დუპუი საფრანგეთის წინააღმდეგ

Dupuis and Others v. France

საჩივრის ნომერი:  1914/02

მოპასუხე სახელმწიფო:  საფრანგეთი

გადაწყვეტილების მიღების თარიღი: 07/06/2007

შედეგი:

დაირღვა მე-10 მუხლი

მე-6(2)მუხლის მიხედვით არ განიხილება ცალკე საკითხი

განსხვავებული აზრი: არა

 

საკვანძო სიტყვები:

(მუხლი 10) გამოხატვის თავისუფლება- {ზოგადი}

(მუხლი 10-1) გამოხატვის თავისუფლება

(მუხლი 10-2) ჩარევა

(მუხლი 10-2) აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში

(მუხლი 10-2) მართლმსაჯულების ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის შენარჩუნება

(მუხლი 10-2) სხვების რეპუტაციის დაცვა

(მუხლი 10-2) სხვების უფლებების დაცვა

(მუხლი 10-2) კანონით გათვალისწინებული

პროპორციულობა

(მუხლი 6) სამართლიანი სასამართლოს უფლება

(მუხლი 6-2) უდანაშაულობის პრეზუმფცია

(მუხლი 41) სამართლიანი დაკმაყოფილება  {ზოგადი}

 

 

 

Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.

 

Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (www.supremecourt.ge).Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.

 

საინფორმაციო ბარათი სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე N 98

ივნისი 2007

დუპუი და სხვების საფრანგეთის წინააღმდეგ- 1914/02

გადაწყვეტილება 7.6.2007  [სექცია III]

მუხლი 10

მუხლის 10-1

გამოხატვის თავისუფლება

ინფორმაციის შეტყობინების თავისუფლება

ჟურნალისტის მსჯავრდება მიმდინარე სისხლისსამართლებრივი გამოძიების შესახებ მასალის წიგნში გამოყენებასა და გავრცელებისათვის: დარღვევა

ფაქტები: მომჩივნები არიან ორი ფრანგი ჟურნალისტი და გამომცემი კომპანია. საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ ელისეის სასახლეში დაარსებული „ანტი-ტერორისტული განყოფილება“ 1980-იან წლებში ჩაერთო სატელეფონო მოსმენებსა და ფარულ მიყურადებაში. ადრეულ 1990-იან წლებში პრესამ გამოაქვეყნა იმ ადამიანების სია, რომლებზეც ხდებოდა მიყურადება, ჟურნალისტებისა და იურისტების  ჩათვლით, რამაც გამოიწვია მედიის  მნიშვნელოვანი დაინტერესება და რაც ცნობილი გახდა „ელისეის მოსმენების ოპერაციების“  სახელით  („lesécoutes de l'Elysée”).

დაიწყო სასამართლო გამოძიება, რომლის განმავლობაშიც პრეზიდენტის იმდროინდელი პირადი ადმინისტრაციის დირექტორის მოადგილე, G.M., დაექვემდებარა ფორმალურ გამოძიებას პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლების დარღვევასთან დაკავშირებით. როდესაც გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობდა, მომჩივანმა გამომცემმა კომპანიამ გამოაქვეყნა დანარჩენი ორი აპლიკანტის მიერ დაწერილი წიგნი „პრეზიდენტის ყურები” (Les Oreilles du Président), რომელიც აღწერდა მეთვალყურეობის ოპერაციის სამუშაოებს.

