გრაფესკოლო ს.რ.ლ. მოლდოვას რესპუბლიკის წინააღმდეგ
Peter Armstrong v. the United Kingdom
საჩივრის ნომერი - 65282/09 Summary
მოპასუხე სახელმწიფო - გაერთიანებული სამეფო
გადაწყვეტილების მიღების თარიღი - 09/12/2014
შედეგი -
საჩივრის ნაწილი დაუშვებლად იქნა ცნობილი
არ დარღვეულა მე-6 მუხლი - სამართლიანი სასამართლოს უფლება (მუხლი 6 - სისხლის სამართალწარმოება
მუხლი 6-1 - მიუკერძოებელი სასამართლო)
განსხვავებული აზრი: არა
საკვანძო სიტყვები:
(მუხლი 6) სამართლიანი სასამართლოს უფლება
(მუხლი 6) სისხლის სამართალწარმოება
(მუხლი 6-1) მიუკერძოებელი სასამართლო
Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (www.supremecourt.ge).Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო ბარათი სასამართლო პრეცედენტზე No. 180
დეკემბერი 2014
პიტერ არმსთრონგი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ
Peter Armstrong v. the United Kingdom - 65282/09
გადაწყვეტილება 9.12.2014 [სექცია IV]
მუხლი 6
სისხლის სამართალწარმოება
მუხლი 6-1
მიუკერძოებელი სასამართლო
პოლიციის ოფიცრების მონაწილეობა ნაფიც მსაჯულთა პროცესზე იმ საქმეში, სადაც პოლიციის ოფიცრის მტკიცებულება არ გამხდარა სადავო:არ არის დარღვევა
ფაქტები – მომჩივანი მსჯავრდებულად იქნა ცნობილი მკვლელობისთვის ნაფიც მსაჯულთა მიერ, რომელთა შორის ერთ-ერთი იყო პოლიციის გადამდგარი ოფიცერი და ერთ-ერთი - პოლიციის მოქმედი ოფიცერი. ორივე ოფიცერმა სასამართლოს აცნობა საკუთარი სტატუსის შესახებ. გადამდგარმა ოფიცერმა ახსნა, რომ მრავალი წელი იყო გასული მას შემდეგ, რაც ის თანამდებობიდან გადადგა და არ იცნობდა პოლიციის იმ ოფიცრებს, რომელთა სახელებიც ფიგურირებდა წინამდებარე საქმეში. მოქმედმა ოფიცერმა მიუთითა, რომ ის იცნობდა მოსამართლის უკან მჯდომარე მამაკაცს, როგორც პოლიციის ოფიცერს, მაგრამ ბრალმდებელმა განმარტა, რომ ეს მამაკაცი არ იქნებოდა გამოძახებული მოწმედ. მას შემდეგ, რაც დაცვის ადვოკატს მიეცა გამოკითხვის ჩატარების შესაძლებლობა, მას არ გაუპროტესტებია რომელიმე ოფიცრის ყოფნა ნაფიც მსაჯულებში.
სამართალი – მუხლი 6 § 1: ნაფიცი მსაჯულის პირადი მიუკერძოებლობა ივარაუდება მანამ, სანამ არ დამტკიცდება საწინააღმდეგო. ვინაიდან არ არსებობდა რეალური მიკერძოებულობის რაიმე მტკიცებულება, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოიკვლია, არსებობდა თუ არა საკმარისი გარანტიები იმისათვის, რომ გამორიცხულიყო ნებისმიერი ობიექტურად გამართლებული ეჭვები პოლიციის ოფიცრების მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით.
ორივე მსაჯულმა მიაქცია საქმის განმხილველი მოსამართლის ყურადღება პროცესის ადრეულ სტადიაზე იმ ფაქტზე, რომ ისინი იმ პერიოდისთვის იყვნენ ან იმ პერიოდამდე იყვნენ პოლიციის ოფიცრები. მოქმედმა ოფიცერმა ასევე მიუთითა, რომ ის იცნობდა პოლიციის ოფიცერს, რომელიც იმყოფებოდა სასამართლო სხდომის დარბაზში. საქმის განმხილველმა მოსამართლემ დაუყოვნებლივ მიიღო განმარტებები ადვოკატისაგან და სათანადო გამოკვლევაც ჩატარდა. ნაფიც მსაჯულთა შორის მყოფი მოქმედი ოფიცრის მისამართით დაისვა კითხვები, რათა დადგენილიყო, თუ რამდენად იცნობდა იგი სასამართლო დარბაზში მყოფ ოფიცერსა და წინამდებარე საქმეში მოწმედ გამოძახებულ პოლიციის ოფიცერს. მომჩივანი მთლიანად იყო ჩართული ამ სამართალწარმოებაში და ინფორმირებული იყო სავარაუდო შეკითხვების შესახებ, სანამ მათ დაუსვამდნენ პოლიციის ოფიცერს. დაცვის ადვოკატს ჰქონდა შესაძლებლობა, გამოეძიებინა და გაერკვია პოლიციის ოფიცრების კავშირი წინამდებარე საქმესთან. დაცვის ადვოკატს არ უდავია სამართალწარმოების განმავლობაში ნაფიც მსაჯულთა განგრძობადი დასწრების შესახებ. ორი ოფიცრის მიმართ განხორციელებული გამჭვირვალე გამოკითხვიდან ცხადი იყო, რომ დაცვის მხარეს ჰქონდა ყველა შესაძლებლობა, გაეპროტესტებინა მათი განგრძობადი ყოფნა ნაფიც მსაჯულთა შორის, მაგრამ გადაწყვიტა, რომ ასე არ მოქცეულიყო.
რაც შეეხება ნაფიც მსაჯულებსა და სასამართლო პროცესის სხვა მონაწილეებს შორის კავშირებს, განსხვავებით Hanif and Khan v. the United Kingdom, ეს არ იყო შემთხვევა, სადაც პოლიციის ოფიცერი, რომელსაც პირადი ნაცნობობა აკავშირებდა რელევანტური მტკიცებულების მიმცემ მოწმე პოლიციის ოფიცერთან, იყო ნაფიც მსაჯულთა წევრი. და არც მომჩივნის დაცვა იყო რაიმე ფორმით დამოკიდებული - თუ საერთოდ იყო დამოკიდებული - წინამდებარე საქმეში მოწმე პოლიციის ოფიცრის მიერ მიცემული ჩვენების გასაჩივრებაზე. მომჩივანმა აღიარა მსხვერპლის მკვლელობა და ერთადერთი კითხვა, რომელზეც ნაფიც მსაჯულებს უნდა გაეცათ პასუხი, იყო შემდეგი: მოქმედებდა თუ არა მომჩივანი აუცილებელი მოგერიების ფარგლებში. ამ გარემოებებში, და კვლავ განსხვავებით Hanif and Khan საქმისგან,არ შეიძლება ითქვას, რომ არსებობდა მნიშვნელოვანი კონფლიქტი ან აშკარა წინააღმდეგობა წინამდებარე საქმეში პოლიციის ოფიცრის მოწმეობასთან დაკავშირებით.
შესაბამისად, მომჩივნის სასამართლო პროცესზე არსებული გარანტიები იყო საკმარისი, რათა უზრუნველყოფილი ყოფილიყო მომჩივნის საქმის განმხილველ ნაფიც მსაჯულთა მიუკერძოებლობა.
დასკვნა: არ არის დარღვევა (ერთხმად).
(იხილეთ Hanif and Khan v. the United Kingdom, 52999/08 და 61779/08, 20 დეკემბერი 2011, Information Note 147)
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბარათებიCase-Law Information Notes