარტის №2007-297 კანონის 43-ე მუხლის თანახმად, რაც ძალაში შევიდა 2008 წლის 7 მარტს) რჩება‘პირის ნასამართლობის შესახებ ჩანაწერების№1 ბიულეტენში ან’უკავშირდება სასამართლო პროცესს, რომელიც ჯერ ისევ მიმდინარეობს (2007 წლის 5 მარტის №2007-297 კანონის 43-ე მუხლი), ‘თუ პირი არ არის რეაბილიტირებული ან ზომა, რაც რეესტრში შეტანის საფუძველია, №1 ბიულეტენიდან არ არის ამოღებული’.

თუ პროკურორი არ გამოსცემს ინფორმაციის გასწორების ან ამოღების შესახებ ბრძანებას, პირს შეუძლია ამ მიზნით მიმართოს თავისუფლებების და დაპატიმრების საკითხების მოსამართლეს.ამ უკანასკნელის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საგამოძიებო კოლეგიისთავმჯდომარესთან.

ინფორმაციის გასწორების ან ამოღების შესახებ მოთხოვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებამდე, პროკურორს, თავისუფლებების და დაპატიმრების საკითხების მოსამართლეს და საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარეს შეუძლიათ, მოითხოვონნებიმისერი, მათი აზრი, საჭირო შემოწმების ჩატარება, მათ შორის პირის სამედიცინო ექსპერტიზა. თუ რეესტრში არსებული ინფორმაცია შეეხება სერიოზულ სისხლის სამართლის დანაშაულს ან მძიმე დანაშაულს, რომელიც სასჯელის სახით ათი წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს და ჩადენილია არასრულწლოვნის მიმართ, არ შეიძლება ინფორმაციის ამოღება სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის არსებობის გარეშე. ...”

მუხლი 706-53-12

“ამ მუხლის დებულებების გამოყენების დეტალური ღონიძიებები უნდა განისაზღვროს უმაღლესი ადმინისტრაციული სასამართლოს (Conseil d’Etat) განკარგულებით, მონაცემთა დაცვის ეროვნულ კომისიასთან კონსულტაციის შემდეგ.

განკარგულებაში მითითებული უნდა იყოს ის კონკრეტული გარემოებები, როცა რეესტრში უნდა აისახოს ინფორმაციის გამოთხოვისა და გაცემის შემთხვევები.”

მუხლი R53-8-34

“ინფორმაციამონაცემების შეტანისა და გამოთხოვის შესახებ, იმ პირის ან ორგანოს სტატუსის მითითებით, რომელმაც შეიტანა ან გამოითხოვა ინფორმაცია, რეესტრში უნდა ინახებოდეს სამი წლის განმავლობაში.

ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი უნდა იყოს მხოლოდ იმ განყოფილებაზე პასუხისმგებელი მოსამართლისთვის, რომელიც აწარმოებს რეესტრს ან პირებისთვის, რომლებზეც ის სპეციალურ ნებართვას გასცემს.

სტატისტიკის შედგენა შესაძლებელია ამ ინფორმაციის საფუძველზე.”

2.  საკონსტიტუციო საბჭოს სასამართლო პრაქტიკა

19. 2004 წლის 2 მარტის №2004-492 DC დადგენილებაში საკონსტიუციო საბჭო აღნიშნავს, რომ „პირის შესახებ მონაცემთა [სექსუალურ მოძალადეთა რეესტრში] შეტანა ... გამიზნულია ...ასეთ დანაშაულებისრეციდივის პრევენციისთვის და ამგვარი დანაშაულების ჩამდენთა იდენტიფიკაციის გასამარტივებლად. აქედან გამომდინარე, პირის შესახებ მონაცემთა რეესტრში შეტანა არის არა სანქცია, არამედ - საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ღონისძიება“ (§ 74).საკონსტიტუციო საბჭომ ინფორმაციის რეესტრში შეტანისა და მასზე წვდომისა და გამოყენების შესახებ ასევე აღნიშნა, რომ პირველ რიგში, მხედველობაში უნდა იყოს მისაღები გამოყენების პირობებით გათვალისწინებული გარანტიები და რეესტრზე წვდომა და ის ფაქტი, რომ პირად მონაცემთა შეტანის ან ამოღების უფლებამოსილება სასამართლო ხელისუფლებას ჰქონდა, და მეორე, დანაშაულთა სერიოზულობა, რაც პირად მონაცემთა რეესტრში შეტანის საფუძველია დაასეთი ტიპის დანაშაულთა რეციდივის მაჩვენებელი, სადაო დებულებები ერთდროულად უზრუნველყოფდა პირადი ცხოვრების პატივისცემასა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას იმგვარად, რომ დაცული იყო სამართლიანი ბალანსი (§ 87).დაბოლოს, მან აღნიშნა რომ „რეესტრში არსებულ პირთა მიმართ მოთხოვნა, რომ პერიოდულად აცნობონ მათი მუდმივი საცხოვრებელიმისამართი ანმათი ადგილსამყოფელის შესახებ, არ არის სანქცია, არამედ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ზომა, რაც რეციდივის თავიდან აცილებასა და დამნაშავეთა იდენტიფიკაციის გამარტივებას ისახავს მიზნად. თავად რეესტრის მიზნიდან გამომდინარე, აუცილებელია პირთა მისამართების მუდმივი შემოწმება. მათზე დაკისრებული ვალდებულება, რომ ასეთი შემოწმებები ტარდებოდეს, არ წარმოადგენს არაარსებით [ზომას] 1789 წლის დეკლარაციის მე-9 მუხლის მიზნებისთვის ...” (§ 91).

3.  საკასაციო სასამართლოს პრაქტიკა

20.  სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებაში, საკასაციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება რეესტრში პირის მონაცემთა შეტანის ხასიათის შესახებ (იხილეთ ასევე Crim. 2006 წლის 31 ოქტომბერი, Bull. crim. No. 267). სასამრთლომ დაადგინა:

“მაშინ როცა ... სექსუალურ მოძალადეთა რეესტრში პირისმონაცემთა შეტანის შესახებ ბრძანების გაცემისას, სააპელაციო სასამართლომ ზუსტად გამოიყენა 2004 წლის 9 მარტის კანონის 216-ე მუხლი, რომლის მიხედვითაცრეესტრში მონაცემთა შეტანასთან დაკავშირებული დებულებები ვრცელდება კანონის პრომულგაციამდე ჩადენილ დანაშაულებზე. ეს მუხლი არ წარმოადგენს კონვენციის იმ დებულებების დარღვევას, რასაც ეფუძნება საჩივარი, რადგან სექსუალურ მოძალადეთა რეესტრში პირის შეყვანა, რომელიც მხოლოდ უსაფრთხოების ზომაა და არა სასჯელი, არ ექვემდებარება კანონის მატერიალური ნორმების უფრო მკაცრი დებულებებისთვის უკუძალის მინიჭების ამკრძალავ პრინციპს. ...”

საკასაციო სასამრთლომ დაადგინა, რომ რეესტრში პირი ავტომატურად ხვდება იმ შემთხვევაში, თუ დამნაშავეს სასჯელის სახით ხუთ წელზე მეტი ხნით თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული(Crim. 2008 წლის 16 იანვარი).

4.  პოლიციის და ჟანდარმერიის რეესტრთა საზედამხედველო სამუშაო ჯგუფი

21.  2008 წლის დეკემბერში სამუშაო ჯგუფმაშინაგან საქმეთა მინისტრს, საზღვრისგარეთ დეპარტამენტებსა და ტერიტორიებს და ტერიტორიულ ხელისუფლებებს, წარუდგინა ანგარიში სათაურით: „პროცედურების გამკაცრება თავისუფლებების დაცვის გასაუმჯობესებლად“. ანგარიშის თანახმად, სექსუალურ მოძალადეთა რეესტრის შექმნისას, 2005 წლის ივნისში, მასში 20,222 სახელი შევიდა;2008 წლის ოქტომბერში რეესტრში დარეგისტრირებულთა რიცხვი 43,408იყო.