G.M.-მა შეიტანა სარჩელი: წიგნი ავრცელებდა გამონათქვამების იმ ოფიციალურ ჩანაწერებს, რომლებიც გაკეთდა გამომძიებელი მოსამართლის წინაშე და სატელეფონო მოსმენების ფაქსიმილიებს, რომლებიც იყო იდენტური იმ დოკუმენტებისა, რომელიც მის წინააღმდეგ არსებულ საქმეს ეხებოდა, მაშინ როდესაც ასეთი მტკიცებულება დაცული იყო გამოძიების კონფიდენციალურობით. მომჩივნებმა უარყვეს ინფორმაციის უკანონოდ მოპოვების ფაქტი; მათ უარი განაცხადეს გაემხილათ წყარო და აცხადებნენ, რომ  ეს დოკუმენტები ჟურნალისტების მფლობელობაში გადავიდა გამოძიების დაწყებამდე. სასამართლომ დაადგინა, რომ ეს დოკუმენტები მოპოვებული იყო სასამართლო საგამოძიებო ფაილებიდან, რომლებიც ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ იმ ადამიანებისათვის, რომლებსაც ევალებოდათ გამოძიების კონფიდენციალურობის ან პროფესიული კონფიდენციალურობის დაცვა; შესაბამისად, მათ გამოძიების ან პროფესიული კონფიდენციალურობის დარღვევით გასცეს დოკუმენტები და მომჩივნებს, როგორც გამოცდილ ჟურნალისტებს, შეუძლებელია არ სცოდნოდათ ის ფაქტი, რომ დოკუმენტები მათთან უკანონოდ მოხვდა.

ვინაიდან მათ წიგნში გამოიყენეს და გაავრცელეს მასალები სასამართლო გამოძიების ფაილებიდან, მომჩივნები დამნაშავედ ცნეს გამოძიების ან პროფესიული კონფიდენციალურობის დარღვევით მოპოვებული ინფორმაციის გამოყენებისათვის. მათ დაეკისრათ ჯარიმის გადახდა და ასევე G.M.-სთვის ზიანის ანაზღაურება; მომჩივან კომპანიას დაეკისრა სამოქალაქო პასუხისმგებლობა. წიგნის გავრცელება გრძელდებოდა და ასლების ჩამორთმევა არ მომხდარა. სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა გადაწყვეტილება. საკასაციო სასამართლომ კი არ მიიღო განსახილველად მომჩივნის საჩივარი.

სამართალი: მსჯავრდება საფრანგეთის სისხლის სამართლის კოდექსით იყო დადგენილი და მისი მიზანი იყო G.M-ს სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველყოფა, უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვისა და მართლმსაჯულებაზე გარე ზეგავლენის თავიდან აცილების სათანადო პატივისცემით.

რაც შეეხება იმას, იყო თუ არა ჩარევა აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში,  წიგნის თემა ეხებოდა დებატებს, რომელიც მნიშვნელოვან საჯარო ინტერესს წარმოადგენდა. მან შეიტანა მნიშვნელოვანი წვლილი სახელმწიფოს საქმიანობაში, რომელიც საზოგადოებრივი აზრის ინტერესის საგანი იყო და შეიცავდა კონკრეტულ ინფორმაციასა და მსჯელობებს მრავალი  ცნობილი პიროვნების შესახებ, რომელთა ტელეფონებს უკანონოდ უსმენდნენ, ასევე  იმ პირობების შესახებ, რომელშიც ხორციელდებოდა ეს ოპერაციები და  ინფორმაციას წამქეზებელთა პიროვნების შესახებ.

G.M., როგორც იმ დროისათვის საფრანგეთის პრეზიდენტის ერთ–ერთი მთავარი მრჩეველი, არ იყო პოლიტიკოსი ამ სიტყვის ზუსტი მნიშვნელობით, მიუხედავად ამისა, მას ჰქონდა გავლენიანი საჯარო ფიგურის ყველა მახასიათებელი და აშკარად იყო ჩართული პოლიტიკურ ცხოვრებაში აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლეს დონეზე.

მომჩივანთა წიგნმა გამოამჟღავნა ინფორმაცია იმ საჯარო ინტერესის შესახებ, რომელიც ეხებოდა უკანონო სატელეფონო მოსმენებისა და ჩაწერების სისტემას, რომელიც მიმართული იყო მრავალ საჯარო ფიგურაზე და ორგანიზებული იყო ქვეყნის უმაღლეს დონეზე. საზოგადოებას ჰქონდა საჯარო ინტერესი ამ დებულებებსა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე.

