ილდირიმი თურქეთის წინააღმდეგ

Yildirim v. Turkey

საჩივრის ნომერი: 3111/10    PDF   summary

მოპასუხე სახელმწიფო: თურქეთი

გადაწყვეტილების მიღების თარიღი: 18.12.2012

შედეგი: მე-10 მუხლის დარღვევა - გამოხატვის თავისუფლება [ზოგადი] (მხული 10.1 - გამოხატვის თავისუფლება,

ინფორმაციის ფლობის თავისუფლება

ინფორმაციის მიღების თავისუფლება)

არამატერიალური ზარალი - დაკმაყოფილდა

განსხვავებული აზრი: კი 

 

საკვანძო სიტყვები: 

(მუხლი 10) გამოხატვის თავისუფლება [ზოგადი]

(მუხლი 10.1) გამოხატვის თავისუფლება

(მუხლი 10.1) ინფორმაციის ფლობის თავისუფლება

(მუხლი 10.1) ინფორმაციის მიღების თავისუფლება

(მუხლი 10.2) ჩარევა

(მუხლი 10.2) კანონით დადგენილი

(მუხლი 10.2) განჭვრეტადობა

(მუხლი 10.2) ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ გარანტიები

(მუხლი 41) სამართლიანი დაკმაყოფილება [ზოგადი]

 
 

© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2013 წელი. თარგმანი მომზადებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მიზნობრივი ფონდის მიერ (www.coe.int/humanrightstrustfund). თარგმანი არ ავალდებულებს სასამართლოს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ სრული მითითება საავტორო უფლების შესახებ დოკუმენტის ბოლოს.

© Council of Europe/European Court of Human Rights, 2013. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (www.coe.int/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.

© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2013. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (www.coe.int/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.

 

საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე#158

დეკემბერი 2012

 

აჰმედ ილდირიმი თურქეთის წინააღმდეგ (Ahmet Yıldırım v. Turkey) - 3111/10

გადაწყვეტილება 18.12.2012 [II სექცია]

მუხლი 10

მუხლი 10-1

გამოხატვის თავისუფლება

სასამართლოს შუალედური გადაწყვეტილება სადაო ვებ-გვერდებსა და ჰოსტინგურ და მესამე მხარის ვებ-გვერდებზე წვდომის არაპირდაპირი აკრძალვის შესახებ: დარღვევა

ფაქტები – განმცხადებლის საკუთრებაში და მართვაშია ვებ-გვერდი, რომელზეც ის აკვეყნებს მასალებს, მათ შორის თავისივე აკადემიურ ნაშრომებს. ვებ-გვერდი შექმნილია Google Sites-ის ვებ-გვერდის შექმნისა და ჰოსტინგის მომსახურების ბაზაზე. 2009 წლის 23 ივნისს პირველი ინსტანციის სისხლის სამართლის სასამართლომ ინტერნეტ პუბლიკაციებისა და ინტერნეტ-დანაშაულებთან ბრძოლის შესახებ კანონის საფუძველზე ბრძანა სხვა ინტერნეტ გვერდის დაბლოკვა. აღნიშნული ბრძანება გაიცა სისხლის სამართლის საქმეზე პრევენციული ღონისძიების სახით. მოგვიანებით იმავე დღეს იგივე კანონის საფუძველზე [ვებგვერდის] ბლოკირების შესახებ ბრძანება გადაეგზავნა აღსრულებისთვის “ტელეკომუნიკაციის დირექტორატს”. 2009 წლის 24 ივნისს ტელეკომუნიკაციის დირექტორატის მოთხოვნის პასუხად სისხლის სამართლის პირველი ინსტანციის სასამართლომ დააზუსტა საკუთარი გადაწყვეტილება და ბრძანა Google Sites-ზე წვდომის ბლოკირება. შედეგად განმცხადებელს აღარ ქონდა წვდომა საკუთარ ვებ-გვერდზე. 2009 წლის 1 ივლისს მან მიმართა [სასამართლოს] და მოითხოვა მისი ვებ-გვერდის დაბლოკვის შესახებ ბრძანების გაუქმება, რადგანაც მის ვებ-გვერდს არანაირი კავშირი არ ქონდა ვებ-გვერდთან, რომელიც უკანონო შინაარსის გამო დაბლოკეს. 2009 წლის 13 ივლისს სისხლის სამართლის სასამართლომ არ დააკმაყოფილა განმცხადებლის განცხადება. 2012 წლის აპრილში მას კვლავ არ ქონდა წვდომა საკუთარ ვებ-გვერდზე, მიუხედავად იმისა, რომ როგორც მისთვის იყო ცნობილი, სისხლის სამართალწარმოება დარღვევების შემცველი ვებ-გვერდის მესაკუთრის წინააღმდეგ შეწყდა 2011 წლის მარტში.

კანონმდებლობა - მე-10 მუხლი: უზრუნველყოფის ღონისძიების სახით სხვა ვებ-გვერდის დაბლოკვის შემდეგ სასამართლომ ტელეკომუნიკაციის დირექტორატის მოთხოვნის პასუხად ბრძანა Google Sites-ზე წვდომის დაბლოკვა, რომელზეც განმცხადებელს ქონდა ჰოსტინგი. ეს წარმოადგენდა შეზღუდვას, რომელიც უტოლდებოდა განმცხადებლის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევას.

