ბუავინი ევროპის საბჭოს 34 წევრი სახელმწიფოს წინააღმდეგ
Boivin c. 34 Etats membres du Conseil de l'Europe (déc.)
საჩივრის ნომერი - 73250/01 PDF
მოპასუხე სახელმწიფოები - ევროპის საბჭოს 34 წევრი სახელმწიფო
გადაწყვეტილების მიღების თარღი - 9/9/2008
შედეგი: სასამართლომ დაუშვებლად ცნო
საკვანძო სიტყვები:
(მუხლი 35) დასაშვებობის კრიტერიუმი
(მუხლი 35-3) ratione personae
(მუხლი 35-1) ექვსთვიანი ვადა
(მუხლი 1) ადამიანის უფლებების დაცვის ვალდებულება
(მუხლი 1) სახელმწიფოთა პასუხისმგებლობა
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012 წელი.თარგმანი მომზადებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მიზნობრივი ფონდის მიერ (www.coe.int/humanrightstrustfund). თარგმანი არ ავალდებულებს სასამართლოს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ სრული მითითება საავტორო უფლების შესახებ დოკუმენტის ბოლოს.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012 [or subsequent year]. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (www.coe.int/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012 [ou année suivante]. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (www.coe.int/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document..
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე #111
აგვისტო-სექტემბერი, 2008
ბუავინი (Boivin) ევროპის საბჭოს 34 წევრი სახელმწიფოს წინააღმდეგ - 73250/01
განჩინება 9.9.2008 [V სექცია]
1-ლი მუხლი
სახელმწიფოთა პასუხისმგებლობა
იმ საერთაშორისო ორგანიზაციის შიდა სამართლებრივი სისტემის ფარგლებში არსებული დავა, რომელსაც უფლებაუნარიანობა გააჩნია მისი წევრებისგან დამოუკიდებლად: დაუშვებელი
35-ე მუხლი
მუხლი 35.3
ratione personae
იმ საერთაშორისო ორგანიზაციის შიდა სამართლებრივი სისტემის ფარგლებში არსებული დავა, რომელსაც უფლებაუნარიანობა გააჩნია მისი წევრებისგან დამოუკიდებლად: დაუშვებელი
განმცხადებელი იყო იმ ორგანიზაციის მთავარი ბუღალტერი, რომელიც არსებობდა საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ევროპული ორგანიზაციის (Eurocontrol) დაქვემდებარებაში, რომელთა წევრებიც თავის მხრივ ბელგია, საფრანგეთი და სხვა წევრი სახელმწიფოებია. თუმცა, მისი დანიშვნა გაუქმდა რამდენიმეჯერ. საბოლოოდ ის გაათავისუფლეს და რამდენიმე ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის შემდეგ, მან მიმართა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ადმინისტრაციულ ტრიბუნალს (ILOAT), რომელსაც Eurocontrol-სა და მის თანამშრომლებს შორის დავების განხილვის ექსკლუზიური კომპეტენცია აქვს. ILOAT-მა ძალაში დატოვა გადაწყვეტილებები, რომლითაც გაუქმდა დანიშვნა და ნაწილობრივ დააკმაყოფილა განმცხადებლის მოთხოვნა კომპენსაციაზე.
დაუშვებელი 32 ქვეყნის წინააღმდეგ: თავდაპირველად განაცხადი წარდგენილი იყო ბელგიისა და საფრანგეთის წინააღმდეგ. შემდგომ განმცხადებელმა განავრცო ის სხვა 32 ხელშემკვრელ მხარეზე. თუმცა, ამ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას ILOAT-ის გადაწყვეტილება წარმოადგენდა, რომლის შესახებაც მას ეცნონობა მის მიერ განაცხადის წარდგენამდე ოთხი წლით ადრე: ექვსი-თვის წესი.
დაუშვებელი საფრანგეთისა და ბელგიის წინააღმდეგ:განაცხადი განხილულ იქნა იმ საქმეებში ასახული პრინციპების ჭრილში, რომლებშიც სასამართლოს ეთხოვა, განესაზღვრა, იყო თუ არა კონვენციის მონაწილე სახელმწიფო კონვენციის მიზნებისთვის საერთაშორისო ორგანიზაციებში მისი წევრობიდან გამომდინარე ქმედებასთან დაკავშირებით სამართალსუბიექტური (მაგალითისთვის იხილეთ, ბოშფორუსის ავიახაზები ირლანდიის წინააღმდეგ (Bosphorus Hava Yolları Turizm ve Ticaret Anonim Şirketi “Bosphorus Airways” – Ireland), დიდი პალატა, # 45036/98, CEDH 2005, VI; საინფორმაციო შეტყობინება #76). განმცხადებელი ასაჩივრებდა ძირითადად მოპასუხე სახელმწიფოების იურისდიქციის გარეთ მიღებულ საერთაშორისო ტრიბუნალის გადაწყვეტილებას, იმ შრომით დავასთან დაკავშირებით, რომელიც არსებობს საერთაშორისო ორგანიზაციის შიდა სამართლებრივი სისტემის ფარგლებში, ხოლო ამ ორგანიზაციას უფლებაუნარიანობა გააჩნია მისი წევრებისგან დამოუკიდებლად. საფრანგეთი და ბელგია არასდროს ჩარეულა პირდაპირ ან არაპირდაპირ ამ დავაში და ამ ქვეყნების სახელმწიფო ორგანოების ქმედება არ შეიძლება განხილულ იქნეს კონვენციის ფარგლებში მათი პასუხისმგებლობის საფუძვლად. აქედან გამომდინარე ეს კონკრეტული საქმე უნდა გაიმიჯნოს იმ საქმეებისგან, სადაც მოპასუხე სახელმწიფოები საერთაშორისო პასუხისმგებლობის საკითხი განიხილებოდა. იმ საქმეებისგან განსხვავებით, სადაც კონკრეტული სახელმწიფო ან სახელმწიფოები პირდაპირ ან არაპირდაპირ იყვნენ ჩართულები, წინამდებარე საქმეზე განმცხადებელს ვერ დავუდასტურებთ, რომ კონვენციის 1-ელი მუხლის მიზნებისთვის ის მოპასუხე სახელმწიფოების იურისდიქციაში ექცეოდა. შესაბამისად, სავარაუდო დარღვევა არ შეიძლება დაუკავშირდეს საფრანგეთს ან ბელგიას. რაც შეეხება Eurocontrol-ის პასუხისმგებლობას, ეს ორგანიზაცია არ არის კონვენციის მხარე და, შესაბამისად, ვერ იქნება მოპასუხე მისი ნორმებიდან გამომდინარე: შეუსაბამო ratione personae.