ჰამერი ბელგიის წინაღმდეგ

(Hamer v. Belgium)

საჩივრის ნომერი - 21861/03    PDF

მოპასუხე სახელმწიფო - ბელგია

გადაწყვეტილების მიღების თარღი - 27.11.2007

შედეგი: დაირღვა კონვენციის მე-6(1) მუხლი,

არ დაირღვა მე-14 და მე-6 მუხლები ერთობლივად,

არ დაირღვა 1-ელი დამატებითი ოქმის 1-ელი მუხლი

 

საკვანძო სიტყვები:

(მუხლი მე-6) სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება

(მუხლი მე-6-1) გონივრული ვადა

(მუხლი მე-14) დისკრიმინაციის აკრძალვა

(მუხლი 41-ე) სამართლიანი დაკმაყოფილება

(1-ლი ოქმი 1-ლი მუხლი) საკუთრების დაცვა

 

© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012 წელი. თარგმანი მომზადებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მიზნობრივი ფონდის მიერ (www.coe.int/humanrightstrustfund). თარგმანი არ ავალდებულებს სასამართლოს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ სრული მითითება საავტორო უფლების შესახებ დოკუმენტის ბოლოს.

© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012 [or subsequent year]. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (www.coe.int/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.

© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012 [ou année suivante]. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (www.coe.int/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.

 

საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე #103

ნოემბერი, 2007

 

ჰამერი (Hamer) ბელგიის წინაღმდეგ - 21861/03

გადაწყვეტილება 27.11.2007 [II სექცია]

მე-6 მუხლი

სისხლის სამართალწარმოება

მუხლი 6.1

სისხლისსამართლებრივი ბრალდება

სამართალწარმოება, რომელსაც შედეგად მოყვა დაგეგმარების ნებართვის გარეშე სახლის დანგრევა: მე-6 მუხლის მოქმედება ვრცელდება

1-ელი დამატებით ოქმის 1-ელი მუხლი

პირველი დამატებითი ოქმის 1-ელი მუხლის 1-ელი პარაგრაფი

საკუთრება

სააგარაკე სახლი, რომლის დემონტაჟის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მხოლოდ რამდენიმე ათეული წლის შემდეგ, გაირკვა რა, რომ სახლი დაგეგმარების ნებართვის გარეშე აშენდა: 1-ელი დამატებითი ოქმის 1-ელი მუხლის მოქმედება ვრცელდება 

1-ელი დამატებით ოქმის 1-ელი მუხლის მე-2 პარაგრაფი

საკუთრების სარგებლობაზე კონტროლი

ტყეში აგებული სააგარაკე სახლის დემონტაჟის ბრძანება, რომლის მშენებლობაზე აკრძალვა ვრცელდებოდა: დარღვევა არ დადგინდა

 

ფაქტები: 1967 წელს განმცხადებლის მშობლებმა დაგეგმარების ნებართვის გარეშეააშენეს სააგარაკე სახლი მიწის ნაკვეთზე. განმცხადებლისდედისგარდაცვალების შემდეგ, დოკუმენტში, რომელიც ასახავდა მამასთან ქონების გაყოფას, აშკარად იყო მითითებული ეს შენობა. დოკუმენტი დაარეგისტრირა შესაბამისმა სახელმწიფო ორგანომ და სარეგისტრაციო მოსაკრებელიც მიიღო ამისთვის. მამის გარდაცვალების შემდეგ ნოტარიულად დამოწმებულ გაყოფის დოკუმენტშიც ნახსენები იყო სააგარაკე სახლი და განმცხადებელმა გადაიხადა მემკვიდრეობის გადასახადი. ყოველწლიურად განმცხადებელი იხდიდა დანამატს უძრავი ქონების გადასახადზე და ქონების გადასახადს მეორე სახლისთვის. ნაწილობრივ ხელისუფლების მიერ კონტროლირებადმა წყლის კომპანიამ სახლი საკომუნიკაციო ქსელთან დააკავშირა ხელისუფლების მხრიდან რაიმე რეაგირების გარეშე. 1994 წლისთვის პოლიციამ მოამზადა ორი ანგარიში, სატყეო წესების საწინააღმდეგოდ ხეების მოჭრის გამო და სახლის დაგეგმარების ნებართვის გარეშე აშენებისთვის ტყის იმ მონაკვეთში, სადაც დაგეგმარების ნებართვა არ გაიცემოდა. 1999 წელს განმცხადებელი სახელმწიფო პროკურორმა დაიბარა ნებართვის გარეშე აშენებული სააგარაკე სახლის ფლობისა და სატყეო დეკრეტის საწინააღმდეგოდ დაახლოებით ორმოცდაათამდე ფიჭვის ხის მოჭრისთვის. სისხლის სამართლის სასამართლომ გაამართლა განმცხადებელი. პროკურატურის ორგანოებმა საჩივრით მიმართეს სააპელაციო სასამართლოს, რომელმაც ძალაში დატოვა გადაწყვეტილება, გაამართლა რა განმცხადებელი ხეების მოჭრის ნაწილში. თუმცა დამნაშავედ ცნო ნებართვის გარეშე აშენებული სახლის ფლობისთვის, რეგიონული განვითარების ორგანიზების შესახებ დეკრეტზე დაყრდნობით. იმის მითითებით, რომ სამართალწარმოება არაგონივრულად დიდხანს გაგრძელდა, სააპელაციო სასამართლომ განმცხადებელი უბრალოდ დამნაშავედ გამოაცხადა და დაავალა ტერიტორიის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა, რაც სახლის დემონტაჟს გულისხმობდა. განმცხადებელმა საჩივარი შეიტანა სამართლებრივ საფუძვლებთან მიმართებით, მაგრამ უშედეგოდ. საკასაციო სასამართლომ ტერიტორიის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა მიიჩნია არა სასჯელად არამედ სამოქალაქო ღონისძიებად. სახლის დემონტაჟი სააღსრულებო განკარგულების საფუძველზე მოხდა.

