ჟული და SARL Libération საფრანგეთის წინააღმდეგ

(July and SARL Libération v. France)

საჩივრის ნომერი - 20893/03    PDF

მოპასუხე სახელმწიფო - საფრანგეთი

გადაწყვეტილების მიღების თარღი - 14.2.2008

შედეგი: დაირღვა კონვენციის მე-10 (1) მუხლი

 

 

საკვანძო სიტყვები:

(მუხლი მე-10) გამოხატვის თავისუფლება-ზოგადად

(მუხლი მე-10-1) გამოხატვის თავისუფლება

(მუხლი მე-10-2) აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში

(მუხლი მე-10-2) სასამართლოს ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის შენარჩუნება

(მუხლი მე-10-2) სხვა პირთა რეპუტაციის დაცვა

(მუხლი მე-10-2) სხვა პირთა უფლებების დაცვა

(მუხლი მე-10-2) განონით დადგენილი

(მუხლი მე-10-2) განჭვრეტადობა

შეფასების ფარგლები

პროპორციულობა

(მუხლი მე-6) სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება

(მუხლი მე-6) სისხლის სამართლებრივი სამართალწარმოება

(მუხლი მე-6-1) სამართლიანი განხილვა

(მუხლი მე-6-1) მიუკერძოებელი სასამართლო

(მუხლი 41-ე) სამართლიანი დაკმაყოფილება-ზოგადად

 

© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012 წელი.თარგმანი მომზადებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მიზნობრივი ფონდის მიერ (www.coe.int/humanrightstrustfund). თარგმანი არ ავალდებულებს სასამართლოს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ სრული მითითება საავტორო უფლების შესახებ დოკუმენტის ბოლოს.

© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012 [or subsequent year]. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (www.coe.int/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.

© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012 [ou année suivante]. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (www.coe.int/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.

 

საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე #105

თებერვალი, 2008

 

ჟული და SARL Libération (July and SARL Libération) საფრანგეთის წინააღმდეგ - 20893/03

გადაწყვეტილება 14.2.2008 [III სექცია]

მე-10 მუხლი

მუხლი 10.1

გამოხატვის თავისუფლება

გაზეთის გამომცემლობის დირექტორისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრება სამოქალაქო პირების მიერ ორგანიზებული პრეს-კონფერენციის შესახებ სტატიაში გამომძიებელი მოსამართლეების ცილისწამებისთვის: დარღვევა

 

