დი სტეფანო იტალიის წინააღმდეგ
Centro Europa 7 S.r.l. and Di Stefano v. Italy [GC]
საჩივრის ნომერი: 38433/09 PDF summary
მოპასუხე სახელმწიფო: იტალია
გადაწყვეტილების მიღების თარიღი: 7.6.2012
განსხვავებული აზრი: კი
შედეგი: პირველადი პრეტენზია მიღებულ იქნა (მუხლი 35.3 - ratione personae)
პირველადი პრეტენზია არ იქნა მიღებული (მუხლი 35.1 - ექვსთვიანი ვადა)
დანარჩენი დაუშვებელია
მე-10 მუხლის დარღვევა - გამოხატვის თავისუფლება [ზოგადი] (მუხლი 10.1 - გამოხატვის თავისუფლება)
1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის დარღვევა - საკუთრების დაცვა
(1-ლი დამატებითი ოქმის 1.1. მუხლი - მფლობელობით მშვიდობიანი საგრებლობა,
1-ლი დამატებითი ოქმის 1.2. მუხლი - კონტროლი საკუთრების გამოყენებაზე)
მატერიალური და არამატერიალური ზარალი - დაკმაყოფილდა
საკვანძო სიტყვები:
(მუხლი 10) გამოხატვის თავისუფლება [ზოგადი]
(მუხლი 10.1) გამოხატვის თავისუფლება
(მუხლი 10.2) ჩარევა
(მუხლი 10.2) კანონით დადგენილი
(მუხლი 10.2) განჭვრეტადობა
(მუხლი 35) დასაშვებობის კრიტერიუმი
(მუხლი 35.1) ექვსთვიანი ვადა
(მუხლი 35.3) ratione personae
(მუხლი 41) სამართლიანი დაკმაყოფილება [ზოგადი]
(1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი) საკუთრების დაცვა
(1-ლი დამატებითი ოქმის 1.1. მუხლი) ჩარევა
(1-ლი დამატებითი ოქმის 1.1. მუხლი) მფლობელობით მშვიდობიანი სარგებლობა
(1-ლი დამატებითი ოქმის 1.2. მუხლი) საკუთრების გამოყენების კონტროლი
პოზიტიური ვალდებულებები
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლო, 2012. მოცემული თარგმანი © ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (www.coe.int/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (www.coe.int/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (www.coe.int/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
ივნისი 2012
ცენტრო ევროპა 7 ს.რ.ლ. და დი შტეფანო იტალიის წინააღმდეგ [GC] - 38433/09
გადაწყვეტილება 7.6.2012 [GC]
მუხლი 10
პოზიტიური ვალდებულებები
მუხლი 10-1
ინფორმაციის გავრცელების თავისუფლება
ლიცენზირებული სატელევიზიო მაუწყებლისათვის რადიო სიხშირეების არ მიცემა: დარღვევა
ფაქტები – მომჩივანები არიან კომპანია და მისი ოფიციალური წარმომადგენელი. 1999 წლის ივლისში იტალიის ხელისუფლების ორგანოებმა მიანიჭესმომჩივან კომპანიას ლიცენზია მთელი ქვეყნის მასშტაბით სარელეო სატელევიზიო მაუწყებლობაზე, რომელიც ანიჭებდა მას უფლებას დაემონტაჟებინა დაემუშავა ანალოგი სატელევიზიო ქსელი რომელიც ფარავდა ეროვნული ტერიტორიის 80 %-ს. რაც შეეხება სიხშირეების განაწილებას, ლიცენზია უთითებდა1998 წლის ეროვნული სიხშირეების განაწილების გეგმაზე, რომელიც ითვალისწინებდა რომ განმცხადებელმა კომპანიამ უნდა მოიყვანოს შესაბამისობაში მისიმოწყობილობები “მინიჭების გეგმის” შესაბამისად, ოცხაოთხი თვის განმავლობაში და უნდა შეესაბამებოდეს “დაზუსტების პროგრამას”, რომელიცშემუშავებულ იქნა კომუნიკაციების რეგულატორი ორგანოს მიერ. 2000 წლიდან მოყოლებული მომჩივანმა კომპანიამ განახორციელა რამდენიმე საჩივრისშეტანა ადმინისტრაციულ სასამართლოებში, რომლებითაც ჩიოდა მისთვის სამაუწყებლო სიხშირეთა არ გადაცემის გამო. 2008 წლის მაისში Consiglio di Statoუბრძანა მთავრობას რომ მიეხედა სიხშირეთა გადაცემის მოთხოვნისათვის. 2009 წლის იანვარში მან აგრეთვე დაადგინა შესაბამისი სამინისტროსათვის რომ გადაეხადა მომჩივანი კომპანიისათვის დაახლოებით 1,000,000 ევრო კომპენსაციისათვის, რომელიც გამოთვლილ იქნა სიხშირეთა გადაცემის ლეგიტიმური მოლოდინის საფუძველზე.