კანონი: მუხლი 6.1 (გონივრული ვადა) - ის ფაქტი, რომ სააპელაციო სასამართლომ განმცხადებლის წინააღმდეგ ბრალის მარტივი დადგენა გამოაცხადა სამართალწარმოების გადაჭარბებული ხანგრძლივობის ფონზე, ამან განმცხადებელი არ გახადა ნაკლებად „დაზარალებული“ იმის გათვალისწინებითაც, რომ სასამართლომ მას დააკისრა ტერიტორიის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა.

მე-6 მუხლი მოქმედებდა მისი სისხლისსამართლებრივი ბუნების ფარგლებში, რადგანაც დემონტაჟი კონვენციის მიზნებისთვის შეიძლება ჩაითვალოს „სასჯელად“.

მართალია საქმის არსებითი განხილვის დრო არ შეიძლება ჩაითვალოს არაგონივრულად (სამ წელიწად ნახევარზე ოდნავ მეტი დასჭირდა არსებით განხილვას სამი ინსტანციის სასამართლოში), პოლიციის ოქმით, რომელშიც დაფიქსირა ნაგებობის არაკანონიერი ბუნება, დაფიქსირდა დრო როდიდანაც მოხდა განმცხადებლის „ბრალდება“ პრეცედენტული სამართლის მიზნებისთვის და როდიდანაც დაიწყო გონივრული ვადის ათვლა. შესაბამისად საქმის, განხილვას დასჭირდა 8-დან 9 წლამდე პერიოდი სამი ინსტანციის განხილვისთვის, მათ შორის 5 წელი დასჭირდა საგამოძიებო სტადიას, მიუხედავად იმისა, რომ საქმე არ იყო განსაკუთრებული სირთულის.

დადგენილება: დარღვევა (ერთხმად).

1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი - ნაგებობა ოცდაშვიდი წლის განმავლობაში არსებობდა, სანამ სახელმწიფო ორგანოები ოფიციალურად დააფიქსირებდნენ დარღვევას. სივრცითი დაგეგმარების კანონმდებლობის დარღვევის დაფიქსირება უდავოდ სახელმწიფო ორგანოების პასუხისმგებლობას განეკუთვნებოდა, ვინაიდან ეს ორგანოები წარმოადგენდა ხელმისაწვდომ აუცილებელ რესურსს. სასამართლოს ისიც კი შეეძლო გაეთვალისწინებინა, რომ ხელისუფლების ორგანოებისთვის ცნობილი იყო ნაგებობის არსებობა, რადგანაც ხდებოდა შესაბამისი გადასახადების გადახდა. მოკლედ რომ შეჯამდეს, ხელისუფლების ორგანოები ოცდაშვიდი წლის განმავლობაში უშვებდნენ ამ მოვლენას და არაფერი შეცვლილა სამართალდარღვევის დაფიქსირებიდან მომდევნო ათი წლის განმავლობაში. ამდენი ხნის შემდეგ საკუთრებასთან დაკავშირებული ინტერესი სააგარაკე სახლით სარგებლობისა გაცილებით მაღალი იყო და საფუძველს ქმნიდა მნიშვნელოვანი ინტერესის დამკვიდრებისთვის, შესაბამისად, „საკუთრებისთვის“ და მას გაუჩნდა თავისი ქონებით სარგებლობის გაგრძელების „ლეგიტიმური მოლოდინი“. განმცხადებლის საკუთრებით შეუზღუდავად სარგებლობის უფლებაში ჩარევა, რაც გამოიწვია სახელმწიფო ორგანოების გადაწყვეტილებამ სახლის დემონტაჟის შესახებ, გათვალისწინებული იყო კანონით და ემსახურებოდა საკუთრებით სარგებლობას ზოგად ინტერესებთან შესაბამისობაში, სადავო საკუთრების მიწათსარგებლობის გეგმასთან შესაბამისობაში მოყვანით, გეგმასთან, რომელიც განსაზღვრავს ტყის მასივს, სადაც მშენებლობა დაუშვებელია.