ფაქტები: საქმე ეხებოდა ფრანგული ყოველდღიური გაზეთის Libération-ის და მისი საგამომცემლო დირექტორის სერჟ ჟულის წინააღმდეგ გამოტანილ გადაწყვეტილებას სტატიის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა საზღვარგარეთ მივლინებული ფრანგი მოსამართლის საეჭვო ვითარებაში გარდაცვალების ფაქტის გამოძიებას. სტატიაში სათაურით Mort d’un juge: la veuve attaque juges et policies (მოსამართლის სიკვდილი: ქვრივი თავს ესხმის მოსამართლეებსა და პოლიციას) მოცემული იყო საქმესთან დაკავშირებით გამართულ პრეს-კონფერენციაზე გაკეთებული კომენტარები. კონფერენციის მიზანი იყო საჯარო გაეხადა გარდაცვლილის ქვრივის ოფიციალური მოთხოვნა, გამოეძიათ სისხლის სამართალწარმოებაზე პასუხისმგებელ მოსამართლეთა ქმედებები. ამ საქმესთან დაკავშირებული გამოძიება კრიტიკის ობიექტი გახდა. გამომძიებელმა მოსამართლეებმა განმცხადებლის წინაღმდეგ ცილისწამების ფაქტზე წამოიწყეს წარმოება, უთითებდნენ რა, რომ სტატიაში მოცემული ოთხი პასაჟი იყო ცილისმწამებლური: „1. მიკერძოება. [გარდაცვლილის ქვრივი] ჩივის მოსამართლეთა მიკერძოების გამო. 2. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს ‘უცნაური’ ფორმით. 3. ამასობაში [მოსამართლეთა კავშირის პრეზიდენტმა] ისაუბრა ‘შეცდომების კატალოგზე’. 4. რადგანაც ისინი [გამომძიებელი მოსამართლეები] ნელა მოქმედებდნენ“. სისხლის სამართლის სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო ორი განმცხადებელი. მხოლოდ პასაჟი „მოსამართლეთა მხრიდან მიკერძოებაზე“ იქნა მიჩნეული ცილისმწამებლურად. თუმცა სასამართლომ გაიზიარა განმცხადებლების განაცხადი კეთილსინდისიერ მოქმედებაზე მხედველობაში მიიღო რა, რომ გამოძიების კრიტიკის შესახებ სტატიის გამოქვეყნებით გაზეთი ასრულებდა საზოგადოების ინფორმირების მოვალეობას. სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ გააუქმა განმცხადებლების გამართლება. მან დაადგინა, რომ მოსამართლეების მიკერძოებულად გამოცხადების გარდა, ბრალდება იმის შესახებ რომ გამოძება მიმდინარეობდა ‘უცნაური’ ფორმით ასევე ცილისმწამებლური იყო. სასამართლომ მიიჩნია, რომ მითითებული პასაჟები ზიანს აყენებდა ორი გამომძიებელი მოსამართლის პატივსა და რეპუტაციას. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა განმცხადებლის მტკიცება იმის თაობაზე, რომ ისინი კეთილსინდისიერად მოქმედებდნენ, მიიჩნია რა, რომ მათ აშკარად ვერ დაიცვეს სიფრთხილისა და ობიექტურობის დაცვის ვალდებულება. სერჟ ჟული ბრალეულად ცნეს საჯარო მოსამსახურეების ცილისწამებაში და დაადგინეს განმცხადებელი კომპანიის სამოქალაქო პასუხისმგებლობა. სერჟ ჟულის დაეკისრა 10 000 ფრანკის (დაახლოებით 1 500 ევრო) ოდენობით ჯარიმისა და მხარეებისთვის მიყენებული ზიანის სანაცვლოდ იმავე რაოდენობით კომპენსაციის გადახდა და Libération-ში განცხადების განთავსება და სხვა ეროვნულ ყოველდღიურ გაზეთში სასამართლო გადაწყვეტილების ძირითადი დებულებების გამოქვეყნება. სააპელაციო სასამართლომ განმცხადებლებს ერთობლივად და ცალცალკე დააკისრეს მხარეების სასარგებლოდ 20 000 ფრანკის (დაახლოებით 3 000 ევროს) გადახდა სახელმწიფოს მიერ აუნაზღაურებელი ხარჯების სანაცვლოდ. განმცხადებლებმა საჩივარი შეიტანეს სხვა საკითხებთან ერთად სამართლებრივ საფუძვლებთან მიმართებით კონვენციის მე-10 მუხლიდან გამომდინარე, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწიეს.

კანონმდებლობა: განმცხადებლების წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება მათი გამოხატვის თავისუფლების უფლებაში ჩარევას უტოლდება. ამ ჩარევას ითვალისწინებს ფრანგული კანონმდებლობა და ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს, დაიცვას საჯარო მოსამსახურეების სტატუსით მოქმედი გამომძიებელი მოსამართლეების რეპუტაცია და შეინარჩუნოს მართლმსაჯულების ავტორიტეტი და მიუკერძოებლობა.

რაც შეეხება იმას, იყო თუ არა ჩარევა „აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში“, პრესა არის საშუალება, რომლითაც პოლიტიკოსებს და საზოგადოებრივ აზრს შეუძლია შეაფასოს, ახორციელებენ თუ არა მოსამართლეები თავიანთ მძიმე პასუხისმგებლობა მათთვის მინდობილი ამოცანების მთავარი მიზნის შესაბამისად. ეს განსაკუთრებით კარგად გამოვლინდა წინამდებარე საქმეში, ვინაიდან პრეს-კონფერენციაზე გაკეთებული კომენტარები პირდაპირ ეხებოდა სასამართლო გამოძიებას სენსიტიურ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც განსაკუთრებულად ფართოდ შუქდებოდა მედიაში. შესაბამისად სახელმწიფო ორგანოების თავისუფალი შეფასების ფარგლები მიღებული ზომების „აუცილებლობის“ შეფასებისას შეზღუდული იყო.

[ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლო ვერ დარწმუნდა სააპელაციო სასამართლოს მიერ მოყვანილი მიზეზებით. განსახილველი სტატია უკვე საზოგადო ინტერესის ქვეშ არსებულ საქმესთან დაკავშირებული პრეს-კონფერენციის შესახებ ანგარიში იყო და ეროვნული სასამართლოების უფლებამოსილებას არ წარმოადგენს საკუთარი მოსაზრებებით ჩაანაცვლონ პრესის მოსაზრებები იმის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთვის ჟურნალისტმა თხრობის როგორი ტექნიკა უნდა გამოიყენოს. უფრო მეტიც, სტატიაში გამოყენებული იყო პირობითი დრო და რამდენიმე ადგილას ციტირების ნიშნები, რათა თავიდან აეცილებინათ მკითხველის მხრიდან კონფერენციაზე გამომსვლელების განცხადებებისა და გაზეთის ანალიზის აღრევა. გამომსვლელთა სახელებიც მითითებული იყო თითოეულ შემთხვევაში, კვლავ მკითხველის ინტერესიდან გამომდინარე, ისე, რომ არ შეიძლება სადაო გამხდარიყო, როგორც ეს სააპელაციო სასამართლომ გახადა, ზოგიერთი ციტატის ჟურნალისტზე და არა გამომსვლელზე მიწერა. უფრო მეტიც, სტატია არ ამჟღავნებდა რაიმე პირად მტრულ განწყობას მოსამართლეების მიმართ.

ოფიციალური სტატუსით მოქმედი საჯარო მოსამსახურეების მიმართ მისაღები კრიტიკის ფარგლები ბევრად ფართო იყო. საკასაციო სასამართლოს მიერ განმცხადებელთა საჩივრის არ დაკმაყოფილების დასაბუთება არც შესატყვისი და არც საკმარისია იმის გათვალისწინებით, რომ საქმესთან დაკავშირებული მოსამართლეები, რომლებიც საჯარო მოსამსახურეებს წარმოადგენდნენ „სახელმწიფოს ძირითად ინსტიტუტებში“ შეიძლება გახდნენ არა თეორიული და ზოგადი ფორმით „მისაღებ“ ფარგლებში გამოხატული პირადი კრიტიკის ობიექტი. რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებას ზედსართავ სახელ „უცნაურთან“ მიმართებით, ეს შეფასება, მართალია არა ქების გამომხატველია, სტატიაში მითითებული იყო როგორც პრეს-კონფერენციის ერთერთი მონაწილის მიერ გაცხადებული და პირადად ჟურნალისტს არ გამოუყენებია. ნებისმიერ შემთხვევაში, განმცხადებლებს გაზვიადების ან პროვოცირების ზომებიც კი არ გამოუყენებიათ, რისი უფლებაც ქონდათ ჟურნალისტური თავისუფლების განხორციელებისას. სასამართლომ ეს ტერმინები არ მიიჩნია მოსამართლეთა მიმართ „აშკარად შეურაცხმყოფლად“ და მიიჩნია, რომ განმცხადებლების არაკეთილსინდისიერი მოქმედების დადგენის საფუძვლები არ მოდიოდა შესაბამისობაში პრინციპებთან, რომლებიც დაკავშირებულია გამოხატვის თავისუფლების უფლებასთან და პრესის როგორც „მოდარაჯის“ როლთან.

დადგენილება: დარღვევა (ერთხმად).

41-ე მუხლი - 7 500 ევრო განესაზღვროთ განმცხადებლებს ერთობლივად.