ემელ ბოირაზი თურქეთის წინააღმდეგ
EMEL BOYRAZ v. TURKEY
საჩივრის ნომერი - 61960/08 Summary
მოპასუხე სახელმწიფო - თურქეთი
გადაწყვეტილების მიღების თარიღი - 02/12/2014
შედეგი: დაირღვა 14+8 მუხლები - დისკრიმინაციის აკრძალვა( მუხლი 14 - დისკრიმინაცია)(მუხლი 8- პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება, 8-1 - პირადი ცხოვრების პატივისცემა), დაირღვა მე-6 მუხლი - სამართლიანი სასამართლოს უფლება( მუხლი 6 - ადმინისტრაციული სამართალწარმოება, მუხლი 6-1 - გონივრული ვადა), არ დარღვეულა მე-6 მუხლი - სამართლიანი სასამართლოს უფლება( მუხლი 6 - ადმინისტრაციული სამართალწარმოება, მუხლი 6-1 - გონივრული ვადა), დაირღვა მე-6 მუხლი - სამართლიანი სასამართლოს უფლება (მუხლი 6 - ადმინისტარციული სამართალწარმოება, მუხლი 6-1 - სამართლიანი განხილვა
არამატერიალური ზიანი – დაკმაყოფილდა
მატერიალური ზიანი – უარი ეთქვა
საკვანძო სიტყვები:
(მუხლი 6) სამართლიანი სასამართლოს უფლება
(მუხლი 6) ადმინისტრაციული სამართალწარმოება
(მუხლი 6-1) სამართლიანი განხილვა
(მუხლი 6-1) გონივრული ვადა
(მუხლი 8) პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება
(მუხლი 8-1) პირადი ცხოვრების პატივისცემა
(მუხლი 14) დისკრიმინაციის აკრძალვა
(მუხლი 14) დისკრიმინაცია
(მუხლი 14) სქესი
(მუხლი 35) დასაშვებობის კრიტერიუმები
(მუხლი 41) სამართლიანი დაკმაყოფილება (ზოგადი)
Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (www.supremecourt.ge).Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო ბარათი სასამართლოს პრეცედენტზე No. 180
დეკემბერი 2014
ემელ ბოირაზი თურქეთის წინააღმდეგ - 61960/08
გადაწყვეტილება 2.12.2014 [II სექცია]
მუხლი 14
დისკრიმინაცია
მდედრობითი სქესის დაცვის ოფიცრის თანამდებობიდან გათავისუფლება სქესის გამო: დარღვევა
ფაქტები – 1999 წელს მომჩივანმა თურქმა ქალბატონმა, სახელმწიფო ელექტროენერგიის კომპანიის ერთ-ერთი განშტოების დაცვის თანამშრომლის პოსტის დაკავებისათვის, საჯარო მოხელეთა გამოცდები წარმატებით ჩააბარა. თავდაპირველად კომპანიამ მის დანიშვნაზე უარი განაცხადა, რადგან ის ,,მამაკაცად ყოფნის’’ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებდა და სამხედრო სამსახური არ ჰქონდა გავლილი, მაგრამ ეს გადაწყვეტილება რაიონულმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ ბათილად ცნო და 2001 წელს მომჩივანმა აღნიშნულ თანამდებობაზე დაიწყო მუშაობა. 2003 წელს უზენაესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა და 2004 წელს მომჩივანი სამსახურიდან გათავისუფლებულ იქნა. რაიონული ადმინისტრაციული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც მომჩივნის სამსახურიდან გათავისუფლება კანონიერი იყო, უზენაესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ მხარი დაუჭირა. საბოლოოდ, 2008 წელს მომჩივნის მოთხოვნა გადაწყვეტილების შეცვლის თაობაზე არ იქნა დაკმაყოფილებული.