ბ.  ნასამართლობის შესახებ ეროვნული ავტომატიზებული რეესტრი

1.  ზოგადი დებულებები

22.  სსსკ-ს 768-დან 781-მდე მუხლები ნასამართლობის შესახებ ეროვნული რეესტრის ფუნქციონირებას ეხება. ეს რეესტრი აღრიცხავს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლოების მიერ გამოტანილ მსჯავრებს, ასევე იმ კომერციულ, ადმინისტრაციულ და დისციპლინურ მსჯავდებებს, რომლებიც მოიაზრებს უფლების ჩამორთმევას. პირის ნასამართლობის შესახებ ჩანაწერი დაყოფილია სამ კატეგორიად. ნასამართლობის შესახებ რეესტრში არსებული ინფორმაცია ბიულეტენების სახითაა წარმოდგენილი.

ბიულეტენი №1 (სსსკ,774-ე მუხლი)აღრიცხავს ნასამართლობის შესახებ ყველა საქმეს, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პირის ყველა მსჯავრდებას. ის შეიძლება გაიცეს მხოლოდ სასამართლო ორგანოების მიმართ.

ბიულეტენი №2 (სსსკ,775-ე მუხლი)მოიცავს სისხლის სამართლის დანაშაულში მსჯავრდებების უდიდეს ნაწილს გარკვეული გამონაკლისებით, კერძოდ, გარდაახალგაზრდათა მსჯავრდებების, უცხო ქვეყნის სასამართლოთა გადაწყვეტილებების, მცირე დანაშაულში მსჯავრდებებისადა გადავადებული სასჯელების გამოსაცდელი პერიოდის ამოწურვის შემდეგ. მოსამართლეს შეიძლება ეთხოვოს, რომ მსჯავდების №2 ბიულეტენში არ შეტანის შესახებ (თუმცა ის დარჩება №1 ბიულეტენში). ეს ბიულეტენი, განსაზღვრული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, ხელმისაწვდომია მხოლოდ გარკვეული ადმინისტრაციული და სამხედრო ორგანოებისთვის (პრეფექტები, სამხედრო ხელისუფლება, სახელმწიფო კომპანიების ხელმძღვანელები და სხვ.).

ბიულეტენი №3 (სსსკ,775-ე მუხლი) აღრიცხავს მძიმე დანაშაულში ყველაზე სერიოზულ მსჯავრდებებს,განსაკუთრებით, ორ წელზე მეტი ხნით თავისუფლების აღკვეთის შემთხვევებს. ეს ბიულეტენი ერთადერთია, რომლის ასლიც პირს შეიძლება მიეწოდოს.

2.  რეაბილიტაციის პროცედურა

23.  სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს ნასამართლევ პირთათვის რეაბილიტაციის პროცედურას და საშუალებას იძლევა, ნასამართლობის შესახებ ჩანაწერი ამოღებულ იქნას ნასამართლობის შესახებ რეესტრიდან კანონით დადგენილი ვადის (ორმოცი წელი) ამოწურვამდე. კოდექსის 133-1 მუხლის თანახმად, რეაბილიტაცია აქარწყლებს ნასამართლობას.

24.  მუხლი 133-13 ადგენს პირობებს ავტომატური რეაბილიტაციისთვის:

მუხლი 133-13

“ნასამართლევი პირი, რომელიც შემდეგში, ქვემოთ მოცემული პერიოდების მანძილზე, აღარ ყოფილა სისხლის სამართლის საქმეშიმსჯავრდებული, ავტომატურად უნდა იქნას რეაბილიტირებული:

...

3. ერთი სასჯელის შემთხვევაში, რომელიც ათ წელს არ აღემატება ან რამდენიმე სასჯელის შემთხვევაში, რომლებიც ჯამში ხუთ წელს არ აღემატება, სასჯელის მოხდის თარიღიდან ან ხანდაზმულობის ვადის ამოწურვიდან ათწლიანი პერიოდის გასვლის შემდეგ.

...”

25.  სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს სასამართლო რეაბილიტაციის პროცედურის მარეგულირებელ ღონისძიებებს:

მუხლი 785, პირველი პარაგრაფი

“ნასამართლევი პირის სიცოცხლეში რეაბილიტაციის მოთხოვნით სასამართლოს შეიძლება მიმართოს მხოლოდ ამ პირმა ან, თუ მას არა აქვს ამის უფლება, მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა. პირის გარდაცვალების შემთხვევაში და როცა კანონით დადგენილი პირობები შესრულებულია, სასამართლოში შეტანილგანაცხადს შეიძლება მისდიონ მისმა მეუღლემ,წინაპრებმა ან შთამომავლებმა, ან მათ ასევე შეუძლიათ შეიტანონ სასამართლოში განაცხადი პირის გარდაცვალებიდან ერთი წლის ვადაში.”

მუხლი 786
2004 წლის 9 მარტის №2004-204 კანონით შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით (ძალაში შევიდა 2005 წლის 1 იანვარს)

“ რეაბილიტაციის შესახებ საჩივარის შეტანა შესაძლებელია ხუთი წლის შემდეგ იმ პირთათვის, რომლებიც სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულში იყვნენ მსჯავრდებულნი...

ეს პერიოდი უნდა აითვალოს, ...იმ პირთა შემთხვევაში, რომელთაც თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი, სასჯელისგან საბოლოო გათავისუფლების თარიღიდან ან, 733-ე მუხლის მესამე პარაგრაფისდებულებების შესაბამისად, პირობითი გათავისუფლების დღიდან, თუ ეს უკანასკნელი შემდგომში არ გაუქმებულა ...”

26.  ნასამართლობის შესახებ რეესტრიდან დანაშაულის ამოღებასარეგულირებს შემდეგი წესები:

მუხლი 769

“ ... ნასამართლობასთან დაკავშირებული მასალები, რაც ამნისტიის შედეგად გაქარწყლდა ან გაუქმდა, ამოღებულ უნდ აიქნას ნასამართლობის შესახებ რეესტრიდან... . იგივე უნდა გავრცელდეს ... ნასამართლობასთან დაკავშირებულ იმ მასალებზე, რომლებიც ორმოც წელზე მეტი ხნით თარიღდება და რომლებშიც არ არის სისხლის სამართლის არც ერთი კატეგორიის დანაშაულში შემდგომი მსჯავრდება.

ნასამართლობის შესახებ რეესტრიდან ასევე ამოღებული უნდა იყოს შემდეგი:

...

8. მსჯავრდებები, რომელთა მიმართაც დამნაშავე დაექვემდებარა სასამართლო რეაბილიტაციას, სადაც სასამართლო პირდაპირ ბრძანებს რეესტრიდან ნასამართლობის შესახებ ჩანაწერის ამოღებას, 798-ე მუხლის მეორე პარაგრაფის შესაბამისად.”

III. შესაბამისი საერთაშორისო სამართალი

ა.  ევროპის საბჭოს სამართლებრივი ინსტრუმენტები

27. ევროპის საბჭოს 1981 წლის კონვენცია, რომელიც შეეხებაპირად მონაცემთა ავტომატური დამუშავებისგან პირის დაცვას („მონაცემთა დაცვის კონვენცია“), „პირად მონაცემებს“ განსაზღვრავს როგორც ნებისმიერ ინფორმაციას, რომელიც იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად პირს შეეხება. კონვენცია ითვალისწინებს, inter alia, შემდეგს:

“პრეამბულა

...

იმის გათვალისწინებით, რომ, სასურველია, გავრცელდეს გარანტიები ყველას უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებზე და განსაკუთრებით, პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებაზე, პირად მონაცემთა გაზრდილი ნაკადის გათვალისწინებით, რომელიც ავტომატურ დამუშავებას ექვემდებარება;

...

მუხლი 5 – მონაცემთა ხარისხი

პირადი მონაცემები, რომლებიც ავტომატურ დამუშავებას განიცდის:

...