კანონი – მუხლი 10: ხელისუფლების ორგანოების მიერ მომჩივანი კომპანიისათვის სიხშირეთა გადაუცემლობამ გამოაცალა მის ლიცენზიას ყველა პრაქტიკული მიზანი, რადგან ის მოქმედება რომელსაც აღნიშნული ნებართვას რთავდა დე ფაცტო შეუძლებელი იყო განხორციელებულიყო თითქმის ათი წლის მანძილზე. შესაბამისად, ადგილი ქონდა მომჩივანი კომპანიის მიერ ინფორმაციის ან იდეების გავრცელების უფლების განხორციელებაში ჩარევას. მეტიც, მიენიჭა რა მაუწყებლობის ლიცენზია, მას გონივრულად შეეძლო ქონოდა მოლოდინი, რომ ხელისუფლების ორგანოები ოცხაოთხი თვის განმავლობაში მიიღებდნენ ინსტრუმენტებს, რომლებიც საჭირო იყო მისი საქმიანობის რეგულირებისათვის, იმის გათვალისწინებით რომ ის მოახდენდა საკუთარი მოწყობილობების გაძლიერებას. ამის მიუხედავად, სიხშირეთა განაწილების გეგმა არ იქნა იმპლემენტირებული 2008 წლის დეკემბრამდე და მომჩივან კომპანიას მიენიჭა ერთი არხი მისი პროგრამების გადასაცემად მხოლოდ 2009 წლის ივნისისი ბოლოდან გადაცემის ეფექტით. ამასთან ერთად, რამდენიმე ოპერაცია გაგრძელდა დროებით საფუძველზე რათა გამოყენებულ ყოფილიყო სხვადასხვა სიხშირეები, რომლებიც უნდა ყოფილიყო გადაცემული ახალი ოპერატორებისთვის ეროვნული გეგმის თანახმად. Consiglio di Stato დაადგინა რომ მოცემული მოვლენები გამოწვეული იყო საკანონმდებლო ფაქტორებიდან. მთელმა რიგმა კანონებმა შესაბამისად გააგრძელეს ის პერიოდი, რომელის დროსაც არსებული “ქვოტის გარეთ” არხებს შეეძლოთ გაეგრძელებინათ მაუწყებლობა როგორც ეროვნულ ისე ადგილობრივ დონეზე. სხვა ოპერატორებს შესაბამისად არ მიეცათ საშუალება მონაწილეობა მიეღოთ ციფრული ტელევიზიის ადრეულ ეტაპებზე. მეტიც, მოცემულმა კანონებმა, რომლებიც მომზადებულ იქნა ბუნდოვანი ტერმინებით, გადასწიეს გადასვლითი რეჟიმის ვადის გასვლა იმ მოვლენებზე მითითებით, რომლებიც უნდა განხორციელებულიყო იმ თარიღებში, რომელთა წინასწარ განჭვრეტა შეუძლებელი იყო. ამასთან ერთად, ევროპის მართლმსაჯულების სასამართლომ აღნიშნა რომ ეროვნული კანონმდებლის მიერ მოცემული ღონისძებები მოიცავდა ტრანსეროვნული პირობების შესაბამის გამოყენებას, რომლებიც გამოყოფილი იყო არსებული მაუწყებლების სასარგებლოდ და რასაც ქონდა ისეთი ეფექტი, რომელიც ხელს უშლიდა სიხშირეების გარეშე მოღვაწე მაუწყებლებს სატელევიზიო სამაუწყებლო ბაზარზე ხელმისაწვდომობას, მიუხედავად იმისა რომ მათ ქონდათ ლიცენზია. შესაბამისად, ადგილობრივ საკანონმდებლო ჩარჩოს არ ქონდა სიცხადე და პირდაპირობა და არ აძლევდა საშუალებას მომჩივან კომპანიას შესაბამისი სიცხადით განეჭვრიტა თუ როდის მიეცემოდა მას სიხშირეები რათა დაეწყო