სამართალი – მე-14 მუხლი მე-8 მუხლთან ერთად
(a) გამოყენება – მომჩივანი დაობდა განსხვავებულ მოპყრობასთან დაკავშირებით, რომელსაც იგი დაექვემდებარა. იგი არ დაობდა შიდა სახელმწიფო ორგანოების მიერ მისი დანიშვნის შესახებ უართან დაკავშირებით, რომელიც კონვენციით გათვალისწინებული უფლება არ არის. ამდენად ის უნდა ჩათვლილიყო საჯარო მოხელედ, რომელიც საჯარო სამსახურში დაინიშნა და შემდგომში გენდერული საფუძვლით გათავისუფლდა. აღნიშნული მისი პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებაში ჩარევას წარმოადგენდა, რადგან ისეთ სასტიკ ზომას, როგორიც სამსახურიდან მხოლოდ სქესის გამო გათავისუფლებაა, მასზე ან მის პიროვნებაზე, თვითაღქმაზე, თვითპატივისცემასა და, შედეგად, პირად ცხოვრებაზე საზიანო გავლენა უნდა ჰქონოდა.
დასკვნა: წინასწარი პრეტენზია არ იქნა დაკმაყოფილებული (ერთხმად).
(b) არსებითი მხარე – შიდა სახელმწიფო ორგანოები მომჩივნის დაქირავებაზე თავდაპირველი უარსა და შემდგომში სამსახურიდან გაშვების გამართლებას იმ საფუძვლით ცდილობდნენ, რომ დაცვის თანამშრომლების დავალებები იმგვარ რისკსა და პასუხისმგებლობას მოიცავდა, რომლებსაც ქალბატონი თავს ვერ გაართმევდა, თუმცა მათ არ დაასაბუთეს ეს არგუმენტი. მსგავს საქმეში, რომელიც სხვა ქალბატონს ეხებოდა და მომჩივნის საქმის გადაწყვეტილების გამოტანამდე სამი თვით ადრე სხვა შიდა სასამართლომ გადაწყვიტა, დადგინდა, რომ ქალბატონის დანიშვნასთან დაკავშირებით, იმავე კომპანიაში და იმავე პოსტზე, არ არსებობდა რაიმე დაბრკოლება. გარდა ამისა, უბრალო ფაქტი, რომ დაცვის თანამშრომლებს ღამის მორიგეობასა და გარეუბნებში უწევდათ მუშაობა და რომ შესაძლოა ცეცხლსასროლი იარაღის ან ფიზიკური ძალის გამოყენება დაჭირდეთ, ვერ გაამართლებდა ქალისა და მამაკაცის მიმართ განსხვავებულ მოპყრობას. გარდა ამისა, მომჩივანი 2001-2004 წლებში დაცვის თანამშრომლად მუშაობდა. ის სამსახურიდან მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილებების საფუძველზე გათავისუფლდა. საქმის მასალებში არ იკვეთებოდა გარემოება, რაც მიუთითებდა, რომ მომჩივანმა სქესის გამო რაიმე ფორმით დაცვის თანამშრომლის ვალდებულებები ვერ შეასრულა. ნაჩვენები არ ყოფილა, რომ მომჩივანთან მიმართებით განსხვავებული მოპყრობა ლეგიტიმურ მიზანს ემსახურებოდა და, ამრიგად, აღნიშნული გენდერულ საფუძვლებზე დისკრიმინაციას წარმოადგენდა.
დასკვნა: დარღვევა (ექვსი ხმა ერთი ხმის წინააღმდეგ).
სასამართლომ, ასევე, ერთხმად დაადგინა მე-6 მუხლის 1-ლი პარაგრაფის დარღვევა გაჭიანურებული შიდა სამართალწარმოებისა და უზენაესი ადმინისტრაციული სასამართლოს მიერ ადექვატური დასაბუთების წარმოუდგენლობის გამო. სტრასბურგის სასამართლომ, უზენაესი ადმინისტრაციული სასამართლოს მიერ მიღებულ კონფლიქტურ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პარაგრაფის დარღვევა არ დაადგინა.
მუხლი 41: 10,000 ევრო არამატერიალურ ზიანთან დაკავშირებით; მატერიალურ ზიანთან დაკავშირებული მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
(იხილეთკონსტანტინ მარკინი რუსეთის წინააღმდეგ [GC], 30078/06, 2012 წლის 22 მარტი, საინფორმაციობარათი 150; და, უფრო ზოგადად, ფაქტობრივი მონაცემები სამსახურთანდაკავშირებული უფლებების შესახებ )
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბარათები Case-Law Information Notes