ბ. უნდა ინახებოდეს განსაზღვრული და კანონიერი მიზნებისთვის და არ უნდა გამოიყენებოდეს იმგვარად, რომ შეუთავსებელი იყოს ამ მიზნებთან;

გ.უნდა იყოს ადეკვატური, შესაბამისი და არ სცდებოდეს იმ მიზნებს, რისთვისაც ინახება;

...

ე.  უნდა იყოს დაცული იმ ფორმით, რომ შესაძლებელი იყოს მონაცემთა სუბიექტების იდენტიფიკაცია არაუმეტეს იმ ვადისა, რაც საჭიროაიმ მიზნისთვის, რისთვისაც ეს მონაცემები ინახება.

მუხლი 6 – მონაცემთა სპეციალური კატეგორიები

პირადი მონაცემები, რომლებიც რასობრივ კუთვნილებას, პოლიტიკურ შეხედულებებს ან რელიგიურ თუ სხვაშეხედულებებს ასახავს,ასევე პირადი მონაცემები, რომლებიც ჯანმრთელობას ან სექსუალურ ცხოვრებას უკავშირდება, არ შეიძლება დამუშავდეს ავტომატურად, თუ შიდა კანონმდებლობა შესაბამის გარანტიებს არ ითვალისწინებს. ...

მუხლი 7 – მონაცემთა უსაფრთხოება

უსაფრთხოების შესაბამის ზომები უნდა იქნას მიღებული მონაცემთა ავტომატიზირებულ ბაზაში არსებული პირადი ინფორმაციის დასაცავად, რათა არ მოხდეს მისი შემთხვევითი ან უნებართვო განადგურება ან შემთხვევითი დაკარგვა, ასევე უნებართვო წვდომა, შეცვლა ან გავრცელება.”

28. მინისტრთა კომიტეტის №R (87) 15 რეკომენდაცია (მიღებული 1987 წლის 17 სექტემბერს), რომელიც პირად მონაცემთა პოლიციის სფეროში გამოყენებას არეგულირებს, inter alia, ითვალისწინებს შემდეგს:

პრინციპი 2 - მონაცემთა შეგროვება

2.1. პირად მონაცემთა შეგროვება პოლიციის მიზნებისთვის შეზღუდული უნდა იყოს იმდენად, რაც საჭიროა რეალური საფრთხის პრევენციისთვის ან კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაულის აღსაკვეთად. ამდებულებიდან ნებისმიერი გამონაკლისი, კონკრეტული ეროვნული კანონმდებლობი უნდა იყოს განსაზღვრული.

...

პრინციპი 3 - მონაცემთა შენახვა

3.1. რამდენადაც შესაძლებელია, პოლიციის მიზნებისთვის პირად მონაცემთა შენახვა უნდა შემოიფარგლებოდეს ზუსტი მონაცემებით და ისეთი მონაცემებით, რაც საჭიროა პოლიციის ორგანოებისთვის ეროვნული კანონმდებლობის ფარგლებში მათიკანონიერი ამოცანების განსახორციელებლად და საერთაშორისო კანონმდებლობიდან გამომდინარე ვალდებულებების შესასრულებლად.

...

პრინციპი 7 - შენახვის ვადა და მონაცემთა განახლება

7.1. მიღებული უნდა იქნას ზომები, რათა პოლიციის მიზნებისთვის შენახული პირადი მონაცემები წაიშალოს, თუ [ეს მონაცემები] აღარ არის საჭირო იმ მიზნებისთვის, რისთვისაც ინახებოდა.

ამ მიზნით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს შემდეგ კრიტერიუმებს: მონაცემთა შენახვის საჭიროება კონკრეტული საქმის გამოძიების დასრულების თვალსაზრისით; სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება, განსაკუთრებით გამამართლებელი განაჩენი; რეაბილიტაცია; ნასამართლობა; ამნისტია; მონაცემთა სუბიექტის ასაკი, მონაცემთა განსაკუთრებული კატეგორიები.”

ბ.  შედარებითი სამართალი

29.  2004 წლის მარტში საფრანგეთის რესპუბლიკის სენატმა გამოაქვეყნა „სამართლის შედარებითი კვლევა“ (№133), რომელიცარასრულწლოვანთა მიმართ სექსუალურ ნიადაგზე ჩადენილდანაშაულთან მიდგომას შეეხებოდა. ანგარიშის თანახმად, „სექსუალურ მოძალადეთა რეესტრი მხოლოდ ინგლისსა და უელსში არსებობს“. გერმანიაში ფედერალური რეესტრში არ არსებობს, თუმცა ორ Länder-ს(ბავარია და ბრემენი)საკუთარი რეესტრი აქვს. ბავარიული რეესტრი, რომელიც ცნობილია როგორც HEADS (Haft-Entlassenen-Auskunfts-Datei-Sexualstraftäter), ხელმისაწვდომია მხოლოდ პოლიციის თანამშრომელებისა და მოსამართლეებისთვის. გაერთიანებულ სამეფოში იმ დამანაშავეთა მონაცემები, რომელთაც ოცდაათ თვეზე მეტი ხნით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი, ინახება უვადოდ და ამ მონაცემების წაშლა შეუძლებელია (2003 წლის სექსუალურ დანაშაულთა აქტი, მუხლი 82).

 

სამართალი

I.  პირველადი პრეტენზია გასაჩივრების შიდასამართლებრივისაშუალებების ამოუწურაობის შესახებ

30. მომჩივანმაგაასაჩივრა მისი სახელის სექსუალურ მოძალადეთა რეესტრში შეტანა, რის შესახებაც მას 2005 წლის 22 ნოემბერს ეცნობა. იგი დაეყრდნო კონვენციის მე-7 მუხლს. ეს საჩივარი კონვენციის მე-8 მუხლთან დაკავშირებით სასამართლოს კითხვების საგანიც გახდა.

31. მთავრობამ პრეტენზია გამოთქვა, რომ შიდასამართლებრივი გასაჩივრების საშუალებები არ ამოწურულა. მთავრობამ, როგორც ეს პირდაპირ არის ნახსენები მომჩივნისადმი გაცემულ უწყებაში, მიუთითა, რომ მომჩივანს, დარღვევის შესახებ მისი განცხადებების საფუძველზე, ამ დარღვევის აღმოსაფხვრელადშეეძლო მიემართაპროკურორისთვის, სსსკ-ს 706-53-10 მუხლის შესაბამისად.

32. მომჩივნის არგუმენტით, ეს დებულებები არ ქმნიდა რეესტრში პირის შეყვანის საწინააღმდეგო გასაჩივრებისსაშუალებას, როგორც ასეთს. შესაბამისად,ზემოხსენებული საშუალება არ შეიძლება ითქვას, რომ სექსუალურ მოძალადეთა რეესტრში განთავსების საწინააღმდეგო ქმედით სამართლებრივ მისაგებელს წარმოადგენს.

33. სასამართლო აღნიშნავს, რომ მთავრობის მიერ დასმულია საკითხი სამართლებრივი მისაგებლის ეფექტიანობასთან დაკავშირებით. სასამართლო ეთანხმება მომჩივანს, რომ დარღვევის აღმოფხვის მოთხოვნის თაობაზესაჩივარიპირის შესახებ დეტალებში მხოლოდ შესაძლო არსებითი შეცდომების გასწორების საშუალებას იძლევა. რაც შეეხება კანონით გათვალისწინებული ინფორმაციის ამოღებას, სსსკ-ს 706-53-4 და 706-53-10 მუხლების (იხილეთ ზემოთ პარაგრაფი 18)თანახმად, მასზე ვრცედლება ფორმალური და არსებითი პირობები, რაც რეესტრში დარეგისტრირებული პირისთვის ხელმისაწვდომიდარღვევებისა და თვითნებობის წინააღმდეგ დაცვის გარანტიების თვალსაზრისით უნდა იყოს განხილული. სასამართლო მიიჩნევს, რომ ეს ასპექტი უფრო მჭიდროდუკავშირდება კონვენციის მე-8 მუხლთან დაკავშირებული საჩივრის არსებითი მხარის განხილვას. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ მთავრობამ გამოთქვა შემდგომი პრეტენზიები თითოეული საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით; შესაბამისად, სასამართლომათ დასაშვებობას ქვემოთ განიხილავს.

