ბეიანი რუმინეთის წინააღმდეგ

(Beian v. Romania)

საჩივრის ნომერი - 30658/05     PDF

მოპასუხე სახელმწიფო - რუმინეთი

გადაწყვეტილების მიღების თარღი - 6.12.2007

შედეგი: დაირღვა კონვენციის მე-6 (1) მუხლი და მე-14 მუხლი კონვენცის 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ელ მუხლთან ერთად

 

საკვანძო სიტყვები:

(მუხლი მე-14) დისკრიმინაციის აკრძალვა

(მუხლი მე-14) დისკრიმინაცია

(მუხლი მე-14) ობიექტური და გონივრული დაკმაყოფილება

(1-ლი ოქმი) საქუთრების დაცვა

(1-ლი ოქმი 1-ლი მუხლი) საკუთრება

(მუხლი მე-6) სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება

(მუხლი მე-6) ადმინისტრაციული სამართალწარმოება

(მუხლი მე-6-1) სამართლიანი განხილვა

(მუხლი მე-6-1) მიუკერძოებელი სასამართლო

(მუხლი მე-6-1) დამოუკიდებელი

(მუხლი 41-ე) სამართლიანი დაკმაყოფილება

 

© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012 წელი.თარგმანი მომზადებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მიზნობრივი ფონდის მიერ (www.coe.int/humanrightstrustfund). თარგმანი არ ავალდებულებს სასამართლოს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ სრული მითითება საავტორო უფლების შესახებ დოკუმენტის ბოლოს.

© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012 [or subsequent year]. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (www.coe.int/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.

© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012 [ou année suivante]. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (www.coe.int/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.

 

საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე #103

დეკემბერი, 2007

 

ბეიანი (Beian) რუმინეთის წინააღმდეგ - 30658/05

გადაწყვეტილება 6.12.2007 [III სექცია]

მე-6 მუხლი

სამოქალაქო სამართალწარმოება

მუხლი 6.1

სამართლიანი სასამართლო განხილვა

უზენაესი სასამართლოს წინააღმდეგობრივი გადაწყვეტილებები: დარღვევა

მე-14 მუხლი

დისკრიმინაცია

უზენაესის სასამართლოს წინააღმდეგობრივი გადაწყვეტილებების შედეგად ერთსა და იმავე მდგომარეობაში მყოფი პირების მიმართ განსხვავებული მოპყრობა: დარღვევა

 

ფაქტები: განმცხადებელია 1953 წელს გაიწვიეს სამხედრო სამსახურში, მაგრამ არ დაუშვეს სამხედრო წვრთნაზე სასოფლო მეურნეობების კოლექტივიზაციისადმი მისი მამის წინააღმდეგობის გამო. ამის სანაცვლოდ ის მშენებელად მიამაგრეს რამდენიმე სამხედრო ნაწილს. 2002 წლის 22 მაისის #309 კანონით შრომის დეპარტამენტის ხელმძღვანელობით სამხედრო ნაწილებისთვის განხორციელებული სამუშაოები ჩაითვალა იძულებით შრომად და განისაზღვრა კომპენსაცია, მათ შორის ყოველთვიური სარგო, სამედიცინო მომსახურება და სატელევიზიო ლიცენზიის გადასახადისგან გათავისუფლება. განმცხადებელმა ვერ შეძლო ამ შეღავათებით სარგებლობა მითითებული კანონის საფუძველზე, რადგანაც მან სამხედრო ვალდებულება მოიხადა იმ სამხედრო ნაწილში, რომელიც არ ექვემდებარებოდა შრომის დეპარტამენტს. საკასაციო სასამართლოში განმცხადებელი ასაჩივრებდა კანონით შექმნილ დისკრიმინაციას შემდეგ პირთა შორის: იმ გაწვეულთა მიმართ, რომლებიც იძულებით შრომობდნენ შრომის დეპარტამენტის დაქვემდებარებაში არსებულ სამხედრო ნაწილებში და იმ გაწვეულთა მიმართ, რომელთაც იგივე მოვალეობები ქონდათ დაკისრებული, მაგრამ ვერ სარგებლობდნენ კანონით დადგენილი შეღავათებით, რადგანაც მათი სამხედრო ნაწილები არ იყო შრომის დეპარტამენტის დაქვემდებარებაში. მან ასევე განაცხადა, რომ ანალოგიური სტატუსის მქონე ყოფილმა გაწვეულმა მიმართა საკასაციო სასამართლოს, რომელმაც გადაწყვიტა რომ კანონ #309/2002 ვრცელდებოდა მასზე. საკასაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა განმცხადებლის საჩივარი იმ საფუძვლით, რომ მისი სამხედრო ნაწილი არ იყო შრომის დეპარტამენტის დაქვემდებარებაში არსებული სამხედრო ნაწილების სიაში.