დარღვევების შემცველი ვებ-გვერდის დაბლოკვის საფუძველი არსებობდა კანონმდებლობაში, მაგრამ ასევე ნათელი იყო, რომ არც განმცხადებლის გვერდი და არც Google Sites-ი ექცეოდა შესაბამისი კანონმდებლობის მოქმედების სფეროში ვინაიდან არასაკმარისი საფუძველი არსებობდა მისი შინაარსის უკანონობაზე ეჭვის მისატანად. არცერთთან მიმართებით სამართალწარმოება არ დაწყებულა. უფრო მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ Google Sites-ი მიიჩნიეს მასზე განთავსებული გვერდის შინაარსზე პასუხისმგებლად, კანონმდებლობაში არ არსებობდა მომსახურებაზე წვდომაზე სრული ბლოკირების საფუძველი. არც იმაზე მინიშნება არსებობდა, რომ Google Sites-ი ინფორმირებული იყო მის მიერ უკანონო შინაარსის ჰოსტინგის შესახებ, ან რომ ის არ დაემორჩილა აღკვეთის ღონისძიებას იმ გვერდთან მიმართებით, რომელთან დაკავშირებითაც მიმდინარეობდა სისხლის სამართალწარმოება. უფრო მეტიც, კანონმდებლობა ფართო უფლებამოსილებას ანიჭებდა ადმინისტრაციულ ორგანოს - ტელეკომუნიკაციის დირექტორატს - დაბლოკვის შესახებ ბრძანების აღსრულებასთან მიმართებით, ვინაიდან ის უფლებამოსილი იყო, მოეთხოვა ბრძანების მოქმედების ფარგლების გაფართოება, მიუხედავად იმისა, რომ ვებ-გვერდთან ან სადაო დომენთან მიმართებით სამართალწარმოება არ დაწყებულა და სრული დაბლოკვის საჭიროებაც არ დადგენილა.

ეს წინასწარი შეზღუდვები ფაქტიურად არ მოდიოდა წინააღმდეგობაში კონვენციასთან, მაგრამ ისინი უნდა ყოფილიყო სამართლებრივი ჩარჩოს ნაწილი, რომელიც უზრუნველყოფდა როგორც მკაცრ კონტროლს აკრძალვის ფარგლებზე, ისე ეფექტიანი სასამართლო ზედამხედველობას შესაძლო დარღვევების თავიდან ასაცილებლად. თუმცა, Google Sites-ზე ყოველგვარი წვდომის დაბლოკვის შესახებ ბრძანების გაცემისას სისხლის სამართლის პირველი ინსტანციის სასამართლომ მარტივად მიუთითა ტელეკომუნიკაციის დირექტორატის მოსაზრებაზე იმის თაობაზე, რომ ეს ერთადერთი გზა იყო დარღვევების შემცველი ვებ-გვერდის დასაბლოკად, იმაზე მითითების გარეშე, არსებობდა თუ არა ნაკლებად მკაცრი ზომების გატარების შესაძლებლობა. 2009 წლის 1 ივლისს დაბლოკვის შესახებ ბრძანების გაუქმების მოთხოვნის შესახებ განცხადებაში განმცხადებლის  ერთერთი მთავარი არგუმენტი იყო ის, რომ სადაო ღონისძიების მოქმედებისგან სხვა ვებ-გვერდების დასაცავად უნდა არჩეულიყო მეთოდი, რომელიც წვდომას აკრძალავდა მხოლოდ დარღვევების შემცველ გვერდზე. თუმცა, არ არსებობდა იმაზე მინიშნება, რომ მისი განაცხადის განხილვისას მოსამართლეებმა შეაფასეს საქმესთან დაკავშირებული სხვადასხვა ინტერესები. ეს ხარვეზი ძირითადად მომდინარეობდა კანონის დებულებებიდან, რომელიც ეროვნული სასამართლოებისთვის არ ადგენდა რაიმე ვალდებულებას, შეესწავლათ Google Sites-ის სრული დაბლოკვა იყო თუ არა აუცილებელი, რაც კონვენციის მე-10 მუხლის საფუძველზე [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლოს მიერ დამკვიდრებული და გამოყენებული კრიტერიუმის გათვალისწინებით იქნებოდა მნიშვნელოვანი. ამგვარმა სრულმა დაბლოკვამ დიდი მოცულობის ინფორმაცია მიუწვდომელი გახადა, რითაც მნიშვნელოვნად შეიზღუდა ინტერნეტმომხმარებელთა უფლებები და რასაც უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ეფექტი ქონდა. შესაბამისად ჩარევა არ იყო განჭვრეტადი და არ უზრუნველყოფდა განმცხადებლისთვის დაცვის ხარისხს, რომელზეც ის უფლებამოსილი იყო დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის უზენაესობიდან გამომდინარე. სადაო ღონისძიებას თვითნებური ეფექტი ქონდა და არ შეიძლება ჩაითვალოს, როგორც მხოლოდ დარღვევების შემცველი ვებ-გვერდის დაბლოკვისთვის მიღებული. უფრო მეტიც, ინტერნეტ გვერდების დაბლოკვასთან დაკავშირებით სასამართლო ზედამხედველობის წარმოება არასაკმარისი იყო დარღვევების თავიდან აცილების კრიტერიუმთან შესაბამისობის თვალსაზრისით; ეროვნული კანონმდებლობა არ ითვალისწინებს რაიმე გარანტიებს, რაც გამორიცხავს ერთი კონკრეტული ვებ-გვერდის დაბლოკვის შესახებ ბრძანების გავრცელებას ზოგადად წვდომაზე.

დადგენილება: დარღვევა (ერთხმად)

მუხლი 41: 7,500 ევრო არამატერიალური ზიანის სანაცვლოდ.