II.  კონვენციის მე-7 მუხლის სავარაუდო დარღვევა

34. განმხცადებელმა იჩივლა მისი სახელის სექსუალურ მოძალადეთა რეესტრში შეტანისა და 2004 წლის 9 მარტის კანონის რეტროსპექტულად გამოყენების შესახებ, რამაც მას მისი მსჯავრდების დროს არსებულზე უფრო მკაცრი ვადებულებებიდააკისრა, მე-7 მუხლის 1-ლი ნაწილის დარღვევით. ამ დებულების თანახმად:

“არ შეიძლება პირი ცნობილი იყოს დამნაშავედსისხლის სამართლის რაიმედანაშაულში ნებისმიერი ისეთი მოქმედების ან უმოქმედობის საფუძველზე, რომელიც მისი ჩადენის მომენტში, ეროვნული ან საერთაშორისო სამართლის მიხედვით, არ არის სისხლის სამართლის დანაშაული. ასევე არ შეიძლება უფრო მკაცრი სასჯელის გამოტანა, ვიდრე სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის მომენტში გამოყენებადი სასჯელისა."

35. მთავრობა ამტკიცებდა, რომ სასამართლოს ამ საჩივრის განსახილველად ratione materiae, იურისდიქცია არ ჰქონდა. მთავრობის არგუმენტით, პირის სექსუალურ მოძლადეთა რეესტრში შეყვანა, სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მნიშვნელობით, „სასჯელს“ არ წარმოადგენდა და რომ, შესაბამისად, მე-7 მუხლი არ იყო გამოყენებადი.

36. მთავრობა ეჭვქვეშ არ აყენებდა იმ ფაქტს, რომ 2004 წლის 9 მარტის კანონი ძალაში არ იყო შესული არც დანაშაულის ჩადენისდა არც მომჩივნის მსჯავრდების დროს. მიუხედავად ამისა, მთავრობა ამტკიცებდა, რომ გასაჩივრებული ღონისძიება არ წარმოადგენდა „სასჯელს“ მე-7 მუხლის მნიშვნელობით. ამის დემონსტრირებას მთავრობა სასამართლოს პრეცედენტული სამართლით დადგენილ კრიტერიუმებზე მითითებით ცდილობდა, კერძოდ, საქმეებით ველჩი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, 1995 წლის 9 თებერვალი, § 27, სერია „A“ №307‑Aდა ჯამილი საფრანგეთის წინააღმდეგ, 1995 წლის 8 ივნისი, § 30, სერია „A“ №317‑B.მიუხედავად იმისა, რომ ჯამილის საქმეშისასამართლომ დაადგინა, რომ თავისუფლების აღკვეთა,თავისთავად, იყო სასჯელი,იმის საფუძველზე, რომ „ბ-ნ ჯამილს სანქციადაეკისრა სისხლის სამართლის სასამართლოს ბრძანებით,ისუნდა გამხდარიყო შემაკავებელი მექანიზმი და შეიძლება გამოეწვია სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა“(§32), სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ განსაკუთრებული ზედამხედველობა არ შეიძლება შედარებული იყოს სისხლის სამართლის სანქციასთან, რადგან ის დანაშაულის ჩადენის პრევენციისთვის იყო გამიზნული (მთავრობა უთითებდა საქმეზე რაიმონდო იტალიის წინააღმდეგ, 1994 წლის 22 თებერვალი, § 43, სერია „A“ №281‑A).მთავრობის არგუმენტით, ეს იყოს სწორედ უსაფრთხოების ღონისძიებების, მათ შორის სექსუალურ მოძალადეთა რეესტრში პირის შეყვანის, მიზანი. ის შეიძლება განისაზღვროს, როგორც სოციალური დაცვის ღონისძიებები, რომლებიც გამიზნულია დანაშაულთა განმეორების პრევენციის ან საფრთხის წყაროს აღმოფხვრისთვის. ეს ზომებიეფუძნებოდა არა დამნაშავის ბრალეულობას, არამედ - საფრთხეს, რასაც დამნაშავე წარმოადგენდა.ამდენად, სექსუალურ მოძალადეთა რეესტრში პირის შეყვანა განხორციელდა „როგორც უსაფრთხოებისღონისძიება“ (სსსკ-ს მუხლი 706-53-5) და ის არ იყო სანქცია.სსსკ-ს 706-53-2 მუხლის მე-4 ნაწილი ითვალისწინებს პირის შესახებ რეესტრში შესატანდეტალებს, იმ შემთხვევაშიც კი, როცა საქმის განხილვის შეწყვეტის, პირის გათავისუფლების ან გამართლების შესახებ გადაწყვეტილება იყო მიღებული სისხლის სამართლის კოდექსის 122-1 მუხლის პირველი პარაგრაფის საფუძველზე, რომლის მიხედვითაც, პირები, რომლებსაც „დანაშაულის ჩადენის მომენტში ჰქონდათ ფსიქიატრიული ან ნევროფსიქიატრიული აშლილობა და არ შეეძლოთ თავიანთი ქმედებებისგაცნობიერება ან კონტროლი, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას არ ექვემდებარებოდნენ.“

37. მომჩივანმა ამტკიცებდა, რომ სექსუალურ მოძალადეთა რეესტრში რეგისტრაცია გულისხმობს კანონმდებლობით დაკისრებულ ისეთ ვალდებულებებს, რაც მისი მსჯავდების დროს არ არსებობდა. ეს წარმოადგენდა დანაშაულის ჩადენის მომენტში გამოყენებად სასჯელზე უფრო მძიმე სასჯელს.

38. სასამართლო აღნიშნავს, რომ სექსუალურ მოძალადეთა რეესტრში მომჩივნის სახელი შეტანილი იყო 2004 წლის 9 მარტის კანონის ძალაში შესვლის შედეგად.მომჩივნის რეესტრში შეყვანა მისი მსჯავრდების შემდეგ მოხდა. ეს ღონისძიება გულისხმობს ვალდებულებას, რომ მომჩივანმა ექვს თვეში ერთხელ წარადგინოს მისი საცხოვრებელი მისამართის დამადასტურებელი საბუთი და არაუგვიანეს თხუთმეტი დღის ვადაში აცნობოს საცხოვრებელი მისმართის შეცვლის შესახებ.

39. სასამართლომ უნდა დაადგინოს, შეიძლება თუ არა სექსუალურ მოძალადეთა რეესტრში პირის შეყვანა მიიჩნეოდეს „სასჯელად“ კონვენციის მე-7 მუხლის 1-ლი ნაწილის მნიშვნელობით ან სცილდება თუ არა ეს ღონისძიება ამ დებულების ფარგლებს (სექსუალურ მოძალადეთა რეესტრში პირის შეყვანასთან დაკავშირებით,იხილეთ იბოტსონი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, კომისიის 1998 წლის 21 ოქტომბრის განჩინება, №40146/98;ადამსონი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (განჩინება),№42293/98, 1999 წლის 26 იანვარი, ხოლო ხელისუფლების მიერ მომჩივნისგან აღებული დნმ-ისნიმუშების შენახვასთან დაკავშირებით, იხილეთ mutatis mutandis,ვან დერ ველდენი ნიდერლანდების წინააღმდეგ (განჩინება), №29514/05,ECHR 2006‑XV).

40. ამასთან დაკავშირებით, სასამართლო განმეორებით აღნიშნავს, რომ მე-7 მუხლში „სასჯელის“ ცნებასაქვსავტონომიურიმნიშვნელობა და რომ სასამართლო თავისუფალია თავის შეფასებაში, როცა ადგენს კონკრეტული ღონისძიება თავისი არსითარის თუ არა „სასჯელი“ ამ დებულების მნიშვნელობით. მე-7 მუხლის 1-ლი ნაწილის მეორე წინადადების ფორმულირება მიუთითებს, რომ ნებისმიერი სასჯელის არსებობის შესახებ მსჯელობისას ამოსავალი წერტილია, არის თუ არა განსახილველი ზომა„სისხლის სამართლის დანაშაულში“ მსჯავრდების შემდეგ დაკისრებული. სხვა ფაქტორები, რაც შეიძლება იყოს გათვალისწინებული, როგორც რელევანტური,არის ამ ზომის კლასიფიკაციაეროვნულ კანონმდებლობაში; მისი ხასიათი დამიზანი; ამ ზომის შექმნისა და განხორციელებისთვის გამოყენებული პროცედურები; და მისი სიმკაცრე (იხილეთ ზემოთ ველჩი, §§ 27 და 28).