კანონმდებლობა: მე-6 პუხლის 1-ელი ნაწილი - გადაწყვეტილებათა ნაწილში საკასაციო სასამართლომ გააფართოვა #309/2002 კანონის მოქმედება და გაავრცელა ყველა გაწვეულზე, რომლებიც იძულებით შრომას ახორციელებდნენ სამხედრო სამსახურის პერიოდში, მიუხედავად იმისა რომელ უწყებას ექვემდებარებოდა მათი სამხედრო ნაწილები. თუმცა იმავე პერიოდში მიღებულ სხვა გადაწყვეტილებებში საწინააღმდეგო დაადგინა, როგორც ეს განმცხადებლის შემთხვევაში მოხდა.

მაშინ როცა უმაღლეს ეროვნულ სასამართლოს ამოცანაა იყოს სასამართლო პრაქტიკის ერთგვაროვნების უზრუნველყოფის საშუალება, ეს სასამართლო ახერხებს ზოგჯერ იმავე დღესვე მიიღოს გადაწყვეტილებები ერთი და იმავე კანონის მოქმედების სფეროზე, რომლებიც დიამეტრალურად წინააღმდეგობრივია. თუმცა უზენაესი სასამართლოს ფუნქცია იყო სწორედაც რომ სასამართლო პრაქტიკაში არსებული წინააღმდეგობები მოწესრიგება. ამ კონკრეტულ საქმესთან მიმართებით საკასაციო სასამართლომ ღრმა და განგრძობადი დევიაცია შექმნა. ქვეყანაში უმაღლესი სასამართლო ორგანოს მიერ შექმნილი ეს პრაქტიკა ეწინააღმდეგებოდა საკანონმდებლო მდგრადობის პრინციპს. ნაცვლად იმისა, რომ შეესრულებინა საკუთარი მოვალეობა და მოეხდინა თანმიმდევრული განმარტება, საკასაციო სასამართლო თავად გახდა საკანონმდებლო არამდგრადობის წყარო და ამით შებღალა მართლმსაჯულებისადმი საჯარო ნდობა.

საკანონმდებლო მდგრადობის არარსებობამ განმცხადებელს ჩამოართვა ყველანაირი შესაძლებლობა, ესარგებლა კანონით მისთვის მინიჭებული უფლებით, ანალოგიურ მდგომარეობაში არსებული პირებისაგან განსხვავებით.

დადგენილება: დარღვევა (ერთხმად).

მე-14 მუხლი 1-ელი დამატებით ოქმის 1-ელ მუხლთან ერთობლიობაში - განმცხადებელმა გაასაჩივრა სახელმწიფო უწყებების უარი მისთვის სამხედრო სამსახურის პერიოდში იძლებით შრომასთან დაკავშირებით #309/2002 კანონით მისთვის მინიჭებული უფლებით სარგებლობაზე. ასრულებდა რა იძულებით შრომას სამხედრო სამსახურის დროს, განმცხადებელი აკმაყოფილებდა აღნიშნული უფლებების მოპოვებისთვის აუცილებელ პირობას. მისთვის ამ უფლებების მინიჭებაზე უარი ეფუძნებოდა მხოლოდ იმ ფაქტს, რომ სამხედრო ნაწილები, რომლებშიც ის მსახურობდა არ იყო შრომის დეპარტამენტის დაქვემდებარებაში. თუმცა, საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებების გათვალისწინებით, რომლებითაც ის კანონით გათვალისწინებულ უფლებებს ავრცელებდა იმ პირებზეც, რომლებიც შრომის დეპარტამენტის დაქვემდებარების გარეთ ასრულებდნენ იძულებით შრომას, განმცხადებელს გაუჩნდა „ლეგიტიმური მოლოდინი“ რომ მისი მოთხოვნა დაკმაყოფილდებოდა. შესაბამისად 1-ელი დამატებითი ოქმის 1-ელი მუხლი მოქმედებს.

საკასაციო სასამართლოს წინააღმდეგობრივი სასამართლო პრაქტიკის შედეგად ერთსა და იმავე მდგომარეობაში მყოფი განმცხადებლისა და სხვა პირთა მიმართ დადგინდა განსხვავებული მიდგომა. ეს არ იყო ნებისმიერი სამართლებრივი სისტემისათვის დამახასიათებელი უბრალო განსხვავება პირველი ინსტანციის სასამართლოებსა და სააპელაციო სასამართლოებში არსებულ პრაქტიკას შორის, არამედ ეს იყო საკასაციო სასამართლოს მიერ გამოვლენილი ნაკლოვანება სადავო საკითხის გადაწყვეტისას საკუთარი უფლებამოსილების განხორციელების დროს. სახელმწიფომ ვერ წარმოადგინა ამ განსხვავებული მოპყრობის ობიექტური და გონივრული დასაბუთება.

დადგენილება: დარღვევა (ერთხმად).

41-ე მუხლი - 5000 ევრო მიყენებული ზიანის სანაცვლოდ.