არუთინიანი სომხეთის წინააღმდეგ

(Harutyunyan v. Armenia)

საჩივრის ნომერი - 36549/03     PDF

მოპასუხე სახელმწიფო - სომხეთი

გადაწყვეტილების მიღების თარიღი - 28.6.2007

შედეგი: დაირღვა კონვენციის მე-6 (1) მუხლი

 

საკვანძო სიტყვები:

(მუხლი 35-ე) დასაშვებობის კრიტერიუმი

(მუხლი 35-3) Ratione temporis

(მუხლი მე-6) სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება

(მუხლი მე-6) სისხლის სამართლის სამართალწარმოება

(მუხლი მე-6-1) სამართლიანი განხილვა

(მუხლი 41-ე) სამართლიანი დაკმაყოფილება

 

© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012 წელი.თარგმანი მომზადებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მიზნობრივი ფონდის მიერ (www.coe.int/humanrightstrustfund). თარგმანი არ ავალდებულებს სასამართლოს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ სრული მითითება საავტორო უფლების შესახებ დოკუმენტის ბოლოს.

© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012 [or subsequent year]. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (www.coe.int/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.

© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012 [ou année suivante]. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (www.coe.int/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.

 

საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე #98

ივნისი, 2007

 

არუთინიანი (Harutyunyan) სომხეთის წინააღმდეგ - 36549/03

გადაწყვეტილება 28.6.2007 [III სექცია]

მე-6 მუხლი

სისხლის სამართალწარმოება

მუხლი 6.1

სამართლიანი სასამართლო განხილვა

საქმის სასამართლო განხილვისას ბრალდებულისგან და მოწმისგან წამებით მიღებული ჩვენებების გამოყენება: დარღვევა

 

ფაქტები: 1998 წელს განმცხადებელი გაიწვიეს სამხედრო სამსახურში. 2002 წელს განმცხადებელი თანამომსახურე სამხედრო პირის მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს და მიუსაჯეს ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთა. სასამართლო, inter alia, დაეყრდნო განმცხადებლის აღიარებას და ორი სამხედრო მოსამსახურის ჩვენებას, ამასთან მიიჩნია, რომ ისინი იძულებას დაექვემდებარნენ. შესაბამისი პოლიციის თანამშრომლებიც დამნაშავედ იქნენ ცნობილი და მიესაჯათ თავისუფლების აღკვეთა. სასამართლომ დაადგინა, რომ პოლიციელებმა განმცხადებელი და ორი მოწმე სცემეს რეზინის ხელკეტებით, დაუჟეჟეს ფრჩხილები ბრტყელტუჩათი, სცემეს ფეხის გულებზე და მიაყენეს სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები. არასათანადო მოპყრობის მუქარით, მათ აიძულეს განმცხადებელი, ეღიარებინა მკვლელობა, ხოლო ორი სამხედრო მოსამსახურე აიძულეს ეღიარებინათ, რომ შეესწრნენ მკვლელობის ფაქტს. მოწმეებს ისინი ასევე დაემუქრნენ არასათანადო მოპყრობით ნებისმიერი მაღალი რგოლის სახელმწიფო ორგანოს ინფორმირების შემთხვევაში. ამ გარემოებებზე დაყრდნობით განმცხადებელმა მისი მსჯავრდება წარუმატებლად გაასაჩივრა.

კანონმდებლობა: განმცხადებელი აიძულეს, ეღიარებინა და ორი მოწმე კი - მიეცათ ჩვენება მისი ბრალის დასადასტურებლად. ზეწოლით მიღებული შვენება გამოყენებულ იქნა მტკიცებულებად, მიუხედავად იმისა, რომ არასათანადო მოპყრობა უკვე დადგენილი იყო შესაბამისი პოლიციელების მიმართ პარალელური სამართალწარმოების შედეგად. ეროვნულმა სასამართლოებმა ამ მტკიცებულებების გამოყენება იმით გაამართლეს, რომ განმცხადებელმა აღიარებითი ჩვენება მისცა გამომძიებელს და არა აღნიშნულ პოლიციელებს, ხოლო მოწმეებმა იგივე ჩვენება მისცეს მოგვიანებითაც, დაპირისპირებისას და სასამართლო განხილვისას. თუმცა ევროპული სასამართლო არ დაკმაყოფილდა ამ დასაბუთებით. როდესაც არსებობს იმის უტყუარი მტკიცებულება, რომ ადამიანი დაექვემდებარა არასათანადო მოპყრობას, მათ შორის ფიზიკურ ძალადობასა და მუქარას, ის ფაქტი, რომ ამ ადამიანმა აღიარა - ან დაადასტურა იძულებით მიცემული ჩვენება მოგვიანებით განცხადებებში - იმ სახელმწიფო ორგანოს წინაშე, რომელიც არ არის პასუხისმგებელი არასათანადო მოპყრობაზე, ავტომატურად ვერ მიგვიყვანს იმ დასკვნამდე, რომ ასეთი აღიარება ან მოგვიანებით გაკეთებული განცხადება არ არის არასათანადო მოპყრობის ან შიშის შედეგი, რასაც ეს ადამიანი შესაძლოა განიცდიდა ამის შემდეგ. ეროვნული სასამართლოებს საკმარისი მტკიცებულება ქონდათ იმის თაობაზე, რომ მოწმეების მიმართ გრძელდებოდა მომავალი წამებისა და შურისძიების მუქარა. უფრო მეტიც, თავად ის ფაქტი, რომ ეს პირები კვლავ სამხედრო სამსახურში იყვნენ, მათ შიშს შესაძლოა აძლიერებდა და შესაბამისად გავლენას ახდენდა მათ განცხადებებზე, რაც დადასტურდა იმითაც, რომ ამ განცხადებების ბუნება მნიშვნელოვნად შეიცვალა დემობილიზაციის შემდგომ. შესაბამისად, ამ პერიოდში მათი ჩვენებების სანდოობა სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშა იყო და ამ განცხადებებზე დაყრდნობა არ უნდა მომხდარიყო. მიუხედავად იმ გავლენისა, რაც წამების შედეგად მოპოვებულ ჩვენებებს შეიძლება ქონოდა განმცხადებლის მიმართ სისხლის სამართალწარმოებაზე, ამ მტკიცებულებების გამოყენება მთელს სასამართლო განხილვას უსამართლოს ხდის.

41-ე მუხლი - 4 000 ევრო არამატერიალური ზიანის სანაცვლოდ.