41. წინამდებარე საქმეში სასამართლო, პირველ რიგში, აღნიშნავს, რომ მომჩივნის სექსუალურ მოძალადეთა რეესტრში შეყვანა მართლაც 2003 წლის 30 ოქტომბერს მისი მსჯავრდების შედეგად მოხდა, რადგან რეესტრში პირის შეყვანა ავტომატურად ხდება იმ შემთხვევაში, თუ პირს, მომჩივნის მსგავსად, სექსუალური დანაშაულისთვის მისჯილი აქვს ხუთ წელზე მეტი ხნით თავისუფლების აღკვეთა.

42. რაც შეეხება ეროვნული კანონმდებლობის მიხედვით სამართლებრივ კლასიფიკაციას, სასამართლო აღნიშნავს, რომ საკონსტიტუციო საბჭოს მიხედვით, განსახილველი ზომა წარმოადგენს „საზოგადეობრივი წესრიგის ზომას“ და არა სანქციას და რომ, სსსკ-ს 706-53-1 მუხლისარაორაზროვანი დებულებების შესაბამისად,  სექსუალურ მოძალადეთა რეესტრი შექმნილია სექსუალურ დანაშაულთა ან მძიმე დანაშაულთა ჩამდენი პირების მიერ დანაშაულის რეციდივის პრევენციისთვის და მათი იდენტიფიკაციისა და დევნის შესაძლებლობის უზრუნველსაყოფად (იხილეთ ზემოთ პარაგრაფები 18 და 19).

43. რაც შეეხება განსახილველი ზომის ხასიათსა და მიზანს, სასამართლო შენიშნავს, რომ მომჩივანმა მასზე დაკისრებული ახალი ვალდებულება მიიჩნია სასჯელად. თუმცა სასამართლო თვლის, რომ ამ ვალდებულის მთავარი მიზანი დანაშაულის რეციდივის პრევენცია იყო. ამასთან დაკავშირებით სასამართლო მიიჩნევს, რომ ის ფაქტი, რომ მსჯავრდებული დამნაშავის საცხოვრებელი მისამართი, მისი სექსუალურ მოძალადეთა რეესტრში შეყვანის მეშვეობით,ცნობილია პოლიციის ან ჟანდარმერიისთვის და სასამართლო ხელისუფლებისთვის, წარმოადგენს შემაკავებელ ზომას და ხელს უწყობს პოლიციის გამოძიებას. ამდენად, პირის რეესტრში შეყვანის საფუძველზე წარმოშობილ ვალდებულებასპრევენციული და შემაკავებელი მიზანი აქვს და ის არ შეიძლება მიიჩნეოდეს, რომ მას სადამსჯელო ხასიათი აქვს ან წარმოადგენს სანქციას.

44. გარდა ამისა, სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია ამ ვალდებულების შეუსრულებლობისთვის მომჩივანსემუქრება ორი წლით თავისუფლების აღკვეთა და 30,000 ევროს ოდენობით ჯარიმა, ამისათვის საჭიროა ცალკე სასამართლო განხილვა, სრულიად დამოუკიდებელი იმ პროცესისგან, რომელმაც 2003 წლის 30 ოქტომბერს მისი მსჯავრდება გამოიწვია, რომელზეც უფლებამოსილი სასამართლო შეძლებს, შეაფასოს, ვალდებულების შეუსრულებლობა იყო თუ არადანაშაულებრივი (ამის საპირისპიროდ, იხილეთ ზემოთველჩი, § 14).

45. დაბოლოს, რაც შეეხება ზომის სიმკაცრეს, სასამართლო განმეორებით აღნიშნავს, რომ ეს არ არის გადამწყვეტი თავისთავად (იხილეთ ზემოთ ველჩი, § 32). ნებისმიერ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ ექვს თვეში ერთხელ საცხოვრებელი მისამართის დამადასტურებელი საბუთის წარდგენისა და მისამართის შეცვლის შესახებ არაუგვიანეს თხუთმეტი დღის ვადაში ცნობის მიწოდების ვალდებულება, თუნდაც ოცდაათი წლის მანძილზე, არ არის საკმარისად მკაცრი ზომა იმისთვის, რომ გაუთანაბრდეს „სასჯელს“.

46. ყველა ამ მოსაზრების გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ სექსუალურ მოძალადეთა რეესტრში პირის შეყვანა და აქედან წარმოშობილი ვალდებულებები არ შეადგენს „სასჯელს“ კონვენციის მე-7 მუხლის 1-ლი ნაწილის მნიშვნელობით და ის მიჩნეული უნდა იყოს, როგორც პრევენციული ზომა, რომლის მიმართაც ამ დებულებაში განსაზღვრული პრინციპი, კერძოდ, რომ კანონს არ უნდა ჰქონდეს უკუძალა, არ გამოიყენება.

47. შესაბამისად, მომჩივნის საჩივარი კონვენციის მე-7 მუხლთან დაკავშირებით, არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან ის არ თავსდება, ratione materiae, კონვენციის მოქმედების ფარგლებში, კონვენციის 35-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების თანახმად.

II.  კონვენციის მე-8 მუხლის სავარაუდო დარღვევა

48. კონვენციის მე-7 მუხლთან დაკავშირებულმა საჩივარმა სასამართლოს მხრიდან კითხვები წამოჭრა ასევე კონვენციის მე-8 მუხლთან დაკავშირებით, რომლის შესაბამისიდებულებებისთანახმად:

“1. ყველას აქვს უფლება, რომ დაცული იყოს მისი პირადი ... ცხოვრება ... .

2. დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ..., უწესრიგობისა და დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობისა ან მორალის, ანდა სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.“

ა.  მხარეთა არგუმენტები

49. მთავრობამ თავიდანვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მომჩივანმა თავის პირველად საჩივარში ცხადად არ დააყენა საჩივარი კონვენციის მე-8 მუხლთან დაკავშირებით. იმ შემთხვევაში თუ სასამართლოს ამის მიუხედავად მაინც ექნებოდა სურვილი, საქმე განეხილა მე-8 მუხლის თვალსაზრისით, მთვარობამ განაცხადა, რომ საფრანგეთის ხელისუფლებას ეს დებულება არ დაურღვევია.

50. მთავრობამ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ სექსუალურ მოძალადეთა რეესტრში შეყვანის შედეგად მომჩივანზე დაკისრებული ვალდებულებაარ შეიძლება ითქვას, რომ არის მის პირად და ოჯახურ ცხოვრებაში ჩარევა, რადგან ის შემოიფარგლება სსსკ-ს 706-53-5 მუხლით დადგენილი მოთხოვნებით (იხილეთ ზემოთ პარაგრაფი 18).

51. მთავრობა ამტკიცებდა, რომ განსახილველ ზომას მართლაც ჰქონდა სამართლებრივი საფუძველი 2004 წლის 9 მარტის კანონის სახით, რომელშიც გადმოცემულია ის შედეგები, რაც მოაქვს განსახილველ პირთათვის სექსუალურ მოძალადეთა რეესტრში შეყვანას. ამ ზომის მიზანი იყო უწესრიგობისა და დანაშაულის, თავიდან აცილება, განსაკუთრებით არასრულწლოვნების მიმართ(სსსკ, მუხლი 706-53-1).