მეორე მხრივ, კანონიერი იყო სასამართლო გამოძიების კონფიდენციალურობისათვის სპეციალური დაცვის მინიჭების სურვილი, სისხლის სამართალწარმოებაში ჩართული პირების  მხედველობაში მიღებით, როგორც მართლმსაჯულების ადმინისტრირებისათვის, ასევე იმ პირთა უდანაშაულობის პრეზუმფციის უფლებისათვის, რომელთა მიმართაც გამოძიება მიმდინარეობდა.

თუმცა, იმ დროს, როდესაც მომჩივანთა წიგნი გამოიცა, გარდა იმისა, რომ მოხდა ამ საქმის ფართო მედია გაშუქება, უკვე კარგად იყო ცნობილი, რომ G.M.–ს მიმართ მიმდინარეობდა გამოძიება წინასასამართლო გამოძიებასთან დაკავშირებით, რომელიც დაიწყო დაახლოებით სამი წლით ადრე და რაც საქმეს სავარაუდოდ მის მსჯავრდებამდე მიიყვანდა, ხოლო საპატიმრო სასჯელის აღსრულების გადავადება მოხდებოდა  შეურაცხმყოფელი წიგნის გამოცემიდან დაახლოებით ათი წლის შემდეგ. გარდა ამისა, მთავრობამ ვერ დაასაბუთა, თუ როგორ მოახდენდა კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნება უარყოფით ზეგავლენას G.M.–ს უდანაშაულობის პრეზუმფციის უფლებაზე ან მის მსჯავრდებაზე და სასჯელზე თითქმის ათი წლის შემდეგ.

წიგნის გამოცემის შემდეგ, სასამართლო გამოძიების მიმდინარეობის დროს, G.M რეგულაურულად აკეთებდა კომენტარებს პრესაში ამ საქმესთან დაკავშირებით, შესაბამისად, ინფორმაციის დაცვა მისი კონფიდენციალურობის მიზეზით არ ყოფილა გადაულახავი მოთხოვნა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლო იკვლევდა, არსებოდა თუ არა ჯერ კიდევ ინტერესი ინფორმაციის კონფიდენციალურობის შენარჩუნებისათვის, როდესაც იგი სულ მცირე, ნაწილობრივ უკვე იყო გასაჯაროებული  და მოსალოდნელი იყო რომ ფართოდ გახდებოდა ცნობილი, თუკი გავითვალისწინებთ საქმის მედია გაშუქებას როგორც საქმეში არსებული ფატების, ასევე მიყურადების მსხვერპლი ბევრი ცნობილი ადამიანის გამო.

აუცილებელი იყო დიდი სიფრთხილის გამოჩენა გამოძიების ან პროფესიული კონფიდენციალურობის დარღვევით მოპოვებული ინფორმაციის გამოყენებისათვის ჟურნალისტთა დასჯის საჭიროების შეფასებისას, როდესაც მათ ასეთი მნიშვნელობის მქონე საჯარო დებატებში შეიტანეს წვლილი. მომჩივნები მოქმედებდნენ მათი პროფესიის, როგორც ჟურნალისტების, მარეგულირებელი სტანდარტების  შესაბამისად.

რაც შეეხება დადგენილ სასჯელს, არ გაცემულა წიგნის განადგურებისა თუ ჩამორთმევის  ბრძანება და მისი გამოცემა არ აკრძალულა. თუმცა, ჯარიმის (მიუხედავად იმისა, რომ სამართლიანად იყო შემცირებული) და დამატებითი ზიანის ანაზღაურების დაკისრება, არ ჩანდა გამართლებულად.

დასკვნა: დარღვევა (ერთხმად),  მე-6(2)მუხლის მიხედვით არ განიხილება ცალკე საკითხი.

 

 

© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.

იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბარათები  Case-Law Information Notes