მონედერო ანგორა ესპანეთის წინააღმდეგ

Monedero Angora v. Spain

საჩივრის ნომერი - 41138/05     PDF

მოპასუხე სახელმწიფო - ესპანეთი

გადაწყვეტილების მიღების თარღი - 7/10/2008

შედეგი: სასამართლომ დაუშვებლად ცნო

 

საკვანძო სიტყვები:

(მუხლი მე-5) თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება

(მუხლი მე-6) სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება

(მუხლი მე-7) არავითარი სასჯელი კანონის გარეშე

(მუხლი მე-13) სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლება

(მუხლი 35-ე) დასაშვებობის კრიტერიუმი

 

© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012 წელი.თარგმანი მომზადებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მიზნობრივი ფონდის მიერ (www.coe.int/humanrightstrustfund). თარგმანი არ ავალდებულებს სასამართლოს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ სრული მითითება საავტორო უფლების შესახებ დოკუმენტის ბოლოს. 

© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012 [or subsequent year]. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (www.coe.int/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document. 

© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012 [ou année suivante]. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (www.coe.int/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.

 

საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე #112

ოქტომბერი, 2008

 

მონედერო ანგორა (Monedero Angora) ესპანეთის წინააღმდეგ - 41138/05

განჩინება 7.10.2008 [III სექცია] 

მე-6 მუხლი

სისხლის სამართალწარმოება

მუხლი 6.1

სისხლის სამართლებრივი ბრალდება

ევროპული დაკავების ბრძანების პროცედურაზე მე-6 მუხლი მოქმედების გავრცელება: დაუშვებელი

 

ფაქტები: განმცხადებელი დააკავეს ესპანეთში და განუსაზღვრეს წინასწარი პატიმრობა საფრანგეთის სასამართლო ორგანოების მიერ გაცემული ევროპული დაკავების ბრძანების საფუძველზე, რომელიც გაიცა 1993 წელს ნარკოტიკული დანაშაულისთვის დაუსწრებლად გასამართლებისა და ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდების შემდეგ. იმის გათვალისწინებით, რომ დაკავება მოხდა 3/2003 კანონის საფუძველზე, რომლითაც განხორციელდა ევროპული დაკავების ბრძანების შესახებ ევროპული კავშირის საბჭოს 2002 წლის 13 ივნისის ჩარჩო გადაწყვეტილების იმპლემენტაცია და წევრ ქვეყნებს შორის პირის გადაცემის შესახებ პროცედურების თანახმად Audiencia Nacional-მა გასცა ბრძანება, განმცხადებლის ფრანგული მხარისათვის გადაცემის შესახებ. განმცხადებელმა წარადგინა გადაწყვეტილების განმარტების მოთხოვნა, სადაც ის ამტკიცებდა, რომ მისი საქმე უნდა განხილულიყო მომთხოვნი სახელმწიფოს ექსტრადიციის შესახებ კანონმდებლობის თანახმად და არა ჩარჩო გადაწყვეტილების საფუძველზე. Audiencia Nacional-მა არ დააკმაყოფილა განმცხადებლის მოთხოვნა. საკონსტიტუციო სასამართლომაც არ დააკმაყოფილა განმცხადებლის amparo საჩივარი.

დაუშვებელი: უფლება ექსტრადიციის განუხორციელებლობაზე როგორც ასეთი არ არის კონვენციითა და მისი დამატებით ოქმებით აღიარებულ უფლებათა შორის. ექსტრადიციის პროცედურები ასევე არ ეხება კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებისთვის დავას სამოქალაქო უფლებებსა და მოვალეობებზე ან სისხლისამართლებრივი მსჯავრის განსასაზღვრად. 3/2003 წლის კანონის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ ევროპული დაკავების ბრძანების პროცედურამ ჩაანაცვლა ევროპული კავშირის წევრ ქვეყნებს შორის მანამდე არსებული ტრადიციული ექსტრადიციის პროცედურა და ემსახურება იგივე მიზანს, უზრუნველყოფილი იყოს იმ ეჭვმიტანილების ან მსჯავრდებულების, რომლებიც ემალებიან მართლმსაჯულებას, მომთხოვნი სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოებისთვის გადაცემა. მართლაც, დაკავების ბრძანების აღსრულება ფაქტიურად ავტომატურად ხდება, რადგანაც მართლმსაჯულების ორგანო არ ამოწმებს მის შესაბამისობას მომთხოვნი ქვეყნის კანონმდებლობასთან და არ არის უფლებამოსილი უარი განაცხადოს მის აღსრულებაზე კანონიდან გამომდინარე. შესაბამისად ეს პროცედურა არ უკავშირდება სისხლის სამართლებრივი ბრალდების დადგენას: შეუსაბამო ratione materiae.