52. დაბოლოს, მთავრობა ამტკიცებდა, რომ უნდა აიწონოს, ერთი მხრივ, სექსუალურ დანაშაულთა პრევენციის საზოგადოებრივი ინტერესი და, მეორე მხრივ,მომჩივნის პირადი ცხოვრების დაცვის უფლების დარღვევის სერიოზულობა.მთავრობის აზრით, სექსუალურ მოძალადეთა რეესტრის შექმნასექსუალურ დანაშაულთა მარეგულირებელი წესების გარკვეული წყებისეტაპობრივი შემოღებისნაწილი იყო, რაც გამართლებული იყო ასეთ დანაშაულთა განსაკუთრებული ხასიათის შესახებ ცოდნის ზრდის შედარებით ბოლოდროინდელიტენდენციით.ეს უკანასკნელი გამომდინარეობს იმ ფაქტიდან, რომ ამ დამნაშავეეებს ხშირად ჰქონდათ პიროვნული აშლილობა, რაც რეციდივის რეალური ფაქტორი იყო; ასევე მათ მიერ მსხვერპლთათვის მიყენებული ტანჯვიდან გამომდინარე, განსაკუთრებით, თუ მსხვერპლი დანაშაულის ჩადენის მომენტში არასრულწლოვანი იყო. ამდენად, ეროვნულმა ხელისუფლებამ სადამსჯელო და პრევენციული ზომების კომბინაციას მიმართა.ამ თვალსაზრისით, სექსუალურ მოძალადეთა რეესტრის შექმნის მიზანი იყო პრევენციის სისტემაში ნაკლოვანებების შევსება სექსუალური დანაშაულებების განსაკუთრებით სერიოზიულ კატეგორიასთან მიმართებაში. მთავრობამ ასევე აღნიშნა, რომ სასამართლოს პრეცედენტული სამართლიდან ცხადია, რომ სასამართლო ეჭვქვეშ არ აყენებდა სახელმწიფოს უფლებას, დანაშაულის თავიდან აცილების მიზნით, შეეგროვებინა და შეენახა პირადი მონაცემები იმ პირობით, რომ მათი „ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ ადეკვატური და ქმედითი გარანტიები არსებობდა“ (მთავრობა მიუთითებდა საქმეზე ლინდერი შვედეთის წინააღმდეგ, 1987 წლის 26 მარტი, § 60, სერია „A“ №116).

53. წინამდებარე საქმეში, მთავრობის მტკიცებით, მომჩივანი კანონით მინიჭებული ყველა გარანტიით სარგებლობდა. სასამართლო ხელისუფლების მხრიდან მას ეცნობა მისი სექსუალურ მოძლადეთა რეესტრში შეყვანის შესახებ, რასაც მოსამართლე უწევდა ზედამხედველობას. ეს შეეხო მხოლოდ იმ პირებს, რომელთაც ზემოხსენებული კოდექსის 706-47მუხლით გათვალისწინებული სერიოზული სექსუალური დანაშაულები ჩაიდინეს და მხოლოდ ასეთმა დანაშაულებმა გამოიწვია ავტომატურად პირის რეესტრში შეყვანა.

54. რაც შეეხება კანონით მინიჭებულ სხვა გარანტიებს, მთავრობამ აღნიშნა, რომ ინფორმაციის შენახვის ვადა (ოცი ან ოცდაათი წელიწადი) დანაშაულის სიმძიმეზე იყო დამოკიდებული. ეს იყო მაქსიმალური ვადა და დაინტერესებულ პირებს შეეძლოთ, მათ შესახებ ინფორმაციის რეესტრიდან ამოღება მოეთხოვათ.მოთხოვნის წაყენება სამი მხარისთვის შეიძლებოდა: პროკურორის, თავისუფლებებისა და დაპატიმრების საკითხების მოსამართლისა და საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარისთვის. ეს მიდგომა, რომელიც სამ მიმართულებას მოიცავდა, სამმაგ გარანტიას ქმნიდა. წინამდებარე საქმეში, იმ ფაქტმა, რომ მომჩივნის მსჯავრდება მისი ნასამართლობის შესახებ მონაცემებში აღინიშნა, სექსუალურ მოძალადეთა რეესტრში არსებული ინფორმაციის ამოღების ნებისმიერი მოთხოვნა დაუშვებელი გახადა. თუმცა მომჩივანს შეეძლო მიემართა სასამართლო რეაბილიტაციისთვის, რაც ნასამართლობის შესახებ მონაცემებიდანმის მსჯავრდების ამოღებას გამოიწვევდა.გარდა ამისა, სექსუალურ მოძლადეთა რეესტრიდან ინფორმაციის გამოთხოვა, ზუსტად განსაზღვრულ გარემოებებში, მხოლოდ გარკვეულ ორგანოებს შეეძლოთ, რომელთაც კონფიდენციალობის დაცვის ვალდებულება ჰქონდათ. დაბოლოს, შეუძლებელი იყო სექსუალურ მოძალადეთა რეესტრში არსებულ მონაცემთა შედარება სხვაგან არსებულ მონაცემებთან.

55. მთავრობამ ბოლოს განაცხადა, რომ პირის რეესტრში შეყვანა, მისი თანმხლები გარანტიების გათვალისწინებით, იყო შეზღუდვა, რომელიც, მე-8 მუხლის მე-2 ნაწილის მნიშვნელობით,აუცილებელი იყო დემოკრატიულ საზოგადოებაში.

56.mმომჩივნის აზრით, რეესტრში დაცული ინფორმაცია არ იყო საზოგადოებრივი მოხმარებისთვის განკუთვნილი. კანონმდებლობით დაკისრებული შეზღუდვები არ იყო მინიმალური, არამედ მსჯავრდებული პირის გადაადგილების თავისუფლებას ზღუდავდა.

ბ.  სასამართლოს შეფასება

57.mსასამართლო განმეორებით აღნიშნავს, რომ,რადგან სასამართლო წყვეტს თუ რა სამართლებრივი დახასიათება უნდა მიეცეს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, ის საკუთარ თავს არ მიიჩნევს მომჩივნის ან მთავრობის მიერ მიცემულ დახასიათებაზე დამოკიდებულად. პრინციპით jura novit curia, სასამართლოს შეუძლია თავისით განიხილოს იმ მუხლებთან ან პუნქტებთან დაკავშირებული საჩივრები, რომლებსაც სასამართლოს წინაშე წარმდგარი მომჩივნები არ ეყრდნობიან.სხვაგვარად რომ ვთქვათ, საჩივარი ხასიათდება მასში აღწერილი ფაქტებით და არა მხოლოდ იმ სამართლებრივი საფუძვლებითა და არგუმენტებით, რასაც ის ეყრდნობა (იხილეთ გუერა და სხვები იტალიის წინააღმდეგ, 1998 წლის 19 თებერვალი, § 44, Reports of Judgments and Decisions 1998‑Iდა ბერკტაი თურქეთის წინააღმდეგ, №22493/93, § 168, 2001 წლის 1 მარტი).ამდენად, დაუშვებლობის შესახებ მთავრობის პროტესტი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სასამართლო აღნიშნავს, რომ ეს საჩივარი არ არის აშკარად დაუსაბუთებელი კონვენციის 35-ე მუხლის მე-3 ნაწილის მნიშვნელობით. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საჩივარი არც რაიმე სხვა მიზეზით არის დაუშვებელი. ამდენად, ის უნდა გამოცხადდეს დასაშვებად.