რაც შეეხება ჩარევის პროპორციულობას, სასამართლომ აღნიშნა, რომ გარემოს აქვს ღირებულება და ეკონომიკურმა ნებამ და თვით ზოგიერთმა ფუნდამენტურმა უფლებამ, როგორიცაა საკუთრების უფლება, არ შეიძლება უპირატესობა მოიპოვოს გარემოსთან მიმართებით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სახელმწიფოს აქვს კანონმდებლობა ამ საკითზე. ამის შემდგომ სახელმწიფო ორგანოებს ევალება გატარონ აუცილებელი ზომები სათანადო დროს, რათა უზრუნველყონ რომ გარემოს დაცვითი ღონისძიებები, რომელთა გამოყენებაც მათ გადაწყვიტეს არ აღმოჩნდეს არაეფექტური. შესაბამისად, დასაშვებია საკუთრების უფლების შეზღუდვა იმის უზრუნველყოფით, რა თქმა უნდა, რომ ინდივიდუალურ და კოლექტიურ ინტერესებს შორის გონივრული ბალანსი დაცულია.

სადავო ღონისძიება ემსახურებოდა ლეგიტიმურ მიზანს ტყის იმ ნაწილის დაცვისა, სადაც მშენებლობა აკრძალული იყო. სააგარაკე სახლის მესაკუთრეებმა მშვიდობიანად ისარგებლეს ამ ქონებით ოცდაჩვიდმეტი წლის განმავლობაში უწყვეტად. ოფიციალური დოკუმენტები, გადასახადების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები და შესრულებული სამუშაო მიუთითებდა იმაზე, რომ სახელმწიფო ორგანოებისთვის ცნობილი იყო სახლის არსებობა დიდი ხნის მანძილზე და მას შემდეგ რაც სამართალდარღვევა გამოვლინდა, მათ კიდევ ხუთი წელი გაუშვეს სანამ სისხლის სამართალწარმოება დაიწყებოდა, ამით ხელს უწყობდნენ რა მდგომარეობის გამყარებას, რაც თავის მხრივ შეიძლება მხოლოდ საუარესო ყოფილიყო კანონით დაცული ტყის შენარჩუნების თვალსაზრისით.

თუმცა, ბელგიურ კანონმდებლობაში არ არსებობდა ნორმები იმ შენობებთან მიმართებით, რომლებიც ასეთ ტყის მასივებში აღმოჩნდებოდა. სამართალდარღვევა არ ექცეოდა ბელგიური სამართალით განსაზღვრულ შეზღუდვებში და სახელმწიფო ორგანოების დისკრეციაზე იყო დამოკიდებული, რა დროს აღასრულებდნენ კანონს. ტერიტორიის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის გარდა სხვა ღონისძიება ვერ ჩაითვლებოდა სათანადოდ, რადგანაც ტყის მთლიანობა უდავოდ ირღვეოდა იქ სადაც მშენებლობა დაუშვებელი იყო. უფრო მეტიც, იმ საქმეების მდგომარეობიდან განსხვავებით, სადაც არსებობდა სახელმწიფო ორგანოების არაპირდაპირი თანხმობა, ეს სახლი აშენებული იყო რაიმე ოფიციალური ნებართვის გარეშე. აქედან გამომდინარე ჩარევა არ შეიძლება ჩაითვალოს არაპროპორციულად.

დადგენილება: დარღვევას არ ქონდა ადგილი (ერთხმად).

41-ე მუხლი - 5 000 ევრო არამატერიალური ზიანის სანაცვლოდ.