მაუწყებლობა. ამის შედეგად, აღნიშნული კანონები არ აკმაყოფილებდნენ განჭვრეტადობის მოთხოვნებს. და ბოლოს, ხელისუფლების ორგანოებმა არ დაიცვეს დროის ის ბოლო ვადები რომლებიც მოცემული იყო ლიცენზიაში, შესაბამისად ფლუსტრირება გაუკეთეს მომჩიავანი კომპანიის მოლოდინებს. მთავრობამ ვერ აჩვენა რომ კომპანიას ქონდა ეფექტური საშუალებები ხელთ, რომლითაც აიძულებდა ხელისუფლების ორგანოებს რათა ისინი დამორჩილებოდნენ კანონსა და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებს. შესაბამისად, მომჩივან კომპანიას არ მიენიჭა საკმარისი გარანტიები თვითნებობისაგან დასაცავად. სხვასთან ერთად მოცემული ხარვეზების შედეგად გახდა, აუდიოვიზუალურ სექტორში კონკურენციის შემცირება. ეს შესაბამისად წარმოადგენდა სახელმწიფოს მიერ მისი იმ პოზიტიური ვალდებულების შეუსრულებლობას, რომლის მიხედვით მას ევალებოდა შესაბამისი საკანონმდებლო და ადმინისტრაციული მექანიზმების შექმნა რათა მომხდარიყო ეფექტური მედია პლურალიზმის გარანტირება.
დასკვნა: დარღვევას ქონდა ადგილი (თექვსმეტი ხმა ერთის წინააღმდეგ).
სასამართლოს აგრეთვე, თოთხმეტი ხმით სამის წინააღმდეგ, დაადგინა რომ ადგილი ქონდა პირველი ოქმის პირველი მუხლის დარღვევას, მიიჩნია რა რომ მომჩივანი კომპანიის ლეგიტიმური მოლოდინი – კერძოდ ანალოგის ტელევიზიის წარმოება ლიცენზიის შესაბამისად – წარმოადგენდა საკმარის საფუძველს რომ მიჩნეულიყო “მფლობელობად”. იმის გათვალისწინებით რომ სასამართლომ უკვე დაადგინა რომ მე-10 მუხლის შესაბამისად მომჩივანი კომპანიის უფლებებში ჩარევას არ ქონდა შესაბამისი განჭვრეტადი სამართლებრივი საფუძველი მისი პრეცედენტული სამართლის მიზნებისთვის, მას შეეძლო მხოლოდ იგივე დასკვნის გამოტანა პირველი ოქმის პირველ მუხლთან მიმართებაში.
მუხლი 41: 10,000,000 ევრო მომჩივან კომპანიას მატერიალური და მორალური ზიანისათვის.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (www.coe.int/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან (http://hudoc.echr.coe.int) ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. .
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (www.coe.int/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights (http://hudoc.echr.coe.int) or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. .
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (www.coe.int/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (http://hudoc.echr.coe.int), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.
.
Click here for the Case-Law Information Notes