58.  რაც შეეხება დანარჩენ საკითხებს, სასამართლო შენიშნავს, რომ სექსუალურ მოძალადეთა რეესტრი მომჩივნის პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულ მონაცემებს შეიცავს. რეესტრზე პასუხისმგებელია იუსტიციის სამინისტრო და მას ზედამხედველობს მოსამართლე, ვინც ნასამართლობის შესახებ მონაცემებს განაგებს.სასამართლო ხაზს უსვამს, რომ ამ ეტაპზე მისი ამოცანა არაა შეგროვებული ინფორმაციის სინსიტიურობაზე, ან იმ შესაძლო სირთულეებზე სპეკულირება, რაცმომჩივანს შეხვდა. სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, საჯარო ხელისუფლების მიერ პირის პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული ინფორმაციის შენახვა, არის შეზღუდვა, მე-8 მუხლის მნიშვნელობით. შენახული ინფორმაციის შემდგომი გამოყენებაარანაირ გავლენას არ ახდენს ამ დასკვნაზე (იხილეთ ზემოთ, mutatis mutandis, ლინდერი, § 48 და კოპი შვეიცარიის წინააღმდეგ, 1998 წლის 25 მარტი, § 53, Reports1998‑II).უფრო კონკრეტულად, სასამართლოსუკვე დადგენილი აქვს, რომ სექსუალურ დანაშაულში მსჯავრედებულ პირთა მიმართ მოთხოვნა, რომ პოლიციას მიაწოდონ ინფორმაცია მათი სახელის, დაბადების თარიღის, საცხოვრებელი მისამართის ან მისამართის შეცვლის შესახებ, კონვენციის მე-8 მუხლის 1-ლი ნაწილისფარგლებში ჯდება (იხილეთ ზემოთ ადამსონი).

59. სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეებს ეჭვქვეშ არ დაუყენებიათ განსახილველი შეზღუდვის კანონთან შესაბამისობა და რომ მისი მიზანი - უწესრიგობისა და დანაშაულის თავიდან აცილება - იყომართლზომიერი (ibid.).ამდენად, სასამართლომ უნდა განიხილოს, იყო თუ არა შეზღუდვა აუცილებელი, კონვენციით დადგენილი მოთხოვნების თვალსაზრისით.

60. რადგან ეროვნული ხელისუფლება, სასამართლოს მიერ საქმის საბოლოო შეფასებამდე, აკეთებს პირველად შეფასებას,თუ როგორია სამართლიანი ბალანსი ამ საქმეში, შეფასების გაკეთებისას, ხელისუფლებას ამ სასამართლოს მხრიდანენიჭებათავისუფალი შეფასების გარკვეული არე. თავისუფალი შეფასებისზღვარის სიდიდე სხვადასხვაგვარია და მთელ რიგ ფაქტორებზეა დამოკიდებული, მათ შორის, იმ მოქმედებების ხასიათზე, რაც იზღუდება და ამ შეზღუდვების მიზანზე (იხილეთ სმიტი და გრეიდი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, №33985/96 და №33986/96, § 88, ECHR 1999‑VI).

61. შესაბამისად, როცა პირის არსებობის ან იდენტობის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ასპექტი დგას საფრთხის ქვეშ, სახელმწიფოსთვის მინიჭებული თავისუფალი მოქმედების არე, ზოგადად, შეზღუდული იქნება.

62. პირადი მონაცემების დაცვას ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს პირის პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცვის უფლების განხორციელებისთვის, როგორც ეს კონვენციის მე-8 მუხლით არის გარანტირებული. ამდენად, ეროვნულ კანონდებლობაში უნდა იყოს შესაბამისი დაცვის მექანიზმები, რათა პირად მონაცემთა ნებისმიერი ისეთი გამოყენება, რაც ამ მუხლით გათვალისწინებულ გარანტიებთან შეუსაბამო შეიძლება იყოს, თავიდან იქნას აცილებული (იხილეთ mutatis mutandis,ზ. ფინეთის წინააღმდეგ, 1997 წლის 25 თებერვალი, § 95, Reports 1997‑I).საქმეზე ს. და მარპერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ ([დიდი პალატა], №30562/04 და №30566/04,§ 103, ECHR 2008) მისი დასკვნის შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ასეთი დაცვის მექანიზმების აუცილებლობა კიდევ უფრო დიდია, როცა საქმე ეხება ისეთი პირადი მონაცემების დაცვას, რომელიც ავტომატური წესით გადამუშავდება, და მაშინაც, როცა ასეთი მონაცემები პოლიციის მიზნებისთვის გამოიყენება.ეროვნულმა კანონმდებლობამ განსაკუთრებით უნდა უზრუნველყოს, რომ ასეთი მონაცემები იყოს შესაბამისი და გადაუჭარბებელი იმ მიზნებისთვის, რისთვისაც ინახება და დაცული იყოს იმ ფორმით, რომელიც მონაცემთა სუბიექტების იდენტიფიკაციის შესაძლებლობას იძლევა არაუმეტეს იმ ვადისა, რაც საჭიროამიზნისთვის, რისთვისაც ეს მონაცემები ინახება (იხილეთ ზემოთ პარაგრაფები 27 და 28, განსაკუთრებით, მონაცემთა დაცვის კონვენციის მე-5 მუხლი და მისი პრეამბულა და მინისტრთა კომიტეტის R (87) 15 რეკომენდაციის მე-7 პრინციპი, რომელიც პირად მონაცემთა პოლიციის სფეროში გამოყენებას არეგულირებს).ეროვნულ კანონმდებლობაში ასევე უნდა იყოს ადეკვატური გარანტიები, რათა შენახულიპირადი მონაცემები მათი არასწორად და ბოროტად გამოყენებისგან ეფექტიანად იყოს დაცული.

63.  სასამართლო ეჭვქვეშ ვერ დააყენებს ისეთი რეესტრის პრევენციულ ხასიათს, როგორშიც მომჩივანი იქნა შეყვანილი მას შემდეგ, რაც არასრულწლოვნის გაუპატიურებისთვისთხუთმეტი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. როგორც ეს სასამართლომ უკვე აღნიშნა, ამ რეესტრის მიზანია, დანაშაულის თავიდან აცილება და განსაკუთრებით, რეციდივიზმთან ბრძოლა, ხოლო დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დამნაშავეთა იდენტიფიკაციის გაადვილება. სექსუალური ძალადობა, უდავოდ,საზარელი ტიპის დანაშაულია, რომელსაც დამანგრეველი ეფექტი აქვს მსხვერპლზე.ბავშვებს და სხვა დაუცველ პირებს უფლება აქვთ, სახელმწიფოს მიერ იყონ დაცულნი, რომ მათი პირადი ცხოვრების მნიშვნელოვან ასპექტებში ასეთი უხეში ტიპის ჩარევა ეფექტიანად იყოს აღკვეთილი(იხილეთ სტაბინგსი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, 1996 წლის 22 ოქტომბერი, § 64, Reports 1996‑IV).

64. ამავე დროს, ევროპის სისხლის სამართლის პოლიტიკა ვითარდება და უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, დასჯასთან ერთად, თავისუფლების აღკვეთას რეაბილიტაციის მიზნით, განსაკუთრებით,სასჯელის ხანგრძლივი ვადის ბოლო პერიოდში (იხილეთ დიქსონი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ[დიდი პალატა], №44362/04, § 75, ECHR 2007‑V). წარმატებული რეაბილიტაცია, სხვა რამეებთან ერთად,რეციდივის თავიდან აცილებას ნიშნავს (იხილეთევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ანგარიში, რომელიც ციტირებულია საქმეში ლეგარი საფრანგეთის წინააღდეგ(№19324/02, § 49, ECHR 2006‑...).

65. წინამდებარე საქმეში,2004 წლის კანონის გარდამავალი დებულებების შესაბამისად,მომჩივანი ავტომატურად იყო შეყვანილი რეესტრში იმ დანაშაულისთვის, რისთვისაც ის საბოლოოდ იყო მსჯავრდებული. რეესტრში შეყვანისა და მასზე დაკისრებული ვალდებულებების შესახებ მომჩივანს დროულად ეცნობა.

66.  რაც შეეხება ექვს თვეში ერთხელ საცხოვრებელი მისამართის დამადასტურებელი საბუთის წარდგენის ან მისამართის შეცვლის შესახებ ინფორმაციის მიწოდების ვალდებულებას, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაში პირს თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა ემუქრება, სასამართლომ უკვე დაადგინა, რომ ეს ვალდებულება არ წამოჭრის რაიმე საკითხს, კონვენციის მე-8 მუხლის კუთხით (იხილეთ ზემოთ ადამსონი).

67. რაც შეეხება ინფორმაციის შენახვის ვადას, სასამართლო აღნიშნავს, რომ ის ოც ან ოცდაათ წელიწადს მოიცავს და სასჯელის სიმკაცრეზეა დამოკიდებული.

68.  როგორც მთავრობამ აღნიშნა, ეს არის მაქსიმალური ვადები. მიუხედავად იმისა, რომ წინამდებარე საქმეში ოცდაათწლიანი პერიოდი მნიშვნელოვანია, სასამართლო აღნიშნავს, რომ მონაცემები ავტომატურად იშლება ამ ვადის ამოწურვისთანავე, რომლის ათვლაც იწყება მაშინ, როცა ის გადაწყვეტილება, რომელმაც პირის რეესტრში შეყვანა გამოიწვია, მოქმედებას წყვეტს.სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ პირს შეუძლია მიმართოს პროკურორს რეესტრიდან მის შესახებ არსებული მონაცემებისამოღების მიზნით, თუ მონაცემთა შენახვა რეესტრის მიზნებისთვის აღარ არის აუცილებელი, დანაშაულის ხასიათის, დანაშაულის ჩადენისას პირის ასაკის, გასული დროისადა პირის ამჟამინდელი პერსონის გათვალისწინებით (იხილეთ ზემოთ პარაგრაფი 18, სსსკ, მუხლი 706-53-10).პროკურორის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თავისუფლებებისა და დაპატიმტრების საკითხების მოსამართლის წინაშე და შემდეგ - საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარის წინაშე.

69.  სასამრთლო მიიჩნევს, რომ მონაცემთა ამოღების ეს სამართლებრივი პროცედურა ინფორმაციის შენახვის მართებულობის დამოუკიდებელიშემოწმების საშუალებას იძლევა განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით(იხილეთ ზემოთ ს. და მარპერი, § 119)და პირადი ცხოვრების დაცვის უფლების ადეკვატურ და ქმედით გარანტიებს იძლევა, იმ დანაშაულების სიმძიმის გათვალისწინებით, რომლებიც პირთა რეესტრში შეყვანასიწვევს. მართალია, რომმონაცემთა ასე ხანგრძლივი პერიოდით შენახვამ, შესაძლოა, პრობლემა წარმოშვას კონვენციის მე-8 მუხლთანდაკავშირებით. თუმცა სასამართლო აღნიშნავს, რომ, ნებისმიერ შემთხვევაში, მომჩივანს ექნება პრაქტიკული შესაძლებლობა, საჩივარი შეიტანოს მონაცემების ამოღების მოთხოვნით, იმ თარიღიდან, როცა გადაწყვეტილება, რომლისსაფუძველზეც ამმონაცემების რეესტრში შეტანა მოხდა, დაკარგავს ძალას. ამ გარემოებებში, სასამართლო მიიჩნევს, რომ დროის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიცინახება მონაცემები, ინფორმაციის შენახვის მიზნის არაპროპორციული არ არის.

70.  რაც შეეხება რეესტრის გამოყენების წესებსა და საჯარო ხელისუფლების სპექტრს, რომელსაც რეესტრზე წვდომააქვთ, სასამართლო აღნიშნავს, რომ ეს უკანასკნელი რამდენჯერმე გაიზარდა და არ შემოიფარგლება მხოლოდ სასამართლო ხელისუფლებითა და პოლიციით; ახლა ადმინისტრაციულ ორგანოებსაც აქვთ წვდომა (სსსკ, მუხლი 706-53-7, იხილეთ ზემოთ პარაგრაფი 18). მიუხედავად ამისა, ფაქტია, რომ რეესტრის გამოყენება კვალავაც მხოლოდ იმ საჯარო ორგანოებს შეუძლიათ,თანაც მკაფიოდ განსაზღვრულ გარემოებებში, რომლებსაც კონფიდენციალობის დაცვის ვალდებულება აქვთ. გარდა ამისა,წინამდებარე საქმე არ გულისხმობს ადმინისტრაციული მიზნებისთვის რეესტრის გამოყენების შესაძლებლობის საკითხის in concreto განხილვას.

71. დასასრულ, სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივნის სექსუალურ მოძალადეთა რეესტრში შეყვანა პირად და საზოგადეობრივ ინტერესებს შორისსამართლიანს ბალანსს იცავს და რომ მოპასუხე სახელმწიფოს, ამ მხრივ, არ დაურღვევია თავისუფალი შეფასების მისაღები ზღვარი. შესაბამისად, წინამდებარე საქმეში კონვენციის მე-8 მუხლი არ დარღვეულა.

III.  სხვა სავარაუდო დარღვევები

72. კონვენციის მე-6, მე-13, მე-14 და მე-17 მუხლებზე დაყრდნობით, მომჩივანი, რომელიც ამტკიცებდა, რომ უდანაშაულო იყო, ჩიოდა იმაზე, თუ რა ფორმით წარიმართაწინამდებარე საქმის გამოძიება, იმ ფაქტზე, რომ გამომძიებელმა მოსამართლემ მისი შუამდგომლობები საგამოძიებო ღონისძიებებისა და ექსპერტთა ანგარიშების შესახებ არ დააკმაყოფილა, ხოლო სისხლის სამართლის საქმეთა განმხილველმა კომისიამ უარი უთხრა საქმის ხელახალ განხილვაზე. 2005 წლის 3 ნოემბრის წერილში ის ასევე ჩიოდა, რომ მისი საჩივარი სასჯელის გადავადების შესახებ არ დაკმაყოფილდა, ამტკიცებდა რა, რომ მისი ჯანმრთელობის მდომარეობა პატიმრობასთან შეუთავსებელი იყო. დაბოლოს, 2005 წლის 5 დეკემბრის წერილში მომჩივანი,კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად,აცხადებდა, რომ მისი გახანგრძლივებულიპატიმრობა წამებას უტოლდებოდა.

73. ითვალისწინებს რა მის ხელთ არსებულ ყველა მტკიცებულებას და რამდენადაც მას აქვს ამ საჩივრების განხილვის იურისდიქცია, სასამართლო ადგენს, რომარ არსებობს რაიმე მინიშნება ზემოთ მოყვანილი დებულებებით გარანტირებული უფლებებისა და თავისუფლებების სავარაუდო დარღვევის შესახებ. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ეს საჩივრები არის აშაკარად დაუსაბუთებელი კონვენციის 35-ე მუხლის მე-3 ნაწილის მნიშვნელობით და უარი უნდა ეთქვას, 35-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ერთხმად

1.  აცხადებს დასაშვებად კონვენციის მე-8 მუხლთან დაკავშირებულ საჩივარს, ხოლო დანარჩენ საჩივრებს - დაუშვებლად;

2.  ადგენს, რომ კონვენციის მე-8 მუხლი არ დარღვეულა.

 

გადაწყვეტილება შედგენილია ფრანგულ ენაზე და მის შესახებ წერილობითი შეტყობინება გაიგზავნა 2009 წლის 17 დეკემბერს, სასამართლოს რეგლამენტის 77-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად.

 

კლაუდია ვესტერდიეკი                                               პიერ ლორენცენი  

სასამართლო გამწესრიგებელი                                      თავმჯდომარე

 

 

© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი გაკეთდა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების ნდობის ფონდის მხარდაჭერით (www.coe.int/humanrightstrustfund). თარგმანი სასამართლოსთვის სავალდებულო იურიდიული ძალის მქონე არაა და სასამართლო მის ხარისხზე პასუხს არ აგებს. თარგმანის ჩამოტვირთვა შესაძლებელია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მონაცემთა ბაზიდან (http://hudoc.echr.coe.int), ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელსაც სასამართლომ წინამდებარე თარგმანი გადასცა. თარგმანის გამოყენება არაკომერციული მიზნებისთვის ნებადართულია იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული დასახელების ციტირება, ზემოთ მოცემული საავტორო უფლებებისა და ადამიანის უფლებების ნდობის ფონდის შესახებ შენიშნვის მითითებით. წინამდებარე თარგმანის, ან მისი ნაწილის, კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. .

© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012

The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (www.coe.int/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights (http://hudoc.echr.coe.int) or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. .

© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012

Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (www.coe.int/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (http://hudoc.echr.coe.int), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. .